განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100117002069498
ინსტანცია
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002069498

საქმე #1ბ/1501-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ--------–-----ის, გ---------------–--ის

ადვოკატის: დ------–-–--–---–ის

მსჯავრდებულის: ვ--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის ი---------–-–---–ის და მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------–-–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ--------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–---–--------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) და 111,151-ე მუხლით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 2 მარტს, ქ-------–--–------–---–--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ--------------–---–მა მეუღლეს, მ--------------ეს, მცირეწლოვანი შვილის, ს---------------–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო შემდეგ ზურგის არეში ესროლა დაუდგენელი საგანი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; აგრეთვე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–---–--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ--------------–---–მა მეუღლეს, მ--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებზე, მიარტყმევინა თავი დივანზე, ხელი მოუჭირა ყელის არეში და სახის არეში ერთხელ დაარტყა ფეხი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, მ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, ვ--------------–---–მა უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში არაერთხელ მიაყენა მეუღლეს - მ--------------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის, ანალოგიური ქმედებები ვ--------------–---–მა მ--------------ის მიმართ განახორციელა 2017 წლის 2 მარტს და 2017 წლის 5 ივნისს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. ვ--------------–---–ის ქმედებებმა მ--------------ის ტანჯვა გამოიწვია.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–---–--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-------ი ზ----–---–ი მეუღლეს - მ--------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაემუქრა, რომ გამოიტანდა ცეცხლსასროლ იარაღს და მას და მის ოჯახის წევრებს დაუხვრეტდა შუბლებს, რის გამოც მ--------------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

 

ვ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) და 111,151-ე მუხლით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ზ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილი იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 7 ივნისის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილე ი---------–-–---–მა და მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ------–-–--–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ვ--------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თავლსაზრისით, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა სასჯელად მოითხოვა მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ------–-–--–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ--------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის ი---------–-–---–ის და მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------–-–--–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ასევე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ--------------ის ჩვენებით, მოწმეების, ვ----–-------–---ის, ა-–-------------------–-–---–ის, პ--------------ს, ნ----–----------ის, ლ--–------–-----–---–ის, ნ--------------ს ჩვენებებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს 2017 წლის 5 ივნისის წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; აგრეთვე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ--------------–---–ს მოცემული დანაშაულები არ ჩაუდენია და მისი უდანაშაულობა სრულად დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძიების დროს. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ--------------ემ განმარტა, რომ 2013 წელს დაქორწინდა ვ--------------–---–ზე, დაქორწინებიდან მალევე დაიწყო კონფლიქტები, ჯერ კიდევ ორსულობის დროს ჰქონდა ადგილი მეუღლის მხრიდან მცირე ხასიათის ფიზიკურ შეურაცხყოფას მის (დაზარალებულის) მიმართ. 2014 წლის 19 აპრილს შეეძინათ შვილი, ს---------------–---–ი. 2014 წლის ივლისში, ვ-------მა კონფლიქტი დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. თავიდან ვ-------ს ერთი ხელით ეჭირა ბავშვი, ხოლო მეორეთი სცემდა და თმებით ითრევდა მას (დაზარალებულს). შემდეგ დასვა ბავშვი და ორივე ხელით დაუწყო ცემა, მოუჭირა ყელში და აწია ჰაერში. იგი (დაზარალებული) იხრჩობოდა და გონებას კარგავდა, რის გამოც ყვიროდა. ვ-------მა გაუშვა ხელი და ის (მ--------------ე) უგონოდ დაეცა ძირს. მომხდარი ფაქტი გახდა მათი დაშორების საფუძველი და იგი (დაზარალებული) საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. განშორების პერიოდში ვ-------ი შერიგების მიზნით სისტემატურად ურეკავდა, ხან ბოდიშს უხდიდა და ხან ემუქრებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და მას და მისი ოჯახის წევრებს „შუბლებს გაუხვერტდა.“ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას ვ-------მა სთხოვა, მიეცა ბავშვის ნახვის უფლება. ისინი (მეუღლეები) ერთმანეთს ა----–-ში, სახლთან მდებარე სკვერში შეხვდნენ. შეხვედრის დროს ვ-------სა და მ-----ს შორის ისევ მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც ვ-------მა იარაღი ამოიღო, შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მან (დაზარალებულმა) სთხოვა დამშვიდებულიყო და იარაღი შეენახა, რადგან ბავშვი ყველაფერს ხედავდა. ვ-------მა დატოვა სკვერი, თუმცა რამდენიმე დღეში კვლავ მიაკითხა სახლში და შერიგება სთხოვა. მეუღლეები შერიგდნენ და იგი (მ-----) ვ-------თან დაბრუნდა სახლში. დაპირების მიუხედავად, ვ-------ის მხრიდან კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (თმის მოქაჩვა, ხელის წამორტყმა და ა.შ.), თუმცა ბოლო წუთამდე მდუმარედ იტანდა ძალადობას ოჯახის დანგრევის თავიდან არიდების გამო. 2017 წლის 2 მარტს, უმნიშვნელო საოჯახო საკითხზე (სადილის მომზადებასთან დაკავშირებით) შელაპარაკებისას, ვ-------ი მოულოდნელად გახდა ძალზე აგრესიული, არაადეკვატური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას (დაზარალებულს). იგი (დაზარალებული) წარსული გამოცდილებით მიხვდა, რომ ვ-------ი აპირებდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც, რის გამოც წყალი შეასხა სახეში. ვ-------ი ამ ქმედებაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და თმების ქაჩვით შეათრია საძინებელ ოთახში, დააგდო საწოლზე, სახეზე დააფარა ბალიში, რომ ყვირილის ხმა არ ყოფილიყო და ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. ვ-------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემსწრე გახდა მათი არასრუწლოვანი შვილი ს---------------–---–იც, რომელიც შიშისგან კიოდა და ხელები უკანკალებდა. დაზარალებულის განმარტებით, იგი ყვიროდა და შველას ითხოვდა, რის საპასუხოდაც ვ-------მა იმდენად ძლიერად გაარტყა ხელი, რომ სახე მთლიანად დაუბუჟდა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. მან (დაზარალებულმა) მეუღლეს უთხრა, რომ მეტს აღარ მოითმენდა და პოლიციაში დარეკავდა, რის გამოც ვ-------მა რაღაც ნივთი ესროლა, რომელიც მოხვდა შუა წელში და ტკივილის გამო, დაახლოებით ორი კვირა ვერ ახერხებდა ნორმალურად გადაადგილებას. მან (დაზარალებულმა) ამჯერად შეიკავა თავი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისაგან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეზობლებს გამოუძახიათ საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახსნა-განმარტებების მიღების შემდეგ გამოსცეს დამცავი ორდერი, რომელიც მეორე დღეს დაამტკიცა სასამართლომ. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 9 მარტს, განქორწინების თაობაზე სარჩელით მიმართა სასამართლოს, რაც გახდა ვ--------------–---–ისთვის დამატებითი აგრესიისა და ძალადობის საფუძველი. დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ვ-------ი სისტემატურად ურეკავდა, ხან ბოდიშებს უხდიდა და შერიგებას სთხოვდა, ხან კი ნანობდა, რომ სათანადოდ ვერ ცემა, ვერ დასაჯა და ემუქრებოდა, რომ ცემდა როგორც კაცს, ფეხებით დაკიდებდა ჭერზე, რაც უკეთ ასწავლიდა ჭკუას. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 2 ივნისს, მეუღლის სახლში მივიდა, ოჯახის შესანარჩუნებლად და შვილის კეთილდღეობისათვის მეუღლესთან დარჩენა გადაწყვიტა. მომდევნო დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულ ვ-------თან სიტყვიერი კონფლიქტის საფუძველი გახდა განქორწინებისა და ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელი. 2017 წლის 4 ივნისს, საღამოს, მის (დაზარალებულის) ტელეფონში ადვოკატთან განხორციელებული ზარის ხილვის შემდეგ, ვ-------ი გაბრაზდა, მობილური იატაკზე დაახეთქა და დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. იგი (დაზარალებული) შეეცადა კონფლიქტის თავიდან არიდებას, შევიდა საძინებელში ბავშვთან და მიხურა კარი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ვ-------ი და ის გადავიდა გინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, კერძოდ, ხელებით აჯანჯღარებდა, შემდეგ თმებითა და მაისურით რამდენჯერმე გადმოათრია საწოლიდან და ამ ფორმით ცდილობდა მის წვალებას, თუმცა ფიზიკური დაზიანებების მიყენების გარეშე, რათა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი არ დარჩენილიყო. ვ-------ი აგინებდა და მოითხოვდა მისგან სახლის დატოვებას, იგი (დაზარალებული) კი სთხოვდა დამშვიდებას და ჰპირდებოდა, რომ გათენებისთანავე წავიდოდა. ამის გაგონებაზე ვ-------ი გავიდა სამზარეულოში, აიღო სამზარეულოს დანა და მას (მ--------------ეს) ყელის გამოჭრით დაემუქრა, რა დროსაც მან (დაზარალებულმა) სახეზე შიშისგან ხელები აიფარა, ვინაიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეალურად ჩახედა სიკვდილს თვალებში. ვ-------ი განაგრძობდა გინებასა და ყვირილს, თან მოითხოვდა მისი სახლიდან წასვლას. როდესაც მან (დაზარალებულმა) კარიდან გასვლა გადაწვიტა, ვ-------მა შეაჩერა და ახლა პირიქით, მოითხოვდა, რომ დარჩენილიყო სასაუბროდ. ვ-------მა მოკიდა ხელი და დააგდო იქვე არსებულ სავარძელზე, პირისპირ დაუჯდა სკამზე და აიძულებდა მის მოსმენას მუქარის ფონზე. იგი (დაზარალებული) სთხოვდა მეუღლეს, რომ თავი დაენებებინა და წასვლის უფლება მიეცა, რის გამოც გაღიზიანებულმა ვ-------მა ძლიერად ჩაარტყა წიხლი სახეში, რაც მის მიმართ განხორციელებული ყველა სხვა ძალადობასთან შედარებით ყველაზე მტკივნეული და დამამცირებელი აღმოჩნდა. მეუღლეს განუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა და სარჩელის ბედიც აღარ აინტერესებდა. აღნიშნულის შემდეგ ვ-------ი დაემუქრა მას (დაზარალებულს) და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით, რომ იარაღით გაუხვრეტდა შუბლებს და გავარდა გვერდით ოთახში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსატანად. ამ მომენტით ისარგებლა და გაიქცა სახლიდან, ქუჩაში შეხვდა მეეზოვე ვ----–-------–---ს და დახმარება სთხოვა, ვინაიდან მეუღლე იარაღით მოსდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. ვ-------ი მალევე დაეწია და ცილობდა მის სახლში წაყვანას. მან (დაზარალებულმა) მოახერხა „112“-ში დარეკვა და საპატრულო პოლიციის გამოძახება, რა დროსაც ვ-------ი გაერიდა სიტუაციას. იგი (დაზარალებული) ვ----–-------–---მა სახლში ააცილა და სადარბაზოში ელოდებოდა. ბინაში დაბრუნებულმა სავარძელში მეუღლის ცეცხლსასროლი იარაღი დაინახა. ცოტა ხანში ვ-------ი დაბრუნდა სახლში, ძალიან მშვიდად გამოიცვალა ტანსაცმელი და გავიდა სახლიდან, უკან კი პოლიციისა და ექიმების თანხლებით დაბრუნდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს სიტუაციაში გარკვევა, რა დროსაც ვ-------ი ცდილობდა მის (დაზარალებულის) დისკრედიტაციას, აბრალებდა მას მთვრალ მდგომარეობაში ყოფნას, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად, ექიმებს აჩვენა წინა დღეს, ფანჯარაზე მირტყმის შედეგად მიღებული დაზიანება. დაზარალებულის განმარტებით, ვ--------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიღებული სტრესისგან და მორალური ტრავმის გამო, არასრულწლოვანი ს---------------–---–ი დღემდე სარგებლობს ფსიქოლოგის მომსახურებით. პირველ სესიაზე ბავშვმა ფსიქოლოგს სათამაშო იარაღი დაადო და ემუქრებოდა მას ფიზიკური დაზიანებებით. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, აგრეთვე, სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის გამო, მუდმივად განიცდის შიშს, ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, თავს გრძნობს დამცირებულად და მიღებული ტრავმის დასაძლევად თავადაც საჭიროებს ფსიქოლოგის დახმარებას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ა-–-------------------–-–---–მა და პ--------------მ განმარტეს, რომ 2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ-------–--–------–---–-------------------------------–-------------ში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მისამართზე მისვლისას, სადარბაზოს შესასვლელთან, კიბეებთან დახვდათ ვ--------------–---–ი, რომელმაც ჰკითხა მათ, მის სახლში ხომ არ მიდიოდნენ. დასტურის მიღების შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვ--------------–---–თან ერთად შევიდნენ ბინაში, სადაც დახვდათ ქალბატონი, სახელად მ-----, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, განერვიულებული და ტიროდა. დაზარალებულის დამშვიდებას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, ვინაიდან იგი სტრესულ ფონზე, შიშისგან ვერ საუბრობდა. დაზარალებულმა განუმარტა, რომ მეუღლემ, ვ--------------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე, იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მათ (სამართალდამცველებმა) ოთახში, სავარძელზე, შენიშნეს ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ვ--------------–---–ის განმარტებით, მას (ზ----–---–ს) ეკუთვნოდა, ვინაიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დანაყოფში. ვ--------------–---–მა წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო და მისი შენახვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინაიდან ვ--------------–---–ის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, მოხდა მისი ადგილზე დაკავება.

 

დაზარალებულ მ--------------ის დედის, მოწმე ნ----–----------ის ჩვენებით, ვ--------------–---–ი და მ--------------ე 2013 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. 2014 წლის ივლისში შვილთან სახლში სტუმრად მყოფმა შეამჩნია მ-----ს ყელზე არსებული ჩალურჯებები. შეკითხვაზე, საიდან ჰქონდა დაზიანებები, მ-----მ არაფერი უპასუხა, ხოლო ვ-------მა განმარტა, რომ მ-----მ თავად მიიყენა. გარკვეული დროის შემდეგ, შვილმა უამბო, რომ კონფლიქტის დროს ვ-------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელში მოუჭირა ხელები, მაღლა ასწია და როდესაც მიხვდა, რომ მ-----მ მოძრაობა შეწყვიტა და იხრჩობოდა, ხელი გაუშვა და ძირს დააგდო. მოწმის განმარტებით, მან სიძეს სთხოვა, რომ მ-----ს მიმართ ძალადობა აღარ განეხორციელებინა, რის გამოც ვ-------ი გახდა უხეში, აგრესიული, მასაც (ნ----–----------ეს) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედა-შვილ მ-------ეებს მოსთხოვა მისი ბინის დატოვება. მოწმის ჩვენებით, სახლში დაზიანებული იყო ინვენტარი, ბავშვის საწოლი, რომელიც, სავარაუდოდ, კონფლიქტის დროს დაიმტვრა. მომხდარის გამო, 2014 წლის 14 ივლისს, მან (ნ----–----------ემ) შვილი და შვილიშვილი საკუთარ სახლში წაიყვანა საცხოვრებლად. 2014 წლის აგვისტოში, ვ--------------–---–ი დაუკავშირდა მ-----ს და სთხოვა, ეჩვენებინა ბავშვი. მეუღლეები ერთმანეთს სახლთან არსებული სკვერში შეხვდნენ, რა დროსაც ადგილზე მისვლისას ვ--------------–---–მა იარაღი დაადო შუბლზე მ--------------ეს და მას და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა შუბლის გახვრეტით, აღნიშნული მუქარა განხორციელდა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. მოგვიანებით, ვ--------------–---–მა პატიება სთხოვა მ-----ს და შერიგების შემდეგ, მ----- მ-------ე შვილთან ერთად კვლავ გადავიდა საცხოვრებლად ვ--------------–---–ის სახლში. 2017 წლის 2 მარტს, მას (ნ----–----------ეს) შვილმა შეატყობინა, რომ მეუღლემ მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. მათთან ბინაში მისულებს დახვდათ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ბინა იყო არეული, ნივთები - დამტვრეული. შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს მ-----მ არ მისცა სრულყოფილი ჩვენება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც სამართალდამცველები მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერით შემოიფარგლნენ. მოწმის განმარტებით, ძალადობის თვითმხილველი მცირეწლოვანი ს---------------–---–ი იმდენად შეშინებული იყო, რომ მამას აღარ ეკარებოდა. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული პერიოდი მ--------------ე და მისი შვილი ცხოვრობდნენ მშობლების სახლში, თუმცა შემდეგ მ----- ისევ შეურიგდა მეუღლეს და 2017 წლის 4 ივნისს გადავიდა ამ უკანასკნელთან საცხოვრებლად. 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, მას (ნ----–----------ეს) დასახმარებლად დაურეკა შვილმა და უამბო, რომ მეუღლემ მას (მ-----ს) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და პურის საჭრელი დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ამასთან, აგდებდა სახლიდან და მოითხოვდა სასამართლოდან განქორწინების თაობაზე სარჩელის გამოტანას. მ-----მ განუცხადა, რომ შვილთან ერთად დაუყოვნებლივ დატოვებდა სახლს, რის საპასუხოდაც ვ-------ი დაემუქრა, რომ გამოიტანდა ცეცხლსასროლ იარაღს და შუბლებს გაუხვრეტდა მათ. იარაღის გამოსატანად საძინებელ ოთახში შევიდა ვ--------------–---–ი, რა დროსაც მ-----მ დრო იხელთა და სახლიდან გაიქცა, ეზოში შეხვდა მეეზოვე, რომელსაც დახმარება სთხოვა და ამ უკანასკნელმა მიაცილა იგი სახლამდე. შემთხვევის ადგილზე მისულს (ნ----–----------ეს) ბინაში დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც მ----- აძლევდა ახსნა-განმარტებას მომხდარ ფაქტზე. ბინაში მყოფი ვ--------------–---–ი მის (მოწმის) მეუღლესაც დაემუქრა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, უშუალოდ მას (მოწმეს) კი უთხრა, რომ მისი მოკვლის დრო ჯერ არ იყო დამდგარი. იგი (ნ----–----------ე) არაერთხელ შესწრებია ვ--------------–---–ის მხრიდან მ--------------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგმა ლ--–------–-----–---–მა დაადასტურა 2017 წლის 20 ივლისით დათარიღებული, ს---------------–---–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ფსიქოლოგთან ვიზიტების მანძილზე ცხადად ვლინდებოდა ბავშვის ადვილად აღგზნებადობა, ემოციური არასტაბილურობა და დაძაბულობა, უნდობლობა, საფრთხის განცდა. ყოველივე ეს კი ფსიქოლოგიური ტრავმატიზების ნიშნებია.

 

ფსიქოლოგთან თამაშისა და საუბრის მანძილზე მის მიერ გამოხატული დადებითი მოგონებები და ემოციები ძირითადად დაკავშირებული იყო დედასთან და ბებიასთან. მამის შესახებ ბავშვის მიერ გამოხატული პირველი ემოცია დადებითი იყო, თქვა, რომ უყვარდა იგი, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეხსენებული იქნა. მამა - თავისით ჩამოთვლილ საყვარელ ადამიანებს შორის არ იყო ნახსენები. თანდათან კი მამის მიმართ ისეთი უარყოფითი ემოციები გამოვლინდა, როგორიცაა ბრაზი, აგრესია, შიში. ს--------მ გასაუბრებისას ფრაგმენტულად გაიხსენა მშობლებს შორის კონფლიქტიც - „მამა დედას ურტყავდა“, „მამა ყვირის“, „მამა გვეჩხუბება ხოლმე“.

 

ოჯახში ძალადობის შედეგად მიღებული ტრავმა ძალზე ძნელად გადასალახია, მით უფრო, როდესაც ამას ერთი ახლობელი ადამიანი ახორციალებს მეორეზე, ან უშუალოდ ბავშვზე და ეს ის ადამიანია, ვისაც ბავშვი ენდობა, ვისგანაც დაცვას მოელის და ვინც მისი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს. შესაძლოა, ბავშვზე პირდაპირ არ ხორციელდებოდეს ძალადობა, მაგრამ იყოს ძალადობის მომსწრე, რაც თავისი შედეგებით არანაკლებ სიმძიმის შეიძლება იყოს. შედეგად, ბავშვი გაორებულია. მას უყვარს მშობლები და ამასთანავე, მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს. ბავშვი მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. ყოველივე ეს კი ძნელად გადასატანია მისი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისათვის. ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ბავშვები ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენდნენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე.

 

ფსიქოლოგმა დამატებით განმარტა, რომ დასკვნის მომზადებამდე გასაუბრება მოხდა როგორც მცირეწლოვანთან, ისე მის მშობელთან - დედასთან. ს--------მ ფრაგმენტულად გაიხსენა ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, რა დროსაც მის ქცევებში გამოხატული იყო ტრავმატიზების ნიშნები, რაც დამახასიათებელია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. მოწმის ჩვენებით, მცირეწლოვნის გამოკვლევის შედეგები ემყარება მასთან გასაურებას, მის ქცევაზე დაკვირვებასა და ქცევაში გამოხატული ემოციების დაფიქსირებას, აგრეთვე, პროექციული მეთოდის გამოყენებით დადგენას იმისა, შეესაბამება თუ არა ბავშვის ნათქვამი რეალობას. გამოკვლევის ზემოაღნიშნული მეთოდების საფუძველზე, დადგინდა, რომ ს---------------–---–ის ნაამბობი და ქცევა იყო სრულ თანხვედრაში, ამასთან იგი არ იმყოფებოდა დედის ზეგავლენის ქვეშ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, თბილისში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგმა ნ---------------მ დაადასტურა 2017 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებული ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასება, რომლის თანახმად, მ--------------ის საუბრისას იგრძნობა თავდაცვის ტენდენცია, აქვს დაუცველობის განცდა და ირაციონალური დანაშაულის გრძნობა, ვიქტიმიზაციის მაღალი ხარისხი, მუდმივად იმართლებს თავს - „მიყვარს, მაგრამ მე მეტს ვეღარ გავუძლებ... ბავშვს ამას არ ვაყურებინებ..“ კონტაქტში შემოდის დაძაბული, საუბრობს ენერგიული, აღშფოთებული მანერით, ფსიქო-ემოციური ფონი იცვლება, არასტაბილურია, ფსიქოლოგიურად მოწყვლადია.

 

მ--------------ის გადმოცემით, დაქორწინდნენ სიყვარულით, თანაცხოვრების ქრონოლოგიას იხსენებს ფსიქო ტრავმების მიხედვით. საუბრობს წლების განმავლობაში არსებულ სტრეს ფაქტორებზე, რომ მეუღლესთან თანაცხოვრების განმავლობაში ხშირად იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 2017 წელს მეუღლეს მასთან პრეტენზიები გაუმძაფრდა, ამცირებდა, შეურაცხყოფდა სიტყვიერად „...რას გავხარ, შენ ქალი ხარ?!“ „...თავი ვინ გგონია?“ ჩხუბის დროს აგდებდა სახლიდან.

 

ბოლო პერიოდში (მარტიდან) მომხდარ ძალადობის ფაქტებს იხსენებს ინტრუზიული ხატების სახით „...კისერში წამიჭირა და ჰაერში ვყავდი...გონებას რომ ვკარგავდი დამაგდო...“ „...რომ მიხვდა რომ სახლიდან მივდიოდი, სახეში წიხლი ჩამარტყა და საძინებელში შევიდა იარაღის გამოსატანად... სახლიდან გავიქეცი...გამომეკიდა...“ „...რაღაც წვრილმანზე უცბად თავს ვერ მართავს, ისეთი სისასტიკით მცემს, როგორც კაცს...სისხლი რომ წამომივიდა ცხვირიდან, იმან გააჩერა.“

 

ბოლო ფიზიკური ძალადობის შემდეგ აღნიშნავს, რომ დაეწყო გაღიზიანებადობა, აფექტური ლაბილობა, ხშირად ტიროდა. „...სასოწარკვეთილი ვიყავი, საერთოდ აღარ მინდოდა ცხოვრება, ერთბაშად გავაცნობიერე რას ვუძლებდი.“

 

აღსანიშნავია კრიზისთან დაკავშირებული სიტუაციური შფოთვა, აკუმულირებული ბრაზი, ობიექტურად გამოხატული ქვეზღვრული წონა - კახექსია. ბენეფიციარის გადმოცემით, აქვს ინსომნია და აღნიშნავს მადის დაქვეითების გამო წონის მკვეთრ კლებას ბოლო 6 თვის განმავლობაში. მ--------------ეს ბრაზი მიმართული აქვს სამართლიანობის აღდგენისაკენ, განწყობილია ოპტიმიზმით, შრომისმოყვარეა, აქვს შვილის მიმართ პასუხისმგებლობის განცდა - „ს--------ს გამო ვარ მე დღეს ცოცხალი...“ აქვს მიკროსოციალური თანადგომისა და საკუთარი თავის იმედი. ვლინდება ექსტრემალური სტრესის შემდგომი ადაპტაციური აშილობის ნიშნები (შერეული ტიპის შფოთვა/დეპრესიული განწყობა).

 

რაც შეეხება ს---------------–---–ს, თამაშში აქტიურია, აქვს წინააღმდეგობა, არ სურს ინსტრუქციის შესრულება (ფაზლის აწყობა, კუბიკებით თამაში). საკუთარი ინიციატივით ავითარებს კონფლიქტურ სიუჟეტს, სათამაშოებიდან ირჩევს იარაღს, აგრესია მიმართული აქვს გარემოსკენ, ამტვრევს სათამაშოებს, ხშირად მიმართავს მუქარას /მამიკოს თოფი უნდა წავართვა, მოვკლა/, დედას იცავს, ემოციურად ეხუტება და სხვ-

 

ობიექტურად იკვეთება შემდეგი სიმპტომატიკა: დევიაციური ქცევა, ნეგატიური აღგზნება, აგრესია, სტრესიული/ძალადობრივი გარემოს კვალის ნიშნები, დისფუქციური დაცვითი მექანიზმი, როგორიცაა ემოციური დეფიციტი. საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ქცევის კორექციის მიზნით.

 

მ--------------ეს ესაჭიროება ფსიქო ემოციური განწყობის სტაბილიზაცია, ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარება.

 

ნ--------------მ დამატებით განმარტა, რომ მ--------------ის შემთხვევაში სახეზე იყო ვიქტიმიზაციის მაღალი ხარისხი, არაგონივრული გრძნობა დანაშაულისა, რომელიც ახასიათებს მსხვერპლს, მაგალითად: „რამე ხომ არ შემეშალა“, „რამე ხომ არ დავუშავე“. რაც შეეხება უშუალოდ ს---------------–---–ს, თამაშისას ხშირად იყენებდა ძალადობრივ ინსტრუმენტებს, ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველ სესიაზე, ბავშვს იარაღი ჰქონდა მიდებული ფსიქოლოგისათვის, თუმცა შემდეგში ს--------მ დათმო ეს პოზიცია და დამეგობრდა სპეციალისტთან. თამაშის მიზანი მცირეწლოვანთან არის სწორედ ის, რომ მოხდეს მასში არსებული ტრავმის გაცოცხლება, ემპათიის განვითარება, დადგენა იმისა, ვის როლს ირგებს - მოძალადის თუ მსხვერპლის, რაც საბოლოოდ, იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, ბავშვი არის ძალადობის თვითმხილველი თუ უშუალო მსხვერპლი. მოწმის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ს-------- უფრო მეტად არის ძალადობის თვითმხილველი, ვიდრე უშუალო მსხვერპლი.

 

დაცვის მხარის მოწმე ვ----–--------–---ის ჩვენებით, იცნობს მ----- მ-------ესა და ვ--------------–---–ს, ვინაიდან მუშაობს მათ საცხოვრებელი კორპუსის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზე. 2017 წლის 4 ივნისს, გვიან ღამით, სახლში მიდიოდა, რა დროსაც ქუჩაში, სიბნელეში მოულოდნელად ხელი სტაცა მ--------------ემ, თუმცა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, იმ წამსვე მათთან გაჩნდა ვ-------იც. მოწმის განმარტებით, ვ--------------–---–მა მეუღლეს უთხრა, მიეცა ბოტასები და წავიდოდა. მ-----მ მას (მოწმეს) განუცხადა, რომ ცუდად იყო და მობილური ტელეფონით რეკავდა 112-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად. მ-----მ თქვა, რომ წინა დღესაც ჰყავდა გამოძახებული სასწრაფო. მოწმის ჩვენებით, მას მ-----მ ხელი ჩასჭიდა და ასე მიაცილა მ----- ბინამდე, ეს უკანასკნელი სახლში შევიდა, თავად კი გარეთ ელოდებოდა ვ--------------–---–ის ბოტასების გადასაცემად. ერთ წუთში ვ-------იც ავიდა სადარბაზოში და შევიდა სახლში, რა დროსაც მეუღლეები საუბრობდნენ ბინის თაობაზე. დაახლოებით 5 წუთში ვ------ი გამოვიდა ბინიდან და წავიდა დერეფნის გავლით ლიფტის მიმართულებით. როგორც კი მივიდა ვ-------ი ლიფტთან, გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. მათთან ერთად ვ-------ი კვლავ შევიდა ბინაში. ესმოდა პოლიციელის ხმა - ეს რა არისო, რაზეც ვ-------მა უპასუხა, რომ იყო მისი. აღიშნულის შემდეგ დატოვა ვ--------------–---–ის ბინა, თუმცა მალევე დაბრუნება სთხოვა მ-----ს დედამ და პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე, შეკითხვაზე უპასუხა, რომ გარეთ, დერეფნიდან შიგნით, ოთახში პისტოლეტი არ დაუნახავს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 5 ივნისს, ვ--------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ორი სავაზნე კოლოფი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

 

საქართველოს შს სამინისტროს 2017 წლის 5 ივნისის წერილის თანახმად, ვ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლი იარაღი G----------- სისტემის პისტოლეტი №----------------------------, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის (A კატეგორია) უფლებით, ნებართვის გაცემის თარიღი 01.08.2014წ, მოქმედების ვადა - უვადო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2017 წლის 2 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოძალადე ვ--------------–---–ს 1 თვით აეკრძალა მსხვერპლთან - მ--------------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

დაზარალებულის მამის, ბ-------------ის ჩვენებით, უშუალოდ არ შესწრებია ვ--------------–---–ის მიერ მ--------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა მათ შორის კონფლიქტების თაობაზე ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისა და ოჯახის წევრებისაგან, ძალადობის შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები კი ნანახი აქვს.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის ექიმების - თ--------------------ა და გ--–----–--ის ჩვენებებით, 2017 წლის 2 მარტს, ოჯახური კონფლიქტის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, ეკიპაჟი გავიდა ქ-------–--–------–---–-----------------------------------ში. ადგილზე დახვდათ ქალბატონი მ--------------ე, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს მისმა მეუღლემ ვ--------------–---–მა ცემა და ყელზე ხელი მოუჭირა. დაზარალებულს სახეზე, კისერსა და ზურგზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, ანუ ზედაპირული დაზიანებები, რაც აისახა სამედიცინო ბარათში.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის უფროსი ექიმის ლ-------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 5 ივნისს, 00:31 საათზე, ოჯახური კონფლიქტის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, ეკიპაჟი გავიდა ქ-------–--–------–---–----------------------------------ში. ადგილზე დახვდათ ქალბატონი მ--------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ ვ--------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს აღენიშნებოდა კისრისა და ყელის არეში ექსკორიაციები და მარცხენა ხელის მესამე თითის შუა ფალანგის შეშუპება, რაც აისახა სამედიცინო ბარათში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №3---ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. მ--------------ეს 2017 წლის 2 მარტს სახის, კისრისა და ზურგის მიდამოებში აღენიშნებოდა ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის ჩანაწერების თანახმად და პირადი შემოწმებით: 2017 წლის 5 ივნისს, მოქ. მ--------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებების ნიშნები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით (სულ 12 დაზიანება). დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ვ--------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ადვოკატი დ------–-–--–---–ი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით, სახეზეა მხოლოდ ოჯახური კონფლიქტი, რაც აღმოფხვრილი იქნა შემაკავებელი ორდერით. აღნიშნულ დღეს ვ--------------–---–ის მიერ მ--------------ეზე განხორციელებულ ძალადობას არც ერთი მოწმე არ ადასტურებს. დაზარალებულის დედ-მამის ჩვენება კი არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგან ისინი არიან ოჯახის წევრები და მათი ჩვენებები სუბიექტურია. 2017 წლის 5 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით, შემთხვევა მოხდა შუაღამით, როდესაც ბავშვს ეძინა, შესაბამისად, ოჯახური ძალადობა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ვერ განხორციელდებოდა, შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. აპელანტის პოზიციით, მუქარის ნაწილში განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან ის გარემოება, რომ ვ--------------–---–ი არის ს--–-----–----–-----------ის თანამშრომელი, არ ნიშნავს, რომ იგი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნებაა. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ არგუმენტებს არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------ემ ბრალდების ყველა ეპიზოდთან დაკავშრებით დეტალურად ისაუბრა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს და ვ--------------–---–ი ამხილა მოცემული დანაშაულების ჩადენაში. დაზარალებულმა კონკრეტულად განმარტა, როდის, რა ვითარებაში და რა მეთოდებით ხორციელდებოდა ვ--------------–---–ის მიერ ძალადობა. მანვე, დეტალურად მიუთითა მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ და ის გარემოებებიც დაასახელა, თუ რა საფუძვლით აღიქვა მუქარა რეალურად. დაზარალებულ მ--------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ მ--------------ის ზემოაღნიშნული ჩვენება, როგორც ბრალდების მხარის ყველაზე წონადი მტკიცებულება, აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გაჟღერებული ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს ჰქონდა განზრახვა - დაუფლებოდა ვ--------------–---–ის კუთვნილ ქონებას - ბინას და რომ 2017 წლის 5 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულ მ--------------ის მშობლები იმყოფებოდნენ ვ--------------–---–ის სახლთან ახლოს, ელოდებოდნენ დაზარალებულის მიერ კონფლიქტის პროვოცირებას - მოგონილია და ემსახურება მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2017 წლის 9 მარტს განქორწინებისა და ქონების გაყოფის თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანას თავად დაზარალებული მ--------------ეც ადასტურებს. დაზარალებული ასევე განმარტავს, რომ 2017 წლის 4 ივნისს მეუღლეებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ვ--------------–---–ის მიერ მის ტელეფონში ადვოკატთან განხორცილებული ზარის ხილვა გახდა. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, ვ--------------–---–ის წინარე ქმედებებიდან გამომდინარე, დაზარალებულს თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რატომ უნდა ჩაეგდო საფრთხეში და რა საფუძვლით უნდა მოეხდინა კონფლიქტის პროვოცირება. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემობაც, რომ ვ--------------–---–ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაზარალებული მ--------------ე ვ--------------–---–ის კუთვნილი ქონების მესაკუთრე ვერ გახდებოდა.

 

სააპელაციო პალატის გაკვირვებას იწვევს აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 2017 წლის 2 მარტს მეუღლეებს შორის მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც დაზარალებულმა აღნიშნა, თუ როგორ შეათრია ვ--------------–---–მა თმების ქაჩვით საძინებელ ოთახში, ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, შემდეგ გაარტყა სახეში, რა დროსაც სახე დაუბუჟდა და ცხვირადან სისხლი წამოუვიდა. შემდეგ ესროლა ნივთი, რომელიც შუა წელში მოხვდა და ორი კვირა ნირმალურად ვერ დადიოდა. დაზარალებულის მიმართ განხორცილებული ძალადობის ასეთი ფორმით გამოვლენა რეალურად დადასტურებულია სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №3---ის ჩანაწერით, რომლის თანახმად, მოქ. მ--------------ეს 2017 წლის 2 მარტს სახის, კისრისა და ზურგის მიდამოებში აღენიშნებოდა ნაჭდევები.

 

რაც შეეხება აპელირებას 2017 წლის 5 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით, აპელანტი აღნიშნავს, რომ, რადგან შემთხვევა მოხდა შუაღამით, როდესაც ბავშვს ეძინა, ოჯახური ძალადობა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ვერ განხორციელდებოდა, შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება არასრულწლოვანთან დაკავშირებით ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული არგუმენტის საპასუხოდ სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ვ--------------–---–ს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის მსჯავრი დაედო მხოლოდ 2017 წლის 2 მარტს ჩადენილი ქმედებისათვის, რაც უტყუარად დადასტურდა საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის არასრულწლოვან ს---------------–---–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით და ფსიქოლოგ ლ--–------–-----–---–ის ჩვენებით. შესაბამისად, მითითებულ საკითხზე აპელირება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

როგორც უკვე აღინიშნა, დაცვის მხარე სადავოდ ხდის ვ--------------–---–ის მიერ მუქარის ჩადენას. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ--------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის, მ--------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნული დადასტურებული იქნა დაზარალებულ მ--------------ის მიერ, რომელმაც რეალურად აღიქვა რა განხორციელებული ძალადობის მუქარა, მცირეწლოვანი შვილი სახლში დატოვა, თავს გაქცევით უშველა და ქუჩაში პირველივე შემხვედრ ვ----–-------–---ს დახმარება სთხოვა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, სახლიდან გამოქცეულმა მ--------------ემ დახმარებისათვის მას მიმართა, დაადასტურა მოწმე ვ----–-------–---მაც.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ვ--------------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ ვ--------------–---–ის მიერ ჩადენილია ოჯახური, განზრახი დანაშაული, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ვ--------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ნიშნებს, ურომლისოდაც ზემოხსენებული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებებს სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას აღნიშნულ გარემოებებზე მითითება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ვ--------------–---–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ--------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ვ--------------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის ი---------–-–---–ის და მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------–-–--–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის ი---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------–-–--–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ვ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) და 111,151-ე მუხლით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ზ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ოქტომბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 7 ივნისის ჩათვლით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დანაშაულის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი (ყუთით და ორი სათადარიგო ვაზნით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა №------- გაცემული ვ- ზ----–---–ის სახელზე (ინახება ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) - შენახულ იქნას სს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე