განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1860-1-
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მე------------ა
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. მე------------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანება და დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მე------------ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მე------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანება მოსარჩელე - მე------------ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მე------------ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ, კანონით დადგენილი წესით.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მე------------ას (პ/ნ 6----------; დაბადების თარიღი: 2---------წ.) მიმართ 2015 წლის 27 იანვარს გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA------. მოწმობაში მუდმივ საცხოვრებელ მისამართად დაფიქსირებულ იქნა: აფხაზეთი, სო------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ მისამართად - თბილისი, გ-–--------–------------------------. მე------------ა დევნილად რეგისტრირებული იყო 1996 წლიდან. (ტ.1. ს.ფ. 14, 29-30).
2.2. მე------------ას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზეც შედგა 2014 წლის 6 აგვისტოს დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარში დაფიქსირდა მე------------ას მიერ დაფიქსირებული პასუხები, კერძოდ: მე------------ა დაიბადა 1960 წელს ქ. ს------–-; სწავლობდა ქ. სო-------------–----–ო სკოლაში; დაქორწინდა 1977 წელს ქ. ს------–-; მეუღლესთან განქორწინდა 1982 წელს; მეუღლეს - მიხ---–-–-----–-ას არ აქვს დევნილის სტატუსი; თავად ს------–- არ მუშაობდა. ს------ის დატოვების თარიღი არ ახსოვს. ამჟამად ცხოვრობს შვილებთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, თე-----------------------–-----------–ი. (ტ.1. ს.ფ. 68-71).
2.3. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 27 აპრილის N1-------- წერილით (რეგ. N2------), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ მოქალაქე მე------------ას (დაბ. 2---------წ. პ/ნ6----------) მაცხოვრებლობის ფაქტი 1993 წლამდე ქ. ს------–- მ-----------------ში არ უდასტურდება. (ტ.1. ს.ფ. 72).
2.4. მე------------ასთან მიმართებით დევნილთა საკითხთა დეპარტამენტის მიერ გამოიცა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა, სადაც აღინიშნა, გასაუბრების დროს მე------------ამ აღნიშნა, რომ დაიბადა 1960 წელს ს------–-. დაამთავრა ს------ის N-----–. სკოლა. 1977 წ. დაოჯახდა ქ. ს------–-. მეუღლესთან განქორწინდა 1982 წელს. მეუღლეს - მიხ---–-–-----–-ას არ აქვს დევნილის სტატუსი. დევნილობამდე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქ. ს------–-. შვილები სწავლობდნენ ქ. ს------ის N-----–. სკოლაში. თავად ს------–- არ მუშაობდა. ს------ის დატოვების თარიღი არ ახსოვს. ამჟამად ცხოვრობს შვილებთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, თე-----------------------–-----------–ი. დასკვნაში მიეთითა საქართველოს განათლების სამინისტროს ჩხ------–---ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 01.04.2015წ. წერილზე, რომლის თანახმად მე------------ას შვილები: რი---–-----–-ა 1986წ. ჩაირიცხა ჩხ------–---ს რაიონის სოფ. მე------------ს საშ. სკოლაში, ხოლო რო----–-----–ია 1985 წელს ჩაირიცხა იმავე სკოლაში. დასკვნაში ასევე მიეთითა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებულ N2------- წერილზე, სადაც მითითებულია, რომ მე------------ას 1993 წლამდე არ უდასტურდება ქ. ს------–- ცხოვრების ფაქტი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მე------------ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. (ტ.1. ს.ფ. 66-67).
2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანებით მე------------ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
2.6. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლი და ,,პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებიას და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი. (ტ.1. ს.ფ. 64).
2.7. აფხაზეთის ასსრ ს------ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 1976 წლის 15 სექტემბერს მე------------ას მიმართ გაცემული პასპორტით დასტურდება, რომ მე------------ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აფხაზეთი, ს----------------------------------–-----. (ტ.1. ს.ფ. 1--21).
2.8. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 53-ე, 601-ე, 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-1-, 22-24-ე, 32-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5, 102-ე, 103-ე მუხლები, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, მე-8 მუხლები, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-2, მე-12 მუხლები.
2.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან მას ასეთი ადგილი იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული.
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, ეწევა ყოფით, საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას.
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის N1227-1213 (კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ ,,საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
2.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანებით იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოართვა მე------------ას. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობა გახდა სტატუსის ჩამორთმევის ძირითადი საფუძველი.
2.13. სასამართლოს მითითებით, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მე------------ას მიერ აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ უდასტურდება. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
2.14. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ მე------------ას მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ იქნა ჩატარებული, არ იქნა ჯეროვნად მოპოვებული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები (მათ შორის არ განხორციელდა მოწმეთა დაკითხვა) და გადაწყვეტილება დაეფუძნა ერთის მხრივ მხოლოდ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაცემული არ დასტურდება, ხოლო მეორეს მხრივ გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ ეჭვს, რომ მცირეწლოვანი შვილების დედის საცხოვრებელი ადგილი უპირობოდ იქნებოდა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ. აღნიშნული სახით მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.
2.15. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია წარმოდგენილ მტკიცებულებას კერძოდ, შპს ,,ულ---------ის“ მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ქრონიკულად დაავადებულია ე---–--------. იქვე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი დაავადებიდან გამომდინარე იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეზრუნა შვილებზე და ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდენენ მამასთან ჩხ------–---ში, სადაც ბავშვებზე, ასევე ზრუნავდნენ მოსარჩელის ყოფილი დედამთილი და მამამთილი. თავად მე------------ა კი ცხოვრობდა აფხაზეთში, ს------–- მშობლებთან ერთად და მკურნალობდა.
2.16. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მზ---------ის ჩვენებაზე, რომელიც მოსარჩელესთან ერთად სკოლაში სწავლობდა და ცხოვრობდა ს------–-, მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. მოწმის განმარტებით, მე------------ა მუდმივად ცხოვრობდა ს------–-. გათხოვების შემდეგ იგი ასევე ცხოვრობდა ს------–-. ომის პერიოდში მოსარჩელე შეხვდა მას. ამასთან, მზ---------ი ადასტურებს, რომ მათ ერთ პერიოდში - 1993 წელს დატოვეს ს------ი გემით. კერძოდ, აღნიშნავს, რომ მე------------ამ თავის მშობლებთან ერთად ს------ი დატოვა დიდი გემით, ხოლო თავად სხვა გემით გაემგზავრა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მოსარჩელის ჯამნრთელობის მდგომარეობისა და მისი ოჯახური პრობლემების შესახებ.
2.1-. მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მე------------ა ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ს------–- და მან აღნიშნული ტერიტორია დატოვა საომარი მოქმედებების შედეგად 1993 წელს. ამასთან, სასამართლო იქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შვილების მუდმივი საცხოვრებელი მისამართი ვერ განსაზღვრავს დედის მუდმივ საცხოვრებელ მისამართსაც, ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 27 აპრილის N1-------- წერილს, სასამართლო აღნიშნული სახის დოკუმენტს ვერ დაეყრდნო, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა და ვერ განმარტა, თუ კონკრეტულად რა გარემოებათა საფუძველზე იქნა მითითებული წერილში დაფიქსირებული პოზიცია მე------------ასთან მიმართებით. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მე------------ას აფხაზეთის ასსრ ს------ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაცემულ პასპორტში საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს აფხაზეთი, ს------ი. ამასთან, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არის მითითებული მოსარჩელე 1982 წელს განქორწინდა, მისი ყოფილი მეუღლე კი ცხოვრობდა ჩხ------–---ს რაიონში. შესაბამისად, განქორწინების შემდეგ მით უფრო ჯანმრთელობის პრობლემების პირობებში, ლოგიკურია, რომ მოსარჩელე არ იცხოვრებდა ყოფილ მეუღლესთან ჩხ------–---ში, არამედ დაბრუნდებოდა საკუთარ მშობლებთან, ს------–-; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიც აღნიშნულზე მიუთითებს.
2.18. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების განხილვისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აფხაზეთი, ქ. ს------ი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მე------------ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ მე------------ა დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან. მის ფაქტიურ და იურიდიულ საცხოვრებელ მისამართად დევნილობამდე პერიოდში, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად, დაფიქსირებული იყო სო-------------------------------.
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის N307 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომისიას დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის მიზნით. მოსარჩელის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის დროს, უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიერ ეჭვი იქნა შეტანილი მისთვის მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის კანონიერებაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხის ხელახალი განხილვის თაობაზე. მე------------ას საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ის 1990-იანი წლის მოვლენებამდე ფაქტიურად არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირს და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ დაუტოვებია იძულებით, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე (პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო). მე------------ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გამოიცა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანება.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის საკითხის გარკვევის მიზნით სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. მე------------ას, „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის 20-ე პუნქტის და მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N826 ბრძანების შესაბამისად, ჩაუტარდა გასაუბრება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. გასაუბრების დროს, მე------------ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ის დაიბადა 1960 წელს ს------–-, დაამთავრა ს------ის N-----–უალო სკოლა, 1977 წელს დაოჯახდა ქ. ს------–-. მისი განმარტებით განქორწინდა 1982 წელს, მეუღლეს - მიხ---–-–-----–-ას არ აქვს დევნილის სტატუსი. აღნიშნავს, რომ დევნილობამდე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქ. ს------–-, შვილები სწავლობდნენ ქ. ს------ის N-----–უალო სკოლაში. თავად ს------–- არ უმუშავია, არ ახსოვს ს------ის დატოვების თარიღი.
3.4. სამინისტროს მიერ საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ჩხ------–---ს საგანმანათლებლო რესუსრცენტრიდან, რომლის 2015 წლის 1 აპრილის წერილის თანახმად მე------------ას შვილები - რი---–-----–-ა და რო----–-----–ია ჩაირიცხნენ 1986 და 1985 წელს ჩხ------–---ს რაიონის სოფელი მ------------- საშუალო სკოლაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად (N2------- წერილი) არ დასტურდება მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი მის: ქ. სო-------------------------------, 1990-იანი წლების მოვლენებამდე.
3.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „რეგისტრაციის დროს, თუ არსებოს საფუძვლიანი ეჭვი, დეპარტამენტის ან/და სარეგისტრაციო კომისიის მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანი გადამოწმება.“ მოცემული სამართლებრივი ნორმის თანახმად სამინიტროს ჰქონდა უფლებამოსილება რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე შეეტანა ეჭვი მე------------ასათვის მინიჭებული დევნილის სტატუსის კანონიერებაში და გადაემოწმებინა სტატუსის მინიჭების საფუძვლები. შესაბამისად სამინისტროს ქმედება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის გადამოწმების თაობაზე აპელანტს კანონიერად მიაჩნია.
3.6. სააპელაციო საჩივრის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებლ პირად დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო საფრთხე შეექმნა მისი ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.“ აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმასთან, რომლის თანახმად იმპერატრიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც მე------------ას შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისივე მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორია და თავისთავად ის არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინა იგი.
3.7. აპელანტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებისა და იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე მითითებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
4. სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
5.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მე------------ას (პ/ნ 6----------; დაბადების თარიღი: 2---------წ.) მიმართ 2015 წლის 27 იანვარს გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა NA------. მოწმობაში მუდმივ საცხოვრებელ მისამართად დაფიქსირებულ იქნა: აფხაზეთი, სო------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ მისამართად - თბილისი, გ-–--------–------------------------- მე------------ა დევნილად რეგისტრირებული იყო 1996 წლიდან. (ტ.1. ს.ფ. 14, 29-30).
5.2. მე------------ას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზეც შედგა 2014 წლის 6 აგვისტოს დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარში დაფიქსირდა მე------------ას პასუხები, კერძოდ, მე------------ა დაიბადა 1960 წელს ქ. ს------–-, სწავლობდა ქ. სო-------------–----–ო სკოლაში, დაქორწინდა 1977 წელს ქ. ს------–-, მეუღლესთან განქორწინდა 1982 წელს, მეუღლეს - მიხ---–-–-----–-ას არ აქვს დევნილის სტატუსი; თავად ს------–- არ მუშაობდა. ს------ის დატოვების თარიღი არ ახსოვს. ამჟამად ცხოვრობს შვილებთან ერთად მისამართზე, ქ. თბილისი, თე-----------------------–-----------–ი. (ტ.1. ს.ფ. 68-71).
5.3. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 27 აპრილის N1-------- წერილით (რეგ. N2------), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ მოქალაქე მე------------ას (დაბ. 2---------წ. პ/ნ 6----------) მაცხოვრებლობის ფაქტი 1993 წლამდე ქ. ს------–-, მ-----------------ში არ უდასტურდება. (ტ.1. ს.ფ. 72).
5.4. მე------------ასთან მიმართებით დევნილთა საკითხთა დეპარტამენტის მიერ გამოიცა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა, სადაც აღინიშნა, გასაუბრების დროს მე------------ამ აღნიშნა, რომ დაიბადა 1960 წელს ს------–-. დაამთავრა ს------ის N-----–. სკოლა. 1977 წ. დაოჯახდა ქ. ს------–-. მეუღლესთან განქორწინდა 1982 წელს. მეუღლეს - მიხ---–-–-----–-ას არ აქვს დევნილის სტატუსი. დევნილობამდე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქ. ს------–-. შვილები სწავლობდნენ ქ. ს------ის N-----–. სკოლაში. თავად ს------–- არ მუშაობდა. ს------ის დატოვების თარიღი არ ახსოვს. ამჟამად ცხოვრობს შვილებთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, თე-----------------------–-----------–ი. დასკვნაში მიეთითა საქართველოს განათლების სამინისტროს ჩხ------–---ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 01.04.2015წ. წერილზე, რომლის თანახმად მე------------ას შვილები: რი---–-----–-ა 1986წ. ჩაირიცხა ჩხ------–---ს რაიონის სოფ. მე------------ს საშ. სკოლაში, ხოლო რო----–-----–ია 1985 წელს ჩაირიცხა იმავე სკოლაში. დასკვნაში ასევე მიეთითა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებულ N2------- წერილზე, სადაც მითითებულია, რომ მე------------ას 1993 წლამდე არ უდასტურდება ქ. ს------–- ცხოვრების ფაქტი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მე------------ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. (ტ.1. ს.ფ. 66-67).
5.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანებით მე------------ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი (ს.ფ. 27).
5.6. აფხაზეთის ასსრ ს------ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 1976 წლის 15 სექტემბერს მე------------ას მიმართ გაცემული პასპორტით დასტურდება, რომ მე------------ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აფხაზეთი, ს----------------------------------–-----. (ტ.1. ს.ფ. 1--21).
5.7. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან მას ასეთი ადგილი იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული.
5.8. სააპელაციო პალატა ეთანხმება ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის მითითებას იმის შესახებ, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, ეწევა ყოფით, საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას.
5.9. სააპელაციო პალატა თვლის, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მე------------ას მიერ აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ უდასტურდება. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
5.10. სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე კერძოდ, შპს ,,ულ---------ის“ მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ქრონიკულად დაავადებულია ე---–--------. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი დაავადებიდან გამომდინარე იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეზრუნა შვილებზე და ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდენენ მამასთან ჩხ------–---ში, სადაც ბავშვებზე ზრუნავდა მოსარჩელის ყოფილი დედამთილი და მამამთილი; თავად მე------------ა კი ცხოვრობდა აფხაზეთში, ს------–- მშობლებთან ერთად და მკურნალობდა.
5.11. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მზ---------ის ჩვენებაზე, რომელიც მოსარჩელესთან ერთად სკოლაში სწავლობდა და ცხოვრობდა ს------–-, მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. მოწმის განმარტებით, მე------------ა მუდმივად ცხოვრობდა ს------–-. გათხოვების შემდეგ იგი ასევე ცხოვრობდა ს------–-. ომის პერიოდში მოსარჩელე შეხვდა მას. ამასთან, მზ---------ი ადასტურებს, რომ მათ ერთ პერიოდში - 1993 წელს დატოვეს ს------ი გემით. კერძოდ, აღნიშნავს, რომ მე------------ამ თავის მშობლებთან ერთად ს------ი დატოვა დიდი გემით, ხოლო თავად სხვა გემით გაემგზავრა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მოსარჩელის ჯამნრთელობის მდგომარეობისა და მისი ოჯახური პრობლემების შესახებ.
5.12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და ასევე სწორად მიიჩნია, რომ მე------------ას მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ იქნა ჩატარებული, არ იქნა ჯეროვნად მოპოვებული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები (მათ შორის არ განხორციელდა მოწმეთა დაკითხვა) და გადაწყვეტილება დაეფუძნა ერთის მხრივ მხოლოდ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაცემული არ დასტურდება, ხოლო მეორეს მხრივ გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ ეჭვს, რომ მცირეწლოვანი შვილების დედის საცხოვრებელი ადგილი უპირობოდ იქნებოდა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ. აღნიშნული სახით მიღებული გადაწყვეტილება კი სასამართლომ მართებულად მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ.
6.1. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთირთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
6.2. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა- შეფასების შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ცნო ბათილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის N1--- ბრძანება, შესაბამისად სწორად დაევალა ადმინისტრადციულ ორგანოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ----- ქ------სთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე.
6.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე