განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002776329
საქმე №1ბ/567-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ქ---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქ-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, დაოჯახებელის, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–-----------------------–-------------–-----------------------–--------------------–-----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილებით მიიჩნია, რომ ქ---------------მა ჩაიდინა:
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
_ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
_ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგ:
2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ---–----------------–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ---------------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ძმის, გ----------------ის მიმართ, კერძოდ, თავი დაარტყა სახეში, რის შემდგომაც შეკრული ხელის მტევნები რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც გ----------------მა თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა გ----------------ის არასრულწლოვანი შვილი, ა-------------------ა.
2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ---–----------------–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ---------------ი შელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ძმას, - გ----------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ---–----------------–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ---------------მა ძმასთან, გ----------------თან შელაპარაკებისას, ძალადობა განახორციელა თავისი ძმის მეუღლის, ა----–-------------ას და მისი არასრულწლოვანი შვილის, ა-------------------ას მიმართ. კერძოდ, ა-------------------ა ხელის ბიძგებით მიანარცხა საწოლს, ხოლო ა----–-------------ას თავში დაარტყა ბავშვის სკამი, რა დროსაც, მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ა--------- და ა----–-------------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ---–---------------–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ---------------ი თავის ძმასთან, გ-----------------თან შელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ძმის მეუღლეს, ა----–-------------ას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
ქ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ქ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, - ნ-------------ემ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ქ---------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულს თითოეული დანაშაულისათვის დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი და საბოლოოდ, მოხდეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
აპელანტები აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ ქ---------------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულების ჩადენას, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია რა გააჩნია, ამასთან ქ---------------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და უკიდურესად მძიმე ეკონომიური პრობლემები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი
მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ქ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ქ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულის გ----------------ის და ა----–-------------ას გამოკითხვის ოქმებით, მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და დათვალიერებისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცონი ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის მინიმუმადე შემცირების და სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენების შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, რადგან დაცვის მხარის მიერ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებეში კი პალატა ვერ იმსჯელებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, მართალია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებულთა ხელწერილები, სადაც ისინი ითხოვენ ქ---------------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, მაგრამ სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ქ---------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება... პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ქ---------------ი მოცემული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის /საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით/ ჩადენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ქ---------------ს მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ქ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი ქ---------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ქ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ქ---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი ქ---------------ი მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ქ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ქ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, დაულუქავი სახით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ ა----–-------------ასგან ამოღებული საბავშვო სკამი და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თეფშისა და ლამბაქის ნამსხვრევები, ინდივიდუალურად დალუქული, რაც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი