განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002550596, №1/ბ-1444-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ ჭა---------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - შპს ,,ზა-----------ი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 4---------------------–--------------------------------------–------------------------–----------------–--------------------------–----------------------------------------------.
წარმომადგენელი - ზა----------ი.
ადვოკატი - მა-------------ი.
თარჯიმანი - ზა-----–------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით - უვადოდ საქმიანობის უფლების - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლების ჩამორთმევა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და შპს ,,ზა-----------ის“ დამატებითი სასჯელისგან - ჯარიმისგან გათავისუფლება, შემდეგ გარემოებათა გამო: შპს ,,ზა-----------ის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ზა----------ი, რომელიც იმავე ბრალდებით არის მსჯავრდებული და მისჯილი აქვს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას კი არ გააჩნია უძრავი ქონება და ფულადი სახსრები. აღნიშნული ფირმა შექმნილი იყო ფულის გაცოცხლების მიზნით, რომლის ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთ არსებული გარკვეული ფირმებიდან და ამ თანხებს ყალბი დოკუმენტების საფუძველზე იღებდნენ სხვადასხვა პირები, რომლებიც ამჟამად არიან მსჯავრდებულები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არსებულ ვალდებულებებზე პასუხს აგებს მის საკუთრებაში არსებული ქონებით. მოცემულ შემთხვევაში კი, შპს ,,ზა-----------ის“ დამფუძნებელი და წარმომადგენელი ზა----------ი არის პატიმარი და იგი არ აგებს პასუხს შპს-ს მიმართ დაკისრებულ ვალდებულებებზე, თავად შპს ,,ზა-----------ს“ კი არ გააჩნია ქონება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იქნება აღუსრულებელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
პროკურორის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, შპს ,,ზა-----------ი“ ცნობილ იქნა დამნაშავედ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში, შენახვაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემაში მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვასა და შენიღბვაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
თურქეთის მოქალაქეებმა ილ---- სა--------–--მ, ჯე------– კა------მა, ზა----------მა და სხვა პირმა, ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახეს ჩამოეყალიბებინათ სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, ხოლო შემდეგში მათთვის კანონიერი სახის მიცემის, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრის თუ მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით თანხების დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ კანონიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯე------– კა------ის, ილ---- სა--------–--სა და სხვა პირის მითითებით თურქეთის მოქალაქე ზა----------ის მიერ 25.11.2015 წელს რეგისტრირებულ იქნა შპს „ზა-----------ი“. აღნიშნულ შპს-ს სს „თი ბი სი ბანკთან“ გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იგი წარმოადგენდა ბანკის „სუბ აგენტს“, რომელსაც ბანკის სპეციალური პროგრამის გამოყენებით და ეროვნული ბანკისგან მიღებული ლიცენზიით შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა სწრაფი ფულადი გზავნილები, მიეღო და გადაერიცხა თანხები ფიზიკური პირების სურვილების შესაბამისად. ამასთან, შპს ვალდებული იყო სწრაფი ფულადი გზავნილების განსახორციელებლად მოეხდინა კლიენტის იდენტიფიკაცია და მისგან მიეღო მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლები.
ზა----------ს შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით ვალდებულება ჰქონდა რა მოეხდინა კლიენტის იდენტიფიცირება ჯე------– კა------ის, ილ---- სა--------–--სა და სხვა პირის დახმარებით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ვითარებაში, ახდენდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების პასპორტის ასლების მოპოვებას, შემდეგ კი აღნიშნული ყალბი პასპორტის მონაცემების საფუძველზე შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ამავე პირებზე საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებას და შემდეგ ასევე ყალბი პასპორტების მონაცემების გამოყენებით მათთვის სასურველ ანგარიშებზე თურქეთში გადარიცხვას. აღნიშნული პასპორტის მონაცემები გადაცემული იყო ფიქტიურ პირებზე და რეალურად შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით ფულადი თანხების მიღებას, დანაწევრებას და მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვას ახდენდა ილ---- სა--------–--, ზა----------ი, ჯე------– კა------ი და სხვა პირი. აღნიშნული სქემის მიხედვით ჯე------– კა------ის, ილ---- სა--------–--ს, ზა----------ისა და სხვა პირის მიერ შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით 25.03.2016-დან 27.03.2017-მდე „თი ბი სი“ ბანკის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096,05 ევრო, აღნიშნული პასპორტებიდან 15 ყალბი პასპორტის გამოყენებით დანაწევრებით მათთვის სასურველ პირებზე იმავე პერიოდში გადარიცხულ იქნა 59 331,64 აშშ დოლარი, 2662,85 ევრო და 100,50 ლარი, ხოლო ზა----------ის მიერ მისი საბანკო ანგარიშის გამოყენებით მიღებული დაუსაბუთებელი თანხებიდან მათთვის სასურველ ანგარიშებზე გადარიცხულ იქნა 1 660 234 აშშ დოლარი, 20 158 ევრო და 56 115 თურქული ლირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, შპს ,,ზა-----------ი“ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - უვადოდ ჩამოერთვა საქმიანობის - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1076-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ზა-----------ს“ დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და შპს ,,ზა-----------ს“ საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადოდ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ზა-----------ის“ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შპს ,,ზა-----------ის“ ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (---–----------------–----------------------------------------–---------------------------------------------–----------------–------------------------------–-------------------–--------------------–-----------------------–----------------------------------------------–---–----------------------------------------------------------------------–--–---–-------------------------------------------------------–----------–-------------------–------------------–------------–----------------------–---------------–-–--–--------------------------------------------------------------------------–---------------–----------–-–---------------–------------------------------------------------------–--------–-----------------------------------–---------------–------------------–----------------------------–---------------------–------------–-------------------------------------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–-----------------------------------------------------------------------------–-----------------------–------------–-------------------------–---------------–------------–-------------–----------–----------------–---------------- ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ შპს ,,ზა-----------ის“ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა საბოლოო სასჯელი შპს ,,ზა-----------ს“, იურიდიული პირის მსჯავრდების შემთხვევაში, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილს, აღნიშნული მუხლით, იურიდიული პირისთვის გათვალისწინებულია სასჯელი ჯარიმის, საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ლიკვიდაციის და ჯარიმის სახით.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ. საჩივარში დაცვის მხარე სადავოდ ხდის განაჩენის სამართლიანობას მხოლოდ ჯარიმის ნაწილში, იმ საფუძველზე მითითებით, რომ იურიდიულ პირს არ გააჩნია რაიმე სახის ქონება. სხდომაზე ადვოკატმა დააფიქსირა ასევე პოზიცია, რომ უმჯობესი იყო სასჯელის სახით სასამართლოს დაენიშნა ლიკვიდაცია, რადგან მსჯავრდებულ იურიდიულ პირს სასჯელის სახით უვადოდ ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლზე, რომლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,ზა-----------ის“ მიმართ სასჯელის სახით გამოიყენა არა ლიკვიდაცია, არამედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, შესაბამისად, ასევე განსაზღვრა იურიდიული პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1076 მუხლის დანაწესიდან.
პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შპს ,,ზა-----------ს“ დაუმძიმოს სასჯელი და დანიშნული სასჯელის ნაცვლად დაადგინოს მისი ლიკვიდაცია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ იურიდიულ პირს უვადოდ ჩამოერთვა არა ყველა უფლება, არამედ ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შპს ,,ზა-----------ის“ ადვოკატის მა-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.
შპს ,,ზა-----------ი“ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - უვადოდ ჩამოერთვას საქმიანობის - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1076 მუხლის თანახმად, შპს ,,ზა-----------ს“ დამატებით სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შპს ,,ზა-----------ს“ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადოდ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ. გვერდზე და სასამართლოს შენობაში გამოყოფილ სპეციალურ დაფაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე