განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
190100118002558593
ინსტანცია
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002558593

საქმე №1ბ/1600-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნუ---------------ის

ადვოკატ - ნი------------ის

მსჯავრდებულ - ჯა-------------ის

თარჯიმნების - სუ------ს, ია-------–-ს

მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ჯა-------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 ივნისს, ინდოეთის მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ინდოეთში, ქ--–-------------------------------–---, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. რ--------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ჯა-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მა------------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით; ჯა-------------ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფის ვადა (2018 წლის 05 ივლისის 12:30 საათიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯა-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ჯა-------------ი მივიდა ქ. რუსთავში, გ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც თავის ყოფილ მეუღლეს მა------------------–---–ს პოლიციის გამოძახების გამო მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაიწია მისკენ დასარტყმელად. ამ დროს მის შეჩერებას ცდილობდა მა------------------–---–ის დედა, მა-----–--–---–-–---–ი. ჯა-------------მა მისი ყოფილი მეუღლის დედის მა-----–--–---–-–---–ის წინააღმდეგობა გადალახა მისთვის მუშტის შუბლში დარტყმით და ხელის კვრით, რის შემდეგაც იგი მივიდა მა------------------–---–თან და მუშტი ჩაარტყა მარჯვენა საფეთქელთან. აღნიშნული დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მა------------------–---–ი წაიქცა, ხოლო ჯა-------------მა წაქცეულ მდგომარეობაში მყოფსაც რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარჯვენა მკლავში, ხოლო ერთხელ დაარტყა ფეხი მარჯვენა ფერდში. ჯა-------------ის ძალადობრივი ქმედებით მა-----–--–---–-–---–მა და მა------------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ჯა-------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ჯა-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ჯა-------------ი მივიდა ქ. რუსთავში, გ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც თავის ყოფილ მეუღლეს მა------------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჯა-------------ის ძალადობრივი ქმედებით მა------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ჯა-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, მა-----–--–---–-–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოში, ნაჭდევები მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებული ჰქონდა მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს. ის ფაქტი, რომ მა-----–--–---–-–---–მა ხელმოწერით დაადასტურა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობა, არ გამოთქვა მასზე შენიშვნები და უარი არ განაცხადა ხელმოწერაზე, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ეთანხმებოდა ჯა-------------ის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ჯა-------------მა თავისი ყოფილი მეუღლის დედას, მა-----–--–---–-–---–ს დაარტყა მუშტი შუბლში და ხელი ჰკრა. აპელანტს ასევე არასამართლიანად მიაჩნია ჯა-------------ისათვის დანიშნული სასჯელი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს სასჯელის უფრო მკაცრი სახე, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა, რაც მეტად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა ჯა-------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნი------------ემ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა კვალიფიკაციის შეცვლის, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ჯა-------------ის დამნაშავედ ცნობის კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ ჯა-------------ის ბრალეულობა მა-----–--–---–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდში დასტურდება მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და იმ ფაქტით, რომ დაზარალებულმა ხელი მოაწერა დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და არ გამოთქვა მასზე შენიშვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს:

როგორც აპელანტი თავადაც აღნიშნავს, დაზარალებულმა მა-----–--–---–-–---–მა და ერთადერთმა თვითმხილველმა მოწმემ - მა------------------–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ყოფილი მეუღლისა და სიძის მიმართ, ხოლო მოწმეები - გამომძიებლები გი------------–----ე, ნა----–-----------–---–ი, ზუ-------–---ე, რო-----–--–---–-–---–ი და და------------ე, ასევე მა-----–--–---–-–---–ის შვილი - რო-----–--–---–-–---–ი, არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ისინი მხოლოდ სხვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გადმოსცემენ, რაც თავისი ბუნებით, ირიბ ჩვენებას წარმოადგენს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მა-----–--–---–-–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოში, ნაჭდევები მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნა ადასტურებს მა-----–--–---–-–---–ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტს, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვარაუდი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების დასადასტურებლად აპელანტი მტკიცებულებად მოიხმობს დაზარალებულ მა-----–--–---–-–---–ის მიერ დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე არსებულ ხელმოწერას და მიაჩნია, რომ ამით დაადასტურა მან ჯა-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სისწორე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო. იმ პირობებში, რომ მა-----–--–---–-–---–მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, სააპელაციო პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინოს გამოძიების დროს დაზარალებულის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების საფუძველზე. აპელანტის ასეთი მოსაზრება თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გაზიარების წესს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ჯა-------------მა განახორციელა ძალადობა მა-----–--–---–-–---–ის მიმართ. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯა-------------ის მიერ სიდედრის - მა-----–--–---–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯა-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

რაც შეეხება სასჯელს სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჯა-------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ჯა-------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჯა-------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ჯა-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მა------------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით; ჯა-------------ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფის ვადა (2018 წლის 05 ივლისის 12:30 საათიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

 

ჯა-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განჩინებით მა------------------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. რ--------------------------------–----------- (ს/კ 0------------------ ფართობი 16 კვ. მ)) დადებული ყადაღა;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე