განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002821171
საქმე №1ბ/537-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ნი-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნი-------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, რეგისტრირებულის ქ. თბილისში, ს--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისში, დ--------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით ნი-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნი-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ნი-------------ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა, რა დროსაც ნი-------------მა განახორციელა სასამართლოს უპატივცემულობა. სასამართლოს უპატივცემულობა გამოიხატა შემდეგში - ნი-------------მა მოსამართლე ნი-----------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნი-------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ შეესაბამება მისთვის დანიშნული სასჯელი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნი-----------ას და მოწმეების - გი------------–---ის, მა--------------ას, გი----------------ის, რო------------ის, თა-----–--------ის გამოკითხვის ოქმებით, ვიდეო და აუდიო ფირის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის უშუალო მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნი-------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ნი-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მნიშვნელობასა და ამ მიმართებით პრეცედენტული სამართლის მოშველიების კუთხით და ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ზღვარი უნდა გაევლოს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ნი-------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნი-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნი-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნი-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 22 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 13 ივლისის სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 2 კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე