განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
190100118002358600
ინსტანცია
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002358600

საქმე #1ბ/1132-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევის

მოსამართლეები: მაია თეთრაულის

გოჩა ჯეირანაშვილის

 

მაია ყუშიტაშვილის და ნ--- გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----- მ-----–---–ის, ქ------ნ ს-----ის

მსჯავრდებულის: მ------- ა-----------ის

ადვოკატის: ზ------ რ-------–---–ის

თარჯიმანის: ლ--–- ჭ----–-–---–ის, ს----- რ-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ------- ა-----------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ რ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- ა-----------ის, დაბადებული 1-------–-–------------------, ი-----ს ი--–------ი რესპუბლიკის მოქალაქის, ი-----ს რესპუბლიკის პასპორტის ნომერი M--------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ი-----ს ი--–------ი რესპუბლიკა, რაიონი მ-–---–----ში, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მ------- ა-----------მა, ი-----ს ი--–------ რესპუბლიკაში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 168,8039 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელსაც უკანონოდ ინახავდა უკანა ტანში 2018 წლის 18 თებერვალს საღამოს 20:35 და 20:55 საათებს შორის შუალედში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მოძრაობისას.

 

მ------- ა-----------მა ი-----ს ი--–------ რესპუბლიკაში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 168,8039 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც უკანა ტანში დამალვის გზით, 2018 წლის 18 თებერვალს საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით:

 

მ------- ა-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) ვადით.

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ------- ა-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

მ------- ა-----------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყო განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მ------- ა-----------ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 თებერვლიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა; რომელიც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შემოიტანა ან შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული ნივთიერება, საქმეშია არაერთი უზუსტობა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობრივია მოწმე პოლიციელების ჩვენებები, ამასთან ჩხრეკის მაგივრად უნდა ჩატარებულიყო ამოღება, ამასთან ამოღებული ნივთიერება კარგად უნდა აღწერილიყო, შემდეგ დალუქული ყოფილიყო, რაც არ მომხდარა შესაბამისად ადვოკატი ითხოვს მ------- ა-----------ის უდანაშაულოდ ცნობას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას .

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ------- ა-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორებმა დ----- მ-----–---–მა და ქ------ნ ს-----ენ მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიიეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლ--–-დ დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი მ------- ა-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში მ------- ა-----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ -მ------- ა-----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, მ------- ა-----------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა და შენახვა დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მსჯავდებულმა მ------- ა-----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თვითმფრინავით თ----------- საქართველოში ჩამოფრინდა 4:50 საათზე. როდესაც საპასპორტო კონტროლი გაიარა, დასასვენებლად ჩაის დასალევად გაჩერდა. ამ დროს მისთვის უცნობი ირანელი მამაკაცი გამოელაპარაკა და რადგან ერთი ქვეყნიდან იყვნენ, დახმარება სთხოვა. პაკეტი მიაწოდა და 20 წუთი შემინახეო. კითხვაზე თუ რა იყო პაკეტში, მან უთხრა, რომ ძვირადღირებული ნივთი იყო და თუ დაეხმარებოდა, რაც უნდოდა ყველაფერს მისცემდა. უცნობი რომ აღარ დაბრუნდა, პაკეტი გახსნა, შიგ 5 შეკვრა იყო, პოლიციელების შეეშინდა და საპირფარეშოში შევიდა. რადგან შეკვრები დიდი იყო, ვერ გადაყლაპა და სხეულში მოითავსა, შემდეგ ისევ იმ ადგილას დაჯდა, სადაც იმ მამაკაცს შეხვდა და ელოდებოდა. მალე დაინახა და ის ხელით მასზე ანიშნებდა. შემდეგ წავიდა და ოთხი კაცი მივიდა, ერთი თარჯიმანი იყო, ხოლო სამი პოლიციელი. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, საპირფარეშოში თვითონ გამოიღო სხეულში მოთავსებული ნივთები, შემდეგ განყოფილებაში წაიყვანეს, ადვოკატის თანდასწრებით ხელი მოაწერა რაღაცებს. მას ნარკოტიკული საშუალება ი-----დან არ შემოუტანია, თავდაპირველად არც იცოდა რა იყო ისინი, მიიჩნევს, რომ უცნობმა მამაკაცმა მოუწყო, როგორც იცის საქართველოში ისეთი კანონია, თუ ვინმე პოლიციასთან ითანამშრომლებს მას გაუშვებენ და სხვას დაიჭერენ. მამაკაცი რომელსაც შეხვდა დაახლოებით 32 წლის იყო, გაეცნო როგორც ყ---- მ-----------ი. მასთან დაახლოებით 15-20 წუთი საუბრობდა და სურათიც გადაუღო. როდესაც სხეულში მოითავსა ნივთები, ისინი პრეზერვატივში იყო გახვეული და დაასველა, რომ დარბილებულიყო. პროცესი მტკივნეული იყო, თუმცა გამაყუჩებელი არ გაუკეთებია. საქართველოში სამჯერ იყო ჩამოსული, ირანში მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს და საცხოვრებლად გადმოსვლაც სურდა, ერთხელ ერთი დღით ჩამოვიდა დასასვენებლად.

 

პალატა ვერგაიზიარებს მ------- ა-----------ის მითითებას იმის შესახებ, თითქოს მას ნარკოტიკული საშუალება საზღვარზე არ გადმოუტანია, ის უცნობმა პირმა გადასცა და თვითონ მოითავსა უკანა ტანში , ვერ იქნება გაზიარებული რადგან მისი ასეთი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მასალებს და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

კერძოდ: 2018 წლის 18 თებერვალს, გ-----------------------–------------------–--ს ინსპექტორ- გამომძიებელ ლ------ ნ--------ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 18 თებერვალს, საქართველოს საზღვარი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გადმოკვეთა ი-----ს რესპუბლიკის მოქალაქემ, 1----–-–----------------- დაბადებულმა მ------- ა-----------მა, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება „ჰერონი“ და გადაადგილდებოდა აეროპორტის ტერიტორიაზე.

 

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოწმის სახით დაიკითხა ლ------ ნ--------, ხოლო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მითითებული პირის დასადგენად და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.

 

მოწმე ლ------ ნ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ინფორმაცია მ------- ა-----------ის მიერ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის თაობაზე მიიღო 2018 წლის 18 თებერვალს დაახლოებით საღამოს 5-6 საათისთვის. შსს საინფორმაციო პორტალის საშუალებით დადგინდა მისი პირადი მონაცემები, ფოტოსურათი და რომ იგი სხვა დროსაც იმყოფებოდა საქართველოში. ინფორმაციის შესახებ დაწერა პატაკი და დაიკითხა მოწმის სახით. დაკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ მ------- ა-----------ს უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება ი-----დან. ქართულ ენაზე წერა-კითხვა კარგად იცის, რატომ წერია რომ მ------- ა-----------მა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და არა უნდა გადმოკვეთოს ვერ ხსნის. ადასტურებს, რომ ინფორმაციის მიღების მომენტისთვის ის საქართველოში ჯერ შემოსული არ იყო. როგორც მისთვის არის ცნობილი, პოლიცის თანამშრომლები მის დასადგენად და დასაკავებლად მივიდნენ თბილისის აეროპორტში. მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, მ------- ა-----------ი საქართველოში შემოვიდა ი-----ს ი--–------ი რესპუბლიკიდან 2018 წლის 18 თებერვალს, 18:51 საათზე.

 

2018 წლის 18 თებერვალს, 20:35-20:55 დროის შუალედში, მ------- ა-----------ს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თარჯიმნის მონაწილეობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მ------- ა-----------მა ნებაყოფლობით წარმოადგინა უკანა ტანში მოთავსებული ხუთ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება.

 

ჩატარებული საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები: ე-–----------------ის განმარტებით, 2018 წლის 18 თებერვალს ვაზიანის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ის და მისი თანამშრომელი ბ---- დ---–--ე, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ უნდა მისულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩამოფრენის დარბაზში შევიდა და მ------- ა-----------ს ელოდებოდა კიბეებზე. მან გაიარა საპასპორტო კონტროლი, ჩამოირა კიბეები და გამომძიებელმა ი-----–- დ--------ემ უთხრა, რომ მასთან უნდა ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. თვითმფრინავით სხვა მგზავრებიც ჩამოფრინდნენ, თუმცა ბრალდებული მარტო იყო და არავისთან საუბრობდა. თარჯიმნის დახმარებით აუხსნეს, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა, შეიყვანეს სპეციალურ ოთახში, პირადი ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ, თუმცა ვინაიდან შესაძლო იყო, რომ მას ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული ჰქონდა სხეულში, შესთავაზეს ექიმის დახმარება, რაზედაც მან უარი განაცხადა და უთხრა, რომ თვითონ ამოიღებდა. შევიდნენ საპირფარეშოში და მან უკანა ტანიდან გამოიღო ხუთ ცალად შეკრული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გაწმინდეს და დალუქეს ადგილზე. აეროპორტში მისვლისთანავე, დადგნენ კიბეებზე და დაახლოებით 10-15 წუთში შენიშნეს ბრალდებული. საპასპორტო კონტროლის გავლამდე ბრალდებული სხვა ადგილას არ დაუნახავს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე ბ---- დ---–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს ე-–----------------თან ერთად და მივიდა თბილისის აეროპორტში, სადაც შეხვდნენ გამომძიებელ ი-----–- დ--------ეს და თარჯიმანს. მ------- ა-----------ის მონაცემები იცოდნენ ე.წ. p-------e-დან, იცოდნენ თუ როგორ გამოიყურებოდა იგი და აკვირდებოდნენ საპასპორტო კონტროლის გავლისას. კიბეებზე მისი შეჩერებიდან ჩხრეკის ოთახში შესვლამდე იგი უცნაურად მოძრაობდა.

 

მოწმე ნ-----------–----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გ-----------–--------------–--ში. 2018 წლის 18 თებერვალს დაიწყო გამოძიება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და ელექტრონულად დაარეგისტრირა საქმე პროგრამაში. ე.წ. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში, როგორც წესი დრო არ ფიქსირდება, თუმცა გამოძიება იწყება შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე. რაც შეეხება მოწმის დაკითხვის დროს, პროგრამაში რეგისტრირდება რეალური დრო. როგორც ახსოვს ინფორმაცია მ------- ა-----------ის შესახებ ლ------ ნ-------მა მიიღო დაახლოებით 5-6 საათისთვის.

 

მოწმე ი-----–- დ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გ---------------------–-------------–--ში. 2018 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა ქ.თბილისში, რა დროსაც დაახლოებით 18-დან 19 საათამდე მისი უშუალო ხელმძღვანელი დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და უთხრა, რომ განყოფილებაში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ი-----ს მოქალაქეს საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება და საჭირო იყო თბილისის აეროპორტში მისვლა. იგი შეხვდა მის ხელმძღვანელს, დაურეკეს თარჯიმანს და მათთან ერთად მივიდა თბილისის აეროპორტში. ბ---- დ---–--ესა და ე-–----------------თან ერთად შევიდა ჩამოფრენის დარბაზში და დადგნენ კიბეზე, სადაც მგზავრები ჩამოდიან. კიბიდანვე აკვირდებოდა ბრალდებულს, მისი სურათი ჰქონდათ p-------e მონაცემთა ბაზიდან და იცოდა როგორ გამოიყურებოდა იგი. როდესაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და ჩამოვიდა კიბეზე, შეაჩერეს, უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მასთან უნდა ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. რამდენმა ადამიანმა გაიარა ბრალდებულთან ერთად საპასპორტო კონტროლი და ვისთან ერთად მოდიოდა კიბეზე დაზუსტება არ შეუძლია, ვინაიდან მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა მასზე. მ------- ა-----------ს ეცვა სპორტული ტანსაცმელი და ეკეთა ზურგჩანთა. თარჯიმანმა უთხრა, რომ მისი პირადი ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო და ამ მიზნით საჭირო იყო სპეციალურ ოთახში მისი შეყვანა, თუმცა ამისთვის ლოდინი მოუწიათ, ვინაიდან ოთახი დაკავებული იყო და როდესაც გათავისუფლდა ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ მაშინ შეძლეს, დაახლოებით 1 საათი მოუწიათ ლოდინი. თავდაპირველად ბრალდებულმა უთხრა, რომ მას არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჰქონდა და ტანისამოსის ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოღებულა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შესთავაზეს იმ მიზნით, რომ შესაძლოა იგი სხეულში ინახავდა სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებას, მან განაცხადა, რომ თავად ამოიღებდა დ საპირფარეშო მოითხოვა. მოძრაობაზეც ეტყობოდა, რომ სხეულში რაღაც ჰქონდა და 5 ცალი შეკვრა გამოიღო. პროცედურის დროს სისხლი წამოუვიდა, შესთავაზა, რომ ექიმს დაუძახებდა, თუმცა მან უარი განაცხადა და ჩაკუზვის შემდეგ თავად გამოიღო უკანა ტანიდან კვერცხის ფორმის საგნები. ნივთები გაწმინდეს და დალუქეს. ვინაიდან მან წერა-კითხვა არ იცოდა, მოიძიეს გარეშე პირი და მან მოაწერა ხელი.

 

მოწმე გ------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის 18 თებერვალს, როგორც გარეშე პირმა ხელი მოაწერა იმ დოკუმენტებს, რომელიც ბრალდებულის მიმართ შედგა, რადგან მან არ იცოდა წერა-კითხვა. ასევე ლუქს, რომელშიც როგორც იცის ნარკოტიკული საშუალება იდო. სამსახურში ახალი მისული იყო და დაახლოებით საღამოს 8-9 საათის პერიოდზე საუბრობს. სულ 10 წუთის განმავლობაში იყო დაკითხვების ოთახში.

 

მოწმე ს----- რ-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წარმოშობით არის ირანელი, სპარსული ენა მისი მშობლიური ენაა და კარგად საუბრობს ქართულ ენაზე. მუშაობს თარჯიმნად და ხშირად იძახებენ როდესაც საჭიროა სპარსულ ენაზე თარგმნა. ამ შემთხვევაშიც გ----------------–-–-------------მა დაურეკა და აეროპორტში წაიყვანეს. იქ სხვა გამომძიებლებიც დახვდნენ, უთხრეს, რომ ერთ-ერთი ირანელი მოქალაქე უნდა დაეკავებინათ. როდესაც ის გამოჩნდა, უთხრა, რომ პოლიციელებს უნდა გაეჩხრიკათ. ოთახში შევიდნენ და ტანსაცმელში არაფერი ჰქონდა, შემდეგ ი-----–- დ--------ის მითითებით უთარგმნა, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მას საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა. ექიმთან სხეულს შეუმოწმებდნენ და თუ არაფერი ექნებოდა ბოდიშს მოუხდიდა და გაუშვებდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ ნარკოტიკი სხეულში ჰქონდა და საპირფარეშო სჭირდებოდა ნარკოტიკების გამოსაღებად. რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება გამოიღო უკანა ტანიდან. იქვე დალუქეს და შეადგინეს ოქმი, გარეშე პირიც მოიწვიეს, რადგან წერა არ იცოდა. აეროპორტში მას კიბეებზე ელოდებოდნენ, რომ გამოჩნდა ცოტა ღელავდა. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ბრალდებული არავის შეხვედრია, იგი მარტო ჩამოფრინდა.

 

საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 19 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეების პ------------–--–---–---- და ნ----------–-------- ჩვენების თანახმად, დადგინდა, რომ მ------- ა-----------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: 5 ცალად დაფასოებული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის მოგრძო ფორმის მასაები, საერთო წონით მშრალმდგომარეობაში - 383,5 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 576,65 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - "ჰეროინს" 168,8039 გრამი ოდენობით. მოწმე პ------ წ--–---–---მ დამატებით განმარტა, რომ 576, 65 გრამი არის ნოტიო წონა, ხოლო საერთო წონით მშრალი არის 383,5 გრამი. კვლევისთვის ზუსტად რამდენი გრამი იყო აღებული არ ახსოვს. საშუალოდ თუ სასინჯი წონა 10 გრამია, აქედან 5 გრამი ნარკოტიკული ნივთიერებაა და 5 გრამი მინარევი. ნ--- ლ-------მ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო პოლიეთელენის პაკეტი დალუქული სახით და გამოკვლევამდე ისინი დაასურათა. ლუქის მთლიანობა დაცული იყო, სავარაუდოდ რეზინის შეფუთვები პრეზერვატივი იყო. გარედან რა იყო, არ ჩანდა, ნივთიერება იყო მოყავისფრო ნოტიო მდგომარეობაში. ფხვნილი ერთად იქნა გამომშრალი და დამუშავებული.

 

2018 წლის 12 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე ეკ------------------------–---ს დაკითხვის ოქმით: პაკეტში, წარწერით „ჰეროინის“ შემცველი ნარევი, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 383,47 გრამი... მ------- ა-----------ის პ/ჩ...“, მოთავსებულ სხვადასხვა პოლიმერული მასალის ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ა-----------ს. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ცელოფნის ფრაგმენტებზე არსებული გენეტიკური პროფილი იდენტური აღმოჩნდა მ------- ა-----------ის სისხლის ნიმუშის გენეტიკური პროფილისა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ანალოგიურია მსჯავრდებულის ადვოკატის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოთქმული დასკვნითი სიტყვისა, რაზედაც დეტალურად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ რასაც პალატაც ეთანხმება, კერძოდ:

 

როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, მან ნარკოტიკული საშუალება სხეულში თბილისის აეროპორტში მოითავსა და ი-----დან არ შემოუტანია, მისი განმარტებით თვითმფრინავის რეისი ჩამოფრინდა დაახლოებით 17 საათისთვის და ჰქონდა დრო ჩაის დასალევად, თუმცა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს მისი პირადი ჩხრეკის ოქმი და მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალების სხეულიდან გამოღების პროცესზე ისაუბრეს. მოწმეთა განმარტებით, საპირფარეშოში ბრალდებულს უკანა ტანიდან სისხლი წამოუვიდა, პროცედურის შემდეგ ტკივილი აწუხებდა, თუმცა ექიმის დახმარებაზე უარი განაცხადა. ნარკოტიკული საშუალება მან ჩაკუზვის შედეგად, როგორც თარჯიმანი აღწერს, ნელ-ნელა გამოიღო. თუ ნარკოტიკული საშუალების საერთო წონას და დაფასოებულ მდგომარეობაში მის ზომებს გავითვალისწინებთ (იხ. ქიმიური ექსპერტიზის ფოტოსურათები), შეუძლებელია აეროპორტის საპირფარეშოში, სხვათა დახმარების გარეშე, ბრალდებულს უკანა ტანიდან სხეულში 5 ცალი შეკვრა თავად მოეთავსებინა. ასევე თავისთავად ცხადია, რომ თუ ნარკოტიკული საშუალებების გამოღებას მოყვა სისხლდენა და ტკივილი, იოლი არც მისი მოთავსება უნდა ყოფილიყო. გარდა აღნიშნულისა, რა თქმაუნდა არადამაჯერებელია და უსუსური არგუმენტია, როდესაც მსჯავდებულმა სხეულში ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ იმ მიზნით მოითავსა, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა სთხოვა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ჩვენების წინააღმდეგობას საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნა, რომ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, მ------- ა-----------ი საქართველოში შემოვიდა 2018 წლის 18 თებერვალს, 18:51 საათზე, მცდარია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოსდა მოწმეებმა განმარტეს, რომ მსჯავდებულმა მარტომ იმგზავრა, რაც მათ რეალურად არ უთქვამთ. მ------- ა-----------ი საქართველოში მარტო შემოვიდა თანხმლები პირების გარეშე, იგი არავისთან საუბრობდა და არავის შეხვედრია. სწორედ ამაზე გაამახვილეს მოწმეებმა ყურადღება და არა მისი თვითმფრინავში მარტო ყოფნაზე, რასაც ბუნებრივია ობიექტურად ვერ ექნებოდა ადგილი და თვითმფრინავი ერთი მგზავრით რეისს არ შეასრულებდა.

 

ს----- რ-------------ის ჩვენებაზე, რომელიც საქმეში ნეიტრალური მოწმეა და არ არის პასუხისმგებელი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეზე. მისი ჩვენება თანხვედრაშია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან და სასამართლოს არ აქვს მათ განმარტებებში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი. როგორც ი-----–- დ--------ემ და სხვა პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე თარჯიმანმა განმარტეს, ვინაიდან ბრალდებულის პირადი ჩხრეკა შესაძლო იყო, რომ დაკავშირებულიყო მის გაშიშველბასთან, მათ ამისათვის დასჭირდათ სპეციალური ოთახი და ოთახის ლოდინის გამო ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩამოფრენის დარბაზშივე არ ჩატარებულა. აღნიშნული ასევე დაადასტურა კვლავ ნეიტრალური პოზიციის მქონე მოწმემ გ------- მ--------მ, რომელმაც დოკუმენტებს ხელი დაკითხვების ოთახში მოაწერა. სწორედ ამით აიხსნება საპასპორტო კონტროლის გავლის დროიდან - 18:51 საათიდან პირადი ჩხრეკის დაწყებამდე - 20:35 საათამდე არსებული შუალედი, და არა იმით, რომ ბრალდებული ამ პერიოდში ჩაის დასალევად გაჩერდა და შეხვდა მამაკაცს, რომლის თხოვნით, სხეულში უცხო საგნები მოითავსა.

 

ასევე სასამართლო აღნიშნავს, რომ სხეულიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება არის პირადი ჩხრეკა და ოქმიც შესაბამისად უნდა შედგენილიყო პირად ჩხრეკაზე მითითებით. აღნიშნული პირდაპირ არის დადგენილი სსსკ-ს 121-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკით ამოიღება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, ასევე სხეულზე და სხეულში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად დგინდება, რომ მ------- ა-----------მა საქართველოში თავად შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება და მას ინახავდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად დაცვის მხარის მიერ ხაზგასმული ისეთი ხასიათის ცდომილებები, როგორიცაა პატაკში არსებული ინფორმაცია გადმოკვეთა თუ უნდა გადმოკვეთოს საზღვარი, კიბის რომელ საფეხურზე იდგნენ პოლიციის თანამშრომლები, კონკრეტულად რა მანძილზე ხედავდნენ ბრალდებულს, გარდა იმისა, რომ არის არაარსებითი ხასიათის, არ ქმნის ეჭვის წარმოშობის საფუძველს პირის ბრალეულობის დადგენის თვალსაზრისით.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”.

 

ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების - ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა გულისხმობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანას;

 

საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოტანილი ან გატანილი შეიძლება იქნეს კანონიერადაც და უკანონოდაც, შემოტანა კანონიერი იქნება მაშინ, როდესაც იგი ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ შემოტანა უნდა განახორციელოს იურიდიულმა პირმა ან სახელმწიფო დაწესებულებამ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, სახელმწიფო კვოტის ან ლიმიტის ფარგლებში, საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” შესაბამისად, აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა ან გატანა, ე.ი. ამ ნივთიერების გატანა ან შემოტანა კანონის ზემოთხსენებულ მოთხოვნათა დარღვევით. ქმედების სსკ-ის 262-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალების სპეციალური ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანის დადგენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, როგორც წესი ხდება საბაჟო საზღვარზე მისი გადმოტანით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი მოახერხებს ან ნივთიერების შემოტანას საქართველოში, ი.ე. გადმოლახავს სახელმწიფო საზღვარს.

 

ამდენად, როდესაც ადგილი აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას საქართველოში სხვა ქვეყნიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, პირის დაკავებისას დანაშაული უკვე დამთავრებულია.

 

სსკ-ს 262-ე მუხლი პასუხისმგებლობას იმავდროულად არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკნონო შემოტანა და მისი უკანონო შენახვა დამოუკიდებელ დანაშაულს წარმოდგენს.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების −მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებულიოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

პალატა ასევე ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის მამხილებელი ჩვენებები, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ------- ა-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის დანიშნული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი მ------- ა-----------ის იმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298- muxlis pirveli nawilis „ დ „ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ------- ა-----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატის ზ------ რ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი მ------- ა-----------ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ;

 

მ------- ა-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ------- ა-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

მ------- ა-----------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მ------- ა-----------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 თებერვლიდან.

 

მ------- ა-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული 5 ცალად დაფასოებული კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ფერის, მოგრძო ფორმის მასები საერთო წონით 383,5 გრამი რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 168,8039 გრამის ოდენობით და მ------- ა-----------ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება გ---------------------–-------------–--ში).

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მურმან ისაევი

 

მოსამართლეები მაია თეთრაული

 

გოჩა ჯეირანაშვილი