განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100113002805544
საქმე №1ბ/145-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თა-------------ს
ადვოკატის: გი------------–---ს
მსჯავრდებულის: და-–--–-------------–---–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ და-–--–-------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გი------------–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე და-–--–--------–------------–-------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----–----–-----------------–----------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, და-–--–-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ო-------- ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი-------–---–-- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ--------–--–---------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ---------–---–-- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი----------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, და-–--–-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ და-–--–-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
და-–--–-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (6 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის დეკემბრის დასაწყისში და-–--–-------------–---–მა, ოლ----------ს შესთავაზა მისი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით აღებული თანხით კომერციული ფართის დაქირავება, სანაცვლოდ შეპირდა მაღაზიის მოგების 10% გადახდას და მაღაზიაში დასაქმებას, ასევე სესხის გადახდას, რაზეც ოლ---------- დათანხმდა. 2007 წლის 4 დეკემბერს და 2008 წლის 27 მარტს, დ--–--–--------------–---–-ს მითითებით, ოლ----------მ იპოთეკით დატვირთა ქ------–--–---------------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინა, ხოლო სესხის სახით მიღებული 44500 ამერიკული დოლარი, 6000 ევრო და 12000 ევრო გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა აღნიშნული თანხა.
2007 წლის აგვისტოში, და-–--–-------------–---–მა მა--------------ს ვითომ მისი კუთვნილი ბიზნესის გაფართოებაში ფინანსური დახმარებისთვის მიმართა და შესთავაზა იპოთეკით დაეტვირთა საცხოვრებელი სახლი და სესხის სახით მიღებული თანხა მისთვის გადაეცა, სანაცვლოდ დაპირდა მისი შვილის, შო----------–---–-ს დასაქმებას სამშენებლო კომპანია „–--------------–-- და ბიზნესით მიღებული შემოსავლის განაწილებას და სესხის გადახდას. 2007 წლის 1 სექტემბერს და 2008 წლის 5 აპრილს, მა--------------მ, და-–--–-------------–---–-ს მითითებით, ქ------–--–----------------------------------–- მდებარე თავისი ბინა დატვირთა იპოთეკით და სესხის სახით მიღებული 21000 აშშ დოლარი, 25000 ევრო გადასცა და-–--–-------------–---–ს, ხოლო 2008 წლის 22 სექტემბერს მ---------------- წარმომადგენელმა შო----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მ----------- კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა და სესხის სახით მიღებული 12000 აშშ დოლარი გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელმაც აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
და-–--–-------------–---–მა იო----------–---–ს შესთავაზა კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და აღებული სესხის მისთვის გადაცემა, ვითომ თავისი ბიზნესის გაფართოებისათვის, სანაცვლოდ შეპირდა ტელევიზიაში დასაქმებას, კერძო იპოთეკართან 6000 აშშ დოლარის გადახდას და ასევე სესხის თანხის გადახდას. 2008 წლის 1 აპრილს, იო----------–---–მა თავის კუთვნილ ბინაზე, მდებარე თ---–--–--------------------–------------------------------------------ გააფორმა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება და 11000 ევრო გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელმაც აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
და-–--–-------------–---–მა იმ პირობით, რომ მ---------------- ნათესავს, ლი------------- დაასაქმებდა თითქოს თავის ბიზნესში, 2007 წლის 02 ნოემბერს და 2008 წლის 07 მარტს ლ---------------------–--–--------------- იპოთეკით დაატვირთინა მათ თანასაკუთრებაში არსებული თ---–--–--------------–---–---------------–-------------------- სესხის სახით მიღებული 11000 ევრო და 14000 აშშ დოლარი კი და-–--–-------------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2007 წლის ოქტომბერში, და-–--–-------------–---–მა მა-–-------------–---–ს შესთავაზა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით მიღებული თანხის მისთვის გადაცემა, თითქოს მისი კუთვნილი ბიზნესის გაფართოების მიზნით, სანაცვლოდ შეპირდა სარგებლის გადახდას და დასაქმებას. 2007 წლის 19 ოქტომბერს და 2008 წლის 28 თებერვალს მა-–-------------–---–მა იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა მდებარე, ქ------–--–-------------------------------- და 29.000 ამერიკული დოლარი და 10 000 აშშ დოლარი გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელმაც აღნიშნული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2008 წლის შემოდგომაზე, და-–--–-------------–---–მა ირ------------ს შესთავაზა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით მიღებული თანხის მისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი შეპირდა ვალის გადახდას, ირ------------ს მეუღლის საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდას და იპოთეკის შედეგად არსებული სესხის გადახდას. 2008 წლის 27 ნოემბერს ირ------------მ, ბინის უზრუნველყოფით, სესხის სახით მიღებული 13000 დოლარი გადასცა და-–--–-------------–---–ს. 2008 წლის 10 დეკემბერს და-–--–-------------–---–-ს მითითებით, ირ------------მ კვლავ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ირ------------ს კუთვნილი ბინის უზრუნველყოფით, რა დროსაც ირ------------მ სესხის სახით მიღებული თანხა - 7000 აშშ დოლარი და 2000 ლარი, სრულად გადასცა და-–--–-------------–---–ს. აღნიშნულის შემდეგ, და-–--–-------------–---–-ს მითითებით, 2009 წლის 3 თებერვალს ირ------------მ იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე თ---–--------------------–-----------------------–-----------–-----------------------ში და სესხის თანხა 12500 ამერიკული დოლარი გადასცა და-–--–-------------–---–ს. 2009 წლის 10 თებერვალს, ირ------------მ მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთა თავისი მეუღლის ბ---–------–---–-- კუთვნილი ბინა, მდებარე თ---–--------------------–--------------------–--------------------------–-- ხოლო სესხის თანხა 18000 აშშ დოლარი გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელმაც ირ------------სგან მიღებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ირ------------მ დაკარგა სამივე საცხოვრებელი ბინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და-–--–-------------–---–ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი------------–---მ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და და-–--–-------------–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებს, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება იმ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. განსახილველი შემთხვევა არ განეკუთვნება სისხლის სამართლის საქმეთა კატეგორიას, ვინაიდან დაზარალებულად ცნობილ პირებთან და-–--–-------------–---–ს ჰქონდა სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულებები. კერძოდ, მას სესხის სახით ჰქონდა აღებული ფულადი თანხა, რაშიც პროცენტს იხდიდა. დაზარალებულები იღებდნენ სარგებელს და კმაყოფილები იყვნენ მანამდე, სანამ ბრალდებულს ჰქონდა პროცენტის გადახდის საშუალება. ხოლო, როდესაც უსახსრობის გამო ვეღარ შეძლო პროცენტის გადახდა, დაზარალებულებმა შურისძიების მიზნით გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს და-–--–-------------–---–- თანხის მიცემის სანაცვლოდ მათ შეპირდათ ბიზნესში ჩართვას. ბრალდებულს არასოდეს არ ჰქონია რაიმე სახის ბიზნესი, ამასთან, ე.წ. დაზარალებულები გასესხებული თანხიდან იღებდნენ ძალიან დიდ საპროცენტო სარგებელს და უმეტეს შემთხვევაში, მათ პროცენტის სახით და-–--–-------------–---–-სგან მიიღეს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გასესხებული ჰქონდათ.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ-------------- განაცხადა, რომ და-–--–-------------–---–თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. ბრალდებულმა მას სთხოვს სამი თვით მის სასარგებლოდ იპოთეკით დაეტვირთა ბინა. რის შემდეგაც ბინას დაუბრუნებდა და ამასთან, პირდებოდა დასაქმებას. მოწმეს არ უკითხავს, თუ რაში სჭირდებოდა ბინის იპოთეკით დატვირთვა, თუმცა და-–--–-------------–---–- ეუბნებოდა, რომ ჰქონდა ბიზნესი, პირდებოდა სამსახურს, დამატებით სარგებელს, ჰქონდა მის მიმართ ნდობა და დათანხმდა მის შეთავაზებას. მან 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში იპოთეკით დატვირთა გ-------–---–--------------------------ში მდებარე სახლი, რაშიც აიღო 11 000 ევრო და 14 000 დოლარი. აღნიშნული თანხა გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომლის თხოვნით, რომ ვერ ასწრებდა ბინის დახსნას და ელოდებოდა თანხის მიღებას, ბინა მეორედაც დატვირთა იპოთეკით, თუმცა თავად არანაირი თანხა არ მიუღია. და-–--–-------------–---–ს თანხა გადასცა მ---------------- თანდასწრებით. ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ მას არანაირი სარგებელი არ მიუღია. არაერთი დაპირების მიუხედავად და-–--–-------------–---–ს მისი კუთვნილი თანხა არ დაუბრუნებია. იპოთეკით დატვირთული ბინა იყო მისი და მისი დის, ლ--–------------- თანასაკუთრება. საბოლოოდ, მოხდა მათი გამოსახლება და ბინა გაიყიდა აუქციონზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–------------- განაცხადა, რომ ბრალდებულ და-–--–-------------–---–ს იცნობს ბავშვობიდან, იგი იყო მისი დეიდის, მ---------------- მეზობელი. 2007 წლის 2 ნოემბერს იპოთეკით დაიტვირთა თ---–-------------–---–------------------------–- მდებარე ბინა, რაც იყო მისი და მისი დის, ლ--------------- საერთო საკუთრება. ბინა იპოთეკით დაიტვირთა 11 000 ევროდ და 14 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების გაფორმებამდე და-–--–-------------–---–- პირდებოდა მათ სათვალეების ბიზნესში ჩართვას. მოლაპარაკებას ძირითადად ესწრებოდნენ ლ------------- და მა--------------. 2008 წლის 7 მარტს ბინა ხელმეორედ დაიტვირთა იპოთეკით. პირველი იპოთეკის შემთხვევაში, თანხის გადაცემას თავად არ დასწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ლ-------------- აღებული თანხა სრულად გადასცა და-–--–-------------–---–ს. არანაირი სარგებელი არც მას და არც ლი------------- არ მიუღიათ. 2008 წლის მარტის თვეში, ლი---------------ან ცნობილი გახდა, რომ ვერ იხდიდნენ ფულს და საჭირო იყო ახალი იპოთეკით ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოაწერა იპოთეკის ჩანაცვლებას, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა არც უნახავს და არც ის იცის, რამდენი იყო. ბინა აუქციონზე გაიყიდა ვალის გადაუხდელობის გამო. და-–--–-------------–---–- ყოველდღიურად პირდებოდა თანხის დაბრუნებას. ბინის გაყიდვის შემდგომაც აგრძელებდა მათ მოტყუებას, თუმცა პირადად არანაირი სარგებელი არ მიუღია. შეთანხმების თანახმად, იპოთეკარებისთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა დ------------–---–- უნდა გადაეხადა. და-–--–-------------–---–- არწმუნებდა მათ, რომ ჰქონდა სათვალის ბიზნესი და როგორც მის დას, ისე მის დეიდაშვილ შო----------–---–ს პირდებოდა სამსახურის შოვნას, რაც გახდა მათი მხრიდან რისკის გაწევის მიზეზი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ირ------------მ განაცხადა, რომ ახლობლის დასახმარებლად კერძო მევალისგან სესხად აღებული ჰქონდა 1500 აშშ დოლარი, რაც საბოლოოდ გახდა მისი გადასახდელი, რის გამოც შეექმნა ფინანსური პრობლემები. ახლობელ მ-----------–---- დახმარებით გაიცნო და-–--–-------------–---–-, რომელიც დაპირდა მას პრობლემების მოგვარებას, სანაცვლოდ მოსთხოვა მის სასარგებლოდ ბინის იპოთეკით დატვირთვა. 2008 წლის 27 ნოემბერს იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა. იპოთეკარები იყვნენ ე-------------------–---–--------------------–--- 5% დარიცხვით და 0,3% პირგასამტეხლოთი. ეკ------------------–---–-- გადასცა მას 6000 აშშ დოლარი, ხოლო მ-------------–---- 7000 აშშ დოლარი. ადგილზე წინსწრებით დაიტოვეს თანხის 2 თვის პროცენტი, ხოლო დანარჩენი თანხა სრულად გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელმაც უკან დაუბრუნა 3260 აშშ დოლარი და დაპირდა ყოველთვე ხელფასის სახით 200 დოლარის დარიცხვას. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, და-–--–-------------–---–ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია. სანამ თანხის დაბრუნების პრობლემა შეექმნებოდა, და-–--–-------------–---–-ს მიმართ ჰქონდა სრული ნდობა და მისი თხოვნით, 2008 წლის 10 დეკემბერს ხელმეორედ დატვირთა ბინა იპოთეკით. მოცემულ შემთხვევაში იპოთეკარები იყვნენ ნ-----------–---–-- რომელმაც 7000 აშშ დოლარი მიიტანა 6%-ის დარიცხვით და ია ბერიძე 2000 ლარი 6%-ის დარიცხვით. აღნიშნული თანხა გადასცა და-–--–-------------–---–ს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მეუღლის საპროცესო შეთანხმებისთვის მოსაძიებელი ჰქონდა 30 000 ლარი, რაზეც და-–--–-------------–---–- დაპირდა, რომ თავად უზრუნველყოფდა აღნიშნული თანხის მოძიებას, რისთვისაც მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული მეორე ბინის იპოთეკით დატვირთვა. დათანხმდა მის შეთავაზებას და 2009 წლის 3 თებერვალს და-–--–-------------–---–-ს მოთხოვნით იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული და მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებული ორი ბინა. მოცემულ შემთხვევაში იპოთეკარები იყვნენ ვ----------------–---–- 3500 აშშ დოლარით, 5%-ის დარიცხვით, ფ-------–--------- 5000 აშშ დოლარით და ი-------–-----–---–- 4000 აშშ დოლარით. მთლიანი თანხა 12500 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა და-–--–-------------–---–ს. 2009 წლის 10 თებერვალს ნოტარიუს ლა-–------------სთან იპოთეკით დაიტვირთა მისი მეუღლის ბ---------–------–---–-- საკუთრებაში არსებული ბინა 18000 დოლარად. როგორც გ--------------–-–---–----- ისე სხვა იპოთეკარებთან ხელშეკრულება გაფორმდა ორი თვის ვადით, რის შემდეგაც და-–--–-------------–---–ს უნდა გაეთავისუფლებინა ბინები იპოთეკისგან. გარდა აღნიშნულისა, და-–--–-------------–---–ს დამატებით გადასცა სესხის სახით 400 აშშ დოლარი, რის შემდეგაც კო----------–---–ი ორი კვირის ვადით სთხოვდა 1500 დოლარის შოვნას, თუმცა თანხის შოვნაზე განუცხადა უარი. ამის შემდგომ, დაახლოებით ორ თვეში დაუკავშირდა გი-------------–-–---–-, რომელმაც უთხრა, რომ იგვიანებდა პროცენტის გადახდა და გააფრთხილა, თუ არ მოხდებოდა თანხის გადახდა, იძულებული იქნებოდა მოეხდინა მათი გამოსახლება. და-–--–-------------–---–ს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება და პროცენტის გადახდა, რაზეც და-–--–-------------–---–მა უთხრა, რომ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, მისგან აღებული ფული გაგზავნილი ჰქონდა ინგლისში. და-–--–-------------–---–მა დაუდასტურა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იპოთეკით დატვირთა მისი ბინები, უკვე ვალებში იყო გადავარდნილი და მისგან აღებული თანხით გადაფარა სხვა იპოთეკარების პროცენტები. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა და-–--–-------------–---–-ს შვილი - კო----------–---–ი, რომელიც პირდებოდა მას პრობლემების მოგვარებას. საბოლოოდ, იპოთეკარებისგან ცნობილი გახდა, რომ და-–--–-------------–---–- იყო თაღლითი და მასზე ნდობა არ შეიძლებოდა. და-–--–-------------–---–- და კო----------–---–ი პირდებოდნენ პრობლემების მოგვარებას და ბინის იპოთეკისგან გათავისუფლებას, რისთვისაც უნდა გაეყიდათ მათი ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი, რითაც შეძლებდნენ ვალების დაფარვას, თუმცა მათი დაპირება აღმოჩნდა ტყუილი და საბოლოოდ, მოხდა მისი გამოსახლება ბინიდან. მთლიანობაში და-–--–-------------–---–-სთვის გადაცემული აქვს 50.000 აშშ დოლარი და 2000 ლარი და სანაცვლოდ დაკარგული აქვს სამი საცხოვრებელი ბინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ოლ----------მ განაცხადა, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და-–--–-------------–---–თან. ეს უკანასკნელი არწმუნებდა, რომ ჰქონდა გარკვეული ბიზნესი, სურდა მისი გაფართოება და იმის დაპირებით, რომ მოწმე თავადაც ნახავდა სარგებელს, სთხოვა სესხის უზრუნველსაყოფად ბინის იპოთეკით დატვირთვა. ამასთან, უთხრა, რომ სესხისა და პროცენტის გადახდა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. და-–--–-------------–---–თან ერთად მისული იყო სანოტარო ბიუროში, სადაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამის შემდგომ, და-–--–-------------–---–მა, უთხრა, რომ მისი სახლის გამოსასყიდად აუცილებელი იყო 5000 აშშ დოლარი, რის გამოც იძულებული გახდა სახლიდან გაეყიდა ყველაფერი და აღნიშნული თანხა გადასცა და-–--–-------------–---–ს. და-–--–-------------–---–- პირდებოდა თანხის გადახდას და ბინის იპოთეკისგან განთავისუფლებას, თუმცა ერთ დღეს მიუვიდა წერილი, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი გამოსახლება. საბოლოოდ, მოხდა მისი გამოსახლება და დარჩა საცხოვრებლის გარეშე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულება ფორმდებოდა 35000 აშშ დოლარზე, თუმცა რეალურად ხელშეკრულებაში დაფიქსირდა 70000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა. მოწმის განმარტებით, იმდენად ენდობოდა და-–--–-------------–---–ს, რომ პირადად ხელშეკრულებას არ გაცნობია და შინაარსი არ წაუკითხავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მა-–-------------–---–მა განაცხადა, რომ მის მეზობლად ბ-------- ქუ--------ში ცხოვრობდა ბრალდებული და-–--–-------------–---–-. 2007 წლის ოქტომბრის თვეში და-–--–-------------–---–მა უთხრა, რომ ჰქონდა სათვალეების ბიზნესი, აპირებდა გაფართოებას, რისთვისაც სჭირდებოდა თანხა და იმ შემთხვევაში, თუ მის სასარგებლოდ ჩადებდა ბინას, დაპირდა გარკვეულ სარგებელს. და-–--–-------------–---–ს მასთან საუბარში საერთოდ არ უხსენებია იპოთეკა და მისთვის უცნობი იყო, თუ ბინის ჩადებაში იგი ბინის იპოთეკით დატვირთვას გულისხმობდა. და-–--–-------------–---–-ს მიმართ ჰქონდა დიდი ნდობა და მისთვის არ უკითხავს, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. და-–--–-------------–---–-ს მითითებით მივიდა აღ--–-----–-- გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც ხელი მოაწერა გარკვეულ დოკუმენტებს ისე, რომ არც მის შინაარსს გაცნობია და არც ნოტარიუსს წაუკითხავს დოკუმენტის შინაარსი. 2007 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარებისგან - მ-----------------------–---–--------------------–----- აღებული თანხა სრულად გადასცა და-–--–-------------–---–ს. მთლიანობაში, და-–--–-------------–---–ზე გადაცემული თანხა შეადგენდა 29.000 აშშ დოლარს. ფულის გადაცემის დროს იმყოფებოდა მარტო. თანხის გადაცემის დამადასტურებელი ხელწერილი და-–--–-------------–---–-სთვის არ გამოურთმევია. ხელშეკრულების შინაარს არ გაცნობია და მისთვის უცნობია, რა ვადით იყო გაფორმებული. მოწმის განმარტებით, და-–--–-------------–---–- პირდებოდა, რომ ბინას იპოთეკისგან გაათავისუფლებდა ერთ წელში, თუმცა როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, 2008 წელს 28 თებერვალს ბინა ხელმეორედ იქნა იპოთეკით დატვირთული 10.000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ და-–--–-------------–---–- პირდებოდა ბინის დახსნას და პროცენტების გადახდას, მან არ შეასრულა პირობა, რის გამოც იპოთეკარები მას სთხოვდნენ თანხის გადახდას. საბოლოოდ, და-–--–-------------–---–თან დაკავშირება გახდა შეუძლებელი, რის შემდეგაც მოხდა მისი ბინიდან გამოსახლება და სახლის აუქციონზე გაყიდვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა იო----------–---–მა განაცხადა, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ბრალდებულ და-–--–-------------–---–თან, რომელიც დედამისს - მა--------------ს პირდებოდა ბიზნესში ჩართვას და გარკვეული მოგების მიღებას. ამის გამო მა--------------მ და-–--–-------------–---–-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი სახლი 25.000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხიდან 14 000 აშშ დოლარი დაიტოვა გი-------------–-–---–მა, ხოლო 11 000 აშშ დოლარი გადასცეს და-–--–-------------–---–ს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. და-–--–-------------–---–მა ანალოგიური დაპირებით მასაც დაატვირთინა იპოთეკით მისი კუთვნილი ბინა და ასევე და-–--–-------------–---–-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისი დეიდაშვილების - ქ------------- საცხოვრებელი სახლი. მოწმემ დაადასტურა, რომ მა-------------- ბინის იპოთეკით დატვირთვას დათანხმდა იმ პირობით, რომ და-–--–-------------–---–ს სესხის სახით აღებული თანხა უნდა ჩაედო ბიზნესში, საიდანაც იგი პირდებოდა მოგების წილს. საბოლოოდ, მა--------------ს არანაირი სარგებელი ბინის იპოთეკით დატვირთვით არ მიუღია და ბინა გაიყიდა აუქციონზე. და-–--–-------------–---–- მისი ბინის იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ შეპირდა მოგების წილს და დასაქმებას. მთლიანობაში და-–--–-------------–---–ზე პირადად გადაცემული აქვს 11.000 ევრო. და-–--–-------------–---–ს მისთვის დასაქმება და მოგებიდან წილი რომ არ შეეთავაზებინა, არ დათანხმდებოდა ბინის იპოთეკით დატვირთვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა დაზარალებულ მ---------------- ჩვენება, რომლის თანახმადაც მოწმე წლების განმავლობაში ცხოვრობდა და-–--–-------------–---–-ს მეზობლად. 2007 წლის აგვისტოს თვეში დ--–--–-- შესთავაზა, რომ მის სასარგებლოდ იპოთეკით დაეტვირთა თბილისი, ბ-------- ქუ-------, ბინა N---ში მდებარე მისი კუთვნილი ბინა, ხოლო აღებული თანხა ჩაედოთ საათვალეების ბიზნესში, საიდანაც დაპირდა გარკვეული მოგების მიღებას, ასევე დაპირდა შვილის - შო----------–---–-ს სამშენებლო კომპანია „–--------------–-- მუშაობის დაწყებას. დაზარალებული დათანხმდა შეთავაზებას და 2007 წლის 2 სექტემბერს, ლ----–---- ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, იპოთეკარ ჯ--–----------–---–---- გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც ჯი-–----------–---–ისგან სესხად აიღო 24 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ხოლო სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი ბინა მდებარე ბ-------- ქუ-------, ბინა N--ში. სანოტარო ბიუროში გადაიხადა საშუამავლო და ნოტარიუსის მომსახურების გადასახადი და დარჩენილი თანხა 21000 აშშ დოლარი გადასცა და-–--–-------------–---–ს. თანხის გადაცემის შემდგომ, და-–--–-------------–---–- ყოველ შეხვედრაზე ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და საქმე წინ მიიწევდა. 2008 წლის აპრილის დასაწყისში, და-–--–-------------–---–მა უთხრა, რომ იპოთეკარ ჯი-–----------–---–ს სურდა თანხის მთლიანად მიღება და უნდა მომხდარიყო ჩანაცვლება, რათა საქმეში თანხის ბრუნვა გაგრძელებულიყო. და-–--–-------------–---–ს ბიზნესსაქმიანობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მისთვის არ წარუდგენია. იქიდან გამომდინარე, რომ ენდობოდა და-–--–-------------–---–ს, მასზე თანხის გადაცემა დოკუმენტალურად არ გაუფორმებია. 2008 წლის 5 აპრილს ჯ--–----------–---–---- გაუქმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მასსა და გი-------------–-–---–ს შორის კი დაიდო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც გი-------------–-–---–მა გადასცა მას 25000 ევრო. აღნიშნული თანხა სრულად გადასცა და-–--–-------------–---–ს, რომელსაც უნდა გაესტუმრებინა იპოთეკარი ჯი-–----------–---–ი, ხოლო დარჩენილი თანხა თვითონ უნდა გამოეყენებინა. თვეების გასვლის მიუხედავად და-–--–-------------–---–- არც შ----- გ-----–---–- დახმარებია სამსახურის შოვნაში და არც მისი თანხა დაუბრუნებია უკან. ყოველ შეხვედრაზე იგი პირდებოდა დაპირებულის შესრულებას. 2008 წლის 22 სექტემბერს შო----------–---–თან და იო----------–---–თან ერთად მივიდა, ლ----------------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც ადგილზე დახვდა და-–--–-------------–---–-, რომელმაც შო----------–---–ს ხელი მოაწერინა ხელშეკრულებაზე, რითაც თითქოს უქმდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული იყო ახალი იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკარ ცი-----------------ნ, რომელმაც მისი ბინა იპოთეკით დატვირთა 12000 აშშ დოლარად, რის შესახებაც და-–--–-------------–---–ს არაფერი უთქვამს. და-–--–-------------–---–მა იმავე დაპირებით, რაც მას შესთავაზა დაითანხმა და იპოთეკით დატვირთა მისი შვილის იო----------–---–ის ბინა მდებარე, თბილისი, მ----------------–------------------------------------------ში, რომლიდანაც აღებული თანხები მიითვისა და-–--–-------------–---–მა და როგორც მას, ისე მის შვილს არ შეუსრულა დანაპირები და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ მოხსნიდა მის ბინაზე დადებულ იპოთეკებს, იგი მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ ფულად თანხას და ბინაზე იპოთეკის მოხსნა არ მომხდარა. ანალოგიური წინადადებით და მუშაობის დაწყების დაპირებით, და-–--–-------------–---–მა მის დისშვილს, ლი------------- იპოთეკით დაატვირთინა მისი კუთვნილი ბინა მდებარე,---------–---–--------------------------------ში, რაც და-–--–-------------–---–მა არ გაანთავისუფლა იპოთეკისგან და მოხდა ბინის აუქციონზე გასხვისება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურაა მოწმე შო----------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე კა---------------–---–მა განაცხადა, რომ როგორც მისთვის ცნობილი გახდა, მის სიდედრს ოლ----------ს დ--–--–---------------–---–-- სასარგებლოდ იპოთეკით ჰქონდა დატვირთული გ--------–----------- მდებარე საცხოვრებელი სახლი, საიდანაც აღებული თანხა გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–-სთვის. ეს უკანასკნელი პირდებოდა, რომ თუ ოლ---------- იპოთეკით დატვირთავდა მის კუთვნილ ბინას და თანხას გადასცემდა და-–--–-------------–---–ს, იგი ჩართავდა სათვალეების ბიზნესში. მოწმის განმარტებით, 2008 წელს და-–--–-------------–---–-ს თხოვნით, ერთ-ერთი იპოთეკარის, მა--------------–---–-ს ჩანაცვლება მოხდა თ-------- ფუტკარაძით, ხოლო წინა ორი იპოთეკარი ი--------------------------–--------–---–- ჩვეულებრივ დარჩნენ იპოთეკარებად. თ----------------------- ი--------------------------–--------–---–- ითხოვდნენ ძირი თანხის და პროცენტის გადახდას, რაც შეადგენდა საკმაოდ დიდ თანხას, რომლის გადახდის საშუალებაც თავად არ ჰქონდა. კო----------–---–ი პირდებოდა პრობლემების მოგვარებას, თუმცა თითქოს დახმარების მიზნით ოლ----------ს დაუქირავა ადვოკატი ვინმე ი-----–-- რომელმაც არბიტრაჟში საქმის განხილვისას აღიარა ვალი, რითაც ფ------------ მისცა საშუალება წინააღმდეგობის გარეშე მასზე გადაფორმებულიყო ბინა, ამასთან, ოლ----------მ აღიარა ი---------------- ვალი და საბოლოოდ, არაერთი დაპირების მიუხედავად კო----------–---–მა ვერ შეძლო დანაპირების შესრულება და 2011 წლის სექტემბრის თვეში მოხდა მათი გამოსახლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გი-------------–-–---–მა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინათ, ზუსტი დრო არ ახსოვს, გი-------------–-–---–-ს საშუამავლო კომპანიის დახმარებით გადაწყვიტა სარგებლის მიღების მიზნით ფულის გასესხება. აღ--–-----–-- გამზირზე მდებარე საშუამავლო კომპანიის ოფისში შეხვდა ბრალდებულ და-–--–-------------–---–ს, რომელსაც სურდა ფულის სესხება, რისთვისაც იპოთეკით იტვირთებოდა მ---------------- კუთვნილი ბინა, ხოლო იპოთეკის შედეგად მიღებული თანხის გასტუმრება უნდა მომხდარიყო და-–--–-------------–---–-ს მიერ. და-–--–-------------–---–-ს განმარტებით, მა-------------- იყო მისი ახლობელი, ცხოვრობდა მის მეზობლად, ენდობოდა მას და მა-------------- მის სასარგებლოდ ტვირთავდა ბინას იპოთეკით. ამის შემდგომ, გი-------------–-–---–-ს ფირმის წარმომადგენელთან ერთად სანოტარო ბიუროში შეხვდა მა--------------ს, მის ვაჟს და და-–--–-------------–---–ს. ნოტარიუსთან ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ---------------- კუთვნილი ბინა, ხოლო სესხად აღებული თანხა 25000 ევროს ოდენობით გადასცა მ---------------- შვილს. აღნიშნული თანხიდან დაიტოვა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო ორი თვის ვადით, რის შემდეგაც თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო და-–--–-------------–---–-ს მიერ, თუმცა და-–--–-------------–---–- თანხის დასაბრუნებლად ითხოვდა დროს და აცხადებდა, რომ ჰქონდა გარკვეული პრობლემები. საბოლოოდ დაუბრუნა 10000 დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის დაბრუნებას პირდებოდა და-–--–-------------–---–-ს შვილი კო----------–---–ი, რომელმაც მოგვიანებით დაუბრუნა მხოლოდ 4000 დოლარი. ამის შემდგომ, დალილა საზანრიშვილთან და კო----------–---–თან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა და საბოლოოდ, მისი კუთვნილი თანხა მიიღო ბინის გაყიდვის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი---------- განაცხადა, რომ მა--------------–---–-ს შეთავაზებით, რომელსაც ჰქონდა საშუამავლო კომპანია, ყოველთვიური 6% სარგებლის მიღების მიზნით, ორი თვის ვადით, 2000 ლარი ასესხა ირ------------ს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბინა, რომელიც ხელშეკრულების დადებამდე ნანახი არ ჰქონდა. თანხის დაბრუნება გაჭიანურდა ცხრა თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ირ------------მ თანხა დაუბრუნა სრულად ყოველთვიურ სარგებელთან ერთად. მოწმის განმარტებით, და-–--–-------------–---–თან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და მას საერთოდ არ იცნობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლუ----------------მ განაცხადა, რომ 2007 წლის შემოდგომის პერიოდში სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა თანხის გასესხება. თანხის გასესხების მიზნით დაუკავშირდა ერთ-ერთ საშუამავლო კომპანიას, სადაც გაიცნო გი-------------–-–---–-. დისშვილ ელ-----------–---–--ან ერთად, რომელიც იმ პერიოდში იყო მეუღლის - ბ--------–---–-- გვარზე, მივიდა ნოტარიუსთან და დებ ლ----------–--–------------------ გააფორმა იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ე----------–---–--------------------- ასესხა 10 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, 5% სარგებლის გადახდით. თანხა გადასცეს გ-------–-–---–-- რომელმაც ადგილზევე გადაუხადა ერთი თვის პროცენტი. ამის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში სარგებლის სახით იღებდა პროცენტს, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ თანხის დარიცხვა შეწყდა, რის გასარკვევადაც მივიდა ოფისში, სადაც გაირკვა, რომ თანხა წაღებული ჰქონდათ არა დებ ქ------------- არამედ და-–--–-------------–---–ს, რომელსაც შეექმნა გარკვეული პრობლემები და ვერ აბრუნებდა თანხას, თუმცა და-–--–-------------–---–- პირდებოდა თანხის უკან დაბრუნებას. მოწმის განმარტებით, და-–--–-------------–---–- ხელშეკრულების დადებაში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა და არც დებ ქ------------ უთქვამთ მისთვის თანხის გადაცემას და-–--–-------------–---–-სთვის თუ აპირებდნენ. მოწმის განმარტებით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დებ ქ------------- საცხოვრებელი ბინა, რომელიც თავად ნანახი არ ჰქონდა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, და-–--–-------------–---–მა ვერ შეძლო თანხის უკან დაბრუნება და საბოლოოდ, მოხდა ქ------------- ბინის გაყიდვა, საიდანაც მიიღო მისი კუთვნილი თანხა 10 000 დოლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ქ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2007 წელს, ლ--------------------- მდებარე საშუამავლო კომპანიის თანამშრომელ მა--------------–---–-სგან ცნობილი გახდა იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც სურდა თანხის სესხება. მარ------------–---–თან ერთად სანოტარო ბიუროში შეხვდა მა-–-------------–---–ს. მარ------------–---–ს ხელზე გადასცა 11 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. მარ------------–---–მა მისი თანდასწრებით თანხა გადასცა მა-–-------------–---–ს. ამის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა სარგებელს, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ შეწყდა პროცენტის დარიცხვა. მოწმის განმარტებით, და-–--–-------------–---–ს ხშირად ხედავდა მა--------------–---–-ს ოფისში, თუმცა ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას და-–--–-------------–---–- ოფისში არ უნახავს. როგორც შემდგომ გაირკვა, ბინის მესაკუთრეები იყვნენ და-–--–-------------–---–-ს ახლობლები, რომელიც ნდობაში შედიოდა მათთან და იპოთეკით ატვირთინებდა მათ კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს. საბოლოოდ ბინის გაყიდვის შედეგად მიიღო მისი კუთვნილი თანხა - 10 000 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე იზ-----–-----–---–მა განაცხადა, რომ 2009 წელს ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და სურდა მისი გასესხება სარგებლიანი პროცენტით. მარ------------–---–მა, რომელსაც ჰქონდა საშუამავლო ფირმა, დააკავშირა ირ------------ს, რომელთანაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რა დროსაც ირ------------ს გადასცა 4000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღებით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თემქაზე მდებარე ირ------------ს კუთვნილი ბინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა სარგებელს, თუმცა მას შემდეგ, რაც შეწყდა სარგებლის დარიცხვა, მივიდა ირ------------სთან, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–-სთვის, რომელიც თავის მხრივ ადასტურებდა თანხის მიღების ფაქტს და პირდებოდა მის დაბრუნებას. და-–--–-------------–---–-ს შვილი - კო----------–---–ი ითხოვდა გარკვეულ დროს თანხის დასაბრუნებლად. საბოლოოდ, ვინაიდან და-–--–-------------–---–- ვერ უბრუნებდა თანხას, ირ------------მ გაყიდა ბინა, საიდანაც მიიღო მისი კუთვნილი თანხა. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას საერთოდ არ ესწრებოდა და-–--–-------------–---–-.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბუ-----–-----------მ განაცხადა, რომ 2009 წელს გაზაფხულზე ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და სურდა თანხის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით. მ--------–---–-- ქუჩაზე მდებარე საშუამავლო ფირმის ოფისში მარ------------–---–თან ერთად შეხვდა ირ------------ს, რომელმაც სურვილი გამოთქვა თანხის სესხების. ირ------------სთან სანოტარო წესით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღების პირობით. ამის შემდგომ, ირ------------ს გადასცა 5000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით დამატებით მისცა 5000 დოლარი. მიიღო ერთი თვის სარგებელი, რის შემდეგაც ირ------------სგან ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–-სთვის. იპოთეკარებთან იზ-----–-----–---–თან და ვ----------------–---–---- ერთად შეხვდა ა-–--–-------------–---–-ს შვილს - კო----------–---–ს, რომელიც პირდებოდა თანხის დაბრუნებას, თუმცა თანხის დაბრუნება არ მომხდარა. საბოლოოდ, ირ------------მ გაყიდა სახლი და სამივე იპოთეკარს დაუბრუნდა მათი კუთვნილი ქონება. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას არ ესწრებოდა და-–--–-------------–---–-, ხოლო ირ------------ ეუბნებოდა, რომ თანხა სჭირდებოდა ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მა------------–---მ განაცხადა, რომ 2008 წლის ნოემბრის თვეში ირ------------სთან სანოტარო წესით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულება გაფორმდა ორი თვის ვადით. სარგებლის მიღების მიზნით ირ------------ს ასესხა 7000 დოლარი, ხოლო ე-----------–---–-- 6000 დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ბინა არ უნახავს, იყო პირველი რიგის იპოთეკარი და თანხის დაკარგვის საშიშროებას ვერ გრძნობდა. ერთი თვის სარგებლის მიღების შემდგომ, ირ------------მ უთხრა, რომ თანხის გადახდა სხვაზე იყო დამოკიდებული და თავად მის გადახდას ვერ შეძლებდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ირ------------ს მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–სთვის, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა ხელშეკრულების გაფორმებისას და არც ი----------ს უთქვამს მისთვის თანხა და-–--–-------------–---–ზე გადასაცემად თუ სჭირდებოდა. თანხის დაბრუნებას პირდებოდა დ------------–---–-- შვილი - კო----------–---–ი, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად თანხის დაბრუნება არ მომხდარა. საბოლოოდ, თანხა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ირ------------მ გაყიდა ბინა და დაფარა იპოთეკარების მიმართ არსებული დავალიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ვა---------------–---–-ა განაცხადა, რომ საშუამავლო ოფისში გაიცნო ირ------------, რომელთანაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 3500 აშშ დოლარზე, ყოველთვიური სარგებლის მიღების მიზნით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ირ------------ს კუთვნილი ბინა. მასთან ერთად იპოთეკარები იყვნენ ბუ-----–----------- და ი-------–-----–---–-. ირ------------მ თანხა გაუსტუმრა ბინის გასხვისების შემდგომ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე და-----------–----ა განაცხადა, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა გ--------------–-–---–----- რომელსაც სახლი უნდა აეშენებინა მისთვის დ------–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც გადასცა მას 68 000 აშშ დოლარი. ნოტარიუსთან ყოფნის დროს, გი-------------–-–---–ს გარკვეულ დოკუმენტებზე ისე მოუწერა ხელი, რომ მის შინაარს არ გაცნობია. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ და-–--–-------------–---–- და კო----------–---–ი, რომელთაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გი-------------–-–---–ს მისი სახელით დადებული ჰქონდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ვერ იხდიდა თანხას და იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო თ----------------- გამოსახლება, სთხოვდნენ მისთვის დამატებით ვადის მიცემას სესხის დასაფარად. ვითარების გასარკვევად დაუკავშირდა გი-------------–-–---–ს, რომელმაც შესთავაზა ს------------–---–-- ბინის შეძენა ან მისთვის დატოვება, რომლის გადაყიდვაც უნდა მომხდარიყო მის ახლობელზე 20000 ლარად, რადგან არ დაბეგრილიყო გი-------------–-–---–-ს მეუღლე ნ--------------–---–-- მოწმის განმარტებით, კო----------–---–ი ეუბნებოდა, რომ ბინა იყო მისი ნათესავის - ს------------–---–-- და სთხოვდა არ გაეყიდა ბინა და დაეტოვებინა გ-----–---–--თვის, ხოლო დახმარების კუთხით დაპირდა ყ-----–-–---–--გან ფულის ამოღებას. დათანხმდა ყ------–---–-- წინადადებას და საკუთარი სურვილით ბინა გადასცა ს------------–---–-- რომელსაც სანაცვლოდ მისთვის თანხა არ გადაუხდია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ელ------------–---–მა განაცხადა, რომ 2007 წელს ერთ-ერთ საშუამავლო კომპანიაში, ნოტარიუსის თანდასწრებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა დებ ქ---------------- ხელშეკრულება გაფორმდა ბ--------–---–-- გვარზე, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა მეუღლის გვარზე. დებ ქ------------ სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დებ ქ------------- ბინა, რომელიც ნანახი არ ჰქონდა. თუ რა ვადით გაფორმდა ხელშეკრულება, ზუსტად არ ახსოვს, ასევე ვერ იხსენებს რამდენი ხნის პროცენტი აქვს მიღებული. დებ ქ-------------- გასესხებული თანხის უკან დაბრუნებას პირდებოდა და-–--–-------------–---–-. თუ რატომ პირდებოდა იგი სხვაზე გასესხებული თანხის დაბრუნებას, მისთვის უცნობია. საბოლოოდ, თანხა დაუბრუნდა ქ------------- ბინის გასხვისების შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ჯი-–----------–---–მა განაცხადა, რომ მა--------------სთან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 26 000 აშშ დოლარზე, ყოველთვიური სარგებლის მიღების მიზნით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ-------- ქუჩაზე მდებარე ბინა. მ---------------- თქმით, თანხა სჭირდებოდა ბიზნესის გასაფართოებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად იღებდა სარგებელს, რის შემდეგაც მა--------------მ სრულად დაუბრუნა მისი კუთვნილი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მე-------------მა განაცხადა, რომ 2007 წელს, საშუამავლო ოფისში, ვინმე გიორგისგან, რომლის გვარიც არ ახსოვს, გაიცნო და-–--–-------------–---–-, რომელსაც ჰქონდა სათვალეების ბიზნესი და თანახმა იყო გარკვეული პროცენტის გადახდის სანაცვლოდ ესესხა თანხა. და-–--–-------------–---–მა აჩვენა გ--------–----------- მდებარე ოლ----------ს საცხოვრებელი სახლი და განუმარტა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იყო აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვა. ამის შემდგომ, სანოტარო ბიუროში და-–--–-------------–---–თან ერთად შეხვდა ოლ----------ს, რომელთანაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ოლ----------ს ხელზე გადასცა 31 500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღების პირობით. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაზე მხოლოდ თვითონ იყო იპოთეკარი, თუმცა მოგვიანებით გაიცნო ფ----------- და კიდევ ერთი ქალბატონი, რომლებიც აღმოჩნდნენ იპოთეკარები აღნიშნულ ბინაზე. მიუხედავად იმისა, რომ და-–--–-------------–---–მა რამდენჯერმე გადაუხადა პროცენტი, მისი მხრიდან პროცენტის გადახდა არ გაკვირვებია, რადგან იცოდა, რომ და-–--–-------------–---–- და ოლ---------- იყვნენ ბიზნეს პარტნიორები. საბოლოოდ, მისი კუთვნილი თანხის ამოღება შეძლო ბინის რეალიზების შედეგად მიღებული თანხით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ვა-–---------------------მ განაცხადა, რომ 2009 წელს დაუკავშირდა მისი მამიდაშვილი და-----------–---ი, რომელმაც სთხოვა დახმარება. კერძოდ, სთხოვა მის სახელზე ბინის გადაფორმება. არ უთქვამს უარი და გააფორმა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება და სახლი გადაიფორმა თავის სახელზე. ამის შემდგომ, და-----------–----ა სთხოვა აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვა, რადგან სჭირდებდა თანხა. და-–--–-------------–---–თან და მასთან ერთად მყოფ ქალბატონთან ერთად წავიდა მის სახელზე რეგისტრირებული ბინის სანახავად. გზად შეხვდნენ რუსი ეროვნების პიროვნებას, ვის სასარგებლოდაც იპოთეკით დაიტვირთა ბინა. გაფორმდა ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა ბინა და აღებული თანხა, რომლის ოდენობა არ ახსოვს, სრულად გადასცა და-–--–-------------–---–ს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, და-----------–---ის მოთხოვნით ბინა გადააფორმა ი-------------–---–-- სახელზე და გაფორმდა ხელშეკრულება, თითქოს იო----------–---–ს ბინა მიჰყიდა 20000 ლარად. მოწმის განმარტებით, იო----------–---–ი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბინა იყო იპოთეკით დატვირთული. მოწმის განმარტებით, იპოთეკური სესხი უნდა გადაეხადა და-–--–-------------–---–ს და იგი თავად არის შემსწრე, გ-–----–- მდებარე ერთ- ერთ ოფისში რუსი ეროვნების ქალის მიერ დ--–--–---- ფულის გადაცემის, რა დროსაც ხელშეკრულებაში ჩაიწერა 15000 დოლარი, თუმცა რეალურად რა თანხა გადაეცა და-–--–-------------–---–ს, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნი----------–---–-ა განაცხადა, რომ 2008 წელს ჰქონდა გარკვეული თანხა და სურდა მისი გასესხება სარგებლიანი პროცენტით. გაზეთში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაუკავშირდა შუამავალ მარ------------–---–ს, რომელმაც შემდგომ დააკავშირა იგი თანხის მსესხებელთან, რომელსაც სურდა გარკვეული თანხის სესხება უძრავი ქონების გარანტიით. ბინა მდებარეობდა თემქაზე, თუმცა ბინა თავად არ უნახავს. მ--------–---–-- ქ---------ში მდებარე სანოტარო ბიუროში შეხვდა შუამავალ მარ------------–---–ს, იპოთეკარ ია ბერიძეს და ბინის მესაკუთრე ი----------------- გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ირ------------ს გადასცა 7000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, ყოველთვიური 6% სარგებლის დარიცხვით. ი---------- იმავე პირობებით გაასესხა თანხა 2000 ლარის ოდენობით. ირ------------მ გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი, რის შემდეგაც მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ გადაუხდია არც ძირი თანხა და არც პროცენტი. როგორც ირ------------სგან გახდა ცნობილი, მისგან აღებული თანხა გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–-სთვის, რომელიც იღებდა ვალდებულებას თანხის დაბრუნებაზე. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, და-–--–-------------–---–ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია. მისი კუთვნილი თანხა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ირ------------მ გაყიდა იპოთეკით დატვირთული ბინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნა--------------–---–-ა განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში დაკავებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით. მა--------------ს, რომელიც იყო და-–--–-------------–---–-ს მეზობელი, სურდა სამკერვალოს გახსნა და ესაჭიროებოდა თანხა. ვინაიდან საშუამავლო კომპანიებში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მა-------------- დააკავშირა რამდენიმე მათგანს და სთხოვა დახმარება. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მა--------------ს იპოთეკის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ჯ--–----------–---–----. ხელშეკრულების გაფორმებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო და-–--–-------------–---–-, რომელიც არის მისი და, იმ პერიოდში საშუამავლო საქმიანობით დაკავებული არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გი-------------–-–---–მა განაცხადა, რომ 2007-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საშუამავლო კომპანიაში, მათ შორის, ლ--------------------- მდებარე ოფისში, სადაც მასთან ერთად მუშაობდა მა--------------–---–-. მოწმის განმარტებით, მ--------------–----- რომლის მინდობილი პირიც იყო თავად და ირ------------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც იპოთეკით დაიტვირთა თემქაზე მდებარე ბინა, რომელიც იყო ირ------------ს მეუღლის სახელზე რეგისტრირებული. მას შემდეგ, რაც არ მოხდა სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, გაიმართა საარბიტრაჟო წარმოება, სადაც ადვოკატი ი-----–------------- წარმოადგენდა ირ------------ს და და-–--–-------------–---–-ს ინტერესებს, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა მათი ურთიერთკავშირის შესახებ. საბოლოოდ, ბინა იყიდა მ------–------ ირ------------ზე სესხის სახით გაიცა 18 000 აშშ ოლარი. საარბიტრაჟო დავისას ირ------------ პროცესზე არ მისულა. მოწმის ჩვენებით, იო----------–---–ს და მის მეუღლე ნ-------------–---–- შორის გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება და გაიცა სესხი, თუმცა დეტალებს ვერ იხსენებს. რაც შეეხება, დებ ლ--------–--–- ქ------------- ისინი მისულები იყვნენ ოფისში და-–--–-------------–---–-ს მხრიდან, რომელთაც ჰქონდათ რამდენიმე იპოთეკა. ქ------------- შემთხვევაშიც სესხი გახდა პრობლემური. ქ--------------- თავად იყო სახლში მისული და აფრთხილებდა, რომ იკარგებოდა ბინა და მიექციათ ყურადღება, რაზეც პასუხობდნენ, რომ მათ პროცენტს გადაიხდიდნენ კო----------–---–ი და და-–--–-------------–---–-. თავად არ იყო ვალდებული და-–--–-------------–---–თან გაერკვია, თუ რატომ იყო იგი ვალდებული გადაეხადა ქ------------- სესხი. მისი ვალდებულება იყო გაეფრთხილებინა მესაკუთრე ბინის მოსალოდნელ დაკარგვასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ--–--------- განაცხადა, რომ 2008 წელს ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და სურდა მისი გასესხება პროცენტიანი სარგებლით. აღნიშნულის თაობაზე აცნობა ნათესავ მარ------------–---–ს, რომელსაც ლ--------------------- ჰქონდა საშუამავლო ფირმა. მა--------------–---–-ს დახმარებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა დებ ლ--–-------–-- ქ---------------, 5%-იანი სარგებლის მიღების პირობით. სესხის სახით გადასცა მათ 27 000 აშშ დოლარი, ხოლო თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ-------–---–----------------------------ა. 27 000 აშშ დოლარი დებ ქ-------------- გადასაცემად ოფისში დაუტოვა მარ------------–---–ს, რომლის მიღებაც ლ--–- და ლ-------------ების მხრიდან სადაო არ გამხდარა. რამდენიმე თვის განმავლობაში ნადირაშვილის ოფისში იღებდა ქ------------- მიერ დატოვებულ პროცენტს, თუმცა შემდგომ პროცენტის დარიცხვა შეწყდა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, საბოლოოდ იძულებული გახდა შეეტანა საარბიტრაჟო პრეტენზია, რაც დაკმაყოფილებული იქნა და ბინა გატანილი იქნა აუქციონზე. ბინა შეიძინა თვითონ და ამასთან, გაისტუმრა იპოთეკარი ე-–-------------–---–-- რომელსაც 10000 აშშ დოლარი ჰქონდა გასესხებული ქ--------------. ამჟამად ბინა არის მისი შვილიშვილის სახელზე რეგისტრირებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მა--------------მ განაცხადა, რომ მარ------------–---–თან და იპოთეკარებთან პა---------------–-------------------------–---–---ნ ერთად მისული იყო ლ--–------------- სანოტარო ბიუროში, სადაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შემდეგაც თანხა გადასცა მარ------------–---–ს, რომელმაც ერთი თვის პროცენტი დაუბრუნა უკან, ხოლო დარჩენილი თანხა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა მა-–-------------–---–ს. ანალოგიურად, მა----------------–-- გაასესხა 5000 აშშ დოლარი, ხოლო ქ---------------–---–-- 11 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ამის შემდგომ, ყოველთვიურად მიდიოდა ლ--------------------- მდებარე მა--------------–---–-ს ოფისში და იღებდა სარგებელს. ვინ ტოვებდა აღნიშნულ თანხას ოფისში, მისთვის უცნობია. დაახლოებით 5-6 თვის შემდგომ შეწყდა სარგებლის დარიცხვა, რასთან დაკავშირებითაც მ------ აცხადებდა, რომ გამოსწორდებოდა სიტუაცია. საბოლოოდ, ბინაზე აღმოჩნდა მეორე რიგის იპოთეკარი ნ----------- რომელთა შესახებაც ხელშეკრულების გაფორმების დროს არაფერი იყო ცნობილი. თავდაპირველად მა-–-------------–---–ი ითხოვდა დროს თანხის გადასახდელად, საბოლოოდ, თანხის გადახდა ვერ შეძლო და განაცხადა, რომ მას თანხა გადაცემული ჰქონდა კო----------–---–ისთვის. საბოლოოდ, მისი კუთვნილი თანხის ნაწილის დაბრუნება შეძლო ბინის გაყიდვის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ეკ------------------–---–-- განაცხადა, რომ ბიძაშვილ მარ------------–---–ს ჰქონდა საშუამავლო ოფისი, სადაც მისული იყო ირ------------, რომელსაც სურდა სესხის სახით 9000 აშშ დოლარის აღება. თავად ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, რის გამოც დაუკავშირდა ნაცნობ მ--------------–---- და უთხრა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა თემქაზე მდებარე ბინა. ირ------------სთან გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შემდეგაც მას გადასცა 6000 აშშ დოლარი, ხოლო მა------------–---მ - 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ირ------------ არ იხდიდა პროცენტებს და აცხადებდა, რომ ფული გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–-სთვის, რომელიც ვალდებული იყო დაეფარა მისი ვალი. ირ------------ს არ დაუკონკრეტებია თუ რა მიზნით გადასცა თანხა და-–--–-------------–---–ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე იზ---–-------------- განაცხადა, რომ 2007 წლის 2 ნოემბერს გი-------------–-–---–-ს საშუამავლო ფირმის მეშვეობით გაიცნო ლ--------–--–- ქ------------- რომლებთანაც გააფორმა სესხის ხელშეკრულება 4000 ევროზე, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღების პირობით. ხელშეკრულების შინაარსს არ გაცნობია და რა ვადით იყო გაფორმებული, მისთვის უცნობია. 4-5 თვის განმავლობაში სარგებელს იღებდა გი-------------–-–---–-სგან. საბოლოოდ, სრულად დაუბრუნდა მისი კუთვნილი თანხა. მოწმის განმარტებით, მარ------------–---–ს, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მისი სესხის სარგებელი არასდროს მიუცია. ხელშეკრულება არ წაუკითხავს და მისთვის უცნობია, რის საფუძველზე მოხდა 11000 ევროს მითითება, როცა რეალურად სესხის ოდენობა შეადგენდა 4000 ევროს. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას და-–--–-------------–---–- არ დასწრებია. მისთვის თანხა არ უსესხებია. ყოველთვიურ სარგებელს 200 ევროს ოდენობით, 4-5 თვის განმავლობაში უხდიდა გი-------------–-–---–-, რის შემდეგაც სრულად დაუბრუნდა მისი კუთვნილი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ-------- ფ-----------მ განაცხადა, რომ 2008 წლის მარტის თვეში მა--------------–---–-ს საშუამავლო ფირმის მეშვეობით დაუკავშირდა ოლ----------ს, რომელთანაც გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 12500 ევროზე. ხელშეკრულების გაფორმება მოხდა აღ--–-----–----------- მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს რ-------------- ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ მა--------------–---–-, ოლ---------- და და-–--–-------------–---–-. თანხა გადასცა ოლ----------ს. ხელშეკრულება გაფორმდა ერთი თვის ვადით, 5% სარგებლის მიღების პირობით. რამდენიმე თვის განმავლობაში სარგებელს იღებდა მა--------------–---–-ს ოფისში. მისთვის ცნობილი იყო ბინაზე სხვა იპოთეკარების არსებობის შესახებ. მას შემდეგ, რაც შეწყდა სარგებლის დარიცხვა, მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რის შემდეგაც დაიბრუნა მისი კუთვნილი თანხა. მოწმის განმარტებით, და-–--–-------------–---–თან მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოლ----------ს მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა და-–--–-------------–---–-სთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე პა---------------–-ა განაცხადა, რომ 2007 წლის ოქტომბრის თვეში გადაწყვიტა მა--------------–---–-ს საშუამავლო ფირმის მეშვეობით გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით თანხის გასესხება. მარ------------–---–მა უთხრა, რომ იყო კლიენტი, რომელსაც სჭირდებოდა თანხა. მსესხებელი იყო მა-–-------------–---–ი, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება 5000 აშშ დოლარზე. ფულის გადაცემა მოხდა ნოტარიუსთან. ამის შემდგომ, ყოველთვიურად მიდიოდა ოფისში, სადაც მა--------------–---–- ერთი წლის განმავლობაში ახვედრებდა სარგებელს. ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ იპოთეკარები ქ---------------–---–- და მა--------------. ბინა, რომლის უზრუნველყოფითაც გასცა სესხი, არ უნახავს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ძირი თანხის დაბრუნება არ მოუთხოვია, რადგან პროცენტების აღებაში პრობლემა არ შექმნია. ერთი წლის გასვლის შემდგომ, პრობლემები შეიქმნა სარგებლის აღებაში, რის შემდეგაც იპოთეკარებმა გადაწყვიტეს ბინის გადაფორმება. ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ არსებობდა მეორე რიგის იპოთეკარი ვინმე ნ------------ რომლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას არავის უთქვამს. საბოლოოდ, ბინა გადაფორმდა ნ----------- სახელზე, რომელსაც გადაყვა თავისი ვალდებულებით გარდამავალი იპოთეკით. სახლის გაყიდვამდე უკავშირდებოდა მა-–-------------–---–ს, რომელიც აცხადებდა, რომ თანხა თვალით არ უნახავს და ფული სრულად ჰქონდა გადაცემული და-–--–-------------–---–-სთვის. საბოლოოდ, ბინა გაიყიდა 35000 აშშ დოლარად და ყველა იპოთეკარმა მოიკლო თანხა და მიიღეს 4300-4400 დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლა-–------------მ განაცხადა, რომ და-–--–-------------–---–ს იცნობს სხვადასხვა დროს მის მიმართ სანოტარო მოქმედებების შესრულებების შედეგად, ძირითადად ეს მოქმედებები შეეხებოდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს. და-–--–-------------–---–- ძირითადად ხელშეკრულებებში მონაწილეობდა როგორც მსესხებელი, მესაკუთრე და შესაძლოა როგორც მესაკუთრის წარმომადგენელიც. 2007-2008 წლებში მუშაობდა ნოტარიუსის თანამდებობაზე. მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა, დ-----------–-----–-------------ში. გი-------------–-–---–- თანამშრომლობდა მასთან, როგორც იპოთეკარების ნ--–--------------–------------------------------–---–-- წარმომადგენელი. მისი საშუამავლო მომსახურების ოფისი მდებარეობდა ს-------------------------------ში. რამდენადაც ახსოვს, სანოტარო მოქმედებები შესრულებული აქვს ქ------------------------------------ დაზარალებულთა მხრიდან და-–--–-------------–---–ზე თანხის გადაცემის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა მიმართეს მას, რომ ბინები ჰქონდათ იპოთეკით დატვირთული და თანხა გადაცემული ჰქონდათ და-–--–-------------–---–-სთვის. და-–--–-------------–---–- ყველა გარიგებას არ ესწრებოდა, მისი ვარაუდით, ეს ხელშეკრულებები გამზადებული პირობებით გი-------------–-–---–-ს ოფისიდან მოდიოდა, რომელსაც ამზადებდნენ და შემდეგ მიდიოდნენ მხარეები და ეცნობოდნენ. კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ყველა გარიგების დადებას დასწრებოდა და-–--–-------------–---–-. სანოტარო ბიუროში მხარეები ეცნობოდნენ ხელშეკრულების პირობებს და მხოლოდ ამის შემდგომ ხდებოდა მასზე ხელის მოწერა, რაც შეეხება სესხის სახით აღებულ თანხას, თითქმის ყველა შემთხვევაში თანხის გადაცემა მოხდა სანოტარო ბიუროში. ყ-----–-–---–-- ხელშეკრულებები იყო გამონაკლისი, იმ მხრივ, რომ მხარეები წინასწარ ადგენდნენ ხელშეკრულებას, ყველაფერზე იყვნენ შეთანხმებულები და მასთან მიდიოდნენ ხელმოსაწერად. ნოტარიუსი თანხის გადათვლას არ ესწრება, მისი მოვალეობაა გაარკვიოს, თანხა გადაეცა თუ არა მხარეს, ან რომელიმე მათგანი რაიმეთი ხომ არ არის უკმაყოფილო. თანხის გადათვლის და გადაცემის შესაძლებლობა იყო ოფისში, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ყველა დაზარალებული აცხადებდა, რომ მათ ეს თანხები არ წაუღიათ, რაღაც დაპირებების და რაღაც შეთანხმებების საფუძველზე მათ ეს თანხები ისესხეს და გადასცეს დ--–--–--------------–---–-- რომელიც მათ გარკვეულ სარგებელს და ბიზნეს საქმიანობაში ჩართვას პირდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ----------- განაცხადა, რომ 2008 წლის თებერვლის თვეში ფულის გასესხების მიზნით მიმართა მარ------------–---–ს, რომელმაც შეახვედრა მა-–-------------–---–ს, ვისთანაც დადო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. მა-–-------------–---–ზე გაასესხა 10 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიულად, ხოლო თანხა გადასცა მა-–-------------–---–ს. ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით, ყოველთვიური 5% დარიცხვის პირობით. პირველი თვის პროცენტი გადაუხადა მა-–-------------–---–მა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ამის შემდგომ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მა-–-------------–---–ს მისთვის სარგებელი არ გადაუხდია, რის გამოც იძულებული გახდა სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბინა იყო სამოთახიანი და მესაკუთრე იყო მა-–-------------–---–ი. ხელშეკრულების გაფორმებისას ბინა არ უნახავს. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იყო სხვა ვალდებულებით და იპოთეკარები იყვნენ ბ---------–----------–---–------------------ მოგვიანებით, და-–--–-------------–---–თან მეორედ გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 17000 ევროზე. თანხა გადასცა და-–--–-------------–---–ს. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი. ბინა მდებარეობდა ბ-------- ქუჩაზე. მა-–-------------–---–ის თქმით, მას თანხა გადაცემული აქვს და-–--–-------------–---–-სთვის. საბოლოოდ, მა-–-------------–---–ის ბინის გაყიდვით მიიღო 6000 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ---------------–---–-- განაცხადა, რომ, 2007 წელს მუშაობდა მ--------–---–-- ქუჩაზე მდებარე საშუამავლო ოფისში. მასთან ერთად მუშაობდა მისი სიძე გი-------------–-–---–-. დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ბრალდებულ და-–--–-------------–---–თან, რომელმაც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ბ-------- ქუჩაზე მდებარე ბინა. ვისგან აიღო და-–--–-------------–---–მა სესხი, ვერ იხსენებს, ასევე არ ახსოვს სესხის ოდენობა. იცნობს ო-–------------- რომელსაც სურდა გ--------–-- ქუჩაზე მდებარე ბინის იპოთეკით დატვირთვა. როგორც ახსოვს, ოლ----------სთან ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5%-ის სარგებლის დარიცხვით. პროცენტებს იხდიდა, როგორც და-–--–-------------–---–-, ისე ოლ----------, თუ რატომ იხდიდა და-–--–-------------–---–- პროცენტებს მისთვის, უცნობია. მისი საშუამავლო ოფისის საშუალებით იპოთეკით იქნა დატვირთული დებ ქ-------------, მა-–-------------–---–ის და მ---------------- კუთვნილი ბინა. როგორც ახსოვს, მა--------------მ ისესხა დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი. იპოთეკარები იყვნენ გი-------------–-–---–ი და ციური თვაური, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, ც-----------------გან მიღებული თანხა არ აუღია შო----------–---–ს და აღნიშნული თანხა 11000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა დ--–--–--------------–---–-. რაც შეეხება ირ------------ს მიერ ბინის იპოთეკით დატვირთვის ფაქტს, იგი მარტო იყო მისული მ--------–---–-- ქუჩა 2--ში მდებარე ოფისში, სადაც იმ მიზეზით, რომ დაკავებული იყო მისი მეუღლე და საპროცესო შეთანხმებისთვის სჭირდებოდა თანხა, იპოთეკით დატვირთა თემქაზე მდებარე ორი ბინა. ი---------- პროცენტებს არ იხდიდა. მისი ვალის დაფარვა მოხდა ბინების გასხვისების შემდგომ. იცნობს ი----- გ-----–---–-, მისი ბინის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა გ---------------–-–---–----- პროცენტის სახით გადასახდელი თანხა დ--–--–---------------–---–- მიჰქონდა მასთან, რომელიც შემდგომ გადასცემდა იპოთეკარებს. დ--–--–--------------–---–- კონვერტით მიჰქონდა თანხა, რომელსაც ეწერა რომელ იპოთეკარზე რა ოდენობის თანხა იყო გადასაცემი. რამდენი ხნის განმავლობაში იხდიდა დ--–--–--------------–---–- იპოთეკარების პროცენტებს, მისთვის უცნობია. თანხის გამსესხებლები არ დაინტერესებულან, ვინ იხდიდა მათ პროცენტებს. მისთვის უცნობია, და-–--–-------------–---–- დაკავებული იყო თუ არა რაიმე სამეწარმეო საქმიანობით. მოგვიანებით ბინის მესაკუთრეებისაგან ცნობილი გახდა, რომ სესხის სახით აღებული თანხები გადაცემული ჰქონდათ და-–--–-------------–---–-სთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–-- განაცხადა, რომ 2008 წელს ლ--------------------- მდებარე ბიძაშვილ მა--------------–---–-ს საშუამავლო ოფისში გაიცნო ბრალდებული და-–--–-------------–---–-, რომელიც ოფისში მისული იყო იო----------–---–თან ერთად, რომელსაც უნდოდა იპოთეკური სესხი. გ-----–---–-- ბინა დატვირთული იყო იპოთეკით მოგირავნის მიერ ბინით სარგებლობის უფლებით და ვინაიდან გ-----–---–- არ სურდა, რომ მოგირავნეს თ------------------- გაეგო იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ამის გამო ნოტარიუსთან გააფორმა უძრავი ქონების გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულება, სამი თვის ვადით. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, იო----------–---–ს გადასცა 25 000 ევრო, ხოლო თანხის უზრუნველყოფის გარანტად იპოთეკით დაიტვირთა მ-------- დასახლებაში მდებარე ბინა. იო----------–---–ის მხრიდან პროცენტების გადახდა არ მომხდარა და იძულებული გახდა, თ------------------------ თავად გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, რითაც გაუქმდა მასთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. იმ პერიოდში თავადაც დასჭირდა თანხა და დ-----------–-----–---- გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე რეგისტრირებული მ------–- მდებარე ბინა. თუ რა თანხა აიღო დ---------–-----–-----, არ ახსოვს. საბოლოოდ, აღნიშნული ბინა მინდობილობით გადასცა და-----------–---ს, რომლითაც გაისტუმრა ვალის ნაწილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ტ---------------------- ჩვენების თანახმად, 2009 წლის აგვისტოს თვეში მ----------–------------ შეიძინა თბილისში, გ-–--------------------------------------ში მდებარე ბინა. მ----------–--------- შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში შეეძლო დახმარებოდა თანხის სარგებლით გასესხებაში, უძრავი ქონების გარანტიით, რაზეც განუცხადა თანხმობა. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა მ----------–-------- და შესთავაზა, რომ იყო პიროვნება, რომელსაც სესხის სახით სურდა 15000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით ტვირთავდა მ------–- მდებარე ბინას. 2009 წლის 21 აგვისტოს, მ----------–----------- ერთად ნახა ბინა, რის შემდეგაც დ-----------–--- სანოტარო ბიუროში ვა-–---------------------სთან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 15000 აშშ დოლარი სესხის სახით გადასცა ვა-–---------------------ს, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ--–---------------------- კუთვნილი, ქ.თბილისი, მ-------- მ-----------------------------ში მდებარე ბინა. 15000 აშშ დოლარი ბანკში გადასცა ვ--–---------------------- თანმხლებ ქალბატონს. ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულმა ქალბატონმა ბანკში გადასცა ერთი თვის სარგებელი 750 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც, მისთვის პროცენტი აღარ მიუციათ. მ----------–-------- ეუბნებოდა, რომ უკავშირდებოდა მეორე მხარეს, რომლებიც პირდებოდნენ პროცენტების გადახდას. საბოლოოდ, აღნიშნული ბინა გაიყიდა იო----------–---–ზე, რომელიც არ იხდიდა იმ თანხას რაშიც ბინა იყო იპოთეკით დატვირთული. მისი განცხადებით ხსენებული თანხა იყო კო----------–---–ის და მისი დედის და-–--–-------------–---–-ს გადასახდელი, რომლებმაც მოატყუეს და მოტყუებით გაუყიდეს ბინა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე მ-----–--------–---–-- ჩვენების თანახმად, 2007 წლის ნოემბრის თვეში ჰქონდა დანაზოგი და სურდა მისი გასესხება სარგებლის მიღების მიზნით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. 2007 წლის 4 დეკემბერს, მისული იყო ა----–-----–--------------ში მდებარე ლ--–------------- სანოტარო ბიუროში, სადაც დახვდნენ მა--------------–---–-, ი---------------- ოლ---------- და და-–--–-------------–---–-. მა--------------–---–-სგან ცნობილი გახდა, რომ ოლ----------ს სურდა მისი კუთვნილი სახლის, მდებარე თბილისი, დ---------------–-------------ში იპოთეკით დატვირთვა, ხოლო სესხის სახით კი აიღებდა თანხას ორი თვის ვადით. ერთად შევიდნენ ნოტარიუს ლა-–------------სთან, რომელმაც წაიკითხა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მთლიანობაში ოლ----------ს გადაეცა 44500 აშშ დოლარი და 6000 ევრო, საიდანაც 31500 აშშ დოლარი იყო ი.მეხმეტის, 6000 ევრო და 6000 აშშ დოლარი იყო მისი, ხოლო 7000 აშშ დოლარი იყო მა--------------–---–-ს. ხელშეკრულება დაიდო 2 თვის ვადით, 5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების დადებას ასევე ესწრებოდა და-–--–-------------–---–-. მთლიანი თანხა დატოვა ნოტარიუსის მაგიდაზე, ხოლო იპოთეკარები გამოვიდნენ გარეთ. ნოტარიუსთან დარჩნენ ოლ---------- და და-–--–-------------–---–-. 2008 წლის ოქტომბრამდე და-–--–-------------–---–- უხდიდა პროცენტებს, რასაც იღებდა ყ-----–-–---–-- ოფისში. და-–--–-------------–---–- პირდებოდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და თავის დროზე გადაიხდიდა პროცენტებს. მის შეკითხვაზე, თუ ვინ წაიღო თანხა, და-–--–-------------–---–მა უპასუხა, რომ ეგ იცოდა თავად ოლ----------მ და თვითონ. მოგვიანებით, როდესაც გაპრობლემდა პროცენტის გადახდა, შეიტყო, რომ მ------------------ ჩანაცვლებია იპოთეკარი თ-------- ფ-----------. 2009 წლის შემოდგომას შეიტანა საარბიტრაჟო პრეტენზია, რაზედაც ოლ----------მ სთხოვა გამოეტანა სარჩელი და აუცილებლად მოაგვარებდა პრობლემას კო----------–---–ის და და-–--–-------------–---–-ს დახმარებით, რომლის განცხადებით მთლიანი თანხა წაღებული ჰქონდა და-–--–-------------–---–ს. ოლ----------ს თხოვნით გამოიტანა საარბიტრაჟო პრეტენზია და ელოდებოდა თანხის გადახდას, თუმცა თანხა არც ოლ----------ს გადაუხდია მისთვის. 2009 წლის ნოემბრის თვეში, მასთან სახლში მივიდნენ კო----------–---–ი და ოლ----------ს სიძე კ-----------–--------–-–---–ი, რომელთაც სურდათ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. კო----------–---–ის თქმით, თანხა აღებული ჰქონდა დედამისს - და-–--–-------------–---–ს და სად დახარჯა თანხა, მისთვის გაუგებარი იყო. მიუხედავად კო----------–---–ის და და-–--–-------------–---–-ს დაპირებისა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. საბოლოოდ, ოლ----------ს ბინა გადაფორმდა თ-------- ფ-----------ზე. როგორც ო--------გან და კო----------–---–ისგან არის ცნობილი, 44500 აშშ დოლარი რეალურად აიღო და-–--–-------------–---–მა, ხოლო დოკუმენტალურად გაფორმდა ო.ნინუაზე.
2007 წლის 1 სექტემბერს ჯი-–----------–---–ს და მა--------------ს შორის დადებული სანოტარო აქტით, მა--------------მ ჯი-–----------–---–ს გადასცა 26 400 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა თბილისი, ბ-------- ქუ-------, ბ--------
2008 წლის 5 აპრილის სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების თანახმად, გი-------------–-–---–მა მა--------------ს ასესხა 25 000 ევრო ერთი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად გი-------------–-–---–ის სასარგებლოდ დაიტვირთა მ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ბ-------- ქუ-------, ბ------- სესხი სარგებლიანი იყო და შეადგენდა ძირითადი თანხის ყოველთვიურ 3%-ს.
2008 წლის 22 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ც----------------- მიერ შო----------–---–ზე ორი თვის ვადით გაცემული სესხის 12.000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, მეორადი იპოთეკით დაიტვირთა მ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, ფართი 61.00 კვ.მ მდებარე თბილისი, ბ-------- ქ------------------------ N---ში. სესხი სარგებლიანი იყო და შეადგენდა ძირითადი თანხის ყოველთვიურ 5%-ს.
2006 წლის 8 სექტემბრის სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების თანახმად, თ------------------- იო----------–---–ს ასესხა 6000 აშშ დოლარი. სესხი სარგებლიანი იყო. სარგებელი სესხისთვის შეადგენდა მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ბინის სარგებლის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას. მესაკუთრე იპოთეკარს სარგებლობის უფლებით გადასცემდა თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, მ-------- დ-----–--------------------------------------ში.
2008 წლის 1 აპრილს გაცემული სანოტარო აქტის თანახმად, იო----------–---–ს სურდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, მ-------- დ-----–----------------------------------------- გამოსყიდვის უფლებით მიეყიდა ნ-------------–---–---------
უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2008 წლის 1 აპრილს იო----------–---–მა გამოსყიდვის უფლებით მიყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება თბილისი, მ-------- მ--------------------------------- ნ-------------–---–-. მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი შეფასებული იყო 25 500 ევროდ, გამოსყიდვის პირობაა 3 თვის ვადაში გამყიდველის მიერ გაცხადებული სურვილის და ნასყიდობის ფასის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის უპირობოდ უკან მიყიდვა 25 500 ევროს ღირებულებით.
2008 წლის 9 სექტემბრის სანოტარო აქტით იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ, უქმდება ნ-------------–---–-- კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის საგანი, მდებარე მ-------- მ-----------------------------------ში.
2008 წლის 26 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად, დ---------–-----–-- უარი განაცხადა მის სასარგებლოდ დაფუძნებულ იპოთეკაზე, რითაც იპოთეკის ვალდებულება გაუქმდა ნ-------------–---–-- უძრავ ქონებაზე, მდებარე მ-------- მ---------------------------------ში.
2009 წლის 21 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახად, ტ--------------------- 15.000 აშშ დოლარი ასესხა ვა-–---------------------ს. ყოველთვიური 5% სარგებლის მიღებით. სესხი უზრუნველყოფილი იყო თბილისი, მ-------- დასახლება, მ-------------------------------ში მდებარე უძრავი ქონებით.
2007 წლის 2 ნოემბრის იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების თანახმად, ე-–-------------–---–-- და იზ---–-------------- ლ--–------------- და ლი------------- ასესხეს 11 000 ევრო და 14 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--–-------------------–-------------- უძრავი ქონება. თბილისი გუ-----–---–------------------------ სარგებელი სესხისთვის შეადგენდა 5%-ს.
2008 წლის 7 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ე-–-------------–---–-- და ნ--–--------- ლ--–- და ლ-------------ებს ასესხეს შემდეგი ოდენობის თანხა: ე-–-------------–---–-- 10 000 აშშ დოლარი, ნ.სიგუამ 27 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--–-------------------–-------------- უძრავი ქონება. მდებარე, თბილისი გუ-----–---–------------------------ სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 5%-ს.
2007 წლის 19 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მა--------------მ, ქ---------------–---–მა და პა---------------–-ა მა-–-------------–---–ს ასესხეს შემდეგი ოდენობის თანხა: მა--------------მ - 13 000 აშშ დოლარი, ქ---------------–---–მა 11 000 აშშ დოლარი, პა---------------–-ა 5000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მა-–-------------–---–ის უძრავი ქონება. მდებარე, თბილისი ბ-------- ქ----------------------------ში. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 1%-ს.
2008 წლის 28 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნ----------- მა-–-------------–---–ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად მეორადი იპოთეკით დაიტვირთა მ---------–---–-- კუთვნილი უძრავი ქონება. მდებარე, თბილისი ბ-------- ქ----------------------------ში. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 5%-ს.
2007 წლის 4 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ი----------------- მ---------------–---–-- და მ-----–--------–---–-- ოლ----------ს ასესხეს 44 500 აშშ დოლარი და 6000 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ო-------- კუთვნილი უძრავი ქონება. მდებარე, თბილისი დ----------–-------------ში. სარგებელი სესხისთვის შეადგენდა 5 %-ს.
2008 წლის 27 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თ-------- ფ-----------მ ოლ----------ს ასესხა 12 500 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად მეორადი იპოთეკით დაიტვირთა ო-------- კუთვნილი უძრავი ქონება. მდებარე, თბილისი დ----------–-------------ში. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 5%-ს.
2009 წლის 11 ივნისის ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, ოლ----------მ აღიარა ი---------------- მიმართ 39 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა.
2008 წლის 27 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ეკ------------------–---–-- ირ------------ს ასესხა 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ამავე ხელშეკრულებით მა------------–---მ ირ------------ს ასესხა 7000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისი, თ-------------–-------------------–---------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-------------
2008 წლის 10 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნი----------–---–-ა ირ------------ს ასესხა 7000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 6% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ამავე ხელშეკრულებით ი---------- ირ------------ს ასესხა 2000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 6% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისი, თ-------------–-------------------–-------------------------–--------------------------------------------------------------------
2009 წლის 03 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვა---------------–---–-ა ირ------------ს ასესხა 3500 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით ბუ-----–-----------მ ირ------------ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით, ხოლო იზ-----–-----–---–მა ირ------------ს ასესხა 4000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისი, თ-------------–-------------------–-----------–------------------------ში მდებარე ქონება.
2009 წლის 10 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გი-------------–-–---–მა, რომელიც წარმოადგენდა მ--------------–----- ასესხა ირ------------ს მარინე მოსოლოვის კუთვნილი 18 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ---------–------–---–-- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი, თ-------------–---------------------–-------------------------ში.
პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ და-–--–-------------–---–ს დაზარალებულების: ოლ----------ს, მ----------------, იო----------–---–ის, ლ--------–--–----------------, მა-–-------------–---–ის და ირ------------ს მიმართ გააჩნდა გარკვეული ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს - აღნიშნული ფინანსური ვალდებულებების აღებისას და-–--–-------------–---–ს ჰქონდა თუ არა წინასწარ განზრახული, მოქალაქეთა კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა თუ არა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.
საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ის ფულადი თანხები, რაც სესხის სახით გადასცეს და-–--–-------------–---–ს, არც ერთს არ გააჩნდა დანაზოგის სახით. თითოეულმა მათგანმა და-–--–-------------–---–-ს შეთავაზებით იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება. ამასთან, თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების გაფომებით არანაირ სარგებელს ისინი არ იღებდნენ. მათ თანხის გამსესხებლების სასარგებლოდ დატვირთეს ბინები იპოთეკით, ხოლო მათგან აღებული თანხები გადასცეს და-–--–-------------–---–ს. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული განსაზღვრული ვადის განმავლობაში გადაეხადა საპროცენტო სარგებელი იპოთეკარებისათვის, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ მესაკუთრეებისათვის დაებრუნებინა ბინები. და-–--–-------------–---–-ს ვალდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით დასტურდება ასევე იმ პირთა ჩვენებებით, ვინც თანხები გაასესხეს. მათმა ნაწილმა თავიდანვე იცოდა, რომ თანხის რეალური ამღები იყო და-–--–-------------–---–-, ხოლო ნაწილმა მოგვიანებით შეიტყო, რომ ბინის მესაკუთრეებს თანხა ბრალდებულისათვის ჰქონდათ გადაცემული და იგი იყო პროცენტის გადახდაზე პასუხისმგებელი. ასევე, მათი განმარტებით, მოლაპარაკებებში ჩაერთნენ და-–--–-------------–---–- და მისი შვილი, რომლებმაც დადეს პირობა, რომ სესხის სახით აღებულ თანხას დაფარავდნენ.
ამდენად, ნათელია, რომ აღნიშნულ სასესხო ურთიერთობებიდან დაზარალებულები ოლ----------, მა--------------, იო----------–---–ი, ლ--------–--–- ქ------------- მა-–-------------–---–ი და ირ------------ არ იღებდნენ არანაირი სახის სარგებელს. ამ პირობებში კი პალატას საფუძვლიანად მიაჩნია მათი განმარტებები, რომ ბინების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ და-–--–-------------–---–- თავის მხრივ მათ თავდაპირველადვე დაპირდა სხვადასხვა სახის შეღავათებს. კერძოდ, ლ--------–--–- ქ------------- მა--------------ს, ოლ----------ს და მა-–-------------–---–ს სათვალეების ბიზნესში ჩართვას მისი გაფართოების მიზნით და იქიდან მიღებული სარგებლის განაწილებას, ი------------–---–- - დასაქმებას, ხოლო ირ------------ს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და ასევე მისი მეუღლისათვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო თანხის გადაცემას. სხვა შემთხვევაში გაურკვეველია, რა საფუძვლით უნდა დაეტვირთათ დაზარალებულებს და-–--–-------------–---–-ს სასარგებლოდ უძრავი ქონება და მისთვის გადაეცათ საკმაოდ დიდი ოდენობით ფულადი თანხები.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ და-–--–-------------–---–- თავდაპირველად უპრობლემოდ იხდიდა პროცენტებს, რის გამოც მის ქმედებაში არ იკვეთებოდა დაზარალებულთა მოტყუების ნიშნები, ხოლო მათ შურისძიების გამო გადაწყვიტეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიემართათ საჩივრით.
პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის ზემოაღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ და-–--–-------------–---–- ზემოხსენებულ პროცენტებს იხდიდა არა ბინის მესაკუთრეთა სასარგებლოდ, არამედ იმ პირებისათვის, ვისგანაც სესხის სახით თანხა იყო აღებული. საქმეზე წარმოდგენილი მტკციებულებებით არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მისგან გადახდილი პროცენტებიდან გარკვეული ნაწილი მაინც მიდიოდა დაზარალებულებთან. და-–--–-------------–---–მა გამოიყენა სწორედ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი ხერხი, ისარგებლა დზარალებულების მხრიდან მისდამი არსებული ნდობით და იმის გამო, რომ გაეადვილებინა მათი მოტყუება, დაპირდა თითქოს მათ მიერ გადაცემული თანხა მოხმარდებოდა ისეთ საქმეს, რისგანაც თავად დაზარალებულებიც ნახავდნენ სარგებელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და-–--–-------------–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებებს და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო სამართლით რეგულირებადი ურთიერთობები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ და-–--–-------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. და-–--–-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ექვსი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ო-------- ეპიზოდი) - 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და და-–--–-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ----------- ეპიზოდი) - 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და და-–--–-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი-------–---–-- ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და და-–--–-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ--------–--–---------------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და და-–--–-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ---------–---–-- ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და და-–--–-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი----------- ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და და-–--–-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, და-–--–-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ და-–--–-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ და-–--–-------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
-მოწმე კა---------------–---–ის მიერ წარმოდგენილი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი