განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210018002529945
საქმე №2/ბ-1329-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - შ------– ბ-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–--ს ბანკი“
წარმომადგენელი - გ------- ც------
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 05 ივლისს სს ,,ს----------–--ს ბანკი“-ს წარმომადგენელმა (მოსარჩელე, შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შ------– ბ-----–--ის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი მხარე) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, ს.ფ. 1-17).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 15 სექტემბერს მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა №6578788 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ------– ბ-----–--ეზე გაიცა საკრედიტო ბარათი NEW EXPRESS DEBIT CREDIT CARD-ი (სესხი №3548081). ბარათის ლიმიტი მისი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 3000.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა იყო განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00% დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველი დღის ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
1.2.ს.ს. ,,ს----------–--ს ბანკი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, შ------– ბ-----–--ეზე გაიცა კრედიტი. მოპასუხეს სესხზე ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
1.3.კრედიტით სარგებლობის პერიოდში შ------– ბ-----–--ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და სესხზე განხორციელებული დაფარვები. ბოლო გადახდა განხორციელებული იქნა 2016 წლის 17 მაისს. შესაბამისად, საკრედიტო ბარათი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის ივნისის თვიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
1.4. 2018 წლის 04 ივლისის მდგომარეობით შ------– ბ-----–--ის დავალიანება ს.ს. ,,ს----------–--ს ბანკი“-ს მიმართ შეადგენს 5453.73 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3118.88 ლარი, სარგებელი - 1325.77 ლარი, პირგასამტეხლო - 1009.08 ლარი.
1.5. მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა სესხზე, არსებული დავალიანება სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღემდე არ დაფარულა.
2. მოპასუხე შ------– ბ-----–--ის პოზიცია
2.1. მოპასუხე შ------– ბ-----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით (იხ. ს.ფ. 52-60), რაც შემდგომში დააზუსტა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ - მხოლოდ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში.
2.2. მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რადგან იგი 2015 და 2017 წლებში კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას. ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი მის მიმართ უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის თანხისა და სხვა ხარჯების დაკისრების თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. შ------– ბ-----–--ეს სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5068 (ხუთი ათას სამოცდარვა ლარი და 43 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 3118.88 ლარი არის ძირი თანხა, 1325.77 ლარი - სარგებელი, 311.89 ლარი - მიუღებელი შემოსავალი და 311.89 -პირგასამტეხლო), დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. სს ,,ს----------–--ს ბანკს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 93.57 (ოთხმოცდაცამეტი ლარი და 57 თეთრი)ლარი;
3. შ------– ბ-----–--ეს სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის- 58.48 (ორმოცდათვრამეტი ლარი და 48 თეთრი) ლარისა და გამარტივებული წარმოების ხარჯის -100 (ასი) ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2015 წლის 15 სექტემბერს ს.ს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და შ------– ბ-----–--ეს შორის გაფორმდა №657888 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ------– ბ-----–--ეზე გაიცა საკრედიტო ბარათი NEW EXPRESS DEBIT CREDIT CARD-ი (სესხი № 3548081). ბარათის ლიმიტი მისი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 3000.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა იყო განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.„1
2.2.1. სასამართლომ აპელირება გააკეთა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით და ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
2.2.2. სს „ს----------–--ს ბანკსა“ და შ------– ბ-----–--ეს შორის 2015 წლის 15 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულება №657888, რომლის საფუძველზეც მსესხებელ შ------– ბ-----–--ეზე გაიცა საკრედიტო ბარათი NEW EXPRESS DEBIT CREDIT CARD-ი (სესხი № 3548081), რომლის ლიმიტი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 3000.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა - განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00 % დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
2.2.3. სასამართლომ განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
2.2.4. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა გადაუხდელი პროცენტის/სარგებლის - 1325.77 ლარის ოდენობით დარიცხვის თაობაზე საფუძვლიანი იყო.
2.2.5. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 411-412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი).
2.2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ ს----------–--ს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 2015-2016 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული, წლიური დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
2.2.7. სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წერილობით იქნა შეთანხმებული და განსაზღვრული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
2.2.8. ამდენად, სასამართლომ გონივრულ ოდენობამდე შეამცირა და პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ 311.89 ლარის ანაზღაურება, ანუ ერთი წლის გადასახდელი ძირი თანხის - 3118.88 ლარის წლიური 10 პროცენტი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, იგი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
3.2. მიუხედავად იმისა, რომ მან სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში, ამის მიუხედავად მაინც დააკისრეს სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდაც. იგი არ ეთანხმება ამ ნაწილში გადაწყვეტილებას, რადგან კეთილსინდისიერად იხდიდა პროცენტს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.3 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო საჩივართან მიმართებით დამატებით განმარტავს:
4.1.1. პალატა მიუთითებს, რომ აპელანტი შ------– ბ-----–--ე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, მისთვის პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა.
4.1.2. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
4.1.3. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
4.1.4. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
4.1.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს ს.ს. ,,ს----------–--ს ბანკსა“ და შ------– ბ-----–--ეს შორის გაფორმდა №657888 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ------– ბ-----–--ეზე გაიცა საკრედიტო ბარათი NEW EXPRESS DEBIT CREDIT CARD-ი (სესხი №3548081). ბარათის ლიმიტი მისი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 3000.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა იყო განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველი დღის ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
4.1.6. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ასეთად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის თხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
4.1.7. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სესხისათვის, შესაბამისად, სესხის გარეშე პროცენტი არ არსებობს და მოვალეს მისი გადახდა მხოლოდ სესხით სარგებლობისას ეკისრება.
4.1.8. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
4.1.9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა როგორც პროცენტის გადახდას, ისე პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევისათვის.
4.1.10. დადგენილია, რომ მოვალემ სესხზე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 17 მაისს, შესაბამისად საკრედიტო ბარათი ვადა-გადაცილებაშია 2017 წლის ივნისის თვიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
4.1.11. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
4.1.12. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 15 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება დადებული იყო ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 319-327-ე, 623-ე, 867-ე, 873-ე მუხლების შესაბამისად, მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე და სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულება პროცენტს ითვალისწინებდა. მოპასუხეს დაეკისრა ის საპროცენტო განაკვეთი, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა. მოსარჩელე არის საკრედიტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ვალდებულება დარღვეულია მოპასუხის მიერ, ხოლო პროცენტი გათვალისწინებული იყო წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებით. არც პროცენტის ოდენობაა კაბალური, ამდენად აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.1.13. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით 311.89 ლარის ოდენობით ანაზღაურება, შემდეგი გარემოებების გამო:
4.1.14. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო.
4.1.15. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
4.1.16. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
4.1.17. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა;
4.1.18. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა, ხოლო მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
4.1.19. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე იქნა შემცირებული. ამდენად, მოპასუხე შ------– ბ-----–--ეს გადასახდელად სწორად განესაზღვრა პირგასამტეხლო 311 ლარი და 89 თეთრი, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
4.1.20. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მითითებას, რომ მას აღნიშნული თანხები გადახდილი აქვს, რადგან, გარდა ახსნა-განმარტებისა, ამ გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს მისი განმარტების გაზიარების შესაძლებლობას.
4.1.21. შესაბამისად, ვინაიდან, პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ასევე კანონიერად მიიჩნია მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის და გამარტივებული წარმოების ხარჯის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ბუნებრივია, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა გაწეული ხარჯის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
4.1.22. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად ეს გარემოება გამორიცხავს შ------– ბ-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
4.1.23. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1.24. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არსებითად სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5.შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6.საპროცესო ხარჯები
6.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.2. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, არ არსებობს ს----------–--სსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის მხარეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მათ შორის განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ------– ბ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა კალანდაძე