განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
140100118002624991
ინსტანცია
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002624991

საქმე №1ბ/573-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გ------------------------–----------–ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით გი------------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გი------------–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გი------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ივნისის თვეში, გ------------------------–----------–ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში გი------------–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა პაპის - ვა------------–-–---–ის მიმართ. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას გი------------–-–---–მა ხელი მოუჭირა ყელში და მიაწვა შუბლზე ვა------------–-–---–ს, რის შედეგად ვა------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის ივნისის თვეში, გორის-----------------–----------–ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში გი------------–-–---–ი პაპას - ვა------------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ვა------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებისათვის გი------------–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იყო არასაკმარისი წარდგენილი ბრალდებების მიხედვით გი------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მი----–-------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გი------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ გი------------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა დამაჯერებელი ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ მის ბრალეულობას. ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება და ვა------------–-–---–მა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნული გარემოებები საქმეში არსებული არაერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებითა დასტურდება, მათ შორის ჯუ-–--------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით, რომელიც პირადად შეესწრო, თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გი------------–-–---–მა მოხუც - 82 წლის ვა------------–-–---–ს და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ასევე დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გარეშე პირების გამოკითხვის ოქმებით, ასევე, დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც არის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმისაგან განსხვავებული, დამოუკიდებელი მტკიცებულება, სადაც იგი ცალსახად უთითებს, რომ გი------------–-–---–მა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში წელში წაუჭირა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩვენებებს, რომლებმაც განმარტეს, რომ ისინი არ შესწრებიან გი------------–-–---–ის მიერ ვა------------–-–---–ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და მუქარის ფაქტს, მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ისინი, როგორც ოჯახის წევრები, დაინტერესებულნი არიან ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით. ამავე დროს, მათი ჩვენებებითაც კი დასტურდება, რომ გიორგი და ვა------------–-–---–ებს შორის არის კონფლიქტი. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს, ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.

გამართლებულ გი------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ეკ-------------–-----–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს გი------------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გი------------–-–---–ის მიერ ვა------------–-–---–ის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებს. აპელანტის მიერ გი------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ გი------------–-–---–ის ბრალეულობას. კერძოდ:

 

აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს გი------------–-–---–ის მამიდის - ჯუ-–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმზე, რომელიც უდავო მტკიცებულებადაა მიჩნეული და რომლის თანახმად, გი------------–-–---–მა პაპის - ვა------------–-–---–ის მიმართ ძალადობა ჩაიდინა და მასვე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 2018 წლის 17 ივლისს. ამ დღეს იგი იმყოფებოდა მშობლების - ვა------ და ვე-----------–-–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც დაინახა, რომ გი------------–-–---–მა ვა------------–-–---–ს ყელში მოუჭირა ხელი და მასვე, ხელის მიწოლით, დაუზიანა სათვალე, რა დროსაც იქვე იმყოფებოდნენ ვე-----------–-–---–ი, ინ--------–-–---–ი, ეკ---------------–-–---–ი და ნი---------–-–---–ი, აგრეთვე არასრულწლოვნები - 13 წლის ნუ----------–-–---–ი, 10 წლის ლუ--------–-–---–ი, 9 წლის ეკ---------------–-–---–ი და 5 წლის ვერ----------–-–---–ი. გაშველების შემდეგ, გი------------–-–---–ი წავიდა თავისი ოთახის მიმართულებით და განაცხადა, რომ აიღებდა თოფს და მოკლავდა ვა------------–-–---–ს, მაგრამ იგი შეაკავეს, კერძოდ, ხელით დაიჭირეს ინ--------------ე და ნი---------–-–---–ებმა, ხოლო თვითონ ჯუ-–--------------–---–მა მშობლები შეიყვანა მათ ოთახში და გარეთ აღარ გამოსულან.

 

ჯუ-–--------------–---–ის დამატებითი გამოკითხვა მოხდა გი------------–-–---–ის დაკავების შემდეგ, რა დროსაც მან განმარტა, რომ გი------------–-–---–მა ვა------------–-–---–ს ყელში ხელი მოუჭირა, მას სათვალე დაუზიანა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არა 2018 წლის 17 ივლისს, არამედ, ივნისის თვეში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) და 2018 წლის 29 ივლისს, გამოკითხვისას მან თარიღი - 17 ივლისი, შეცდომით მიუთითა. სხვა ნაწილში ჯუ-–--------------–---–მა დაადასტურა 2018 წლის 29 ივლისს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.

 

ჯუ-–--------------–---–ის მიერ გამოკითხვის დროს დასახელებულმა ფაქტის თვითმხილველმა პირებმა - ინ--------–-–---–მა, ნი---------–-–---–მა, ნუ----------–-–---–მა, ეკ---------------–-–---–მა, ლუ--------–-–---–მა არ დაადასტურეს გი------------–-–---–ის მიერ ვა------------–-–---–ის მიმართ ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტები და განმარტეს, რომ ისინი ასეთ ფაქტებს არ შესწრებიან, ხოლო დაზარალებულმა ვა------------–-–---–მა და მოწმეებმა - ვე---------------ბ ბი---–-–---–--მა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს გამომძიებლების - და----------–----ისა და ალ----------------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2018 წლის 29 ივლისს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაიწყეს გამოძიება გ------------------------–----------–ში ვა------------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რა დროსაც საქმეზე დაკითხულმა ვა------------–-–---–მა განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა და მუქარა განახორციელა თავისმა შვილიშვილმა - გი------------–-–---–მა. სახელმწიფო ბრალმდებელმა ასევე დაასახელა მოწმე ნა----–----------–---–ის უდავოდ მიჩნეული გამოკითხვის ოქმი და მიუთითა, რომ აღნიშნული პიროვნება ესწრებოდა 2018 წლის 29 ივლისს ჩატარებულ ვა------------–-–---–ის გამოკითხვას, რა დროსაც მან გამომძიებელს განუმარტა, რომ მისმა შვილიშვილმა - გი------------–-–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ყელში მოუჭირა ხელი, ხოლო მეორე ხელით მიაწვა შუბლზე და დაემუქრა, რომ თოფს მოიტანდა და მოკლავდა, რა დროსაც მას დარტყმული ეტკინა და მუქარაზე განიცადა საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია ასევე ლე--–--–---–---ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაესწრო როგორც გარეშე პირი დაზარალებულის მეუღლის გამოკითხვას.

 

ზემოთ მითითებულ გამოკითხვის ოქმებთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის შემსწრენი და გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან, თუნდაც პირველწყაროსგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

აპელანტს გი------------–-–---–ის ბრალის დამადასტურებლად მიაჩნია საგამოძიებო მოქმედებებში - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს, 22:55 საათიდან 23:55 საათამდე, გამომძიებელ ალ----------------–---–ის მიერ, ექსპერტების - და----------–--–---–ის და ნი----–--------------ის მონაწილეობით, ასევე ვა------------–-–---–ის და ნი---------–-–---–ის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერდა მათი საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ვა------------–-–---–მა მიუთითა ადგილზე, სადაც გი------------–-–---–მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ვა------------–-–---–მა მიუთითა აგრეთვე მისაღებ ოთახში ჩამოკიდებულ სათვალეზე, რომელიც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ. გი------------–-–---–ის საძინებელი ოთახიდან ასევე ამოღებულ იქნა სანადირო თოფი. მართალია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღწერილია ის ადგილები, სადაც ვა------------–-–---–ზე განხორციელდა ძალადობა და მუქარა, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ხელის მოწერაზე ვა------------–-–---–მა უარი განაცხადა. აპელანტი მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განპირობებული იყო ვა------------–-–---–ზე ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ასეთი რამ არ დასტურდება საქმის მასალებით და არც აპელანტს წარმოუდგენია ზეწოლის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მყარი მტკიცებულება. შესაბამისად, ბრალდების მხარის ასეთი მსჯელობა წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ვა------------–-–---–ის მხედველობის სათვალეს რაიმე სახის მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება და მისი დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზარალი არ დამდგარა. ხოლო აპელანტის მიერ თავის სააპელაციო საჩივარში მოხმობილი ვა------------–-–---–ის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვა------------–-–---–ს რაიმე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აქვს, შესაბამისად, ასეთი დასკვნის პირობებში ექსპერტისათვის მის მიერ მიცემული განმარტება იმის თაობაზე, რომ გი------------–-–---–მა 2018 წლის 20 ივნისს კისერში წაუჭირა ხელი და ხელი დაარტყა შუბლის არეში, არ შეიძლება განხილულ იქნეს გი------------–-–---–ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე, რომ საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება ვა------------–-–---–ის მიერ ძალადობის შედეგად განცდილი ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად და განმარტავს, რომ ძალადობრივი დანაშაულებისას მნიშვნელოვანია ტკივილის სუბიექტური აღქმა, თუმცა იგი ობიექტურადაც უნდა ქმნიდეს დამკვირვებლის თვალში ამ განცდის გონივრულობას, ანუ ობიექტური კრიტერიუმიც არის სწორი შეფასების სავალდებულო ინდიკატორი.

 

დასკვნის სახით, პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გი------------–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ვა------------–-–---–ის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისია გი------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან მათში არსებული წინააღმდეგობები, ასევე მათი, ირიბი ხასიათი საფუძველს აცლის პირის ბრალეულობის დასადასტურებლად მათ გამოყენებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გი------------–-–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გი------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გი------------–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად, ისინი არ ქმნიან დანაშაულის ერთიან სურათს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი------------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი------------–-–---–ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სათვალე, სანადირო თოფი და თოფის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

გი------------–-–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე