განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002547728
საქმე №1ბ/1499-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: ხათ------------–---–-ს
მსჯავრდებულის: ილ------------–---–-ს
ადვოკატის: მა-------–-----ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ილ------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ი-–--------–---------------–---–------------------------------------------–-------–-–--------------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ----------------------–----------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, ილ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით(2018 წლის 30 აპრილი ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით(2018 წლის 5 მაისის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ,, ილ------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ილ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 11 მაისიდან.
ილ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის (ორი ეპიზოდა),რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ------------ რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით ილ------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ილ------------–---–-, ი------------–---–-------------------------–---–---- ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ---–--–------–--–---–-------------–- მდებარე მ-----–---------- ფერმიდან 2(ორი)ცალ ძროხას, ღირებულს 2848 (ორიათას რვაასორმოცდარვა) ლარად. აღნიშნული ქმედებით მ-----–----------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე ილ------------–---–-, ი------------–---–-----------------------–---–-- წინასწარი შეთანხმებით , ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თბილისში ბ--–--–---–-------------–- მდებარე მ-----–---------- ფერმიდან 4(ოთხი)ცალ ძროხას, ღირებულს 6100 (ექვსი ათას ასი) ლარად. აღნიშნული ქმედებით მ-----–---------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ილ------------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ილ------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დსატურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ნივთისა და პირის ამოცნობის ოქმებით, დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ილ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ვინაიდან მართალია მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, მაგრამ სასჯელის განსზღვრისას მხედველობაშია მისაღები ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ასევე მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის სიმრავლე და ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევია.
პალატას ამ ვითარებაში მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა და მითუმეტეს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება, მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ილ------------–---–ს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი, მინიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელის ზომა, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ილ------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ილ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (2018 წლის 30 აპრილი ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (2018 წლის 5 მაისის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ილ------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ილ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 11 მაისიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ილ------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალა 1 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ბრალდებულ ი------------–---–----- 1 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ბრალდებულ გ---------------–---–----- 1 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ბრალდებულ ილ------------–---–თან, 1 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი