განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
110310018002427935
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნაგებობის დემონტაჟი
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110310018002427935

საქმე N3/ბ-525-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ-----------------ე

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ზ-----------------ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 05 მაისს ზ-----------------ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N 4----- ბრძანების, უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ, ბათილად ცნობა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის ზაფხულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–---–-) მოსარჩელემ აღადგინა ათეული წლის განმავლობაში არსებული ძველი ღობე და ახალი ეკლიანი მავთულით შემოღობა მიწის ნაკვეთები. ღობის აღდგენაში მონაწილეობდა სოფლის თითქმის ყველა შრომისუნარიანი მცხოვრები. არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც მეზობლების მხრიდან რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა, რადგან აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს 1921 წლიდან ფლობდა მისი ოჯახი. 1987 წელში კოლმეურნეობის თანხმობით მისი მშობლების მიერ შემოიღობა ეს მიწის ნაკვეთები. შემოღობილია 05 ჰა, რომელშიც მოექცა მისი კუთვნილი სამი ნაკვეთი, მისი ძმების კუთვნილი ხუთი ნაკვეთი და სახელმწიფოს კუთვნილი ორი ნაკვეთი. 2017 წლის ნოემბერში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან მიიღო წერილი, რომ მოეხდინა უნებართვოდ აგებული ღობის დემონტაჟი. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე 2017 წლის 20 დეკემბერს დააჯარიმეს 200 ლარით. ჯარიმა მის მიერ გადახდილი იქნა მითითებულ ვადაში. ამით დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება. 2018 წლის 24 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანება ამ ღობის დემონტაჟის შესახებ. ბრძანება უკანონოა, ვინაიდან იგივე დარღვევაზე სხვა აქტის გამოცემის უფლება აღარ ჰქონდა, რითაც დარღვეული იქნა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N4----- ბრძანება ზ-----------------ის (პ/ნ 2----------) მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–---–-) გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–----) კ------------ის უბანში მოპასუხემ შესაბამისი სამსახურებიდან თანხმობის გარეშე შემოღობა მიწის ნაკვეთები ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------, ს/კ 3-------------; ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------. შემოღობვა განახორციელა 1.70 მეტრამდე სიმაღლის ბოძებზე გავლებული ეკლიანი მავთულით.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელე ზ-----------------ეს მიეცა მითითება, რომ მის მიერ ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-------------, ს/კ 3------------ და ს/კ 3----------- მიწის ნაკვეთების შემოღობვა საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და 66-ე მუხლის თანახმად, როგორც პირველი კლასის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან და 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა ღობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №4------ ბრძანებით ზ-----------------ე დაჯარიმდა 200 ლარით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე.

 

ზ-----------------ის მიერ გადახდილი იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №4------ ბრძანებით მასზე დაკისრებული ჯარიმა.

 

2018 წლის 23 თებერვალს კვლავ მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- ზ-----------------ის მიერ შემოღობილი მიწის ნაკვეთების დათვალიერება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ალექსანდრე რობაქიძის მოხსენებითი ბარათით მოთხოვნილ იქნა ღობის დემონტაჟის ბრძანების გაცემა.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 24 აპრილს მიღებული იქნა N 4----- ბრძანება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–----) მდებარე მიწის ნაკვეთებზე ს/კ 3-----------, ს/კ 3--------. 003, ს/კ 3------------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3----------- მოსარჩელის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასს განეკუთვნება – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;

 

ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობებს განეკუთვნება გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, რომლის მონტაჟი მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, მაგრამ ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე პუნქტის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთების შესაბამისი თანხმობის გარეშე შემოღობვა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას და მიეკუთვნება საამშენებლო სამართალდარღვევას.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთებზე გავლებული ღობე განეკუთვნება პირველი კლასის მშენებლობას და მის მიერ შემოღობვა განხორციელდა აღნიშნული სამართლებრივი ნორმების დარღვევით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით 2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტებით დადგენილია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსარჩელე ზ-----------------ეს მიეცა მითითება, რომ მოეხდინა უკანონოდ გამართული ღობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.

 

ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ განხორციელდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე და 43-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ, რითაც მოპასუხის მიერ დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2018 წლის 24 აპრილის №4----- ბრძანების გამოცემის დროს დარღვეულია დასახელებულ ნორმათა საფუძველზე დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გადაცემით, სადაც გაწერილია თუ რა სახის მოქმედებები უნდა შესრულოს სამართალდამრღვევმა და განსაზღვრულია ამ მითითებების შესრულების დრო. მითითებაში განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდგომ დამრღვევს ამოწმებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და შემოწმების აქტში ასახავს ობიექტის ფაქტობრივ მდგომარეობას მითითების პირობებთან მიმართებით (25-ე მუხლის მე-5 ნაწ.), რამდენად შეასრულა დამრღვევმა მითითება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტების შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე მიღებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება. 2017 წლის 20 დეკემბრის N4------ ბრძანებით სახდელის დადების, დაჯარიმების შესახებ. მის შემდეგ კი ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.

 

2018 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ალექსანდრე რობაქიძე მოხსენებითი ბარათით ითხოვს მოსარჩელის მიერ შესაბამისი თანხმობის გარეშე გავლებული ღობის დემონტაჟს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემულია სადავო ბრძანება ისე, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მოსარჩელისათვის არ უცნობებია და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შესაბამისი მითითება არ გაუცია, რაც საფუძველი იქნებოდა ახალი სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულის შესახებ არც უცნობებიათ მოსარჩელისათვის. მოპასუხის პოზიცია, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ დასრულებულა მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ 2017 წლის 20 დეკემბრის ბრძანების გამოცემით და იგი გრძელდებოდა, არ შეესაბამება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ კანონის მოთხოვნებს.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება.

 

2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტებით მოსარჩელეს ეცნობა რომ მის მიერ უნებართვოდ იყო შემოღობილ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- მდებარე ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-------------, ს/კ 3------------ და ს/კ 3----------- მიწის ნაკვეთები ავალებდნენ მოეხდინა მისი დემონტაჟი. მითითების შეუსრულებლობის გამო კი 2017 წლის 20 დეკემბერს მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 24 აპრილის N 4----- ბრძანება კი ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–----) მდებარე შემდეგ მიწის ნაკვეთებზე ს/კ 3-----------, ს/კ 3--------. 003, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------, ს/კ 3----------- და ს/კ 3----------- მოსარჩელის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟს, ანუ სხვა მიწის ნაკვეთებზე გავლებული ღობის დემონტაჟს. შესაბამისად სავალდებულო იყო ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლო ზ-----------------ის სარჩელი საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ზ-----------------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, "პირველი კლასის შენობა -ნაგებობები არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას", 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/ დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ აცნობოს მშენებლობის გამცემ ორგანოს. მე-9 ნაწილი კი განმარტავს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე ზ-----------------ეს მშენებლობა უნდა ეწარმოებინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და წინასწარ უნდა მოეთხოვა შეთანხმება შემდგომში გასახორციელებელ მშენებლობაზე, რაც შეეხება ამ წესის დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობას, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას და მიეკუთნება სამართალდარღვევას, რაც კანონით დადგენილი წესით უნდა გამოსწორდეს. გამოსწორება კი გულისხმობს, როგორც დაჯარიმებას, ისე უკანონოდ ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟს.

 

აპელანტის განმარტებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის კომპეტენციას განეკუთნება სამშენებლო საქმიანობის სფეროში დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციისან/ დადემონტაჟის წარმოება. რაც განხორციელდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–----) მოქალაქე ზ-----------------ის მიერ უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის (ღობის) დემონტაჟის განხორციელების მოთხოვნის ნაწილში. მოქალაქე ზ-----------------ის გავლებული ღობე განეკუთება პირველი კლასის მშენებლობას და მის მიერ შემოღობვა განხორციელდა არსებული სამართლებრივი ნორმების დარღვევით. 2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოქალაქე ზ-----------------ეს მიეცა მითითება მოეხდინა უკანონოდ გამართული ღობის დემონტაჟი. ზ-----------------ის მიერ არ განხორციელდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. აქედან გამომდინარე "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე და 43-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 20 დეკემბერს მოქალაქე ზ-----------------ის დაჯარიმებისა და ღობის დემონტაჟის შესახებ, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

აპელანტის განმარტებით, "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ზედამხედველობის ორგანომ შეამოწმა დამრღვევი, რაზეც შეადგინა შემოწმების აქტი, შემოწმების აქტში აისახა მითითების არ შესრულება. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევის საფუძველზე გამოსცა ბრძანება დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. ამდენად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N4----- ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

12.10.2017 წ. გუგული კობახიძემ განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონის გამგეობას, სადაც აღნიშნა, რომ ზურა კირკიტაძემ უკანონოდ შეღობა როგორც შიდა სასოფლო - სამეურნეო გზები ასევე ტყეები, ამდენად ეს უკანასკნელი (გუგული კობახიძე) ვერ სარგებლობს საძოვრით. შეღობილი აქვს ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებიც. მოითხოვა უკანონოდ დამონტაჟებული ღობის მოხსნა-დემონტაჟი (ს.ფ. 92).

 

02.11.2017 წლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ თენგიზ კირკიტაძემ სოფელ თ----–-, კ------------ის უბანში უკანონოდ მოახდინა მიწის ნაკვეთების, რომელთა საკადასტრო კოდებია 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3---------..(ტექსტში არ იკითხება) შემოღობა 1.70 მ. ხის ბოძებით, რომელზეც გაავლო 4 რიგად ეკლიანი მავრთული. აღნიშნული მშენებლობა საჭიროებდა შეთანხმებას შესაბამის სამსახურებთან... (ს.ფ. 97).

 

თერჯოლის რაიონის სოფელ თუზის (ჯ---–----ს) მცხოვრებთა (სულ 69) განცხადებით ირკვევა, რომ ღობის მშენებლობაში მონაწილეობას ღებულობდა მთელი სოფელი და ამ პერიოდში რაიმე პრეტენზია ღობის შესახებ არავის გამოუთქვამს. შემოღობვის დამთავრებიდან ორ თვეში, ოქტომბრის თვეში ერთ-ერთმა მეზობელმა საჩივრით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, რომ თითქოსდა ზემოაღნიშნული ღობით ეზღუდებოდა საძოვარზე შესვლა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საჩივრის ავტორის როგორც საძივარი, ისე მიწის ნაკვეთები სხვა მხარეს არის და მისასვლელი გზა არასდროს გადიოდა შემოღობილ ნაკვეთზე, ამასთან ტერიტორია რომელიც შემოკავებულია ათეული წლებია არის კ------------ის ოჯახის მფლობელობაში და მასზე გატარებულ ღობეზე რაიმე პრეტენზია არ აქვთ, ხოლო ამ ღობეში მოქცეული ნაკვეთის ნაწილი, რომელიც დაურეგისტრირებელია თანახმა არიან მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიამ დაუკანონოს ზურაბ და თენგიზ კ------------ს ... (ს.ფ. 73-74).

 

09.11.2017 წელს შედგა მითითების აქტი, რომლის საფუძველზე ზ-----------------ეს მიეცა მითითება წერილის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში მოეხდინა უკანონოდ გამართული ღობის დემონტაჟი, მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, და 3----------- წინააღმდეგ შემთხვევაში ზ-----------------ის მიმართ გატარებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანცია (ს.ფ. 98).

 

30.11.2017წ. მითითების აქტით, ზ-----------------ეს მიეცა მითითება წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოედგინა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია 3-----------, 3-----------, 3----------- და 3-----------, სამშენებლო დოკუმენტაცია ან მოეხდინა თვითნებურად გამართული ღობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში ზ-----------------ის მიმართ გატარებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანცია (ს.ფ. 102).

 

18.12.2017 წ. შემოწმების აქტით, სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ, ირკვევა, რომ ზ-----------------ის მიერ არ იქნა შესრულებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითებები (ს.ფ. 103), რის გამოც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №4------ ბრძანებით ზ-----------------ე დაჯარიმდა 200 ლარით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 106-107).

 

23.02.2018 წ. დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მიერ დათვალიერებულ იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზსში (ჯ---–----) მიწის ნაკვეთები, საკადასტო კოდებით - 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, რომლებზეც ზ-----------------ემ უნებართვოდ მოახდინა 1.65 სმ სიმაღლის ხის ბოძებზე 7 რიგად მოვთულხლართის ღობის გავლება (ს.ფ. 110),თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ალექსანდრე რობაქიძის 12.03.2018 წლის N307-45 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3----------- საკადასტრო კოდებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ზ-----------------ემ უკანონოდ მოახდინა შემოღობვა. სამშენებლო სამართალდარღვევა დაფიქსირდა დათვალიერების ოქმით. ზ-----------------ეს გაეგზავნა წერილი და მითითების აქტი და მიეცა ვადა წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან მოეხდინა თვითნებურად გავლებული ღობის დემონტაჟი. მითითების აქტში მიცემულ ვადაში მითითება არ შესრულდა, რის გამოც ხელმეორედ დათვალიერებულ იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და ზ-----------------ეს გადაეგზავნა შემოწმების აქტი და დაჯარიმების ბრძანება. ზ-----------------ემ ჯარიმა გადაიხადა, ხოლო უკანონოდ გავლებული ღობის დემონტაჟი არ მოახდინა, ამდენად ითხოვა დემონტაჟის ბრძანების მომზადება ... (ს.ფ. 114-115).

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 24 აპრილს მიღებული იქნა N 4----- ბრძანება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–----) მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საკადასტო კოდებია - 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3-----------, 3----------- მოსარჩელის ზ-----------------ის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ (ს.ფ. 15-16).

 

საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. სარჩელით სადავო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N4----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ამოწმებს მის შესაბამისობას სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებთან.

 

”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობებს განეკუთვნება გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, რომლის მონტაჟი მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, მაგრამ ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე პუნქტის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

ამდენად ზ-----------------ის მიერ მიწის ნაკვეთების შესაბამისი თანხმობის გარეშე შემოღობვა წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას და მიეკუთვნება საამშენებლო სამართალდარღვევას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის განხილვა-შეფასების პროცესში სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებთან ერთად, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგლამენტირებული ზოგადი პრინციპებით. მითითებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. იმავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

 

დადგენილია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ზ-----------------ეს მიეცა მითითება, რომ მოეხდინა უკანონოდ გამართული ღობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ განხორციელდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე და 43-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2017 წლის 20 დეკემბერს მიღებული იქნა N4------ გადაწყვეტილება ზ-----------------ის დაჯარიმების შესახებ, რითაც მოპასუხის მიერ დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

 

ამდენად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის №4----- ბრძანებით დარღვეულია დასახელებულ ნორმათა საფუძველზე დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გადაცემით, სადაც გაწერილია თუ რა სახის მოქმედებები უნდა შეასრულოს სამართალდამრღვევმა და განსაზღვრულია ამ მითითებების შესრულების დრო. მითითებაში განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდგომ დამრღვევს ამოწმებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და შემოწმების აქტში ასახავს ობიექტის ფაქტობრივ მდგომარეობას მითითების პირობებთან მიმართებით (25-ე მუხლის მე-5 ნაწ.), რამდენად შეასრულა დამრღვევმა მითითება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება.

 

2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტებით მოსარჩელეს ეცნობა რომ მის მიერ უნებართვოდ იყო შემოღობილ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- მდებარე ს/კ 3-----------; ს/კ 3-----------, ს/კ 3-------------; ს/კ 3------------; ს/კ 3-----------. მიწის ნაკვეთები ავალებდნენ მოეხდინა მისი დემონტაჟი. მითითების შეუსრულებლობის გამო კი 2017 წლის 20 დეკემბერს მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 24 აპრილის N 4----- ბრძანება კი ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–- (ჯ---–----) მდებარე შემდეგ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საკადასტრო კოდებია - 3-----------, 3-----------, 3--------.004, 3-----------, 3----------- , 3-----------, 3-----------, 3----------- და 3----------- მოსარჩელის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟს, ანუ სხვა მიწის ნაკვეთებზე გავლებული ღობის დემონტაჟს. შესაბამისად სავალდებულო იყო ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მასი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი