განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002654257
საქმე №1ბ/1690-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - გი------------–---–ის
ადვოკატ - გე-–-----–----ის
მსჯავრდებულ - ნი----–-----------------ის
თარჯიმან - იგ---------------ის
მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნი----–-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების წალკის რაიონის ს------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენით:
ნი----–-----------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნი----–-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნი----–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
ნი----–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მა-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნი----–-----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ბრალდების შესახებ დადგენილებით ნი----–-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.
ნი----–-----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, წალკის რაიონის ს------–----------ში მდებარე ა-------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ნი----–-----------------მა ხელის ნიკაპის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მა-----------------ას მიმართ, ასევე იცოდა რა შვილის ასაკი, ხელის ფეხის არეში რამდენიმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - მა-----------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ნი----–-----------------ის მიერ მა-----------------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი მა-----------------ი.
აღნიშნული ქმედებისათვის ნი----–-----------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ნი----–-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, წალკის რაიონის ს------–----------ში მდებარე ა-------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ნი----–-----------------მა ხელის ნიკაპის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მა-----------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00-02:14 საათების შუალედში, წალკის რაიონის ს------–----------ში მდებარე ა-------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ნი----–-----------------მა იცოდა რა შვილის ასაკი, ხელის ფეხის არეში რამდენიმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - მა-----------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ნი----–-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოში, რადგან უდავოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ, არ დასტურდება, რომ არასრულწლოვანი მა-----------------ი არ ესწრებოდა მისი დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რასაც არ ეთანხმება ბრალდების მხარე. დაზარალებული მა-----------------მა ჩვენებაში მიუთითა, რომ დედას ბიძები მამის გამოშველებას ცდილობდნენ დედისაგან, რომელიც მის ოთახში შესვლისას დედას თავში ურტყამდა ხელებს, ხოლო დედას ბიძები კი მამასთან იდგნენ და ცდილობდნენ გამოეყვანათ მამა დედისაგან, რომელიც მათ უძალიანდებოდა. ამდენად, დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი მოწმე შეესწრო დედის მიმართ ჩადენილ ძალადობას. აპელანტის მითითებით, რაც შეეხება ორი პირის მიმართ ძალადობის ფაქტს, სწორედ დედის მიმართ ძალადობაში ხელის შეშლის გამო იძალადა ნი----–-----------------მა თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ, მა-----------------აზე ძალადობიდან მცირე ხნის შემდეგ. ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულები, როგორც წესი, ხდება სპონტანურად და მათ წინასწარ დაგეგმილი სახე იშვიათად აქვთ. მოცემულ შემთხვევაში, ერთ ძალადობაში ხელის შეშლის გამო მეორეს ჩადენა, სწორედ რომ დაკავშირებულია ერთმანეთთან და ფაქტობრივად ერთმანეთს ებმის. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ ნი----–-----------------მა ჩაიდინა ორი პირის მიმართ ძალადობა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა ნი----–-----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გე-–-----–----ემ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა კვალიფიკაციის შეცვლის, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ნი----–-----------------ის დამნაშავედ ცნობის კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ ნი----–-----------------ის ბრალეულობა არასრულწლოვან მ-----------------ის თანდასწრებით მეუღლის - მა-----------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდში დასტურდება თავად მა-----------------ის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, 2018 წლის ზაფხულში მათთან სტუმრად საბერძნეთიდან ჩავიდნენ დედას - მა-----------------ას ბიძები - პა--–--–---------ი და ლე-------–---------ი თავის 16 წლის შვილ პა--–--–---------თან ერთად. ბიძებმა თქვეს, რომ მეორე დღეს, 2018 წლის 17 აგვისტოს უნდა წასულიყვნენ საბერძნეთში, ბილეთები აღებული ჰქონდათ. 2018 წლის 16 აგვისტოს ყველამ ერთად ისადილა. კაცები არაყს და ლუდს სვამდნენ. შემდეგ ყველანი წავიდნენ დასაძინებლად. მ-----ს არ ეძინა და ტელეფონით მესიჯობდა, რა დროსაც მშობლების ოთახიდან შემოესმა დედას ხმა, ჩუმად იყავი, არ გააღვიძო, ხვალ წასასვლელები არიანო. მერე უფრო მოუმატეს ხმას, მამამისი ამბობდა, მე მაგათი არ მეშინიაო. ეს გაიგო ბებია ლ----მ, ადგა, შევიდა მათთან და დაწყნარება სცადა, რა დროსაც მამამ ბებია ოთახიდან გააგდო. ეს გაიგო ბიძა პ---–---მ, გამოვიდა თავისი ოთახიდან და შევიდა მშობლების ოთახში. თავად მ----- იდგა მაცივართან და ღია კარში აშკარად ხედავდა, თუ ვინ რას აკეთებდა. მან დაინახა, რომ მამამისი დედასმისს ანჯღრევდა და პ---–--- მათ შორის ჩადგა. ნი----–-----------------ი და პ---–--- ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ, რადგან მამამისი კიდევ ცდილობდა დედამისთან მისვლას. ამ დროს მან დარეკა პოლიციაში თავისი ტელეფონით. აღნიშნული ჩვენებით ძნელი გასარკვევია ზუსტად, ნი----–-----------------ის მიერ მეუღლის - მა-----------------ას მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტს ესწრებოდა თუ არა არასრულწლოვანი მა-----------------ი, ვინაიდან ის ცალსახად არ მიუთითებს მამის მიერ დედისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. ის ფაქტი, რომ მამა დედას ანჯღრევდა ან იგი კვლავ ცდილობდა დედამისთან მიახლოვებას, არ ნიშნავს იმას, რომ ის ესწრებოდა უშუალოდ ძალადობის განხორციელების მომენტს.
არასრულწლოვან მა-----------------ის ყოფნა დედის - მა-----------------ას მიმართ ნი----–-----------------ის მიერ განხორციელებული ძალადობისას არ დასტურდება ასევე მსჯავრდებულ ნი----–-----------------ის და შემთხვევის მომენტში სახლში მყოფ პირთა გამოკითხვის ოქმებითაც.
აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ნი----–-----------------ის დამნაშავედ ცნობა ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იმ საფუძვლით, რომ სწორედ დედის მიმართ ძალადობაში ხელის შეშლის გამო იძალადა ნი----–-----------------მა თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ, მა-----------------აზე ძალადობიდან მცირე ხნის შემდეგ. აღნიშნულთან მიმართებით პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ორის პირის მიმართ ძალადობა გულისხმობს ისეთ ძალადობას, რომელიც განხორციელდა ერთდროულად ან თითქმის ერთდროულად, პირველი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე მცირე დროის მონაკვეთით და ერთიანი განზრახვით. თუ ერთი პირის მიმართ ძალადობა მეორეს მიმართ ძალადობას არაფრით უკავშირდება, დაუშვებელია პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნი----–-----------------ის მიერ მეუღლეზე ძალადობის შემდეგ კონფლიქტი ამოიწურა, სტუმრებმა ჩაალაგეს ნივთები, ჩაიცვეს და წავიდნენ და მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ ხელახლა მოხდა კამათი, რაშიც ჩაერია დაზარალებული მა-----------------ი, რომელსაც გამოეკიდა ბრალდებული და ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხის არეში. ამდენად, არასწორია აპელანტის მოსაზრება, რომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ხელის შეშლას მოჰყვა ძალადობა არასრულწლოვანი მა-----------------ის მიმართაც. ამ ორ ინციდენტს შორის არსებული ინტერვალი არ იძლევა შესაძლებლობას, ისინი განხილულ იქნეს ერთიანი მიზნით ჩადენილ ქმედებებად. შესაბამისად, ნი----–-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც ორი დამოუკიდებელი ძალადობის ფაქტი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ნი----–-----------------მა განახორციელა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნი----–-----------------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - მა-----------------ის თანდასწრებით მეუღლის მიმართ და ორი პირის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნი----–-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
რაც შეეხება სასჯელს სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნი----–-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი ნი----–-----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნი----–-----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნი----–-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნი----–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ნი----–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მა-----------------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნი----–-----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ნი----–-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2018 წლის 17 აგვისტოდან 2018 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.
ნი----–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნი----–-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ნი----–-----------------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე