განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002442039
საქმე №3ბ/2608-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - თ------ ფ---–---–---–ი;
აპელანტი - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება;
თ------ ფ---–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გასდაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გასდაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება; ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 1230 (ერთი ათასს ორასს ოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ------ ფ---–---–---–ი მუშაობდა ბუღალტრად 2004 წლიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, ლ-------------–---–ის მიერ 1995 წელს დაარსებულ შპს "-----"- ში 2012 წლის აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ამავე შპს "-----"-ში მუშაობდა ხ-------------------------------–-------------–----–ად. აგრეთვე დამხმარე მუშად სახერხ -საამქროში, ხოლო მისი ხელფასი, როგორც დამხმარე მუშის დღიური გამომუშავებით განისაზღვრებოდა.(იხ. ტ.1. სფ.17, 19-49).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------ ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო 10000 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ე-–-------ი ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------ი კ-----------------------------------------------–------------------. წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრით დადგენილია, რომ ე-–------- ფ---–---–---–ი საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 121 ლარი.(იხ.ტ.1. სფ.19-49, 68).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
ბრალდებული თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------ ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა მოეხსნა ე-–-------ი ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას -800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------ი კ-----------------------------------------------–------------------, მისამართი ა------ის რაიონი სოფელი უ--- (მ--------------–----) და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს. განემარტა თ------ ფ---–---–---–ის, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.(იხ. ტ.1. სფ.19-49).
ახალცხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი.(იხ.ტ.1. სფ.50-66).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაესს სასამართლოში, რომლის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით სამცხე-ჯავახეთი საოლქო პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.(იხ.ტ.1. ს.ფ. 63-66).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N1/1-----წ. საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულია 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა.(იხ. ტ.1. სფ.131).
ა------ის ,,ა--------------------------–--------" მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ,,უ--------––----" რეისის ღირებულება 2013 წლიდან შეადგენს 1.50 ლარს, ხოლო ,,უ----თბილისის" ღირებულება 10 ლარი.(ტ.1.სფ.82).
შ----------ს 2017 წლის 03 აგვისტოს ცნობის თანახმად- თ------ ფ---–---–---–ი შპს "-----" -ში 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ხ----------------------------–------------–----–ად და აგრეთვე მ--–-------------------ოში, რომლის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად, 2013 წელს ხელფასი შეადგენდა 300 ლარს, 2014 წლის იანვარი -300 ლარი, თებერვალი -300 ლარი, მარტი -300 ლარი. აპრილში შეადგინა - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 205 ლარი. მაისი -300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 372.5 ლარი. ივნისი - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 13 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 233.75 ლარი. ივლისი -300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 03 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 56.25ლარი. აგვისტო - 200 ლარი. სექტემბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 4 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 77.50 ლარი. ოქტომბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 04 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 127.4 ლარი. -ნოემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 182.5ლარი. -დეკემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 140 ლარი 2015 წლიდან შრომითი ანაზღაურების სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: იანვარი- აპრილში შეადგინა - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 08 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 150 ლარი.თებერვალი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 07 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 110 ლარი. მარტი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 332.5ლარი. აპრილი - 200 ლარი, მაისი -200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 168 ლარი. ივნისი - 200 , დამხმარე მუშად იმუშავა 11 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 205 ლარი. დანარჩენ თვეებში კი 200 ლარი.(იხ. ტ.1. სფ.85-87).
შპს. ,,უ----------–-ეს" ა------ის სამედიცინო ცენტრის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობით, დადგენილია, რომ თ------ ფ---–---–---–მა ჩაიტარა ამბულატორიული კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევები. შპს. ,,უ----------–-ეს" ა------ის სამედიცინო ცენტრში 14.11.2016 წელს დაუდგინდა დიაგნოზი E14 შაქრიანი დიაბეტი.(იხ.ტ.1. სფ.18).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92.1. მუხლით, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ/ან გამართელულს პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით,საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე Nბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს მის მიმართ ნაწარმოებ სისხლის სამართლებრივ დევნასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
მოცემულ შემთხვევში დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
ბრალდებული თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------ ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა მოეხსნა ე-–-------ი ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------ი კ-----------------------------------------------–------------------, მისამართი ა------ის რაიონი სოფელი უ--- (მ--------------–----) და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განემარტა თ------ ფ---–---–---–ის, რომ უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. - ახალცხის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, 2016 წლის 09 თებერვლის და საქართველოს უზენაესს სასამართლოში , რომლის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------ ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო 10000 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ე-–-------ი ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------ი კ----------, სექტორი უ--- კოდი 1------------–------------------.
წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრით დადგენილია, რომ ე-–------- ფ---–---–---–ი საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 121 ლარი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას, როგორც მატერიალური ზიანი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N1/1-----წ. საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულია 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მის მიერ მგზავრობაში დახარჯული იქნა 6000 ლარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება დასადასტურებლად იმისა, რომ მას მგზავრობაში დაეხარჯა 6000 ლარი წარმოდგენილი არ არის. ამასთან მის მიერვე წარმოდგენილი ა------ის ,,ა--------------------------–--------" მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ,,უ--------––----" რეისის ღირებულება 2013 წლიდან ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენს 1.50 ლარს, ხოლო ,,უ---- თბილისის" ღირებულება 10 ლარი. შესაბამისად აღნიშნული განგარიშებით მგზავრობის ხარჯში, რადგან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N1/1-----წ. საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულია 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა, შეადგენდა 65*3=195 ლარს, რაც წარმოადგენს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სასამართლო 65 სასამართლო სხდომაზე დასასწრებად გაწეულ ხარჯს, რადგან ღირებულება ორივე მიმართულებით საერთო ჯამში შეადგენს სამ ლარს და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სამ სასამართლო სხდომაზე დასაწრებად გაწეული ხარჯი: 3*20=60 ლარს, რადგან ღირებულება ორივე მიმართულებით საერთო ჯამში ჯამში შეადგენს 20, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 195 +60= 255 ლარი.
შ.პ.ს ,,ტ---ს" 2017 წლის 03 აგვისტოს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ თ------ ფ---–---–---–ი შპს "-----" -ში 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ხ----------------------------–------------–----–ად და აგრეთვე მ--–-------------------ოში, რომლის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად, 2013 წელს ხელფასი შეადგენდა 300 ლარს, 2014 წლის იანვარი 300 ლარი, თებერვალი 300 ლარი, მარტი 300 ლარი. აპრილში შეადგინა - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 205 ლარი. მაისი 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 372.5 ლარი. ივნისი - 300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 13 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 233.75 ლარი. ივლისი -300 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 03 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 56.25ლარი. აგვისტო - 200 ლარი. სექტემბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 4 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 77.50 ლარი. ოქტომბერი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 04 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 127.4 ლარი. - ნოემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 182.5ლარი. - დეკემბერი- 200, დამხმარე მუშად იმუშავა 09 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 140 ლარი. 2015 წლიდან შრომითი ანაზღაურების სახით მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: იანვარი- აპრილში შეადგინა - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 08 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 150 ლარი. თებერვალი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 07 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 110 ლარი. მარტი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 15 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 332.5ლარი. აპრილი - 200 ლარი, მაისი - 200 ლარი, დამხმარე მუშად იმუშავა 10 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 168 ლარი. ივნისი - 200, დამხმარე მუშად იმუშავა 11 დღე, რომლის ანაზღაურებამ შეადგინა 205 ლარი. დანარჩენ თვეებში კი 200 ლარი, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 65 დღის განმავლობაში, როდესაც მას უწევდა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება ახალციხეში რაიონულ სასამართლოში მოხდა მისი მოცდენა სახელმწიფო ორგანოების მიერ, შპს. ,,ტ---ში" დამხმარე მუშად მუშაობისგან, მაშინ როდესაც მას შეეძლო აღნიშნულ პერიოდში ემუშავა დამხმარე მუშად და მიეღო შესაბამისი დღიური ანაზღაურება, საშუალოდ საერთო ჯამში 854 ლარი, შპს, ,,ტ---ს" მიერ გაცემული ცნობის საშუალო დღიური გაანგარიშების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას უნდა დაკისრებოდა მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 1230 (ათასს ორასს ოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანი სრული ანაზღაურების წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მატერიალური/მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მითითება მის ავადმყოფობაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი გახდა მისი ავად გახდომა, მოსარჩელის მიერ მტკიცებულებები იმისა, რომ მისი ავადმყოფობა და მისი ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა გამოწვეულია, მის მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმით წარმოდგენილი არ აქვს, უფრო მეტიც მის მიერვე წარმოდგენილი შპს ,,უ----------–-ეს" ა------ის სამედიცინო ცენტრის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობით, დადგენილია, რომ თ------ ფ---–---–---–მა ჩაიტარა ამბულატორიული კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევები. შპს ,,უ----------–-ეს" ა------ის სამედიცინო ცენტრში 14.11.2016 წელს (რა დროსაც სამართალწარმოება მის მიმართ დამთავრებული იყო, მათ შორის უზენაესს სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული ქონდა) დაუდგინდა დიაგნოზი E14 შაქრიანი დიაბეტი.
რაც შეეხება არაქონებრივი/მორალური ზიანის ანაზღაურების წესს, მას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972- 936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით და მოითხოვოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი/მორალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლზე და განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის განხილვა მხოლოდ სასამართლოში გრძელდებოდა დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე, მისი, როგორც ბუღალტრის პროფესიულ საქმიანობას, პირად რეპუტაციას, მიადგა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი. ამასთან სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა 20000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ს აუნაზღაურდა მორალური ზიანის სახით 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ქონია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.
აპელანტის მითითებით, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან დგინდება, თ------ ფ---–---–---–ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ე-–------- ფ---–---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ. ფ---–---–---–ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ ქონებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურორის საკასაციო საჩივარი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
აპელანტის მითითებით,მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. კერძოდ, თუნდაც "ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა.
"კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.
"ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასმართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 (ათას ხუთასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მაინძილზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის #3/2------ გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის #3ბ/1------ განჩინებით), რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ.ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის #3/6----- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5,000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე თ. თ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის #3/4------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 დღე და 26 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის #3/4------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6 000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის კანონიერ ძალაში შესული #3/3------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარით (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას) მოსარჩელე ბ. ი-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 05 თვე, შემდგომ შეეფარდა გირაო, 6,5 წლის განმავლობაში იყო ძებნაში, სს საქმე იხილებოდა 7 წლის მანძილზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის # 3/9--- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 000 ლარით. მოსარჩელე ა.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 11 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის # 3/4------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6 000 ლარით. მოსარჩელე ვ.ხ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის # 3/6------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 000 ლარით. მოსარჩელე ნ.შ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 5 თვე და 16 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის # 3/8------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზრვრა 5 000 -5 000 ლარით, ს--------------------–----–----- პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარეს 7 თვე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბერს (გადაწყვეტილება N 3ბ/1------) შესული ცვლილებით, მორალური ზიანი თითოეულის სასარგებლოდ განისაზღვრა 6 000- 6 000 ლარით, რომელიც ამ სახით შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის N3/1------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500.00 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ. ჩ-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 07 წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის N3/4------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2000 ლარით, მოსარჩელე დ.ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 4 თვე, ხოლო გამოძიება მის მიმართ მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის N3/-----6 გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით) რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზრვრა 10 000 ლარით. რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (Nბს-648-623(2კ-13) გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც საქართველოს პროკურატურას ლ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა (ლ.ა გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით ცნობილი იქნა დამნაშავედ და პატიმრობაში გაატარა თითქმის 1 წელი) საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევრო-სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიყენებეული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრიული თანხაა 7 500 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 თებერვლის N3/3------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4 300 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი.ნ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატრა 6 თვე და 9 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 აპრილის #3/3------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 3 500 ლარის ოდენობით, მოსარჩელე რ.ი-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 4 თვე და 25 დღე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის #1/3----- გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მთავარ პრუკრატურას რ.ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 ) შვიდი ათას ხუთასი) ლარის გადახდა. მოსარჩელე რ.ხ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 1 წელი და 13 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის #3/8------ გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4 500 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ნ.ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატრა 8 თვე და 27 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის #3/2------ გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 400 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ფ.თ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატრა 8 თვე და 21 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის 3/5------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 3 000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ო.ქ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 5 თვე და 2 დღე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თ------ ფ---–---–---–ი პატიმრობაში არ ყოფილა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო. შესაბამისად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 7 000 (შვიდი ათასი) ლარი კი, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
რაც შეეხება, მატერიალური ზიანის სახით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისთვის დაკისრებულ 1230 ლარს, აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უ---ვს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
აპელანტის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მსჯელობა და მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ თ------ ფ---–---–---–ი 65-ჯერ გამოცხადდა ახალციხეში და 3-ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომებზე არ არის დასტური იმისა, რომ მან ნამდვილად გასწია ტრანსპორტირების ხარჯი 255 ლარის ოდენობით. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ცნობა მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ცნობა არ არის უშუალო დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ თ. ფ---–---–---–მა გასწია ამ ოდენობის მატერიალური ხარჯი. ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის ბს-397-391 (2კ4კს-15) განჩინება, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას თ------ ფ---–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 854 ლარის ანაზღრაურება, რაც ასევე მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ მსჯელობას.
ახალციხის რაიონული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ როდესაც თ. ფ---–---–---–ს უწევდა სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღება, ხდებოდა მისი მოცდენა სახელმწიფო ორგანოების მიერ, შპს "-----ში" დამხმარე მუშად მუშაობისაგან, მაშინ როდესაც მას შეეძლო აღნიშნულ პერიოდში ემუშავა დამხმარე მუშად და მიეღო შესაბამისი დღიური ანაზღაურება, საშუალოდ საერთო ჯამში 854 ლარის ოდენობით. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოსარჩელის მიერ შპს "-----დან წარმოდგენილ ცნობას, თუმცა რეალურად არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია ის ფაქტი, როდის იმართებოდა სასამართლო სხდომები და იყო თუ არა ისინი თანხვედრაში დღეებთან, როდესაც თ. ფ---–---–---–ი დამხმარე მუშად მუშაობდა. ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა, სადაც ყოველთვიურ ხელფასთან ერთად მითითებულია დამხმარე მუშად მუშაობის დღეებსა და მიღებულ შემოსავალზე, თანხვედრაშია 2015 წლის 09 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღესთან.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის შეფასებისათვის თ. ფ---–---–---–ის მიერ გადახდილი 121 ლარის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისათვის დაკისრებას, აპელანტის მითითებით, აღნიშნულიც უსაფუძვლოა და ვინაიდან თ. ფ---–---–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, რაც მან უზრუნველყო ქონებით. შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დაცვა, რაც გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის პროცესით, ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდება.
თ------ ფ---–---–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ის გარემოება რომ თ------ ფ---–---–---–ის მიერ მგზავრობაში დახარჯული თანხის ოდენობა 6000 ლარს შეადგენდა და მიუთითა რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარმოადგინოს მტკიცებულებები. გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები: "ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად".
აპელანტის მითითებით, მოსამართლეს რომ მოეხდინა თ------ ფ---–---–---–ის მიმართ წარმოებული საისხლის სამართლის საქმის გამოთხოვა სრული მოცულობით ნათელი გახდებოდა მოთხოვნის საფძვლიანობა, რადგან საქმეშია საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, სადაც მითითებულია გამოკითხვის დაწყებისა და დასრულების დრო. სასამართლოს სხდომები 66-ჯერ გაიმართა, რომელზეც მართალია მოსამართლემ მიუთითა მაგრამ მის მიერ სასამართლო სხდომის ოქმების გადამოწმება არ მოუხდენია, სადაც ნათლად ირკვევა სხდომის დამთავრების დრო. აპელანტის მითითებით, თითქმის ყველა სხდომა დამთავრდა არასამუშაო დროს რადგან სხდომები გრძელდებოდა მხარეთა შენთანხმებით.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოსამართლემ თ------ ფ---–---–---–ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ნაწილში 1230 (ათას ორას ოცდაათი) ლარით განსაზღვრა, რაც სრულიად შეუსაბამოა, შეუძლებელია განისაზღვროს თითეული პირის მიმართ მიყენებული მორალური ზიანის ოდენობა გონივრულობის ფარგლებში. მოსამართლემ არ გაამახვილა ყურადღება თუ რა განცდა და რა ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა მოსარჩელემ, როდესაც მუდმივად იმის მოლოდინში იყო რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისი დაკავება და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.
აპელანტის მითითებით, თ------ ფ---–---–---–ი მუდმივად იყო დასაქმებული ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში მუშაობდა სოფელ უდის კოლმეურნეობაში არდადეგებზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს და მის შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, გააჩნდა ავტორიტეტი და სწორედ მის განათლებისა და ავტორიტეტის გამო იგი მუშაობდა ა------ის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიაში მთავარ ბუღალტრად და მისი მუშაობის პერიოდში ადამიანს რომელსაც არასოდეს არ ჰქონდა შენიშვნა თუ საყვედური მიღებული და თავის განვლილი ცხოვრების წესით ამაყობდა და ითვლეობდა მისაბაძ ადამიანად, ერთი ხელის მოსმით განადგურდა და ეს გაგრძელდა რამოდენიმე წელი. მოსამართლის მიერ მორალურის ზიანის ოდენობა სწორედაც რომ სრულიად შეუსაბამოა და ერთხელ კიდევ აყენებს მას მორალურ ზიანს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თ------ ფ---–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------ ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო 10000 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ე-–------- ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------ი კ-----------------------------------------------–------------------. წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრით დადგენილია, რომ ე-–------- ფ---–---–---–ი საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 121 ლარი.(იხ.ტ.1. სფ.19-49, 68).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. თ------ ფ---–---–---–ი ასევე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
თ------ ფ---–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №1--------წ. განჩინებით ბრალდებულ თ------ ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა მოეხსნა ე-–------- ფ---–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას -800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს, აუდიტის დასკვნით შეფასებულს 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარად, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------ი კ-----------------------------------------------–------------------, მისამართი ა------ის რაიონი სოფელი უ--- (მ--------------–----) და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს. განემარტა თ------ ფ---–---–---–ს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.(იხ. ტ.1. სფ.19-49).
ახალცხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი.(იხ.ტ.1. სფ.50-66).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 09 თებერვლის განაჩენი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.(იხ.ტ.1. ს.ფ. 63-66).
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, სადავო პეროდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე-7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.
საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნათა პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადგენს პირის უფლებას უკანონო მსჯავრდების/ბრალდების პირობებში დაექვემდებაროს კომპენსირებას.
სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, თავისთავად ის გარემოება, რომ თ------ ფ---–---–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ფორმალურად კანონიერი საპროცესო აქტების საფუძველზე, არ ნიშნავს იმას, რომ სახეზე არ არის პირის მარეაბილიტირებელი გარემოები. რეაბილიტაციის საფუძველს ქმნის არა ცალკეული საპროცესო დოკუმენტი, არამედ მათი ერთობლიობით დამდგარი შედეგი - პირის უკანონო ბრალდების ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა.
სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ბრალის სავალდებულობის თაობაზე და თვლის, რომ წარმოდგენილი პოზიცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსს. მითითებული მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;
თ------ ფ---–---–---–ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით. ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და თვლის, რომ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლის პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც თ------ ფ---–---–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული არ ყოფილა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 7000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისათვის გადაჭარბებულია. სააპელაციო პალატა მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებით ითვალისწინებს ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას და განმარტავს, რომ მორჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენს 3 000 (სამი ათასი) ლარს.
რაც შეეხება თ------ ფ---–---–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და თ------ ფ---–---–---–ის მითითებას მატერიალური ზიანის დაანგარიშების პროცესში სასამართლოს მხრიდან დადგენილი და გამოკვლეული გარემოებების უგულვებელყოფის თაობაზე და თვლის, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ ანალიზს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განსაზღვრულ იქნა თ------ ფ---–---–---–ის მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე დასწრებისათვის გაღებული ტრანპორტირების ხარჯებისა და განაცდური შრომითი ანაზღაურების ოდენობა, ჯამში 1230 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით, კერძოდ, ა------ის ,,ა--------------------------–--------"-ის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ,,უ--------––----" რეისის ღირებულება 2013 წლიდან ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენდა 1.50 ლარს, ხოლო ,,უ---- თბილისის" ღირებულება 10 ლარს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N1/1-----წ. საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ იქნა 65 სასამართლო სხდომა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 3 სასამართლო სხდომა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომებზე დასწრებისათვის გაწეულმა მგზავრობის ხარჯმა შეადგინა - 255 ლარი.
რაც შეეხება იძულებით განაცდურს, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ თანხის დაანგარიშება მომხდარია შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ემყარება ცნობას, დაანგარიშება განხორციელებულია დეტალურად, ყოველი სამუშაო თვისა და გაწეული დღიური სამუაშაოს გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს მატერიალური ზიანის ნაწილში სააპელაციო საჩივრების გაზიარების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 7000 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ქმნის ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და თ------ ფ---–---–---–ის სააპელაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები:
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თ------ ფ---–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდეს მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისათვის მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მოსარჩელე თ------ ფ---–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე