განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
330100117002226064
ინსტანცია
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-962-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის, ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორების - მ--------------ის, ი-----–------–---–ის;

ადვოკატების - ე-–--------------------ის, ლ------–-–---–ის, ე------------------–---–ის,მ-----------–---–ის, დ----------------ის;

მსჯავრდებულების - თ----------------------ს, ბ------------------ის,ს---------------–-სის მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ----------------------ს და მისი ადვოკატების - ე-–--------------------ის და ლ------–-–---–ის; მსჯავრდებულ ბ------------------ის ადვოკატ ე------------------–---–ის; ასევე მსჯავრდებულ ს---------------–-სის და მისი ადვოკატების მ-----------–---–ის და დ----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ----------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------------------–---------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ბ------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3---------5, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------------–------------------–---–----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ს---------------–-სის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ვანი, ს---------–---–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით:

 

თ---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თ---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

თ---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თ---------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.

 

ბ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ბ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.

 

ს---------------–-სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ს---------------–-სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

თ---------------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად;

 

მანვე ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ბ------------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ს---------------–-სმა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 03:50 საათზე, ბ------------------ი, თ---------------------ე, ს---------------–-სი თანამზრახველებთან ერთად, ჯგუფურად, პროდუქტისა და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ ქ. თ---–--–----------------------–-------------–------------–------–----“ საწყობს და პერსონალის: გ---------------ის, ავ--------–-------ის და ნ----------–--ლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, კერძოდ - №A---- ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „ПБ“ მოდელის უხმო პისტოლეტისა და იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით, განახორციელეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში თ---------------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - №A---- ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „ПБ“ მოდელის უხმო პისტოლეტი და სროლისთვის ვარგისი საბრძოლო მასალა - 8 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, რაც 2017 წლის 22 სექტემბერს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს, თავიდან მოშორების მიზნით გადააგდო ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, თ---------------------ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისთვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს №A---- ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის „ПБ“ მოდელის უხმო პისტოლეტს და სროლისთვის ვარგის საბრძოლო მასალას - 8 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, რაც 2017 წლის 22 სექტემბერს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს, თავიდან მოშორების მიზნით გადააგდო ქ. თბილისში, თ-----------------–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ---------------------ემ და მისმა ადვოკატებმა ე-–--------------------ემ და ლ------–-–---–მა; მსჯავრდებულ ბ------------------ის ადვოკატმა ე------------------–---–მა და ასევე, მსჯავრდებულმა ს---------------–-სმა და მისმა ადვოკატებმა - მ-----------–---–მა და დ----------------ემ. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განააჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულების თ----------------------ს, ბ------------------ის და ს---------------–-სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

მსჯავრდებული თ---------------------ე და მისი ადვოკატები ე-–--------------------ე და ლ------–-–---–ი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა/მანქანა „M----------“, სახელმწიფო ნომრით G-------- იმყოფებოდა ქ.თბილისში, ა-----–-------–----------------, კორპუსი N- მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებულის ნიაზი ბეინაშვილის ჩვენების და თ----------------------სათვის წარდგენილი ბრალდების თანახმად კი, შ------–--ა“-ზე ყაჩაღური თავდასხმისას ბრალდებულები ითხოვდნენ ფულად თანხას და შ------–--ა“-ში არსებულ პროდუქტს. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - მაშინ, როდესაც შ------–--ა“ მდებარეობს ქ------–--–----------------------–-ს ქუჩა N---ში, ა/მანქანა “M----------”, სახელმწიფო ნომრით G-------- რატომ იმყოფებოდა ქ.თბილისში, ა-----–-------–----------------, კორპუსი N- მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორ აპირებდნენ ამხელა მანძილზე დაშორებულ ა/მანქანაში ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული პროდუქტის მასში მოთავსებას? საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირების - მ-------–------–---–-----–---------–---–ის, გამომძიებელი ზ---------------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებების თანახმად, ქ------–--–----------------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე შ------–--ა“-ს საწყობის ტერიტორიაზე, სადაც ტარდებოდა მათ მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტი, გარდა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირებისა და ბრალდებულ თ----------------------სა, სხვა პიროვნებები არ ყოფილან. იგივეს განმარტავენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირები: საიბ გეიდაროვი, ნინო გეჯაძე, ირაკლი გათაშვილი და გამომძიებელი ზურაბ ბუბუნაური, რომელთა ჩვენებების თანახმად, ქ------–--–----------------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე შ------–--ა“-ს საწყობის ტერიტორიაზე, სადაც ტარდებოდა მათ მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტი, გარდა აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებისა და ბრალდებულ ბ------------------ისა, სხვა პირები არ ყოფილან. თ----------------------ს და ბ------------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით კი დგინდება, რომ ორივე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დრო ემთხვევა ერთმანეთს.

 

გარდა ამისა, აპალანტები უთითებენ, რომ საგამოძიებო ჯგუფის წევრების: ვ-–----–---–---------------------–---–--------------–--–-–---–----------------------–---–-------–-------–---–---–ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია ქ------–--–----------------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე შ------–--ას“ საწყობის ტერიტორიიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერის მონაცემებთან, დამყაჩაღებელი პირების განლაგების, გაქცევის რიგითობის და გაქცევის მიმართულებასთან დაკავშირებით. ასევე, მოწმე მ------------------ის ჩვენება განსხვავდება სხვა მოწმეთა ჩვენებებიდან. თ----------------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა არ მტკიცდება სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის არც დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. გარდა აღნიშნულისა, აპელანტები განმარტავენ, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარემ დაუშვა პროცესუალური დარღვევები - ბრალდებული დაუყოვნებლივ არ უზრუნველყო დაცვის უფლებით, ამოცნობა კი ჩაატარა ისეთ ოთახში, რომელიც არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. სასამართლომ კი აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, რაც უნდა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ბ------------------ის ადვოკატი ე------------------–---–ი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებები, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ერთობლიობაში გმორიცხავენ ბ------------------ის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენას. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოწმეთა ჩვენებები აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია ყაჩაღობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ; კერძოდ, დაზარალებულები მკაფიოდ ადასტურებენ, რომ როდესაც, ე.წ. ყაჩაღები გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, ამ დროს პოლიცია იქ არ იმყოფებოდა; ხოლო პოლიციელები ამბობენ პირიქით, რომ მათ გაიგონეს ჩხუბის და გინების ხმა და შემდეგ დაინახეს, როგორ გამოცვივდნენ გარეთ სამი პიროვნება. დაზარალებულების ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც ყაჩაღები გაიქცნენ, რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მოვიდა პოლიცია, ასევე დაზარალებულთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლოში გამოკვლეული შ------–--ას“ შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ტოვებენ ის პირები შემთხვევის ადგილს. 03:49 წუთზე ყველა პირი გავიდა ჭიშკრიდან, 03;52 წუთზე კი ჭიშკართან ჩნდება დაცვის პოლიციის მანქანა, გადმოდიან ავტომატით შეიარაღებული პოლიციელები, რომლებსაც აცვიათ ღია ფერის ფორმები. 03:56 წუთზე კადრში ჩნდება საპატრულო პოლიციის მანქანა 03:57 წუთზე მოდის მეორე პოლიციის მანქანა. თუმცა პოლიციელები ამბობენ, რომ თავდამსხმელები გამოვიდნენ მათი მისვლისთანავე, მაშინვე იცნეს და დაედევნენ. ადვოკატის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ტაქსის მძღოლის ჩვენებასთანაც, რომელიც უკავშირდება მგზავრების აყვანისა და მათი გადაადგილების ვითარებას.

 

აპელანტი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულ ნ----------–--ლს არ შეუძლია ამოიცნოს ბ------------------ი და იგი ერევა ს---------------–-სში. სასამართლოს მიერ არ უდა მომხდარიყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გაზიარება, ვინაიდან საქმეში არ გვაქვს ბ------------------ის ჩვენება და ვერ იქნა პასუხი გაცემული კთხვაზე - თუ რომელი ჩვენების შემოწმების მიზნით იქნა ჩატარებული აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი. დამცველის განმარტებით, იმ პირობებეში, როდესაც ექსპერტმა სასამართლოში განაცხადა, რომ დახურულ სივრცეში სუნი შესაძლებელია დარჩეს ერთი თვეც კი, მ-----------ს სუნის ნიმუში არ დაემთხვა შემთხვევის ადგილზე ამოღებულ სუნის ნიმუშებს. ასევე, შემთხვევის ადგილზე და იქიდან ამოღებულ ნივთევზე: ე.წ. ხამუთებზე, ძალაყინებზე, იარაღზე და ა.შ. არ აღმოჩნდა ბ------------------ის გენეტიკური პროფილი. რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტი უტყუარად არ ადასტურებს, რომ ნამდვილად მ----------- იჯდა მ-------–---ს ავტომანქანის სავარძელზე, ხოლო საკვლევად გადაცემული მაისური არ გახლავთ რაიმე ისეთი განსაკუთრებული შემადგენლობის, რაც უტყუარ სურათს მოგვცემდა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ბ------------------ს აქვს ტრავმირებული ფეხი, დამაჯერებლობას მოკლებულია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომ თურმე სწრაფად მისდევდა ბ------------------ს, რომელიც კოჭლობით გარბოდა და ვერ დაეწივნენ. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ნათელია, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ბ------------------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, რის გამოც მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

მსჯავრდებული ს---------------–-სი და მისი ადვოკატები - მ-----------–---–ი და დ----------------ე სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებული ს---------------–-სი დაკავებისას სასტიკად იქნა ნაცემი პოლიციის თანამშრომლების მიერ და სწორედ ძალადობის საფუძველზე მოიპოვეს მისგან აღიარებითი ჩვენება. პოლიციის თანამშრომლები მოწმის სახით დაკითხვისას სხვადასხვანაირად აღწერენ ერთიდაიგივე საგამოძიებო მოქმედების ფაქტს და მათი ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. სასამართლო განაჩენში მოიხსენიებს „მაყუჩიან“ ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა აღნიშნული იარაღი ე.წ. „მაყუჩით“, მტკიცებულებათა გამოკვლევისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ამოცნობის მიზნით ხელი დაადო ისეთ პიროვნებას, რომელიც არავითარ კავშირში არ იყო მასთან, ხოლო იარაღზე კი განაცხადა, რომ არ დაუნახავს. რაც შეეხება უშუალოდ ს---------------–-სის მიერ იარაღის ქონას, დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას ხელში ეჭირა იარაღი და არა იარაღის მაგვარი რამ, რომელიც გამოძიებისას არ ყოფილა ამოღებული.

 

აპელანტების განმარტებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაცვის პოლიცია შემთხვევის ადგილზე მოდის თავდამსხმელების წასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ხოლო მას 2-3 წუთში მოყვება პოლიციის ეკიპაჟი. შესაბამისად, სიცრუეა განმარტება, რომ თითქოს პოლიციის ეკიპაჟი მისდევს თავდამსხმელებს, რომლებიც გინებითა და ხმაურით გამოდიან საწყობის ტერიტორიიდან. ჩვენებების მიცემის დროს პოლიციელები ცრუობენ, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობაში მოდიან თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან და რეალურ ფაქტებს არანაირად არ შეესაბამებიან. პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ტაქსის მძღოლის ჩვენებასთანაც მგზავრების აყვანისა და მათი გადაადგილების ვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტმა ბ-----------------მაც დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიმუშები ბრალდებულებთან და კონკრეტულად ს---------------–-სთან მიმართებაში - არაიდენტურია. ამდენად, აპელანტების განმარტებით, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით, არ იძლევიან საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ჩაიდინეს წარმოდგენილმა მსჯავრდებულებმა.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----------–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--ას“ ტერიტორიაზე მუშად. მითითებულ დღეს იმყოფებოდა სამსახურში, კერძოდ, იჯდა შ------–--ას“ ტერიტორიაზე, სადარაჯო ოთახის გვერდით გაჩერებულ მანქანაში. დაახლოებით 03:30 საათზე გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც დაინახა მისკენ მიმავალი სამი უცხო ადამიანი. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ დროს მას უკნიდან მივარდა ვიღაც, რომელმაც დაიწყო მისი გაკოჭვა. მართალია ამ პირის დანახვა ვერ მოასწრო, თუმცა დაინახა, რომ ეხურა კეპი. პირველ თავდამსხმელს შეუერთდნენ დანარჩენი პირებიც და იგი გაათრიეს მანქანებისკენ. მათი მოთხოვნა იყო საწყობიდან პროდუქტის წაღება, რის გამოც თავდამსხმელები მოუწოდებდნენ, რომ ჩუმად ყოფილიყო და ამასთანავე ემუქრებოდნენ იარაღით. ნ----------–--ლმა დაადასტურა, რომ მასთან წინიდან მისულ პირს, რომლის დანახვაც ეზოს განათების გამო კარგად შეძლო, ეჭირა იარაღი. ამის შემდეგ ის პიროვნება, რომელის პირველად მივიდა მასთან და გაკოჭა ე.წ. ხამუთის გამოყენებით, დარჩა ადგილზე, ხოლო დანარჩენი ორი გაიქცა საყარაულოსკენ. მოგვიანებით ის ერთი პირიც გაიქცა, რომელიც მასთან ერთად იყო, რის შემდეგაც დაინახა გ---------------ი. მისთვის უცნობია, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში შ------–--ას“ ეზოს ჭიშკრის გარეთ. შემთხვევის ადგილზე მალევე - დაახლოებით 3-5 წუთში მივიდა დაცვის პოლიცია. დაზარალებულმა სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულში, რომელიც დაინახა იარაღით ხელში, ამოიცნო ს---------------–-სი. მისი განმარტებით, გამოძიების ეტაპზეც, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, დამოუკიდებლად, ყოველგვარი მინიშნებისა და ძალდატანების გარეშე ამოიცნო ეს უკანასკნელი. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე ისეთი ნიშან-თვისებების მითითებას, რომლითაც ხასიათდებოდა ბრალდებული ბ------------------ი, მოწმის თქმით, განპირობებულია მისი შეცდომით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ---------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--აში“ დარაჯად. მითითებულ დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავის თანამშრომელთან - ა----- ჯ-------ნ ერთად იმყოფებოდა შ------–--ას“ ტერიტორიაზე არსებულ მათთვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, რა დროსაც მათ ოთახში ფანჯრიდან გადახტა უცხო პირი. მას ხელში ეჭირა მოყავისფრო, მოგრძო ლულიანი იარაღი და მიუთითათ, რომ არ განძრეულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეეშინდა, არ დაემორჩილა თავდამსხმელის მოწოდებას, დრო იხელთა და გავიდა გვერდითა ოთახში, განგაშის ღილაკზე ხელის დასაჭერად, რის შემდეგაც ჩაირთო სიგნალიზაცია. ამ დროს თავდამსხმელმა გვერდის არეში დაარტყა ფეხი და ფანჯრიდან გადახტა. ამის შემდეგ ეზოში გავიდა ა----- ჯ----ი, რომელსაც ფანჯრიდან გადასულ თავდამსხმელთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა. ა-----მ თავის არეში მიიღო დაზიანება, თუმცა ამ მომენტს თავად არ შესწრებია, რადგან ფეხის დარტყმის შედეგად წაქცეული იყო. იგი მოგვიანებით გავიდა ეზოში, სადაც შეხვდა ა-----, რომელმაც უთხრა თავდამსხმელების გაქცევის შესახებ. თავდასხმის დროს გარდა ოთახში არსებული განათებისა, განათებული იყო გარე მხარეც. ამის შემდეგ იგი (გ---------------ი) გავიდა ნ----------–--ლის მოსაკითხად, რა დროსაც, მანქანების მხარეს, მისგან დაახლოებით 20 მეტრის დაშორებიდან, გამოვიდა ერთი პირი. თავდაპირველად ნელა, ხოლო შემდეგ აუჩქარა ნაბიჯს და გაიქცა უკანა მხარეს. ამ დროს მივიდა პოლიციაც, რის შემდეგაც სამივე დაზარალებული წაიყვანეს განყოფილებაში დასაკითხად. დაზარალებულმა დაადასტურა რომ ჩვენების მიცემის შემდეგ, თვალებით, წარბებითა და თმით ამოიცნო თავდამსხმელი. მან სასამართლო სხდომის დარბაზშიც ცალსახად მიუთითა ბრალდებულ თ---------------------ეზე და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სწორედ ის დაესხა თავს. დაზარალებულმა გ---------------მა არ დაადასტურა შემთხვევის ადგილზე ძალაყინების არსებობის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა---------–--------ა განმარტა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--ას“ ტერიტორიაზე განთავსებულ მეთვალყურეთა განკუთვნილ ოთახში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გ---------------თან ერთად. დაახლოებით 03:30-ზე, მათთან ოთახში ფანჯრიდან შეიჭრა იარაღიანი პირი, რასაც მას და მის მეწყვილეს უმიზნებდა, თან მოუწოდებდა არ განძრეულიყვნენ, თორემ ესროდა. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელს ის და გ---------------ი უწევდნენ წინააღმდეგობას, რა დროსაც თავდამსხმელმა იარაღის ტარი ჩაარტყა თავში. ამასობაში გ---------------მა შეძლო მეორე ოთახში გასვლა და განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა, რის გამოც თავდამსხმელი ფანჯრიდან გაიქცა. მოწმემ ასევე დაინახა, რომ ოთახში შესულმა თავდამსხმელმა თანამზრახველებს მოუწოდა გაქცევისკენ. მისი მითითებით ჭიშკრიდან პირველად გავიდა თ---------------------ე, შემდეგ მირბოდა ს---------------–-სი, რომელსაც ასევე იარაღი ეჭირა ხელში, ხოლო ბოლოს - ბრალდებული ბ------------------ი, რომელიც დაახლოებით 20-25 მეტრის მანძილიდან დაინახა და მას ხელში არაფერი სჭერია. თავდამსხმელების გაქცევის პროცესში დაინახა მეოთხე პირიც. მისთვის უცნობია ბრალდებულების გაქცევის მომენტში რა ხდებოდა ჭიშკრის გარეთ. შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ამოცნობის დროს წარდგენილი პირებიდან დამოუკიდებლად, ყოველგვარი მინიშნების გარეშე ამოიცნო ბრალდებულები. ასევე, სასამართლო სხდომაზე მიუთითა ბრალდებულ თ---------------------ეზე, რომელსაც 2017 წლის 22 სექტემბერს, მასზე განხორციელებული თავდასხმის დროს ხელში ეჭირა გრძელლულიანი იარაღი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--------–--------ამ განმარტა, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით „ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შეხვდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ამ უკანასკნელმა გადასცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირთა ჯგუფის მიერ მზადდებოდა შ------–--აზე“ შეიარაღებული თავდასხმა და აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ „მ--------------ს“ მარკის ა/მანქანით, სახ. №G--------. მოწმემ აღნიშნული მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ მოხდა მისი მოწმის სახით დაკითხვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–----–---–----ა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ქ-------–---------------------–--------–-–----------------–-------------------–--აში, მისმა თანამშრომელმა ლ--------–--------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იმ ღამეს თ---------------------ეს, ბ------------------ს და ს---------------–-სს, მეოთხე პირთან ერთად (სახელი არ ახსოვს), შ------–--ას“ საწყობზე უნდა განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ თანამშრომლებმა ინფორმაციის მიმღებ პირთან გაიარეს გეგმა, თუ როგორ და საიდან უნდა მისულიყვნენ აღნიშნულ ადგილზე. ამასთან, ლ--------–--------ამ მოწმეს და ჯგუფის სხვა წევრებს აჩვენა ზემოაღნიშნული პირების ფოტოსურათები, რაზეც მიუწვდებოდა ხელი. შემთხვევის ადგილზე გავიდა ჯგუფი, რომლის წევრებიც იყვნენ თავად, ან----------------–---–---------–-------–---–-------------------------------------–---–---–-------–---–---–----------------–--–-–---–ი. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ორი მანქანით, მასთან ერთად მანქანაში იჯდა ვ-–----–---–--ნი. ჯგუფი შეიქმნა ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან 15 წუთში და შემთხვევის ადგილზე მისასვლელად დასჭირდათ დაახლოებით 10 წუთი. ისინი მივიდნენ შ------–--ას“ საწყობის კარებიდან 2-3 მეტრის მოშორებით და გაჩერდნენ, რა დროსაც შემოესმათ გინებისა და ყვირილის ხმა. ამის შემდეგ ჭიშკრიდან გამოვიდა სამი პირი. ერთი გაიქცა ვაგზლის მიმართულებით, ხოლო ორი - ქუჩის გადაჭრით შევარდა კორპუსში. ერთ-ერთს, კერძოდ, თ---------------------ეს, რომლის დანახვაც განათების გამო კარგად შეძლო, ხელში ეჭირა იარაღი. ისინი დააფიქსირა სახეზე, თუმცა არ ახსოვს, თუ ვინ გამორბოდა პირველი. ამის შემდეგ თანამშრომლებთან - ლ---–---–---------------–---–-----------–---–-------------–--–-–---–---ნ ერთად დაედევნა იმ ორ პიროვნებას, რომლებიც კორპუსის სადარბაზოში შევარდნენ, ხოლო მეორე მანქანაში მსხდომი თანამშრომლები - რ-----------------–---–ი გაეკიდნენ იმ პირს, რომელიც ვაგზლის მხარეს გაიქცა. სადარბაზოში შესულმა ორმა პირმა გადაჭრა კორპუსის ეზო და გაიქცნენ. დევნის პროცესში თ---------------------ემ რაღაც ნივთები გადააგდო, მათ შორის იარაღი და ჩანთა, ამის გამო ნ-------------–---–ი დარჩა შემთხვევის ადგილის დასაცავად, თვითონ და სხვებმა კი განაგრძეს ორი პირის დევნა, რომლებიც გავიდნენ ა--–-------–ის გამზირზე და დაინახეს, რომ სხდებოდნენ ,,მ----------ს“ (ნომერს ზუსტად ვერ იხსენებს) მარკის ავტომობილში. მანძილი მასა და ამ მანქანას შორის იყო დაახლოებით 20 მეტრი. ამის შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ დევნა განეხორციელებინათ საწყობთან გაჩერებული მათი მანქანით და იმავე გზით დაბრუნდნენ ავტომობილთან. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ, ძალიან სწრაფად წავიდნენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით და მანქანა, რომელსაც მისდევდნენ, გააჩერეს ე.წ. „ს------------ს“ შენობის მოპირდაპირე მხარეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მანქანაში ისხდნენ სწორედ ის პირები, ვისაც დაედევნნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ წარუდგინეს თავი და მოუწოდეს მანქანიდან გადმოსვლისკენ. უშუალოდ მის მიერ დაკავებულ იქნა თ---------------------ე, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---------–--–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს ინფორმაცია გ--------------ის, თ----------------------ს, ს---------------–-სის და ბ------------------ის მიერ, ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №-- მდებარე შ------–--ას“ საწყობის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები მოძრაობდნენ „მ--------------ს“ მარკის ავტომობილით. ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი მისი (ვ---------–--–-–---–ის), ვ-–----–---–--ნის, გ----------------ის, ირაკლი გათაშვილის, ა-----------------–---–ის და შ-------–---–---–-ს შემადგენლობით, რის შემდეგაც გაემართნენ პატაკში მითითებულ ადგილას. ადგილზე მისვლისას შეამჩნიეს, რომ შ------–--ას“ ჭიშკრიდან გამორბოდა სამი პირი, რომელთაგან მ-------–--- იყო შედარებით წინ. ორი მათგანი გაიქცა პირდაპირ, ა--–-------–ის გამზირის მიმართულებით, ხოლო ერთი - გამოსასვლელიდან მარცხნივ. ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს იყო სადარბაზო, რომელიც გადაკვეთა ორმა პირმა. მათ დაედევნენ თავად, ვ-–----–---–--ნი, ა-----------------–---–ი, შ-------–---–---–- და ნ-------------–---–ი; რაც შეეხება მარცხნივ გაქცეულს, მას გაეკიდნენ გ----------------ე და ირაკლი გათაშვილი. მოწმემ დაადასტურა, რომ თავდამსხმელები, რომლებსაც ისინი მისდევდნენ, თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. სადარბაზოდან გამოსვლისას დაინახეს, რომ ერთ-ერთმა პირმა გადააგდო რაღაც საგანი, როგორც აღიქვა, მაყუჩიანი იარაღი და რამდენიმე მეტრის გაქცევის შემდეგ, კვლავ გადაყარა სხვა ნივთები. მოწმის განმარტებით, ქუჩის ხელოვნური განათების ფონზე ყველაფერი იყო შესამჩნევი. გადაყრილ ნივთებთან, ტერიტორიის დაცვის მიზნით, დარჩა მისი თანამშრომელი - ნ-------------–---–ი, დანარჩენებმა კი გააგრძელეს დევნა. ვ---------–--–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ ნივთების გადაყრის პროცესში ისინი ცოტა შეყოვნდნენ და დაკარგეს რამდენიმე წამი, რამაც მათსა და თავდამსხმელებს შორის არსებული დისტანცია გაზარდა. თუმცა დევნის პროცესში სულ ცოტა 20 მეტრის მოშორებით დაინახეს, თუ როგორ გააჩერა ამ ორმა პირმა ა--–-------–ის გამზირზე მუქი ფერის ტაქსი და გაემართნენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ მათი მანქანები იდგა თ-----------------–-ს ქუჩაზე, საიდანაც ა--–-------–ის გამზირზე გზა გადის პირდაპირ. ისინი დაბრუნდნენ მანქანებთან, ჩასხდნენ და დაედევნნენ ზემოხსენებულ ტაქსს. ე.წ. „ს------------ს“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს მუქი ფერის „მ----------“, სახ. ნომრით „Q--------“, რომელშიც ისხდნენ ბრალდებულები თ--------ზ მ----------- და ბ------ მ-------–---. მან და ვ-–----–---–----ა მოახდინეს თ----------------------ს დაკავება და პირადი ჩხრეკა, ხოლო შ-------–---–---–-ა და ა-----------------–---–მა - ბ------------------ის ადგილზე დაკავება და პირადი ჩხრეკა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ-------–---------------------–--------–-–----------------–-------------------–--აში. მისმა თანამშრომელმა ლ--------–--------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თ---------------------ე, ბ------------------ი, ს---------------–-სი და გ--------------ე, ქ------–--–----------------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--ას“ საწყობზე ამზადებდნენ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის უშუალო მითითებით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც გადაეცათ საინფორმაციო ბაზიდან ამოღებული ფოტოსურათები. ამის შემდეგ, ისინი ორი სამსახურებრივი ა/მანქანით გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ა/მანქანები გააჩერეს ჭიშკრიდან დაახლოებით 7-8 მეტრის დაშორებით, რა დროსაც გაიგონეს ჩხუბის, ყვირილისა და გინების ხმა. რამდენიმე წამში დაინახეს, რომ გამორბოდა სამი პიროვნება - მ-----------, ხ---------ე და მ-------–---. პირველი გამოიქცა მ-------–---, რომელიც გაიქცა გზის პირდაპირ, ხოლო დანარჩენი ორი - ჭიშკრის მოპირდაპირე კორპუსის მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ მაჭავარიანს და ხ---------ეს, რომლებიც შევიდნენ იქვე არსებულ ორმხრივად ღია სადარბაზოში, დაედევნენ თვითონ, ბ----–---–----–---–---–-------–--–-–---–--------–---–--ნი. ამ დროს პოლიციელებსა და თავდამსხმელებს შორის მანძილი იყო 6-7 მეტრი. მოწმემ დაადასტურა, რომ განათებული იყო ყველა მხარე, რის გამოც კარგად დაინახა, თუ როგორ გადაყარა ხ---------ემ მოგრძოლულიანი იარაღი, ზურგჩანთა, პლასტმასის სარტყელი, იგივე ხამუთი და ხელთათმანები. აღნიშნულის გამო პოლიციელები რამდენიმე წამი შეყოვნდნენ, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია მათსა და თავდამსხმელთა შორის არსებული მანძილის გაზრდა. თუმცა კვლავ დაედევნნენ და დაინახეს, თუ როგორ გააჩერეს ხ---------ემ და მაჭავარიანმა მუქი მწვანე ფერის „მ----------ს“ ფირმის ტაქსი და გაემართნენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით. ვინაიდან ფეხით ვერ დაეწეოდნენ, ის და მისი თანამშრომლები მიბრუნდნენ თავიანთ მანქანებთან და მანქანით გაყვნენ თავდამსხმელებს. მათ მითითებული ტაქსი გააჩერეს ე.წ. „ს------------ს“ შენობის მიმდებარედ და დააკავეს მასში მჯდომი პირები - თ---------------------ე და ბ------------------ი. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ მითითებული პირების ტაქსში ჩასხდომამდე, ისინი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ-------–---–---–-ა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელმძღვანელის მითითებით დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება. კერძოდ, ოთხი პირი აპირებდა ერთ-ერთი საწყობის დაყაჩაღებას, რის საფუძველზეც შედგა ოპერატიული ჯგუფი და წავიდნენ ფაქტის აღსაკვეთად. შემთხვევის ადგილზე - თ-----------------–-ს ქუჩაზე, გაემართნენ ორი ა/მანქანით. ადგილზე მისვლისას დაინახეს, თუ როგორ გამორბოდა საწყობის ეზოდან სამი პირი. ამ დროს გარე განათება იყო კარგი, რის გამოც ერთმანეთისგან თავისუფლად გაარჩია ს.მ-------–---, თ.ხ---------ე და ბ.მ-----------. ორი მათგანი გაიქცა საწყობის წინ მდებარე კორპუსის მიმართულებით და გამჭოლი სადარბაზოს მეშვეობით, გავიდნენ კორპუსიდან. თ---------------------ე გაქცევის პარალელურად ყრიდა ნივთებს: ჯერ გადააგდო ხამუთები, შემდეგ - იარაღი, ზურგჩანთა და ბოლოს ხელთათმანი. როდესაც დააფიქსირეს ნივთების მოშორების ფაქტი, შემთხვევის ადგილის დასაცავად ადგილზე დარჩა მათი ერთ-ერთი თანამშრომელი. ამ დროს თავდამსხმელთა და პოლიციელთა შორის არსებული მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა, რითიც ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გააჩერეს „მ----------ს“ ფირმის მუქი ფერის ა/მანქანა, სახ. ნომრით 398. თავდამსხმელთა ტაქსში ჩასხდომის მომენტში მასა და იმ ორ პირს შორის მანძილი იყო დაახლოებით 15-20 მეტრი. ვინაიდან ტაქსმა განაგრძო სვლა, პოლიციელები დაბრუნდნენ თავიანთ ა/მანქანასთან, ჩასხდნენ და დაედევნნენ მათ. ტაქსის შეჩერება მოხდა ე.წ. „ს------------ს“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დააკავეს მასში მჯდომი ბრალდებულები - ბ------------------ი და თ---------------------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა ლ--–--------ამ მიიღო ინფორმაცია ყაჩაღობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით. მათ დაურიგდათ მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენ პირებთან დაკავშირებით, თანდართული სურათებით. ამის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქუჩა, შ------–--ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ავტომობილით გავიდა ოპერატიული ჯგუფი მისი, გ--------------------–---–----–--–---–---–----------–--–-–---–---------------–---–-----------–---–----ს შემადგენლობით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დაახლოებით 04:00 საათი სრულდებოდა. გადმოვიდნენ მანქანებიდან და დაინახეს, რომ შ------–--ას“ ჭიშკრიდან გამორბოდა სამი პირი, ხოლო შიგნიდან ისმოდა ყვირილი. ჭიშკრიდან სამივე თითქმის ერთდროულად გამოვიდა, ნაბიჯით წინ იყო მ-------–---. აღნიშნული პირებიდან ორი მათგანი, კერძოდ, ხ---------ე და მ----------- გაიქცნენ მრავალსართულიანი კორპუსის მიმართულებით, ხოლო მ-------–--- - თ-----------------–-ს ქუჩის, ვაგზლის ზედა მხარის მიმართულებით. ამის შემდეგ, თავად, ა.მამარდაშვილი, ვ.მეშველიანი და შ.ლეკიშვილი გაეკიდნენ კორპუსის მიმართულებით გაქცეულ ორ პირს, ხოლო გ.რაზმაძე და ი.გათაშვილი - თ-----------------–-ს მიმართულებით გაქცეულ ერთ პირს. მოწმემ დაადასტურა, რომ გარე განათება იყო კარგი, რის გამოც მან ნათლად დაინახა, თუ როგორ გადააგდო სირბილის დროს ხ---------ემ რაღაც ნივთები, მათ შორის იარაღი და დანა. იარაღის დაგდებიდან დაახლოებით ხუთ მეტრში ხ---------ემ მოიშორა ზურგჩანთა, შემდეგ კი - ხელთათმანები. მოწმის განმარტებით, იგი დარჩა შემთხვევის ადგილზე ნივთიერი მტკიცებულებების დასაცავად, სხვა პოლიციელებმა კი გააგრძელეს ზემოაღნიშნული პირების დევნა. კორპუსის სადარბაზოს გამოსასვლელში ეყარა პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთები და სხვა ნივთები; დანა და იარაღი ეგდო მარცხენა მხარეს, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ავტოფარეხზე ზურგჩანთა იყო აგდებული, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი - ხელთათმანები. მოწმემ დაადასტურა, რომ დაიცვა შემთხვევის ადგილი. ამასთან, იქ არსებული ყველა ნივთი მისი მხედველობის არეში იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–-------–---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა ლ--–--------ამ მიიღო ინფორმაცია ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. მათ დაურიგდათ მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ, თანდართული სურათებით. ასევე მათთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული პირები მოძრაობდნენ თეთრი „მ--------------ს“ ტიპის ავტომობილით. ოპერატიული ჯგუფი ორი ავტომობილით გავიდა ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩაზე მდებარე შ------–--ას“ ტერიტორიაზე. ჯგუფის წევრები იყვნენ თავად, ნ------–---–---------------–---–----–--–---–---–----------–--–-–---–------------------ის შემადგენლობით. ადგილზე მისვლისას საწყობის ჭიშკრიდან დაახლოებით 10 მეტრში გააჩერეს ა/მანქანა. მოწმის განმარტებით, მათი მანქანიდან გადმოსვლა და საწყობის ჭიშკრიდან სამი პირის გაქცევა თითქმის ერთდროულად მოხდა. პირველი გამორბოდა ს.მ-------–---, რომლის მიმართულებითაც წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გაიქცნენ თავად და გ.რაზმაძე, დანარჩენი ორი - ბ.მ----------- და თ.ხ---------ე გადავიდნენ პირდაპირ და გადაჭრეს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო. მოწმემ დაადასტურა, რომ გარკვეული მანძილის გარბენის შემდეგ დააკავეს ს---------------–-სი, რომელიც დევნის პერიოდში თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. დაკავებულმა ნებაყოფლობით წარუდგინა მათ გასაღებების ასხმა. ს---------------–-სს ხელებზე აღენიშნებოდა ნაკაწრი, ხოლო სახეზე სისხლნაჟღენთები, რომელიც ჰქონდა მიღებული დაკავებამდე. მოწმის განმარტებით, იმ მომენტში არსებული ხელოვნური გარე განათება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამოეცნო პირი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა ლ--------–--------ამ მიიღო ინფორმაცია, რომ „მ--------------ს“ ფირმის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ თ--------ზ ხ---------ძე, ბ------------------ი, ს---------------–-სი და გ--------------ე, რომლებიც ამზადებდნენ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმას თ-----------------–-ს N---ში მდებარე შ------–--ას“ საწყობზე. ხელმძღვანელის უშუალო მითითებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მონაცემთა ბაზიდან ამოღებული იქნა დანაშაულის ჩამდენი პირების ფოტოსურათები და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ოპერატიული ჯგუფი ორი ავტომობილით გავიდა, ჯგუფის წევრები იყვნენ თავად, ვ---–---–-------------–---–----------–---–-------------–---–---------–--–-–---–ი და სამმართველოს კიდევ ერთი თანამშრომელი. ადგილზე მისვლისას ავტომანქანები გააჩერეს საწყობიდან დაახლოებით 10 მეტრში, რა დროსაც დაინახეს, რომ ჭიშკრიდან გამოვიდა სამი პიროვნება. პირველი გამორბოდა ს.მ-------–---, რომელსაც წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით დაედევნენ ის (გ----------------ე) და ი.გათაშვილი. მათ მოწოდებას, რომ იყვენენ პოლიციის თანამშრომლები და შეჩერებულიყო, ს---------------–-სი არ დაემორჩილა, თუმცა გარკვეული მანძილის გარბენის შემდეგ იგი წაიქცა. მას მიუახლოვდნენ პოლიციის თანამშრომლები, წამოაყენეს და დააკავეს. ს---------------–-სმა ნებაყოფლობით წარუდგინა მათ გასაღებების ასხმა. დაკავებულს სახეზე ჰქონდა სისხლნაჟღენთები, ხოლო ხელზე ნაკაწრები, რაც ოქმში აისახა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, თავისი კუთვნილი „მ----------ს“ მარკის ავტომანქანით მგზავრთა გადაყვანის მიზნით გადაადგილდებოდა ა--–-------–ის გამზირზე დიდუბიდან, დინამოს მხარეს. „მეგალაინის“ ჩასახვევთან არსებულ შუქნიშანზე გაჩერებისას, დაინახა გზაზე მომავალი ორი პირი, რომლებიც ჩაუსხდნენ მანქანაში და სთხოვეს დიღომში გაყვანა. მოწმის თქმით, მანქანაში მყოფი პირებიდან იცნობდა ბ------------------ს, როგორც მის თანასოფლელს. სასამართლო სხდომაზე მოწმემ აგრეთვე მიუთითა ბრალდებულ თ---------------------ეზე, რომელიც მითითებულ დღეს ბ------------------თან ერთად ჩაჯდა მის ა/მანქანაში. ამის შემდეგ, ჩაუხვია მარჯვნივ მეგალაინთან, ა--–---ს და სამტრედიის ქუჩების გავლით კვლავ ავიდა წერეთლის გამზირზე და განაგრძო გზა დიღმის მიმართულებით, თუმცა ე.წ. „სამთო ქიმიის“ შენობასთან გზა გადაუკეტა პოლიციის მანქანამ, რის შემდეგაც მანქანიდან გადაიყვანეს ორივე მგზავრი და დაადეს ხელბორკილები. ამ პირების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ქონია. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი მგზავრები ა--–-------–ის გამზირზე ჩაჯდომიდან, პოლიციის მიერ მის გაჩერებამდე, იყვნენ ერთი და იგივე პირები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--–--------მა განაცხადა, რომ 2017 წლის სექტემბერში, შ------–--აში“ ეკავა რეგიონალური მენეჯერის თანამდებობა. შპს-ს საწყობში დაცული იყო მილიონ ცხრაასი ათასი ლარის საქონელი, სალაროში იყო დაახლოებით ოთხიათასი ლარი. სალარო მდებარეობს პირველ სართულზე. თავდამსხმელთან მხრიდან ქმედების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ზიანის ოდენობას ვერ განსაზღვრავს. მანვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ გამომძიებლისთვის წარდგენილ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც იყო შ------–--ას“ ტერიტორიის პერიმეტრის მაკონტროლებელი, არანაირი მონტაჟი არ განხორციელებულა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მოიცავდა 2017 წლის 22 სექტემბრის 03:00-დან, 04:00 საათამდე დროის შუალედს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს, 11:35-12:10 საათის პერიოდში, დაზარალებულ ნ----------–--ლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ----------–--ლმა მიუთითა ქ. თ---–--–----------------------–-------------–------------–------–----“ შენობაზე და განმარტა, რომ სწორედ ამ შენობაში იმყოფებოდა 2017 წლის 22 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს. ექსპერიმენტის დროს ნ----------–--ლმა დეტალურად აღწერა მასზე თავდასხმის მომენტი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს, 17:15-17:40 საათის პერიოდში, დაზარალებულ ავ--------–-------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ა---------–--------ა მიუთითა ქ. თ---–--–----------------------–-------------–------------–------–----“ შენობაზე და განმარტა, რომ სწორედ ამ შენობაში იმყოფებოდა 2017 წლის 22 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს. ექსპერიმენტის დროს ა---------–--------ა დეტალურად აღწერა ის ოთახი, სადაც იმყოფებოდა თავის თანამშრომელთან - გ---------------თან ერთად. მანვე მიუთითა იმ ფანჯარაზე, საიდანაც ოთახში შევიდა ერთ-ერთი თავდამსხმელი, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით ხელში. თავდამსხმელი იარაღის გამოყენების მუქარით მოითხოვდა ფულადი თანხისა და პროდუქციის გადაცემას. დაზარალებულმა აგრეთვე მიუთითა მეორე ოთახში არსებულ ღილაკზე და განმარტა, რომ გ---------------მა სწორედ ამ ღილაკის გამოყენებით გამოიძახა პოლიცია. მანვე მიუთითა ეზოში მდებარე ადგილზე და განმარტა, თუ როგორ დაინახა სადარაჯო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ ნ----------–--ლი, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელს მიწაზე ყავდა დაწვენილი. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელმა თავი დაანება ნ------–---–ს და მისი მიმართულებით გაემართა, რამაც გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება. დაზარალებულმა აგრეთვე მიუთითა ჭიშკარსა და იმ მიმართულებაზე, სადაც გაიქცა თავდამსხმელი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს 16:45-17:10 საათის პერიოდში, დაზარალებულ გ---------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც გ---------------მა მიუთითა ქ. თ---–--–----------------------–-------------–------------–------–----“ შენობაზე და განმარტა, რომ სწორედ ამ შენობაში იმყოფებოდა 2017 წლის 22 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს. ექსპერიმენტის დროს გ---------------მა დეტალურად აღწერა ის ოთახი, სადაც იმყოფებოდა თავის თანამშრომელთან - ავ--------–-------თან ერთად. მანვე მიუთითა იმ ფანჯარაზე, რის მეშვეობითაც შევიდა ოთახში ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი. დაზარალებულმა აგრეთვე მიუთითა მეორე ოთახში არსებულ ღილაკზე და განმარტა, რომ სწორედ ამ ღილაკზე ხელის დაჭერით გამოიძახა პოლიცია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩა №---სა (შ------–--ას“ საწყობის მიმდებარე ტერიტორია) და თ-----------------–-ს ქუჩა N---ში (შ------–--ას“ საწყობის ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით განთავსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერების შედეგად, ამოღებულ იქნა: 3 ცალი სუნის კვალის ნიმუში, 24 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლები, 6 ცალი ანაწმენდი სტერილურ-ბამბისთავიან ჩხირზე, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი 2 ცალ სტერილურ-ბამბისთავიან ჩხირზე, 5 ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი, 1 ცალი ცული, მომცრო ზომის 1 ცალი ძალაყინი, 2 ცალი საშუალო ზომის ძალაყინი, 1 ცალი პისტოლეტის მსგავსი საგანი, მასში მოთავსებულ მჭიდთან და 8 ცალ ვაზნის მაგვარ საგანთან ერთად, 1 ცალი მოზრდილი ზომის დანა, 1 წყვილი (ორი ცალი) ხელთათმანი, 1 ცალი სპორტული ზურგჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, მათ შორის ლითონის საჭრელ ელექტრო ხელსაწყოთი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს 10:50-12:00 საათზე, გამომძიებელ ნინო ბარამაშვილის მიერ დათვალიერდა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზის შედეგად გაწმენდილი ვიდეოჩანაწერები, ჩაწერილი კომპიუტერულ DVD დისკზე. კერძოდ, გახსნილი იქნა ვიდეო–ფაილი, სახელწოდებით: ,,2-------“, ფორმატით: „GOM media fle.avi“. ვიდეო–ფაილის გახსნის შემდგომ, მონიტორზე გამოჩნდა ეზოს ტერიტორია, სადაც მარცხენა მხარეს დგას ა/მანქანები, ხოლო ბოლოში ჩანს ჯიხური. კომპიუტერის მონიტორზე ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა „09-22-2017 03:00:00“ ხოლო - ქვედა მარჯვენა კუთხეში „camera 06”, კადრში არ ჩანს არანაირი მოძრაობა. 03:27:40 საათზე ჩანს, რომ ერთი პირი, რომელსაც ტანსზემოთ არ აცვია, გამოდის ჯიხურიდან და მიემართება კამერის მიმართულებით და მარცხენა მხრიდან გადის კადრიდან, 03:30:39 აღნიშნული პირი კვლავ ჩნდება კადრში, მიემართება ჯიხურისკენ და შედის შიგნით. 03:46:40 საათზე, იმ ადგილზე სადაც გაჩერებულია მანქანა კადრში ჩნდება ორი პირი, რომლებიც ჩერდებიან და ეფარებიან იქვე გაჩერებულ ავტომობილს და იყურებიან წინ, ჯიხურის მიმართულებით. ამის შემდგომ, მათგან ერთ-ერთი იწყებს ნელი სვლით სიარულს, ამავდროულად კადრში იმავე ადგილიდან საიდანაც გამოჩნდა ორი პირი, კიდევ ჩნდება ორი პირი, რომლებიც მიდიან მათთან და გზას განაგრძობენ წინ ჯიხურის მიმართულებით, მათგან ერთ–ერთს, მხრებზე ჰკიდია ზურგჩანთა. ამ დროს, 03:47:05 საათზე, კადრში ჩნდება კიდევ ერთი პირი, იმავე ადგილიდან, საიდანაც გადმოვიდნენ სხვა წინა პირები, აღნიშნული პირიც მიემართება მარჯვნივ დანარჩენებისკენ, რომლებიც ჩერდებიან, ხოლო ერთი გადის ცალკე მარჯვენა მხარეს, დანარჩენი პირებიც სწრაფი ნაბიჯით მიდიან კადრის მარჯვენა მხარეს, ხოლო ერთი მამაკაცი 03:47:45 საათზე ბრუნდება უკან და ჩერდება ავტომობილის უკანა მხარეს, ასევე ამავე დროს წინა მხარეს დარაჯის ჯიხურთან ჩანს ხალხის მოძრაობა. ხოლო უკან წამოსული მამაკაცი კვლავ მიდის ეზოს ცენტრისკენ. 03:48:31 საათზე კადრის მარცხენა მხარეს სირბილით მოდის ერთი მამაკაცი, რომელიც გადის კადრიდან, ასევე ამავდროულად დარაჯების ჯიხურთან ჩანს ხალხის გადაადგილება. 03:50:05 საათზე კადრში კვლავ ჩნდება ერთი მამაკაცი, რომელიც მორბის ეზოდან კადრის მარცხენა მხარეს და იყურება უკან, რა დროსაც იგი გადის კადრიდან, ამის შემდგომ ამავე ადგილზე მოდის ერთი მამაკაცი და ათვალიერებს ეზოს, ამის შემდგომ კადრში ჩანს, რომ მოდიან პოლიციის თანამშრომლები და ათვალიერებენ ეზოს. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სრულდება 03:59:37 საათზე. ამის შემდგომ, გახსნილი იქნა ვიდეო-ფაილი, სახელწოდებით: “ch-----------------”, სადაც ასევე ჩანს ეზოს ტერიტორია, კერძოდ, კამერის მოპირდაპირედ ჩანს, ეზოდან გასასვლელი ცენტრალური რკინის კარი, რომლის მარცხენა მხარეს განთავსებულია შენობა–ნაგებობა, ჯიხური, სადაც ჩანს სინათლე, კადრის მარცხენა მხარეს შუაში დგას თეთრი ფერის ავტომობილი, ასევე კადრის მარჯვენა მხარეს ბოლოში გადაფარებულში დგას ორი ავტომობილი, სადაც ასევე ჩანს განათება, კადრის მარჯვენა მხარეს ასევე ჩანს ავტომობილები (ე.წ. „მარშუტკები“). კომპიუტერის მონიტორზე ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა „09-22-2017 03:13:49“ ხოლო ქვედა მარჯვენა კუთხეში „camera 03”. სადაც 03:27:30 საათზე კადრში ჩანს, რომ კამერის ბოლოში მარცხენა მხარეს მდებარე შენობა-ნაგებობიდან გამოდის ერთი პირი, რომელიც მიემართება კამერის მხარეს და 03:28:03 საათზე გადის კადრიდან, რომელიც 03:31:10 საათზე კვლავ ჩნდება კადრში, მიემართება ჯიხურისკენ და შედის ჯიხურში. 03:47:00 საათზე კამერის მარცხენა მხრიდან, კადრში ჩნდება ერთი მამაკაცი, რომელიც ჩერდება, რის შემდგომაც ნელი ნაბიჯით მიემართება ჯიხურის მიმართულებით, 03:47:42 საათზე, ამავე მარცხენა მხრიდან კადრში ჩნდება კვლავ ორი პირი, რომლიდან ერთ-ერთს აქვს მოკიდებული ზურგჩანთა, რომლებიც შემოდიან ნელი ნაბიჯით, ზურგჩანთიანი მამაკაცი ბრუნდება უკან და ისევ იმავე მხრიდან გადის კადრიდან, ხოლო აღნიშნული ორი პირი ნელი სვლით მიდიან ჯიხურის მიმართულებით, ამის შემდგომ, 03:47:48 საათზე კადრში ჩნდება კიდევ მეოთხე მამაკაცი, რომელიც გამოდის კადრის მარცხენა მხრიდან, აღნიშნულ პიროვნებას თავზე ახურავს კეპიანი ქუდი, იგი სწრაფი სვლით მიემართება კადრის მარჯვენა მხარეს, იმ მიმართულებით, სადაც გაჩერებულია ა/მანქანები და დანარჩენ პირებს ხელით ანიშნებს რაღაცას, ამავდროულად, კადრში პირველი შემოსული მამაკაცი, მისულია ჯიხურთან და იყურება შიგნით, 03:47:43 საათზე კადრში ჩანს, რომ იმ ადგილზე სადაც გაჩერებულია ა/მანქანები ერთი მამაკაცი იჭერს სხვა პირს და აწვენს ძირს, ხოლო ორი პირი, რომლებიც მისულები არიან ჯიხურთან სირბილით მიდიან მათი მიმართულებით, ამავდროულად კადრის მარცხენა მხრიდან შემოდის მეოთხე ზურგჩანთიან პიროვნება, რომელიც ასევე სწრაფად იმავე ადგილიდან, საიდანაც შემოვიდა გადის კადრიდან, ხოლო იმ სამი პირიდან, რომლებსაც დაჭერილი ჰყავთ ერთი მამაკაცი, ერთ–ერთი შორდება და სწრაფი ნაბიჯით მიდის ჯიხურთან და 03:47:57 საათზე ფანჯრიდან შედის ჯიხურში, ხოლო დარჩენილ 2 პირს, დაჭერილი მამაკაცი გაჰყავთ კადრის მარჯვენა მხარეს და გადიან კადრიდან. 03:48:04 საათზე კადრის მარცხენა მხრიდან კვლავ შემოდის ზურგჩანთიანი მამაკაცი, რომელიც მიემართება კადრის მარჯვენა მხარეს, სადაც გაჩერებულია ა/მანქანები და სადაც გავიდნენ დანარჩენი პიროვნებები და ისიც გადის კადრიდან. 03:48:26 საათზე ჯიხურის კარებიდან გამოდის ერთი პირი, რომელიც მიდის ეზოდან გასასვლელი რკინის კარების მიმართულებით, 03:48:31 საათზე ჯიხურის ფანჯრიდან გადმოხტება ერთი პირი, რომელიც რაღაცას ანიშნებს და გარბის გასასვლელი კარებისკენ, სადაც ჩანს, რომ იქ მდგარ პიროვნებას ურტყავს ხელს, კარებთან მყოფი მამაკაციც ეწინააღმდეგება და ისიც ურტყავს, დარტყმაზე გაქცეული მამაკაცი შებარბაცდება და კვლავ სირბილით გადის ეზოდან. ამავდროულად კადრის მარჯვენა მხრიდან გასული პირებიდან, ერთ–ერთი გამორბის და ჩერდება ეზოს შუაგულში, ხოლო მეორე გარბის ეზოდან გასასვლელი კარებისკენ. როდესაც კარებთან მდგომ მამაკაცს მიუახლოვდება იგი ურტყავს მას და სირბილით გადის, ამავდროულად ეზოში გაჩერებული მამაკაცი სირბილით მიდის კარებისკენ, ისიც ურტყავს კარებთან გაჩერებულ მამაკაცს, აღნიშნული პირიც ეწინააღმდეგება და ურტყავს, რის შემდგომაც თავდამსხმელი გარბის ეზოდან, ხოლო ეზოში დარჩენილი მამაკაცი განაგრძობს სიარულს და იყურება გარეთ, რა დროსაც ჯიხურიდან გამოდის მეორე მამაკაცი, რომელიც ელაპარაკება ეზოში დარჩენილ კაცს, ხოლო ეზოში, დარჩენილი შედის ჯიხურში, ხოლო ჯიხურიდან გამოსული მამაკაცი მიდის ეზოში, ტრიალდება უკან და შედის ჯიხურში, სადაც იღებს ნივთს და მიემართება კადრის მარჯვენა მხარეს ნელი ნაბიჯით და 03:49:42 საათზე მარჯვენა მხარეს გადის კარიდან, ამავდროულად ჯიხურიდანაც გამოდის ერთი მამაკაციც, რომელიც ჩერდება კარებთან. 03:49:58 საათზე კადრში ჩნდება კიდევ ერთი პირი, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი და სირბილით მიდის კადრის მარცხენა მხარეს ბოლოში, რომელსაც უკან სირბილით მოსდევს ერთი მამაკაცი, რომელიც ნივთს ესვრის გაქცეულს, რომელიც ისევ გადის ა/მანქანების მიმართულებით, ხოლო გაქცეული მამაკაცი, მარცხენა მხრიდან სირბილით გადის კადრიდან, რომელიც კვლავ ჩნდება კადრში და ათვალიერებს ეზოს, 03:50:35 საათზე კადრში კიდევ ჩნდება ერთი პირი, რომელიც მიდის ეზოში დარჩენილ პიროვნებებთან, საუბრობენ და კვალავ აგრძელებენ ეზოს დათვალიერებას. - აღნიშნულის შემდგომ კადრში ჩანს, რომ იღება კარები და მოდიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შედიან ეზოში, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სრულდება 03:59:54 საათზე. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, რა დროსაც დადასტურდა ვიდეოჩანაწერზე არსებული ინფორმაციის და დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაციის იდენტურობა.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ნ----------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე პირი - ს---------------–-სი, რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს, თანმხლებ პირებთან ერთად ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩა №---ში მდებარე შ------–--აში“ თავს დაესხა მას და მისი თანამშრომლებს.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ნ----------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან მეორე პირი - ბ------------------ი, რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს, თანმხლებ პირებთან ერთად დააყაჩაღა ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩა №---ში მდებარე შ------–--ა“.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ა---------–--------ა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან მეორე პირი - თ---------------------ე, რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს, თანმხლებ პირებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში შევიდა დაცვის ჯიხურში, მდებარე: ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩა №---ში მდებარე შ------–--აში“. ავ--------–-------ის განმარტებით, სწორედ ამ პირმა ჩაარტყა თავში კონდახი.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ა---------–--------ა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე პირი - ბ------------------ი, რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს, თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს მას და მის თანამშრომლებს ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩა №---ში მდებარე შ------–--აში“.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ გ---------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე პირი - თ---------------------ე, რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, ყვირილით: „დაწექით, თორემ დაგხოცავთ!“, „სად არის პროდუქტები“, შეიჭრა ქ. თ---–--–----------------------–-------------–------------–------–----“ დაცვის ჯიხურში. გ---------------ის განმარტებით, სწორედ ამ პირმა ჩაარტყა ავ--------–-------ს იარაღის კონდახი თავში.

 

ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს 15:45-19:40 საათზე, ჩატარდა ს---------------–-სის მფლობელობაში არსებული „მ--------------ს“ მარკის ა/მანქანის (სახ. №G--------) ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა: ანაწმენდები 4 ცალ მშრალ და 4 ცალ სველ სტერილურ ჩხირზე; სუნის კვლების ნიმუშები 4 ცალ ქილაში; ანაწმენდები 8 მშრალ და 8 სველ სტერილურ ჩხირზე; “HUAWEI”-ს და “HTC”-ს ფირმის მობილური ტელეფონები; მიკრონაწილაკები 12 ცალ წებოვან ლენტზე; სხვადასხვა დასახელების ა/მანქანის ძრავის ნაწილები; რგოლზე ასხმული რამდენიმე ერთეული სხვადასხვა ზომის და ფორმის გასაღებები და ე.წ. „ბრელოკი“, ასევე ერთი ცალი გასაღები; ერთი ცალი შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად; ხელის კვლები 7 ცალ დაქტილოფირზე; ერთი ცალი მუყაოს კოლოფი, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად; დისკი, მასზე არსებული ფოტოსურათებით, რომელიც გადაღებულ იქნა ჩხრეკის მიმდინარეობისას.

 

სუნის ნიმუშის აღების ოქმებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს ბ------------------ისგან, ს---------------–-სისგან და თ----------------------სგან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, ნიმუშის აღებას ესწრებოდა მისი ადვოკატი - ე-–--------------------ე.

 

ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, ბ------------------ისგან, ს---------------–-სისგან და თ----------------------სგან აღებულ იქნა ხელის კვლების ნიმუშები. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, ნიმუშის აღებას ესწრებოდა მისი ადვოკატი - ე-–--------------------ე.

 

პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ-------–------------------------------–---–-----------------–----------------------–---–------------------–---–---------------------------------------------------------------–---–------------–--------–-------------------–---–--------------------------------------------–---–----------------–---მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის №6---- დასკვნის თანახმად, 1) გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამები სახელწოდებით: „ch03-----------------vi”, „ch-----------------.avi”, „ch06_2-------------.avi” დამუშავებული და გაწმენდილი იქნა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის „Cognitech Video Investigator 2011”-ის საშუალებით; 2) გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „ch03-----------------vi”, „ch-----------------.avi”, „ch06_2-------------.avi” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის კვალი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ვ--------------------მ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 25.09.2017 წელს პირადი შემოწმებისას გ---------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი წელის მიდამოში მარცხნივ - განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 22.09.2017 წელს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 25.09.2017 წელს პირადი შემოწმებისას ავ--------–-------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა კეფის მიდამოში მარცხნივ ქვედა მესამედში და ნაჭდევი კეფის მიდამოს და კისრის საზღვარზე მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 22.09.2017 წელს. სამედიცინო ექსპერტიზების №0-------- და №0-------- დასკვნების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------------ემ.

 

ქიმიური ექსპერტიზის №4----- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „მ--------------ს“ სახ. №G---------ის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ მუქი მოლურჯო/მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ბ------------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი მოლურჯო/მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება; ა/მანქანა „მ--------------ს“ სახ. №G---------ის წინა და უკანა სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ს---------------–-სის და თ----------------------ს მაისურების ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი ნაწილაკები არ აღმოჩნდა; ა/მანქანა „მ--------------ს“ სახ. №G---------ის წინა და უკანა სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის არსებული მუქი ლურჯი ფერის ბამბის და ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ბ------------------ის, ს---------------–-სის ან/და თ----------------------ს ჯინსის შარვლების ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ---------მ.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--აში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია 31.10.1962 წელს დაბადებულ ბრალდებულ თ--------------------- ძე ხ---------ისაგან, 18.04.1969 წელს დაბადებულ ბრალდებულ ბ--------------------- ძე მ-----------სგან და 21.01.1974 წელს დაბადებულ ბრალდებულ ს--------------ს ძე მ-------–---საგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--აში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა „მ--------------“-ს სახ. №G---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია 31.10.1962 წელს დაბადებულ ბრალდებულ თ--------------------- ძე ხ---------ისაგან, 18.04.1969 წელს დაბადებულ ბრალდებულ ბ--------------------- ძე მ-----------სგან და 21.01.1974 წელს დაბადებულ ბრალდებულ ს--------------ს ძე მ-------–---საგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--აში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ა/მანქანა „მ--------------“-ს სახ. №G---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-----------------მ და დამატებით განმარტა, რომ ოთახში პიროვნების ყოფნის მიუხედავად, შესაძლებელია მისი სუნის კვალი იქ არ აღმოჩნდეს. ექსპერტმა ამის მიზეზად მიუთითა სხვადასხვა გარემოებებზე, მაგალითად: ღია კარები და ფანჯარა, ადამიანთა რაოდენობა და სხვა.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №2------ დასკვნის თანახმად, 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს, 18.04.1969 წელს დაბადებული ბ--------------------- ძე მ-----------ს და 31.10.1962 წელს დაბადებული თ--------------------- ძე ხ---------ის სახელზე შევსებული დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი №22 (ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ უკანა მარცხენა კარის პატარა მინის შიდა ზედაპირიდან) იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი 31.10.1962 წელს დაბადებული თ--------------------- ძე ხ---------ის მარცხენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი №24 (ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ საბარგულის ხუფის გარე ზედაპირიდან) იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი №25 (ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ საბარგულის ხუფის გარე ზედაპირიდან) იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს მარცხენა ხელის ნეკი თითის ანაბეჭდის; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი №26 (ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ საბარგულის ხუფის გარე ზედაპირიდან) იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი №27 (ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ საბარგულის ხუფის გარე ზედაპირიდან) იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი №----------------------------------------------------------------------------------------------------- არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 21.04.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს, 18.04.1969 წელს დაბადებული ბ--------------------- ძე მ-----------ს და 31.10.1962 წელს დაბადებული თ--------------------- ძე ხ---------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვლების №-------------------------------------------------------------------------------------- იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს სახელზე შევსებული დაქტილობარათი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 21.01.1974 წელს დაბადებული ს--------------ს ძე მ-------–---ს ხელის ანაბეჭდების ნიმუშების და იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 18.04.1969 წელს დაბადებული ბ--------------------- ძე მ-----------ს სახლზე შევსებული დაქტილობარათი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 18.04.1969 წელს დაბადებული ბ--------------------- ძე მ-----------ს ხელის ანაბეჭდების ნიმუშების და იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 31.10.1962 წელს დაბადებული თ--------------------- ძე ხ---------ის სახელზე შევსებული დაქტილობარათი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 31.10.1962 წელს დაბადებული თ--------------------- ძე ხ---------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების და იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა რ------–--–--------–---–მა და კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში რჩება სრულად ხელის კვლები ობიექტზე, განმარტა, რომ აღნიშნული დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ამინდზე. მოწმემ ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ შესაძლოა ადამიანი შეეხოს რაიმე საგანს, მაგრამ მასზე ხელის კვალი არ ამოვიდეს. ხელის კვალის დაკარგვა დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმსა და თავად თითზე. რაც შეეხება ხელთათმანის მეშვეობით კვალის გადასვლის ფაქტს, მოწმეს პრაქტიკაში ასეთი არ ჰქონია.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, - პაკეტში, წარწერით: „ერთი ცალი პისტოლეტი; ერთი ცალი მჭიდით და მასში მოთავსებული რვა ცალი ვაზნით, ამოღებული თ-----------------–-ს ქ. №4---ა და ა---–-------–--------------ს შორის ავტოფარეხების მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენების ზედაპირიდან მოთავსებული მუყაოს კოლოფში; ორი ცალი ხელთათმანი მოთავსებული ქაღალდის კონვერტში, რომლებიც გამოყენებულ იქნა ექსპერტიზის მიერ პისტოლეტის განმუხტვისას...“ მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ საგანზე (ობ.N1-3), მჭიდზე (ობ.N4) და ხელთათმანებზე (ობ.N-) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტი, წარწერით: ,,...ექვსი ცალი ანაწმენდი სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე აღებული უსაფრთხოების ოთახის ფანჯრიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N6; კონვერტები, წარწერით: ,,ანაწმენდი სველ ზედაპირზე აღებული ფანჯრის ჩარჩოს ქვედა კიდიდან“ და წარწერით: ,,ანაწმენდი მშრალ ჩხირზე აღებული ფანჯრის ჩარჩოს ქვედა კიდიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთან სიჭარბის გამო არაინფორმატიულია, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N7,8) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

.

- პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდი რვა მშრალ და რვა სველ სტერილურ ჩხირზე აღებული ა/მანქანა „მ--------------ს“, (მარჯვენა საჭიანი) სახ. №G-------- სალონიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N16: კონვერტი, წარწერით: ანაწმენდი მშრალ და სველ სტერილურ ჩხირებზე ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ უკანა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან“) ეკუთვნის თ---------------------ეს (ობ. N44). პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის ობ. N9,11-ის გენეტიკური პროფილები შერეულია; ობ. N9-ის (კონვერტი, წარწერით: ,,ანაწმენდი მშრალ და სველ სტერილურ ჩხირებზე ამოღებული ა/მანქანა „მ--------------ს“ სიჩქარის გადასართავი ბერკეტიდან“) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ს---------------–-სის (ობ.N43) გენეტიკური პროფილი იდენტურია. .

- პაკეტში, წარწერით; ,,...ორი ცალი ხელთათმანი ამოღებული ა--–-------–ის გამზ. №-5-ის მე-3 და მე-4 სადარბაზოებს შორის პირველი სართულის აივნის ქვეშ ასფალტ-ბეტონის ზედაპირიდან მოთავსებული ცალ-ცალკე კონვერტში...“ მოთავსებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N-1,22) ეკუთვნის თ---------------------ეს;

- პაკეტში, წარწერით ,,... სამი ცალი პლასტმასის სარტყელი, იგივე ხამუთი ამოღებული შ.პ.ს „ა-–-----------–ი, შესასვლელიდან მარცხნივ. ოფისის შესასვლელი კიბის წინ ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ერთ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული მასალის (ობ. N-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომლის გენეტიკური პროფილი და ობ. N11-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია; ამავე პაკეტში მოთავსებულ ორ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიომასალის (ობ. N-3,25) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N-3-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ---------------------ეს (ობ. N44). ობ. N-3-ში არ ვლინდება ობ. N15,24-ის, ს---------------–-სის (ობ. N43) და ბ------------------ის (ობ.N45) გენეტიკური პროფილების ალელები;

 

- პაკეტში, წარწერით: ,,...ორი ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი ამოღებული თ-----------------–-ს ქ. №48-ის I სადარბაზოდან ეზოს მხარეს გასასვლელში მარცხნივ არსებული სამშენებლო ნარჩენების ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ერთ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე (ობ. N-7) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე (ობ. N-6) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ს---------------–-სის (ობ. N43), ხოლო მინორული წილი თ----------------------ს (ობ.N44) გენეტიკური პროფილების იდენტურია;

.

- პაკეტში, წარწერით: ,,... ერთი ცალი დანა ამოღებული თ-----------------–-ს ქ. №4---ა და ა--–-------–ის გამზ. №-5-ს შორის ავტოფარეხების მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენების ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანაზე (ობ. N-8,29) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში, შტრიხოდით: ,,F--------” და ,,წარწერით: ,,...ერთი ცალი ლითონის ძალაყინი ამოღებული შ.პ.ს „ა-–-----------–ი მარჯვენა ბეტონის ღობის მიმდებარედ, ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე ძალაყინზე (ობ. N30) პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------” და წარწერით: ,,... ერთი ცალი ლითონის ძალაყინი ამოღებული შ------–--ას“ ეზოში, მარჯვენა ბეტონის ღობის მიმდებარედ ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ. N31) არსებული ბიომასალების გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთან სიჭარბის გამო არაინფორმატიულია;

..

- პაკეტში, წარწერით: ,,...ერთი ცალი ზურგჩანთა, მასში არსებული ელ. მოწყობილობა; ერთი ცალი სახრახნისი; ორი ცალი წებოვანი ლენტი, ერთი ცალი წინდა, ერთი ცალი ე.წ. „ბალგარკის“ სათადარიგო პირი. ამოღებული ა---–-------–--------------ის მიმდებარედ ავტოფარეხის სახურავის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ჩანთის სახელურზე (ობ. N33), ჩანთაში მოთავსებულ წინდაზე (ობ. N36), ერთ-ერთ წებოვანი ლენტის (გაუხსნელ) ხვიაზე (ობ. N37) და ელექტრო ხელსაწყოს კორპუსიდან გაკეთებულ ანაწმენდზე (ობ. N40) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა გენეტიკური პროფილები, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, არაინფორმატიულია. ხოლო ამავე ჩანთის ელვა-შესაკრავებზე (ობ. N35), ერთ-ერთ წებოვანი (გახსნილ) წებოვან ლენტზე (ობ. N38), ელექტრო-ხელსაწყოს სადენსა და დენში შესაერთებელ ჩანგალზე (ობ. N41) და ფირფიტაზე (ობ. N42) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ჩანთაში მოთავსებულ სახრახნისზე არსებული ბიომასალის (ობ. N39) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ობ. N15-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N39-ში არ ვლინდება ობ. N-4-ის, ს---------------–-სის (ობ. N43), თ----------------------ს (ობ. N44) და ბ------------------ის (ობ. N45) გენეტიკური პროფილების ალელები. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–---–-ა.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის №1---/ბ დასკვნის თანახმად, №A---- იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1967 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „ПБ“ მოდელის უხმო პისტოლეტი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. №A---- პისტოლეტს რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება. 8 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის, ასევე „P---------------------“ და სხვა მოდელის პისტოლეტებისთვის, მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №A---- პისტოლეტისთვისაც. აღნიშნული 8 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა პ----------------.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება თ----------------------ს, ბ------------------ის და ს---------------–-სის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი; თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და განაჩენს საფუძლად დაედო ვარაუდი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლ ფაქტობრივ გარემოებებზე. მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების ნ----------–--ლის, გ---------------ისა და ავ--------–-------ის ჩვენებებზე, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად და გულწრფელას გადმოსცეს 2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, შ------–--ას“ ტერიტორიაზე მსჯავრდებულების შესვლისა და მათ მიმართ ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების დეტალები. დაზარალებულები ჩვენების მიცემისას იყვნენ თანმიმდევრულები და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ გამოვლენილა. ნ----------–--ლმა დაადასტურა, რომ მათზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა ოთხი პირი, კერძოდ თავდაპირველად დაინახა წინიდან მომავალი ერთი პიროვნება, რომელსაც უკან კიდევ ორი პირი მოყვებოდა, ხოლო ამავე დროს მას უკნიდან მივარდა ვიღაც და გაკოჭვა დაუწყო. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან წინიდან მისულ პირს - ს---------------–-სს, ხელში ეჭირა იარაღი. დაზარალებულმა ასევე მიუთითა თავდამსხმელთა მიზანზე და განმარტა, რომ მათი მოთხოვნა იყო საწყობიდან პროდუქტის წაღება. ნ----------–--ლის მითითებით, შეკოჭვის შემდეგ ორი თავდამსხმელი გაიქცა საყარაულოსაკენ. მეთვალყურეთა განკუთვნილ ოთახში თ----------------------ს შეჭრისა და იარაღის დემონსტირებით მუქარის განხორციელების შესახებ კი ერთმანეთის იდენტურად მოახსენეს სასამართლოს დაზარალებულებმა გ---------------მა და ა---------–--------ა. მათი განმარტებით, ოთახში ფანჯრიდან გადახტა თ---------------------ე, რომელსაც ხელში ეჭირა მოგრძოლულიანი იარაღი. მათ შორის დაპირისპირებისას გ---------------მა მოახერხა და გავიდა გვერდით ოთახში, განგაშის ღილაკზე ხელის დასაჭერად, რის შემდეგაც თავდამსხმელი გაიქცა, თუმცა მანამდე მან ჯერ გ---------------ს მიაყენა დაზიანება გვერდის არეში, შემდეგ კი იარაღის ტარი თავში ჩაარტყა ავ--------–-------ს. ავ--------–-------ის განმარტებით, ეზოში გამოსულმა კარგად დაინახა, რომ იარაღი ხელში ეჭირა ს---------------–-სსაც. დაზარალებულებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ მათთვის უცნობია, თუ რა ხდებოდა ჭიშკრის გარეთ მათ მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მომენტში. მათი მითითებით, თავდამსხმელების გაქცევის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ.

 

დაზარალებულების ჩვენებები გამყარებულია მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, სადაც ნ----------–--ლმა, გ---------------მა და ა---------–--------ა დეტალურად აღიდინეს და აღწერეს ყაჩაღური თავდასხმის სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ----------–--ლმა წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ს---------------–-სი და ბ------------------ი, როგორც მასზე თავდამსხმელი პირები; გ---------------მა მიუთითა თ---------------------ეზე, ხოლო ა---------–--------ა ამოიცნო როგორც თ---------------------ე, ასევე ბ------------------ი. მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ არ ცდებიან ამოცნობილი პირების ვინაობაში, რომლებსაც ყოველგვარი მინიშნების გარეშე დაადეს ხელი. გ-------------ს და ა.ჯ----ის განმარტებით, თ---------------------ე არის სწორედ ის პირი, რომელიც მათთან ოთახში ფანჯრიდან შევიდა. ასევე ა---------–--------ა დაინახა, რომ ეზოში გასულმა თ---------------------ემ გაქცევისაკენ მოუწოდა სწორედ ს---------------–-სს, ბ------------------ს და მათთან ერთად მყოფ მეოთხე პირს. რაც შეეხება ნ----------–--ლის მიერ გამოძების ეტაპზე ს---------------–-სთან დაკავშირებით ისეთი ნიშან-თვისებების მითითებას, რომლითაც ხასიათდებოდა ბრალდებული ბ------------------ი, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული იმ პერიოდში განპირობებული იყო მისი შეცდომით. თუმცა სასამართლო სხდომაზე დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ბრალდებულის სახით წარმოდგენილი ს---------------–-სი იყო ის პირი, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი.

 

იმ ფაქტს, რომ ავ--------–-------ის და გ---------------ის მიმართ ძალადობის გამოყენებას და მუქარას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებს მათ სხეულზე არსებული დაზიანებებიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, გ---------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი წელის მიდამოში მარცხნივ. ხოლო ავ--------–-------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა კეფის მიდამოში მარცხნივ, ქვედა მესამედში და ნაჭდევი კეფის მიდამოს და კისრის საზღვარზე მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის თარიღს.

 

პალატა ანალოგიურ შეფასებას აძლევს ბრალდებულთა დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და განმარტავს, რომ მათ მიერ თანმიმდევრულად და დეტალურად იქნა აღწერილი მსჯავდებულების მხრიდან მოსალოდნელი დანაშაულის ჩადენის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების და შესაბამისი ჯგუფის შექმნის პროცედურები. ასევე მიუთითეს, თუ რა შემადგენლობით გავიდა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე და დატალურად მოახსენეს სასამართლოს მათი ქ------–--–----------------------–-ს ქუჩის №---ში მდებარე შ------–--ასთან“ გამოცხადების შემდეგ განვითარებული მოვლენები. ვ-–----–---–--ნის, ა-----------------–---–ის და ნ-------------–---–ის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას ეზოდან შემოესმათ ჩხუბისა და ყვირილის ხმა, რის შემდეგაც მალევე დაინახეს, რომ ჭიშკრიდან მორბოდა სამი პირი. როგორც ზემოაღნიშნულმა პირებმა, ასევე მოწმეებმა - ვ---------–--–-–---–მა, შ-------–---–---–-ა, ი-----–-------–---–-ა და გ----------------ემ დაადასტურეს, რომ მათ მიერ შემჩნეული სამი პიროვნება გამორბოდა თითქმის ერთდროულად, თუმცა სამართალდამცავების უმრავლესობამ მიუთითა, რომ ნაბიჯით წინ იყო ს---------------–-სი. მოწეების - ი-----–--------–---–-- და გ----------------ის განმარტებით, ისინი დაედევნნენ სწორედ ს---------------–-სს, რომელსაც მიუახლოვდნენ გარკვეული მანძილის გარბენის შემდეგ, ისე, რომ მთელი გზის განმავლობაში თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ და მოახდინეს მისი დაკავება.

 

აღნიშნულის პარალელურად, თანამშრომლები - ვ-–----–---–--ნი, ა-----------------–---–ი, შ-------–---–---–-, ნ-------------–---–ი და ვ---------–--–-–---–ი დაედევნნენ კორპუსის მიმართულებით გაქცეულ ორ პიროვნებას - თ---------------------ეს და ბ------------------ს. ხუთივე მათგანმა სასამართლოს განუმარტა, რომ დაინახეს, თუ როგორ მოიშორა სირბილის დროს გარკვეული ნივთები თ---------------------ემ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით ნივთებთან დარჩა ნ-------------–---–ი. ასევე, სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ამ ფაქტის გამო მათ მოუწიათ ცოტა შეყოვნება და მანძილი მათსა და გაქცეულ პირებს შორის ცოტა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მანძილთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს შორის გამოიკვეთა წინააღმდეგობები, მათ ცალსახად დაადასტურეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავდამსხმელები თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავთ და კარგად დაინახეს როგორ და რომელ ტაქსიში ჩასხდნენ ისინი. პალატა აღნიშნავს, რომ პილიციის თნამშრომელთა ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და არც აბსოლუტური, ხელოვნური თანხვედრა არსებობს მათ შორის. მნიშვნელოვან და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტობრივ გარემოებებს ისინი წარმოაჩენენ იდენტურად. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულების ჩვენებები, პოლიციის თანამშრომლების განმარტებები და შ------–--ას“ ვიდეოჩანაწერები. უპირველეს ყოვლისა აღნსანიშნავია, რომ როგორც დაზარალებულებმა განმარტეს, თავდასხმის მომენტში რა ხდებოდა ჭიშკრის გარეთ და იყვენენ თუ არა იქ პოლიციის თანამშრომლები, მათთვის უცნობია. რაც შეეხება წარმდგენილ ვიდეოჩანაწერებს, მასზე დაფიქსირებულია შ------–--ას“ ეზოს ტერიტორია. მასში ასახული ინფორმაცია, რომლის უტყუარობაც დადასტურებული იქნა შესაბამისი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სრულად შეესაბამება დაზარალებულების მიერ აღწერილი ყაჩაღური თავდასხმის მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის თანახმად, როდესაც ყველა თავდამსხმელი გადის კადრიდან და ეზოში რჩებიან დაზარალებულები, რომლებიც საუბრობენ და აგრძელებენ ეზოს დათვალიერებას, კადრში ჩანს, რომ იღება კარები და შემოდიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული ვითარება, რათქმაუნდა, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ჭიშკრის გარეთ, კადრს მიღმა, ორი ავტომანქანით ნამდვილად იყვენენ ვ-–----–---–--ნი, ა-----------------–---–ი, ირაკლი გათაშვილი, გ----------------ე, შ-------–---–---–-, ნ-------------–---–ი და ვ---------–--–-–---–ი, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ გამოიქცა ეზოდან სამი თავდამსხმელი და დაედევნნენ მათ. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, თუ რომელი მსჯავრდებული გამოვიდა ჭიშკრიდან პირველი, არ წარმოადგენს ისეთი არსებითი მნიშვნელიობის საკითხს, რომელიც ერთიანობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელთა სარწმუნო და ურთიერთანხვედრილ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

მსჯავრდებულების - ბ------------------ის და თ----------------------ს დაკავებაში მონაწილე თანამშრომელთა ჩვენებები ასევე გამყარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმე მ------------------ის ჩვენებებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ-----------------–-ს ქუჩა N---ში - შ------–--ას“ საწყობის ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით განთავსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა 5 ცალი პლასტმასის სარტყელი, იგივე ხამუთი, 1 ცალი ცული, რამდენიმე ძალაყინი, 1 ცალი პისტოლეტის მსგავსი საგანი, მასში მოთავსებულ მჭიდთან და 8 ცალ ვაზნის მაგვარ საგანთან ერთად, 1 ცალი მოზრდილი ზომის დანა და 1 ცალი სპორტული ზურგჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად. ვ-–----–---–--ნის, ა-----------------–---–ის, შ-------–---–---–-ს, ნ-------------–---–ის და ვ---------–--–-–---–ის განმარტებით, ესენი არის სწორედ ის ნივთები, რაც გაქცევის დროს მოიშორა მსჯავრდებულემა თ---------------------ემ; ხოლო მოწმე ნ-------------–---–მა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლამდე იგი დარჩა შემთხვევის ადგილზე გადაყრილი ნივთების დაცვის მიზნით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ნივთები იყო მისი თვალთახედვის არეში. ყოველივე აღნიშნული კი სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ადასტურებს, რომ თ---------------------ემ, ს---------------–-სმა და ბ------------------მა შ------–--ას“ თანამშრომლებზე განახორციელეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, შეიარაღებული თავდასხმა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის აპელირებაზეც, რომ მოწმეთა განმარტებით თ---------------------ეს ხელში ეკავა „მაყუჩიანი“ იარაღი, ხოლო მსგავსი რამ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ვანო გავაშეილიშვილმა განაცხადა, რომ თ----------------------ს მიერ გადაგდებული ნივთი, მისი შეფასებით, იყო მაყუჩიანი იარაღი, რაც უპირობოდ არ მიუთითებს, რომ სწორედ „მაყუჩიანი“ იარაღი ეკავა ხელში მსჯავრდებულს. დაზარალებულ გ---------------ის შეფასებით, ეს იყო მოგრძო ლულიანი იარაღი. ამასთან, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მასში მონაწილე პირების ჩვენებებში, რომელთა თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი დაილუქა სათანადო წესით, რის შემდეგაც იგი დალუქულ მდგომერეობაში გაიგზავნა ბალისტიკური კვლევისათვის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაზარლებულების ნ----------–--ლის და ავ--------–-------ის ჩვენებებით, იარაღი ხელში ეკავა ს---------------–-სსაც, რაც არ იქნა ამოღებული, პალატა განმარტავს, რომ სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე ვერ იქნა დადგენილი, თუ რა ნივთს ფლობდა ხელში ს---------------–-სი თავდასხმის განხორციელებისას. თუმცა, ის გარემოება, რომ ვერ მოხერხდა აღნიშნული ნივთის თუ იარაღის ამოღება, იმთავითვე არ გამორიცხავს ს---------------–-სის მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში.

 

რაც შეეხება ვ-–----–---–--ნის, ა-----------------–---–ის, შ-------–---–---–-ს და ვ---------–--–-–---–ის ჩვენებების შესაბამისობას მოწმე მ------------------ის ჩვენებასთან, პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მათ კარგად დაინახეს, თუ რომელ ავტომანქანაში ჩასხდნენ მსჯავრდებულები და რა მიმართულებით წავიდნენ, რის შემდეგაც სწრაფად მიბრუნდნენ უკან, ჩასხდნენ იმ ავტომანქანებში, რომლითაც მისულები იყვენენ შემთხვევის ადგილას და დაედევნნენ „დიდუბის“ მეტროს მიმართულებით მიმავალ ტაქსს. გადაადგილების მიმართულებასთან დაკავშირებით სასამართლოს ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა ტაქსის მძღოლმა მ-------------------მ. მისი განმარტებით, ვინაიდან მოძრაობდა დიდუბიდან დინამოს მიმართულებით, მგზავრებს კი დიღომში უნდოდათ წაყვანა, მან ჩაუხვია ა--–---ს ქუჩაზე, სამტრედიის ქუჩის გავლით კვლავ ავიდა წერეთლის გამზირზე და ამ გზით გაემართა დაიღომისაკენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა შეაჩერეს დიდუბეში, ე.წ. „ს------------ს“ შენობის მოპირდაპირე მხარეს. მ-------------------მ ცალსახად დაადასტურა, რომ მისი მგზავრები ა--–-------–ის გამზირზე ჩაჯდომიდან, პოლიციის მხრიდან მის გაჩერებამდე, იყვნენ ერთიდაიგივე პირები - სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის სახით წარმოდგენილი ბ------------------ი და თ---------------------ე.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორიცელებისას, მათ შორის დაზარალებულების მიერ მსჯავრდებული პირების ამოცნობისა და მათგან ნიმუშის აღებისას, ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ; აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა ავტორებმა და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი თითიოეული საგამძიებო თუ საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა. ამოღებული ნივთები და საექსპერტო ნიმუშები დალუქული და ხელმოწერილი იქნა სათანადო წესით, ხოლო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მათ წინაშე წარდგენილი ობიექტების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. რაც შეეხება ბრალდებულების თ----------------------ს და ბ------------------ის მონაწილოებით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება აღნიშნულ მტკიცებულებებს. ვინაიდან ბრალდებულებმა საქმის არსებითი განხილვისას თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ სრულიად კანონიერად არ გაიზიარა და შეფასების მიღმა დატოვა ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმები.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზეც და განარტავს, რომ სუნის ნიმუშის, ხელის კვალის და გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა შემთხვევის ადგილზე, ცალსახად არ მიუთითებს თ----------------------ს, ბ------------------ის და ს---------------–-სის უდანაშაულობაზე. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის ადგილი არის ღია ტერიტორია. როგორც მტკიცებულებებით ირკვევა, შენობაში, მეთვალყურეთა ოთახში იმყოფებოდა მხოლოდ თ---------------------ე, რომელმაც ღია ფანჯრიდან შეაღწია შიგნით. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ექსპერტის ბ-----------------ს ჩვენებას, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ ოთახში პიროვნების ყოფნის მიუხედავად, შესაძლებელია მისი სუნის კვალი იქ არ აღმოჩნდეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ღია კარი და ფანჯარა, ადამიანთა რაოდენობა და სხვა. ასევე ექსპერტმა ნ-----------–---–-ა განაცხადა, რომ ნივთზე შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილი თეორიული ალბათობით შეიძლება დარჩეს, შეიძლება არა. რაც შეეხება ექსპერტ რ------–--–--------–---–ის განმარტებას, შესაძლოა ადამიანი შეეხოს რაიმე საგანს, მაგრამ მასზე ხელის კვალი არ ამოვიდეს. ხელის კვალის დაკარგვა დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმსა და თავად თითზე. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ვერ გახდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი იმ ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ შ------–--აზე“ ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს სწორედ მსჯავრდებულებმა, თანამზრახველ სხვა პირებთან ერთად. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელთათმანებზე და ორ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ---------------------ეს. ასევე, ერთ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ს---------------–-სის, ხოლო მინორული წილი - თ----------------------ს გენეტიკური პროფილების იდენტურია. აღნიშნული გარემოებები კი უტყუარად ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილას ნამდვილად იმყოფებოდნენ ს---------------–-სი და თ---------------------ე და მათ მიერ იქნა გადაყრილი ზემოაღნიშნული ნივთები.

 

ამასთან, ოდოროლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ თავლსაზრისთაც, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „მ--------------“-ს სახ. №G---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების თ----------------------საგან, ბ------------------ისგან და ს---------------–-სისაგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „მ--------------ს“ უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ მუქი მოლურჯო/მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ბ------------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი მოლურჯო/მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. აღნიშნული შედეგები ერთობლიობაში განამტკიცებს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ თ---------------------ე, ბ------------------ი და ს---------------–-სი, შემთხვევამდე ერთად იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ „მ--------------ს“ ფირმის ავტომანქანაში. ამდენად, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და საღ აზრს მოკლებულია დაცვის მხარის ვერია, რომ ს---------------–-სმა და ბ------ მაჭავრიანმა ერთმანეთი მხოლოდ განსახილველ საქმეზე დაკავების შემდეგ გაიცნეს.

მსჯავრდებულ ს---------------–-სის ადვოკატი აპელირებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიზნით დაექვემდებარა წამებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ისნტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას არ ხელმძღვანელობს ს---------------–-სის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენებით. ამასთან, მხარეთა განმარტებით, ბრალდებულის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რაც არის სხვა სისხლის სამართლის საქმის განხილვის საკითხი და რასაც გამოძიების შედეგად მოყვება შესაბამისი რეაგირება. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს ყაჩაღობის ჩადენისათვის ს---------------–-სის ბრალეულობის შეფასებაზე.

 

ამდენად, პალატამ შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ დაზარალებულების და პოლიციის თანამშრომლების საწმუნო და დამაჯერებელი ჩევნებებები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულების მონაწილობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, პირის ავმოცნობის ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, სამედიცინო, ქიმიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვენები, წარმოადგენენ ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 03:50 საათზე, ბ------------------ი, თ---------------------ე, ს---------------–-სი თანამზრახველებთან ერთად, ჯგუფურად, პროდუქტისა და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ ქ. თ---–--–----------------------–-------------–------------–------–----“ საწყობს და პერსონალის: გ---------------ის, ავ--------–-------ის და ნ----------–--ლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, კერძოდ - №A---- ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „П Б“ მოდელის უხმო პისტოლეტისა და იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით, განახორციელეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ დაზარალებულების ავ--------–-------ის და გ---------------ის, ასევე პოლიციის თანამშრომლების ვ-–----–---–--ნის, ვ---------–--–-–---–ის, ა-----------------–---–ის, შ-------–---–---–-ს და ნ-------------–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის №1---/ბ დასკვნა და ესქპერტ პაატა დუმბაძის ჩვენება, ასევე ქმნიან ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ თ----------------------ს მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა და საქმის არსებითი განხილვა განხორციელდა მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35-94/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზეც, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც თ---------------------ეს, ბ------------------ს და ს---------------–-სს წარედგინათ ბრალი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ---------------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება; ბ------------------მა და ს---------------–-სმა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 5--ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ თ---------------------ეს, ბ------------------ს და ს---------------–-სს, მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაენიშნათ ადეკვატური და სამართლიანი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების ბ------------------ის, ს---------------–-სის და თ----------------------ს, ასევე მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი;

 

თ---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თ---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

თ---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თ---------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.

 

ბ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ბ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.

 

ს---------------–-სი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ს---------------–-სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.

 

მსჯავრდებულების: თ----------------------ს, ბ------------------ის და ს---------------–-სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ბ------------------ისგან, ს---------------–-სისგან და თ----------------------სგან ამოღებული ტანსაცმელი; ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ორი ცალი მობილური ტელეფონი, სხვადასხვა დასახელების ა/მანქანის ძრავის ნაწილები, გასაღებები, საფულე მასში არსებული ნივთებით; თ----------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: 1 ცალი ცული, მომცრო ზომის ერთი ცალი ძალაყინი, 2 ცალი საშუალო ზომის ძალაყინი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

- ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ანაწმენდები, სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, მუყაოს კოლოფი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: 3 ცალი სუნის კვალის ნიმუში, 24 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლები, ანაწმენდი 6 ცალ სტერილურ-ბამბისთავიან ჩხირზე, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი 2 ცალ სტერილურ-ბამბისთავიან ჩხირზე, 5 ცალი პლასტმასის სარტყელი, იგივე ხამუთი, ერთი ცალი მოზრდილი ზომის ხის ტარიანი დანა, ერთი წყვილი ხელთათმანი, ერთი ცალი სპორტული ჩანთა, მოთავსებული ორი რულოვანი წებოვანი ლენტით, ერთი ცალი სახრახნისი, ერთი ცალი ელ. ხელსაწყო, ერთი ცალი ხსენებული ხელსაწყოს საჭრელი ფირფიტა, ერთი ცალი შავი ფერის წინდა; ბ------------------ისგან, ს---------------–-სისგან და თ----------------------სგან აღებული სუნის, ნერწყვისა და ხელის კვალის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: NA---- ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „ПБ“ მოდელის უხმო პისტოლეტი და სროლისთვის ვარგისი საბრძოლო მასალა - 8 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა და მჭიდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შეიარაღების სამსახურს;

 

- 10 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე