განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100118002574304
საქმე №1/ბ1543-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ან------------–-ს
ადვოკატის: ზუ--------–-----ს
მსჯავრდებულის: მი----–----------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მი----–----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის და ძველი თბილისის რაიონული პორკურატურის პროკურორის ან------------–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მი----–------------------------ მიმართ
დაბადებული: 1----–-–----------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თ---–--–----------------------------------–----------------------------–---------------------–----------------–--–----–----–-----------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, მი----–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით, მი----–----------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა წინა განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მი----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან.
მი----–-----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა მი----–-----------მ, 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 17:55 საათზე, თბილისში, მარჯანიშვილის ქ----------ის მიმდებარედ, ვა---–--------–---–თან წინასწარი შეთანხმებით და მისივე მითითებით, სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, აშკარად დაუფლებოდა, ი------------–-ს ხელჩანთაში მოთავსებულ სამკარატიან ბრილიანტს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 93 000 აშშ დოლარს. ამ მიზნით, მი----–---------- აშკარად დაეუფლა ი------------–-ს ხელჩანთას, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით. შედეგად ია-----------–ს შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
დაცვის მხარემ ითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2019 წლის 23 აპრილს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან------------–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ მი----–----------ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ მი----–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვეჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1(ერთი)წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით, 5(ხუთი)წლის გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა მი----–----------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ--------–-----მ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მი----–----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ე-–------------------------------------------–------------–------------------–---–-- ჩვენებებით, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, დაზარალებულ ი------------–-ს, მოწმეების: ვ---------–--------------------–----–---–-----------–------------–----–---- გამოკითხის ოქმებით; ამოღების ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თბილსისის საქალაქო სასმართლოს 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით, მი----–----------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ მი----–----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ან------------–სა და მსჯავრდებულ მი----–----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. მი----–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილობრივ დაემატოს - 1(ერთი)წელი, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5(ხუთი)წელი.
4.მსჯავრდებულ მი----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან.
5. პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მი----–----------ს ყოფაქცევაზე კონტროლო და დახმარება დაევალაოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
- ჩანთა, ჩანთის სახელური და ჩანთაში არსებული ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–--------------------------–-------–---- სამმართველოს მ--------------–---–-- ასევე მი----–----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
-ნერწყვის ნიმუში და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ხელკეტი და პირბადე, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–--------------------------–-------–---- სამმართველოს მ--------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით,-ხოლო შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი ლაზერული დისკი და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ.კაპანაძე