განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
210100118002714503
ინსტანცია
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №210100118002714503

საქმე №1ბ/615-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბე------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: დ--------–--–---------------–----------------------------–-------–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ს---------------------------–---------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენით ბე------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

ბე------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ეკ----------–------–-ძე და ბე------–---–---–ი 2018 წლის ივნისის თვიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ეკ----------–------–-ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში და სახლის მისაღებ ოთახში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბე------–---–---–მა ხელის ყელში მოჭერით და ხელის სახეში არაერთი დარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის, ეკ----------–------–-ძის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შმ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბე------–---–---–ის ქმედების ხასიათის, გარემოებებისა და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ ბე------–---–---–ისთვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულ ბე------–---–---–ს შორის არის მუდმივი კონფლიქტი, ისინი დღემდე არ შერიგებულან და არსებობს ბე------–---–---–ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობის განმეორების საფრთხე. გასათვალისწინებელია, რომ ბე------–---–---–ი ფიზიკურ ძალადობამდე ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად აყენებდა დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამყოფებდა მუდმივი სტრესის ქვეშ, რაც ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მაღალია დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რის გამოც, აპელანტის აზრით, აუცილებელია ბე------–---–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რომელიც იქნება შემაკავებელი და დამაფიქრებელი მისი შემდგომი საქციელის სწორად განსაზღვრისათვის.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ გარდა ბე------–---–---–ის აღიარებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ეკ----------–------–-ძის, მოწმეების - კა----------------–--ის, თო-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, ბე------–---–---–ის დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ბე------–---–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბე------–---–---–ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შემდგომ ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, ბე------–---–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას სასჯელის მიზნებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება ბე------–---–---–ის მხრიდან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ბე------–---–---–ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ბე------–---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ამდენად, ბე------–---–---–ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების აუცილებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენი ბე------–---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ბე------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

ბე------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით.

გაუქმდეს ბე------–---–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვეში 04.10.2018 წელს სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს გ----------------–-–---–ს პ/ნ 1----------.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ბე------–---–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ბე------–---–---–ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ბე------–---–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ასახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე