განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100118002666975
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002666975

საქმე №1ბ/484-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ იმ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლე------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

იმ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, რეგისტრირებულის ოზურგეთის რაიონის ს------–-–------–-------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განაჩენით:

იმ--------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი).

იმ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, იმ--------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 23 აგვისტოს და 01 სექტემბრის ეპიზოდები).

 

იმ--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, მ----------------–-----------------------------------------ში იმ--------------ემ ყოფილ მეუღლეს ლე-–-------–---–ს დაარტყა ფეხი მკლავზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმ--------------ის ქმედებით ლე-–-------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, მ----------------–-----------------------------------------ში იმ--------------ემ ყოფილ მეუღლეს ლე-–-------–---–ს დაარტყა ხელი თავის არეში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმ--------------ის ქმედებით ლე-–-------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის იმ--------------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე, 2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდში, გამოკვლეული მტკიცებულებებით ლე-–-------–---–ზე განზრახი ქმედებით ფიზიკური ძალადობა იყო მხოლოდ ვარაუდი, რის გამოც იმ--------------ე უნდა გამართლებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ იმ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლე------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად იმ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ლე-–-------–---–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა იმ--------------ის შვილის ნა------------ის ჩვენება, რომელმაც დამახინჯებულად გადმოსცა ფაქტები. მისი განმარტებით, იმ--------------ეს ჰყავს საყვარელი და ის ყურადღებას არ აქცევს თავის ოჯახს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საყვარელი მას არ უნახავს და არც სახელი იცის. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იმ--------------ის მეორე შვილმა კი გადმოსცა დედისა და დის ნაამბობი, რის გამოც ის ირიბ მოწმეს წარმოდგენს და მისი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად. ნა------------ის ჩვენება კი თუნდაც ჩაითვალოს დამაჯერებლად, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა ვერ დააკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, პალატა განმარტავს, რომ იგი არ განიხილავს იმ--------------ის უდანაშაულოდ ცნობის კანონიერების საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში 2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ მიმართებით საქმეზე სააპელაციო საჩივარი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, იმ--------------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება იმ--------------ის მიერ 2018 წლის 01 სექტემბერს მეუღლის - ლე-–-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

ფაქტის თვითმხილველი მოწმის, იმ--------------ის შვილის - ნა------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მათი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარება. მძიმე სოციალური ფონის გამო, ნა------------ე დედასთან ლე-–-------–---–თან და და-ძმასთან ერთად ოზურგეთის რაიონის ს------–--–------დან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და ცხოვრობდნენ მ----------------–--------------------------------------------ში. იმ--------------ეს ჰყავდა მეგობარი ქალი და ამის გამო ბოლო სამი წელი ცხოვრობდა ოჯახისგან დამოუკიდებლად, ფინანსურად პრაქტიკულად არ ეხმარებოდა, თუმცა პერიოდულად ღამის გასათენებლად მაინც მიდიოდა მათთან და ეჩხუბებოდა მეუღლეს ლე-–-------–---–ს. მოწმის ჩვენებით, იმ--------------ის მხრიდან, წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ოჯახში კონფლიქტს და ყოველი ამ კონფლიქტის დროს ბრალდებული იწევდა მეუღლეზე დასარტყმელად. 2018 წლის 1 სექტემბერს იმ--------------ე მივიდა ოჯახში და მეუღლეს ლე-–-------–---–ს მოსთხოვა სოციალური დახმარების სახით აღებული ფულადი თანხა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენდა. უარის მიღების შემდეგ, იმ--------------ემ დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა უწმაწური სიტყვებით, მოუქნია მუშტი და ჩაარტყა თავის არეში. იმ--------------ის მხრიდან ოჯახში ხშირი კონფლიქტი გახდა 2018 წლის 2 სექტემბერს თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზი, რა მიზნითაც დალია დიდი დოზით წამალი.

 

მოწმე ა------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს, საღამოს, როდესაც დაბრუნდა სახლში დისგან ნა------------ისგან და დედა ლე-–-------–---–ისგან შეიტყო, რომ იმ--------------ე მივიდა მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში და მოითხოვა ფული. უარის მიღების გამო გაბრაზდა და ლე-–-------–---–ს თავში ჩაარტყა მუშტი. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობას ჰქონდა ხშირი ხასიათი. მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც იმ--------------ემ მის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლე-–-------–---–ს, შემდეგ ყელში ხელები მოუჭირა და ცდილობა მის დახრჩობას. ამ დროს კონფლიქტში ჩაერია და დედა განარიდა საფრთხეს. მოწმის ჩვენებით, ხშირად დასთან და დედასთან ერთად სახლიდან გაქცეულან, რათა მამას არ ეცემა დედა. ამ ყველაფერის გამო ნა------------ე ჩავარდა განსაცდელში და 2 სექტემბერს სცადა თვითმკვლელობა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არასაკმარისია იმ--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან ნა------------ის ჩვენება დამყარებულია მის ვარაუდზე, რომ მამას ჰყავს საყვარელი, ხოლო ა------------ე წარმოადგენს ირიბ მოწმეს, რადგან 2018 წლის 01 სექტემბრის მოვლენების თაობაზე შეიტყო დედის - ლე-–-------–---–ისა და დის - ნა------------ისაგან. პალატა ვერ დაეთანხმება ასეთ მსჯელობას და განმარტავს, რომ დაცვის მხარეს რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი მოწმე ნა------------ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის თვალსაზრისით, არ წარმოუდგენია. ის ფაქტი, რომ მან არ იცის იმ--------------ის საყვარლის ვინაობა და ის არ უნახავს, არ ქმნის მის ჩვენებას ნაკლებ სარწმუნოს მსჯავრდებულის მხიდან ლე-–-------–---–ზე ძალადობის ფაქტის დადასტურების ნაწილში. ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ა------------ის ჩვენების, როგორც ირიბ მტკიცებულებაზე მითითების თაობაზე, ვინაიდან, მართალია ა------------ე თავად არ შესწრებია 2018 წლის 01 სექტემბერს იმ--------------ის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტს, თუმცა მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია ფაქტის თვითმხილველი მოწმის - ნა------------ის ჩვენებასთან. გარდა ამისა, ა------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია საყურადღებოა იმ--------------ის პიროვნების დახასიათების თვალსაზრისით.

 

პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ძალადობის ფაქტის განხორციელებისას დაზარალებულის მხრიდან განცდილი ტკივილის გრძნობის სუბიექტურობასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ მართალია, ძალადობრივი დანაშაულებისას მნიშვნელოვანია ტკივილის სუბიექტური აღქმა, თუმცა იგი ობიექტურადაც უნდა ქმნიდეს დამკვირვებლის თვალში ამ განცდის გონივრულობას, ანუ ობიექტური კრიტერიუმიც არის სწორი შეფასების სავალდებულო ინდიკატორი. პალატას მიაჩნია, რომ თავის არეში მუშტის დარტყმა, ობიექტურად გამოიწვევდა დაზარალებულში ტკივილის განცდას.

 

ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ--------------ეს არ ჩაუდენია ოჯახში ძალადობა და რომ გასაჩივრებული განაჩენი ამ ეპიზოდში ემყარება მისი შვილების ეჭვებიდან გამომდინარე მათ მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებებს, რაც გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების - ნა------------ისა და ა------------ის ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა მათ მიკერძოებას, საქმის შედეგით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენებების მიცემას.

 

ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვისა და მათი ობიექტური გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი დაცვის მხარის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ იმ--------------ეს არ განუხორციელებია ძალადობა მეუღლის მიმართ. პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, იმ--------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება იმ--------------ის მიერ 2018 წლის 01 სექტემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იმ--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ იმ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლე------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

იმ--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი).

იმ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით იმ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

იმ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე