განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
140100118002730942
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002730942

საქმე №1ბ/480-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ--–----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------–-–---–-------------ში, მიმართ, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 7 სექტემბერს, ქ-------–----------–-–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ--–----------–---–მა მეუღლეს - რ---------------------ეს, ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემების გამო შელაპარაკებისას ხელი გაარტყა სახეში და ორივე ხელი მოუჭირა ყელში; 2017 წლის ოქტომბერში, ამავე სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას თავში დაარტყა მუშტი, ხოლო 2017 წლის 14 ნოემბერს - ძლიერად მოქაჩა თმებზე და მუშტი დაარტყა სახეში. გ--–----------–---–ის ძალადობის შედეგად რ---------------------ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2005 წლიდან 2018 წლამდე გ--–----------–---–ი მეუღლეს - რ---------------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა - აგინებდა მას და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც რ---------------------ემ განიცადა ტანჯვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 7 სექტემბერს, ქ-------–----------–-–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ--–----------–---–ი რ---------------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 14 ნოემბერს, ქ-------–----------–-–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ--–----------–---–ი რ---------------------ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 11 აგვისტოს, გ--–----------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის - რ---------------------ის მამას - ჰ---–-----------------ეს და დაემუქრა რ---------------------ის მოკვლით. აღნიშნული ჰ---–-----------------ისგან ცნობილი გახდა რ---------------------ისთვის, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 14 სექტემბერს, დილით, ქ-------–---–------–-- გზატკეცილზე, გ--–----------–---–ი ყოფილ მეუღლეს - რ---------------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც რ---------------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წელს (თვე და რიცხვი დაუდგენელია), დღისით, ქ-------–----------–-–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, გ--–----------–---–მა არასრულწლოვან შვილებს - ლ--- და მ--------------------ეებს, ერთმანეთის თანდასწრებით, ბეჭებში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წელს (თვე და რიცხვი დაუდგენელია), დღის საათებში, ქ-------–----------–-–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას გ--–----------–---–მა არასრულწლოვან შვილებს - ლ--- და მ--------------------ეებს, ერთმანეთის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ-----------------ეს ფეხი დაარტყა ფეხში, ხოლო მ--------------------ეს ხელი დაარტყა თავში. აღნიშნულის შედეგად ლ--- და მ--------------------ეებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით:

 

გ--–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, გ--–----------–---–ს საბოლოოდ, მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;

 

მსჯავრდებულ გ--–----------–---–ს ძირითადი სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობის დრო - 2018 წლის 14 სექტემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა გ--–----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--–----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების - რ---------------------ის, ლ-----------------ის, მ--------------------ის და მოწმე ჰ---–-----------------ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ--–----------–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), სატელეფონო ამონაბეჭდების და ამონაბეჭდების დათვალიერების ოქმების, შემაკავებელი ორდერის, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ--–----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გ--–----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, სიმძიმე და დანაშაულის სიმრავლე. კერძოდ, ის გარემოება, რომ ოჯახში ძალადობისთვის დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი იმისათვის, რომ გ--–----------–---–მა მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--–----------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ--–----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის ძალადობრივ დანაშაულებს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ--–----------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება დანაშაულის სიმრავლეს, მსჯავრდებულ, გ--–----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ძირითად სასჯელად განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელების ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი) ასევე, დამატებითი სასჯელის სახედ - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ--–----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ--–----------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. გ--–----------–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, კერძოდ, გ--–----------–---–ი არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, ჰყავს მოხუცი მშობლები და არის მათი ერთადერთი მარჩენალი, მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად, მსჯავრდებულის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, გ--–----------–---–ი შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებსაც მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--–----------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის ძირითადი და დამატებითი სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ--–----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ--–----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ--–----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--–----------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ გ--–----------–---–ს ძირითადი სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 14 სექტემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

 

პირობით მსჯავრდებულ გ--–----------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის შერჩევა - დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე