განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
120100118002624070
ინსტანცია
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N120100118002624070, №1/ბ-228-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გე-–----------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თო------ მა--------ე, დაბადებული 199--–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული: ქ.გო------------------–-–---–---------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.გო------------------–-–---–---------------;

 

ადვოკატი - კა------–-----–--ე;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი -ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმავე გამოსაცდელი ვადით, შემდეგ გარემოებათა გამო: თო------ მა--------ემ გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ამასთან მეუღლეს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაზარალებულებს, მათ შორის პოლიციელებს, არ აქვთ მის მიმართ პრეტენზია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან დანაშაულთა ერთობლიობიდან და ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, თო------ მა--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

§ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

§ ცემა და სხვაგვარი ძალადობა ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

§ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

 

2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ბო-------ის რაიონის სოფელ ქვ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შელაპარაკების საფუძველზე თო------ მა--------ემ, მეუღლეს - სო----- ხა---------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოითრია თმიდან, ასევე ხელი მოკიდა მარჯვენა ხელში და მხრების არეში მიაყენა დაზიანება, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე 2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ბო-------ის რაიონის სოფელ ქვ-------ში შელაპარაკების საფუძველზე თო------ მა--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ან--------–---–ს და მა---- მჭ----–-–---–ს, კერძოდ, ან--------–---–ი მოითრია თმიდან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მა---- მჭ----–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და ტანის არეში, ასევე მოითრია თმიდან, რის გამოც მა---- მჭ----–-–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2018 წლის 26 ივლისს, ბო-------ის რაიონის სოფელ ქვ-------ში იმყოფებოდნენ შსს ბო-------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები: შო----------–---–ი, ბო------------–--ე, ლა–---------ე და გუ------------ე, რომლებიც ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ, იცავდნენ წესრიგს შემთხვევის ადგილზე და არ აძლევდნენ საშუალებას მოძალადე თო------ მა--------ეს მიახლოებოდა მსხვერპლს და კვლავ ეძალადა მასზე, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაუწია წინააღმდეგობა რათა შეეწყვიტათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი, რის გამოც თო------ მა--------ემ პოლიციის მუშაკს შო----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე უკბინა ფეხის არეში, რა დროსაც შო----------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ბო------------–--ეს, ლა–---------ეს და გუ------------ეს ხელის კვრით გულმკერდის არეში მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ბო------------–--ეს შემოახია სამსახურეობრივი უნიფორმის პერანგი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, თო------ მა--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

თო------ მა--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

თო------ მა--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თო------ მა--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

თო------ მა--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივლისიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ თო------ მა--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თო------ მა--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თო------ მა--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით: თო------ მა--------ის აღიარებით, დაზარალებულების: სო----- ხა---------ის, ან--------–---–ის, მა---- მჭ----–-–---–ის, შო----------–---–ის და ბო------------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 27 ივლისის N5---------, N5--------- და N5--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თო------ მა--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილი (,,გ“ ქვეპუნქტი) ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც თო------ მა--------ეს დაენიშნა საბოლოო სასჯელი, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცამები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც. მოცემულ შემთხვევაში, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სხვა ალტერნატიული სასჯელების გამოყენების მიზანშეწონილობას.

 

რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, თო------ მა--------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გულწრფელად ნანობს ჩადენილ ქმედებებს. დაცვის მხარის განმარტებით (საწინააღმდეგო არგუმენტები არ წარმოდგენილა), მსჯავრდებულს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, არის სტუდენტი, არასოდეს ყოფილა არათუ ძალადობრივ, არამედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული.

 

პალატა განმარტავს, რომ გარკვეული პირობების არსებობისას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი), სასამართლოს შეუძლია, რომ დანიშნული სასჯელი, ან მისი ნაწილი ჩათვალოს პირობით. პირობითი მსჯავრის საფუძვლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლში, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დაცვა, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება-შეფასება. ბრალდების მხარის განმარტებას, რომ ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის თო------ მა--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ თო------ მა--------ე, მოცემულ ეტაპზე სასჯელს აღარ იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმაში, რასაკვირველია, არ იგულისხმება, რომ თო------ მა--------ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისგან და სასჯელს იხდის მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისთვის, თუმცა, გასათვალისწინებელია თო------ მა--------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 9 თვე. აღნიშნული ვადა აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებს და შესაბამისად, აქვს მოხდილი. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისთვის, პალატა ეთანხმება ბრალდების მხარეს და აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ხასიათიდან და ქმედებებში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით (მიუხედავად ანალოგიური სახის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა) არაა მიზანშეწონილი დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა. პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის მიზანშეწონილობაზე. მოცემულ შემთხვევაში, თო------ მა--------ე აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული დაზარალებულების განცხადებები, რომლებსაც რაიმე სახის პრეტენზია თო------ მა--------ის მიმართ არ გააჩნიათ და ითხოვენ მის მიმართ შეღავათების გამოყენებას. მსჯავრდებულის პიროვნული და ოჯახური მდგომარეობების, დაზარალებულთა პოზიციის და პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თო------ მა--------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

პალატა იმედოვნებს, რომ პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა და გამოსაცდელი ვადა იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი თო------ მა--------ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივ დანაშაულთა ხასიათი და სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თო------ მა--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების კა------–-----–--ის და სპ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში.

 

თო------ მა--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თო------ მა--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი.

 

თო------ მა--------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

თო------ მა--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით და გამოსაცდელი ვადის დენა დაეწყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გამოცხადების დღიდან.

 

თო------ მა--------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

§ შუშის ნამტვრევები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქებით, თო------ მა--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

§ შო----------–---–ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

§ ბო------------–--ის სამსახურებრივი უნიფორმა, რომელიც ინახება შსს ბო-------ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე