განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100119002798690
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100119002798690

საქმე N1b/547-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან–--–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–------------------------–--- მიმართ, დაბადებული 1-----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------–----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით, ალ----------–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 6 დეკემბრიდან - 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი)ლარის ოდენობით.

ალ----------–-ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 15:40 საათზე, თბილისში, თ------------------–-- ქუჩის N--ში, სავაჭრო ცენტრ „---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ალ----------–-ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხა---------------–-–---–-ს ქურთუკის გარეთა ჯიბიდან დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, შალითასთან ერთად, რითაც დაზარალებულ ხა--------------–-–---–ს მიადგა 140 (ასორმოცი) ლარის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან–--–--------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ალ----------–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთიობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ხა--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ა-–-----------–-------–---–-----–-------------- გამოკითხვის ოქმებით; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ალ----------–-ას განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან–--–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ალ----------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 6 დეკემბრიდან - 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი)ლარის ოდენობით.

4. მხედველობაშიიქნეს მიღებული, რომ ალ----------–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. ნივთმტკიცებები:

- ალ------------–-ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: თეთრი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, შალითით და ორი სიმ-ბარათით; „აიფონ 4“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათით, ასევე შავი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული სამგზავრო ბარათით და ალ----------–-ას სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის დ---------------------- სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.

7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი