განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002156274
საქმე №1ბ/197-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა-----------–---–ის
ადვოკატების - ფრ-------------–---–ის, სა-–--------–-–---–ის
მსჯავრდებულ - ბო-------------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ისა და მსჯავრდებულ ბო-------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ფრ-------------–---–ისა და სა-–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბო-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
ბო-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბო-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ბო-------------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 (სამას სამოცდახუთი) საათის ვადით.
ბო-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 09 მარტს, ქ. თბილისში, ს----------------------------------------ში მცხოვრებმა ბო-------------–---–მა, ყოფილ მეუღლეს, ცი–------–--–---–ს არასრულწლოვანი შვილის - თა----------–---–ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბო-------------–---–მა ცი–------–--–---–ი დააგდო საწოლზე და ყელზე ხელი მოუჭირა. აღნიშნულით ცი–------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 15 აპრილს, ღამის საათებში, ცი–------–--–---–ი „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომანქანით, სახ. №--------- იმყოფებოდა თბილისში, ვ---------–------------------------ კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც მას ავტომანქანაში ჩაუჯდა ყოფილი მეუღლე ბო-------------–---–ი. ავტომანქანაში სიტყვიერი შელაპარაკებისას, ბო-------------–---–მა ცი–------–--–---–ს მარჯვენა ხელი წაუჭირა ყელის არეში, ხოლო მარცხენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ფეხების მიდამოში. ძალადობრივი ქმედების შედეგად ცი–------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის დეკემბრის თვიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ბო-------------–---–ი, ცი–------–--–---–ის მიმართ ახდენდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას. კერძოდ, ბო-------------–---–ი 12 წლის თა----------–---–ის თანდასწრებით, ცი–------–--–---–ს შერიგების მოტივით სისტემატურად ემუქრებოდა, ხმამაღლა უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არსებული მდგომარეობით ცი–------–--–---–ი განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის 15 აპრილს, 2017 წლის 29 აგვისტოს და 2017 წლის 8 ოქტომბერს, ბო-------------–---–ი ცი–------–--–---–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რომ სახის მიდამოში შეასხამდა მჟავას, ბენზინს გადაასხამდა და დაწვავდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა და მსჯავრდებულმა ბო-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ფრ-------------–---–მა და სა-–--------–-–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ბო-------------–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ბო-------------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის სხვა მიზნები. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ბო-------------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით.
მსჯავრდებულმა ბო-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ფრ-------------–---–მა და სა-–--------–-–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბო-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტთა აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მოახდინა სათითაოდ, თითოეული ინციდენტის განხილვა და სამართლებრივი შეფასება, არ მიუთითა, თითოეული წარდგენილი ბრალდება კონკრეტულად რომელი მტკიცებულებით დასტურდებოდა. 2017 წლის 09 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს ცი–------–--–---–ის არასრულწლოვანი შვილის გარდა არავინ შესწრებია. ის, რომ ბინაში სიტყვიერი შელაპარაკება და ცემა იყო, კორპუსში არავის გაუგია და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ფაქტს ადასტურებს მხოლოდ არასრულწლოვანი, რომლის გამოკითხვის ოქმსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არაერთი წინააღმდეგობა და აცდენა გამოიკვეთა. აპელანტის აზრით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ არასრულწლოვანმა საშველად არავის მოუხმო, როდესაც ხედავდა, რომ დედამისს ცემდნენ და ახრჩობდნენ და ამ შემთხვევის შემდგომ, არც ცი–------–--–---–ს გამოუძახებია სასწრაფო დახმარება, არც ექიმთან წასულა, გამოიძახა მხოლოდ პოლიცია, რომელსაც შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა, თუმცა ეს ორდერი საქმეში არ მოიპოვება. საქმეში ასევე არ დევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცი–------–--–---–მა რეალურად მიიღო ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანებები.
2016 წლის დეკემბრის თვიდან 2017 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით ბო-------------–---–ის მხრიდან ცი–------–--–---–ის მიმართ სისტემატურად განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით აპელანტებმა მიუთითეს, რომ პოლიციის მიერ გამოწერილ შემაკავებელ ორდერებს ბო-------------–---–ი ნებაყოფლობით აწერდა ხელს, არ ასაჩივრებდა, ვინაიდან მას არ უნდოდა თავის ყოფილ მეუღლესთან ზედმეტი პრობლემების შექმნა. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ცი–------–--–---–ი თავის არასრუწლოვან შვილს იყენებდა ბო-------------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტების შესახებ თავის მიერ გამოგონილი ისტორიების დასამტკიცებლად. დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებებით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა ცი–------–--–---–ის მხრიდან მათ მოტყუებას, თითქოს ბო-------------–---–ი მათზე ძალადობდა და საშველად იხმობდა მათ, ადგილზე მისულებს კი სრულიად განსხვავებული სურათი ხვდებოდათ - ცი–------–--–---–ი იცინოდა, ამით მას ბო-------------–---–ის გამწარება სურდა და მის ოჯახის წევრებს ასეთი გამოგონილი ტყუილებით მასხრად იგდებდა.
2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდის ერთადერთი მოწმე თავად დაზარალებულია, რომელმაც ისე მოაწყო განზრახ ყველაფერი, რომ თავი მსხვერპლად გამოიყვანა. მის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმს შორის დაფიქსირდა ცდომილებები. მან გამოკითხვის ოქმში დეტალურად აღწერა, თუ რომელი ხელით ეჭირა და რომლით ურტყამდა ვითომდა მოძალადე ბო-------------–---–ი, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ვინაიდან იყო ღამე და სიბნელე, არაფერი ჩანდა და გარკვევით ვერ ხედავდა, რომელი ხელით ურტყამდა ბო-------------–---–ი. აპელანტის განმარტებით, ბრალდების ამ ეპიზოდში დაზარალებული ერთადერთი მოწმეა, რომელიც ცრუობს, და თუნდაც დამაჯერებელი იყოს მისი ჩვენება, ის მაინც ვერ იქნებოდა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან ერთი მოწმის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
აპელანტთა განმარტებით, ცი–------–--–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ნაწილში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეულია თავად დაზარალებულის და მისი არასრულწლოვანი შვილის - თა----------–---–ის ჩვენებები, აგრეთვე, შემაკავებელი ორდერები, რომლებიც აღნიშნული ინციდენტის უტყუარობის დასადასტურებლად არ გამოდგება.
აპელანტები ასევე მიუთითებს გამომძიებლების - ლე----------–---–სა და მთ--------------ის ჩვენებებზე და განმარტავს, რომ ისინი არ შესწრებიან მომხდარ ინციდენტებს, შესაბამისად არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც ვერ ადასტურებენ ვერც ერთი დანაშაულის შემადგენლობას.
დაცვის მხარემ ასევე მიუთითა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაზე, რომელიც, მისი აზრით, არასწორად შეაფასა სასამართლომ, კერძოდ, არ გაითვალისწინა დასკვნის ის ნაწილი, რომლის თანახმად, ცი–------–--–---–ის დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში, დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია. შესაბამისად, მათი აზრით, სამედიცინო დაწესებულება „------- მიერ 2017 წლის 16 აპრილს გაცემული სამედიცინო ბარათი ვერ მიიჩნეცა ბო-------------–---–ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ვერ დასტურდება ცი–------–--–---–მა რეალურად მიიღო თუ არა და ვისგან მიიღო დაზიანებები, ასევე დაუდგენელია, მათი ხანდაზმულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები დაეთანხმნენ თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილება ითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბო-------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, ბო-------------–---–ის ბრალდების თითოეული ეპიზოდის დამადასტურებელი მტკიცებულებების ცალ-ცალკე შეფასებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოწმეთა მიერ შესაძლებელია ფაქტობრივი გარემოებები გადმოცემული იყოს ბრალდების ყველა ეპიზოდზე ერთ ჩვენებაში, თუმცა მათი საბოლოო შეფასება სასამართლოს მიერ ხდება თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში ცალ-ცალკე.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ცი–------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2006 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ბო-------------–---–თან. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი 12 წლის თა----------–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში, ქალიშვილთან და ყოფილ მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრობდა თბილისში და რუსთავში. 2016 წელს დაშორდა ბო-------------–---–ს, რის მიზეზიც გახდა ბო-------------–---–ის ცუდი ხასიათი, ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით უყვიროდა და აყენებდა როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 9 მარტს, ბო-------------–---–მა ის, თა----------–---–ის თანდასწრებით დააგდო საწოლზე და ყელზე ხელი მოუჭირა. 2017 წლის 15 აპრილს, ღამის საათებში, ავტომანქანაში სიტყვიერი დაპირისპირებისას, მას ბო-------------–---–მა მარჯვენა ხელი წაუჭირა ყელის არეში, ხოლო მარცხენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ფეხის მიდამოში. 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ბო-------------–---–ი მასზე ახდენდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას. თა----------–---–ის თანდასწრებით, შერიგების მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა, ხმამაღლა უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას. 2017 წლის 15 აპრილს, 2017 წლის 29 აგვისტოს და 2017 წლის 8 ოქტომბერს ბო-------------–---–ი ცი–------–--–---–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რომ სახის მიდამოში შეასხამდა მჟავას, ბენზინს გადაასხამდა და დაწვავდა, რაც მან რეალურად აღიქვა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა თა----------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მართალია, ბო-------------–---–ი მასზე ზრუნავდა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ცი–------–--–---–ზე ფიზიკურად მუდმივად ძალადობდა, ეჩხუბებოდა, უყვიროდა და ემუქრებოდა, რომ მჟავას შეასხამდა სახეზე.
აპელანტები მიუთითებენ, რომ სასამართლოს ბრალდების ყველა ეპიზოდზე არასრულწლოვანი თა----------–---–ის ჩვენების მტკიცებულებად მოყვანა არ შეეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენება ბუნებრივია არ ეხება ბრალდების ყველა ეპიზოდს და არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს ოთხივე ეპიზოდზე, მან, როგორც თვითმხილველმა დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები. მისი, როგორც თვითმხილველის მიერ მიცემული ჩვენება შეფასდება იმ ეპიზოდების ფარგლებში, რომლებიც მისი თანდასწრებით იქნა ჩადენილი.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში მოთავსებულია ბო-------------–---–ის მიმართ სხვადასხვა დროს გაცემული შემაკავებელი ორდერები ცი–------–--–---–ის შევიწროვების ფაქტების გამო.
აპელანტთა მოსაზრებით, შემაკავებელი ორდერებით არ შეიძლება დადასტურდეს ბო-------------–---–ის ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილ დანაშაულებში, რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნიან ბო-------------–---–ის პიროვნებაზე შთაბეჭდილებას, ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მისი მხრიდან ხშირად იყო ყოფილი მეუღლის შევიწროვების შემთხვევები, რის გამოც ცი–------–--–---–ი ითხოვდა შემაკავებელი ორდერების გამოცემას და რაც კმაყოფილდებოდა კიდეც. აღნიშნულ შემაკავებელ ორდერებს ხელმოწერით ადასტურებს ბო-------------–---–ი. ამ ხელმოწერებს დაცვის მხარე ამართლებს იმით, რომ მას არ სურდა კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან, რომელთან შერიგებასაც ლამობდა. აღნიშნული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, რადგან შემაკავებელი ორდერების სიმრავლე არ შეიძლება მეტყველებდეს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის მოწესრიგების სურვილზე.
ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ეთანხმებოდა შემაკავებელ ორდერებში მითითებულ გარემოებებს ასევე დასტურდება მოწმე ლე----------–---–ის ჩვენებით, რომლის განმარტებით, 2017 წლის ოქტომბერში ცი–------–--–---–ის განცხადების საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულის გამოკითხვით დადგინდა, რომ ბო-------------–---–ის მხრიდან ადრეც ჰქონდა ადგილი ცი–------–--–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტებს. ორდერს ბო-------------–---–ი დაეთანხმა ხელმოწერით.
აპელანტი ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ჩატარდა სამედიცინო ცენტრ „---------- გამოთხოვილი მასალის საფუძველზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს შემდეგს:
მოწმე მთ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-10 განყოფილების გამომძიებელი, რომელმაც ცი–------–--–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მანვე განმარტა, რომ ავადმყოფობის ისტორია გამოითხოვა სამედიცინო ცენტრ „----------, რაზეც დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც ირკვევა შპს „-------------–---------------------------------–--------------- ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----დან, მოქალაქე ცი–------–--–---–ს მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 16.04.17 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: ცხვირის არის ზედაპირული ტრავმა (ესკორაცია), სახის არის მრავლობითი ნაჭდევები, მარჯვენა წვივის შუა მესამედის დაჟეჟილობა (კანქვეშა ჰემატომა); სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ყელის და გულმკერდის არეში ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში, დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
აპელანტი აქცენტს აკეთებს აღნიშნული დასკვნის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, შეუძლებელია ცი–------–--–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა და მიუთითებს, რომ სწორედ ამ საფუძვლით არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს აღნიშნული დასკვნა და სამედიცინო ცენტრ „---------- გამოთხოვილი ავადმყოფობის ისტორია. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნის თანახმად, ცი–------–--–---–ს სამედიცინო ცენტრისთვის მიუმართავს 2017 წლის 16 აპრილს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მასა და ბო-------------–---–ს შორის კონფლიქტი და ბო-------------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტი განხორციელდა 2017 წლის 15 აპრილს, რა დროსაც ავტომანქანაში სიტყვიერი შელაპარაკებისას, ბო-------------–---–მა ცი–------–--–---–ს მარჯვენა ხელი წაუჭირა ყელის არეში, ხოლო მარცხენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ფეხების მიდამოში. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებითაც. ამდენად, მითითებული დასკვნა თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გაურკვევლობის მიზეზად დასკვნაში მითითებულია ავადმყოფობის ისტორიაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს ბო-------------–---–ის მხრიდან 2017 წლის 15 აპრილს ცი–------–--–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს.
რაც შეეხება აპელანტთა მითითებას, რომ ცი–------–--–---–მა გავლენა მოახდინა თავის არასრულწლოვან შვილზე, მის მიერ ბო-------------–---–ის მიმართ ჩვენებების მიცემისას, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, აშკარაა თა----------–---–ი არაა განწყობილი ბო-------------–---–ის წინააღმდეგ, პირიქით მან განმარტა, რომ ბო-------------–---–ი მის მიმართ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი, თუმცა ამის მიუხედავად უწევს იმ ფაქტის აღიარება, რომ იგი დედაზე ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას.
ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს ბო-------------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან. მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ არასოდეს ჰქონია ადგილი მისი მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და ამ მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი მის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ბო-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბო-------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულები.
ამასთან, პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას ბო-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ბო-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბო-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ბო-------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ისა და მსჯავრდებულ ბო-------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ფრ-------------–---–ისა და სა-–--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბო-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბო-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ბო-------------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 (სამას სამოცდახუთი) საათის ვადით.
განაჩენის აღსრულება უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სამსახურმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბო-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის №------- განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 6000 (ექვსი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ ო-------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - თბილისში, ვ---------–-----------------–-------------------–---------------------------------------------------------ს, საკადასტრო კოდით 0-------------------
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე