განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100110002371227
საქმე № 1ბ/324-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
ხდომის მდივნები ეკატერინე უკლება და ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ნ---------------ე, მ---------------ი, ი-–---------ა.
სტაჟიორ-პროკურორი: ა----------–---–ი.
დაზარალებულები: მ------------–---–ი, ხ-------------–--ე, ლ--–--–---------ე, ლ--–------–----ი, ზ--–--------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ----–-----------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონის სოფელი ყ--------–----.
ადვოკატი: ა-–----------------–---–ი, ა-----–----------ე, დ------------–---–ი .
თარჯიმნები: ა---------–--------ი, ზ---------------ა.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ----–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ა-–----------------–---–მა და ლ-----------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ----–-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებს, რომლებიც სავარაუდოდ თავად არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, რადგან მათ ევალებოდათ იპოთეკის საგნის იდენტიფიცირება, იპოთეკური სესხის ხელშეკრულების პირობების სრულად შესწავლა და შემოწმება, მათი ნდობით აღჭურვილ შუამავლებთან და სანოტარო აქტის შემდგენ ნოტარიუსთან ერთად. გ----–-----------ს ედავებიან თითქოსდა მან წინასწარი განზრახვით შეიძინა გარდაბნის რაიონის სოფ. ყ--------–----ს სა--------–--------------------ს მიერ გაცემული ც----------. აღნიშნული კი არ შეისწავლა სასამართლომ და არ მოითხოვა საჯარო მოხელის დაკითხვა, რათა გაერკვია თუ რა ვითარებაში გასცა მოხელემ აღნიშნული ცნობა. აპელანტთა განმარტებით, გ----–-----------ს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან დაზარალებულები შეცდომაში შეიყვანა საჯარო მოხელის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებამ და ჰ---–------------ის დანაშაულებრივმა ქმედებამ, რომელმაც მოატყუა ცოლის ძმა - გ----–-----------ი, დაგეგმა თაღლითური სქემა და მოახდინა მისი რეალიზება. გ----–-----------ი არის მსხვერპლი, იგი შემთხვევით აღმოჩნდა ჰ---–------------ის ზეგავლენის ქვეშ, მას არც ერთი თეთრი არ მიუღია სესხის თანხიდან. იგი იპოთეკური სესხის გაფორმების შემდეგ, ჰ---–------------ის დამსახურებით, მოტყუებით აღმოჩნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც გაატარა 6 წელი და შემდეგ კი დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც დააპატიმრეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას უგულვებელყო როგორც საქართველოს კანონმდებლობის ისე საერთაშორისო ნორმათა მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ----–-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ამასთან, ალტერნატივის სახით ითხოვა გ----–-----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების გავრცელება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ----–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნას გ----–-----------ის გამართლების თაობაზე, ამასთან პროკურორი და დაზარალებულები დაეთანხმნენ გ----–-----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების გავრცელებას.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----–-----------მა ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ----–-----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა 2003 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–----ს სა--------–--------------------ს მიერ გაცემული N9-- ცნობა, რომელიც შეიცავდა ყალბ მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გ----–-----------ის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ნომერი 8--------) მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი. აღნიშნულის შემდეგ 2007 წლის 16 მაისს, მან მიმართა გარდაბნის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა ყალბი ცნობა და მოითხოვა მის საკუთრებაში ცნობაში მითითებული უძრავი ქონების დარეგისტრირება. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ იქნა ამონაწერი, სადაც მითითებული იყო, რომ გ----–-----------ს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–---–ი. მოახდინა რა არარსებული ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია, გ----–-----------მა თანამზრახველთან ერთად განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით სხვის ფულად თანხას.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ----–-----------ი და მისი თანამზრახველი 2008 წლის ივნისის თვეში დაუკავშირდნენ საშუამავლო ფირმის თანამშრომელს ი------------ეს და განუცხადეს, რომ გ----–-----------ს სურდა თანხის სესხება. უძრავი ქონების გარანტიით, კერძოდ, გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–---–ი ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ნდობის მოპოვების მიზნით, წინასწარი შეთანხმებისამებრ, გ----–-----------მა და მისმა თანამზრახველმა პირადად აჩვენეს თანხის გასესხების მსურველს მ------------–---–ს და შუამავალ ი-----------–--ეს გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, რაზეც განუმარტეს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა გ----–-----------ის საკუთრებას და დაიტვირთებოდა იპოთეკით. სინამდვილეში კი მათთვის ნაჩვენები სახლი ირიცხებოდა არა გ----–-----------ის, არამედ მ------- ს-------ის საკუთრებაში. მოიპოვეს რა გამსესხებლის ნდობა, გ----–-----------ი და მისი თანამზრახველი 2008 წლის 25 ივნისს თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში შეხვდნენ თანხის გასესხების მსურველებს ლ--–--–---------ეს, ლ--–------–----ს, ზ--–-----------–---–ს, მ------------–---–ს და ხ-------------–--ეს, რომლებსაც განუმარტეს, რომ მათ მიერ წარდგენილ ამონაწერში მითითებული და ნაჩვენები სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად წარმოადგენდა გ----–-----------ის საკუთრებას და სწორედ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულის შემდეგ იმავე დღეს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის ფუძველზეც გ----–-----------ს ლ--–--–---------ემ ასესხა 3200 (სამიათას ორასი) ევრო, ლ--–------–-----მა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ამერიკული დოლარი, ზ--–--------------–---–მა 20000 (ოცი ათასი) ამერიკული დოლარი, მ------------–---–მა 10000(ათი ათასი) ამერიკული დოლარი და ხ-------------–--ემ 10000 (ათი ათასი) ამერიკული დოლარი. თანხის დაუფლების შემდეგ გ----–-----------ი თანამზრახველთან ერთად მიიმალა. მათი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ლ--–--–---------ეს და ლ--–------–----ს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო დაზარალებულ მ------------–---–ს, ხ-------------–--ეს და ზ--–--------------–---–ს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენით გ----–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენში, კერძოდ: 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ----–-----------ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გ----–-----------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ მ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას 2008 წლის ივნისში სურდა სარგებლის მიღების მიზნით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით, გაესესხებინა თანხა - 10000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ საკითხთან დაკავშირებით ტელეფონით დაუკავშირდა შუამავალ ი-----------–--ეს, რომელიც დაპირდა მყარი გარანტიით თანხის გასესხებაში დახმარებას. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში იგი ი-----------–--ის მითითებით მივიდა თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე საშუამავლო კომპანიაში, სადაც დახვდნენ შუამავლი ი------------ე, ი-----------–--ე და მსესხებელი - გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი მცხოვრები გ----–-----------ი. შუამავლებმა უთხრეს, რომ მესაკუთრე იყო გ----–-----------ი, რომელსაც სურდა სესხი, რის უზრუნველსაყოფადაც დებდა უძრავ ქონებას, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდებოდა სამი თვის ვადით, თვეში 6% სარგებლით. ასევე უთხრეს, რომ მართალია ხელშეკრულება გაფორმდებოდა გ----–-----------თან, მაგრამ თანხა სჭირდებოდა ამ უკანასკნელის დის ქმარს ჰ---–------------ს. უძრავი ქონება წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი მდებარე 0,13 ჰა მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 320 მ2 საცხოვრებელ ფართს, რაც დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მას მოეწონა შეთავაზებული პირობები, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე გ----–-----------თან, ჰ---–------------თან და ი-----------–--ესთან ერთად წავიდა ზემოხსენებული უძრავი ქონების სანახავად. ადგილზე მისვლისას, მას აჩვენეს ორ სართულიანი სახლი და უთხრეს, რომ აღნიშნული ეკუთვნოდა გ----–-----------ს და სწორედ ამ სახლს დატვირთავდნენ იპოთეკით. სახლის დათვალიერების შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში და მივიდნენ ლე---–--------------ში მდებარე ნოტარიუს ე-–-----–----–---–თან, სადაც მან და კიდევ ოთხმა იპოთეკარმა გ----–-----------თან გააფორმეს ერთობლივი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირადად მან 10000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით 6% სარგებლით ასესხა გ----–-----------ს. ხელშეკრულების გაფორმების დროს ადგილზე ასევე იმყოფებოდა ჰ---–------------ი, რომელიც გ----–-----------ს კარნახობდა სად უნდა მოეწერა ხელი. პირველი თვის სარგებელი 600 აშშ დოლარი გ----–-----------მა გადაუხადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხოლო მეორე თვის სარგებელი მისცა ი------------ემ. ამის შემდეგ მას არც ძირი თანხა და არც სარგებელი აღარ მიუღია. მოგვიანებით მან გაარკვია, რომ სახლი, რომელიც აჩვენეს ხელშეკრულების გაფორმებამდე ეკუთვნოდა ჰ---–------------ს, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ფიზიკურად არ არსებობდა.
დაზარალებულ ლ--–------–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი თანხის გასესხებაში დახმარების თხოვნით დაუკავშირდა შუამავალ ი-----------–--ეს, რომელიც დაპირდა დაეხმარებას. 2008 წლის ივნისში იგი ი-----------–--ემ დაიბარა თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე საშუამავლო ფირმაში, სადაც მას დახვდნენ ი-----------–--ე და შუამავალი ი------------ე, რომლებმაც უთხრეს, რომ გ----–-----------ს სესხის სახით სჭირდებოდა თანხა და გარანტიის სახით იპოთეკით დატვირთავდა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლს. ასევე აჩვენეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 320 მ2 ეკუთვნოდა გ----–-----------ს. იგი დათანხმდა შემოთავაზებულ პირობას და იმავე შენობაში განთავსებულ ნოტარიუსთან, ოთხ სხვა გამსესხებელთან ერთად, გ----–-----------თან სამი თვით გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მან 4500 აშშ დოლარი ასესხა გ----–-----------ს. პირველი თვის სარგებელი 270 აშშ დოლარი მას ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადასცა გ----–-----------მა, ხოლო მეორე თვის სარგებელი გადაუხადა ი-----------–--ემ. მას შემდეგ ძირი თანხა ან პროცენტი არ მიუღია. მოგვიანებით შეიტყო, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ყოფილა ყალბი და მასში მითითებული საცხოვრებელი სახლი არ არსებობდა.
დაზარალებულ ლ--–--–---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას ჰქონდა გარკვეული დანაზოგი 3500 ევროს ოდენობით და სურდა სარგებლის მიღების მიზნით გასესხება, ამიტომ მივიდა თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე საშუამავლო ფირმაში ი----------------------სთან, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა კლიენტი, რომელიც თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთავდა ქონებას. კერძოდ, ეს პირი იყო გ----–-----------ი, რომელსაც ჰქონდა ბიზნესი და იყო პატიოსანი ადამიანი. იგი დათანხმდა შემოთავაზებას და 2008 წლის 25 ივნისს, ოთხ სხვა იპოთეკართან ერთად, სამი თვით გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გ----–-----------თან. მან გ----–-----------ს ასესხა 3500 ევრო. ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა გასესხებული თანხის 6%-ს. პირველი თვის სარგებელის გარდა მისთვის გ----–-----------ს სხვა თანხა არ გადაუხდია. მან მოგვიანებით შეტყო, რომ ამონაწრი საჯარო რეესტრიდან იყო ყალბი და ამონაწერში მითითებულ 0.13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სახლი განთავსებული არ იყო. მას აღნიშნულით მიადგა დაახლოებით 5500 ევროს ოდენობის მატერიალური ზიანი.
დაზარალებულ ხ-------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2008 წლის ივნისში, გადაწყვიტა სარგებლის მიღების მიზნით გაესესხებინა კუთვნილი თანხა, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ხელშეკრულების გაფორმების დღეს იგი ი-----------–--ემ მიიყვანა თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე საშუამავლო ფირმაში ი------------ესთან, სადაც მას გააცნეს გ----–-----------ი, რომელსაც სურდა სესხის აღება და მის უზრუნველსაყოფად კუთვნილი უძრავი ქონების ჩადება. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულება ფორმდებოდა გ----–-----------თან, თუმცა მიღებული თანხით უნდა ესარგებლა მისი დის ქმარს - ჰ---–------------ს. სესხად აღებული თანხა სჭირდებოდათ ბიზნესის გასაფართოებლად. გარანტი იყო ფასეული კერძოდ, დაუზუსტებელი 0,13 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 320 მ2 საცხოვრებელი ფართით, შესაბამისად ზიანი ანაზღაურდებოდა უპრობლემოდ. ხელშეკრულება მის გარდა გაფორმდა კიდევ ოთხ იპოთეკართან. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მან გ----–-----------ს გადასცა თანხა - 10000 აშშ დოლარის ოდენობით. მას აუნაზღაურეს ორი თვის სარგებელი, თუმცა ამის შემდეგ თანხა არ მიუღია. მოგვიანებით შეიტყო, რომ იპოთეკით დატვირთულ მიწაზე სახლი საერთოდ არ იდგა. აღნიშნულით მას მიადგა დაახლოებით 10000 დოლარის ზიანი.
დაზარალებულ ზ--–--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას ჰქონდა დანაზოგი 20000 აშშ დოლარის ოდენობით და სურდა მისი სარგებლის მიღების მიზნით გასესხება, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. იგი ამ მიზნით მივიდა თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე საშუამავლო ფირმაში ი------------ესთან, რომელმაც უთხრა, რომ იყო პიროვნება, რომელიც თანხის სესხების შემთხვევაში მის უზრუნველსაყოფად ჩადებდა უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან ორ დღეში იგი კვლავ მივიდა ხსენებულ საშუამავლო ფირმაში სადაც დახვდა მსესხებელი გ----–-----------ი, რომელმაც აჩვენა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც მითითებული იყო, რომ ქონება, რომელიც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით მდებარეობდა სოფელ ყ--------–---–ი, კერძოდ ეს ქონება იყო 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 320 მ2 ფართობის სახლი. ამის შემდეგ იგი ოთხ იპოთეკართან და გ----–-----------თან ერთად მივიდა იმავე შენობაში მდებარე ნოტარიუს ე-–-----–----–---–თან, სადაც სამი თვის ვადით გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის თანხა უზრუნველყოფილ იქნა ამონაწერში მითითებული უძრავი ქონებით, ხოლო მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხის 6%. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მან გ----–-----------ს გადასცა 20000 აშშ დოლარი. ამ უკანასკნელმა კი, იქვე დაუტოვა პირველი თვის სარგებელი 1200 აშშ დოლარის ოდენობით. ამის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულებულა, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა კერძო არბიტრაჟისთვის, რა დროსაც გაარკვა, რომ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იყო ყალბი და მითითებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი არ არსებობდა. ხელშეკრულების გაფორმების დროს გ----–-----------ს თან ახლდა ნათესავი ჰ---–------------ი, რომელიც მსესხებელს კარნახობდა თუ სად უნდა მოეწერა ხელი. მას შემდეგ, რაც ვერ იბრუნებდა კუთვნილ თანხას, იგი შეხვდა გ----–-----------ს, რომელმაც უთხრა, რომ თანხას გადაიხდიდა ჰ---–------------ი, რადგან ისინი იყვნენ ერთად და ამიტომ ვალსაც ერთად დაფარავდნენ.
მოწმე გ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2009 წელს მუშაობდა ქვემო ქართლის სა---------–--------------------------–---–-დ, რა დროსაც აღსასრულებლად დაეწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, გ----–-----------ს დაეკისრა ზ--–--------------–---–ის სასარგებლოდ თანხის გადახდა და ამ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის რაიონის, სოფელ ყ--------–---–ი, სარეგისტრაციო კოდით N8--------, მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. საბუთებით აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა გ----–-----------ს. იგი სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით გამოცხადდა სოფელ ყ--------–---–ი. ადგილზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ქონება წარმოადგენდა მხოლოდ მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული მცირე ზომის საპირფარეშოს ნაგებობით. სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონება ადგილზე არ არსებობდა, რის გამოც იმ ეტაპისთვის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოხერხდა.
მოწმე ი-----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2008 წლის ივლისის თვის დასაწყისში მას ცალ-ცალკე დაუკავშრდნენ მ------------–---–ი, ხ-------------–--ე და ლ--–------–----ი, რომლებსაც სურდათ სარგებლის მიღების მიზნით გაესესხებინათ თანხა და სესხის უზრუნველყოფა მომხდარიყო უძრავი ქონებით. იგი ამ მიზნით მივიდა თბილისში, ლე---–--------------ში მდებრე საშუამავლო ოფისში, სადაც იმყოფებოდნენ ი------------ე, ნ-----------–ია და მა-----------აძე. ხსენებულმა პირებმა უთხრეს, რომ დაბა ყ--------–----ს მაცხოვრებლები პროცენტებს იხდიდნენ კარგად. იგი დაუკავშირდა ქალბატონებს და მეორე დღეს დაიბარა ზემოხსენებულ საშუამავლო ოფისში, სადაც გააცნო ი------------ე. ხოლო ი------------ე დაუკავშირდა ჰ---–------------ს, რომელიც მალევე მივიდა ცოლის ძმასთან - გ----–-----------თან ერთად. მათ ჰ---–---მა უთხრა, რომ თანხა სჭირდებოდა თავად, მაგრამ ვინაიდან მისი ქონება არ იყო ღირებული, იპოთეკით დატვირთავდა გ----–-----------ის ქონებას, რაზეც ეს უკანასკნელი იყო თანახმა. მათ ხსენებული მამაკაცების მიერ წარმოდგენილი საბუთები გადაამოწმეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–თან, ხოლო შემდეგ იგი და ერთ-ერთ გამსესხებელი - მ------------–---–ი, გ----–-----------თან და ჰ---–------------თან ერთად წავიდა საბუთებში მითითებული სახლის სანახავად. სოფელ ყ--------–---–ი მისვლისას მამაკაცებმა მათ ანახეს ორ სართულიანი გარემონტებული სახლი დიდი ეზოთი. სახლს პირველ სართულზე, ქუჩის მხრიდან ჰქონდა საკუთარი მაღაზია. მათ მოეწონათ სახლი და რადგან საბუთებიც იყო წესრიგში გადაწყვიტეს ხელშეკრულების გაფორმება. ამიტომ დაბრუნდენ საშუამავლო ოფისში და მ------------–---–მა სხვა გამსესხებლებსაც უამბო სახლის შესახებ. ამის შემდეგ ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის ოფისში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, გამსესხებლებსა და გ----–-----------ს შორის. მათ გ----–-----------ის და ჰ---–------------ის პატიოსნებაში ეჭვი არ შეპარვიათ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამსესხებლებმა გადასცეს ფულადი თანხა და ხელშეკრულება დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. ამასთან, მისთვის ცნობილია, რომ გამსესხებლებმა აიღეს პირველი და მეორე თვის სარგებელი. ამის შემდეგ კი, გ----–-----------ი და ჰ---–------------ი აღარ გამოჩენილან. მოგვიანებით მან შეიტყო რომ სახლი, რომელიც მათ აჩვენეს ეკუთვნოდა ჰ---–------------ს, ხოლო იმ მიწაზე, რომელიც იპოთეკით დაიტვირთა სახლი არ იდგა.
მოწმე ი------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ინდ.მეწარედ მუშაობდა საშუამავლო კომპანია ი----------ში და დაკავებული იყო თანხის სესხებითა და გასესხებით. 2008 წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მასთან ოფისში მივიდნენ გ----–-----------ი და ჰ---–------------ი. გ----–-----------ს სურდა სესხის აღება და სანაცვლოდ სოფელ ყ--------–---–ი მდებარე კუთვნილი სახლის იპოთეკით დატვირთვა. მათ მიუტანეს იმავე დღეს გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც არ საჭიროებდა დამატებით ცნობას ყადაღის არსებობის შესახებ. გ----–-----------მა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა, უთხრა, რომ სჭირდებოდა 50000 აშშ დოლარი, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა გამსესხებლებს და მოიძია თანხა, დაუკავშირდა გ----–-----------ს და თხოვა ოფისში მისვლა, რის შემდეგაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე მსესხებლებმა და ი----------------ემ ერთ-ერთი გამსესხებელი წაიყვანეს უძრავი ქონების სანახავად. გამსესხებელს მოეწონა სახლი, ამიტომ დათანხმდნენ პირობებს და გაფორმდა ხელშეკრულება სამი თვის ვადით, რომლის თანახმად გამსესხებლებს ყოველთვიურად უნდა მიეღოთ გასესხებული თანხის 6%. გამსესხებლებმა მიიღეს ორი თვის პროცენტი, თუმცა მას შემდეგ გ----–-----------ი თანხებს ვეღარ იხდიდა, ამიტომ იპოთეკარებმა მიმართეს კერძო არბიტრაჟს, შემდეგ კი სააღსრულებო ბიუროს, რა დროსაც გაირკვა, რომ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იყო ყალბი და რეესტრში მითითებულ კოდზე არ არსებობდა საცხოვრებელი სახლი, იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთი.
სანოტარო აქტით რესესტრში რეგისტრაციის N------ ირკვევა, რომ 2008 წლის 25 ივნისს, თბილისში, ლე---–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკარებმა მესაკუთრე გ----–-----------ს ხელშეკრულებაში დადგენილი პირობებით ასესხეს თანხა, კერძოდ: ლ--–--–---------ემ 3200 ევრო, ლ--–------–----მა 4500 აშშ დოლარი, ზ--–--------------–---–მა 20000 აშშ დოლარი, მ------------–---–მა 10000 აშშ დოლარი, ხ-------------–--ემ 10000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ექვსი პროცენტის დარიცხვით და გადახდით. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა სამი თვე. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრის უძრავი ქონება. იპოთეკის საგანს წარმოადგენს ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 320 მ2, საერთო სარგებლობაში არსებული ფართი 275.66 მ2, საცხოვრებელი ფართი 66.66 მ2, დამხმარე ფართი 25.08 მ2, სამეურნეო ფართი 183.92 მ2, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ყ--------–----, სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი კ--------, სექტორი ა-------–--, კ--------, კ--------–-------------------, ფართობი 0,13 (დაუზუსტებელი), კერძო საკუთრება, უფლების რეგისტრაციის განაცხადის რეგისტრაციის N8--------.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2009 წლის 17 ივნისს 16:05-16:30 საათზე დათვალიერდა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი, ს--------------ის დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, გ----–-----------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მითითებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობა არ დგას.
გარდაბნის რაიონის სოფელი ყ--------–----ს სა--------–--------------------ს 2003 წლის 16 ნოემბრის N9-- ცნობით ირკვევა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი მცხოვრებ გ----–-----------ის საკუთრებაში ირიცხება N8-------- მიწის ნაკვეთი 0,13 ჰა და საცხოვრებელი სახლი 140 კვ.მ.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით ირკვევა, რომ განაცხადის რეგისტრაციის ნომერია 8--------, თარიღი 2007 წლის 16 მაისი, უფლებისა დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი - ც----------, გაც. 26.11.03 წ. სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი, კ--------, სექტორი ა-------–--, კ--------, კვარტალი 1---------------------------- ჰექტარი 0,13 (დაუზუსტებელი). მისამართი: გარდაბნის რაიონი, ს.ყ--------–----. კერძო საკუთრება. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო, საკუთრება: ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 320 მ2, საერთო სარგებლობაში არსებული ფართი 275.66 მ2, საცხოვრებელი ფართი 66.66 მ2, დამხმარე ფართი 25.08 მ2, სამეურნეო ფართი 183,92 მ2.
პირის ფოტოსურათის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით ირკვევა, რომ 2010 წლის 23 თებერვალს, 11:12-11:25 საათზე, ზ--–--------------–---–მა, წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო გ----–-----------ი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ პირთან გააფორმა 2008 წლის 25 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
პირის ფოტოსურათის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით ირკვევა, რომ 2010 წლის 24 თებერვალს, 11:10-11:17 საათზე, მ------------–---–მა, წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო გ----–-----------ი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ პირთან გააფორმა 2008 წლის 25 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
მსჯავრდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 02 თებერვალს, 16:55 საათზე დაკავებული იქნა მსჯავრდებული გ----–-----------ი.
დაზარალებულებმა ხ-------------–--ემ, მ------------–---–მა, ლ--–------–----მა, ლ--–--–---------ემ და ზ--–--------------–---–მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ნოტარიულად დამოწმებული მათი განცხადებების შინაარსი და განმარტეს, რომ მათ გ----–-----------მა აუნაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი და თანხმობას აცხადებენ გ----–-----------ის მიმართ გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. დაზარალებულებმა ასევე ითხოვეს მათი სამოქალაქო სარჩელების განუხილველად დატოვება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ----–-----------ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, გ----–-----------ის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი მცხოვრები გ----–-----------ი თაღლითურად, მოტყუებით, მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით დაეუფლა დაზარალებულთა თანხებს. კერძოდ, მან შეცდომაში შეიყვანა დაზარალებულები, რომლებსაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გ----–-----------ი გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---–ი ფლობდა მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ფართი განთავსებული არ იყო. ამასთან, ის გარემოება, რომ გ----–-----------ი და ჰ---–------------ი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით დასტურდება იმ გარემოებით, რომ ხსენებული პირები ერთად მივიდნენ შუამავალ ი------------ესთან, რომელსაც უთხრეს რომ სურდათ სესხის აღება და წარუდგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია იყო არასწორი, ამასთან, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე მათ წაიყვანეს გამსესხებელი მ------------–---–ი და შუამავალი ი-----------–--ე, ვითომდა იპოთეკით დასატვირთი სახლის სანახავად, რეალურად კი ქალბატონებს აჩვენეს ჰ---–------------ის საცხოვრებელი სახლი და დაუმალეს, რომ მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სხვა ადგილას და მასზე საცხოვრებელი სახლი განთავსებული არ იყო. ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო სწორედ აღნიშნული სახლის ნახვა, რადგან დაზარალებული მ----------–---–ი კმაყოფილი დარჩა გარანტით და ჩათვალა, რომ სესხის დაფარვას პრობლემა არ უნდა შექმნოდა, რადგან ნანახი უძრავი ქონება სრულად უზრუნველყოფდა გასესხებული თანხის ამოღებას. საშუამავლო ფირმაში დაბრუნებულმა კი, ნანახის შესახებ უამბო სხვა გამსესხებლებსაც, რის შემდეგაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა არარსებული ქონება. დაზარალებულებმა ასევე განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულება ფორმდებოდა გ----–-----------თან, თუმცა თანხა მიჰქონდა ჰ---–------------ს, რადგან ხსენებულ პირებს თანხა სჭირდებოდათ ბიზნესის გასაფართოებლად. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებისას ჰ---–------------ი გ----–-----------ს ეხმარებოდა და კარნახობდა თუ რა ადგილას უნდა მოეწერა ხელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ შეთანხმებულ მოქმედებას. ასევე დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ პირთა შეთანხმებული ქმედებით დაზარალებულებს ლ--–--–---------ეს და ლ--–------–----ს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო მ------------–---–ს, ხ-------------–--ეს და ზ--–--------------–---–ს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ----–-----------ი თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, § 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----–-----------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----–-----------ის პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გ----–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ----–-----------ის მიმართ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დანაწესი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ყველა დაზარალებულმა მსჯავრდებულ გ----–-----------ის მიმართ ამნისტიის გავრცელების და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე განაცხადა თანხმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენში, უნდა შევიდეს ცვლილება.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურიდან ამოღებული 2003 წლის 26 ნოემბერს გაცემული ც---------- - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ----–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ა-–----------------–---–ის და ლ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენში გ----–-----------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
გ----–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ----–-----------ი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.
გ----–-----------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სისხლის სამართლის N0-------- საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელები დარჩეს განუხილველი.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურიდან ამოღებული 2003 წლის 26 ნოემბერს გაცემული ც---------- - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე