განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100119002814578
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002814578

საქმე №1ბ/518-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ კ--------------–-–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ჯ------------------ის, დაბადებულის 1-----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ--–----------------------------–-----––--ში, მიმართ, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------------------ემ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

 

ჯ------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 აპრილის №9----- ბრძანებით ჯ------------------ე დაინიშნა საქართველოს შ----------------------------–-------–-–-------------------------------------------------------------–--------------------------–--------------------------–---------------–-----------------------------------–--------------- თანამდებობაზე (მ-----------------------–------).

 

2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჯ------------------ეს დაუკავშირდა ახლობელი უ–--------------ე, რომელმაც უთხრა, რომ მის ნაცნობ თურქეთის მოქალაქეს საქართველოს საზღვარი უკანონოდ ჰქონდა გადმოკვეთილი და სთხოვა ამ უკანასკნელისთვის გადეცა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი შტამპიანი დოკუმენტი. ჯ------------------ემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა რეაგირება ე----------------–--ს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც ევალებოდა სამსახურებრივად, უ–--------------ეს გამოართვა ე----------------–--ს თურქეთის მოქალაქის პირადობის მოწმობა და 2018 წლის 16 დეკემბერს, ცვლაში ყოფნის დროს, პირადი მოტივით ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე. კერძოდ, 06:47:49 საათზე, ე----------------–--ს საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ტალონზე, რომელიც თან ერთვის ID ბარათს, დაუსვა შტამპი მასზედ განპირობებული №1-- თარიღ-დამღით და ყალბი ინფორმაცია შეიტანა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, თითქოს, ე----------------–--მ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით:

 

ჯ------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ჯ------------------ეს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ჯ------------------ეს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

 

ჯ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა კ--------------–-–---მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას ჯ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ კ--------------–-–---ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ჯ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ე----------------–--ს, ზ-----------–---–ის, ნ---------–---------ს, ლ------–--ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ჯ------------------ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულების აღიარების, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების დათვალიერების ოქმის, ე----------------–--ს ტელეფონის ამოღების ოქმის, ლაზერული დისკების დათვალიერების ოქმის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური №-- ოქმის, თარიღ-დამღის ამოღების ოქმის, ჟურნალის დათვალიერების ოქმის, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №1--- ოქმის, ტექნიკური ექსპერტიზის №3------ დასკვნის, ე----------------–--ს ხმის ნიმუშის აღების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯ------------------ემ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჯ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან. სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე, კერძოდ, ის გარემოება, რომ ჯ------------------ის ქმედება მიმართულია სახელმწიფო უშიშროების, სახელმწიფო საზღვრის ნორმალური მუშაობის წინააღმდეგ. მსჯავრდებულს, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, თავად ევალებოდა იმ დანაშაულის გამოვლენა, რომლის ჩადენაშიც ბრალი დაედო. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ჯ------------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბით ჩაიდინა სახელმწიფო უშიშროების, სახელმწიფო საზღვრის ნორმალური მუშაობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. პალატა მიუთითებს, რომ ჯ------------------ის მიმართ იმიტომ იქნა გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და იმიტომ დაედო მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რომ, როგორც პატრულ-ინსპექტორმა (მესაზღვრე-კონტროლიორმა), თურქეთის მოქალაქე ე----------------–--ს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, არ მოახდინა სათანადო რეაგირება, ე----------------–--ს საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ტალონზე, რომელიც თან ერთვის ID ბარათს, დაუსვა შტამპი მასზედ განპირობებული №1-- თარიღ-დამღით და ყალბი ინფორმაცია შეიტანა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომ თითქოს, ე----------------–--მ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. აღნიშნული ქმედებების გარეშე სახეზე არც გვექნებოდა ზემოხსენებული კვალიფიკაციით დანაშაულების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ჯ------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ჯ------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ჯ------------------ემ როგორც გამოძიებისას, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ჯ------------------ე არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ჯ------------------ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, კერძოდ, ჯ------------------ემ სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ჯ------------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ კ--------------–-–---ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ჯ------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ჯ------------------ეს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;

 

ჯ------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ჯ------------------ეს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;

 

ჯ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;

 

პირობით მსჯავრდებულ ჯ------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს აჭარის პრობაციის ბიუროს ჯ------------------ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახალშენი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ჯ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 10 (ათ) ლარიანი კუპიურა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ლ------–--ისგან ამოღებული თარიღ-დამღა №1--, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

 

ჯ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შ-- თანამშრომლის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში - შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შ-- შესაბამის სამსახურს;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, მოთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეოჩანაწერის ან/და აუდიო ჩანაწერის, ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში - დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ზ------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხის - 2 100 (ორიათას ასი) აშშ დოლარის ოდენობით და ,,MI”-ს ფირმის მობილური ტელეფონის, ნ---------–---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხის - 300 (სამასი) აშშ დოლარის ოდენობით და ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონის, ე----------------–--სგან ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის, ელჰან გაზიოღლუსგან ამოღებული ე----------------–--ს თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობის, ,,თურქეთის და საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის შემოსვლის და გასავლის ფორმის“, ე----------------–--სგან აღებული ხმის ნიმუშის - მოთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე