განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002788479
საქმე №1ბ/536-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ვ---–---------------- (პასპორტის ნომერი: №F-------), დაბადებული 1----–-–------------, უკრაინის მოქალაქე, რეგისტრირებული: უკრაინა, ი----------------------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: ჯარიმა (საბოლოოდ) 1000 ლარი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ-------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
უკრაინის მოქალაქე ვ---–----------------, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2018 წლის 3 დეკემბერს, მივიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს მიმდებარედ გამავალ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან და შეეცადა მის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც შეჩერებული იქნა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ---–----------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ, გარდა ბრალდებულ ვ---–----------------ს აღიარებისა, მის მიერ წარდგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია: რ-------–-–-----–---–ის და ბ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვ---–----------------ს საზღვრის კვეთის მონაცემებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ---–----------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ---–----------------მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ---–----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ვ---–----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნის თაობაზე, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საპელაციო სასამართლოში, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების განხორციელებას და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შავი ფერის, პატარა ზომის ჩანთა, სადაც მოთავსებულია მისი პირადი ნივთები: სათვალეები, წვრილმანი ნივთები, ერთი ცალი SAMSUNG-ის ფირმის მაჯის საათი, ვ---–----------------ს სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პირადობის მოწმობა და სამედიცინო დაზღვევა, მართვის მოწმობა ნომერი B--------, ვ---–----------------ს სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტი №F------- პ/ნ 19------------, შავი ფერის საფულე წარწერით denleilu, სადაც მოთავსებულია ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი და სავიზიტო ბარათი, თეთრი ფერის LG-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 35379205660897400 N35379205660898200, მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ ბარათით დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი ვ---–----------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ---–---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქაერთველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შავი ფერის, პატარა ზომის ჩანთა, სადაც მოთავსებულია მისი პირადი ნივთები: სათვალეები, წვრილმანი ნივთები, ერთი ცალი SAMSUNG-ის ფირმის მაჯის საათი, ვ---–----------------ს სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პირადობის მოწმობა და სამედიცინო დაზღვევა, მართვის მოწმობა ნომერი B--------, ვ---–----------------ს სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტი №F------- პ/ნ 19------------, შავი ფერის საფულე წარწერით denleilu, სადაც მოთავსებულია ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი და სავიზიტო ბარათი, თეთრი ფერის LG-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 35379205660897400 N35379205660898200, მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ ბარათით, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია თეთრაული