განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001346602
საქმე #1/ბ-849-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ჯიქია, გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზუ---- ყუ-–--–--ლი, და---- გუ------ძე;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ონ--- მა-----ნი, ვა------ თა-–----ძე.
მსჯავრდებული - ბა----------–----- ყი----ნი, დაბადებული 1----–-–-- 1------------ (წარსულში - პა-----------–----- ყი----ნი, დაბადებული 1----–-–-- 1------------, რომლის კანონიერი მონაცემები დაზუსტებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის N0--------- დასკვნით), საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, მცხოვრები: თბილისი, ს------–----------–--–-----------–-------–----------;
მსჯავრდებული - დი-------------------- ალ----ძე, დაბადებული 1--- წლის 1---------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, მცხოვრები: თბილისი, ი-------–---–------------------
ბა--- ყი----ნის ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
დი------- ალ----ძის ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით:
ბა--- ყი----ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
დი------- ალ----ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა დი------- ალ----ძემ და მისი ინტერესების დამცველმა დვოკატმა (აპელანტი) მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საქმეზე მოპოვებული მასალებით არ არის დადასტურებული დი------- ალ----ძის ბრალეულობა. სასამართლოს მიერ მოყვანილი არგუმენტებით არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. განაჩენში მოყვანილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს უტყუარ, ავთენტურ და რელევანტურ მტკიცებულებათა შეთანხმებულ ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იძლევა საკმარის საფუძველს დ.ალ----ძის მიერ დანაშაულის ჩადენისათვის. მსჯავრდებულმა ბ.ყი----ნმა, რომელმაც თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ჩადენილ ქმედებაში, სასამართლოს აჩვენა, რომ რაიმე წინასწარი მოლაპარაკება თაღლითური გზით სადავო მიწის ნაკვეთის ხელში ჩასაგდებად დ.ალ---------ან არ ჰქონია. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული სარჩელი მტკიცებულებებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი იქნა უშუალოდ ლი----–---–---–ის მიერ, მისი ხელმოწერით, ხოლო დ.ალ----ძე როგორც ბ.ყი----ნის წარმომადგენელი ნამდვილად უწევდა იურიდიულ დახმარებას ლ.ელ---–--ლს, თუმცა მტკიცებულებების შეკრება, სარჩელზე დართვა და სასამართლოში შეტანა განხორციელებული იყო სწორედ ლ.ელ---–--ლის მიერ. ბ.ყი----ნის ჩვენებით, ვინაიდან მან ვერ გადაუხადა დ.ალ----ძეს შეთანხმებული საადვოკატო ჰონორარი, იძულებული გახდა გადაეფორმებინა რ-------- ქ.#19 მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის შემდგომი რეალიზაციის მიზნით ანაზღაურდებოდა სრულად პირადი და საადვოკატო ხარჯები, რაც დ.ალ----ძის მიერ გაწეულ იქნა ამ ადმინისტრაციული საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. მოწმე ლ.ელ---–--ლის სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ არა----არი წინასწარი მოლაპარაკება ბ.ყი----ნსა და დ.ალ----ძეს შორის თაღლითური გზით ქონების ხელში ჩაგდების თაობაზე არ ყოფილა ამ მიწის ნაკვეთის შესახებ. დ.ალ----ძის საქმეში ადვოკატად ჩართვამდე, ქ.მოსკოვში მყოფმა ბ.ყი----ნმა დახმარება სთხოვა ლ.ელ---–--ლს, რაზეც ამ უკანასკნელის თანხმობა მიიღო. მოწმის ჩვენებით, მიწის ნაკვეთის დ.ალ----ძეზე საჯარო რეესტრში გადაფორმება ბ.ყი----ნის მიერ მხოლოდ იმ მოტივით განხორციელდა, რომ გაწეული შრომის შემდეგ ბ.ყი----ნმა ვერ გადაუხადა გასამრჯელო ადვოკატს, რის გამოც ნდობის გამოხატვისა და სამომავლოდ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდეგ, თანხის ანაზღაურების მოტივით გადაუფორმა მიწის ნაკვეთი ადვოკატ დ.ალ----ძეს. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ დ.ალ----ძეს მასზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არც მიუთვისებია და არც გაუსხვისებია. 2008-2009 წლებში, ამ მიწის ნაკვეთზე დაწყებული სასამართლო განხილვების დროს, დ.ალ----ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს მიწის ნაკვეთის დათმობის და სხვა პირებზე გადაფორმების შესახებ. გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულება, რომელიც ეხება პროკურატურის დავალებით ლ.ელ---–--ლსა და ბ.ყი----ნის ძმის ომ--------------–---–ის ფარული მიყურადების ფონოგრამას, განხორციელებულს 2009 წლის 24 სექტემბერს, სადაც ლ.ელ---–--ლი ო.თუ------–---–ს სატელეფონო საუბრისას აძლევს რჩევა-დარიგებებს და მითითებებს, თუ როგორ უნდა აიცილოს პასუხისმგებლობა და ყველაფერი დააბრალოს ამ საქმეში მონაწილე ადვოკატს, სავარაუდოდ დ.ალ----ძეს. სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულია შპს „ა--------------“ ბლანკზე ყალბი აუდიტორული დასკვნის ქსეროასლი და არა დედანი. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დოკუმენტების ქსეროასლებს არ შეიძლება მიეცეს ოფიციალური მტკიცებულების სახე, თუ აღნიშნული დოკუმენტების ფიქტიურობა, ნაწილობრივ მაინც არ იქნება დადასტურებული ამ დოკუმენტის გამცემი წყაროს ან რაიმე სხვა ობიექტურად დადგენილ გარემოებებთან შესაბამისობაში. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში აუდიტის დასკვნაზე ხელმოწერას და დოკუმენტის ავთენტურობას უარყოფს შპს „ა--------------“ ყოფილი დირექტორი. ასევე, აღნიშნულ ფირმაში დასკვნის შემკვეთის ვინაობა დადგენილი არ არის. საარქივო დოკუმენტები 2002 წელს გაცემული, აღნიშნული აუდიტის დასკვნის არც ორიგინალი და არც ასლი მოძიებული ვერ იქნა. გამოძიებით ვერ დადგინდა დასკვნაზე დამოწმებული ბეჭდის, გერბის ნამდვილობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2008 წლიდან, როცა აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, პროკურატურის მიერ დაზარალებულ მხარედ მიჩნეული და ცნობილი იყო ამხანაგობა „ა--–------“, რომლის თავმჯდომარე გახლავთ თი---------–-ძე. საქმის გამოძიების დამამთავრებელ ეტაპზე, 2016 წლის 6 აპრილს, პროკურატურამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაზარალებულად ცნო საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ისე რომ დღემდე სამინისტროს ხელმძღვანელობას ოფიციალურად საერთოდ არ მოუთხოვია ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობა ან რაიმე ზიანის ანაზღაურება. გამოძიებამ ხელი მოაწერინა სამინისტროს წარმომადგენელს ზ.წი--–---რს დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 6 აპრილით, იმ დროს, როცა ზ.წი--–---რს საქმეში მონაწილეობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება მხოლოდ 2016 წლის 8 აპრილიდან ჰქონდა მინიჭებული. სასამართლომ არანაირი რეაგირება არ მოახდინა იმ ფაქტზე, რომ დი------- ალ----ძემ ჯერ კიდევ 2008 წლის 5 ნოემბერს განახორციელა რ-------- ქ.#1--ის დ.ალ----ძის სახელზე მიწის საკუთრების გაუქმება. ამასთანავე, 2009 წლის 30 აპრილს საერთოდ გამოითხოვა ლი----–---–---–ის მიერ 2006 წელს ბ.ყი----ნის სახელით სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლის საფუძველზეც გაუქმებული იქნა პ.ყი----ნის სახელზე სადავო მიწის რეგისტრაცია. ამდენად, დი------- ალ----ძე აღნიშნულ ურთიერთობებში მოქმედებდა როგორც ბ.ყი----ნის ადვოკატი და მისი ინტერესების დამცველი. მას რეალურად რაიმე გამორჩენა ამ საქმეში არ მიუღია და არა----არი მატერიალური ზიანი სახელმწიფოსთვის არ მიუყენებია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, მსჯავრდებულების ბა--- ყი----ნისა და დი------- ალ----ძის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, ვინაიდან მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ქ.თბილისში, რ-------- ქ.#1--ში მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით 0--------------), რომლის საბაზრო ღირებულება 2007 წლის მდგომარეობით, შეადგენდა ერთ კვადრატულ მეტრზე 190 აშშ დოლარს, ჯამში 87000 აშშ დოლარის ოდენობით. (1-- 420 ლარი), ამასთან, დი------- ალ----ძე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ბა--- ყი----ნი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. მსჯავრდებულების მიერ არა თუ არ ანაზღაურებულა მიყენებული ზიანი, ისინი მზადყოფნასაც კი არ გამოხატავენ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და დაზარალებულის წარმომადგენელსაც გააჩნია პრეტენზია მათ მიმართ. შესაბამისად, დი------- ალ----ძის და ბა--- ყი----ნის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულმა ბა--- ყი----ნმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:
2006 წელს ბა--- (პა----) ყი----ნმა განიზრახა ქ. თბილისში, ა--–---- და რ-------- ქუჩებს შორის მდებარე 500 კვ.მ.-მდე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვება. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარება სთხოვა დი------- ალ----ძეს. დი------- ალ----ძის რჩევით, ბა--- (პა----) ყი----ნის რწმუნებულმა ლი----–---–---–მა, 2006 წლის 03 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2006 წლის 08 ნოემბერს მარეგისტრირებელი ორგანოსგან მიღებული უარის შემდეგ, დი------- ალ----ძის მითითებით, ბა--- (პა----) ყი----ნმა 2006 წლის 13 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ითხოვა ქ. თბილისში, რ-------- ქ. #1--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აღრიცხულიყო გარდაცვლილი დედის თა----------–----ი-ყი----ნის საკუთრება.
ბა--- (პა----) ყი----ნმა და დი------- ალ----ძემ სასარჩელო განცხადებაში და სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას დამალეს ის ფაქტი, რომ 1----–-–-- ნასყიდობის ხელშეკურლების საფუძველზე შეძენილი საცხოვრებელი ბარაკის სანაცვლოდ თა----------–----ის ოჯახმა ქ. თბილისში, ა--–---- ქ. #4--ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში მიიღო საცხოვრებელი ბინა და 1----–-–-- ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი აღარ ეკუთვნოდა მას. სასარჩელო განცხადებაზე დასართავად და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, დი------- ალ----ძემ მოიპოვა 2002 წლის 15 ივნისით დათარიღებული ყალბი აუდიტის დასკვნა, რომელიც 1----–-–-- ნასყიდობის ხელშეკრულებასთან და სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2007 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ მიღებული იქნა განჩინება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წლის 16 აგვისტოს თა----------–----ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე 458 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი -0---------------) მესაკუთრედ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბა--- (პა----) ყი----ნი და დი------- ალ----ძე თაღლითურად დაეუფლნენ 1-- 420 ლარად ღირებულ, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დი------- ალ----ძის მხრიდან თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
მოწმე თი---------–-ძის ჩვენებით დადგინდა, რომ თავმჯდომარეობს ამხანაგობა „მ--------------“-ს, რომელიც შეიქმნა ი.ა--–---- ქ. N4--ში (ყოფილი ვ. ბ--------- N1--) მცხოვრებ მობინადრეთა უფლებების დაცვის მიზნით. 1958 წელს ამხანაგობის მიერ შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა ამჟამინდელი ი.ა--–---- ქ.N4--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფართობს და მოსაზღვრე რ-------- ქ.N19, N21 და N23-ის ტერიტორიას. რ-------- ქუჩაზე მდებარე ბარაკული ტიპის სახლები დაინგრა და მათ მესაკუთრეებს ი.ა--–---- ქუჩაზე მშენებარე N4--ში კორპუსში გადაეცათ საცხოვრებელი ბინები. რ-------- ქ. N1--ში ცხოვრობდა სამი ოჯახი, მათ შორის თა----------–----ის, რომელმაც ბარაკის სანაცვლოდ მშენებარე კორპუსში სამოთახიანი ბინა მიიღო. თ.ბიბილურის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა - ომ--------------–---–მა და პა------------მა გაყიდეს ბინა და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. მიწის ნაკვეთი, რომელიც ეზოდ და გამწვანებულ ზოლად ესაზღვრება ი. ა--–---- ქ. N42 კორპუსს, 1992 წლიდან შემოღობილია და ბარაკების აღების შემდეგ მასზე რაიმე შენობა-ნაგებობა არ დგას. 2008 წლამდე ამხანაგობას ზემოხსენებული უძრავი ქონების გასაფორმებლად, ფინანსური რესურსების არქონის გამო, ქალაქ თბილისის მერიისა და საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურებისათვის არ მიუმართავს. 2008 წელს კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ჯერ თა----------–----ი დარეგისტრირდა, შემდეგ კი მისი შვილები - ომ--------------–---–ი და პა------------ი. საკითხში გასარკვევად დაიწყო იმ საბუთების კვლევა-ძიება, რომლებიც საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთის უკანონო რეგისტრაციას და დაადგინა, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ყალბი აუდიტორული დასკვნა, ბ--------- ქუჩაზე მცხოვრები პირების განცხადება და ადვოკატ დი------- ალ----ძის მიერ სასამართლოში წარდგენილი სხვა დოკუმენტაცია. ამ მტკიცებულებების და სხვა დოკუმენტების დეტალურად გაცნობისას აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მათგანი შეიცავდა ყალბ მონაცემებს, რის გამოც მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, რ-------- ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი არაერთხელ გაიყიდა, რამაც შეუძლებელი გახადა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ამხანაგობისთვის დაბრუნება.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნა--------ემ.
მოწმე ზუ---- პაპიძის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით გაირკვა, რომ ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ერთსართულიანი სახლის ერთი მესამედი მისმა ბაბუამ იყიდა, ერთი მესამედი თ. ბიბილურმა, დარჩენილი მესამედი კი ნ. პო--------ის იყო. ამხანაგობა „მ--------------“-ის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მას და მის ოჯახის წევრებს, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის ფართის სანაცვლოდ, უსასყიდლოდ გადაეცათ სამოთახიანი ბინა; ასევე სამოთახიანი ბინა მისცა ამხანაგობამ პა------------ის და ომ--------------–---–ის დედას თა----------–----ს. დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, რ-------- ქ.N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი, გადავიდა ამხანაგობის საკუთრებაში და აშენდა კორპუსი, ბარაკების მესაკუთრეებს არ დარჩენიათ არანაირი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და ამასთან დაკავშირებით ამხანაგობასთან რაიმე პრეტენზიაც არასოდეს ჰქონიათ. 2008 წელს იგი ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად დაიბარეს პოლიციაში, სადაც შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო პა------------ის სახელზე. მიწის უკანონოდ გადაფორმებასთან დაკავშირებით ამხანაგობის წევრებს ჰქონდათ სამოქალაქო დავა, რის შედეგადაც მიწის დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან პა------------ის მიერ ყალბი დოკუმენტით საკუთრების უფლების დარეგისტრირების შემდეგ, იგი გაიყიდა სხვა პირებზე და დღეის მდგომარეობით უძრავ ქონებას ჰყავს კეთილსინდისიერი მესაკუთრე.
მოწმე ლი----–---–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ პა------------ი მისი ახლობელია, დი------- ალ----ძე კი - მისი ადვოკატი. 2006 წელს პა------------ისგან შეიტყო, რომ ყოფილ საცხოვრებელ ადგილას, ქ. თბილისში, რ-------- ქუჩაზე მდებარე მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თავის სახელზე გაფორმება სურდა. პ. ყი----ნმა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წარმოების დაწყებისა და საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებისათვის მას გაუფორმა მინდობილობა, რადგან თავად იმ პერიოდში ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა. არქივიდან შესაბამისი საბუთების მოძიების შემდეგ მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიწის რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი. პა------------ის მითითებით, დაუკავშირდა ადვოკატ დი------- ალ----ძეს, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში, შეკრებილ დოკუმენტაციას დაურთო აუდიტის დასკვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოში შეატანინა სარჩელი. სასამართლომ 2007 წელს მიიღო განჩინება, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი ჯერ დარეგისტრირდა პა------------ის დედის - თა----------–----ის სახელზე, შემდეგ კი მის მემკვიდრეებზე - ომ--------------–---–სა და პა------------ზე. მოგვიანებით, ვინაიდან პა------------ი ვეღარ უხდიდა გასამრჯელოს დი------- ალ----ძეს საადვოკატო მომსახურებისათვის, მას ქ. თბილისში რ-------- ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი გადაუფორმა. სასამართლოში არსებულ საქმეში ის პა------------ის მინდობილობის საფუძველზე, მისივე დავალებით იყო ჩართული, რა დროსაც მხოლოდ ტექნიკურ დახმარებას უწევდა დი------- ალ----ძეს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა დოკუმენტაციის მოპოვების პროცედურებს და სასამართლოში წარმართულ საქმეს. მოწმის განმარტებით, მერე ბ.ყი----ნისგან გაიგო, რომ აუდიტის დასკვნა შეიცავდა ყალბ მონაცემებს, მაგრამ ვინ მოიპოვა აღნიშნული დასკვნა არ იცის, ალბათ დი------- ალ----ძემ.
მოწმე არ-----–------------ის ჩვენებით გაირკვა, რომ 1960-იან წლებში ცხოვრობდა რ-------- ქუჩაზე, პა------------ის მეზობლად და მეგობრობდა მასთან. ბარაკების დანგრევის შემდეგ პა------------ი თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ა--–---- ქუჩაზე მდებარე კორპუსში. ბარაკების ადგილას არანაირი შენობა-ნაგებობა არ დარჩენილა, იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთი. დაახლოებით 2008-2010 წლებში პა------------მა მას და სხვა ძველ მეზობლებს სთხოვა ხელმოწერით დაედასტურებინა 1952 წელს აღებულ საცხოვრებელ ბარაკში მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტი. პ. ყი----ნის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მან, იური ირიაევმა, სერგო ბაბაევმა და სხვებმა წაკითხვის გარეშე მოაწერეს ხელი. მოგვიანებით, გამომძიებლის მიერ ამ დოკუმენტის გაცნობის შედეგად მისთვის ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით მან და მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა დაადასტურეს 2002 წელს ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში შენობა-ნაგებობის ნანგრევების არსებობის ფაქტიც, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან 1961 წლის შემდეგ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლები, სადაც წარსულში პა------------ი ცხოვრობდა, იყო დანგრეული, ხოლო ტერიტორია მოსწორებული.
მოწმე არ-----–------------ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა მა-–---------------მა და თე-----------–-ამ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე თა--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 1996 წელს დი------- ალ---------ან და კო----------------კოსთან ერთად დაარსა აუდიტორული კომპანია „ა--------------“. კო----------------კო მალევე გავიდა მათი ფირმიდან და ის დი------- ალ---------ან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში. აღნიშნული აუდიტორული კომპანია 2003-2004 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა, არც დაკვეთები ჰქონდათ, არც ოფისი და იგი ლიკვიდირებულ იქნა. მოწმე თა--------------–---–მა დაადასტურა, რომ 2002 წლის 15 ივნისით დათარიღებული აუდიტორული დასკვნა, არ არის „ა---------------“ მიერ შესრულებული, რადგან ამ პერიოდში არც პა------------ს მოუმართავს მისთვის მსგავსი დასკვნის მომზადების თხოვნით და არც თავად მოუმზადებია ამ შინაარსის დოკუმენტი.
დაზარალებულის წარმომადგენლის ზა-------–---–-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტში, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ქონების აღრიცხვასა და მონიტორინიგს. სახელმწიფოს შესაძლოა გააჩნდეს დაურეგისტრირებელი ქონება მთელი საქართველოს მასშტაბით. დაურეგისტრირებელი, აღურიცხავი უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ისევე, როგორც ქონება, რომელზეც ფიზიკურ პირს არ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი სამართალდამდგენი დოკუმენტი. ამდენად, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ფიზიკურ პირზე გაფორმდა დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება, აღნიშნული უკანონო ქმედებით დაზარალებულ სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფო, მითუფრო, რომ მიყენებული ზიანი დღეის მდგომარეობით ანაზღაურებული არ არის.
1----–-–-- 5 აგვისტოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, და------ ცი-----–---–მა თ.ბიბილურს მიჰყიდა 496 კვ. მ. ფართის მიწაზე განთავსებული ერთსართულიანი, ოროთახიანი სახლის ერთი მესამედი ნაწილის უფლება.
1987 წლის 23 სექტემბრის კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ყი----ნის მემკვიდრეებად ცნობილი იქნენ მისი შვილები - პ. ყი----ნი და ო. თუ------–---–ი. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა მხოლოდ თბილისში, ბ--------- ქ. N1---ში (ამჟამად ი.ა--–---- N4--ში) მდებარე სახლის წილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 15 ნოემბრის #0---------- გადაწყვეტილების მიხედვით, 2006 წლის 3 ნოემბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს პა------------მა წარუდგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა რ-------- ქ. N1--ში არსებულ ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და განმცხადებელს სარეგისტრაციო წარმოების აღძვრაზე ეთქვა უარი.
2006 წლის 13 დეკემბრის სასარჩელო განცხადების თანახმად, პ. ყი----ნმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 1----–-–-- 05 აგვისტოს ხელშეკრულების ნამდვილობისა და მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის მოთხოვნით. პ.ყი----ნმა სასამართლოს სთხოვა ბათილად ეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 15 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილება და დაევალებინა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის 1----–-–-- 05 აგვისტოს ხელშეკრულებით შეძენილი უფლების რეგისტრაციაში გატარება. სარჩელში პ.ყი----ნის მიერ მითითებული იქნა, რომ ცხოვრობდა ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე, 2002 წელს მიწისძვრით დაზიანებულ სახლში.
ზემოაღნიშნულ სასარჩელო განცხადებაზე დართული აუდიტის დასკვნის თანახმად, იგი გაცემულია 2002 წლის 15 ივნისს აუდიტორიული კომპანია „ა---------------“ დირექტორ თ. თა------–---–ის მიერ, პა------------ის დავალების საფუძველზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეფასების ობიექტს წარმოადგენს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ერთსართულიანი, 40 კვ.მ ფართის, მიწისძვრისგან დაზიანებული სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში, დაახლოებით 500 კვ.მ. შემოღობილ ნაკვეთზე.
შპს აუდიტორული კომპანია „ა--------------“ წესდების მიხედვით, იგი დაფუძნებულია 1996 წელს დი------- ალ----ძის, კო----------------კოს და თა--------------–---–ის მიერ.
თა----------–----ი-ყი----ნის მეზობლების განცხადების თანახმად, მასზე ხელისმომწერი პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე ერთსართულიანი სახლის მესაკუთრე იყო თა----------–----ი, რომლის გარდაცვალებიდან მოყოლებული განცხადების ხელმოწერის დღემდე სახლს ფლობდნენ და განკარგავდნენ მისი შვილები - პა------------ი და ომ--------------–---–ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის N3-------- გადაწყვეტილებით, პ. ყი----ნის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების ჩატარება და თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე, 1----–-–-- 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონების თა----------–----ის სახელზე აღრიცხვა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2007 წლის 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის N3-------- გადაწყვეტილების, 1----–-–-- 05 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების და მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, თა----------–----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე 458 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 0---------------).
2007 წლის 17 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, პა------------მა და ომ--------------–---–მა, როგორც თა----------–----ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა (წრიდან შვილები), საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - 458 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისში, რ-------- ქ. N1--ში.
2008 წლის 14 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პა------------მა დი------- ალ----ძეს მიჰყიდა უძრავი ქონება - თბილისი, რ-------- ქ. N1--ში მდებარე 458 კვ. მ მიწის ნაკვეთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის N3-------- გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ--------------“-ის თავმჯდომარე თ. სა----–--ის განცხადება დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის N3-------- გადაწყვეტილება.
ბრალდებულ ბა--- ყი----ნის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის ყიდვის შემდეგ, თა----------–----მა ხელშეკრულება გააფორმა კოოპერატიულ მშენებლობასთან, რომლის მიხედვითაც, ამ ნაკვეთის სანაცვლოდ ეძლეოდა საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ხელშეკრულებით 1952 წელს ნაყიდი ქონებით თა----------–----ი ამხანაგობისგან იღებდა საცხოვრებელ ფართს. 1960-იან წლებში, როცა მშენებლობა თითქმის დასრულდა, ოჯახთან ერთად გადავიდა ახალ ბინაში. ვინაიდან ეგონა, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით მიწის ნაკვეთისა და სახლის ნაწილი კვლავ რჩებოდა მის საკუთრებაში, მოიძია საჭირო დოკუმენტაცია და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ, დაუკავშირდა დი------- ალ----ძეს, გადასცა დოკუმენტები, გაუფორმა მინდობილობა, თავად კი წავიდა მოსკოვში. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა მის დედას - თა----------–----ს. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა, ერთი მესამედის ნაცვლად, თ.ბიბილურის სახელზე შეცდომით დაარეგისტრირა სრული ფართი - 458 კვ.მ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიწა დაარეგისტრირა თავის სახელზე და დატვირთა იპოთეკით, ხოლო მოგვიანებით, ვინაიდან დი------- ალ----ძეს ვეღარ უხდიდა გასამრჯელოს, გადაუფორმა მას. პირველად, რეგისტრაციასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შეგროვებისას, ძველ მეზობლებს ხელი მოაწერინა არასწორი შინაარსის შემცველ დოკუმენტზე, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ რ-------- ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებას. 2003 წლის აუდიტის დასკვნა მისი გაყალბებული არ არის, მასზე ხელმომწერ პირს თ. თა------–---–ს არ იცნობს და არ იცის აუდიტის დასკვნა საიდან გაჩნდა საქმეში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა დი------- ალ----ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოში განმარტა, რომ ბ. ყი----ნი და ლ. ელ---–--ლი ცდილობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალონ მას. მის მიერ არ მომხდარა ყალბი აუდიტის დასკვნის არც დამზადება და არც გამოყენება, რაც დასტურდება არქივის მასალებით, რომელთა თანახმადაც თავდაპირველი სარჩელი ადმინისტრაციულ სასამართლოში შეტანილი იქნა 2006 წლის აპრილის თვეში ლი----–---–---–ის მიერ, თავად კი საქმეში ჩაერთო მოგვიანებით, 2006 წლის 22 აპრილს, მოსკოვიდან ბ. ყი----ნის მიერ გამოგზავნილი, 2006 წლის 19 აპრილით დათარიღებული მინდობილობის თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დი------- ალ----ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ ვერ იქნა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, ხოლო ბა--- ყი----ნის მიმართ საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული ქმედება.
განაჩენის ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დი------- ალ----ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა------ თა-–----ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ბა--- ყი----ნის დამნაშავედ ცნობის შესახებ. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში და ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მსჯავრდებულ ბა--- ყი----ნის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ბა--- ყი----ნის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რაც შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვით, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
თაღლითობა ასევე ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან, რაც თითქოსდა კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების (თანხის) გადაცემისათვის. ამ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს. ფიქტიური დოკუმენტის წარდგენით დამნაშავე ამტკიცებს იმ არარსებული ფაქტებისა და გარემოებების არსებობას, რომლებიც თითქოსდა აძლევენ მას ქონების მიღების ,,კანონიერ” უფლებას.
სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდება ქმედება სამართლებრივად. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა დი------- ალ----ძის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 3 ნოემბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა პა------------მა და მოითხოვა რ-------- ქ.N1--ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც 2006 წლის 3 ნოემბერს ეთქვა უარი. 2006 წლის 13 დეკემბერს, პ. ყი----ნმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 15 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სარეგისტრაციო სამსახურისთვის 1----–-–-- 5 აგვისტოს ხელშეკრულებით შეძენილი უფლების რეგისტრაციაში გატარების დავალების მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაზე მოსარჩელის მიერ დართული და სასამართლოში წარდგენილი იქნა 2002 წლის 15 ივნისს აუდიტორიული კომპანია „ა---------------“ დირექტორ თ. თა------–---–ის მიერ გაცემული აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შეფასების ობიექტს წარმოადგენს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ერთსართულიანი, 40 კვ.მ ფართის, მიწისძვრისგან დაზიანებული სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში, დაახლოებით 500 კვ.მ. შემოღობილ ნაკვეთზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, პ. ყი----ნის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების ჩატარება და თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე, 1----–-–-- 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონების თა----------–----ის სახელზე აღრიცხვა.
2007 წლის 16 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის N3-------- გადაწყვეტილების, 1----–-–-- 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების და მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, თა----------–----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ.თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე 458 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 0---------------).
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ დ.ალ----ძის ბრალეულობის დამადასტურებლად წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ, მოწმე ლი----–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც პა------------ს 2006 წელს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, პა------------ის მითითებით დაუკავშირდა ადვოკატ დი------- ალ----ძეს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიებას და პროცესების წარმართვას, თავად კი ტექნიკურ დახმარებას უწევდა დი------- ალ----ძეს. არქივიდან მოიძიეს რაღაც საბუთები, დაურთეს ეს ყველაფერი სარჩელს და შეიტანეს სასამართლოში. როგორც ახსოვს იყო დაბადების მოწმობები, 1----–-–-- ნასყიდობის ხელშეკრულება, შეიძლება აუდიტის დასკვნაც იყო, არ ახსოვს. სარჩელი მან გადაწერა, რომელიც ალბათ დი------- ალ----ძის ოფისში მისცეს. შემდეგ პა------------ისგან გაიგო, რომ აუდიტის დასკვნა შეიცავდა არასწორ მონაცემებს, ხოლო ბრალდების მხარის შეკითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია ვინ წარმოადგინა აღნიშნული აუდიტის დასკვნა, ალბათ ბატონმა დი------- ალ----ძემო. მან ასევე დაადასტურა, რომ ვინაიდან პა------------ი დი------- ალ----ძეს საადვოკატო მომსახურებისათვის ვეღარ უხდიდა გასამრჯელოს, მას ქ.თბილისში რ-------- ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი გადაუფორმა. ამდენად, ლი----–---–---–ის ჩვენება დი------- ალ----ძის მიერ ყალბი აუდიტის დასკვნის მოპოვების და სასამართლოში წარდგენის ნაწილში მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება და არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, რის გამოც სასამართლო მხედველობაში სრულად ვერ მიიღებს. ამასთან, მოწმე ლ.ელ---–--ლის ჩვენების არასანდოობაზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მიღებული კრებსები, რომლის თანახმადაც, 2009 წლის 24 სექტემბერს ლ.ელ---–--ლი ესაუბრება ომარის, რომელსაც აძლევს მითითებებს და ეუბნება „რო დაგიბარებენ, ისე არ წახვიდე რო მე არ მნახო, მერე გნახავ და გეტყვი რა იყო და როგორ უნდა თქვა.“ არც მსჯავრდებულ პა------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ დი------- ალ----ძეს უშუალო შემხებლობა ჰქონდა ყალბი აუდიტის დასკვნის წარდგენასთან. პა------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, დი------- ალ----ძე მინდობილობის საფუძველზე სასამართლოში იცავდა მის ინტერესებს, რომელთანაც პროცესების მიმდინარეობისას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც მიწის ნაკვეთი გადაიფორმა, ვალების გამო დატვირთა იპოთეკით, ხოლო მოგვიანებით, ვინაიდან დი------- ალ----ძეს ვეღარ უხდიდა გასამრჯელოს, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით მას გადაუფორმა. აუდიტის დასკვნის შესახებ პირველად შეიტყო გამოძიებაში, მისთვის უცნობია თუ ვის მიერ იყო აღნიშნული აუდიტის დასკვნა შედგენილი და სასამართლოში წარდგენილი. დასკვნაზე ხელის მომწერ თ.თა------–---–ს არ იცნობს, ხოლო წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილი და უდავოა, რომ დი------- ალ----ძე იყო ბა--- ყი----ნის ნდობით აღჭურვილი პირი და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაზე წარმომადგენლობას ახორციელებდა პა------------ის მიერ მის სახელზე 2016 წლის 16 მაისიდან 2007 წლის 12 მაისამდე გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ დი------- ალ----ძის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება მიწის რეგისტრაციის პროცესში უშუალოდ ჩართული სხვა პირის - ლ. ელ---–--ლის ჩვენებით და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოწმე ლი----–---–---–ი ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს დი------- ალ----ძის მიერ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს. ასეც, რომ იყოს მხოლოდ ერთი პირის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №251აპ-16; 462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16). მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დი------- ალ----ძის მიერ ყალბი დოკუმენტის შექმნას.
სააპელაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის განჩინებაზე, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების ჩატარება და ქ. თბილისში, რ-------- ქ. N1--ში მდებარე, 1----–-–-- 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონების თა----------–----ის სახელზე აღრიცხვა. სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკანონო და დაუსაბუთებელი უარი რეგისტრაციაზე, რაც ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პა------------ის განცხადების განხილვისას უნდა ემოქმედა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადებით და არა 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალდაკარგული კანონის ნორმის საფუძველზე, მიუთითა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები და არ ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თავისდროულად არ არის რეგისტრირებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. უფრო მეტიც, უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ არ უმსჯელია 2002 წლის 15 ივნისით დათარიღებულ აუდიტის დასკვნაზე. ამდენად, დი------- ალ----ძის მიერ ყალბი აუდიტის მოპოვების და წარდგენის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია ვერ იქნებოდა გაზიარებული, რადგან უშუალოდ ამ დასკვნის მხედველობაში მიღების გარეშე მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომ ვინაიდან ლი----–---–---–ი ენდობოდა დი------- ალ----ძეს, სარჩელზე დართული და სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტები არ გადაუმოწმებია, პალატა აღნიშნავს, რომ პროკურორი მიუთითებს მხოლოდ მისთვის სასარგებლო არგუმენტებზე, რომლებიც ლი----–---–---–ის ჩვენებიდან არ გამომდინარეობს. პალატისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნევს ლი----–---–---–ის ჩვენებას სანდოდ იმ ნაწილში, რომელიც ყალბი აუდიტის წარდგენას ეხება და არ იზიარებს ვალის არსებობის გამო დი------- ალ----ძისთვის მიწის ნაკვეთის გადაფორმების ნაწილში. ბრალდების მხარე ასევე აპელირებს მსჯავრდებულ ბა--- ყი----ნის ჩვენებაზე, რომ დი------- ალ----ძემ იცოდა ნაკვეთის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ, რაც ასევე ვერ იქნება თაღლითობაში დი------- ალ----ძის მონაწილეობის დამადასტურებელი, ვინაიდან ბა--- ყი----ნი თავის ჩვენებაში არ აზუსტებს, კონკრეტულად რა პრობლემების შესახებ იყო ცნობილი დი------- ალ----ძისთვის.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, იმის შესახებ, თითქოს დ. ალ----ძის მიერ ყალბი მტკიცებულების მოპოვებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ყალბი შინაარსის შემცველი აუდიტის დასკვნა დატანილია სწორედ იმ კომპანიის ბლანკზე, რომლის დამფუძნებელსაც დი------- ალ----ძე წარმოადგენდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს აუდიტორული კომპანია „ა--------------“ დაფუძნებულია 1996 წელს დი------- ალ----ძის, კო----------------კოს და თა--------------–---–ის მიერ, დი------- ალ----ძის მიერ ყალბი აუდიტის დასკვნის მოპოვების დამადასტურებელი ვერ იქნება. მითუფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებში ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ამტკიცებს. დი------- ალ----ძის მიერ აუდიტის დასკვნის გაყალბების ფაქტი ვერ იქნა დასაბუთებული და დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა დი------- ალ----ძის მონაწილეობას დოკუმენტის გაყალბებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუფიქსირებია, რომ აუდიტის დასკვნის გაყალბება მოხდა დი------- ალ----ძის მიერ. ამ მიმართებით, მნიშვნელოვანია მოწმე თა--------------–---–ის გამოძიებაში მიცემული და საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული ჩვენება, რომლის მიხედვითაც, აუდიტორული კომპანია 2003-2004 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა, არც დაკვეთები ჰქონდათ, არც ოფისი, ვინაიდან ლიკვიდირებული იყო. 2002 წლის 15 ივნისით დათარიღებული აუდიტორული დასკვნა, არ არის „ა---------------“ მიერ შესრულებული. ამ პერიოდში არც პა------------ს მოუმართავს მისთვის მსგავსი დასკვნის მომზადების თხოვნით და არც თავად მოუმზადებია ამ შინაარსის დოკუმენტი. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა დაუმოწმებელი ასლის სახით, რაც საეჭვოს ხდის აღნიშნული დასკვნის ავთენტურობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, სრულიად გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ასევე თაღლითობის სუბიექტურ მხარეს - განზრახვას, რომ პირს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.
რაც შეეხება თაღლითობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენას, რაც ბრალად აქვს შერაცხული დი------- ალ----ძეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს #868აპ-10, #618აპ-15 გადაწყვეტილებები). მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, არც ერთი მოწმის, მათ შორის არც მსჯავრდებულ ბა--- ყი----ნის ჩვენებით უტყუარად არ დასტურდება, რომ დი------- ალ----ძემ დანაშაული ბა--- ყი----ნთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული დი------- ალ----ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ახალი მტკიცებულება, რაც გამოიწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის გათვალისწინებით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. დი------- ალ----ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბა--- ყი----ნის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 4--ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. ბა--- ყი----ნს ჯარიმის ოდენობა განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 4--ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანი არ აუნაზღაურებია, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიიჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ბა--- ყი----ნისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც. ამდენად, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სასჯელის დამძიმების ნაწილში უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მსჯავრდებულ დი------- ალ----ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა------ თა-–----ძის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენში დი------- ალ----ძის და ბა--- ყი----ნის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ დი------- ალ----ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა------ თა-–----ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენში დი------- ალ----ძის და ბა--- ყი----ნის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ბა--- ყი----ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დი------- ალ----ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რ-------- ქუჩა N1--ში მდებარე 458 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი 0---------------. დადებული ყადაღა.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით, ბრალდებულ დი------- ალ----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის, 10 000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, დი------- ალ----ძის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე -მდებარე: თბილისი, მ----–---–-- ქუჩა N5- საკადასტრო კოდი 0---------------------- სარდაფი, (ფართი 6,00კვ.მ) და ლა-–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე - მდებარე: თბილისი, მ----–---–-- ქუჩა N5- საკადასტრო კოდი 0---------------------- სარდაფი (ფართი 34,41 კვ.მ) - გირაოს თანხის ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით, ბრალდებულ ბა--- (პა----) ყი----ნის მიმართ, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის, 10 000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თე-----------------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე -მდებარე: თბილისი, ბოჭორიშვილის ქუჩა N3--- ავტოსადგომი N47 (მშენებარე) „გ“ ბლოკი, -3.3-2.7 ნიშნული, ფართ 18,00 კვ.მ საკადასტრო კოდი 0------------------------- - გირაოს თანხის ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულება: 1 ცალი DVD დისკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულ დი------- ალ----ძეს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე