განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2019
საქმის ნომერი
330210017002174772
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002174772

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

 

საქმე №2ბ/7133-18 03 იანვარი 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი – შ----------–-----------------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ-–----------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-- (მოსარჩელე)

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

პალატამ გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა - 5 468.4 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2018 წლის 14 ნოემბერს გადმოეგზავნა საქართველოს შ------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივარი, რითაც მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შ------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 24 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა შ----------–-----------------ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

 

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე) ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–--მ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით საქართველოს შ------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შ------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივრის ასლი თანდართული დოკუმენტებით მოწინააღმდეგე მხარეს - შ----------–-----------------ს“ და ასევე მის წარმომადგენელს გაეგზავნათ საქმეში არსებულ მისამართებზე და გზავნილები ჩაბარდათ ადრესატებს - 2018 წლის 07 დეკემბერს (იხ. ს.ფ ტომი 2, ს.ფ 8-11);

 

დადგენილია, რომ შ----------–-----------------მ“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ფოსტით გამოაგზავნა 2018 წლის 21 დეკემბერს და თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 24 დეკემბერს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 08 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 17 დეკემბერს. შეგებებული სააპელაციო საჩივარი კი მხარის მიერ ფოსტაში წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით 2018 წლის 21 დეკემბერს.

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ შ----------–-----------------ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის წარდგენა. ამავე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 225,51 ლარის ოდენობით, ამდენად შპს ,,დიპლომტ ჯორჯიას“ უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე, 372-ე, 373-ე, 374-ე, 390-ე, 414-416-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ----------–-----------------ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

 

2. აპელანტ შ----------–-----------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შეგებებული სააპელაციო საჩივრისათვის 12.12.2018წ სს ,,თიბისი ბანკის’’ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 225.51 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N----------);

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 12 დღის განმავლობაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) კერძო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე