განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002526431
საქმე N3/ბ-490-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩელე) – ვ--–------------------ (დაუსწრებლად)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ ს--–---–----- მ-------------------------, სსიპ ს--–---–----- მ-------------------------ს ი--------- ს--–---–----- მ-------------- ცენტრი
წარმომადგენელი – ნ----------------ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 04 ივლისს ვ--–------------------მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ ს--–---–----- მ-------------------------ს, სსიპ ს--–---–----- მ-------------------------ს ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: სსიპ ს--–---–----- მომსახურეობის ს---------- ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება და ვ--–-----------------ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის ძალაში დატოვების შესახებ სსიპ ს--–---–----- მ-------------------------ს 2018 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (გამოცემული ზეპირი ფორმით), ასევე მოითხოვა სსიპ ს--–---–----- მ-------------------------ს დავალდებულება მოეხდინა ვ--–-----------------ის 13.04.2018 წელს შევსებული ოჯახის დეკლარაციის ხელახალი შევსება/კორექტირება და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სარეიტინგო ქულის მინიჭება;
მოსარჩელის აღნიშვნით, 2006 წლიდან 2018 წლის თებერვლის თვემდე უწყვეტად იღებდა სოციალურ დახმარებას. ოჯახი შედგებოდა ექვსი წევრისაგან. ჰყავდა მეუღლე ა------------------ე, რომელიც გარდაიცვალა 2018 წლის 02 თებერვალს. 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ოჯახის გადამოწმება, შედგა დეკლარაცია და შეუწყვიტეს ს--–---–----- დახმარება. მხარე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის ს--–---–----- მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შესაბამისად, არ ეთანხმება ს--–---–----- დახმარების შეწყვეტას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელე მიუთითებს დეკლარაციის ,,C 3’’ გრაფის მე-9 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ფ----------------ე არ იღებდა 40 ლარს, შესაბამისად მიაჩნია, რომ დეკლარაციაში შეტანილი იქნა არასწორი მონაცემი.
მოპასუხეებმა - სსიპ ს--–---–----- მომსახურეობის ს----------, ამავე ს---------- ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ--–-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2006 წლიდან ა------------------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საიდენტიფიკაციო კოდით 0----------2;
2.1.2. 2018 წლის 13 აპრილს ვ--–-----------------ის ოჯახში განხორციელდა ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: ვ--–-----------------ის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის ღარიბი -2 (F1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სანდო -1 (F2 ბლოკი); ჰყავს ერთი სული ძროხა (D4,1 ბლოკი); შინაური ფრინველი - 3 (D4 ბლოკი, 3 გრაფა); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადახდილია - 165 ლარი (E1 ბლოკი); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის გადახდილია - 72 ლარი (E2 ბლოკი); ფლობს სამეურნეო ნაგებობებს (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა) (A7 ბლოკი, 4 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართია -220 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში, სულ ოთახების რაოდენობაა 6 (A 9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი არის ხე/ფიცარი (A10 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დასახელებული ოჯახის უფროსი - ვ--–------------------ (ასაკი 80), ა---------–----------ე (ასაკი 49), მ--------------ე (ასაკი 46), მ----------------ე (ასაკი 26), ფ----------------ე (ასაკი 15) (B2 ბლოკი და B1 ბლოკი); ა---------–----------ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (IIჯგუფი) (B4 ბლოკი, გრაფა 3); ფ----------------ე დადის სკოლა/გიმნაზიაში (C1 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - ვ--–------------------ საშუალო პროფესიული - 4), ა---------–----------ე (საშუალო -3), მ--------------ე (საშუალო -3), მ----------------ე (საშუალო -3) (C2 ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (C3 ბლოკი); ვ--–------------------ - სახელმწიფო პენსია 180 ლარი (C3 ბლოკი 3 გრაფა); ა---------–----------ე ს--–---–----- პაკეტი - 100 ლარი (C3 ბლოკი, გრაფა 4); ვ--–------------------ - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა---------–----------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ--------------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ----------------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ----------------ე ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი (C3 ბლოკი მე-9 გრაფა); სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი (C4 ბლოკი, გრაფა 7).
სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით, ა---------–----------ეს 2017 წელს და 2018 წლის იანვარსა და თებერვლის თვეებში შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება;
2.1.3. 2018 წლის 27 აპრილის N1----- ბრძანებით დაკორექტირდა 2018 წლის 13 აპრილის ოჯახის დეკლარაციის C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მითითებული არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი და მიეთითა - 0 ლარი (კორექტირებული დეკლარაცია);
2.1.4. ვ--–-----------------ის ოჯახისათვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულამ შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,ს--–---–----- დახმარების შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ს--–---–----- მ-------------------------, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის ს--–---–----- დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამარტლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 აპრილს შეივსო ვ--–-----------------ის ოჯახის დეკლარაცია, სადაც C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მიეთითა - სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი. ამასთან, ს--–---–----- მ-------------------------ს ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 27 აპრილის №1----- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის (C4 ბლოკი, გრაფა 7) კორექტირება სადაც ,,სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარის ნაცვლად დაფიქსირდა 0 ლარი“. აღნიშნულის გათვალისწინებით ვ--–-----------------ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 13 მაისს განისაზღვრა 66530 ერთეულით.
2.2.2. განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო „C3“ ბლოკის მე-9 გრაფა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „C3“ პუნქტის ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: ა) ს---------- უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ს---------- უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება ს---------- შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში; ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ს---------- მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით; გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება არასრულწლოვან წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ვ--–-----------------ის ოჯახში ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარაციის ,,C 3’’ ბლოკში აგენტმა აჩვენა დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში არსებული შემოსავლი, კერძოდ თებერვლის თვის მონაცემი, თავად მოსარჩელე არ უარყოფს, რომ თებერვლის თვის მონაცემებით მოსარჩელეს მიღებული აქვს ს--–---–----- დახმარება ჯამში 190 ლარის ოდენობით, კერძოდ ვ--–------------------ - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა---------–----------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ--------------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ----------------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ----------------ე ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა); დეკლარაციის დროისთვის მონაცემში არ აისახა ა-----------------ის თებერვლის თვის ფულადი ს--–---–----- დახმარება - 30 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2018 წლის აპრილში აღნიშნული პიროვნება იყო გარდაცვლილი.
განსახილველ შემთხვევაში, ასევე დადგენილი იქნა, რომ ვ--–-----------------ის ოჯახის სარეიტინგო ქულამ 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ფ----------------ეს, როგორც არასრულწლოვანს განესაზღვრა ფულადი ს--–---–----- დახმარება თვეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ივნისამდე ოჯახს შეჩერებული ჰქონდა ს--–---–----- დახმარების მიღება, ფ----------------ეს, როგორც არასრულწლოვანს ივნისის თვეში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში 40 ლარის ოდენობით.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. სასამართლოს მოსაზრებით ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ ვ--–-----------------ის სარჩელი როგორც უსაფუძვლო არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ--–------------------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
3.1.1. აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსამართლოა რადგან არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. სასამართლომ კანონიერად ჩათვალა აპელანტის ოჯახისათვის ს--–---–----- დახმარების შეწყვეტა. სასამართლომ არაფრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ოჯახი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება 2006 წლიდან, რის გამოც ეძლეოდა შემწეობა 2018 წლის თებერვლამდე უწყვეტად;
3.1.2. აპელანტის განმარტებით საარსებო შემწეობა მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. ოჯახის ორი წევრი შრომისუუნაროა, ერთი არასრულწლოვანია, ხოლო დანარჩენი ორი კი უმუშევარი, სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს დაენიშნა დახმარება 2006 წელს, რომელსაც ღებულობდა მანამ სანამ აპელანტის მეუღლე - ა-----------------ე გარდაიცვლებოდა. სასამართლო არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ გარდაცვალებამდე ა-----------------ის ჰქონდა ჯანმთელობის მძიმე მდგომარეობა, რამდენიმე თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. ზემოაღნიშნულმა ოჯახი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ზამთრის პერიოდში უწევდათ ელექტროენერგიით მომაკვდავის გათბობა, რაც ი--------- ს--–---–----- მ-------------- ცენტრმა ოჯახის ეკონომიკურ წინსვლად შეაფასა და მათ შემწეობა მოუხსნა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ტერიტორიაზე ს--–---–----- დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ს--–---–----- დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს, ასევე ს--–---–----- დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს განსაზღვრავს „ს--–---–----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ს---------- უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა. ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაცია არის სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
მითითებული ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას ს---------- უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას ს---------- უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, ს---------- უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს ს---------- უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.
ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, ს---------- უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.
ზემოთ მოხმობილი ნორმების შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ საარსებო შემწეობის ან სხვა ფულადი დახმარების მიღება ოჯახის სარეიტინგო ქულის ოდენობაზეა დამოკიდებული, რომლის გამოთვლა ხდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სპეციალურ კითხვარში - ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისა და ს--–---–----- მ-------------------------ს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად.
აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრებით, სადავო სარეიტინგო ქულის გამოთვლა გამოიწვია ოჯახის დეკლარაციის ცალკეულ გრაფებში არასწორი მონაცემების შეტანამ, კერძოდ: არასწორად შეივსო დეკლარაციის ,,C 3’’ გრაფის მე-9 პუნქტი, სადაც ფ----------------ის ფულად სოციალურ დახმარებად მითითებულია 40 ლარი, დეკლარაციაში ასევე შეტანილი არ იქნა მონაცემები ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსების წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“, რომელიც ასახავს იმ მონაცემებს, რომელთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვალდებულებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების სწორად ასახვას ხელმოწერით ადასტურებს თავად ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება აპელანტის სარეიტინგო ქულის დასადგენად შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში უზუსტო მონაცემების არსებობა, რასთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ვ--–-----------------ის ოჯახში ი--------- ს--–---–----- მ-------------- სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარაციის ,,C 3’’ ბლოკში აგენტმა აჩვენა დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში არსებული შემოსავლი, კერძოდ თებერვლის თვის მონაცემი, თავად მოსარჩელე არ უარყოფს, რომ თებერვლის თვის მონაცემებით მოსარჩელეს მიღებული აქვს ს--–---–----- დახმარება ჯამში 190 ლარის ოდენობით, კერძოდ ვ--–------------------ - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა---------–----------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ--------------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ----------------ე - ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ----------------ე ფულადი ს--–---–----- დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა); დეკლარაციის დროისთვის მონაცემში არ აისახა ა-----------------ის თებერვლის თვის ფულადი ს--–---–----- დახმარება - 30 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2018 წლის აპრილში აღნიშნული პიროვნება იყო გარდაცვლილი.
ისიც დადგენილია, რომ ვ--–-----------------ის ოჯახის სარეიტინგო ქულამ 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით. ამდენად ფ----------------ეს, როგორც არასრულწლოვანს განესაზღვრა ფულადი ს--–---–----- დახმარება თვეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ივნისამდე ოჯახს შეჩერებული ჰქონდა ს--–---–----- დახმარების მიღება, ფ----------------ეს, როგორც არასრულწლოვანს ივნისის თვეში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში - 40 ლარის (30+10) ოდენობით (იხ.ს.ფ.72), შესაბამისად უმართებულოა აპელანტის მოსაზრება დეკლარაციაში უსწორო მონაცემების შეტანის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება. მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ხელახალი გადამოწმების შედეგად აპელანტის ოჯახს მიენიჭა უფრო მაღალი სარეიტინგო ქულა - 66630. ზემოაღნიშნული გარემოებები პალატის მოსაზრებით სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოცილაური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე