განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100118002468797
ინსტანცია
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002468797

საქმე №1ბ/40-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის და ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ--------------–-ას

მსჯავრდებულ: დ-----–---------–---–ის

ადვოკატის: ნ---------------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ დ-----–---------–---–ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის ნ---------------–---–ის და ქ.თბილისის გ-–-----------–------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის დ--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №001120318007) დ-----------------------–---------–---–ის მიმართ. დ-----–---------–---–ი დაბადებულია 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–---------------------------–-------------------–----------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ-----–---------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს აყენებს.

 

დ-----–---------–---–ის მიერ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

დ-----–---------–---–მა 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე ქ. თბილისში, კ--------------------ში ცემა ვ----–---------–-ძე. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, ასევე დაარტყა მარჯვენა მუშტი მარცხენა ყურთან, საწოლზე წაქცეულს კი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა მუშტი თავისა და ზურგის არეში. განხორციელებული ქმედებების შედეგად ვ----–---------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დ-----–---------–---–მა 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, კ--------------------ში ცემა ვ----–---------–-ძე, ხოლო ცემის შემდეგ განიზრახა მის მიმართ არაადამიანული მოპყრობა და დამცირება. კერძოდ, ცემის შედეგად საწოლზე წაქცეულ ვ----–---------–-ძეს დააშარდა სხეულზე, რითიც ჩააყენა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. აღნიშნული ქმედების გამო ვ----–---------–-ძემ განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

 

დ-----–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ-----–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ-----–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით), მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

დ-----–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ-----–---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---------------–---–მა.

 

დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ-----–---------–---–ის მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რადგან, როგორც დაცვის მხარე მიიჩნევს, მტკიცებულებათა ზეპირი და უშუალო გამოკვლევის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი, ერთმანეთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა დ-----–---------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩად---ს ფაქტები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა დ--------------ემ.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ-----–---------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-----–---------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ვ----–---------–-ძე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობდა სამორინე „ი------ში“ დილერის პოზიციაზე. მუშაობის დაწყების შემდეგ გაიცნო დ-----–---------–---–ი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ დ---სს წარსულში ჰყავდა ორი მეუღლე და შვილები, რომლებთანაც აგრძელებდა ურთიერთობას. აღნიშნულმა გარემოებამ მათ შორის გამოიწვია დაძაბულობა და საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა დ-----–---------–---–ი იყო მისი უფროსი და კვლავ ჰქონდათ სამსახურებრივი შეხება. სამსახურში ყოფნისას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სამსახურიდან გაგდებით. ბოლოს თანამშრომლების თანდასწრებით მიაყენა შეურაცხყოფა და მოსთხოვა ნაჩუქარი ტელეფონის დაბრუნება. 2018 წლის 12 მარტს სამსახურიდან სახლში მისულმა მობილური ტელეფონიდან ამოიღო ბარათი და გაამზადა დ-----–---------–---–ზე გადასაცემად. საწოლზე წამოწოლილი უყურებდა ფილმს, რა დროსაც ჩაეძინა. დაახლოებით 3:00 საათიდან 4:00 საათამდე დროის შუალედში გაიგონა კარებზე ბრახუნის ხმა, მოიცვა ხალათი და გავიდა გარეთ. კარის გაღებისთანავე დ-----–---------–---–მა სახეში გაარტყა ხელი და ზურგით მიაჯახა სამზარეულოში განთავსებულ კარადას, რის გამოც ხერხემლის არეში იგრძნო ტკივილი. ამის შემდეგ დ--–---------–---–მა შეათრია საძინებელში, დააგდო საწოლზე და ხელით დაუწყო ცემა თავის, ზურგის და სახის არეში. დარტყმების შედეგად განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და დაზიანება რომ არ მიეღო, სახეზე იფარებდა ხელებს. შემდეგ დ-----–---------–---–ი წვდა თმაში, შემოატრიალებინა თავი და აფურთხებდა სახის არეში, შემდეგ კი ამოიღო სასქესო ორგანო, მიმართა მისი სახის მიმართულებით და აშარდავდა სახეზე, პირში, ხელებში და მთელს სხეულზე. დაიწყო ხმამაღლა კივილი. ხმაურზე ჩამოვიდა დიასახლისი, რომელმაც იკითხა, თუ რა ხდებოდა. მისი ხმის გაგონებაზე დ-----–---------–---–მა აიღო თავისი მობილური ტელეფონი, რომელიც მაგიდაზე ედო და გავარდა სახლიდან. უნდოდა პოლიციაში დარეკვა, მაგრამ არ ჰქონდა ტელეფონი, ამიტომ შევიდა სოციალურ ქსელ „facebook“-ში და თანამშრომელს - ლ--------–--------–ს სთხოვა, დაკავშირებოდა მის მეგობარს და ეთქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა. მივიდნენ მისი მეგობრები, რომლებმაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა თვის ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანებები. ამასთან, დ-----–---------–---–მა დაკავებამდე მის დაქალს - თ------------–-ას მისწერა, რომ „შენს მიფსმულ დაქალს მიხედეო.“ მოწმის განმარტებითვე, მორალურად არის შეურაცხყოფილი, სამსახურში ვერ დადის - რცხვენია, ყველა დამცინავად უყურებს, ნორმალურად არ სძინავს და ღამით შიშის გამო შუქი უნთია.

 

პირველი ინტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა გ---–---------–------მა დაადასტურა, რომ დაზარალებული ვ----–---------–-ძე იყო მისი მდგმური. სახლის პირველ სართულზე დაქირავებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართი. მოწმის განმარტებით ვ----–---------–-ძეს ხშირად სტუმრობდა საქმრო დ-----–---------–---–ი. 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე გააღვიძა კივილის ხმამ. პირველ სართულზე ჩასვლისას ვ----–---------–-ძის კარი ღია დახვდა, კარებთან იდგა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ-----–---------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ შვილის გამო შელაპარაკება მოუვიდა ვ----–---------–-ძესთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი თხოვნით დ-----–---------–---–მა დატოვა სახლი. სახლში შესვლისას ვ----–---------–-ძე იჯდა საწოლზე. იყო აფორიაქებული და სველი. სველი იყო ოთახში მდგარი კომოდიც. ვ----–-მ გამოიცვლა ტანსაცმელი, გამოცვალა თეთრეული და უთხრა, რომ პოლიციაში უნდა დაერეკა. მოწმემ ურჩია ვ----–---------–-ძეს, დამშვიდებულიყო და დილით დაერეკა პოლიციაში. დილით კი ვ----–---------–-ძე სახლში არ დახვდა. მოგვიანებით მის სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მისი თანხმობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ამოიღეს ვ----–---------–-ძის კუთვნილი ნივთები.

 

პირველი ინტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გ-–-----------–------ს სამმართველოს მ--- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლები ი---------------ე და გ--------------–---–ია. ი---------------ემ დაადასტურა, რომ მის მიერ თანამშრომელ გ---------------–---–თან ერთად ჩატარებული იქნა დ-----–---------–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ტელეფონი და საბანკო ბარათები. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე. დ-----–---------–---–ი გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. ოქმზე შენიშვნა არ გაუკეთებია. გ--------------–---–იამ დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 მარტს დაიწყო გამოძიება ვ----–---------–-ძის ცემის ფაქტზე. მის მიერ ექსპერტებთან და ბინის მეპატრონესთან ერთად დათვალიერებული იქნა ქ. თ---–--------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც მცირე ზომის კალათიდან ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი ტანსაცმელი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 12 მარტის ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ქ. თ---–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. რის შედეგად ექსპერტების მიერ პირველ ოთახში არსებული პლასტმასის კალათიდან ამოღებული იქნა ნაცრისფერი ნაჭრის სპორტული ზედა, შარვალი, ფერადი ყვავილებიანი ზეწარი და იასამნისფერი ყვავილებიანი სქელი ნაჭრის ხალათი.

 

პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----–-----ემ დაადასტურა, რომ მუშაობს მ--- კლინიკურ საავადმყოფოში ნ---------------ის პოზიციაზე. 2018 წლის 12 მარტს ე.წ „ემერჯენსის“ განყოფილებაში მივიდა პაციენტი ვ----–---------–-ძე, რომელიც ნანახი იქნა მიმღების ექიმის და ნ---------------ის მიერ, რომლებმაც განსაზღვრეს პაციენტის მიმართულება. ამის შემდეგ გამოიკვლია ჩივილები, რომელიც გამოიხატებოდა თავის ტკივილში, თავბრუსხვევაში, გულისრევის, ღებინების შეგრძნებაში, ტკივილი გულმკერდის და ნეკნების მიდამოში. ვ----–---------–-ძეს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, გულმკერდის რენტგენოგრაფია, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა. ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდგინდა ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის უკანა კედლის ზედაპირული ტრამვა, ე.წ. „დაჟეჟილობები.“

 

2018 წლის 12 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა თ------------–-ას და ვ----–---------–-ძეს შორის არსებული მიმოწერების ე.წ. "სქრინშოთები.“ ამონაწერში ვ----–---------–-ძე დარეგისტრირებულია სახელით ,,V----“. „აქ ხარ;“ „რა ხდება;“ „დ---სა მომივარდა და მცემა დამეხმარე თ-- იკას უთხარი თუ არა და შევაკლავ თავს ვსო;“ „რააააააააააა გოგოოოოო დარეეეეკეეე დროზე 112-ში ღირსია დაიჭირონ და გამოაგდონ იქიდან;“ „დავრეკავ მოდის კიდე ხ----- ჩემი თანამშრომელი და გთხოვ მოდი თუ შეგილია ძაან ცუდად ვარ;“ „ი--- მთვრალია ძინავს რა გავაგებინო ეხლა....ფული არ მიდევს ტაქსის, არ მიდევს საფულეში, რანაირად გამოვიდე. 6-ზე ხო იღება მეტრო თუ მარშუტკა თუ (უწმაწურ სიტყვას იყენებს) და გამოვალ ეგრევე. აუუ ესენი რო გავაღვიძო გაგიჟდებიან.... მიდი დარეკე რას ელოდები ხო არ გაგიჟდი შენ, სად არი შენი ხაზეი---;“ „03:55 საათზე გამოტოვებული ზარი;“ „წაიღო ტელეფონი კაი იყოს;“ „გააღვიძე მიდი გ---–-----;“ „თუ რამე მოგაკითხავ;“ „გოგო გააღვიძე გ---–----- თქო მიდი ან მიწერე ვინმეს გამოიძახოს პატრული შენ ხო არ გაჭედე ვაფშე ანგარიშზე არ მაქვს ზარი გავუშვა სასწრაფოში რანაირად;“ „ნ---სთან დარეკე გთხოვ. ამოიღო (უწმაწურ სიტყვას იყენებს) და მაფსამდა, ძირს დამაგდო და მაფურთხა და მირტყა ამას ვეღარ ავიტან თ--;“ „მისამართი მითხარი ზუსტი;“ „ მოვა ხ----- ეხლა და წავალ პოლიციაში. ნ---ს დაურეკე გთხოვ, მარტო არ მინდა, ბიჭები მინდა. არ მაქვს ტელე;“ „ხ----- ვინაა ბიჭია? ზარებს გაუშვებ იქნებ გავაღვიძო;“ „ხო კ-------ს მეპატრონის პირადი დაცვაა და ძმაკაცი. დგეს გაიგონა რაც ქნა და ეხლა მივწერე დახმარება, მარა მარტო ეგ არ მინდა. ნ--- გამოვა ვიცი და თხოვე, გთხოვ ან ზარი გაუშვი რა ქენი;“ „აქაა გავაღვიძე ზარებს ვუშვებ მივწერე;“ „მერე;“ „ მოიცა ველოდები შემოვიდა საიტზე“ „ აქ როა ვხედავ და არ მპასუხობს;“ „მოიცა მე დავრეკავ;“ „ რა ხდება;“ ავაფეთქე არ პასუხობს სად არის მოვიდა ის ტიპი?;“ „მომე ნ---ს ნომერი;“ „5--------;“ „თუ რამე მოგაკითხე გამოხვალ;“ „ნ--- რეკავდა აქ მოიცა კი ჩემი ზარი ამომიგდო ვრეკავ არ პასუხობს ვრეკავ. ვაიმე დედა ნერვიულობისგან ამაკანკალა რა გაბედა მაგ (უწმაწურ სიტყვას იყენებს);“ „აუ მე ცუდად ვარ;“ „ სად არი ის ტიპი ამდ--- ხანი რამდენ ხანში მოვალო?;“ „რუსთავიდან მოდის ჩემს გამო ნ--- სად არის;“ „ვრეკავ არ პასუხობს მისამართი მომწერე გ------- გავაღვიძე;“ „გ------- ვინღაა;“ „მომწერე მისამართი ადამიანო;“ „ვინ არი თქო;“ „ბიჭებიდან მარტო მაგას გაეღვიძა ზარებზე ვისი მისამართიც მიწერია ყველას ზარს ვუშვებ მისამართი მომწერე ზუსტად როგორაა კ------------ ასეა?;“ „ხო და რათ გინდა მისამართი;“ „მეორე შესახვევია?;“ „ ხო იცი შენ რატო მეკითხები ვერ გავიგე;“ „ნ---ც თუ გავაღვიძე რანაირად ვეტყვი თუ ესე არ ვუთხარი;“ „და მოდიხარ თუ რას შვები ვერ გავიგე;“ „ველოდები რას მომწერს თუ მოვა მანქანით აბა რას ვიზამ პატრულს რო გამოვუძახო გინდა;“ „ჯერ არა ხ-----ს ველოდები ეგ ერკვევა ეგეთებში. გამოვიდე ამასთან ერთად შენთან თუ რამეა;“ „ხო მანქანით არი;“ „ხო აუ ნ---ს იმენა რა ო----- სადარი დაურეკე მიდი აბა? აუ ცუდად ვარ მუცელში მირტყა მტკივა ძაან;“ „ო-----ს და ნ---ს ძმაკაცი გავაღვიძებო ო-----სო;“ „მიშველოს რამე თხოვე უკვე წავიქცევი;“ „ ვთხოვე და გამოვალთო მოიცა დარეკავს და დამირეკავს;“ „ვეღარ ვხედავ;“ „ ცოტა გამაგრდი;“ „ რა ხდება;“ „გავაგვიძეთ ნ---;“ „მოხვალთ;“ „ გოგო რა ქვია მაგ ადგილსო ვერ იგებს ნ--- მიდი დარეკე აქ და აუხსენი დამირეკოსო ნ---მ დაგირეკაა???? რახდებაა;“ „მოვა მალე;“ „ნი---??;“ „ხო ალბათ ბიჭებიც;“ „ ცოტა უკეთ არ ხარ ვალიდოლი მაინც ჩაიდე ენის ქვეშ წყალი მიისხი ან რამე ქენი გული არ წაგივიდეს;“ „დანარტყამები მტკივა;“ „ვაიმე ღმერთოო განყოფილებაში წადი ეგრევე;“ „აქ მოვიდეს უთხარი მიწერე;“ „ხოო მანდ მოვა ვუთხარი არ მაქ ნომერი ვ---სთან მიდი ცუდადაა თქო მოვა მალე გზაშია;“ ვისთან ერთადაა;“ „განყოფილებაში წადით ეგრევე არ ვიცი გავიდააა აქედან; „მოიცა ზარებს გაუშვებ ნახალოვკაში ვარო უკვე აქ ხარ?;“ „ნ---ს ნომერი მომე;“ „წუთი წუთზე მოვა 5--------;“ „მოვიდა?.“

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-------–------ვამ. დასკვნის მიხედვით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...1 ცალი სპორტული ზედა, 1 ც სპორტული შარვალი, 1ც ხალათი, 1 ც ზეწარი ამოღ. N1 ოთახში კალათიდან..“ მოთავსებულ: ხალათზე არსებულ, ბიოლოგიური გამონაყოფებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე ლაქებში - ობ. N1 შარდის არსებობა არ გამოვლინდა, მსგავსი ნათების მქონე ლაქებში - ობ. N2 აღმოჩნდა ადამიანის შარდი. ობ. N1, 2-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1, 2-ის პროფილების ერთ-ერთი წილი და დ-----–---------–---–ის (ობ. N7, პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში ... დ---ს თ----------ის-ძე ც---------–---–ის 0--------- წ პირის ღრუდან....“) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ჯემპრზე არსებულ, ბიოლოგიური გამონაყოფებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე, ლაქებში - ობ. N3, 4 შარდის არსებობა არ გამოვლინდა. ობ. N3, 4-ის პროფილებში არ ვლინდება დ-----–---------–---–ის (ობ. N7) გენეტიკური თანამონაწილეობა; შარვალზე არსებულ, ბიოლოგიური გამონაყოფებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე ლაქებში - ობ. N5, შარდის არსებობა არ გამოვლინდა. ობ. N5-ის პროფილი შერეულია. ობ. N5-ის პროფილის ერთ-ერთი წილი და დ-----–---------–---–ის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ზეწარზე არსებულ, ბიოლოგიური გამონაყოფებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე, ლაქებში - ობ. N6 აღმოჩნდა ადამიანის შარდი. ობ. N6-ის პროფილი შერეულია. ობ. N6-ის პროფილის ერთ-ერთი წილი და დ-----–---------–---–ის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2-------ის მიხედვით, ვ----–---------–-ძეს 12.03.2018წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 12.03.2018წ. (გაეწერა 13.03.2018 წ.), სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის უკანა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმები (დაჟეჟილობა); დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა დ-----–---------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ვ----–---------–-ძე იყო მისი შეყვარებული, რომელიც რჩებოდა მასთან სახლში და თავადაც რჩებოდა ვ----–-სთან. ვ----–---------–-ძის საცხოვრებელ სახლში არ იყო საპირფარეშო, რის გამოც შარდავდნენ ქილაში. 2018 წლის 12 მარტს სამსახურში დაინახა, რომ ვ----–---------–-ძე ესაუბრებოდა მისი მეგობრის ძმას და გაიგონა თავისი შვილის სახელი „ტ----“, თუმცა ეჩქარებოდა და გადაწყვიტა, მოგვიანებით გაერკვია, თუ რა ხდებოდა. გვიან გამოვიდა სამსახურიდან და ავიდა ვ----–---------–-ძესთან სასაუბროდ. ვინაიდან სამსახურიდან წამოსვლისას ვერ მოასწრო საპირფარეშოში შესვლა, ვ----–---------–-ძის ბინაში შესვლისას მოშარდა ქილაში. შემდეგ ჰკითხა, რატომ ახსენებდა ტ----ს, თან განუმარტა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა. აღნიშნულზე ვ----–---------–-ძემ განუცხადა, რომ ამას არ შეარჩენდა, გავიდა მეორე ოთახში, აიღო შარდის ქილა და უნდოდა, მისთვის შეესხა, თუმცა მან შეაგინა, ხელი აუკრა და წამოვიდა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით დაცვის მხარემ განსხვავებულად გადმოსცა აღნიშნული და მიუთითა, რომ ,,დ-----–---------–---–მა მხოლოდ ხელი ჰკრა ვ----–---------–-ძეს და აგინა, რასაც ნანობს“.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდ---მე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ გრძელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ვ----–---------–-ძემ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა დ-----–---------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება. მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან - მოწმე გ---–---------–------ის ჩვენებასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების ოქმებთან, ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებელი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ადამიანის ცემას, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. დაზარალებულ ვ----–---------–-ძის ჩვენებას, რომ დ-----–---------–---–მა მას მაიყენა ფიზიკური ტკივილი, დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით ვ----–---------–-ძეს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის უკანა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმები (დაჟეჟილობა); საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი ინკრიმინირებულია დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს აყენებს. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის ობიექტური მხარეა პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. იძულება ნიშნავს ადამიანზე ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებას, რაც მიმართულია იქითკენ, რომ დაზარალებულმა შეასრულოს მოქმედება ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიხატება ისეთი ქმედებების ჩადენაში, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოპყრობის ზნეობრივ წესს. აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია შედეგის დადგომა. კერძოდ, ქმედებას შედეგად უნდა მოჰყვეს ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა. ქმედება დამამცირებლ მოპყრობად ფასდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მსხვერპლი დამცირებულია საკუთარ თვალში, თუნდაც სხვის თვალში არ იყოს დამცირებული. ამასთან დაკავშირებით დაზარალებულმა აჩვენა, რომ არის ძალიან შეშინებული, სძინავს განათებულ ოთახში და რცხვენია გარეთ გასვლის. აღნიშნულის გათვალისწინებით გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ დ-----–---------–---–ის ქმედებებმა გამოიწვია ვ----–---------–-ძის ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

 

პალატა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებასთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, დათვალიერების და ამოღების ოქმებთან.

 

ამდენად, ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება არ არის დაფუძნებული მხოლოდდამხოლოდ დაზარალებულის ჩვენებზე, არამედ იგი ასევე ეყრდნობა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ურთიერთკავშირშია და ერთობლიობაში იძლევიან ერთ საერთო, ნათელ სურათს შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აღნიშნულით კი უტყუარად დგინდება მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის ჩად---ს ფაქტი.

 

პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მსჯელობას დაზარალებულის მიკერძოებულობასა და, აქედან გამომდინარე, მისი ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ. აღნიშნულს დაცვის მხარე ასაბუთებს იმით, რომ დაზარალებული მსჯავრდებულთან კონფლიქტის გამო სუბიექტურია, დაინტერესებულია მისი დასჯით და შეგნებულად ამხელს მას იმ დანაშაულების ჩადენაში, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის ჩვენების არათანამიმდევრულობაზე და მასში დაფიქსირებულ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე. სასამართლო, რა თქმა უნდა, მხედველობაში იღებს იმას, რომ მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის განაწყენება და იგი საქმის შედეგისადმი სუბიექტურად განაწყო. ამიტომ კრიტიკულად აფასებს მისი ჩვენების იმ ნაწილებს, რომლებშიც უშუალოდ აღწერს მსჯავრდებულის ქმედებებს და თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას კონფლიქტის შემდეგ.

 

სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით განხორციელებული კომუნ---ციის ,,სქრინშოთების“ თანახმად, რომლის შინაარსიც ზემოთ იქნა მოყვანილი, დაზარალებული იგივე ინფორმაციაზე უთითებს თავის მეგობართან საუბარში, რაც შემდეგ დააფიქსირა ჩვენებებში. კერძოდ: მიუთითა, რომ დ-----–---------–---–მა სცემა, შემდეგ კი დააშარდა, რასაც ვერ აპატიებს და მიმართავს საპატრულო პოლიციას, ცემის შედეგად მუცლის არეში განიცდის ტკივილს, სასწრაფოს ვერ იძახებს, ვინაიდან ტელეფონი დ-----–---------–---–მა წაართვა და ა.შ. პალატა ითვალისწინებს იმ მძიმე ემოციურ მდგომარეობას, რომელშიც დაზარალებული იმყოფებოდა აღნიშნული კომუნ---ციის განხორციელებისას და ამ დროს არ შეეძლო ეფიქრა და ეზრუნა იმაზე, რომ მიმოწერისას განგებ დაეფიქსირებინა დ-----–---------–---–ის მამხილებელი ინფორმაცია იმ იმედით, რომ შემდეგ მას გამოძიება მოიპოვებდა. სასწრაფო დახმარების გამოუძახებლობაც სწორედ ტელეფონის არ ქონით უნდა ახსნას. ცხადია, რომ დაზარალებული ელოდებოდა დასახმარებლად მეგობრების მისვლას და მხოლოდ ამის შემდეგ ერთად მიაკითხეს სამედიცინო დაწესებულებას. დაცვის მხარე კი ამ გარემოებას არასწორად იყენებს იმის დასადასტურებლად, რომ საავადმყოფოს დაზარალებულმა მიაკითხა სწორედ დ-----–---------–---–ის წინააღმდეგ სამედიცინო დოკუმენტაციის შესაქმნელადო. დაუსაბუთებელია ადვოკატის არგუმენტაცია, რომ დაზარალებულის დიაგნოზი დაისვა მხოლოდ მისი ჩივილების საფუძველზე, რასაც იგი იგონებდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულის ზურგზე აღენიშნება დაზიანებები დაჟეჟილობის სახით, რაც დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია ბიოლოგიური მასალის არსებობა დაზარალებულის ტანსაცმელზე და ზეწარზე, რაც ასევე სარწმუნოს ხდის იმას, რომ რაელურად ადგილი ჰქონდა დ-----–---------–---–ის მიერ დაზარალებულისათვის დაშარდვას. ამ გარემოებას ეჭქვეშ ვერ დააყენებს დაცვის არგუმენტი იმის შესახებ, რომ დაშარდვის შემთხვევაში ქსოვილზე ლაქები უნდა ყოფილიყო შხეფების სახით და არა დიდი ლაქების სახით, რისი არსებობაც დადასტურდა ექსპერტის დაკითხვით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ქსოვილის გაჟღენთის თვისებიდან გამომდინარე თავდაპირველად მასზე თუნდაც შხეფის სახით დასხმული სითხე სტატიკურად ვერ შენარჩუნდებოდა და მოხდებოდა მისი ირგვლივ გავრცელება. გასათვალისწინებელია, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებული ქსოვილები (ტანსაცმელი და ზეწარი) შეფუთული იყო ფუთაში, რაც ასევე ხელს უწყობდა გაჟღენთის პროცესს. პალატა განმარტავს, რომ შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენების სანდოობის გათვალისწინებით გაზიარებული უნდა იქნას მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ მას სწორედაც რომ დააშარდა დ-----–---------–---–მა და არ მომხდარა შუშის ქილიდან ხელის აკვრის გამო შარდის შემთხვევით შესხმა, როგორც ამას დ--–---------–---–ი უთითებს. აღნიშნულს ადასტურებს ასევე დ-----–---------–---–ის მიერ თ------------–-ასთვის გაგზავნილ მესიჯი ,,შენს მიფსმულ დაქალს მიხედეო“. დაცვა ამ მესიჯის მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ უთითებს, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან ამ ინფორაციის წარმომდგენი მოწმე პროცესზე აღარ დაკითხულაო. პალატა განმარტავს, რომ მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაციის საქმეზე დამაგრება განხორციელდა საპროცესო ნორმათა სრული დაცვით, რაც დადასტურდა კიდეც წინასასამართლო სხდომაზე, როცა იგი დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. მითითებული ინფორმაციის მტკიცებულებით მნიშვნელობაზე გავლენას ვერ იქონიებს იმ პირის დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამორიცხვა, ვისგანაც ეს ინფორმაცია გამოძიებამ მოიპოვა.

 

პალატა დაცვის მხარის ვრცელ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ყველა სხვა არგუმენტთან დაკავშირებით აღარ იქონიებს მსჯელობას, ვინაიდან ისინი თავიანთი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობით გავლენას ვერ იქონიებენ იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე, რომელთა შეფასებაც აუცილებელი იქნებოდა დ-----–---------–---–ის ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად.( მაგალითად: დაზარალებულის ჩვენება იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა ინტიმური ურთიერთობა მას და დ-----–---------–---–ს, ადვოკატის არგუმენტები იმის შესახებ, რომ დაზარალებულის ადვოკატი კონფლიქტამდე თვით დაზარალებულმა დააკავშირა დ-----–---------–---–თან სამოქალაქო საქმეზე დასახმარებლად, დაზარლებულმა დ-----–---------–---–ის ტელეფონიდან მისი სახელით შეტყობინებების გაგზავნით გამოიწვია კონფლიქტი დ-----–---------–---–სა და მის ყოფილ მეუღლეს შორის და ა.შ.). აღნიშნული ფაქტით ვერც დასტურდება და ვერც გამოირიცხება დ-----–---------–---–ის მიერ ვ----–---------–-ძის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და დ-----–---------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ-----–---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთა დისპოზიციები დასჯად ქმედებად მიიჩნევენ ცემას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ე.ი. პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს აყენებს.

 

პალატა განმარტავს, რომ დ-----–---------–---–ის ქმედებები შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მსჯავრდებულ დ-----–---------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა ითვალისწინებს, რომ დ-----–---------–---–მა სასჯელაღსრულებაში რეალურად მოიხადა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით რვა თვისა და რვა დღის ვადით და თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩად---ლი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც ბრალდების მხარის არგუმენტაცია დ-----–---------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების შესახებ პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ და ზემოაღნიშნული გარემოების გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ-----–---------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-----–---------–---–ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის ნ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძაალდევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის დ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ-----–---------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

დ-----–---------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ-----–---------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ-----–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით), დ-----–---------–---–ი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ-----–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ელექტრონული დისკი დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

დ-----–---------–---–ის ნერწყვის ნიმუშები, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------ს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ვ----–---------–-ძის ტანსაცმელი: ნაცრისფერი სპორტული ზედატანი, შარვალი, იასამნისფერი ხალათი და ზეწარი, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------ს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

დ-----–---------–---–ის „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------ს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

დ-----–---------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ი-----–--–---------–---–ს, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე