განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/252-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ქ--------------ის,ადვოკატ - ზ-----------–---–---–ის,მსჯავრდებულ - ვ---------–---ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ---------–---ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ---------–---ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გარდაბანი, თბილსრესის დასახლება, I----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
ვ---------–---ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს №1------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ---------–---ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ვ---------–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 მარტიდან.
ვ---------–---ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ, ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 08 იანვრის განაჩენით ვ---------–---ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლისა და 09 თვის ვადით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის, 06 თვისა და 22 დღის ვადით. ვ---------–---ა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა 2013 წლის 26 აპრილს. აღნიშნულის შემდეგ ვ---------–---ა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით კვლავ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად.
ვ---------–---ამ 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის კარიდან, უკანონოდ შეაღწია ქ----------–----------------------ნის N--- მდებარე ა-–--------------–---–------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სამზარეულო ოთახში მოთავსებულ ა-–--------------–---–------ის კუთვნილ 100 (ასი) ლარად ღირებულ საბჭოთა წარმოების მექანიკურ „ПМЗ“-ის ფირმის, შავი ფერის საკერავ მანქანას, რომელიც დამაგრებული იყო ხის ოთხკუთხედ სადგამზე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ---------–----მ და მისმა ადვოკატმა ზ-----------–---–---–მა. დაცვის მხარე ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა, რომ ვ---------–---ა არის უდანაშაულო. განაჩენი ეფუძნება დაზარალებულ ა-–--------------–---–------ის ჩვენებას, რომელიც დაკითხვისას იმყოფებოდა სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ქვეშ და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. მან განზრახ დამალა, რომ ვ---------–---ა მის ოჯახთან არის ახლო ურთიერთობაში. აპელანტის მითითებით, იმ პერიოდში, როდესაც დაზარალებული სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ვ---------–---ა თავისი ოჯახით ცხოვრობდა მალოლეტკინის სახლში დაზარალებულის დედასთან - ვ--–------–---–-------სთან. სწორედ ეს ქალბატონი არის იმ საკერავი მანქანის მესაკუთრე, რომლის მოპარვასაც ედავება ბრალდების მხარე ვ---------–---ას. რეალობა არის ის, რომ საკერავი მანქანა ვ---------–---ამ მალოლეტკინების სახლიდან წაიღო ვ--–------–---–-------ს ნებართვით, ვინაიდან შვილის ავადმყოფობისათვის ესაჭიროებოდა წამლის შესაძენი თანხა. აღნიშნულის შესახებ ალ-----------------–-----ნმა დაკითხვისას იცოდა, თუმცა სასამართლოს დაუმალა ეს ინფორმაცია და თავი გაასაღა ნივთის მესაკუთრედ, ხოლო ვ---------–---ას ცილი დასწამა ქურდობაში. სამწუხაროდ ეს გარემოებები არ გამოუვლენია არც ბრალდების მხარეს და მან გამოძიება აწარმოა მხოლოდ ცალმხრივად და არაობიექტურად.
მსჯავრდებულმა ვ---------–---ამ და მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პროკურორმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებაში ვ---------–---ას ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-–--------------–---–------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-----------–-------- მიკრორაიონის N----ში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეგობრობდა ბრალდებულ ვ---------–---ასთან, ისინი თითქმის ყოველდღე ერთად იყვნენ და ვ---------–---ა მის სახლშიც არის ნამყოფი. 2018 წლის 2 მარტს, როდესაც სახლიდან გავიდა, კარი ღია დატოვა, ვიდაიდან იგი ძნელად იღებოდა. მთელი დღის განმავლობაში მეგობართან - ზ---------------თან ერთად იმყოფებოდა და დილის საათებში ორი კათხა ლუდიც ჰქონდა მიღებული. დაახლოებით 18:00 საათზე მივიდა სახლში და ნახა, რომ აღარ იყო საკერავი მანქანა. სახლის კარი დაზიანებული არ ყოფილა და არც სახლში შეინიშნებოდა არეულობის კვალი. საკერავი მანქანა იყო ძველი, შავი ფერის, ხის დასადგამით და მას „მალოლეტიკინი“ ჰქონდა ამოკაწრული. ამის შემდეგ მას ბაზარში მოუწია წასვლა და დაახლოებით 01:00 საათზე დარეკა 112-ში, სადაც განაცხადა, რომ დაეკარგა საკერავი მანქანა. ამ დღეს დედამისი თბილისში იმყოფებოდა ნათესავებთან და მეორე დღეს აპირებდა სახლში დაბრუნებას. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა ე------------–--ესთან, ვინაიდან ასეთ ნივთებს აღნიშნული პიროვნება იბარებს, ეჭვი ჰქონდა, რომ მისი საკერავი მანქანაც მასთან იქნებოდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძებო მოქმედებებში. მათ შორის მან ამოცნობაზე 3 საკერავი მანქანიდან ამოიცნო თავისი საკერავი მანქანა, რომლის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 ლარს. მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას სამართალდამცავების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-----------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. რუსთავში, მ----–---–--------–-------ს ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეორადი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამბარებელ პუნქტში. 2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე ვ---------–---ამ მასთან მიიტანა საკერავი მანქანა და ჩააბარა. რვეულში ჩაიწერა იმ პირის სახელი და გვარი, ვინც საკერავი მანქანა მიიტანა. აღნიშნული რვეული მისგან წაიღო გამომძიებელმა 2018 წლის 3 მარტს. ასევე წაიღეს ჩაბარებული საკერავი მანქანაც. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებისას არ გაჭირვებია ვ---------–---ას ამოცნობა. მოწმემ დაადასტურა, რომ მის გარდა რვეულზე წვდომა სხვას არავის ჰქონია, აქედან გამომდინარე სხვა ვერავინ შეძლებდა მასში რაიმეს ჩამატებას. დაზარალებულ ა-–--------------–---–------თან არასდროს უსაუბრია, იცნობს მხოლოდ შორიდან, როგორც მის სამსახურთან ახლოს მდებარე მაღაზიებში მომუშავე მუშას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა: გ------------–---------–-–------–---------------------------------–-----------–---–-----------–------–---–----------–--–---------------------------–---–---------–-----------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიები და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
2018 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ-----------–-------- მკ/რ-ში მდებარე, ბინა N---. ბინა მდებარეობს კიბეებიდან ხელმარცხნივ, ბინას აქვს შესასვლელი კარი, რომელიც ხელის მიწოლის შედეგად იღება, აღნიშნულ კარს შიდა მხრიდან აქვს ურდულის მსგავსი საკეტი, რომელიც გარედან კარის მიწოლის შემთხვევაში კარს გაღების საშუალებას არ აძლევს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგების მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები.
2018 წლის 03 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ე------------–--ემ თავისი სავაჭრო ფართიდან წარმოადგინა შავი ფერის მექანიკური, საბჭოთა წარმოების საკერავი მანქანა „пмз“, რომელიც დამაგრებულია ხის ოთხკუთხედ სამაგრზე. საკერავი მანქანის ლითონის ქვედა ზედაპირზე აღენიშნება ქარხნულად შესრულებული ოქროსფერი საღებავებით შესრულებული ჩუქურთმული ნახატი. საკერავ მანქანაზე დატანებულია ოვალური ფორმის ოქროსფერი ლოგო, რომლის შუა ნაწილში იკითხება წითელი ფერის წარწერა „пмз“. ასევე გამოსახულია წითელი ფერის ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ლოგოს გარშემო იკითხება წარწერა: „ПОДОЛЬСКИЙ МЕХАНИЧЕСКИЙ ЗАВОД ИМ. КАЛИНИНА“. საკერავი მანქანის ხის სადგამის ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში იკითხება ამოკაწრული წარწერა „მალოლეტკინი“. საკერავ მანქანას კორპუსზე შემოხვეული აქვს 5 სმ სიგანის იისფერი ნაჭერი.
2018 წლის 03 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ე------------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა მათემატიკის 85 ფურცლიანი რვეული. ყდაზე გამოსახულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო, ხოლო შუა ნაწილში იკითხება „რვეული“ და „NOTEBOOK“. რვეულის მეორე ფურცლიდან მეხუთე ფურცლის ჩათვლით გაკეთებულია ხელით შესრულებული ჩანაწერები. პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები, მისამართები, ნივთების დასახელება და თარიღები, ხოლო ბოლო ფურცელზე ჩაწერილია ხელით ნაწერი ჩაბარებული და გაყიდული ნივთების დასახელება ფასების მითითებით. ე------------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი რვეული ამოღებული იქნა და დაერთო სისხლის სამართლის 3------------ საქმეს.
2018 წლის 03 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თორნიკე გაჩეჩილაძემ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების შენობაში დაათვალიერა 2018 წლის 03 მარტს ე------------–--ის მიერ წარმოდგენილი და მისგან ამოღებული მიღება-ჩაბარების რვეული. რვეული შედგება 85 ფურცლისგან (170 გვერდი). რვეული არის მათემატიკის კამუფლირებული შეფერილობის ყდით, რომელსაც წინა შუა ნაწილში აქვს თავდაცვის სამინსიტროს ლოგო, ხოლო ლოგოს ქვევით შუაში ქართულად აწერია „რვეული“ და ინგლისურად „NOTEBOOK“. მეორე ფურცლის პირველი გვერდიდან მეხუთე ფურცლის ბოლო გვერდამდე გაკეთებულია ხელით შესრულებული ჩანაწერები. სადაც მითითებულია კონკრეტული სახელები და გვარები, მისამართები, პირადი ნომრები, კონკრეტული ნივთების დასახელება და თარიღები: დღის რიცხვები არაბული ციფრებით, თვის რიცხვები რომაული ციფრებით, წლის ბოლო ორი რიცხვი არაბული ციფრებით. მეხუთე ფურცლის მეორე გვერდზე იკითხება ხელნაწერი, „ვადიმ კალინკა და 1987 საკერავი მანქანა „пмз“, აგრეთვე მინაწერი „3/III-18“. რვეულის ბოლო ფურცლის ბოლო გვერდზე ხელით ჩაწერილია ჩაბარებული და გაყიდული ნივთების დასახელება, რაოდენობა და ფასი. დათვალიერების დროს ზემოთაღნიშნული რვეულის ფურცლის ასლები იქნა გადაღებული, ხოლო ზემოთ აღნიშნული რვეული იქნა დალუქული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების N2 ლუქით და დაერთო სს საქმეს.
2018 წლის 03 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ვ---------–---ასგან მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებიდან სამსახურებრივი ავტომანქანა ტოიოტა T-------ით გავიდნენ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელი გიორგი ჯელია, ექსპერტების და გარეშე პირის მონაწილეობით ქ. რუსთავში მე----------- კორპუსის მიმართულებით, ადგილზე მისვლისას ვ---------–---ას მითითებით მანქანა გააჩერეს კორპუსის პირველ სადარბაზოსთან, სადაც ვ---------–---ას მითითებით ავიდნენ მე-2 სართულზე, მან მიუთითა მე-2 სართულის კიბეებიდან ხელმარცხნივ მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, რ-----–-–---------. მან განმარტა, რომ მის მიერ მითითებულ ბინაში, სადაც ცხოვრობს ა-–--------------–---–------ი, 2018 წლის 02 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე მივიდა, რათა ენახა ალექსანდრე მალოლეტკინი. კარზე დაკაკუნებისას კარი თვითონ გაიღო და სახლში შევიდა, სადაც არავინ დახვდა. ვ---------–---ამ ბინაში შესვლისას მიუთითა ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე სამზარეულოზე, სადაც მან კონკრეტულად მიუთითა სამზარეულოში ნიჟარასთან. მისი განმარტებით, სწორედ მის მიერ მითითებული ადგილიდან აიღო ხელის მექანიკური საკერავი მანქანა. გამოიტანა სახლიდან და დატოვა ტერიტორია. შემდგომ ვ---------–---ას მითითებით გამომძიებელი მივიდა ქ----------–-------–---–---------–-------ს ქუჩების კვეთის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე მდებარე მცირე ზომის ბაზრობაზე. აღნიშნულ ბაზრობაზე ვ---------–---ას მითითებით გამომძიებელი მივიდა ბაზრობის დასავლეთი მხარის შესასვლელთან, ხელმარცხნივ მდებარე პირველივე დახლთან, სადაც დალაგებულია სხვადასხვა დასახელების მეორადი მოხმარების საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი. ვ---------–---ას განმარტებით, სწორედ მის მეირ მითითებულ ადგილას მიყიდა 2018 წლის 03 მარტს საკერავი მანქანა 25 ლარად. ექსპერტების მიერ მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ფოტოგრაფირება და ფოტოები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2018 წლის 04 მარტის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ამომცნობს ე------------–--ეს წარუდგინა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგანაც ამოიცნო შუაში მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი ვ---------–---ა. მისი განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პირი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც ქ. რუსთავში, ლ------------------–---–-- ქუჩების კვეთაზე მდებარე პატარა ბაზრობაზე მის სავაჭრო ფართში მიიტანა საკერავი მანქანა და მიჰყიდა 25 ლარად. ე------------–--ემ ვ---------–---ა ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, გამოხედვით, იერით, სახის და ცხვირის მოყვანილობით, ჩაცმულობით, მეჩხერი მოშვებული წვერით და მარცხენა წარბთან არსებული ფუფხით.
2018 წლის 04 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 მარტს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელმა ლ-–------–---მ გახსნა და დაათვალიერა პოლიეთილენის პარკში დალუქული საკერავი მანქანა, რომელიც ამოღებული იქნა 2018 წლის 03 მარტს ქ. რუსთავი, მ----–---–--------–-------ს ქუჩების კვეთაზე მდებარე ბაზრობაზე ე------------–--ის სავაჭრო ფართიდან. პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია საკერავი მანქანა, დალუქულია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების N2 ლუქით, ლუქზე აღნიშნულია სს საქმის ნომერი: N0----------- თარიღი: 03.03.2018 წელი და ხელმოწერები. ლუქის მოხსნის შემდეგ, პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა საკერავი მანქანა, რომელიც არის საბჭოთა წარმოების, მექანიკური, ხელით სამართავი, „пмз“ ფირმის, საკერავი მანქანა არის შავი ფერის, რომელიც დამაგრებულია ხის ოთხკუთხედ სადგამზე. კორპუსზე შემოვლებული აქვს 5 სმ სიგანის იისფერი ნაჭერი. საკერავი მანქანის ლითონის ქვედა ზედაპირზე ქარხნულად აქვს ოქროსფერი საღებავით ჩუქურთმა დახატული. საკერავ მანქანაზე დატანილია ოვალური ფორმის ოქროსფერი ლოგო, რომლის შუა ნაწილში იკითხება წითელი ფერის წარწერა: „пмз“. ასევე, გამოსახულია წითელი ფერის ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ლოგოს გარშემო იკითხება შავი ფერის წარწერა „ПОДОЛЬСКИЙ МЕХАНИЧЕСКИЙ ЗАВОД ИМ. КАЛИНИНА“. საკერავი მანქანის ხის სადგამის ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში ამოკაწრულია შემდეგი წარწერა „მალოლეტკინი“.
2018 წლის 04 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-–--------------–---–------ს ამოსაცნობად წარედგინა სამი საკერავი მანქანა, რომელთაგანაც მან ამოიცონო N- ადგილზე განთავსებული საკერავი მანქანა. მისი განმარტებით, აღნიშნული საკერავი მანქანა სწორეს ის საკერავი მანქანაა, რომელიც მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან. ა-–--------------–---–------მა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: საბჭოთა წარწერებით, მექანიკური ხელის სამართავით, „пмз“-ის ფირმით, ფერით, სადგამის ფორმით, კორპუსზე შემოვლებული ნაჭრის ფერით და სიგანით, საკერავი მანქანის ლითონის ქვედა ზედაპირზე ქარხნულად ოქროსფერი საღებავით დახატული ჩუქურთმებით. საკერავ მანქანაზე დატანილი ოვალური ფორმის მქონე ოქროსფერი ლოგოთი, რომლის შუა ნაწილში იკითხება წითელი ფერის წარწერა: „пмз“. ლოგოს გარშემო არსებული შავი ფერის წარწერით, საკერავი მანქანის ხის სადგამზე ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში ქართულად მოკაწრული შემდეგი წარწერით „მალოლეტკინი“.
ბრალდებულმა ვ---------–---ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულ ა-–--------------–---–------ს იცნობს ბავშვობიდან, მეგობრობდნენ, ერთად გაიზარდნენ და ერთად მუშაობდნენ ბაზარში. ა-–--------------–---–------ის ციხეში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდა მის ბინაში, ალექსანდრეს დედასთან - ვ--–------–---–-------სთან ერთად. ვ--–------–---–------- ხან სახლში იყო, ხან თბილისში რჩებოდა ნათესავებთან. სწორედ მისი ნებართვით ჰქონდა წაღებული საკერავი მანქანა, რომლის ქურდობასაც ედავებიან. კერძოდ, ბავშვი ჰყავდა ცუდად, რის გამოც ა-–--------------–---–------ის დედას ფული სთხოვა წამლისთვის. აღნიშნულზე მან უთხრა, რომ წაეღო და ჩაებარებინა საკერავი მანქანა. ეს მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ა-–--------------–---–------ი ციხეში იყო. ბრალდებულმა ასევე მიუთითა, რომ არც ა-–--------------–---–------ს და არც სხვა ვინმეს ეს საკერავი მანქანა არ გამოუყენებია არასდროს, უბრალოდ იდო სახლში.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულს არ მოუპარავს ა-–--------------–---–------ის კუთვნილი საკერავი მანქანა და მას დაზარალებულის დედის - ვ--–------–---–-------სგან ქონდა თანხმობა მიღებული, რომ მათი სახლიდან წაეღო ხსენებული ნივთი. დაცვის მხარის ვერსია აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ვ---------–---ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
ა-–--------------–---–------მა დამაჯერებლად და ურთიერთთანხვედრილად მოახსენა სასამართლოს, რომ შემთხვევის დღეს სახლიდან გასვლისას კარი ღია დატოვა, ხოლო საღამოს უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სამზარეულოში აღარ იყო საკერავი მანქანა. დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა მისი აღწერილობა და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო ე-----------–-----გან ამოღებული საკერავი მანქანა, როგორც მისი კუთვნილი ნივთი. მას სასამართლოსათვის არ დაუმალავს, რომ შემთხვევამდე ბრალდებულ ვ---------–---ასთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, ისინი თითქმის ყოველდღე ერთად იყვნენ და ვ---------–---ა მის სახლშიც არის ნამყოფი. ა-–--------------–---–------მა მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა საკერავი მანქანის მოპარვის ფაქტი, თვითონ დარეკა 112-ში. ასევე, დაადასტურა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში ნებაყოფლობით მონაწილეობა და განმარტა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას სამართალდამცავების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გაურკვეველია ა-–--------------–---–------ის მიმართ განხორციელებულ რა სახის ზეწოლაზე საუბრობს დაცვის მხარე, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო დაზარალებულის განცხადების საფუძველზე და თავდაპირველად სწორედ მან მოახსენა სამართალდამცავ ორგანოს, რომ მისი ბინიდან მოპარული იყო საკერავი მანქანა. პალატისათვის ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საკერავი მანქანა არ იყო ა-–------------–---–-----ნის საკუთრება და მას მისი პიროვნებიდან გამომდინარე, არაფერში სჭირდებოდა აღნიშნული ნივთი. რათქმა უნდა, ნივთის კუთვნილება უპირობოდ არ გულისხმობს, რომ მესაკუთრე უნდა იყენებდეს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვ---------–---ას მიერ მართლსაწინაარმდეგოდ დაუფლებულ საკერავი მანქანას ა-–--------------–---–------ი ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, იყო მისი ოჯახის კუთვნილება და მისი უფლება იყო, რა ფორმით განკარგავდა ამ ნივთს - გამოიყენებდა მას დანიშნულებისამებრ, გაასხვისებდა, თუ საერთოდ უსარგებლოდ გააგრძლებდა მის შენახვას.
არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს სასამართლოს წინაშე და იგი იმყოფება ვინმეს ზეწოლის ქვეშ. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ ა-–--------------–---–------მა განზრახ დამალა ვ---------–---ასა და მისი ოჯახის ახლო ურთიერთობა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებზე ნათლად ისაუბრა დაზარალებულმა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა-–--------------–---–------ის ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებებით, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში. ამასთან, მასა და მსჯავრდებულს შორის არსებული მეგობრობული ურთიერთობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა-–--------------–---–------ის მხრიდან ვ---------–---ასთვის დანაშაულის დაბრალების არანაირი ინტერესი საქმის სასამართლო განხილვით არ დადგენილა, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულის განმარტებებს მის ბინაში ჩადენილ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ე-----------–--ის ჩვენებაზეც, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 3 მარტს მასთან სწორედ ვ---------–---ამ მიიტანა საკერავი მანქანა და ჩააბარა. მოწმემ მისი სახელი და გვარი ჩაიწერა რვეულში, რომელთანაც შეხება სხვა პირებს არ აქვთ და ვერავინ შეძლებდა მასში რაიმე ინფორმაციის შეტანას. ე------------–--ის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მას არ გაუჭირდა ვ---------–---ას ამოცნობა.
პალატა აღნიშნავს, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება საქმეზე წარმოდგენილ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ვ---------–---ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-–--------------–---–------ის კუთვნილ საკერავ მანქანას. ამოღების ოქმების თანახმად, ე------------–--ისაგან ამოღებული იქნა შავი ფერის მექანიკური, საბჭოთა წარმოების საკერავი მანქანა „пмз“, რომელიც დამაგრებულია ხის ოთხკუთხედ სამაგრზე. მასზე იკითხება წარწერა: „ПОДОЛЬСКИЙ МЕХАНИЧЕСКИЙ ЗАВОД ИМ. КАЛИНИНА“. ხოლო, საკერავი მანქანის ხის სადგამის ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში იკითხება ამოკაწრული წარწერა „მალოლეტკინი“. აღნიშნული აღწერილობა სრულად ემთხვევა ა-–--------------–---–------ის მიერ აღწერილ მისი ბინიდან მოპარული საკერავი მანქანის აღწერილობას. ასევე, ე-----------–---მ ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელს რვეული, რომელშიც მითითებულია პიროვნებების დემოგრაფიული მონაცემები, მისამართები, ნივთების დასახელება და თარიღები, ხოლო ბოლო ფურცელზე ჩაწერილია ჩაბარებული და გაყიდული ნივთების დასახელება ფასების მითითებით. აღნიშნული რვეულის დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 3 მარტს ვ---------–---ამ (დაბადების წელი 1987) ჩააბარა საკერავი მანქანა „пмз“.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ პირისა და ნივთის ამოცნობის ოქმებს, ე------------–--ემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ვ---------–---ა და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილმა პირმა მის სავაჭრო ფართში მიიტანა საკერავი მანქანა, რომელიც მიჰყიდა 25 ლარად. ხოლო ა-–--------------–---–------მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი საკერავი მანქანიდან ამოიცონო N- ადგილზე განთავსებული საკერავი მანქანა, როგორც მისი ბინიდან მოპარული ნივთი. დაზარალებულმა მიუთითა ის მახასიათებლებზე, რომელთა მეშვეობითაც შეძლო საკერავი მანქანის ამოცნობა. მათ შორის საკერავი მანქანის ხის სადგამზე ქვედა ზედაპირის შუა ნაწილში ქართულად მოკაწრულ წარზერაზე „მალოლეტკინი“.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე გამოძიება წარიმართა ცალმხრივად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ დაკითხეს ა-–--------------–---–------ის დედა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ---------–---ას უდანაშაულობას. პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ---------–---ას ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო ის გარემოება, რომ გამოკითხული არაა ვ--–------–---–-------, არ ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მოწმის ჩვენება, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. დაცვის მხარის პოზიციის გასაზიარებლად საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს იმ საკითხზე მითითება, რომ ვ---------–---ამ მოგვინებით განუცხადა თავის დამცველს მალოლეტკინების ბინიდან საკერავი მანქანის ვ--–------–---–-------ს ნებართვით წამოღების შესახებ. იმ პირობებში, როდესაც ვ---------–---ა ორჯერ იქნა გამოკითხული გამოძიების ეტაპზე, მონაწილეობა მიიღო საგამძიებო ექსპერიმენტში, წარედგინა ბრალდება ა-–--------------–---–------ის ბინიდან საკერავი მანქანის ფარულად, მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებაში, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და საღ აზრს მოკლებულია, რომ პირს ნებაყოფლობით ჰქონოდა წაღებული ის ნივთი, რომლის მოპარვასაც ედავებიან, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებინა არც თავის დამცველის და არც გამომძიებლისათვის.
რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ა-–--------------–---–------ის დედა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იმყოფებოდა სახლში, თუმცა სამართალდამცავებმა შეგნებულად არ გამოკითხეს იგი და დამალეს საქმისათვის მნიშვნელოვანი მოწმე, პალატა მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვლიერების ოქმის თანახმად, ვ--–------–---–-------ს ადგილზე ყოფნა არ დასტურდება. ამასთან, ა-–--------------–---–------მაც განმარტა, რომ მისი დედა იმ დღეს იმყოფებოდა თბილისში. ასევე, უსაფუძვლოა ადვოკატის განმარტებები ვ---------–---ას მიმართ სამართალდამცავების მიერ გარკვეული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას და მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მისი შემდგენი პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი თითოეული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე პირადი დაინტერესების არსებობა.
ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულის განმარტებები როგორც ა-–--------------–---–------ზე განხორციელებულ ზეწოლის, ასევე მისი უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ვ---------–---ას ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხბა ვ---------–---ას მიერ ჩადენილი ქმედების დამაძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 08 იანვრის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ვ---------–---ა, იმ პირობებში, როდესაც თითოეულ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ქონია, 2018 წლის 02 მარტს, ქ. რუსთავში მე-16 მიკრორაიონის N----ში მდებარე ა-–--------------–---–------ის საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-–--------------–---–------ის კუთვნილ 100 (ასი) ლარად ღირებულ საკერავ მანქანას.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ვ---------–---ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ვ---------–---ას მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი; ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულია სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი და ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ვ---------–---ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ---------–---ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი;
ვ---------–---ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ---------–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ვ---------–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ვ---------–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ე-----------–--ის სავაჭრო ფართიდან ამოღებული საკერავი მანქანა, ე-----------–--ისგან ამოღებული რვეული ნივთების ჩამბარებელთა დემოგრაფიული მონაცემებით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ვ---------–---ას სუნის ნიმუში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე