განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
010100218700050654
ინსტანცია
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100218700050654

საქმე №1ბ/380-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლევ---------–----ს

ადვოკატის: ნი-------–-–---–-ს

მსჯავრდებულის: ჯე---–----------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ჯე---–----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შო-------------–---ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯე---–-------–---------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–---- პირადი ნომერი: 0----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განთლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ------–-------–---–------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენით, ჯე---–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯე---–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ჯე---–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 9 ივნისიდან.

ჯე---–---------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 2 ივნისს ქ.თბილისში, საღამოს საათებში, თ------–---–------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევი ჯე---–---------ე თანამზრახველთან ერთად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რ-------------- კუთვნილ მობილურ ტელეფონს „------------------- რითაც დაზარალებულს მიადგა 550 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯე---–---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შო-------------–---მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ ემყარება პირდაპირ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენება. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, მასზე გამოსახულ პირთა იდენტიფიცირება არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, არ არის ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. გარდა ამისა, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ჯე---–----------ს თანამზრახველის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის მიერ მიცემულ განსხვავებულ ჩვენებაზე მისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ჯე---–----------ს ბრალეულობის დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ რ-------------- ჩვენება. პალატა განმარტავს, რომ ფაქტის შეფასებისას, ჩაიდინა თუ არა პირმა ბრალად წარდგენილი დანაშაული, აუცილებელია არა სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე. მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი ძალის, რაც ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ წარდგენილი ბრალდება არის საფუძვლიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა რა-----------მა განმარტა, რომ 2016 წლის 2 ივნისს 17:30 საათზ ჰქონდა ფიზიკის გაკვეთილი და მიდიოდა მასწავლებელთან. თ------–---–------------ როდესაც გასცდა „---------------------- დაუძახა ახლგაზრდა ბიჭმა და სთხოვა მობილური ტელეფონი, ზარის გაშვების მიზნით. ტელეფონი მისცა უცნობს, მოხსნა კოდი და ნომერიც აუკრიფა. უცნობმა ბიჭმა ტელეფონი ყურთან მიიტანა, თუმცა მისთვის უცნობია საუბრობდა თუ არა იგი, ვინაიდან 4-5 მეტრის მოშორებით იყო მისგან. როგორც შემდეგ გაიგო, ეს პიროვნება იყო ბა-------–---------ა. მათ იარეს ავტობუსის გაჩერებამდე და ქუჩის ხელმარჯვნივ შესახვევთან, ლე--------- მივიდა ჯე---–---------ესთან (მიუთითა სხდომაზე წარმოდგენილ ბრალდებულზე), რომელსაც ეცვა მოყავისფრო პერანგი, ლურჯი ჯინსის შარვალი, ჰქონდა მუქი ფერის თმა და გასაპარსი წვერი. ბა-------–---------ამ უთხრა მოწმეს, რომ დარეკავდნენ და მალე დაუბრუნებდნენ ტელეფონს, რის შემდეგაც მისი ტელეფონი მიაწოდა ჯე---–---------ეს. ისინი მოძრაობდნენ ჩიხის მიმართულებით და დაზარალებულიც უკან მიჰყვებოდა. მან ბიჭებს უთხრა, რომ ეჩქარებოდა და მოსთხოვა დაებრუნებინათ კუთვნილი ტელეფონი, თუმცა მის ნათქვამზე ორივე გაიქცა და მისი მობილური ტელეფონი წაიღეს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო როგორც ბა-------–---------ა, ასევე ჯე---–---------ე. დაკითხვისას მისცა დეტალური ჩვენება, აღუწერა ორივე პირის როგორც ჩაცმულობა, ასევე გარეგნული ნიშნები. მისი კუთვნილი ტელეფონი იყო „------------------- ღირებული 550 ლარად.

2016 წლის 9 ივნისს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა რა-----------მა ამოიცნო ჯე---–---------ე და განმარტა, რომ ის ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც 2016 წლის 2 ივნისს თ------–---–-- ქუჩაზე გასტაცა მისი კუთვნილი „------------------ -ის მობილური ტელეფონი. დაზარალებულმა ჯე---–---------ე ამოიცნო ოდნავ სრული აღნაგობით, სახის მოყვანილობით და იერით, სიმაღლით, ოდნავ ღია თაფლისფერი თვალის ფერით, შავი ფერის თმით და შავი ფერის წვერით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბა-----------------მ განმარტა, რომ მუშაობს ვ---------------–--- მეორე განყოფილებაში. 2016 წლის 9 ივნისს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რ-------------- ტელეფონის უკანონო დაუფლება ჩადენილი ჰქონდათ ჯე---–---------ესა და ბა-------–---------ას. მოწმემ მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა: გ------------–--–---–-----------------–-------------------–---–----------------–-–---–-------–------------–---- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.

2016 წლის 9 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ქ. თ---–--–-----–----–----–--------ში მდებარე შპს „–-----------–--- სათაო ოფისში, ზურაბ ჩ------ წარედგინა 2016 წლის 8 ივნისის N14291/16ს განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რის შემდეგაც ზ-------------- წარმოადგინა კომპაქტ დისკი, სადაც მისი განმარტებით, ჩაწერილია 2016 წლის 2 ივნისის ქ.თბილისის ა-–-------------------------ში მდებარე შპს „–-----------–--- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერი 2016 წლის 2 ივნისის 17:00 საათიდან 18:00 საათის დროის შუალედში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ-------------- დაადასტურა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიერ გამომძიებლისათვის გადაცემული იქნა გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა „--------------------- საცხობიდან ამოღებული ვიდეო მასალა და ამავე მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, კადრზე აღბეჭდილია ტროტუარი და მოსიარულე ხალხი, მარჯვენა მხარეს განთავსებულია საცხობი, სადაც ჩანს წარწერა „--------------------- 06-02-2016 17:25:21 წამზე, კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი მოკლემკლავიანი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი და ზურგზე გადაკიდებული აქვს ჩანთა შავი წითელ ფერებში, მას რამოდენიმე მეტრში უკან მიყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის პიჯაკი, შიგნიდან ჩანს, რომ აცვია ღია ფერის პერანგი, ლურჯი ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი ბოტასები. ისინი გადიან რამდენიმე მეტრს, რის შემდეგ ზურგჩანთიანი პიროვნება ბრუნდება პიჯაკიანის მხარეს და ჩანს, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობენ, რამოდენიმე წამში ზურგჩანთიანი პიროვნება აწვდის რაღაცას პიჯაკიან პიროვნებას, რის შემდეგაც ერთად აგრძელებენ სვლას. მანამდე კი, 17:25:32 საათზე კამერიდან ზურგით ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოყავისფრო პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი, მას აქვს მუქი ფერის თმა და წვერი. ის მიდის პირდაპირ, როდესაც ზურგჩანთიანი და პიჯაკიანი პიროვნება დგანან გვერდულად, ყავისფერპერანგიანი პიროვნება იყურება საცხობისკენ, რის შემდეგაც აგრძელებენ სვლას, ის უსწორდება ხსენებულ ორ პიროვნებას და თითქმის ერთდროულად მიდიან, პერიოდულად ჩერდებიან და შემდგომ გადიან კამერის ხედვის არედან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ჯე---–---------ემ დაადასტურა, რომ გამოკვლეულ დისკზე პირი, რომელიც ლე---------ს უკან კადრში ჩნდება და აცვია მოყავისფრო პერანგი, ლურჯი ჯინსის შარვალი, არის თავად.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა რა-----------მა დამაჯერებლად და სრულყოფილად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა დეტალი. მისი ჩვენება არის თანმიმდევრული და რაიმე სახის წინააღმდეგობები მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ გამოვლენილა. მან ყოველგავრი დაყოვნების გარეშე მიუთითა წარმოდგენილ ჯე---–---------ეზე, როგორც მის მამართ განხორციელებულ ძარცვაში მონაწილე ერთ-ერთ პირზე. ასევე დაზარალებულმა დაადასტურა, რომ არც ერთი დამნაშავის ამოცნობა არ გაუჭირდა საგამოძიებო მოქმდების განხორციელებისას. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებაზე, ან ამოცნობის ოქმის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ „--------------------- საცხობიდან ამოღებულ ვიდეო ჩანაწერებთან. დაზარალებული იმავე შინაარსით აღწერს თ------–---–-- ქუჩაზე მისთვის უცნობ პიროვნებასთან - ბა-------–---------ასთან შეხვედრის და მობილური ტელეფონის თხოვების ფაქტს, ასევე ბა-------–---------ასა და ჯე---–----------ს ჩაცმულობას, როგორც ეს ვიდეოჩანაწერებზეა დაფიქსირებული.

დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა ჯე---–----------ს ბა-------–---------ასთან ერთად ყოფნის ფაქტი, აგრეთვე, სადაოდ ხდის დაზარალებულის მიერ ჯე---–----------ს გარეგნობის აღწერას და ამოცნობას, ვინაიდან ჩანაწერების მიხედვით, რა-----------ს საერთოდ არ შეუხედავს ჯე---–----------სათვის.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ პიროვნება, რომელსაც აცვია პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი, წავიდა წინ და გაუსწრო გაჩერებულ ორ პირს, თუმცა იგი დაუყოვნებლივ არ გადის კადრიდან, მათ შორის არ არის დიდი დაშორება და შემდგომში სამივე პიროვნება ერთად მოძრაობს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვიდეოჩანაწერი ასახავს დაზარალებულისა და ბრალდებულების ერთად გადაადგილების მცირე მონაკვეთს, ხოლო მათ შორის კომუნიკაცია გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ისინი გასცდნენ „--------------------- ტერიტორიას და გავიდნენ კადრიდან. როგორც რა-----------მა განმარტა, ბა-------–---------ა ქუჩის შესახვევთან გამოელაპარაკა ჯე---–---------ეს, რის შემდეგაც ბრალდებულების გაქცევამდე დაზარალებულს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა მათთვის და დაემახსოვრებინა როგორც მათი ჩაცმულობა, ასევე გარეგნობა.

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოწმე ბა-------–---------ას ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით, რომელმაც გამორიცხა ჯე---–----------ს მონაწილეობა აღნიშნულ ძარცვაში. მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვეულ ვიდეოჩანაწერთან. მასში დაზარალებულსა და ბა-------–---------ასთან ერთად ფიქსირდება ჯე---–---------ე, მაშინ, როდესაც როგორც ბა-------–---------ამ განმარტა, რატი დაზარალებულთან შეხვედრამდე 15 წუთით ადრე დაშორდა ჯე---–---------ეს. ამასთან, თავად ჯ---------– დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული მოყავისფრო პერანგსა და ლურჯ ჯინსის შარვალში ჩაცმული პირი არის თვითონ.

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ჯე---–----------ს მონაწილეობას რ-------------- კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, აშკარა დაუფლებაში.

დაცვის მხარის მტკიცება კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ჯე---–----------ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

2. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ასევე მიუთითა, რომ ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, თუ რა ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა დაზარალებულს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.

პალატა აღნიშნულ ნაწილში ეთანხმება აპელანტის მსჯელობას, ვინაიდან დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით პირველი ისნტანციის სასამართლოს მსჯელობა ნამდვილად არ ემყარება მტკიცებულებათა ერთობლიობას.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა სრულად იზიარებს დაზარალებულ რ-------------- ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს, თუმცა საპროცესო კანონმდებლობის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის შეფასების კუთხით საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. სხვა არცერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ რ-------------- კუთვნილი „-------------------ის მოდელის მობილური ტელეფონის ღირებულება იყო 550 ლარი. მართალია, ზიანის ოდენობის უტყუარად დადგენისათვის სავალდებულო არ არის წარმოდგენილი იყოს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს სხვა ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არ არის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი, არც მისი შეძენის დამადასტურებელი ქვითარი ან რაიმე სახის დოკუმენტი მის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სახეზე არ არის სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი და საკმარისი იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ ჯე---–---------ემ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებას - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იგი არ წარმოადგენს უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულ ფაქტს. ამდენად, ჯე---–---------ე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდეგნილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ჯე---–----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ჯე---–----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ჯე---–---------ე ცნობილ იქნეს უდანაშულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

ჯე---–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძელზე, გაუქმდეს ჯე---–----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯე---–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ჯე---–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 9 ივნისიდან.

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

-1 ცალი CD დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი