განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100118002424237
ინსტანცია
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002424237

საქმე #1ბ/1----18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ნ--- გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----- მ---------–---–ის

მსჯავრდებულის: ს---- ს---ს

ადვოკატის: ნ------- ი-–------ის

თარჯიმანების: ლ--–- ჭ----–-–---–ის, ს----- რ-------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს---- ს---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------- ი-–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ს---- ს---ს, დაბადებულის - 1----–-–---------------ს, ი-----ს ი--–------ი რ-------–--ის მოქალაქე, პასპორტის N---------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ი-----ს ი--–------ი რ-------–--ა, ქ-----------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–-----------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს---- ს---ა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ს---- ს---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8,393 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,38865 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, ს----ანაც ნაწილი - დიდი ოდენობით 0,8379 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება, 2018 წლის 23 მარტს, ქ.------–--–-------------–-------–-----------------------------ში უკანონოდ გაასაღა არასრულწლოვან ჰ------ მ-------- გ-------ნზე, ხოლო დარჩენილ ნაწილს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,5551 გრამ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველ ნივთიერებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,38865 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ქ.------–--–-------------–-------–-----------------------------ში მდებარე დროებით საცხოვრებლ სახლში.

 

ზემოთაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი - დიდი ოდენობით 0,8379 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა 2018 წლის 23 მარტს, ქ. თბილისში, კ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰ------ მ-------- გ-------ნის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,5551 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,38865 გრამი ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა ამავე დღეს, ქ.------–--–-------------–-------–-----------------------------ში მდებარე ს---- ს---ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

ს---- ს---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 227,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა ქ.------–--–-------------–-------–-----------------------------ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში და რაც მ/წლის 23 მარტს ამოღებული იქნა მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბერის განაჩენით:

 

ს---- ს--- ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს---- ს---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ს---- ს---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.

 

ს---- ს---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს---- ს---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ი-–------ემ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბერის განაჩენი ს---- ს---ს მიმართ გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მსჯავრდებულ ს---- ს---ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გასაღების ფაქტი.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს---- ს---ა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ი-–------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა დ----- მ---------–---–მა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლ--–-დ დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ს---- ს---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ს---- ს---ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ს---- ს---ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს---- ს---ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------- წ--–----ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით, რომელიც მუშაობს შ---–--------–---------------–----------–-–----------------ნტში დ---------ის - თ---–--–ე გ----------–ის თანამდებობაზე, ირკვევა შემდეგი: 2018 წლის 23 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ------ დ-----------ნი და ს---- ს--- იყვნენ ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები და ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდათ როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ ბინაში. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად დ------ დ-----------ნი იმყოფებოდა თბ--–--–----------------------------- ხოლო ს---- ს--- იმყოფებოდა თავის დროებით საცხოვრებელ სახლში: ო--------–-- ახ--–---------------------------3-ში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჰ------ მ-------- გ-------ნის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: ს---- ს--- გაიცნო „ნ---- ო----ში,“ რომელმაც შესთავაზა ერთად ცხოვრება. ს---- ს---მ იქირავა ბინა, რომელშიც ცხოვრობდა დ------ დ-----------ნთან და ს---- სამთან ერთად. ს---- ს--- გასაღების მიზნით აძლევდა მარიხუანას და ჰაშიშს. 2018 წლის 23 მარტს, ს---- ს---მ კლიენტზე გადასაცემად გადასცა სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო 30 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. თუმცა, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების კლიენტისათვის გადაცემა ვერ მოახერხა გამომდინარე იქედან, რომ შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ე.წ „ჰაშიში.“ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს---- ს---ს, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა მათ დროებით საცხოვრებელ ბინაშიც. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ჩატარებული იქნა ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ს---- ს---ს საძინებელი ოთხიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებით, ს---- ს---ს ოთახთან და ზურგჩანთასთან მას და დ------ დ-----------ნს შეხება არ ჰქონიათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------ დ-----------ნის ჩვენებით დადგინდა, რომ ს---- ს--- გაიცნო „ნ---- ო----ში,“ რომლისგანაც მოხმარების მიზნით ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალება - მარიხუანას. ს---- ს---მ შესთავაზა, რომ გასაღების მიზნით გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა უარი განუცხადა. ს---- ს--- ცხოვრობდა ო--------–აში, რომელთანაც მიდიოდა დასაძინებლად, თუმცა იძინებდა მისაღებ ოთახში და ს---- ს---ს საძინებელთან შეხება არ ჰქონია. 2018 წლის 23 მარტს რესტორან „ა----- ჰ----ან“ ჩამოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა ს---- ს---ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჩატარებული იქნა ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ს---- ს---ს ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ზურგჩანთა ჩხრეკის ჩატარებამდეც ჰქონდა ნ---ხი და მისთვის ცნობილია, რომ ეკუთვნის ს---- ს---ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------- ქ------მ დაადასტურა, რომ მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში, სადაც გაიცნო ს---- ს---, ჰ------ მ-------- გ-------ნი და დ------ დ-----------ნი. ს---- ს---ს უნდოდა ბინის ქირაობა, მაგრამ ვინაიდან არ იცოდა ქართული ენა სთხოვა დახმარება. დაეხმარა და ო--------–აში აქირავებინა ბინა, რომელიც შედგებოდა მისაღებისა და საძინებელი ოთახისგან. მოწმის განმარტებით, ბინის ქირაობისას ს---- ს---ს ჰქონდა შავი ფერის ზურგჩანთა.

 

ბინის დაქირავების ფაქტი დაადასტურა ბინის მესაკუთრე ლ-–- ძ-----ამ, რომელმაც განმარტა შემდეგი: თბილისში, ო--------–აში ა---–- ხ-----ს ქუჩა N------------ში საკუთრებაში აქვს ბინა, რომელიც მიაქირავა ს---- ს---ს, რომელმაც გადაუხადა ფულადი თანხა. ს---- ს---ს ბინის ქირაობისას ჰქონდა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელიც 2018 წლის 23 მარტს ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ბინის ჩხრეკის შედეგად, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება.

 

მოწმეთა: ძ----- რ-----–---–ის, დ----- ლ-------ის და გ------- ნ-------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ ქ-------–--–------------------- ქუჩაზე დ------ დ-----------ნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ადგილზე მისულს დ------ დ-----------ნი დახვდათ ჰ------ მ------- გ-------ნთან ერთად. გ----------–ის მიერ განემარტათ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰ------ მ------- გ-------ნს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ვინსტონის ფირმის სიგარეტის კოლოფი, მასში არსებული 30 ცალად დაფასოებული ნივთიერებებით. ჰ------ მ------- გ-------ნმა პირადი ჩხრეკისას განმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰაშიშს, რომელიც გასაღების მიზნით გადასცა ს---- ს---მ. მისივე ჩვენებით, ანალოგიური სახის ნივთიერებას ს---- ს--- ინახავდა თბილისში, ო--------–აში, ა---–- ხ-----ს ქუჩაზე მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ჰ------ მ------- გ-------ნთან ერთად მივიდნენ მის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც ბინის მეპატრონის და ექსპერტების თანდასწრებით ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. ბინის ჩხრეკის შედეგად ს---- ს---ს საძინებელ ოთახში მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სპორტული სტილის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული ნივთიერებები. ჰ------ მ------- გ-------ნის განმარტებითვე, მისი პირადი ჩხრეკისას და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს---- ს---ს.

 

მოწმე ა-–---------- ა------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მონაწილეობა მიიღო დ------ დ-----------ნის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შვიდ ცალად დაფასოებული მცენარეული მასა. ასევე მონაწილეობა მიიღო ს---- ს---ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში.

 

მოწმე ზ------ ო-----–---–ის ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ს---- ს---ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები. მის მიერ მოხდა ამოღებული ნივთიერებების დასურათება.

 

2018 წლის 23 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ჰ------ მ------- გ-------ნის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის სიგარეტი „Vinston“-ის კოლოფი, მასში მოთავსებული პოლიეთილენის მცირე ზომის 30 ცალ ნაჭერში შეფუთული მოყავისფრო ფერის და სპეციფიური სუნის მქონე რბილი მასა. პირადი ჩხრეკის ოქმზე ჰ------ მ------- გ-------ნმა შენიშვნის სახით დააფიქსირა - „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკის მსგავსი ნივთიერება არის სახლში, მდებარე - ქ. თბილისი, ო--------–-- ახ--–---------------------------3-ში, რომელიც ეკუთვნის ს---- ს---.“

 

2018 წლის 23 მარტის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ო--------–-–-------–--------------------------ში მდებარე ჰ------ მ------- გ-------ნის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში არსებული შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ნივთიერებები. კერძოდ, პოლიეთილენის მოწითალო ფერის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, პოლიეთილენის გამჭვირვალე ნაჭერში მოთავსებული მოშავო ფერის მართკუთხედის ფორმის რბილი მასა. პოლიეთილენის გამჭვირვალე მცირე ზომის 12 ცალ ნაჭერში მოთავსებული მოშავო ფერის რბილი მასა. მოლურჯო და მოწითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება კრისტალების სახით. ჰ------ მ------- გ-------ნის განმარტებით - „საძინებელი ოთახის ჩხრეკისას კარადაში აღმოჩენილი ზურგჩანთა ეკუთვნის ს---- ს---ს. ასევე, მას ეკუთვნის ზურგჩანთაში აღმოჩენილი ნივთიერებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არის ჰაშიში, რომელიც მისცა ს---- ს---მ.“

 

2018 წლის 24 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N6------------ დასკვნით დადგინდა, რომ ჰ------ მ------- გ-------ნის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: სიგარეტი „Winston“-ის კოლოფში მოთავსებული 30 (ოცდაათ) ცალად დაფასოებული, უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის 30 ცალ გადაკეცილ ნაჭერში დაკრული კუსტარული წესით დამზადებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი მომწვანო ფერის პლასტიკური მასები, საერთო წონით - 11,97 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისს, 0,8379 გრამის ოდენობით. ჰ------ მ------- გ-------ნის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: თეთრი-წითლით პოლიეთილენის პარკში შეფუთული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 108,14 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის თავმოკრულ ნაჭერში შეფუთული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 50,04 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შემოგარსული, ლურჯი, შავი და უფერო პოლიეთილენის ფენებიან გახსნილ ნაჭერში არსებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) 69,15 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. 12 (თორმეტ) ცალად დაფასოებული: უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის 12 ცალ გადაკეცილ ნაჭერში დაკრული კუსტარული წესით დამზადებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი-მომწვანო ფერის პლასტიკური მასები, საერთო წონით - 5,02 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისს, 0,3514 გრამის ოდენობით. უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, ლურჯი პოლიეთილენის ნაჭრებით გადაკრული კუსტარული წესით დამზადებული სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი-მომწვანო ფერის ბრტყელი პლასტიკური მასა წონით - 102,91 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისს, 7,2037 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ვარდისფერი პოლიეთილენის ს---აგ ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით 3,1521 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) - 0,85106 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ცისფერი პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით - 1,9911 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ--- ლ-------მ და ა-–---------- დ---------მ.

 

2018 წლის 24 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N6-----------რ დასკვნით დადგინდა, რომ „დ------ დ-----------ნის ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული“ 7(შვიდ) ცალად დაფასოებული ქაღალდის პაკეტებში მწვანე ფერის გამომშრალი მცენარეული მასა სპეციფიური სუნით, საერთო წონით - 1,92 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- ო------------- და ა-–---------- დ---------მ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი - დაცვის მხარე----------- მიიჩნევს მსჯავრდებულ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას; აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც საქმის მასალების შესწავლით დგინდება, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე გააჩნდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ი-----ს ი--–------ი რ-------–--ის მოქალაქეები ქ. თბილისში, ო--------–-- ა---–- ხ-----ს ქ-----------------ში მცხოვრები დ------ დ-----------ნი და ს---- ს--- არიან ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები და ეწევიან მის უკანონო შეძენა-შენახვას, ისინი ნარკოტიკულ საშუალებას უნდა ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე დროებით საცხოვრებელ ბინაში.

 

დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები - საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომლის ჩამტარებელი/მონაწილე პირები დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო ღონისძიებების ნამდვილობა და უტყუარობა.

 

მითითებული მოწმეების (კ-------- წ--–----ის, მ------- გ-------ნის, დ------ დ-----------ნის, ი-----–- რ-----–---–ის, დ----- ლ-------ის, გ------- ს------–---–ის, ა-–---------- ა------–---–ის, ზ------ ო-----–---–ის) ჩვენებების და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზება და შეფასება ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ მოცემული შემთხვევის დროს საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ჩატარდა ჩხრეკა, 2018 წლის 23 მარტის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ო--------–-–-------–--------------------------ში მდებარე ჰ------ მ------- გ-------ნის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში არსებული შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ნივთიერებები. კერძოდ, პოლიეთილენის მოწითალო ფერის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, პოლიეთილენის გამჭვირვალე ნაჭერში მოთავსებული მოშავო ფერის მართკუთხედის ფორმის რბილი მასა. პოლიეთილენის გამჭვირვალე მცირე ზომის 12 ცალ ნაჭერში მოთავსებული მოშავო ფერის რბილი მასა. მოლურჯო და მოწითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება კრისტალების სახით. ჰ------ მ------- გ-------ნის განმარტებით - „საძინებელი ოთახის ჩხრეკისას კარადაში აღმოჩენილი ზურგჩანთა ეკუთვნის ს---- ს---ს. ასევე, მას ეკუთვნის ზურგჩანთაში აღმოჩენილი ნივთიერებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არის ჰაშიში, რომელიც მისცა ს---- ს---მ.“, აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, მოცემული გარემოებების სამართლებრივი შეფასება ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად სახეზეა მსჯავრდებულის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბინის ერთიანი (არაიზოლირებული) სივრციდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები, სადაც მხოლოდ ს---- ს--- არ ცხოვრობდა და ამასთანავე არ იკვეთება ს---- ს---ს მიერ რაიმე სახის მატერიალური სარგებლის მიღება, მოცემული არგუმენტები პალატის შეფასებით არადამაჯერებელია და დაუსაბუთებელია, ს---- ს---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება როგორც ნივთიერი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებით დგინდება, აპელანტის პოზიცია, რომ მხოლოდ ჰ------ მ------- გ-------ნის და დ------ დ-----------ნის ჩვენებაზე აგებული ბრალდება, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ბინის მესაკუთრე ლ-–- ძ-----ამ, რომელმაც განმარტა შემდეგი: თბილისში, ო--------–აში ა---–- ხ-----ს ქუჩა N------------ში საკუთრებაში აქვს ბინა, რომელიც მიაქირავა ს---- ს---ს, რომელმაც გადაუხადა ფულადი თანხა. ს---- ს---ს ბინის ქირაობისას ჰქონდა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელიც 2018 წლის 23 მარტს ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ბინის ჩხრეკის შედეგად, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. ბინის ჩხრეკის შედეგად ს---- ს---ს საძინებელ ოთახში მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სპორტული სტილის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული ნივთიერებები. ჰ------ მ------- გ-------ნის განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკისას და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს---- ს---ს. მოწმე ა-–---------- ა------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მონაწილეობა მიიღო დ------ დ-----------ნის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შვიდ ცალად დაფასოებული მცენარეული მასა. ასევე მონაწილეობა მიიღო ს---- ს---ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მოწმე ზ------ ო-----–---–ის ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ს---- ს---ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები. მის მიერ მოხდა ამოღებული ნივთიერებების დასურათება.

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიცია მსკაჯვრდებულ ს---- ს---ს უდანაშულობასთან დაკავშირებით, ურთიერთწინაარმდეგობრივ ხასიათს ატარებს (რომელიც არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით) რის გამოც დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ამასთანავე, პალატა ასევე ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულ ს---- ს---ს მამხილებელი ჩვენებები, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ს---- ს---ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ს---- ს---ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტი. კერძოდ; ს---- ს---ს და ჰ------ მ------- გ-------ნის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ჰ------ მ------- გ-------ნის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, კ-------- წ--–----ისა და დ----- ლ-------ის გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და ოპერატიული ინფორმაციის ამსახველი პატაკით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს---- ს---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ს---- ს---ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ა---–- დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ა---–- დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ს---- ს---სთვის დანიშნული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს) მოთხოვნებს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს---- ს---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს---- ს---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------- ი-–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი ს---- ს---ს მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ;

 

ს---- ს--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს---- ს---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ს---- ს---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -

2018 წლის 23 მარტიდან.

 

ს---- ს---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა ს---ნისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ს---ნისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ს---ნისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის ს---ნისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება:

- ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც დალუქული ინახება შ---–--------–---------------–----------–-–----------------ნტის სპეციალურ საცავში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

- ს---- ს---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც განთავსებულია ერთ ცალ დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი