განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100118002708941
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/249-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი---------ის,მსჯავრდებულ - დ-----------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ---------------------------–---–ის მიმართ - (პ/N0----------) - დაბადებული 1----–-–---------------ს, რეგისტრირებული: თ---–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–-------–---------------------ში, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის განაჩენით:

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი. საბოლოოდ, დ-----------–---–ს დანაშაულთა ერთბლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვი) თის ვადით;

 

დ-----------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 27 სექტემბრიდან.

 

გაუქმდა დ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

დ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ თბილისში, ლ----------ს ქუჩა N---–- მდებარე კ-----–--–----–--ის, კ------------------------სა და დ-------–-------ას მიერ დაქირავებულ საცხოვრებელ ბინაში - ნახევრადღია ფანჯრისზედა ჩარჩოზე ხელების მოჭიდებით დ-----------–---–მა შეაღო რა ფანჯარა და გადაძვრა ოთახში, უკანონო შეღწევის ამ გზით - ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ-----–--–----–--ის კუთვნილ 2000 (ორიათას) ლარად ღირებულ ლეპტოპს დამტენთან ერთად, 300 (სამას) ლარად ღირებულ ტყავის ხელჩანთას, 300 (სამას) ლარად ღირებულ ელექტრო საპარსს, 800 (რვაას) ლარად ღირებულ „მ----ს“ მობილური ტელეფონსა და 100 (ას) ლარად ღირებულ დამტენს (ორიგინალი), კ------------------------ს კუთნილ 2700 ( ორიათასშვიდას) ლარად ღირებულ ლეპტოპს და დ-------–-------ას კუთვნილ, 1000 (ათას) ლარად ღირებულ ფოტოაპარატს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქალაქ თბილისში, შ--–-----------ის ქუჩა N---–- მდებარე ირანულ რესტორან „ნ-----ს“ კუთვნილ საცავში, ღია კარიდან უკანონოდ შეაღწია დ-----------–---–მა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა კარიმ ვ-----------ს კუთვნილ „აიფონის“ (Iphone) მარკის 1500 (ათასხუთას) ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რითაც კარიმ ვ-----------ს მიადგა 1500 (ათასხუთასი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ დ-----------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ყავს ოთხი შვილი და არის სოციალურად დაუცველი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, მსჯავრდებულ დ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ დ-----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ, დაზარალებულების: კ-----–--–----–--ის, კ------------------------სა და დ-------–-------ას გამოკითხვის ოქმებს; მოწმეების: გ----------------------------------------------------------–-–---–-----–----------–---------------------------ს და დ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმებს; ვიდეოჩანაწერით მიღებულ ინფორმაციასა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ-----------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ბრალის აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია); დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, სიმძიმე და ინტენსივობა; გაითვალისწინა ასევე დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მისი მხრიდან სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა, დაზარალებულების პოზიცია და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და ხერხის, ასევე ქმედების ინტენსივობის გათვალისწინებით, მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება, ან თუნდაც დაზარალებულების პოზიცია, ვერ გადაწონის იმ საზოგადოებრივ ინტერესს და მიზანს, როგორიცაა აღნიშნული დანაშაულის პრევენცია და თავიდან აცილება. პალატას მიაჩნია, რომ დ-----------–---–ის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. საბოლოოდ, დ-----------–---–ს დანაშაულთა ერთბლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვი) თვის ვადით;

 

დ-----------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 სექტემბრიდან.

 

დ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამნეტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

გიორგი მეგულაშვილთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

დ-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

რესტორან „ნ----–ი“ არსებული კამერის დათვალიერების ამსახველი ვიდეო ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

დ-----------–---–ისაგან აღებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ნიმუში, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვწტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე