განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-48-19წ. 07 მარტი, 2019 წ. №080210016001536124 ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - ააიპ ,,ს--–---–----------------“
წარმომადგენელი - თ---------- მ----
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე---------------“
წარმომადგენელი - ნ-----–- ღ--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. შპს ე---------------- სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ ააიპ ს--–---–---------------- მიუთითა და მოითხოვა მოპასუხე ააიპ ს--–---–----------------სათვის 8208 ლარის დაკისრება და ამ ოდენობის თანხით პირგასამტეხლოს შემცირება.
2. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (S------------) გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე შპს ,,ე---------------“. გამარჯვებულად გამოცხადებამდე, მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 22 მარტს და 28 მარტს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა სატენდერო კომისიის სხდომები, რომლებმაც მოიწონეს სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინეს ტექნიკური შესაბამისობა, აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 01 აპრილს მხარეებს შორის შედგა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.
3. 2016 წლის 24 აპრილს შპს ,,ე---------------”-ს მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 4200 ცალი შუა ნაწილის და 600 ცალი დაბოლოების) მიწოდება, რაზედაც გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი N---1.
4. 2016 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება N1, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების ვადამ 2016 წლის 15 ივნისიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე გადაინაცვლა. 2016 წლის 18 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N---2, რომლის საფუძველზეც მოპასუხის თხოვნით შეიცვალა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის შუა ნაწილი 2975 ცალი და დაბოლოება 510 ცალი. ამასთან, ამავე აქტით მოსარჩელეს დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ვადაგადაცილებულ 76 დღეზე, რომელმაც შეადგინა 8208 ლარი და გაიქვითა საბოლოო ფულადი ანგარიშსწორებისას. ანაზღაურებას დაექვემდებარა 54998.80 ლარის ნაცვლად 45790,80 ლარი. აუნაზღაურებელი სხვაობა - პირგასამტეხლოს 8208 ლარის სახით, კანონშეუსაბამოდ გაქვითული იქნა მოპასუხის მხრიდან. აღნიშნულ 2016 წლის 18 ივლისის მიღება-ჩაბარების N---2 აქტს ხელი მოაწერა მოსარჩელე შპს ,,ე----------------”-ს დირექტორმა, რომელიც არის თურქი, არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს შინაარსი მისთვის არ იქნა განმარტებული. მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მხრიდან ფულადი ანგარიშსწორების სრულად ანაზღაურების თავის არიდების და არაგონივრული პირგასამტეხლოს ოდენობის დაკისრების გზით, აუნაზღაურებელი დარჩა თანხა 8208 ლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია
5. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლოა მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 18 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა შპს ,,ე---------------“-ს დირექტორმა, რომელიც არის თურქი, არ იცის ქართული ენა და მისთვის არ განუმარტავთ აქტში დაფიქსირებული პირობები, რადგან წარმოდგენილი მასალებით თვით მხარე ადასტურებს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი 2016 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და პირობები და აღნიშნულს ის სადავოდ არ ხდის. ასევე თვით მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ მათ შორის ნამდვილად შედგა სიტყვიერი შეთანხმება უვარგისი ბარიერების შეცვლის თაობაზე, რაც კიდევაც განახორციელა მხარემ, მაგრამ ისიც დაგვიანებით.
6.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემცირებულ იქნა მოსარჩელე შპს ,,ე---------------“-სთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 5335.26 ლარით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდნ 5335.26 ლარის გადახდა დაეკისრა. სარჩელი 2872.74 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
7.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ააიპ ,,ს--–---–----------------“-ს მიერ გამოცხადებულ ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (S------------) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე---------------”. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 01 აპრილს შპს ,,ე----------------“ და ააიპ ,,ს--–---–----------------“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.
9. 2016 წლის 01 აპრილის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შპს „ე---------------ს” მიერ 2016 წლის 25 აპრილს განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 4200 ცალი შუა ნაწილის და 600 ცალის დაბოლოების) 53998.8 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება. მიწოდებულ საქონელზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. 2016 წლის 25 აპრილს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, მხოლოდ ჩაბარებული საქონლის რაოდენობაზე, რაც შეეხება ჩაბარებული საქონლის ხარისხობრივ შესაბამისობას სატენდერო დავალებაში მოთხოვნილ მახასიათებლებთან მხარეთა შეთანხმებით იგი ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადასტურებულიყო.
11. 2016 წლის 19 მაისის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნით სასამართლომ დაადგინა, რომ ინფრაწითელი სპექტრომეტრული გამოკვლევით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ე.წ. სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი დამზადებული იყო ეთილენ/პროპილენ/დიენის ტერპოლიმერისგან. აღნიშნულის, გამო 2016 წლის 31 მაისს ააიპ ,,ს--–---–-----------------“ წერილობით მიმართა შპს ,,ე--------------ს“ და მიუთითა, რომ ვინაიდან 2016 წლის 25 აპრილს მოწოდებული ბარიერების (რაზედაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი) შემადგენლობა არ შეესაბამებოდა სატენდერო დავალებით მოთხოვნილ პირობებს, ხელშეკრულების 10.2.5, 10.3.5 და 12.3 პუნქტების საფუძველზე გონივრულ ვადაში მოეხდინა სატენდერო დავალებასთან შეუსაბამო პროდუქციის შესაბამისი პროდუქციით შეცვლა.
12. 2016 წლის 16 ივნისს შპს ,,ე----------------“ წერილობით მიმართა მოპასუხე ააიპ ,,ს--–---–---------------“ და ითხოვა საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელება 20 კალენდარული დღით, 18 ივლისის ჩათვლით, რადგან მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე დასკვნა მზად იქნებოდა 28 ივნისს.
13. 2016 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება N1, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე, სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
14. 2016 წლის 21 ივნისს ააიპ ,,ს--–---–-----------------“ წერილობით მიმართა შპს ,,ე--------------ს“ და განუმარტა, რომ ვინაიდან, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 10.3.5 პუნქტი ითვალისწინებს უხარისხო საქონლის შეცვლას, თანახმაა საქონლის შეცვლისათვის განისაზღვროს ვადა 2016 წლის 18 ივლისამდე, მაგრამ ამასთან დამატებით განუმარტა, რომ 2016 წლის 04 მაისიდან შპს ,,ე--------------ს’’ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც თითოეული დღისათვის შეადგენს 108 ლარს.
15. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ე---------------“-ს მიერ 2016 წლის 18 ივლისს N---2 მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სატენდერო დავალებასთან შეუსაბამო სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შეცვლა (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 2975 ცალი შუა ნაწილის და 510 ცალი დაბოლოების).
16. სასამართლომ მიუთითა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით დაფიქსირდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამავე აქტით მოსარჩელეს ვადის 76 დღით გადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 0,2 %-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა დღიურად 108 ლარი, ჯამში კი 8208 ლარი. დადგინდა, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 53 998.80-8208.80=45790.80 ლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული პირგასამტეხლოს გამოკლებით სრულად მისაღები თანხა მოსარჩელეს ჩაერიცხა 2016 წლის 15 სექტემბერს.
17.დავის სამართლებრივი შეფასებისათვის სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები და განმარტა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, შპს „ე----------------“ და ააიპ ,,ს--–---–---------------“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი. ხელშეკრულება შემსრულებლის მიერ ვადაში ვერ შესრულდა, დაირღვა შეთანხმებული ვადები, რაც ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას ნიშნავს, რისთვისაც მხარეებმა პირგასამტეხლო გაითვალისწინეს.
18.სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
19. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში შპს „ე---------------“-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოპასუხეს ანიჭებს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.
20. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
21.სასამართლოს მითითებით, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
22. სასამართლომ განმარტა პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლომ განმარტა, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
23. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
24.ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 108 ლარის ოდენობით, სულ 8208 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მიზანშეწონილია მისი შემცირება 0,07 %-მდე, რაც იქნება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 37,799 ლარი.აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მოსარჩელე შპს „ე---------------“-ს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო შეამცირა და ნაცვლად 8208 ლარისა იგი 2872.74 ლარით განსაზღვრა და მოპასუხე ააიპ ,,ს--–---–---------------“ მოსარჩელის სასარგებლოდ 5335.26 ლარი დააკისრა.
25. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ ,,ს--–---–----------------“-ს მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს ,,ე---------------“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
26.აპელანტი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვს უარი. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოცემული დავის დროს სათანადო მოპასუხე მხარედ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმასთან დაკავშირებით.
27.აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა სათანადო მოპასუხედ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმასთან დაკავშირებით, იმისდა მიუხედავად, რომ საქმეში არსებული მასალები ადასტურებდნენ, რომ მათი საწარმო 100% ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ არის დაფუძნებული, ანუ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა 8208 ლარის ოდენობით 2016 წლის დეკემბრის თვის ბოლოს ჩარიცხული იქნა მერიის ანგარიშზე ანუ შესაბამისად ამისა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა აპელანტის ანგარიშზე არ ირიცხება ზემოთ მითითებული დროის შემდგომ. ეს იმას ნიშნავს, რომ აპელანტი ვერ ახორციელებს სადაო თანხის განკარგვას.
28.პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ხელშეკრულების პირობები, რა დროსაც მოსარჩელე მხარემ ნებაყოფლობით, ყოველგვარი ცრუ ან/და რაიმე უკანონო დაპირების გარეშე ხელი მოაწერა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას, ისე საქმეში არსებულ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლის თანახმად დადასტურდა, რომ მოსარჩელის მხრიდან დარღვევას ადგილი ჰქონდა და ასევე დასტურდება, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დამრღვევს ეკისრება პირგასამტეხლო 0,2 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 0,2 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ავტონომიურ ნებას ეფუძნებოდა და სასამართლოს იგი არ უნდა შეემცირებინა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
28. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ ააიპ ს--–---–----------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
29.სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ააიპ ს--–---–----------------ს მიერ გამოცხადდა ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (S------------) სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე---------------”. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 01 აპრილს შპს ,,ე----------------“ და ააიპ ,,ს--–---–----------------“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.
30.2016 წლის 01 აპრილის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 11.1 პუნქტში მხარეებმა გააკეთეს დათქმა იმის თაობაზე,რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
31.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, შპს „ე---------------ს” მიერ 2016 წლის 25 აპრილს განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 4200 ცალი შუა ნაწილის და 600 ცალის დაბოლოების) 53998.8 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება. მიწოდებულ საქონელზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები.
32.2016 წლის 25 აპრილს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, მხოლოდ ჩაბარებული საქონლის რაოდენობაზე, ხოლო მის ხარისხობრივ შესაბამისობასთან დაკავშირებით სატენდერო დავალებაში მოთხოვნილ მახასიათებლებთან მხარეებმა ექსპერტიზის დასკვნით დაზუსტება მიიჩნიეს მიზანშეწონილად.
33.2016 წლის 19 მაისის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნით ირკვევა, რომ ინფრაწითელი სპექტრომეტრული გამოკვლევით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ე.წ. სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი დამზადებულია ეთილენ/პროპილენ/დიენის ტერპოლიმერისგან.
34.აღნიშნულის, გამო 2016 წლის 31 მაისს ააიპ ,,ს--–---–-----------------“ წერილობით მიმართა შპს ,,ე--------------ს“ და მიუთითა, რომ ვინაიდან 2016 წლის 25 აპრილს მოწოდებული ბარიერების (რაზედაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი) შემადგენლობა არ შეესაბამებოდა სატენდერო დავალებით მოთხოვნილ პირობებს, ხელშეკრულების 10.2.5, 10.3.5 და 12.3 პუნქტების საფუძველზე გონივრულ ვადაში მოეხდინა სატენდერო დავალებასთან შეუსაბამო პროდუქციის შესაბამისი პროდუქციით შეცვლა.
35.2016 წლის 16 ივნისს შპს ,,ე----------------“ წერილობით მიმართა მოპასუხე ააიპ ,,ს--–---–---------------“ და ითხოვა საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელება 20 კალენდარული დღით, 18 ივლისის ჩათვლით, რადგან მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე დასკვნა მზად იქნებოდა 28 ივნისს.
36.2016 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება N1, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე, სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
37.2016 წლის 21 ივნისს ააიპ ,,ს--–---–-----------------“ წერილობით მიმართა შპს ,,ე--------------ს“ და განუმარტა, რომ ვინაიდან მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 10.3.5 პუნქტი ითვალისწინებს უხარისხო საქონლის შეცვლას, თანახმა არიან საქონლის შეცვლისათვის განისაზღვროს ვადა 2016 წლის 18 ივლისამდე, მაგრამ ამასთან დამატებით განუმარტეს, რომ 2016 წლის 04 მაისიდან დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით რაც თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 108 ლარს.
38.2016 წლის 18 ივლისს შპს ,,ე---------------“-ს დირექტორს ი------- თ-–------სა და ააიპ ,,ს--–---–----------------“-ს დირექტორს გ--–--------- შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი N---2. აქტის შინაარსის თანახმად 2016 წლის 1 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის N-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად მხარეების ურთიერთშეთანხმებით მოხდა სატენდერო დავალებასთან შეუსაბამო სიჩქარის ბარიერების შეცვლა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, კერძოდ მისი არაჯეროვნად შესრულების გამო მიმწოდებლის მიერ დაირღვა ამავე ხელშეკრულების მე-11-ე მუხლის პირველი პუნქტი რაც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ყოველი გადაცილებული დღისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2 % ოდენობით. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 76 დღე, პირგასამტეხლო დღეზე 108 ლარი, შესაბამისად პირგასამტეხლო თანხის ჯამური რაოდენობაა 76*108=8208 ლარი, ე.ი. ანაზღაურებას ექვემდებახელისმოწერით(ს.ფ.141)რება 53998.80-8208=45790.80, რასაც ვადასტურებთ ხელისმოწერით.
39.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირგასამტეხლოს 8208 ლარის გამოკლებით სრულად მისაღები თანხა მოსარჩელეს ჩაერიცხა 2016 წლის 15 სექტემბერს.
სამართლებრივი დასაბუთება
40.დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სახით, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს გარკვეული საქონელი - სახელდობრ: სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის.
41.დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები) მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა, მაგრამ ვადის დარღვევით.
42.სახელშეკრულებო ვადის დარღვევას მოსარჩელე სადაოდ ხდის და მიუთითებს, რომ მართალია, მან ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტზე, სადაც აღიარა ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აქტზე ხელმომწერი პირი, შპს-ს დირექტორი არაქართულენოვანია, მისთვის უცნობი იყო რაზე მოაწერა ხელი.
43.პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება და ამ მიმართებით განმარტავს შემდეგს:
44.მოპასუხეს სადაოდ არასოდეს გაუხდია სადაო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება რომ შინაარსი, რასაც ხელს აწერდა მისთვის უცნობი იყო ან ვინმემ შეცდომით უთარგმნა დოკუმენტი, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
45.საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა შეესაბამება მისი ხელმომწერის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი ისეთ პირობებში იქნა ხელმოწერილი და შედგენილი, რომელიც გამორიცხავს დოკუმენტში გამოვლენილი ნების შესაბამისობას რეალობასთან.
46.პალატა განმარტავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ივარაუდება, რომ ხელმომწერი პირისათვის ცნობილია იმ დოკუმენტის შინაარსი, რაზედაც აწერს ხელს.
47.განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი უთითებს, რომ, მართალია, შპს „ე---------------“-ს დირექტორმა მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულების მე-11-ე მუხლის პირველი პუნქტი, და რომ სამუშაო შესრულდა 76 დღიანი ვადადარღვევით, თუმცა შპს „ე---------------“-ს დირექტორმა, ი------- თ-–------მა (დოკუმენტზე ხელმომწერმა პირმა ) არ იცის ქართული ენა. აღნიშნულ არგუმენტს სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ი------- თ-–------მა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დროს (2018 წლის 18 ივლისს) განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით.
48.ს.ს.კ 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით განსაზღვრულია სამართალწარმოებისას მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით.
49.კანონმდებლის აღნიშნული მითითება ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმადაც სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.
50.პალატა მიუთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაც რომ არა საქმის მასალებით ისედაც უტყუარად დასტურდება შპს ე---------------ს მიერ ვალდებულების ვადადარღვევით შესრულების ფაქტი.
51.ასე მაგალითად, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 20 ივნისის წერილი. ააიპ ,,ს--–---–----------------“-ს დირექტორი გ--–-------- მიმართავს შპს ,,ე---------------“-ს დირექტორს ი------- თ-–------ს, რომ: „2016 წლის 31 მაისს მოვითხოვეთ თქვენგან გონივრულ ვადაში მომხდარიყო თქვენს მიერ მიწოდებული უხარისხო საქონლის გამოცვლა, რაც დღემდე არ მომხდარა, თანახმა ვართ საქონლის შეცვლისთვის განგისაზღვროთ ვადა 2016 წლის 18 ივლისამდე, მაგრამ ამასთანავე გაცნობებთ, რომ 2016 წლის 4 მაისიდან დაგეკისრებათ პირგასამტეხლო’’.
52.ზემომიმოხილული მიღება-ჩაბარების აქტი კი 2016 წლის 18 ივლისითაა დათარიღებული. როგორც ჩანს, ამ დროისათვის შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (და არა უფრო ადრე) რის გამოც მხარეთა ურთიერთობის ამსახველ ამ ბოლო დოკუმენტში მხარეებმა დააფიქსირეს ვალდებულების ვადადარღვევით შესრულების გამო პირგასამტეხლოს ოდენობა.
53. გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვალდებულება შპს „ე---------------“-ს მიერ მართლაც 76 დღიანი დაგვიანებით შესრულდა.
54.რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს მის არასათანადოობასთან დაკავშირებით, პალატა მას არ იზიარებს. საქმის მასალებიდან უტყუარად დგინდება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარესთან შევიდა სწორედ ააიპ ,,ს--–---–----------------’’, ხელშეკრულებით მან იკისრა გარკვეული ვალდებულებები, აქედან გამომდინარე მისი არგუმენტი დამფუძნებლის, ქ.ქუთაისის მერიის სათანადოობასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
55.სსკ 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
56.მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს საქონლის ღირებულება.
57.ცხადია და ნათელი, რომ ხელშეკრულების დათქმათა თანახმად მიმწოდებლის მიმართ ანაზღაურების ვალდებულება იკისრა სწორედ ააიპ ,,ს--–---–------------------’’ და არა მისმა დამფუძნებელმა (თუმცა ამგვარი შეთანხმება რომც ყოფილიყო იგი კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა).
58.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: ,,არასამეწარმეო იურიდიული პირი თავისი წევრის, აგრეთვე ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისგან დამოუკიდებელია, არასამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით, არასამეწარმეო იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, ასევე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები-პასუხს არ აგებენ’’.
59.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისი და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯი
60.სახელმწიფო ბაჟი აპელანტის მიერ გადახდილია.
სარეზოლუციო ნაწილი
61.სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-284-ე, 285-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ ს--–---–----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი აპელანტის მიერ გადახდილია;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით;
7.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4 - მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /თამარ სვანიძე/