განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210115001119673
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001119673

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6044-18 11 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია,მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - შ------- დ-------ე

 

წარმომადგენელი - თ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ----- გ-------–---–ი

 

წარმომადგენელი - მ-----–---–---–---–-

 

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. 2015 წლის 12 ოქტომბერს, მოსარჩელე რ----- გ-------–---–ის წარმომადგენელმა, სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე, შ------- დ-------ის წინააღმდეგ, 45 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხე შ------- დ-------ემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

 

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით შ------- დ-------ემ გაასაჩივრა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2018 წლის 05 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა. მას სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობა (ტომი I, ს.ფ. 379, 381-383).

 

6. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა (ტომი I, ს.ფ. 381-383).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, შესაბამისად, 2018 წლის 05 მარტს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო (ტომი I, ს.ფ. 384-386).

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე შ------- დ-------ეს 2018 წლის 19 მარტს ჩაბარდა. მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტს საჩივრით მიმართა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით 2018 წლის 05 მარტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან 2----–-–-------------- მიმდინარეობდა მოპასუხის შვილის-ნ-----–---- ქ-----ს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, 2----–-–-------------- ნ-----–---- ქ----- დააკავეს და მხარე იმყოფებოდა უკიდურესად ემოციურ მდგომარეობაში, სწორედ ამ დროს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია თბილისის საქალაქო სასამართლოდან და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მხარემ შეცდომით დაიმახსოვრა სასამართლო სხდომის თარიღი.

 

9. 2018 წლის 23 მაისსა და 2018 წლის 02 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის განხილვის მიზნით სხდომები გაიმართა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია, შესაბამისად, 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (ტომი I, ს.ფ. 415-427).

 

10. შ------- დ-------ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა. მისი განცხადებით, 2018 წლის 05 მარტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ერთადერთი შვილის დაკავების გამო მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, აპელანტის მოსაზრებით წარდგენილი მტკიცებულებების გაზიარება უსამართლოდ არ მოხდა (ტომი I, ს.ფ. 427- 443).

 

11. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე შ------- დ-------ის გამოუცხადებლობა 2----–-–-------------- სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას (სამოქალაქო პროცესის 215-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2----–-–-------------- იყო ჩანიშნული, რომელიც 2018 წლის 05 მარტს გადაიდო. 2----–-–-------------- (აქტზე კონკრეტული დრო მითითებული არ არის) თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი შ------- დ-------ეს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2----–-–---------------------------ე გადაიდო. სხდომის გადადების შესახებ მოპასუხის წარმომადგენლის - თ--------------------- ინფორმაციის მიწოდების შესახებ აქტი საქმის მასალებში არ მოიძებნება.

 

12. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტურ სტანდარტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია, წერილობითი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ 2----–-–-------------- მოპასუხის შვილი დააკავეს, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა და 2----–-–-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სხდომა მიმდინარეობდა (ტომი I, ს.ფ. 394-398). წარდგენილი მტკიცებულება ცხადყოფს, რომ სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებამდე 2 დღით ადრე მოპასუხის შვილი დააკავეს ხოლო, სასამართლოს თანამშრომლის მიერ მისთვის სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 2----–-–--------------, ანუ სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც სასამართლოში მოპასუხის შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს დედასა და შვილს შორის ბუნებრივად არსებულ მეტად მჭიდრო და სენსიტიურ დამოკიდებულებას, მიიჩნევს, რომ შვილის დაკავებისა და მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას მოპასუხე შ------- დ-------ე შესაძლებელია ყოფილიყო იმგვარ მდგომარეობაში, როდესაც მძიმე ფსიქოემოციურ ფონზე, მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურად, რეალურად აღქმა არ შესძლებოდა, მითუმეტეს კი, სხდომის ჩატარების თაობაზე კონკრეტული თარიღი შესაძლებელია ზუსტად ვერ დაემახსოვრებინა. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 05 მარტის სხდომის შესახებ მას 2----–-–--------------, თითქმის ორი თვით ადრე ეცნობა, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია იმისთვის რომ მძიმე ფსიქოემოციური ფონის მქონე ადამიანს შეტყობინებული თარიღი ზუსტად დაემახსოვრებინა, მით უფრო კი, იმ მდგომარეობაში როდესაც მის შვილთან საპროცესო შეთანხმება მხოლოდ 2----–-–----------------–- გაფორმდა.

 

მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებისას პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობა ნამდვილად საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და იგი პროცესის გაჭიანურებას არ ისახავდა მიზნად.

 

აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს განსახილველ საქმეზე მრავალი საპროცესო მოქმედება აქვს განხორციელებული, რომელიც, ობიექტურად, სასარჩელო მოთხოვნისგან დაცვისადმი მისი ნამდვილი ინტერესის არსებობას ადასტურებს, მას წარდგენილი აქვს შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, იშუამდგომლა მოწმის დაკითხვის თაობაზე, შესაგებელს დაურთო არაერთი მტკიცებულება, გამოცხადდა სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომებზე და ა.შ.

 

პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით დამსჯელობითი ღონისძიებაა, იგი მხარისთვის სასამართლო წესრიგის უგულებელყოფისთვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომასთან ასოცირდება, თუმცა, აღნიშნული იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოყენება ფორმალური ხასიათისაა, ასეთ დროს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არა მხოლოდ ზედაპირულად/ფორმალურად, არამედ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, მით უფრო ისეთ დროს, როდესაც არსებობს საფუძვლები მხარის პროცესზე ობიექტური გარემოების გამო გამოუცხადებლობის შესახებ.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, აღნიშნული სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიმართ ფორმალური მიდგომა დაუშვებელია და რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება პროცესში მონაწილე მხარეებს თანაბრად იცავს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: ,,ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“, 10978/06, „აზდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“, N71872/12, „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, N2430/06 და სხვა მრავალი).

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 385-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ------- დ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

ბესარიონ ტაბაღუა