განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
190100117002063219
ინსტანცია
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100117002063219

საქმე №1ბ/1451-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნუ----------------ს

ადვოკატის: ხა---------------ს

მსჯავრდებულის: კი------–--------ს

მონაწილეობით,რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ----------------ს და მსჯავრდებულ კი------–--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხა---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ კი------–--------ს მიმართ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ----------------------------------–---------–--–--------------------------------------------------–----------------------------–----–----–--------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, კი------–--------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

კი------–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამიათასი) ლარის ოდენობით.

კი------–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 12 ივლისს, 13:08 საათზე კი------–-------ე იმყოფებოდა ქ----------–-----------–---–------------–- მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში, სადაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვა----------------ს 35 ლარად ღირებულ ტყავის მუქი ფერის საფულეს მასში მოთავსებულ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით, 174 ლარად ღირებულ ,,რომპეტროლის” ბენზინის რეგულარის 80 ლიტრის საწვავის ტალონებს, 14 ლარად ღირებულ ,,სოკარის” გაზის 10-კუბიანი საწვავის ტალონს ,,უნიქარდის” ბარათს, 1 ცალ აფთიაქ ,,ნეოფარმის” ქულების დასაგროვებელ ბარათს და ჯარიმის ქვითრებს. აღნიშნული ქმედებით ვახტანგ ფრუიძეს მიადგა 323 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით კი------–-------ეს მსჯავრი დაედო მას, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 12 ივლისს, კი------–-------ე იმყოფებოდა ქ----------–-----------–---–------------–- მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში, სადაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვა----------------ს საფულეს, სადაც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.

ბრალდების მხარემ - რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ----------------მ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და კი------–--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დაცვის მხარემ - მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - ბრალდების მხარის - მტკიცებით სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ კი------–--------ს მხრიდან სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა დაზარალებულ ვა----------------ს ჩვენება მისი უტყუარობის თვალსაზრისით, სადაც ის დეტალურად აღწერს, თუ რა რაოდენობის თანხა და ბენზინის ტალონები ჰქონდა საფულეში.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში გარკვევით მიუთითა, მოცემულ შემთხვევაში, თუ რატომ არ იზიარებდა დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს. განაჩენში არსად არ არის მითითებული, რომ სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულის ჩვენება მისი უტყუარობის ან სანდოობის თვალსაზრისით.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, სადაც ის მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის დასადგენად ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. აღნიშნულის ანალოგიურად, აპელანტი სააპელაციო საჩივარში პოზიციის დასაბუთებისას ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რაც ცალკე აღებული მტკიცებულება, წარდგენილი ბრალის მიხედვით კი------–--------ს მსჯავრდების საფუძველს ვერ ქმნის.

ბრალდების მხარეს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების შემოწმებისა და მისი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების საშულებას მისცემდა.

რაც შეხება შპს „ჯ--------–--“ დირექტორის 2017 წლის 7 აგვისტოს წერილს, დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვა----------------ს სახელზე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაცემულია საწვავის ტალონები 220 ლიტრის ოდენობის ბენზინისთვის, ხოლო რამდენი იქნა გამოყენებული და რა ოდენობის ლიტრის საწვავის ტალონი დარჩა ვახტანგ ფრუიძეს 2017 წლის 12 ივლისისთვის, დადგენილი არ არის.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კი------–--------ს ქმედება დაკავალიფიცირებულია სწორად და მისი შცვლის ასფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ არსებობს ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობის დასადაგენად.მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთება ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი ქმედების ფარული ხასიათი და სუბიექტური მხარის ნიშანი- პირის მიერ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

გარდა აღნიშნულისა, აპელანტის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ სს „საქართველოს ბანკი“-ს ფილიალიდან 2017 წლის 28 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაცია მოპოვებულია კანონდარღვევით, ვინაიდან ბრალდების მხარემ საქმეზე გამოძიება შეგნებულად დაიწყო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რათა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოეპოვებინა მისთვის სასურველი ინფორმაცია. საქართველოს სსსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა დასაშვებია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, შესაბამისად, ბრალდების მხარე სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით სასამართლოს ვერ მიმართავდა შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მითითებული ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა,რაზედაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ მსჯავრდებული კი------–-------ე არ უარყოფს მის მიერ საფულის აღების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს იყო ნაპოვნი ნივთი, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნდა. მან როგორც პირველი ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დაურეკეს საქართველოს ბანკიდან მისი შვილის ლა–--–--------ს სესხთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, საკონტაქტო პირად ჰყავდა ლ-–-- მითითებული და სესხის გადახდის ბოლო ვადა იყო, ამიტომ მივიდა ბანკში, რომ დავალიანება გადაეხადა. ბანკში შესვლისას აიღო რიგის ნომერი, დაელოდა გამოძახებას და მივიდა ოპერატორთან. წინ ორი სკამი იდო და დაჯდა ერთ-ერთზე, როდესაც თავისი საფულე უნდა ამოეღო, მარცხენა ფეხის ქვეშ გარკვეული უხერხულობა იგრძნო, გამოწია ფეხი და საფულე დაინახა. აიღო ჩვეულებრივად და ჩაიდო ჯიბეში, ჩათვალა, რომ ეს იყო უმნიშვნელო საგანი, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. ბანკიდან რომ გამოვიდა, სამსახურში მანქანით წავიდა, ლ-–-- სესხთან დაკავშირებით განერვიულდა, რადგან არ მოელოდა, რომ მას რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდა და დაუმალა, შემდეგ განაგრძო მუშაობა და საფულეს ამბავი გადაავიწყდა კიდეც. მისივე განმარტებით, საფულეში პიროვნების საიდენტიფიკაციო არანაირი დოკუმენტი არ იდო, მხოლოდ უნიქარდი და ხურდები ეყარა და იფიქრა, სოციალურ ქსელში ფოტოს განათავსებდა. მეორე დღეს მანქანიდან ნარჩენები უნდა გადაეყარა, მანქანაში საფერფლე არ აქვს და თაროს იყენებს საამისოდ, შესაძლებელია საფულე მას გადააყოლა კიდეც. ის საფულეს ფარულად არ დაუფლებია, ვინაიდან ის ღია სივრცეში, საკამზე ყველას დასანახად იდო და არც მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბანკში ვიდეოჩაწერა ხორციელდება, ამიტომ არც უკითხავს ოპერატორისთვის, ვინ იჯდა სკამზე მანამდე, რადგან ჩათვალა, რომ საფულე მის გარდა სხვამაც შეამჩნია, ამიტომ ის უსარგებლო ნივთად მიიჩნია, მას სურდა მისი მფლობელისთვის დაბრუნება, თუმცა ვერ მოახერხა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი ქმედების ფარული ხასიათი და სუბიექტური მხარის ნიშანი- პირის მიერ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამ ორი კომპონენტის შეფასებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის მოქმედებაზე, თუ სად, რა ვითარებაში და რა ხერხით ეუფლება ის საფულეს.

სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კი------–-------ე მიდის ოპერატორთან და ორი სკამიდან ჯდება სწორედ იმ სკამზე, სადაც დევს საფულე და ამ გზით სრულად ფარავს საფულეს. ბანკის ოპერატორთან საუბრისას, პარალელურად და სხვისგან ფარულად მარცხენა ფეხის ქვემოდან იღებს საფულეს და სხვებისაგან შეუმჩნევლად იდებს შარვლის უკანა ჯიბეში, რის შემდეგაც ტოვებს ბანკს. ჩანაწერიდან ცალსახად დასტურდება, რომ კი------–-------ე აღნიშნულ ქმედებებს სხვებისგან შეუმჩნევლად აკეთებს, რაც ნივთის ფარულად დაუფლების მთავარი ნიშანია.

საგულისხმოა ისიც, რომ მსჯავრდებული „ნაპოვნი“ საფულის შესახებ არ ეუბნება ბანკის არც ერთ თანამშრომელს, რაც საფულის მართლსაწინააღმდეგო მიზნის არარსებობის შემთხვევაში სავსებით ლოგიკური იქნებოდა. კი------–-------ემ, სააპელაციო სასამართლოში კითხვაზე, თუ ის საფულეს ფარულად არ დაეუფლა და არ ჰქონდა მისი მისაკუთრების მიზანი, რატომ არ უთხრა საფულის თაობაზე მის წინ მჯდომ ოპერატორს, დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. მსჯავრდებულმა ასევე ვერ ახსნა, ბანკის დატოვების შემდეგ, როდესაც ნახა საფულე, რატომ არ დაბრუნდა ბანკში და რატომ არ განუცხადა ბანკის რომელიმე თანმაშრომელს ნაპოვნი საფულის თაობაზე.

რაც შეხება ქმედების სუბიექტური ნიშნის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ეს მიზანი გაუჩნდა საფულის ნახვისთანავე და გამოხატა მის არავერბალურ ქმედებაში, როდესაც ის დააჯდა მას და დაფარა მთლიანად, რათა გაადვილებოდა მისი ფარული დაუფლება.

ამდენად, პალატა მიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კი------–--------ს ქმედება შეიცავს ქურდობის შემადგენლობისათვის აუცილებელ ნიშნებს ქმედების ფარულ ხასიათს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს.

- პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ თითქოსდა სს „საქართველოს ბანკი“-ს ფილიალიდან 2017 წლის 28 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაცია მოპოვებულია კანონდარღვევით და ის განაჩენს საფუძვლად არ უნდა დაედოს.

რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა ბარლდების მხარის შუამდგომლობა და საქართველოს სსსკ-ის XVI1-ე თავისა და 136-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ქ----------–-----------–---–--------–------------------------–-----------ს ფილიალიდან გამოთხოვილი იქნა შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2017 წლის 12 ივლისის 12:30 საათიდან 15:00 საათამდე დროის შუალედში. აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს დაცული იქნა საპროცესო კანონომდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა და არ არსებობს მისი გაუზიარებლობის საფუძველი.

სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია ვარაუდის დონეზე შესაძლებელია მსჯელობის საგნად იქცეს, თუმცა კანონით მოპოვებულ მტკიცებულებას, სამართლებრივ საფუძველს ვერ აცლის.

 

3. ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კი------–--------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ვა----------------ს ჩვენებით, მოწმეების: დ--------------------------------–---–---------------------------------------------–---–---------------------–-–------------–---–-- ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ვიდეოჩანაწერით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ კი------–-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ კი------–--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხა---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. კი------–--------ს ქმედეება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

კი------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამიათასი) ლარის ოდენობით.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კი------–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- 12 ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი