განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002654418
საქმე №1ბ/509-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ საშუალო განათლებით, უმუშევარის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------–---------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ------–-----------------ს ს------–---------------ში მდებარე ი-------------–---–ისა და ა-----------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლის შენიშვნის გამო განაწყენებულმა ი-------------–---–მა ყელის არეში ხელის მოჭერის და ხელის მხრისა და თავის არეში დარტყმების გზით იძალადა თავისი ცოლის - ა-----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 11 აგვისტოს, საღამოს, თ------–-------------------------–---------------ში მდებარე ი-------------–---–ისა და ა-----------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლის ჩაცმულობით გაღიზიანებულმა ი-------------–---–მა ხელის თავის არეში დარტყმის, ხელის ამობრუნებისა და მარჯვენა ხელის იდაყვით მარცხენა ლოყასა და ყურზე ზეწოლის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - ა-----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 12 აგვისტოს, დილით, თ------–-------------------------–---------------ში მდებარე ი-------------–---–ისა და ა-----------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლის მიერ სოციალურქსელში ინფორმაციის მოწონების გამო განაწყენებულმა ი-------------–---–მა ხელის თავის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - ა-----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ი-------------–---–მა აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნია, რომ ქალი არის ნივთი, რომელსაც ისე მოექცევა, როგორც სურს და რომელიც უნდა იყოს მუდმივად კარგ განწყობაზე, ტანისამოსი უნდა შეარჩიოს ქმართან შეთანხმებით და ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მეუღლეს. აღნიშნული ძალადობების შედეგად დაზარალებულმა ა-----------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
თეთრიწყაროს რაიონლი სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით ი-------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ი--------------–---–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით და მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია ი-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა. საქმეზე გამოიკითხნენ მოწმის სტატუსით ა-----------–---–ი, ნ-----–----------–---–ი, მ--------------–---–ი, რომელთათვისაც დაზარალებულისაგან გახდა ცნობილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა-----------–---–ს აღენიშნება დაზიანებები. საქმეზე ასევე გამოკითხნენ მოწმის სტატუსით გამომძიებლები ს---–-----------–--------–-----------–---–ი. რაც შეეხება ირიბი ჩვენების გამოყენების საკითხს, გამონაკლის შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ი-------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ი-------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო მისმა მეუღლემ, მშობლებმა და ძმამ, შესაბამისად, ა-----------–---–მა, ზ---------------–---–მა, ო-–--------–----–---–მა და გ----------------–---–მა უარი განაცხადეს ი-------------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მ---------------–---–მა (დაზარალებულის მამა) აღნიშნა, რომ იანვარში ბავშვი შეეძინათ. აპრილში, გორიდან რომ ჩავიდნენ ბრალდებულის ოჯახში, ვ------------ წელზევით გახდილი იყო და ტანზე დაფხაჭნილი, როგორც დედამ განუმარტა გაშველებისას მისგან მიიღო, ა---ს აღენიშნებოდა ყელის არეში სისხლჩაქცევები. შვილი წაიყვანა ბავშვთან ერთად. გავიდა დრო, მიდიოდნენ შესარიგებლად, ა--- დაუბრუნდა ოჯახს, რაღაც პერიოდის შემდეგ მამიდას წერდა მესიჯებს, გვიშველე პოლიცია მოიყვანეო, ჩავიდნენ ამ წერილების გამო, სახლში არ დახვდა შვილი, არც სიძე, ეუბნებოდა მის მშობლებს, რომ მოეყვანათ სახლში, ჯერ დაუმალეს, შემდეგ მოიყვანეს ა---, გასაცოდავებული იყო, შემდეგ ვ----ც მოიყვანეს, დარეკა 112-ში. ა---ს ყბაზე ეტყობოდა დაზიანებები, ტანზე გახდილი არ უნახავს. მეორე დღეს იყვნენ ექსპერტიზაზე. თავად უშუალოდ არ შესწრებია რაიმეს. მოწმე ნ-----–----------–---–მა (დაზარალებულის მამიდა) განმარტა, რომ ბრალდებულის ოჯახში მანამდეც მომხდარა კონფლიქტი, ა---მ გვითხრა მამაშვილს შორის მოხდაო და მამას გამოუძახია პატრული, 21 აპრილი იყო, ა--- და ბავშვი წაიყვანა, თურმე ა---ს და ვ----ს შორის მოხდარა და ა---მ არ დაწერა პოლიციაში. მერე ჩამოვიდა ი---- და წაიყვანა ა---, იმავე საღამოს მოწერა „მამიდა მიშველე ვ----მ მცემა, ბავშვი ჩაკეტა ოთახში ბავშვთან არ მიშვებს“. ბრალდებულის დედამ უთხრა „ხომ არ უნდა მოკლასო, მეც მცემაო, წაიყანეთ“. ჩავიდნენ, წელზევით შიშველი ჩამოკაწრული იყო ი----, ა---ს იმ დროს დაზიანება არ ჰქონდა, სახლში რო ჩაიყვანა ხელი ჰქონდა ნატკენი, ცივი ხელი რომ დაადო ესიამოვნა ა---ს. ბრალდებული მეორე დღეს ემუქრებოდა შემირიგდი, თორემ თავს მოვიკლავო. მამამისიც ჩავიდა, ა---მაც თქვა, რომ აპატიებდა და წაყვა მამამთლს და დედამთილს. აგვისტოში ეკლესიაში იყო მესიჯი მიიღო - „ჩამოდით ოღონდ პოლიციითო“. შემდეგ დაურეკა ა---ს, მან უთხრა, რომ ვ----მ კიდევ სცემა, იქ აღარ გაჩერდებოდა. ჩავიდნენ თ------ში, ა--- და ი---- არ იყვნენ სახლში. შემდეგ გამოაჩინეს ა--- და ბავშვი, მ------მ დარეკა პოლიციაში, ა---ს სახე ჰქონდა შეშუპებული, ყურის უკანაც და მხარზე ჰქონდა დაზიანებები. ა---ს გადმოცემით 11 აგვისტოს საღამოს სცემა და 12 აგვისტოს დილით. თავად არ შესწრებია. ა--- ეხლა ცხოვრობს მამათილ-დედამთილთან. მოწმე ა-----------–---–მა (დაზარალებულის ბებია) განაცხადა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს ნ-----–----------–---–თან ერთად იყო წირვაზე, ამ უკანასკნელს მესიჯი მოუვიდა, რომ წაიკითხა გაფითრდა და გავიდა გარეთ, 2 წუთში შეტრიალდა და წავიდნენ, უთხრა, რომ ა--- სწერდა მას, რომ ეშველათ, რადგან ქმარი სცემს. წავიდნენ ბრალდებულის ოჯახში, გზაში მესიჯი მიიღეს ა---სგან, რომ აღარ ჩასულიყვნენ, რადგან ყველაფერი კარგად იყო, დედამთილი იყო ცუდად. ბრალდებულის ძმა დახვდათ სახლში, ასევე მამა, რომელთაც უთხრეს, რომ არაფერი მომხდარა, დაუმალეს, მერე მოვიდნენ ა--- და ბავშვი, ა--- ჩემოეკიდა ყელზე, „ბაბო მაპატიე, წამიყვანეთ აქედან მიშველეთ“, ცალი მხარე, უფრო მარჯვნა მხარე დაწითლებული და გასიებული ჰქონდა. მოწმემ აღნიშნა ასევე რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა აღნიშნულს შემხებლობა არ აქვს ი-------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან. მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა როდის რა დაზიანებები ჰქონდა დაზარალებულს, თავად არ შესწრებია.
ს---–-----------–---მ (გამომძიებელი) განმარტა, რომ ა-----------–---–ს ვიზუალურადაც ეტყობოდა დაზიანებები. სიწითლეები აღენიშნებდოდა ყურის ქვეშ; ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა-----------–---–ს აღენიშნება მარცხენა ხელის მაჯაზე სილურჯე, 1,5 სმ/1,5 სმ. დიამეტრის. ოქმზე თანდართული შავ-თეთრი ფოტოებით რაიმეს დადგენა შეუძლებელია; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (13.08.18), ა-----------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა ყურის ნიჟარის უკან და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 11-12 აგვისტოს პერიოდს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით, ი-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება ი-------------–---–ის ბრალდება, ვინაიდან საჩივარში მითითებული მოწმეთა ნაწილის ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა და აგრეთვე მოწმეთა ნაწილმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ი-------------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
როგორც აღინიშნა, ი-------------–---–მა და დაზარალებულმა ა-----------–---–მა, აგრეთვე მოწმეთა ნაწილმა ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (13.08.18), ა-----------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა ყურის ნიჟარის უკან და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 11-12 აგვისტოს პერიოდს, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც შეიცავს 2018 წლის 11-12 აგვისტოს ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განხილულ იქნეს სათანადო მტკიცებულებად.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ი-------------–---–ის მხრიდან ა-----------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ი-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ი-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი ი-------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი ი-------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ი-------------–---–ს განემარტა,რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი