განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210118002169427
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1333-2018 30 აპრილი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ტ------– კ---–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ------- ო------–---–ი, ნ-----–- ჩ-----–---–ი, ქ------- ყ----–---–ი, ვ------- ო------–---–ი
წარმომადგენელი - ე----–--------
მოწინააღმდეგე მხარე - რ----- ბ-------ე
წარმომადგენელი - ბ--–--–---–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ------ ზ------ის უფლებამონაცვლის ტ------– კ---–-–---–ის სარჩელი ზ---- ო------–---–ის, ა---------–-–--–--ის, ვ------- მ---------–--ს და მ---------------–--ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის დაკისრების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ----- ბ-------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -მდებარე: ჩო-----------------–----–----ტი, სოფელი დ---–-–--ე ს.კ. 2----------- გასხვისება. ქ------- ყ----–---–ის აეკრძალა თავისი წილის პროპორციულად მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩო-----------------–----–----ტი, დაბა ჩ-----------ი, ს.კ. 2----------- გასხვისება. ვ------- ო------–---–ის, ნ-----–- ჩხ----–---–-ს და ვ------- ო------–---–ის აეკრძალათ თავიანთი წილების პროპორციულად მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩო-----------------–----–----ტი, სოფელი დ---–-–--ე ს.კ. 2----------- გასხვისება. ვ------- ო------–---–ის, ნ-----–- ჩხ----–---–-ს და ვ------- ო------–---–ის აეკრძალა - თავიანთი წილების პროპორციულად მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩო-----------------–----–----ტი, სოფელი დ---–-–--ე ს.კ. 2----------- გასხვისება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 25 მაისს დ. ჩ-----------ში შედგენილ №2 შეთანხმებაში მითითებულია: „ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი ინდმეწარმე ,,ნ------ ზ------ე“ ს.კ (3----------) წარმოდგენილი მისი დირექტორის ნ------ ზ------ე (3----------) სახით, შემდეგში წოდებული როგორც - ,,მევალე“ და მეორეს მხრივ ფ/პ ქ------- ყ----–---–ი (პ/ნ 4---------- მცხ: ჩ-----------ი ბ------–---ის ქუჩა), შემდეგში წოდებული როგორც - მოვალე, ვთანხმდებით და ვაფორმებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე: ,,მოვალეს“ ,,მევალის’’ მიმართ 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 65 000 (სამოცდახუთი ათასი) დოლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია ინდმეწარმის ,,ნ------ ზ------ის“ კუთვნილი თანხების მითვისებით რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული ეტაპობრივად გრაფიკით ყოველთვიურად 2019 წლის 25. 05-მდე. პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში კი ინდმეწარმე ნ------ ზ------ე იღებს ვალდებულებას. სესხის უზრუნველყოფისთვის გამოყენებულ ქონებებს, არ გამოიყენებს პირადი საჭიროებისათვის, არ გააგრძელებს სესხს მოვალის თანხმობის გარეშე და ქონების შეფასებით გათვალისწინებული თანხის გადახდევინების შემთხვევაში გამოათავისუფლებს აღნიშნულ ქონებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებს კანონის წინაშე, რაზედაც ინდ. მეწარმე მისი ნებით აწერეს ხელს ნ------ ზ------ე. ,,მევალე’’ ნ------ ზ-------ე (ასევე მისი ხელმოწერა). ,,მოვალე’’ ქ------- ყ----–---–ი (ფანქრით გაკეთებული აღნიშვნა, მაგრამ არ არის ხელმოწერა). ვალის აღიარებას, შეთანხმებას აქტის შედგენას, ხელმოწერას ესწრებოდნენ და აქტის სისწორეს ადასტურებენ დამსწრეები: 1) ვ------- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 2) ზ---- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 3) მ------ ყ----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 4) ლ-–- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, არ არის ხელმოწერა. 5) ვ------- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 6) ზ---- მ---------–-- - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 7) ნ-----–- ჩხ----–---–- - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 8) ვ------- მ---------–-- - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 9) გ-------------------ე - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა“. 2.2. 2016 წლის 25 მაისს დ. ჩ-----------ში შედგენილ №1 შეთანხმებაში (ვალის არსებობის აღიარების შესახებ) მითითებულია: „ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი ინდმეწარმე ,,ნ------ ზ------ე“ ს.კ (3----------) წარმოდგენილი მისი დირექტორის ნ------ ზ------ე (3----------) სახით, შემდეგში წოდებული როგორც - ,,მევალე“ და მეორეს მხრივ ფ/პ ქ------- ყ----–---–ი (პ/ნ 4---------- მცხ: ჩ-----------ი ბ------–---ის ქუჩა), შემდეგში წოდებული როგორც - მოვალე, ვთანხმდებით და ვაფორმებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე: ,,მოვალეს“ ,,მევალის’’ მიმართ 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 65 000 (სამოცდახუთი ათასი) დოლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია ინდმეწარმის ,,ნ------ ზ------ის“ კუთვნილი თანხების მითვისებით რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2019 წლის 25.05-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს ვაგებ ჩემი და ჩემი თავდებების უძრავი და მოძრავი ქონებებით. ,,მევალე’’ ნ------ ზ-------ე (ასევე მისი ხელმოწერა). ,,მოვალე’’ ქ------- ყ----–---–ი (ფანქრით გაკეთებული აღნიშვნა, მაგრამ არ არის ხელმოწერა). ვალის აღიარებას, შეთანხმებას აქტის შედგენას, ხელმოწერას ესწრებოდნენ და აქტის სისწორეს ადასტურებენ დამსწრეები: 1) ვ------- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 2) ზ---- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 3) მ------ ყ----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 4) ლ-–- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.(ინიციალები ,,ვ’’.,,ო’’). 5) ვ------- ო------–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 6) ზ---- მ---------–-- - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 7) ნ-----–- ჩხ----–---–- - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 8) ვ------- მ---------–-- - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა. 9) გ-------------------ე - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა“. 2.3. 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №3 ხელშეკრულების თანახმად, ვ------- ოსეფიაშვილმა, როგორც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორ ნ------ ზ------ის მიმართ, მოვალის ქ------- ყ----–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე. თავდებობის №3 ხელშეკრულებაში არსებული თავდებობის პირობების მე-2 პუნქტის სიტყვა-სიტყვით გადმოცემა ,,ვალდებულება - მოვალესა და კრედიტორს შორის მითვისებული თანხის გადახდაზე ვალდებულება; საფუძველი 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.’’ 2.4. 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №4 ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–- ჩხ----–---–-ა, როგორც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორ ნ------ ზ------ის მიმართ, მოვალის ქ------- ყ----–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე. თავდებობის №4 ხელშეკრულებაში არსებული თავდებობის პირობების მე-2 პუნქტის სიტყვა-სიტყვით გადმოცემა ,,ვალდებულება - მოვალესა და კრედიტორს შორის მითვისებული თანხის გადახდაზე ვალდებულება; საფუძველი 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.’’ 2.5. 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №4 ხელშეკრულების თანახმად, ვ------- ო------–---–მა, როგორც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორ ნ------ ზ------ის მიმართ, მოვალის ქ------- ყ----–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე. თავდებობის №4 ხელშეკრულებაში არსებული თავდებობის პირობების მე-2 პუნქტის სიტყვა-სიტყვით გადმოცემა ,,ვალდებულება - მოვალესა და კრედიტორს შორის მითვისებული თანხის გადახდაზე ვალდებულება; საფუძველი 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.“ 2.6. 2017 წლის 26 ივნისის აუდიტორული დასკვნაში მითითებულია, რომ 2017 წლის 11 მაისს ინდ. მეწარმე ,,ნ------ ზ------ემ’’ წერილობით მიმართა ინდივიდუალურ აუდიტორს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერს ი---------–--ეს, რომელმაც წარდგენილი პირველადი დოკუმენტების ასლებით, კლიენტების ახსნა-განმარტებების, ჩ-----------ის ოპერატორის ქ------- ყ----–---–ის ახსნა-განმარტებების და სხვა საქმესთან არსებული მასალების საფუძველზე უნდა განესაზღვრა ჩ-----------ში ოპერატორ ქ------- ყ----–---–ის მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული ფინანსური ზარალის ოდენობა. დასკვნის დანართებში განხილული საკითხების საერთო ჯამმა შეადგინა სულ 132714.76 აშშ დოლარი და 48013.30 ლარი. 2.7. 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით მიმართა ნ------ ზ------ემ, სადაც მიუთითა, რომ არის ინდ. მეწარმე და ეწევა სალომბარდე საქმიანობას. 2016 წლის თებერვლის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩ-----------ის ლომბარდში იყო პრობლემები დაგირავებული ნივთების გამოტანასთან დაკავშირებით. ჩ-----------ში მდებარე ლომბარდის ქვეგანყოფილებაში მოლარე ოპერატორმა ქ------- ყ----–---–მა უკანონოდ მიითვისა ლომბარდის თანხები - 65 000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა გამოძიების დაწყება ქ------- ყ----–---–ის და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა დამნაშავე პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემა. 2.8. 2016 წლის 26 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ-–- ო------–---–მა, ვ------- ო------–---–მა, ნ-----–- ჩხ----–---–-ა, ვ------- ო------–---–მა უძრავი ქონება (მდებარე: ჩო-----------------–----–----ტის, სოფელი დ---–-–--ე ს/კ 2-----------). 5000 ლარად მიყიდა რ----- ბ-------ეს. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რ----- ბ-------ის სახელზე. 2.9. 2017 წლის 09 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: ერთის მხრივ - ინდმეწარმე ,,ნ------ ზ-------ე’’ შემდგომში მოთხოვნის დამთმობი, მეორეს მხრივ ტ------– კ---–-–---–ი შემდგომში მოთხოვნის მიმღები, დადეს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1) 2016 წლის 25 მაისის ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმებით ქ------- ყ----–---–მა პ/ნ 4---------- მოვალემ აღიარა რომ გააჩნია დავალიანება მევალის ინდ. მეწარმე ნ------ ზ------ის 65 000 აშშ დოლარი ვალის სახით გადასახდელად, რომელიც მისი მხრიდან დაფარული იქნებოდა სრულად 2019 წლის 25 მაისამდე, რაც არ დაუფარავს. 2) მოთხოვნის დამთმობმა ინდმეწარმე ,,ნ------ ზ-------ემ’’ დაუთმო ,,მოთხოვნის მიმღებს’’ ტ------– კ---–-–---–ს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ქ------- ყ----–---–ის მიმართ - დავის საგანი მოპასუხე ქ------- ყ----–---–ისგან მოითხოვოს ვალის - 65000 აშშ დოლარის გადახდა. 2.10. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები: 1. 2016 წლის 25 მაისის თარიღით შედგენილი შეთანხმება №1-ზე და 2016 წლის 25 მაისის თარიღით შედგენილი თარიღით შეთანხმება №2-ზე ვ------- ო------–---–ის (პ/ნ 4----------), ქ------- ყ----–---–ის და ზ---- ო------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ამ პირების მიერ (იხ. ს/ფ 150;160); 2. 2016 წლის 25 მაისის თარიღით შედგენილი თავდებობის ხელშეკრულება №5-ზე, ვ------- ო------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ამ პირის მიერ (იხ.ს/ფ 151-153); 3. აღნიშნულ დოკუმენტებზე დასახელებულ პირთა ხელმოწერები გადატანილია თუ არა რაიმე ტექნიკური საშუალებით (დაწოლის გზით, გადასაყვანი ქაღალდის მეშვეობით და გამჭოლ შუშაზე) (იხ. ს/ფ 150;151-153; 160); სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს წერილის თანახმად, მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1735 ლარი. ექსპერტიზის ხარჯების გადახდა დაეკისრა მოპასუხე მხარეს - ქ------- ყ----–---–ს, რომელმაც ვერ გადაიხადა ექსპერტიზის ჩატარების საფასური, რის გამოც დასკვნა არ იქნა წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. 2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება 65 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ 65 000 აშშ დოლარი არის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალის აღიარების თუ ლომბარდიდან უკანონოდ მითვისებული თანხები. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მართალია, 2016 წლის 17 ივნისს ნ------ ზ-------ე მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს გამოძიების დაწყების თხოვნით ქ------- ყ----–---–ის და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა დამნაშავე პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, მაგრამ ნ------ ზ------ე არ არის ცნობილი დაზარალებულად და არც ქ------- ყ----–---–ის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი. სასამართლო სხდომაზე ნ------ ზ-------ემ განმარტა, რომ გამოძიება არ არის ჯერ დასრულებული და არც დაზარალებულად არ არის ცნობილი ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ 65 000 აშშ დოლარი უკანონოდ მითვისებული თანხაა. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ ვერ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. საქმეში წარმოდგენილი ორი სხვადასხვა დოკუმენტი ვალის აღიარების შესახებ (იხ. პუნქტი 3.2.1. და პუნქტი 3.2.2.), რომლებზეც არ არის ხელმოწერა ქ------- ყ----–---–ის. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სახეზეა ვალის აღიარების ხელშეკრულება და არც ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი. 2.15. უძრავი ქონების გასხვისებისათვის აუცილებელია ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა, მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტ------– კ---–-–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ფაქტობრივი უსწორობაა სასამართლო გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში; 3.2.1 პუნქტში; 3.2.2 პუნქტში და 3.2.6 პუნქტში მიითებული მოტივაცია რომ ქ------- ყ----–---–ს 25.05.16წ შედგენილ N2 შეთანხმებაში, სადაც მას აღიარებული აქვს ნ------ ზ------ის კუთვნილი თანხების მითვისებით ვალი-65000აშშ დოლარი, თითქოს არ არის მისი ხელმოწერა. ვინაიდან ქ------- ყ----–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნულ ექსპერტიზაზე მომზადდა დასკვნა, მისი საფასური არ გადაიხადა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოთხოვნაზე და არც სასამართლოს მიერ დამატებით მიცემულ და დათქმულ ვადაში არ გადაიხადა, რადგან შეთანხმება-2-ზე და შეთანხმება-1-ზე ვალის აღიარების შესახებ ხელმოწერა მის მიერ იყო შესრულებული და იცოდა დასკვნის შედეგიც. შესაბამისად სასამართლოს მოტივაცია რომ ქ------- ყ----–---–მა მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის ხარჯები თითქოს ვერ გადაიხადა ფაქტობრივი უსწორობაა, რადგან მან იცოდა ამ თანხების გადახდაზე აღებული ვალდებულების თაობაზე და მიეცა მისი თხოვნით ვადაც, მის ინტერესებში შედიოდა დაემტკიცებინა რომ მისი ხელმოწერა არ იყო შეთანხმებაზე, რასაც სხვა მტკიცებულებებით ვერ დაადასტურებდა. რადგან იცოდა, რომ მის მიერ იყო ხელმოწერილი ვალის აღიარების შეთანხმება-2-ზე და შეთანხმება-1-ზე, ამიტომ არ გადაიხადა ექსპერტიზის დასკვნის ხარჯები. ამდენად სასამართლომ არათანაბრად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, რითაც დაუსაბუთებლად გაიზიარა ქ------- ყ----–---–ის და ვალის აღიარების შეთანხმებაზე ხელის მომწერების თავდები პირების და გადაწყვეტილების შედეგით დაინტერესებული მოწმეების ახსნა-განმარტებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოიყენა. 3.2. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და ფაქტიურ გარემოებას წარმოადგენს, ის რომ ნასყიდობის საგანი არ გადასცემია გამყიდველის მიერ მყიდველს და არც ნასყიდობის საგნის ღირებულება გადუცია მყიდველს გამყიდველისთვის, დღესაც გამყიდველი ცხოვრობს და ფლობს ნასყიდობის საგანს, გარიგება მოჩვენებითი და თვალმაქცურია, ანუ იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი შედეგი მოჰყოლოდა. ამის თაობაზე დაკითხული არიან გამოძიებაში მოპასუხეები და უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, სასამართლომ კი არ გამოითხოვა აღნიშნული დოკუმენტები. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ გამოიხატება შემდეგში: სსკ-316-ე მუხლის 1 ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სსკ 317-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონთ გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინაარმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიარენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 3.4. სსკ-477-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად მყიდველს, რ----- ბ-------ეს ნასყიდობის საგანი არ გადასცემია და ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველისათვის არ გადაუცია, ხოლო ნასყიდობის საგანს 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს დღემდე ფლობს მოპასუხეები, სადაც ცხოვრობენ ოჯახით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2016 წლის 25 მაისს ნ------ ზ------ესა (კრედიტორი) და ქ------- ყ----–---–ს (მოვალე) შორის დაიდო „შეთანხმება“. 4.1.1. ამ „შეთანხმებით“ მოვალემ აღიარა, რომ 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით კრედიტორის წინაშე გააჩნდა დავალიანება, 65 000 აშშ დოლარი და იკისრა 2019 წლის 25 მაისამდე ამ ვალის გადახდის ვალდებულება. 4.1.2. „შეთანხმების“ თანახმად, ვადებულება მოვალის მიერ კრედიტორის თანხის მითვისებით იყო გამოწვეული. 4.1.3. „შეთანხმების“ ნამდვილობა ხელმოწერით დაამოწმეს დამსწრე პირებმა - ვ------- ო------–---–მა, ზ---- ო------–---–მა, მ------ ყ----–---–მა, ლ-–- ო------–---–მა, ვ------- ო------–---–მა, ზ---- მ---------–--მ, ნ-----–- ჩ-----–---–მა, ვ------- მ---------–--მ და გ-------------------ემ. 4.2. იმავე დღეს, ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–მა, ნ-----–- ჩ-----–---–მა და 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–მა. 4.2.1. თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 65000 აშშ დოლარით. 4.3. 2017 წლის 9 ოქტომბერს კრედიტორმა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო ტ------– კ---–-–---–ს (აპელანტი, მოსარჩელე). 4.4. 2016 წლის 26 ივლისს ლ-–- ო------–---–მა, ვ------- ო------–---–მა, ვ------- ო------–---–მა და ნ-----–- ჩხ----–---–-ა 2-----------. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მიჰყიდეს რ----- ბ-------ეს. 4.5. მოპასუხეებმა 2016 წლის 25 მაისის შეთანხმებაზე 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–ის, ქ------- ყ----–---–ისა და ზ---- ო------–---–ის ხელმოწერების, ასევე თავდებობის ხელშეკრულებაზე 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ გახადეს. 4.6. არც შეთანხმებასა და არც თავდებობის ხელშეკრულებებზე სხვა პირთა ხელმოწერების ნამდვილობა მოპასუხეებს არც-ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ. 4.7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, სადავო ხელმოწერათა ნამდვილობის დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა. 4.7.1. განჩნებით დანიშნული ექსპეტიზა ჩატარდა, თუმცა მოპასუხეთა მიერ ექსპერტიზის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა სასამართლოს არ მიაწოდა. 4.8. ექსპერტიზის მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს წინაშე აპელანტმა იშუამდგომლა. 4.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, დასკვნა სასამართლოს გადმოეგზავნა. 4.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის დასკვნით დადგინდა, რომ 2016 წლის 25 მაისის „შეთანხმებას“ ხელი მოვალემ მოაწერა; 4.10.1. ხოლო ის, შესრულებული იყო თუ არა ხელმოწერები ვ------- ო------–---–ისა და ზ---- ო------–---–ის მიერ, ექსპერტებმა ვერ დაადგინეს „გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირისა და გამოსაკვლევი ხელმოწერების შესაბამისი ნიმუშების წარუდგენლობის გამო“. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. 4.11.1. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. 4.11.2. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 9 ოქტომბერს კრედიტორმა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აპელანტს დაუთმო. 4.11.3. ამის შესაბამისად, აპელანტმა დაიკავა კრედიტორის ადგილი და მასზე გადავიდა თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლებაც. 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. 4.12.1. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა“ (სუსგ. საქმე №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი, პ. 1.5.2.). 4.12.2. პალატას მიაჩნია, რომ მოვალესა და კრედიტორს შორის 2016 წლის 25 მაისს დადებული „შეთანხმება“ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების ყველა პირობას აკმაყოფილებს - ხელშეკრულებაში მითითებულია კრედიტორი და მოვალე; ვალის ოდენობა და მისი უპირობოდ დაფარვის ვალდებულება. 4.12.3. პალატის აზრით, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის მითითება - „რაც გამოწვეულია ინდმეწარმის „ნ------ ზ------ის“ კუთვნილი თანხების მითვისებით“ - „შეთანხმების“ აბსტრაქტულ ხასიათს არ ცვლის. 4.12.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. 4.12.5. პალატის აზრით, ხელშეკრულება ვალის არსებობის აღიარებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მხარეთა ნება სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობისკენ იყოს მიმართული. 4.12.6. „შეთანხმებით“ კი დგინდება, რომ მხარეებს წარმოშობის სხვა საფუძველი დეტალურად არ შეფასებიათ და მასზე, მხოლოდ, ზოგადი მითითებით შემოიფარგლენ; მოვალემ გადახდის ვალდებულება სწორედ შეთანხმების და არა „თანხის მითვისების“, ე.ი. კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე, უპირობოდ იკისრა და მეტიც თავდებობაც სწორედ ამ შეთანხმებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად წარმოიშვა. 4.12.7. ეს ყველაფერი კი მეტყველებს მასზე, რომ 2016 წლის 25 მაისს კრედიტორსა და მოვალეს შორის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება დაიდო. 4.12.8. ამიტომ, მოვალემ ხელშეკრულების პირობა უნდა შეასრულოს და აპელანტს თანხა გადაუხადოს. 4.13. მოვალის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 25 მაისის „შეთანხმება“ ნამდვილი არ არის, პალატა არ იზიარებს. 4.13.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, შეთანხმებას ხელი სწორედ მოვალემ მოაწერა. 4.13.2. მხოლოდ ის, რომ ექსპერტიზის შედეგად „შეთანხმების“ ნამდვილობის დამადასტურებელი ორი დამსწრე პირის ხელმოწერის ნამდვილობა ვერ დადგინდა, შეთანხმებაში გამოვლენილ ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან „დამსწრეები“ გარიგების მონაწილენი საერთოდ არ ყოფილან და ვალდებულების წარმოშობის თაობაზე ნება არ გამოუხატავთ. 4.13.3. ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. 4.13.4. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს, როგორც მათივე შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოსათვის წარმოდგენას, ისე ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებასაც. 4.13.5. კერძოდ, სადავო ტექსტზე ვ------- ო------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა ექსპერტებმა ვერ დაადგინეს იმიტომ, რომ წარდგენილი არ ყოფილა გამოსაკვლევი ხელმოწერების შესაბამისი ტრანსკრიფციის თავისუფალი და ექსპერიმენტალური ნიმუშები. 4.13.6. სასამართლოს სხდომაზე ექსპერტებმა განმარტეს, რომ საექსპერტო დაწესებულებაში ვ------- ო------–---–ის ხელმოწერის ექსპერიმენტალური ნიმუშის მოპოვება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მან ე.წ. მარტივი ფორმით ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 4.13.7. ვ------- ო------–---–ის თქმით, იგი ამგვარ ხელმოწერებს საერთოდ არ ასრულებდა. 4.13.8. პალატას ეს პოზიცია არასარწმუნოდ მიაჩნია; 4.13.9. საქმეში არის მოპასუხეთა მიერ სასამართლოსათვის 2017 წლის 7 დეკემბერს წარგენილი „განცხადება“ (ს.ფ. 68), რომელსაც ვ------- ო------–---–ი სწორედ მარტივი ფორმით აწერს ხელს; ასეთივე ხელმოწერა აქვს მას შესრულებული 2016 წლის 26 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებასა (ს.ფ. 30) და სარჩელზე წარდგენილ შესაგებელზე (ს.ფ. 98). 4.13.10. ყველა შემთხვევაში, ამ ხელმოწერის შემსრულებელი 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–ი, ანუ ის პირია, რომლის ხელმოწერის ნამდვილობაც სადავოდ იყო გამხდარი. 4.13.11. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2016 წლის 26 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებას ვ------- ო------–---–მა ხელი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოაწერა, სადაც მისი პირადობა შესაბამისმა, უფლებამოსილმა მოხელემ შეამოწმა. 4.13.12. ეს კი ნიშნავს, რომ მოპასუხემ ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო ექსპერიმენტალური ნიმუშების მოპოვებას არასაპატიო მიზეზით შეუშალა ხელი. 4.13.13. გარდა ამისა, როგორც არ უნდა შეესრულებინა ხელმოწერა ვ------- ო------–---–ს, ცხადია, რომ ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშების წარდგენა საექსპერტო დაწესებულებისათვის მას უთუოდ შეეძლო. 4.13.14. ასევე შეეძლო ექსპეტრებისათვის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშების წარდგენა ზ---- ო------–---–საც. 4.13.15. ექპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოპასუხეებს არც ეს ვალდებულება შეუსრულებიათ და ექსპერტიზა ვ------- ო------–---–ის მიმართ ამ მიზეზითაც, ხოლო ზ---- ო------–---–ის მიმართ - მხოლოდ ამ მიზეზით ვერ ჩატარდა. 4.13.16. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე აპელანტის პოზიცია, რომ სადავო საბუთებს ხელი სწორედ ვ------- ო------–---–მა და ზ---- ო------–---–მა მოაწერეს, დადასტურებულია. 4.14. საყურადღებოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორ ი---------–--ის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოვალემ კრედიტორს 132 714,76 აშშ დოლარისა და 48013,3 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა. 4.14.1. ამ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. 4.14.2. ამიტომ, 2016 წლის 25 მაისის „შეთანხმება“ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებადაც რომ არ მივიჩნიოთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, მოვალეს გადახდის ვალდებულება მაინც წარმოეშობოდა. 4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 4.15.1. დადგენილია, რომ მოვალის ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს ვ------- ო------–---–მა, ნ-----–- ჩ-----–---–მა და ვ------- ო------–---–მა. 4.15.2. ამასთან, 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–ისა და ნ-----–- ჩ-----–---–ის თავდებობის ხელშეკრულებები მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. 4---------- პირადი ნომრის მქონე ვ------- ო------–---–მა კი, როგორც აღინიშნა, ექსპერტიზის ჩატარებას ხელი შეუშალა და მის მიმართ მოსარჩელის პოზიცია დადასტურებულად ჩაითვალა. 4.15.3. ეს ნიშნავს, რომ თავდებობა ნამდვილია და მოპასუხეებმა მისი პირობები უნდა შეასრულონ. 4.16. სხვა თვალსაზრისით მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები სადავოდ არ გაუხდიათ. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პალატა მათ ვერ შეამოწმებს. 4.16.1. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა - „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (სუსგ. საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, პ. 201). 4.17. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში შეცდომით არ დააკმაყოფილა. 4.18. როგორც აღინიშნა, 2016 წლის 26 ივლისს ლ-–- ო------–---–მა, ვ------- ო------–---–მა, ვ------- ო------–---–მა და ნ-----–- ჩხ----–---–-ა კუთვნილი უძრავი ქონება რ----- ბ-------ეს მიჰყიდეს. 4.18.1. იმის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება, რომ ეს გარიგება მოსაჩვენებლად და მხოლოდ ვალდებულების შესრულებისაგან თავის ასარიდებლად დაიდო, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.18.2. საქმის მასალებით არც ის დგინდება, რომ სადავო ქონებას კვლავ გამყიდველები ფლობენ და მყიდველი მას არ დაუფლებია. 4.18.3. ამრიგად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები აპელანტმა ვერ დაამტკიცა; ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნებს სავსებით შეესაბამება. ამიტომ, ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.19. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის და, ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ტ------– კ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ტ------– კ---–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქ------- ყ----–---–ს, ვ------- ო------–---–ს, ვ------- ო------–---–ს და ნ-----–- ჩ-----–---–ს ტ------– კ---–-–---–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, უნდა დაეკისროთ 65 000 აშშ დოლარის გადახდა. ტ------– კ---–-–---–ის სარჩელი 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ქ------- ყ----–---–ს, ვ------- ო------–---–ს, ვ------- ო------–---–ს და ნ-----–- ჩ-----–---–ს ტ------– კ---–-–---–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, უნდა დაეკისროთ აპელანტის მიერ საექსპერტო დაწესებულებისათვის გადახდილი მომსახურების საფასურის, 1735 ლარის ანაზღაურება. 6.2. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ქ------- ყ----–---–ს, ვ------- ო------–---–ს, ვ------- ო------–---–ს და ნ-----–- ჩ-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ორივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომლითაც რ----- ბ-------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -მდებარე: ჩო-----------------–----–----ტი, სოფელი დ---–-–--ე ს.კ. 2----------- გასხვისება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ტ------– კ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ტ------– კ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ქ------- ყ----–---–ს, ვ------- ო------–---–ს, ვ------- ო------–---–ს და ნ-----–- ჩ-----–---–ს ტ------– კ---–-–---–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ 65 000 აშშ დოლარის გადახდა;
5. ტ------– კ---–-–---–ის სარჩელი 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომლითაც რ----- ბ-------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -მდებარე: ჩო-----------------–----–----ტი, სოფელი დ---–-–--ე ს.კ. 2----------- გასხვისება;
7. ქ------- ყ----–---–ს, ვ------- ო------–---–ს, ვ------- ო------–---–ს და ნ-----–- ჩ-----–---–ს ტ------– კ---–-–---–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ 1735 ლარის გადახდა;
5. ქ------- ყ----–---–ს, ვ------- ო------–---–ს, ვ------- ო------–---–ს და ნ-----–- ჩ-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე