განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020--1419700074884
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-180-19 10 აპრილი 2019 წელი
ქ .ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი მესამე პირი წარმომადგენელი - - - - - - შ--–-- გო--------- ლ--–- ბ-----–--ე სსიპ ქ--------- N-- ს-------- ს----–- მ------ თ----------ე სსიპ ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს--------- მ-------- კ-------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, იჯარის ხელშეკრულების დადების თაობაზე, სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის დავალდებულება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შ--–-- გო--------- სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლიდან, მის საქმიანობას წარმოადგენს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობა. 2017 წლის 09 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო სსიპ N---ე ს-------- სკოლის მიერ გამოცხადებულ N---- ტენდერში, რომელიც გულისხმობდა სკოლის ტერიტორიაზე კვების ობიექტის მოწყობას. მოსარჩელე ცნობილი იქნა ტენდერში გამარჯვებულად, რის შემდეგაც, ს----–-სთან უნდა გაფორმებულიყო იჯარის ხელშეკრულება. 2017 წლის 13 ნოემბერს, შ--–-- გ------------ სსიპ N-- ს-------- სკოლისაგან ეცნობა, რომ აუქციონში მონაწილე რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო კვების პროდუქტების მწარმოებლად/დისტრიბუტორ საწარმოდ და ჰქონოდა არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. ვინაიდან, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრის ამონაწერით ბიზნეს ოპერატორად შ--–-- გო--------- რეგისტრირებულ იქნა 2015 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, მას უნდა წარედგინა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამდასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც განახორციელა კიდეც, თუმცა ს----–-მ ყოვლად გაურკვეველი ხარვეზი დაუდგინა, რომლითაც მოსთხოვა დოკუმენტები, ხოლო შემდეგ, საერთოდაც უარი უთხრა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მიზეზით, რომ გასული იყო აუქციონში გამარჯვებულთან კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების 45 დღიანი ვადა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, სსიპ ქალაქ ქ--------- N-- ს-------- ს----–-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მოსარჩელეს, სკოლის მიერ, რამდენჯერმე წერილობით მიეთითა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე, რაც მოსარჩელისათვის აუქციონის გამოცხადების დღიდანვე იყო ცნობილი, შ--–-- გო---------მ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, ს----–- მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელესთან გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება. მესამე პირის პოზიცია: სსიპ ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს---------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შ--–-- გ------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელე გათავისუფლებულია ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. შ--–-- გო---------, 2005 წლის 07 ივლისიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. მისი საიდენტიფიკაციო კოდია - ს/კ 6----------, იურიდიული მისამართია: ქ. ქ-------------------------------. (იხ. ს.ფ. 12-13). 2.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერის გრაფაში, „საქმიანობის ტიპი/პროდუქციის სახეობა“ ჩამოთვლილია: ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფქვილი და ფქვილოვანი პროდუქცია, ჩაი, ყავა, უალკოჰოლო სასმელები, მარილი, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი, სხვა ცხიმი, საკონდიტრო ნაწარმი, სასადილო (იხ. ს.ფ. 15-16); 2.3. 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, ინდ. მეწარმე ,,შ--–-- გ------------’’ ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს - რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობა (ს.ფ. 14). პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, საქმიანობის სახე საცხობი, ბუფეტი. სერტიფიკატის გაცემის თარიღია - 01.10.2014 წელი, სერტიფიკატის ნომერი: 0---1---- (იხ. ს.ფ. 29); 2.4. ინდ. მეწარმე ,,შ--–-- გო---------’’ რეგისტრირებულია ბიზნეს ოპერატორად. სერტიფიკატის გაცემის თარიღი: 15/11/2017 წელი; სერტიფიკატის ნომერი: 01102 (იხ. ს.ფ. 30); 2.5. ინტერნეტ ვებგვერდზე - www.e-------.ge გამოცხადდა აუქციონი (N-----) სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის ბუფეტის ფუნქციონირებისათვის იჯარის ფორმით გადაცემისათვის; აუქციონის დაწყების თარიღი - 09.10.2017, დასრულება - 14.10.2017. აღწერილობა: იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ ქ--------- N-- ს-------- სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე განთავსებული 26,68 კვ.მ. ფართი აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობით: 1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 1 წლის ვადით ინვენტარის გარეშე; 4. მოიჯარე ვალდებულია სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი; 5. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები; 6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 7. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ბუფეტის 4 ფუნქციონირებაყველა სასწავლო დღეს; 8. სსიპ ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს---------ს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 10. მოიჯარის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა(ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისას; 11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 12. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადა უარი; 14. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვების ს----–-ში’’ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ე---------–- რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად; 15. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ; 16. აუქციონის მონაწილე რეგისტრირებული უნდა იყოს კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ (წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და ჰქონდეს კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; 17. საქართველოს კანონმდებლობის (საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’) შესაბამისად უნდა წარადგინოს მისი ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ობიექტის მზადყოფნას ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველყოფისათვის; აუქციონში გამარჯვებულ პირმა, აუქციონის პირობებში მითითებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაცია (ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. აუქციონის პირობებში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება არ გაფორმდება და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. (იხ. ს.ფ. 79-81); 2.6. სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის მიერ გამართულ, N----- აუქციონში გამარჯვებულია შ--–-- გო---------. 2.7. 2017 წლის 09 ნოემბერს, შ--–-- გო---------მ წერილობით მიმართა სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის დირექტორს და განმარტა, რომ მან გაიმარჯვა აუქციონში, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და ითხოვა ხელშეკრულების გაფორმება (იხ. ს.ფ. 82-85). 2.8. აღნიშნულ მიმართვის პასუხად, სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის 2017 წლის 13 ნოემბრის №--- 4 17 01 3----- წერილით შ--–-- გ------------ ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, კერძოდ აუქციონით განსაზღვრული იყო შემდეგი ორი პირობა: 1) აუქციონის მონაწილე რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ და 2) ჰქონოდა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; აღნიშნული დადასტურებული უნდა ყოფილიყო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრის ამონაწერით. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მის მიერ, როგორც 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებულ N----- აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ, წარდგენილი იქნა ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ კვების პროდუქტების საწარმოდ რეგისტრირებულია 2017 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით. ასევე, წარდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ 2005 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ბიზნესოპერატორად 2015 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით. ამავე წერილით განმცხადებელს ეთხოვა, წარედგინა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მაგ: იჯარის ხელშეკრულება, ცნობა და სხვ.) და განემარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუქციონში მონაწილეს უნდა წარედგინა მისი ობიექტის მზადყოფნა ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სერტიფიკატის ნაცვლად, მის მიერ წარდგენილი იქნა სურსათის ე---------–- ს---------ს შესაბამისობის შეფასების აქტი N03-49/ა. ამასთან შ.გ------------ ეცნობა, რომ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო აუქციონის პირობებში მითითებული სერტიფიკატი. მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, შ--–-- გ------------ა და სსიპ ქ--------- N-- ს-------- ს----–-ს შორის გაფორმდებოდა ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 86-87). 2.9. შ--–-- გ------------ 2017 წლის 22 ნოემბრის N1431893 განცხადებით ირკვევა, რომ მან, კვლავ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება (იხ. ს.ფ. 88-105). აღნიშნული წერილის პასუხად, 2017 წლის 24 ნოემბრის №--- 1 17 0------- წერილით შ--–-- გ------------ განემარტა, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 83-ე მუხლზე მითითებით მიეცა დამატებით 5 დღის ვადა ინფორმაციის წარდგენის მიზნით (იხ. ს.ფ. 106). 2.10. 2017 წლის 28 ნოემბერს, შ--–-- გ------------ მიერ წარდგენილი იქნა ორი N------- და N------- განცხადება, რომლითაც მოითხოვა დამატებით წარდგენილი დოკუმენტების მიღება და ხელშეკრულების გაფორმება (იხ. ს.ფ. 107-108). 2.11. შ--–-- გ------------ 2017 წლის 28 ნოემბრის N------- განცხადების პასუხად, სსიპ ქ--------- N-- ს-------- ს----–-მ მიიჩნია, რომ შ--–-- გ------------ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთ წლიან გამოცდილება არ დასტურდებოდა, ასევე განემარტა განმცხადებელს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში და ვინაიდან, დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2017 წლის 28 ნოემბერი, ხელშეკრულება ვეღარ გაფორმდებოდა (ს.ფ. 109-110). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ს----–-–----- ქ------- შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ს----–-–----- ქ------- განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N-------- ბრძანება, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ე---------–- რეკომენდაცია (გაიდლაინი) ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება ს----–-ში’’ და განმარტა, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა - აუქციონში მონაწილეობის გზით იჯარის ხელშეკრულების დადება, გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. 2.13. სასამართლომ მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში აუქციონის გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ხელშეკრულების დადება წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების შედეგს. ხელშეკრულების თავისუფლებას ახასიათებს მნიშვნელოვანი პირობა, კერძოდ, დაუშვებელია ხელშეკრულების დადების იძულება/ძალდატანება, გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომელიც დაკავშირებულია მონოპოლიურ საქმიანობასთან, ან მოთხოვნებთან, რომლებიც პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს. 2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ „ს----–-–----- ქ------- შესახებ” საქართველოს კანონის და ,,ს----–-–----- ქ------- განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების შესაბამისად (პირველი მუხლის მე-6 პუნქტი), ს----–-, აუქციონის პირობებს ათანხმებს სსიპ ს----–-–----- ქ------- ე---------–- ს---------სთან და ხელშეკრულების გაფორმება აუქციონში გამარჯვებულ პირთან, მხოლოდ ამ წესების დაცვით ხორციელდება. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ, კანონით დადგენილ 45 დღიან ვადაში არ იყო წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, ადასტურებდა, რომ აუქციონში გამარჯვებულმა ვერ შეასრულა აუქციონის პირობები, რაც მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმისა და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის შესაბამის ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის საფუძველია. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აუქციონის პირობების მიხედვით, ს-------- სკოლის ადმინისტრაცია ითხოვდა კვების პროდუქტების მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, როგორც ორ სხვადასხვა პირობას. მოპასუხის წერილებით დგინდება, რომ ის ითხოვდა კუმულატიურად ორივეს ერთად და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერს, რომელიც იქნებოდა 5 წლის წინ გაცემული და რომლითაც დამტკიცდებოდა მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოპასუხემ არაერთხელ მიუთითა, რომ 2015 წლამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი არ არსებობდა, ხოლო სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად ჰქონდა უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს მოეთხოვა ისეთი დოკუმენტი, რომელიც მხარეს არ შეეძლო წარმოედგინა. 3.2. სასამართლომ არ იმსჯელა ხარვეზის შევსებასთან დაკავშირებით, მოპასუხის მოთხოვნის ბუნდოვანებაზე და არაკონკრეტულობაზე, რაც გახდა მიზეზი შ--–-- გ------------ მიერ, დოკუმენტაციის ეტაპობრივად, რამდენჯერმე და დაგვიანებით წარდგენისა. სასამართლომ გამოარკვია რომ მოპასუხემ, 24 ნოემბრის წერილით აცნობა მოსარჩელეს, რომ განცხადებაზე არ იყო მითითებული განმცხადებლის მისამართი და ხარვეზის შესავსებად მისცა 5 დღიანი ვადა, ანუ 29 ნოემბრამდე, თუმცა შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ 5 დღიანი ვადის მიცემით შ--–-- გ------------ მოპასუხემ შეუქმნა კანონიერი ნდობა და მოლოდინი იმისა, რომ მის განცხადებას ხარვეზის გამოსწორების შემდეგ დააკმაყოფილებდა. შ--–-- გო---------მ შეავსო ხარვეზი და მოპასუხეს გადასცა ხელმოწერილი განცხადება, თუმცა 15 დეკემბრის წერილით სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ვადა არ გაუგრძელდა. 3.3. სასამართლოში საქმის განხილვის დროს დადგინდა რომ 15 დეკემბრის წერილის მომზადების დროისათვის მოპასუხეს უკვე გამოცხადებული ჰქონდა ახალი აუქციონი, თუმცა შ--–-- გ------------ათვის ახალი აუქციონის შესახებ არ იყო ცნობილი. 3.4. სასამართლომ არასწორი განმარტება გააკეთა გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან და ნებაყოფლობით, ურთიერთშეთანხმებით გარიგების დადებასთან დაკავშირებით. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ დასაბუთებაში მიუთითა, რომ არ შეიძლება მოპასუხეს დავაძალოთ/ დავავალდებულოთ ხელშეკრულების გაფორმება. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარიგების დადება სამოქალაქო კოდექსითაც რეგულირდება, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ გარიგების დადების დროს, ადმინისტრაციული ორგანო და მეორე მხარეს მდგარი კერძო სამართლის სუბიექტი თაბარ პირობებში არ არიან და ურთიერთობა არ ატარებს ჰორიზონტალურ ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში, აუქციონის პირობების შესაბამისად (მე-13 პუნქტი) ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადა უარი. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა იძულების ბერკეტი (ფინანსური სანქციის სახით) მხარეს დაედო გარიგება. თუ გარიგების დადების დროს მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი, მაშინ მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს საშუალება თავიდან აიცილოს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობა და იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო უსაფუძვლოდ იტყვის უარს აუქციონის მოგების შემდეგ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, მოსთხოვოს ხელშეკრულების გაფორმება და თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა რა თქმა უნდა იქნება ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385.1-ე, 393-ე, 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 4.2. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქ--------- N-- ს-------- სკოლის დავალდებულება, აუქციონის პირობების შესრულების გამო, ი/მ შ--–-- გ------------თან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება. 4.3. დადგენილია, რომ მოცემული დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან და დავის გადაწყვეტისას გამოიყენა, მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობა და ფაქტები დადგენილი და შეფასებული იქნა ამ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 4.4. დადგენილია, რომ ქ--------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადმოეცა ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა: ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად პირი აღიჭურვება ს---------სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ის ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება, როდესაც ის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობით ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას შეიცავს და პირის ს-------- სამართლებრივ უფლებამოსილებას ან ვალდებულებას ადგენს. მითითებულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ქ--------- №-- ს-------- ს----–-ში ბუფეტის ფუნქციონირებისათვის ფართის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება, რომლის დადების დავალდებულებასაც მოსარჩელე მხარე ითხოვს, თავისი ბუნებით კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა, რომლის შედეგადად არ ხდება კერძო სუბიექტის ინდ.მეწარმის მიერ (ხელშეკრულების დადების შემთხვევაში) ს-------- უფლებამოსილების განხორციელება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ პუნქტის მიხედვით ს-------- ს----–- – ს-------- სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. შესაბამისად, ხელშეკრულების საგანი (სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირება) არ უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქციების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს უშუალო ფუნქციების განხორციელებას და კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მხოლოდ მისი საქმიანობის ხელშემწყობ დამატებით პირობას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლება მოიპოვა ს-------- აუქციონზე შეძენის გზით, რომელიც გამოცხადდა „ს----–-–----- ქ------- განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N-------- ბრძანების საფუძველზე, არ აქცევს მოცემულ დავას ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავად. აღნიშნული ბრძანება განსაზღვრავს მხოლოდ ს-------- უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ს----–-–----- ქ------- (სკოლის იმ ნაწილის, სადაც უნდა მოეწყოს სასკოლო ბუფეტი) განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს და არ განსაზღვრავს ელექტრონული აუქციონის შედეგად დასადები ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, განხილული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლით განსაზღვრულ მოწვევად ოფერტზე და კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, როგორც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის საასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯის საგანს წარმოადგენდა ს-------- კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულების, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის ქმედების მართლზომიერება. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, დავის გადაწყვეტისას არ გამოუყენებია სამოქალაქო კანონმდებლობა, რაც საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, რათა სწორად განისაზღვროს და გადაწყდეს მხარეთა უფლებათა უპირატესობის/კონკურენციის საკითხი. 4.6. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულების დავალდებულების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა შეფასდეს და დადგენილი იქნეს ფაქტები, რომლებიც არსებითია იმ სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის, რაც მხარეთა შორის არსებობდა. განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად დადგენილი უნდა იქნეს: 1) რა ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის აუქციონის გამოცხადებით, ხომ არ იყო მოწვევა ოფერტზე; 2) შეფასდეს, მოსარჩელეს მიერ განხორციელებული ქმედებები იყო თუ არა საკმარისი სსკ-ის 327-ე მუხლით ხელშეკრულების დასადებად; 3) დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა სახის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოეშობოდა მოპასუხეს; 4) არსებობდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხავი/შემაფერხებელი გარემოებები. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია სამოქალაქო ურთიერთობისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტები, არ გამოუყენებია სამოქალაქო კანონმდებლობის არცერთი ნორმა და გამოიყენა, მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლის ნორმები, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში არსებობს თუ არა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სკ-ის 393-ე და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც ამავე კოდექსის 385.1 მუხლისა და მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია. პალატა დამატებით აღნიშნავს, ვინაიდან მოცემული სარჩელის დასაშვებობის საკითხები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შემოწმებული არ ყოფილა, საქმის დაბრუნების შემდეგ, დავის არსებითად განხილვამდე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შ--–-- გ------------ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, ქ--------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/1491-2017) და შ--–-- გ------------ სარჩელი, სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის წინააღმდეგ, იჯარის ხელშეკრულების დადების დავალდებულების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს ქ--------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ს----–-–----- ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ--–-- გ------------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ქ--------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/1491-2017);
3. შ--–-- გ------------ სარჩელი, სსიპ ქ--------- N-- ს-------- სკოლის წინააღმდეგ, იჯარის ხელშეკრულების დადების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან დაუბრუნდეს ქ--------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
4. საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემულ სარჩელზე ხელახალი გადაწყვეტილების მიღებისას;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ--------- სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე