განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310118002486983
საქმე N3ბ/725-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ--–---- კ--------;
წარმომადგენლები - გ------- ჭ------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
წარმომადგენლები - რ----- მ------–-–---–-, ნ--- ქ------–---–-;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება, მ--–---- კ--------ს დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი მ--–---- კ--------ს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ--–---- კ-------- აღდგენილ იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------------------------–--------------) ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ მ--–---- კ--------ს სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუყოვნებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით;
1.4. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდა 1871 (2018 წლის აპრილის და მაისის წელთა ნამსახურობის დანამატი 1036 (518 X 2)) ლარის ოდენობით;
1.5. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ 2018 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიური განაცდურის 3108 (თანამდებობრივი სარგო 2500, წოდებრივი სარგო - 90 ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატი - 518) ლარის გადახდა, თანამდებობაზე აღდგენამდე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ--–---- კ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის №----- ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–---- რ-----ის ძე კ-------- სამხედრო ძალების რეზერვიდან მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურში და დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის (სამმართველო) უფროსად (იხ. ს.ფ. 62).
4.2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის (სამმართველო) უფროსმა, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკმა მ--–---- კ--------მ 2018 წლის 21 მარტს მიმართა ამავე სამსახურის უფროსს და 2018 წლის 22 მარტიდან კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანებით, 2018 წლის 21 მარტის №----- პირადი პატაკის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------------------------–-------------- სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–---- კ-------- ჩაითვალა გადაყენებულად დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აყვანილად, 2018 წლის 22 მარტიდან.
2018 წლის 27 მარტს, მ--–---- კ--------ს სატელეფონო შეტყობინების გზით განემარტა, რომ პირადი პატაკის საფუძველზე გადაყენებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში; ასევე განემარტა, რომ ვალდებული იყო ჩაებარებინა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მან განაცხადა, რომ თვითონ ვერ მივიდოდა და ზემოხსენებულ მოწმობას გაატანდა მეუღლეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში ჩასაბარებლად. (იხ. 17; ს.ფ. 21);
4.3. მ--–---- კ--------ს 2018 წლის 21 მარტის №----- პატაკი (ელ. ვერსია) კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოში (დეპარტამენტი) მიღებულ იქნა 2018 წლის 26 მარტს, რის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი ბრძანების პროექტის ელექტრონული ვერსია, რომელიც სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილია იმავე დღეს. მითითებული ბრძანება ელექტრონული საქმისწარმოების „eflow“ (დოკუმენტების ბრუნვა) მეშვეობით, ხელმოწერისთანავე ავტომატურად გადაეგზავნა სამსახურის შესაბამის დანაყოფებს, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა - რ----- ს--–----ემ მ--–---- კ--------ს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კადრების მთავარ სამმართველოს (დეპარტამენტი) ჩააბარა 2018 წლის 28 მარტს. (ს.ფ. 65-67);
4.4. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–---- კ-------- დათხოვნილად ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, 2018 წლის 22 ივლისიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება (2018 წლის 22 მარტიდან)) (ს.ფ. 89).
4.5. მ--–---- კ--------ს შრომის ანაზღაურებამ (დარიცხული) შეადგინა 2018 წლის მარტის თვეში: თანამდებობრივი სარგო - 2500 ლარი, წოდებრივი სარგო - 90 ლარი, კვების კომპენსაცია - 70 ლარი, წელთა ნამსახურობა - 518 ლარი, ფორმის კომპენსაცია - 125 ლარი; აპრილის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 2310,32 ლარი, წოდებრივი სარგო - 90 ლარი, ხოლო მაისის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 1693,55 ლარი და წოდებრივი სარგო -60,97 ლარი.
მ--–---- კ--------ს პირად ანგარიშზე შრომის ანაზღაურება (ხელზე ასაღები) ჩაერიცხა 2018 წლის მარტის თვეში: თანამდებობრივი სარგო - 1959,33 ლარი, წოდებრივი სარგო - 72,00 ლარი, კვების კომპენსაცია - 56,00 ლარი, წელთა ნამსახურობა - 414,40 ლარი, ფორმის კომპენსაცია - 100 ლარი; აპრილის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 1807,59 ლარი, წოდებრივი სარგო - 72,00 ლარი, ხოლო მაისის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 1314,17 ლარი და წოდებრივი სარგო - 48,78 ლარი (იხ. ს.ფ. 23; 24-27);
4.6. სახელმწიფო დავის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 20 მარტს ელექტრონული საშვის მეშვეობით მ--–---- კ--------ს შესვლის დროდ დაფიქსირდა 12:13 სთ, ხოლო გასვლის დროდ - 14:15 სთ. ადმინისტრაციულ შენობაში (ქ-------–-------------–--------) გენერალური ინსპექციის თანამშრომელს გ. გ---–---------ს და მ--–---- კ--------ს შორის შედგა ზეპირსიტყვიერი საუბარი, თუმცა მ. კ--------ს მიმართ სამსახურებრივი მოკვლევა/სამსახურებრივი შემოწმება არ დაწყებულა. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი წერილობითი ახსნა - განმარტება და დოკუმენტაცია არ არსებობს.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიერ ამავე სამსახურის შიდა სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული ზარების ჩაწერა ან მონიტორინგი არ ხორციელდება (იხ. ს.ფ. 64; 138; 172-174);
4.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ვ--–---- ვ-----მ განმარტა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს პ-----------–----------------–------------------------------ზე. მ--–---- კ-------- გაიცნო მითითებულ სამსახურში გადასვლის დროს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვ--–---- ვ----- სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა აპარატის მიერ დათმობილ ოთახში და ტელეფონს პირადად უპასუხა, როდესაც მ--–---- კ--------ს გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს. მისი ვარაუდით, გენერალური ინსპექციიდან დარეკა გ---–---------მ.
ვ--–---- ვ-----ს ინფორმაციით, მ--–---- კ-------- გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული გარემოებები მისთვის ცნობილი არ არის. ასევე, იცის, რომ მ--–---- კ-------- სამსახურიდან წავიდა პირადი პატაკის საფუძველზე, მაგრამ მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ პრობლემები ხელმძღვანელობასთან. მ--–---- კ--------ს გენერალური ინსპექციიდან დაბრუნების შემდეგ, ხელმძღვანელობასთან ჩატარდა თათბირი მხოლოდ იმის შესახებ, თანამშრომლებს შორის თანხის შეგროვების დროს რაიმე იძულებას ხომ არ ჰქონია ადგილი (მისი განმარტებით, ხელმძღვანელი პირები დაბადების დღეებზე აგროვებდნენ თანხას, რომელსაც შემდეგ ერთმანეთს საჩუქრის სახით გადასცემდნენ). ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მ--–---- კ--------ს მანამდე არ გამოუთქვამს სამსახურიდან წასვლის სურვილი. (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ--–---- კ---------მ განმარტა, რომ 1992 წლიდან მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 2 ოქტომბრიდან იმყოფება კადრების განკარგულებაში. მ--–---- კ--------ს იცნობს მითითებული პერიოდიდან. მათ ერთმანეთთან ოჯახებით აკავშირებთ ახლო ურთიერთობა. მ--–---- კ--------- გარკვეული პერიოდი უმუშევარი იყო და 2015 წლის თებერვალში აღადგინეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. დაახლოებით 2 თვეში უფროსმა მ--–---- კ--------სთან დაკავშირებით გამოჰკითხა ინფორმაცია და შემდეგ, ისიც მასთან გადაიყვანეს. რაც შეეხება მ--–---- კ--------ს სამსახურიდან გათავისუფლებას, მარტის თვეში იგი დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურში ფულადი თანხის შეგროვების თემასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, თანხას აგროვებდნენ მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები და სურვილისამებრ, ხან საჩუქარს ყიდულობდნენ, ხან თანხას აძლევდნენ შესაბამის პირს. სავარაუდოდ, გენერალურ ინსპექციაში ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ფულის შეგროვება ხდებოდა ძალდატანებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მოწმის განმარტებით, მან ჩათვალა, რომ ეს იყო გაფრთხილება ამ ქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, იანვრის თვიდან თანხა აღარც შეუგროვებიათ, თუმცა გენერალურ ინსპექციაში მას უთხრეს, რომ სამსახურში შეგროვებული თანხა კიდევ ინახებოდა, რაზეც იგი ინფორმაციას არ ფლობდა. იქიდან გამოსვლისთანავე მ--–---- კ---------მ ინფორმაცია გადაამოწმა მ--–---- კ--------სთან. როგორც მ--–---- კ--------სგან შეიტყო, დაახლოებით 10 დღის წინ რამდენიმე თანამშრომელს თანხა კიდევ მიუტანია და მ--–---- კ--------ს მისთვის თქმა დაავიწყდა. აღნიშნული თანხა ყველას დაუბრუნდა.
მ--–---- კ---------ს ინფორმაციით, მეორე დღეს, 21-ში ან 22-ში მ--–---- კ-------- დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, მაგრამ დაწვრილებით არ იცის იქ რა მოხდა. როგორც მ--–---- კ--------მ უთხრა, გენერალურ ინსპექციაში საუბარი იყო თანხის იძულებით შეგროვებაზე, რასაც არ დაეთანხმა იგი და ახსნა - განმარტებაზეც ხელი არ მოაწერა. ამის შემდეგ, გენერალური ინსპექციის უფროსმა მ--–---- კ---------ს უთხრა, რომ მათთან შეხვედრისას მ--–---- კ-------- იქცეოდა ძალიან აგრესიულად, რაც მათ ძალიან არ მოეწონათ და ამიტომ მას უნდა დაეწერა პატაკი კადრების განკარგულებაში გადაყვანაზე. მოწმის მითითებით, მან სცადა დაზუსტება, მ--–---- კ--------ს სამსახურიდან ხომ არ ათავისუფლებდნენ, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო, მხოლოდ ის უთხრეს, რომ უნდა დაეწერა განცხადება კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაასკვნა, რომ კადრების გადაყვანის შემდეგ დაიწყებოდა საქმის მოკვლევა. მ--–---- კ---------მ მ--–---- კ--------ს დანაბარები გადასცა სამსახურის გარეთ და განუმარტა, რომ როგორც თვითონ სურდა ისე მოქცეულიყო. მ--–---- კ---------მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოთხოვნა იყო მხოლოდ პატაკის დაწერაზე, ამასთან, რა შედეგები მოჰყვებოდა, თუკი მ--–---- კ-------- ამ პატაკს არ დაწერდა, მისთვის არ უთქვამთ. საუბრისას, მ--–---- კ--------მ დაუდასტურა, რომ გენერალურ ინსპექციაში ცოტა აგრესიულად მოიქცა, ვინაიდან მისგან მოითხოვდნენ ახსნა - განმარტების შედგენას, თითქოს თანხა გროვდებოდა მ--–---- კ---------ს იძულებით. აღნიშნულს კი მან ხელი არ მოაწერა.
მოწმემ განმარტა, რომ მ--–---- კ--------სთან არასოდეს უსაუბრია მის წასვლაზე. ამავე დროს მისთვის უცნობია მ--–---- კ--------ს მიმართ ჩატარდა თუ არა მოკვლევა. შესაძლოა ამის შესახებ მას არც უთხრეს. პატაკის დაწერის შემდეგ, მ--–---- კ-------- სამსახურში აღარ დადიოდა. მისი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოწმობაც ჩააბარა. (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
4.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ--–- ი--–---–მა განმარტა, რომ მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის (სამმართველო) ს-----–---------------–---–------ თანამდებობაზე. მას და მ--–---- კ--------ს საერთო სამუშაო ოთახი ჰქონდათ და მ--–---- კ--------ს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. მ--–---- კ-------- სამსახურიდან წავიდა პირადი პატაკით. პატაკის დაწერის წინა დღეს, მ--–---- კ--------ს გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს და ლ--–- ი--–---–ს შეტყობინება დაუტოვეს, რომ მ--–---- კ--------ს გენერალურ ინსპექციაში უნდა დაერეკა. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, აპირებდა თუ არა მ--–---- კ-------- სამსახურიდან წასვლას. (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
4.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ი------- წ------მა განმარტა, რომ მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს (------------–----------–--------------------------–---–------------------------. იგი მ--–---- კ--------ს იცნობს სამსახურიდან. მისი ინფორმაციით, გენერალური ინსპექციიდან გ---–---------მ დარეკა და ლ--–- ი--–---–ს დაუტოვა შეტყობინება. ი------- წ------ის განმარტებით, ზუსტად არ იცის, თუ რატომ დაწერა მოსარჩელემ პატაკი. მისი ინფორმაციით, მ--–---- კ-------- რამდენიმე საათით იყო წასული გენერალურ ინსპექციაში და გამოიკითხა იმასთან დაკავშირებით, ფულს იძულებით აგროვებდნენ თუ არა სამსახურში. მოწმის განმარტებით, მ--–---- კ--------ს არასოდეს უთქვამს მისთვის სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
4.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ი---- ჯ-------ს განმარტებით, იგი მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------–---------------------–-----------------. რეორგანიზაციამდე მისი განყოფილება შედიოდა მთავარი სამმართველოს აპარატში, მაგრამ რეორგანიზაციით გაუქმდა აპარატი და მისი განყოფილება დარჩა. მისივე განმარტებით, მ--–---- კ--------მ, რომელიც გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა 20 მარტს, მეორე დღეს დაწერა პატაკი სამსახურიდან წასვლაზე, რაც ან უბრალოდ დამთხვევა იყო, ან შესაძლოა ამ ფაქტებს შორის რაიმე კავშირი არსებობდა. გენერალური ინსპექციიდან დაბრუნებულმა მ--–---- კ--------მ ოთახში თქვა, რომ საუბარი შეეხებოდა ფულის იძულებით შეგროვებას. ი---- ჯ-------მ განმარტა, რომ მ--–---- კ--------ს იცნობს 2000 წლიდან და 2015 წლიდან ერთ ოთახში მუშაობდნენ. მ--–---- კ--------ს მისთვის არასოდეს უთქვამს სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მოწმის განმარტებით, იმ დროს, როდესაც მ--–---- კ-------- წერდა პატაკს, უფროსის მითითებით შევიდა მ--–---- კ---------ს კაბინეტში. მის შეკითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, მ--–---- კ---------მ უპასუხა, რომ ცენტრალურიდან იყო დავალება პატაკის დაწერის თაობაზე. ხელნაწერი პატაკი დარჩა მათთან, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადაიგზავნა ცენტრალურში. მ--–---- კ-------- პატაკის დაწერისთანავე წავიდა და აღარ დაბრუნებულა სამსახურში. ამის შემდეგ, ი---- ჯ------- დაბარებული იყო ერთხელ იმ ფაქტზე, თითქოს მ--–---- კ--------მ თანამშრომელ ქალბატონს უთხრა კომპლიმენტი და კიდევ, ივლისის თვეში იმასთან დაკავშირებით, რომ კადრების სამსახურიდან მასთან ელექტრონულად მისული ბრძანება უფროსს - მ--–---- კ---------ს არ გადაუგზავნა. ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ ბრძანება მ--–---- კ---------ს მაშინვე წააკითხა თავის კომპიუტერში, მაგრამ მისთვის უცნობი მიზეზით, რაც თავისი გაუფრთხილებლობითაც იყო გამოწვეული ოფიციალურად არ გადაუგზავნია (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
4.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა გ---- გ---–---------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს სამსახურის გენერალური ინსპექციის პირველი სამმართველოს მეორე განყოფილებაში გ----------------–-----–----–------------------------------. მ--–---- კ--------ს იცნობს სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიიჩნევს ღვაწლმოსილ პიროვნებად და დიდ პატივს სცემს მას. მათ შორის არაერთხელ ყოფილა სამსახურებრივი შეხვედრა და საქმეზე საუბარი. ამასთან, მათ მიერ თანამშრომელთა ზეპირსიტყვიერი გამოკითხვა ატარებს ჩვეულებრივ ხასიათს. ასეთი გასაუბრება იყო მ--–---- კ--------სთანაც. მან მ--–---- კ--------ს გენერალურ ინსპექციაში დაბარების მიზნით დარეკა სამსახურის შიდა ნომერზე. ტელეფონზე უპასუხა მისმა თანამშრომელმა, ვინაიდან მ--–---- კ-------- ოთახიდან იყო გასული.
გ---- გ---–---------ს განმარტებით, მ--–---- კ--------ს მიმართ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მათთან არ შესულა და მისი გამოკითხვა განახორციელა ზოგადად, სამსახურში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ თანამშრომელთა გამოკითხვას ახდენდნენ პრევენციის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, მოკვლევაც არ დაწყებულა და შესაბამისად, მ--–---- კ--------ს ახსნა-განმარტება არ დაუწერია. მ--–---- კ--------ს გ---- გ---–--------- ესაუბრა მარტო. ამასთან, მართალია დეტალურად არ ახსოვს ფაქტები, მაგრამ სხვა საკითხებთან ერთად მ--–---- კ--------ს შეკითხვები დაუსვა ფულადი თანხის შეგროვებაზეც. მათ შორის მოხდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი გასაუბრება.
მოწმემ განმარტა, რომ მ--–---- კ--------სთან საუბრის დასრულების შემდეგ, იგი შევიდა სამმართველოს უფროსის (ნ------–---–ი) კაბინეტში, საუბრის შედეგებთან დაკავშირებით. სხვა პირთან გ---- გ---–--------- არ შესულა. ამასთან, გ---- გ---–---------მ არ დაადასტურა მ--–---- კ--------ს მიერ მითითებული ფაქტი, რომ მისი წერილობითი ახსნა-განმარტება სამმართველოს უფროსს შეუტანა, ვინაიდან ახსნა-განმარტება წერილობით არ ჩამოურთმევიათ. მოწმის განმარტებით, გარდა იმისა, რომ მ--–---- კ--------ს საქმე ერთი რიგითი საქმე იყო მისთვის, ამ ფაქტიდან დიდი დროა გასული და დეტალები ზუსტად არ ახსოვს.
გ---- გ---–---------ს განმარტებით, სამსახურის გენერალურ ინსპექციას მარტო სადამსჯელო ფუნქცია არ გააჩნია, მათი მხრიდან ადგილი აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. კერძოდ, პერიოდულად ხდება ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა მათ დანაყოფში არსებული ვითარების გამო და თუ რაიმე გადაცდომა გამოვლინდება, იწყებენ მოკვლევას, მათ შორის შესაძლოა ახსნა-განმარტების ჩამორთმევა. მისივე განმარტებით, მ--–---- კ--------სთან დაძაბულ საუბარს ადგილი არ ჰქონია და მითუფრო სამსახურიდან წასვლის შესახებ არ უსაუბრიათ. (იხ. 27.11.2018წ. სხდომის ოქმი).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტირება იმ გარემოებაზე, რომ მისი 2018 წლის 21 მარტის განცხადება არ გამოხატავდა მის ნებას. საქმეში წარდგენილი მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა - განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--–---- კ--------ს მიმართ რაიმე ფორმით იძულების განხორციელების ფაქტი არ დადგინდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირის მხრიდან რაიმე მოწოდებას, მ--–---- კ--------ს შეეძლო თავად შეეფასებინა გარემოებები და მიეღო გადაწყვეტილება კადრების განკარგულებაში გადასვლისა და იმ შედეგის შესახებ, რაც მის კადრების განკარგულებაში გადასვლას მოჰყვებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მისი ქმედება (პატაკის შედგენა) იყო იძულების შედეგი, სასამართლომ არ მიიჩნია დამაჯერებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სათანადო სახით გამოხატა ნება და ასევე ნებაყოფლობით ჩააბარა სამსახურებრივი მოწმობა. ამასთან, ის გარემოება, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომელთან გასაუბრებამდე მ--–---- კ-------- არ აპირებდა სამსახურიდან წასვლას, ან აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლებთან ადრე არ უსაუბრია, სასამართლოს მოსაზრებით, ავტომატურად არ გულისხმობს მისი შემდგომი გადაწყვეტილების ზეწოლის ან იძულების შედეგად მიღებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა მ--–---- კ--------მ გადაწყვეტილება მიიღო მესამე პირის რჩევით, მაგრამ მას ჰქონდა შესაძლებლობა ჯერ შეეფასებინა, გამოეკვლია მიწოდებული ინფორმაციის საფუძვლიანობა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ--–---- კ--------სათვის არ უთქვამთ, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა მითითების საწინააღმდეგო ქმედებას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-111 მუხლებზე და ხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე მიუთითა, რომ თუ პირი კადრების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ 4 თვის განმავლობაში არ დაინიშნება თანამდებობაზე, იგი უნდა ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--–---- კ-------- კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნა 2018 წლის 22 მარტიდან და 4 თვის განმავლობაში იგი არ დანიშნულა თანამდებობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მ--–---- კ--------ს კადრების განყოფილებაში გადაყვანილი იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2018 წლის 23 ივლისიდან სახეზე იყო მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, რაც განხორციელდა კიდეც.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - დაევალოს მოპასუხე მხარეს გამოსცეს ახალი აქტი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. აპელანტ მ--–---- კ--------ს სააპელაციო მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
6.1. მ--–---- კ--------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოს 2018 წლის 21 მარტს, პირადი პატაკით მიმართა სამსახურის უფროსს და 2018 წლის 22 მარტიდან კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა. წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ არაერთ სხდომაზე უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2018 წლის 21 მარტის პატაკი არ გამოხატავდა მ--–---- კ--------ს ნებას და აღნიშნული პატაკი დაწერილი იქნა სამსახურის მაღალჩინოსანთა ზეწოლის/იძულების შედეგად. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია უდავო გარემოებად, რომ 2018 წლის 27 მარტს, მ--–---- კ--------ს სატელეფონო შეტყობინების გზით განემარტა, რომ პირადი პატაკის საფუძველზე გადაყენებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნულის დასტურად, სასამართლოს მოჰყავს მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 მარტის ბრძანებაზე პასტით გაკეთებული მინაწერი გ. მ--–----ის სახელით. მიუთითებს, რომ სასამართლოში არ დაკითხულა გ. მ--–----ე ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად. რაც შეეხება ხელნაწერს, მიაჩნია, რომ ასეთი მინაწერი (ნებისმიერი შინაარსით) ნებისმიერ დროს შეიძლება გაკეთებულიყო. მ--–---- კ--------ს მხოლოდ სამსახურებრივი ბარათის დაბრუნება სთხოვეს და არავის არ განუმარტავს მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
აპელანტი ასევე ფაქტობრივ უსწორობად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით (3.6. პუნქტით) დადგენილ იმ გარემოებას სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ შენობაში (ქ-------–-------------–----------), გენერალური ინსპექციის თანამშრომელს გ. გ---–---------ს და მ--–---- კ--------ს შორის შედგა ზეპირსიტყვიერი საუბარი, თუმცა მ. კ--------ს მიმართ სამსახურებრივი მოკვლევა/სამსახურებრივი შემოწმება არ დაწყებულა. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი წერილობითი ახსნა - განმარტება და დოკუმენტაცია არ არსებობს. წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მ--–---- კ--------სთვის ჩამორთმეული ახსნა განმარტება მოპასუხემ სასამართლოში არ წარადგინა. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მიერ ამავე სამსახურის შიდა სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული ზარების ჩაწერა ან მონიტორინგი არ ხორციელდება. აღნიშნული სასამართლომ დაადგინა სამსახურის წერილის საფუძველზე, მაშინ როდესაც ნებისმიერ თანამშრომელს სატელეფონო საუბრის წამოწყებისას ავტომოპასუხე საუბრის ჩაწერაზე აფრთხილებს.
წარმომადგენელი ასევე აპელირებს მოწმე გ---- გ---–---------ს ჩვენებაში არსებულ შეუსაბამობაზე (გადაწყვეტილების 3.12 პუნქტი) და მიუთითებს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ცრუ ჩვენებაზე. მიიჩნევს, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა გ---- გ---–---------მ ზედმეტი კითხვების თავის არიდების მიზნით, ჩვენების დასაწყისშივე განაცხადა, რომ მას არ ახსოვს დეტალები, თუ რისთვის დაიბარა ცენტრალურ შენობაში მ--–---- კ--------. ამის პარალელურად, გ---–---------ს ზედმიწევნით კარგად ახსოვს, რომ კ-------- დაიბარა სატელეფონო ზარის მეშვეობით და უფრო მეტიც, ისიც კი ახსოვს, რომ მას სატელეფონო ზარზე სხვა თანამშრომელმა უპასუხა.
წარმომადგენლის განმარტებით, მოწმისათვის დასმულ არაერთ შეკითხვაზე გ---–--------- იძულებული გახდა, შედარებით მეტი კონკრეტიკა შეეტანა საუბარში და მიუთითა, რომ მ. კ-------- დაბარებული ჰყავდა აფხაზეთის სამმართველოში არსებულ სამურნეო საკითხებზე, საწვავის ხარჯებზე და მსგავს საკითხებზე. ამის შემდეგ გ---–--------- მხარის შეკითხვების შემდეგ იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ კ--------სთან შეხვედრა შეეხებოდა აფხაზეთის სამმართველოში თანამშრომელთა მიერ თანხის აგროვების საკითხს (სხვა თანამშრომელთა დაბადების დღეებისათვის) და თანხის აგროვებაზე შესაძლო იძულების საკითხს. რამდენიმე წუთის განმავლობაში გ---–---------მ სამი სხვადასხვა პასუხი გასცა ერთ შეკითხვას - მ--–---- კ--------ს დაბარების მიზეზზე. ასევე იცრუა მის უშუალო ხელმძღვანელ ნ------–---–თან შესვლის მიზეზზე. მიუთითა, რომ ნ------–---–თან საუბრის ბოლოს შევიდა, რადგან მ. კ--------ზე დაშვებული იყო საშვი და ნ------–---–თანაც ამ საკითხზე შევიდა. ხოლო შენიშვნაზე, რომ კ--------ს საშვი არ ესაჭიროებოდა, გ---–--------- იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ნ------–---–თან კ--------სთან გასაუბრების შედეგების მოსახსენებლად შევიდა. გ---–---------მ იმის დასტურად, რომ კ--------ს წერილობითი ახსნა - განმარტება არ დაუწერია, მოიშველია სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა და მიუთითა, რომ სისტემაში ასეთი ახსნა - განმარტება არ ატვირთულა. თუმცა ისიც აღიარა, რომ არსებობის შემთხვევაში ახსნა - განმარტება თვით გ---–---------ს უნდა აეტვირთა ელ. საქმისწარმოების სისტემაში. აპელანტის განმარტებით, ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიუხედავად სასამართლომ მოხსნა მათი ყველა შეკითხვა, რომლებიც მიზნად ისახავდა იმ მიზეზის გარკვევას, რით იყო განპირობებული გ---–---------ს შერჩევითი მეხსიერება სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოცემული პატაკი არ წარმოადგენდა მოსარჩელის ნებას, პატაკი დაწერილია გენ. ინსპექციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ჯ--- ვ-----ს უკანონო დავალების/ზეწოლის შედეგად. ამავდროულად, საქმეშია მოვლენათა იმგვარი ჯაჭვი, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს პატაკში გადმოცემულის მ--–---- კ--------ს ნებასთან შესაბამისობას. წარმომადგენლის განმარტებით, მ--–---- კ-------- პატაკის დაწერის დროისათვის იყო 53 წლის, ხანგრძლივი სამუშაო სტაჟით, ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, აქვს კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს ათეულ ათასობით აშშ დოლარის ფინანსური ვალდებულება თ----------–-. ასეთ ვითარებაში რა უნდა გახდეს იმის მამოტივირებელი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით მოითხოვოს თანამდებობიდან გადაყენება საკმაოდ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო თანამდებობიდან.
წარმომადგენელი აპელირებს სასამართლო პრაქტიკაზე (სუსგ, საქმე ბს-463-451; 18.02.2014 წ.) და განმარტავს, რომ განსაკუთრებული გამოკვლევის საგანია, როდესაც ესა თუ ის საჯარო მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო განცხადების დაწერას.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
მოცემული დავის არსებითად სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, მ--–---- კ--------ს განცახდება (პატაკი) დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა მის ნამდვილ ნებას, თუ ეს გამოწვეული იყო ზეწოლით. სწორედ აღნიშნულის დადასტურება/უარყოფაზეა დამოკიდებული სარჩელის იურიდიული ბედი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საჯარო შრომითსამართლებრივ სფეროში, საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოხელეს შორის. პალატა საჯარო შრომით სამართლებრივ დავებზე პრაქტიკის გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისა და განმაზოგადებელი სასამართლო დასკვნის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სამართლებრივად შეფასდეს საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოხელეს შორის ურთიერთობათა ფორმის არაჯანსაღი ტენდენციები.
7.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–---- რ-----ის ძე კ-------- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------------------------–--------------ს თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
„საჯარო სამსაახურის შესახებ“ კანონი კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში განმარტებულია სამსახურის შეწყვეტისა და თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის გარემოებები. კერძოდ, მუხლის მეორე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილი იქნეს შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე, ხოლო “მ“ ქვეპუნქტით თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას.
ამავე კანონის მე-111 მუხლით დარეგულირებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა. კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში: შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში.
მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით. ხოლო მე-4 ნაწილი ადგენს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანებით, 2018 წლის 21 მარტის №----- პირადი პატაკის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------------------------–-------------- სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–---- კ-------- ჩაითვალა გადაყენებულად დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აყვანილად, 2018 წლის 22 მარტიდან. ზემოაღნიშნული სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია პირადი პატაკი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-111 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლი და 180-ე მუხლის პირველი პუნქტი. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი სამართლებრივი საფუძველი იკითხება შემდეგნაირად: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სადავო 2018 წლის 26 მარტის ბრძანების საფუძვლად მითითებულ პირად პატაკზე, რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: გთხოვთ, თქვენს განკარგულებას ამიყვანოთ კადრების განკარგულებაში ა.წ 22.03.2018 წ (ს.ფ 17).
პალატა მიუთითებს მ--–---- კ--------ს წარმომადგენლის მიერ, საქართველოს სახელმწოიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის სახელზე 2018 წლის 23 მაისს წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილია გარკვეული სახის ინფორემაცია/დოკუმენტაცია იმ მიზნით, რომ მ--–---- კ--------მ დროულად მოახდინოს მისი უფლებების აღდგენა/რეალიზაცია (ს.ფ 18-19). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს 2018 წლის 28 მაისის N----- მიმართვით კი დგინდება, რომ მ--–---- კ--------ს გადაეგზავნა მის მიერ მოთხოვნილი პირადი პატაკის ხელნაწერის ასლი და ამავე პატაკის საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანების ელექტრონული ვერსიის დამოწმებული ასლი (ს.ფ 22).
აღნიშნული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2018 წლის 22 ივლისის ბრძანების მიღებამდე (4 თვიანი ვადის გასვლის გამო სამსახურიდან განთავისუფლებამდე) უკვე ცნობილი იყო 2018 წლის 21 მარტს შედგენილი პატაკისა და ამავე პატაკის საფუძველზე მიღებული ბრძანების სადავოობა. ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ სადავო აქტი, მ--–---- კ--------ს მიერ 2018 წლის 8 ივნისს გასაჩივრდა სასარჩელო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში (ს.ფ 2-16), ხოლო სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჩაბარდა 2018 წლის 18 ივნისს (ს.ფ 47).
მიუხედავად აღნიშნულისა კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–---- კ-------- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებით, დათხოვნილად ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, 2018 წლის 22 ივლისიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება (2018 წლის 22 მარტიდან)).
ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურმა, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი განცხადებები, მის მიერ აღძრული სარჩელის შინაარსი და მასში მოყვანილი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება. მიუხედავად აღნიშნულისა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, 2018 წლის 22 ივლისიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო სამსახურიდან ისე გაათავისუფლა ხანგრძლივი გამოცდილების მქონე თანამშრომელი რომ არც დაინტერესებულა რამ განაპირობა მის მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე. აღნიშნული დაწერა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
პალატას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ქცევისა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მიზეზების, საფუძვლის შესწავლას სასამართლო მიყავს შეფასებამდე, რომელიც თანაბარწილად მოიცავს, როგორც მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების საჯარო დაწესებულების მართვის სტანდარტებში გათვითცნობიერებულობის, ასევე, ხელმძღვანელისათვის აუცილებელი ისეთი თვისებების, როგორიცაა - გულისხმიერება, ყურადღება, თანაგრძნობა, სრულიად დაუშვებელ დეფიციტს. პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს იმგვარი საჯარო ინტერესი, საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევად გამართლებული იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, იგნორირება.
ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებები, რომლითაც პრაქტიკულად დადასტურდა გარემოება, რომ პატაკის დაწერა დროში დაუკავშირდა მ--–---- კ--------ს დაბარებას გენერალურ ინსპექციაში. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული ვ--–---- ვ-----ს იმ განმარტებაზე, რომ ოთახში ტელეფონზე განხორციელებულ ზარს უპასუხა, როდესაც მ--–---- კ--------ს გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს. მისი ვარაუდით, გენერალური ინსპექციიდან დარეკა გ---–---------მ. მ--–---- კ--------ს გენერალური ინსპექციიდან დაბრუნების შემდეგ, ხელმძღვანელობასთან ჩატარდა თათბირი მხოლოდ იმის შესახებ, თანამშრომლებს შორის თანხის შეგროვების დროს რაიმე იძულებას ხომ არ ჰქონია ადგილი (მისი განმარტებით, ხელმძღვანელი პირები დაბადების დღეებზე აგროვებდნენ თანხას, რომელსაც შემდეგ ერთმანეთს საჩუქრის სახით გადასცემდნენ). ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მ--–---- კ--------ს მანამდე არ გამოუთქვამს სამსახურიდან წასვლის სურვილი.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით გამოკითხული მ--–---- კ---------ს იმ განმარტებაზე, რომ 21-ში ან 22-ში მ--–---- კ-------- დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, მაგრამ დაწვრილებით არ იცის იქ რა მოხდა. როგორც მ--–---- კ--------მ უთხრა, გენერალურ ინსპექციაში საუბარი იყო თანხის იძულებით შეგროვებაზე, რასაც არ დაეთანხმა იგი და ახსნა - განმარტებაზეც ხელი არ მოაწერა. ამის შემდეგ, გენერალური ინსპექციის უფროსმა მ--–---- კ---------ს უთხრა, რომ მათთან შეხვედრისას მ--–---- კ-------- იქცეოდა ძალიან აგრესიულად, რაც მათ ძალიან არ მოეწონათ და ამიტომ მას უნდა დაეწერა პატაკი კადრების განკარგულებაში გადაყვანაზე. მოწმის მითითებით, მან სცადა დაზუსტება, მ--–---- კ--------ს სამსახურიდან ხომ არ ათავისუფლებდნენ, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო, მხოლოდ ის უთხრეს, რომ უნდა დაეწერა განცხადება კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაასკვნა, რომ კადრების გადაყვანის შემდეგ დაიწყებოდა საქმის მოკვლევა. მ--–---- კ---------მ მ--–---- კ--------ს დანაბარები გადასცა სამსახურის გარეთ და განუმარტა, რომ როგორც თვითონ სურდა ისე მოქცეულიყო. მ--–---- კ---------მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოთხოვნა იყო მხოლოდ პატაკის დაწერაზე, ამასთან, რა შედეგები მოჰყვებოდა, თუკი მ--–---- კ-------- ამ პატაკს არ დაწერდა, მისთვის არ უთქვამთ. საუბრისას, მ--–---- კ--------მ დაუდასტურა, რომ გენერალურ ინსპექციაში ცოტა აგრესიულად მოიქცა, ვინაიდან მისგან მოითხოვდნენ ახსნა - განმარტების შედგენას, თითქოს თანხა გროვდებოდა მ--–---- კ---------ს იძულებით. აღნიშნულს კი მან ხელი არ მოაწერა.
ასევე ყურადღსაღებია სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ლ--–- ი--–---–ის ის განმარტება, რომ მ--–---- კ-------- სამსახურიდან წავიდა პირადი პატაკით. პატაკის დაწერის წინა დღეს, მ--–---- კ--------ს გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს და ლ--–- ი--–---–ს შეტყობინება დაუტოვეს, რომ მ--–---- კ--------ს გენერალურ ინსპექციაში უნდა დაერეკა. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, აპირებდა თუ არა მ--–---- კ-------- სამსახურიდან წასვლას. რაც შეეხება მოწმის ი------- წ------ის განმარტებას, მიუთითა, რომ ზუსტად არ იცის, თუ რატომ დაწერა მოსარჩელემ პატაკი. მისი ინფორმაციით, მ--–---- კ-------- რამდენიმე საათით იყო წასული გენერალურ ინსპექციაში და გამოიკითხა იმასთან დაკავშირებით, ფულს იძულებით აგროვებდნენ თუ არა სამსახურში. მოწმის განმარტებით, მ--–---- კ--------ს არასოდეს უთქვამს მისთვის სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით.
პალატა ასევე ყუარდღებას ამახვილებს მოწმის ი----- ჯ-------ს განმარტებაზე, სადაც მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციიდან დაბრუნებულმა მ--–---- კ--------მ ოთახში თქვა, რომ საუბარი შეეხებოდა ფულის იძულებით შეგროვებას. მოწმის განმარტებით, იმ დროს, როდესაც მ--–---- კ-------- წერდა პატაკს, უფროსის მითითებით შევიდა მ--–---- კ---------ს კაბინეტში. მის შეკითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, მ--–---- კ---------მ უპასუხა, რომ ცენტრალურიდან იყო დავალება პატაკის დაწერის თაობაზე. ხელნაწერი პატაკი დარჩა მათთან, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადაიგზავნა ცენტრალურში.
მოწმეთა ზემოაღნიშნული ჩვენებებით სააპელაციო სასამართლო რწმუნდება, რომ პატაკის დაწერა არ იყო მ--–---- კ--------ს სურვილი და ნამდვილი ნება; პატაკი წარმოადგენდა ზეწოლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
აღსანიშნავია მოწმე გ---- გ---–---------ს განმარტება, რომლის თანახმადაც მ--–---- კ--------ს მიმართ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მათთან არ შესულა და მისი გამოკითხვა განახორციელა ზოგადად, სამსახურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით; ზოგჯერ თანამშრომელთა გამოკითხვას ახდენდნენ პრევენციის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, მოკვლევაც არ დაწყებულა და შესაბამისად, მ--–---- კ--------ს ახსნა-განმარტება არ დაუწერია.
პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად შესაბამის სამსახურში დასაქმებულ პირთა ასეთი მოსაზრებებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ პატაკის საფუძველზე ისე გადაიყვანა პირი კადრების განკარგულებაში და შემდგომ ვადის გასვლის საფუძვლით ისე გაათავისუფლა მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, თუ რატომ გადაწყვიტა მოსარჩელემ პატაკის დაწერა, აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით, ამასთან, აღნიშნული განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც პალატის მოსაზრებით სრულიად კანონსაწინააღმდეგოა.
პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გამოიცეს, არამედ ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სამართლებრივ ინსტიტუტებს და სტანდარტებს.
საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე მართალია არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან და ზეწოლისაგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.
7.3. პალატა მიუთითებს სამოქალაქო ურთიერთობებში ნების გამოვლენის განმარტების სამართლებრივ წანამძღვრებზე, რომელსაც ადგენს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის მიხედვით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრიდან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს (მუხლი 54).
განსახილველ შემთხვევაში, არც საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას და არც პირველი ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ მ--–---- კ--------ს განცხადება შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ, იურიდიულად დაუსაბუთებელი და უკანონოა, არამედ ვერ პასუხობს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ამოცანას. შესაბამისად, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (ბს-463-451(კ-13) სადაც მითითებულია, რომ „თანამედროვე ევროპული სამართლებრივი ტენდენციის თანახმად, სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული პირების უფლების აღდგენის მიზნით. შესაბამისად, მიუკერძოებელ, ობიექტურ და სამართლიან ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას უდიდესი როლი გააჩნია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, მეტიც, ეფექტურმა მართლმსაჯულებამ შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლით ბოჭვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტის და ნდობის, ეროვნული სახელმწიფოს განცდის ხარისხის ამაღლება“.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება - მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხევვაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს- 246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყო მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
იმ გარემოების მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-4 ნაწილი აძლევდა შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე დაენიშნა თანამდებობაზე ან ამოერიცხა სამსახურის პირადი შემადგენლობიდან, ადმინისტრაციულმა ორგანომ პატაკის საფუძველზე ჯერ გადაიყვანა პირი კადრების განკარგულებაში და შემდგომ ვადის გასვლის საფუძვლით გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან ყოველგვარი დასაბუთების, კონკრეტულ გარემოებებზე და ფაქტებზე მითითების გარეშე.
ზემოთმითითებულის საწინააღმდეგოდ საკმარისი არ არის ადმინსტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ის განმარტება, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო მოსარჩელის პირადი პატაკი და რომ აღნიშნულის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ საკითხის დეტალური მოკვლევა. წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნულით მოსარჩელემ გამოხატა ნება კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე.
პალატის შეფასებით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. პალატის მოსაზრებით, ზემოთმითითებული იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის სამოხელეო სამართლის კანონმდებლობით, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების სტანდარტს. საკუთარი ინიციატივით კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძვლის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივად უნდა შეეფასებინა მოხელის ნების გამოხატვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მ--–---- კ--------ს მიმართ რაიმე ფორმით იძულების განხორციელების ფაქტი არ დგინდება, რაც სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძველი გახდა, პალატა ვერ გაიზიარებს მას და იგი ასევე არასაკმარისია სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია მ--–---- კ--------ს ნების გამოვლენის ნამდვილობის გასარკვევად, ყოველივე აღნიშნული დაეკავშირებინა მის სამუშაო სტაჟთან, გამოცდილებასთან და ასევე საბანკო ვალდებულებებთან, რომელსაც მხარე სარჩელშივე უთითებდა. ქვეყნის სოციალური პირობების გათვალისწინებით, ლოგიკას არ ექვემდებარება, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მამოტივირებელი, რომ საკუთარი ნებით მოეთხოვა საკმაოდ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო თანამდებობიდან გადაყენება. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოხელის 2018 წლის 21 მარტის პატაკი კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე არის ნების ნამდვილი გამოვლენა და სადავო 2018 წლის 26 მარტის და 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებები კი აღნიშნულის შედეგი, ვერ ასახავს სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს საჯარო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომ გამოირიცხოს საჯარო მოსამსახურეთა ნების ფორმირებაზე ვინმეს, განსაკუთრებით უშუალო დაქვემდებარების ვერტიკალის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველ შემთხვევაში კი მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, მოვლენათა ჯაჭვის ლოგიკური, სამართლებრივი და ასევე სამართლიანი ანალიზი მეტყველებს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ იყო მ--–---- კ--------ს თავისუფალი, ნამდვილი ნება, არამედ იყო ზემოქმედების შედეგად განპირობებული ნება, რამაც გამოიწვია მისი ნამდვილი ნების ამ სახით, დამახინჯებულად ფორმირება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მ--–---- კ--------ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად ზღუდავს მის კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებას, რაც სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა აღმოიფხვრას.
7.5. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ--–---- კ-------- აღდგენილი იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------------------------–--------------) ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ მ--–---- კ--------ს სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, უნდა დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუყოვნებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.
7.6. პალატა ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადასტურებულია მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ამასთან, აღნიშნული ქმედების გამო მოსარჩელემ ვერ მიიღო თანამდებობრივი ანაზღაურება, შესაბამისად, განვლილ პერიოდზე მას მიუღებელი თანხის ოდენობით მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს იძულებით განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, უფრო კონკრეტულად კი უნდა დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდა 1871 (2018 წლის აპრილის და მაისის წელთა ნამსახურობის დანამატი 1036 (518 X 2)) ლარის ოდენობით. ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ 2018 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიური განაცდურის 3108 (თანამდებობრივი სარგო 2500, წოდებრივი სარგო - 90 ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატი - 518) ლარის გადახდა, თანამდებობაზე აღდგენამდე.
8 პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ამდენად, მ--–---- კ--------ს უკან უნდა დაუბრუნდეს გ------- ჭ-----ის მიერ 2018 წლის 8 ივნისს სს „თ----------–-“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;
8.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ--–---- კ--------ს მიერ მოთხოვნილია იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული თანხის - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით დაკისრება მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს განეკუთვნება.
პალატა კიდევ ერთეხლ ამახვილებს ყურადღებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).
პალატა მიუთითებს, რომ გარდა უკვე გაწეული ხარჯისა, საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე მ--–---- კ--------სა და გ------- ჭ------ს შორის, 2018 წლის 21 მაისს და 2018 წლის 1 ივნისს გაფორმებული მომსახურების N----- და N-- ხელშეკრულებები, რომლითაც პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის, მ--–---- კ--------მ წარმომადგენელს გადაუხადა თანხა - 1500 (ათასხუთასი) ლარი, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--–---- კ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ--–---- კ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება, მ--–---- კ--------ს დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი მ--–---- კ--------ს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ;
6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ--–---- კ-------- აღდგენილ იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------------------------–--------------) ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში. იმ შემთხვევაში თუ მ--–---- კ--------ს სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუყოვნებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით;
7. დაეკისროს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდა 1871 (2018 წლის აპრილის და მაისის წელთა ნამსახურობის დანამატი 1036 (518 X 2)) ლარის ოდენობით;
8. დაეკისროს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ 2018 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიური განაცდურის 3108 (თანამდებობრივი სარგო 2500, წოდებრივი სარგო - 90 ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატი - 518) ლარის გადახდა, თანამდებობაზე აღდგენამდე.
9. მ--–---- კ--------ს დაუბრუნდეს გ------- ჭ-----ის მიერ 2018 წლის 8 ივნისს სს „თ----------–-“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;
10. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–---- კ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატისათვის გაწეული თანხის 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -