განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
№1ბ/671-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ-------–---------------–---–ის მიმართ - (პ/ნ 2----------) - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--------–--------------------–--------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენით:
ლ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ლ--------------–---–ი მუშობდა მუშად ქ------–--–-------------------------ში მდებარე შპს ,,პრ---------–+ის“ საწყობში, რომელიც აწარმოებდა სამშენებლო საღებავებს. 2015 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 17:10 საათზე ლ--------------–---–ი პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული საღებავების გამხსენელებს ფუთავდა გაზის ბალონის გამოყენებით, კუსტარულად დამზადებული ცეცხლის მფრქვევი მცირე ზომის ხელსაწყოთი, რა დროსაც საწყობში არსებულმა ორგანული წარმოშობის ადვილად აალებადმა ნივთიერებებმა, რომელიც შეიცავდა აცეტონს, ბელზოლს, ტოლუპოლს, ქსილოლებსა და ალკანებს C------ ღია ცეცხლის წყაროსთან კონტაქტით გამოიწვია ხანძრის გაჩენა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ შპს ,,პრ---------–+ის“ ხელმძღვანელები ზ-------------–--–---–---------------------ე. ამასთან ერთად, ლ--------------–---–ის მიერ შპს ,,პრ---------–+ის“ საწარმოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა კ--------------–-----–--ის კუთვნილი 431 კვ.მ. ფართი, რითაც დაზარალებულს მიადგა 56 030 (ორმოცდათექვსმეტიათას ოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, შპს ,,ალ------ს“ კუთვნილი 600 კვ.მ. ფართი, რითაც დაზარალებს მიადგა 78 000 (სამოცდათვრამეტიათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სს ,,ივერიას“ კუთვნილი 1005 კვ.მ ფართი, რითაც დაზარალებს მიადგა 130 650 (ასოცდაათიათას ექვსასორმოცდაათიათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. კ--------------–-----–--ის კუთვნილ ფართში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა ი------–-------–---ს, განადგურდა შენობაში განთავსებული სარეკლამო მასალები, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 1 700 000 (მილიონშვიდასიათასი) ლარის მატერიალური ზიანი, სს ,,ივერიას“ კუთვნილ ფართში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა შპს ,,კ--------“ განადგურდა შპს ,,კ---------ის“ კუთვნილი ინვენტარი, რითაც მათ მიადგა 909 989 84 (ცხრაასცხრაათას ცხრაასოთხმოცდაცხრა) ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ--------------–---–ისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პირობითი მსჯავრის გარეშე. ბრალდების მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა დანიშნა სასჯელი, რომელიც ჩაუთვალა პირობით, რაც არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. პროკურორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ. მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ა-–----–--–----------------------------------------------–----------------–-------------–----------------------–---------------–------------–---------–---–--------------------–----------------------–--------------------------------------------–----–---–-ს, კ--------------–-----–--ის, ი------–-------–---ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ქ--------------------------------------–--–--ლის, ასევე დაზარალებულის წარმომადგენლის დ---------–----ის ჩვენებებით; 2015 წლის 15 დეკემბერს გაცემული სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №ს/ტ 2--------/ქრ დასკვნით; 2016 წლის 17 ივნისს გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის №----ამ დასკვნით; პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ვ-----------------ნის ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშტრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ის ფაქტი, რომ ლ--------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, მსჯავრდებულ ლ--------------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაუთვალა პირობით. საჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მხოლოდ გამოწვეულ მძიმე შედეგზე მითითებით, პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ--------------–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ლ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის ყოფაქცევაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ლ--------------–---–ს დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).
ნივთიერი მტკიცებულებები:
თხევადი გაზის ბალონი და ნიმუშები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე