განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
120100118002755167
ინსტანცია
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002755167

საქმე #1ბ/439-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო--------------ის

მსჯავრდებულის: მ-----–---–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ-----–---–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ-----–---–---ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ბ-----------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიიჩნია, რომ მ-----–---–---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მ-----–---–---ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 01:20 საათზე, ბ-----------------------------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მ-------------–---–ს მეუღლე მ-----–---–---ე საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 01:20 საათთზე, ბ-----------------------------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----–---–---ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს - მ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმიდან მოითრია, რის გამოც მ-------------–---–ი წაიქცა და თავი დაარტყა ღუმელზე, ასევე ფეხი დაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით:

 

მ-----–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

მ-----–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მ-----–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.

 

მ-----–---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და მ-----–---–---ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------–---–მა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი--------------–---–ი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას მ-----–---–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა მ-----–---–---ის დაკავების დროისთვის და მ-----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------------–---–---–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს დაენიშნა უკანონო სასჯელი. კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ მ-----–---–---ისთვის სასჯელის იმ სანქციის ფარგლებში დანიშვნა, რაც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. ასევე აპელანტმა მოითხოვა, რომ მ-----–---–---ემ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი სრულად, ხოლო ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ მ-----–---–---ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----–---–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - მ-------------–---–ის, გ-------–---ის, ვ-–-----------–---ის, გ------------–---------ის, რ-------------------ისა და ნ------–---ის გამოკითხვის ოქმების, სასამართლოში მ-----–---–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულების აღიარების, სამედიცინო ექსპერტიზის #8--------- და #8--------- დასკვნების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----–---–---ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის და სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ეთანხმება სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს, მსჯავრდებულ მ-----–---–---ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არასწორად დანიშნული სასჯელის შესახებ. კერძოდ, მ-----–---–---ემ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 12 ოქტომბერს, რა დროსაც აღნიშნული კვალიფიკაციის სანქციით გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. 2018 წლის 28 დეკემბრიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციით, კანონში შესული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა ერთ წლამდე ვადით, განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–---–---ის მიმართ არის უკანონო, ვინაიდან იგი არ არის გამოტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის თვალსაზრისით, რის გამოც განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი არის უკანონო და მეტისმეტად ლმობიერი, რაც არ არის შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სასჯელის მიზნებს. აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის უკანონო, რადგან ის არ შეესაბამება დანაშაულის ჩამდენის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებაში. სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სასჯელის დანიშვნის დროს. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ უნდა გამოიყენოს პირობითი მსჯავრი, არამედ რეალურად მოსახდელად უნდა განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა იმ სანქციიის ფარგლებში, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-----–---–---ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მითითებულია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებელ გარემოებას.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. მოცემულ საქმეზე პალატა მიიჩნევს, რომ მ-----–---–---ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, კერძოდ, მ-----–---–---ე გამოძიებაში გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით, შემოწმებული იქნა სიმთვრალეზე, მის მიმართ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, მონაწილეობა მიიღო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე და ა.შ. ამდენად, სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია პროკურორის მოსაზრება, რომ მ-----–---–---ემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სამართლებრივად არასწორია სასჯელის დანიშვნისას მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ ლოგიკით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ყველა შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე და ზომა, რაც სამართლებრივად არასწორია და ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ-----–---–---ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ-----–---–---ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. მ-----–---–---ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში მისი ადვოკატის და პროკურორის სააპელაციო საჩივრების განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, მ-----–---–---ე არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მ-----–---–---ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მ-----–---–---ე არის სამი მცირეწლოვანი შვილის მამა, მეუღლე მასთან შერიგებულია, აგრეთვე, სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი სრულად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში მსჯავრდებულ მ-----–---–---ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ მ-----–---–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში მ-----–---–---ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

მ-----–---–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

მ-----–---–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

მ-----–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

პირობით მსჯავრდებულ მ-----–---–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციიის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ.კახეთელიძე