განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
210100119002797181
ინსტანცია
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #210100119002797181

საქმე №1ბ/521-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი--------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ----------–---–-----------------–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გი--------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გი--------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ----------–---–-----------------–----------ში არსებულ საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის დროს, გი--------–----–---–მა სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - მა----------------ის მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შმ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და გი--------–----–---–ისათვის, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, გარემოებებისა და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულ გი--------–----–---–ს შორის არის მუდმივი კონფლიქტი, ისინი დღემდე არ შერიგებულან და არსებობს გი--------–----–---–ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობის განმეორების საფრთხე. გასათვალისწინებელია, ასევე, ის ფაქტი, რომ გი--------–----–---–ი ფიზიკურ ძალადობამდე ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად აყენებდა დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამყოფებდა მუდმივი სტრესის ქვეშ, რაც ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მაღალია დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რის გამოც აუცილებელია, გი--------–----–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც იქნება შემაკავებელი და დამაფიქრებელი მისი შემდგომი საქციელის სწორად განსაზღვრისათვის.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ გი--------–----–---–ის აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებულ მა----------------ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტო-ცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტო-ცხრილით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გი--------–----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ გი--------–----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი, არის პენსიონერი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიემებელი გარემოებები მას არ გააჩნია, გი--------–----–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, გი--------–----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი გი--------–----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი--------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოსა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

გი--------–----–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ გი--------–----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულ გი--------–----–---–ს აეკრძალოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გი--------–----–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, დაფიქსეირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, დაფიქსირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე