განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
180100118002411484
ინსტანცია
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 180100118002411484

საქმე №1ბ/1673-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გო---–--–---ს

ადვოკატის: ლე-–-------------ს

მსჯავრდებულის: გო-----------–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გო-----------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლე-–-------------ს, ასევე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გო---–--–---ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გო-----------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, გო-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 3(სამი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გო-----------–---–-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 3(სამი)თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან.

გ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით, გო-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართელოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი. სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 17 დეკემბრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გო-----------–---–- 2017 წლის 31 მაისს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 6 თვისთ და 17 დღით ადრე.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2018 წლის 3 თებერვლამდე, დაახლოებით ერთი კვირის დროის შუალედში, ზუსტი დრო დაუდგენელია, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ-------------–---–მა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით უკანონოდ შეაღწია ჟუ–--------------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე მ–------------------------–----------–-- სადაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა „LG“-ს ფირმის ტელევიზორი თავისი პულტით ღირებული 100 ლარი, ელექტრო დრელი ღირებული 200 ლარი, ოქროს ჯვარი ღირებული 150 ლარი, „STAR TRACK“-ის ფირმის რესივერი თავისი პულტით ღირებული 75 ლარი, „LG“-ის ფირმის დივიდი ღირებული 50 ლარი, 60 კილოგრამი ხახვი ღირებული 60 ლარი, 20 კილოგრამი ნიორი ღირებული 140 ლარი, ხმელი ლობიო 3 კილოგრამი ღირებული 6 ლარი. გო-----------–---–-ს ქმედებით ჟუ–-------------ს მიადგა საერთო ჯამში 781 (შვიდას ოთხოცდა ერთი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა და მისმა ადვოკატმა, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გო---–--–---მ.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გო-----------–---–-ს მიმართ დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის სახის და ზომის გამოყენება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში ასახული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთთან შეთანხმებულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა სტანდარტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ არის სრულყოფილად შედგენილი, მასში ასახული არ არის მთელი რიგი გარემოებები, რაზეც მიუთითა დაზარალებულმა ჟუ–-------------მა, ასევე დაფიქსირებული არ არის საგამოძიებო მოქმედებისას ტექნიკური საშუალების გამოყენების ფაქტი. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებას, იგი არ შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა საწინააღმდეგოდაც მან კატეგორიულად გამორიცხა შემთხვევის ადგილიდან სხვადასხვა ნივთების ამოღების და იმ დღეს მისი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ფაქტები. მისი ჩვენება არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული იმ საფუძვლითაც, რომ მან სასამართლოს მიაწოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მისგან მოპარული ნივთების ამოცნობასთან დაკავშირებით, ამოცნობას ესწრებოდა მისი შვილიც და მას მიანიშნეს ამოსაცნობი ნივთების ნიშან-თვისებებთან დაკავშირებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ჟუ–-------------ს აქვს მეხსიერების პრობლემები. საქმის არსებითი განხილვისას ადვოკატის მონაწილეობის გარეშე დაიკითხა მოწმე შ--–-----------–---–-- რომელმაც დაზარალებულისაგან განსხვავებით აღნიშნა, რომ ამოსაცნობი ნივთები წინასწარ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გახსნა და დაზარალებულისათვის შეფუთული არ წარუდგენია. კანონდარღვევითაა ჩატარებული გო-----------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაც. სამართალდამცავების მისვლისას ეზოს და სახლის კარი იყო ღია და ნებისმიერ პირს ჰქონდა შესაძლებლობა სახლში თავისუფლად შესულიყო. ამდენად, სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო ნივთების ამოცნობის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმის და ბინის ჩრეკის ოქმების გაზიარება. ასევე, სასამართლოს გო-----------–---–-ს საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოეყენებინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, ვინაიდან მასში მითითებულია, რომ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ობიექტები არ არის სათანადოდ დალუქული და ხელმოწერილი. აღნიშნული დადასტურდა სასამართლოს სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის დროსაც, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად და გაკეთდა ხელმოწერები. ამდენად, აშკარაა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

პალატა ვერ გაიზიარებს მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ჟუ–-------------მა განაცხადა, რომ ბრალდებულ გ-------------–---–ს იცნობს როგორც ს------–------------ მცხოვრებს, 3-4 წლის წინათ ნაკვეთში ამუშავებდა მუშად და იმ პერიოდში მისთვის სახლის გასაღებიც ჰქონდა დატოვებული. თვითონ ცხოვრობს ქ.თბილისში, ხოლო მცხეთის რაიონის ს------–----------–- მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, ჩადის პერიოდულად. 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, როდესაც იმყოფებოდა სოფელში, სახლში ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა ერთი კვირის შემდეგ, 2018 წლის 3 თებერვალს, მეუღლესთან ერთად ჩასვლისას, სახლი დახვდა გაქურდული. ეზოში შესვლისთანავე შენიშნა, რომ ნივთები იყო გადაადგილებული, სახლის ფასადზე, მისაღები ოთახის ერთ-ერთი ფანჯრის რკინის დამცავი ბადე გარედან იყო ჩამოხსნილი, ფანჯრიდან კი მინა იყო ამოღებული და გატეხილი. მინის ნატეხზე შეამჩნია სისხლისმაგვარი კვლები. სახლში დახვდათ უწესრიგობა, სამივე ოთახში ყველაფერი არეული იყო. დათვალიერების შედეგად დარწმუნდნენ, რომ სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა საგნები და პროდუქტები. მათ შორის: ტელევიზორი თავისი პულტით, ელექტრო დრელი, ოქროს ჯვარი, რომელიც სალოცავ კუთხეში იდო, რესივერი თავისი პულტით და დივიდი. სხვენიდან, რომელში შესვლაც მხოლოდ ბინის შიდა სივრციდან, კიბის გამოყენებით შეიძლება, მოპარული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები: ხახვი, ნიორი და სხვა. ნივთების ნაწილი სახლში შეფუთული იყო, წასაღებად გამზადებული. მისი მეუღლე წავიდა პოლიციის განყოფილებაში და მიიყვანა თანამშრომლები. მათ ექსპერტებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საიდანაც როგორც ახსოვს, ამოიღეს სისხლის კვლები, შეადგინეს ოქმი, რომელსაც თავადაც გაეცნო და მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურა. იგი ამ დღეს სახლში გამოკითხეს, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კითხვებს უსვამდნენ და ბოლოს დათვალიერების ოქმს მოაწერა ხელი. მოგვიანებით კი დაიკითხა პოლიციის განყოფილებაშიც. შემდეგ, როდესაც ბრალდებულისგან ნივთები ამოიღეს, კვლავ დაიბარეს სამართალდამცავებმა. მას გამომძიებლის მიერ წარედგინა ამოსაცნობი ნივთები, რა დროსაც სხვა მსგავს ნივთებს შორის მან ამოიცნო მისი სახლიდან ნაქურდალი თავისი ნივთების ნაწილი. შესაბამის ოქმებს გაეცნო და მათი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. თავისი ნივთები ადვილად ამოიცნო, დახედა თუ არა, მაშინვე იცნო ისინი სხვა ანალოგიურ ნივთებს შორის. ამოცნობა არ გაჭირვებია, რამდენადაც მათ ხშირად ხედავდა. დაზარალებულს პოლიციის განყოფილებაში გაჰყვა თავისი ქალიშვილი, თუმცა მან თავისი ნივთები დამოუკიდებლად ამოიცნო და მის ქალიშვილი ამოცნობის პროცესში არ დახმარებია. როგორც ახსოვს, ამოიცნო 4 ნივთი, მათ შორის 2 პულტი. ნივთები პოლიეთილენის პარკში იდო, დალუქული იყო თუ არა, არ ახსოვს. ჟუ–-------------მა დაადასტურა, რომ საერთო ჯამში მათთვის მიყენებული ზიანი შეადგენდა დაახლოებით 700-800 ლარს. თუმცა მოგვიანებით, პოლიციელების წასვლის შემდეგ კიდევ აღმოაჩინა, რომ ბინიდან სხვა ნივთებიც იყო დაკარგული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დე-------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მცხეთის რაიონის ს------–----------–- მდებარე, ჟუ–--------------ს სააგარაკე სახლი გაქურდული იყო ამავე სოფელში მცხოვრები გო-----------–---–-ს მიერ. ამავე ინფორმაციით მოპარულ ნივთებს გო-----------–---–- ინახავდა თავისივე საცხოვრებელ სახლში, მცხეთის რაიონის ს------–----------–-. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ წერილობითი პატაკით მიმართა მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უფროსს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა: შ--–-----------–---–-----–------–-------–---–------------------------------------------------------------–---–---–----------–--------------–-–---–---------------------–-----–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

2018 წლის 3 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ღამით, ხელოვნური განათების პირობებში დათვალიერდა მცხეთის რაიონის, ს------–----------–- მდებარე ჟუ–--------------ს სახლი. ეზოში შესასვლელი კარი არის სამფრთიანი, ლითონის. კარის პირდაპირ არის ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. სახლში შესასვლელი კარი არის ორფრთიანი. კარის მარცხნივ არის სამ-ფრთიანი ფანჯარა, ხოლო მარჯვნივ ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის ფანჯარა. კარით შესასვლელი არის მისაღებ ოთახში, სადაც დევს პატარა ტუმბო. მასზე აწყვია ჭურჭელი. ტუმბოს გვერდით არის ორფრთიანი ხის კარი, რომლითაც შედიხარ მეორე ოთახში. აღნიშნული ოთახის შუაში დგას ერთი მაგიდა, რომლის გარშემოც არის ოთხი სკამი. შესასვლელი კარის პირდაპირ დგას მაცივარი, რომლის გვერდით არსებული ორფრთიანი კარითაც შესასვლელია სხვა ოთახში. ამ ოთახში არის ხის კიბე 12 საფეხურით. შესასვლელი კარის პირდაპირ არსებული კარით შევდივართ მეორე მისაღებ ოთახში. კარიდან მარჯვნივ დგას დიდი კარადა. მის გვერდით არის ხის ორფრთიანი კარი, რომლითაც შესასვლელია საძინებელში. კარის მარცხნივ არის ხის ორფრთიანი პატარა ფანჯარა, გვერდით დგას ტელევიზორის მაგიდა. მის გვერდით არის ხის ორფრთიანი კარადა, რომელშიც გდია ე.წ. „რესივერის“ ყუთი წარწერით „STAR TRACK“ SK-150 და არის ლურჯი ფერის. აღნიშნული ოთახიდან მარჯვნივ გასასვლელია საძინებელ ოთახში, ხოლო იქ არსებული კარიდან - მესამე მისაღებ ოთახში. ოთახის ცენტრში დგას მაგიდა, მასზე არის ჭურჭელი. აღნიშნულ ოთახს აქვს ორი ფანჯარა, რომლებიც გადის წინ, ეზოს მხარეს. თითოეული არის ხის, ორფრთიანი. მარჯვენა ფანჯრის ერთ-ერთი ფრთიდან ამოღებულია მინა, რომელიც მიყუდებულია სახლის ეზოში, სახლის მარჯვენა მხარეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა „რესივერის“ ყუთი და სისხლისმაგვარი ლაქები მინიდან.

2018 წლის 04 თებერვლის გო-----------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვევიდან ამოღებულია ყვითელი და თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული „STAR TRACK“-ის ფირმის ვერცხლისფერი ე.წ. რესივერი. პოლიეთილენის პარკს აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. იმავე საძინებელ ოთახში მომიჯნავედ მდგარი საწოლის ლეიბის ქვევიდან ამოღებულია ორი ცალი ე.წ. „პულტი“, რომელთაგან ერთს აქვს წარწერა „STAR TRACK“, ხოლო მეორეს „LG“. იმავე საძინებელი ოთახიდან ასევე ამოღებულია ე.წ. დივიდი, წარწერით „LG“. ამოღებული პოლიეთილენის პარკები მოთავსებულ იქნა სხვა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI 365056 ლუქით, რესივერი მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI 515061 ლუქით, დივიდი და ორი ცალი პულტი მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI 515033 ლუქით.

2018 წლის 05 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, ამოსაცნობად წარდგენილ მსგავს ნივთებს შორის დაზარალებულმა ჟუ–-------------მა სხვადასხვა მახასიათებელი ნიშნებით ამოიცნო კუთვნილი ნივთები - ე.წ. რესივერი, დივიდი და ორი ცალი პულტი, რომლებიც 2018 წლის 4 თებერვალს გო-----------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

ბიოლოგიური, გენეტიკური სეროლოგიური ექსპერტიზის N002325618 დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები წკირზე“ მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. 1) და პაკეტში, წარწერით: ,,....2 ც. პოლიეთილენის პარკი“ მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. 2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------------–---–ს (ობ 3. პაკეტი წარწერით: გო-----------–---–-ს სისხლის ნიმუში).

დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტამა ნ-----------–---–-- და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულ გო-----------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არის კატეგორიული ხასიათის.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ დაზარალებულის ჩვენება არის დამაჯერებლობას მოკლებული და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულმა ჟუ–-------------მა სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და ლოგიკური ჩვენება. მან დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარება დახვდა შემთხვევის ადგილზე მისულს, როგორც საცხოვრებელი სახლის ეზოში, ასევე უშუალოდ ოთახებში; მიუთითა იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც იმ მომენტში აღმოაჩინა, რომ დაკარგული იყო.

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ დაზარალებულს აქვს მეხსიერების პრობლემები. ჟუ–-------------- ჩვენების მიცემისას იყო საკმაოდ თანმიმდევრული, რა დროსაც არსებითი ხასიათის შეუსაბამობები არ გამოვლენილა; მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. მან ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ პოლიციაში არ წასულა და თანამშრომლები მას არ გამოუძახებია. თუმცა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ განყოფილებაში მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა, ნათლად დაადასტურა დაზარალებულმა. ასევე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ადვოკატი მის ჩვენებას, თითქოს მიუთითა, რომ გარდა სისხლის ნიმუშებისა, სამართალდამცავებს მისი ბინიდან არაფერი ამოუღიათ. ჟუ–-------------მა განმარტა, რომ სისხლის ანაწმენდები ნამდვილად აიღეს. ასევე, როგორც იხსენებს საყოფაცხოვრებო ნივთები სამართალდამცავებს მისგან არ წაუღიათ. თუმცა კონკრეტული პასუხის გაცემა - კიდევ ამოიღეს თუ არა რაიმე მისი ბინიდან, გასული დროიდან გამომდინარე, არ შეუძლია.

ჟუ–-------------მა ორივე მხარის შეკითხვებზე კატეგორიულად განაცხადა, რომ გო-----------–---–-საგან ამოღებული და მისთვის წარდგენილი ნივთები მან ამოიცნო დამოუკიდებლად, ყოველგვარი დაყოვნების და ვინმეს მინიშნების გარეშე. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჟუ–-------------- პოლიციის განყოფილებაში მივიდა ქალიშვილთან ერთად, არ მიუთითებს, ამ უკანასკნელის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე დაზარალებულთან ერთად. ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ამომცნობი ჟუ–-------------- და გამომძიებელი შ--–-----------–---–-- ოქმის სისწორე დადასტურებულია მათ მიერ ხელმოწერებით და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები პალატის წინაშე ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ ჟუ–-------------- წინასწარ არ გამოკითხეს ამოსაცნობი ნივთების მახასიათებლებზე, დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი ცალკე არ დაკითხულა იმის შესახებ, თუ რა ნიშან-თვისებებით გამოირჩეოდნენ მისი სახლიდან დაკარგული ნივთები. ეს განმარტება კი წინააღმდეგობაში არ მოდის იმ გარემოებასთან, რომ მან ამოცნობის ფარგლებში, უშუალოდ ნივთების წარდგენამდე მიუთითა ის მონაცემები, რომელთა საშუალებითაც შეძლებდა მისი კუთვნილი ნივთების ამოცნობას, რაც აღნიშნული დაფიქსირებულია ამოცნობის ოქმებში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ--–-----------–---–-- დაადასტურა, რომ ამოცნობამდე გახსნა ის პაკეტები, რომლებშიც მოთავსებული იყო ამოსაცნობი ნივთები. აღნიშნული ჩვენება დასტურდება ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითაც, საიდანაც დგინდება, რომ გამომძიებელმა ამოცნობის მიზნით გახსნა პაკეტები. ჟუ–-------------მა კი დაადასტურა, რომ მას ამოსაცნობი ნივთები წარედგინა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული, თუმცა დალუქული იყო თუ არა ისინი, არ ახსოვს. ამდენად, დაზარალებულისა და გამომძიებლის ჩვენებებს შორის არ გამოვლენილა არანაირი შეუსაბამობები.

დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ გამომძიებელი შ--–-----------–---–- და ასევე დე-------------–---–ი დაიკითხნენ მისი მონაწილეობის გარეშე.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შესული ადვოკატის განცხადების თანახმად, იგი შვებულებაში ყოფნის გამო ვერ ცხადდებოდა 2018 წლის 24 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე. ამის გამო ადვოკატი ითხოვდა, რომ პროცესზე გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ ჩათვლილიყო საპატიოდ. თუმცა მას განცხადებით სხდომის გადადება არ მოუთხოვია. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 24 აგისტოს სხდომაზე, მოსამართლემ ჰკითხა ბრალდებულს - იყო თუ არა თანახმა სხდომა გაგრძელებულიყო მის ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა. ამდენად, მოსამართლემ კანონის სრული დაცვით, ბრალდებულის პოზიციის გათვალისწინებით გააგრძელა საქმის განხილვა და დაკითხა მოწმეები შ--–-----------–---–- და დე-------------–---–ი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მასში დეტალურადაა აღწერილი ჟუ–--------------ს კუთვნილ სახლში არსებული ვითარება, ოთახების და იქ არსებული ნივთების განლაგება. ასევე მითითებულია, რომ ოთახში მაგიდასა და ტუმბოზე ეწყო ჭურჭელი. ის გარემოება, რომ კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი ჭურჭლის სახეობები, არ მიუთითებს მათ შორის დაზარალებულის მიერ ნახსენები ლარნაკის არარსებობაზე. მით უფრო, შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებიდან ნათლად ჩანს, რომ მაგიდაზე არსებულ ჭურჭელს შორის არის ყვავილების ლარნაკიც. ასევე, ოქმში დეტალურადაა აღწერილი, რომ ერთ-ერთი ფანჯრიდან მინა იყო მოხსნილი, რომელიც ეზოში სახლზე იყო მიყუდებული და აღენიშნებოდა ლაქები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ფანჯრიდან მოხსნილი ბადე არაა დაფიქსირებული, არ შეიძლება შეფასდეს ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევად, რომელმაც შეიძლება ობიექტურად გავლენა იქონიოს ამ მტკიცებულებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. დაზარალებულის განმარტებით, ბადე იდო იქვე ეზოში, თუმცა მას არ უთქვამს, რომ იგი მინასთან ერთად იდო და სამართალდამცავებმა შეგნებულად არ ასახეს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.

გარდა ამისა, მართალია, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების და არც ბრალდებულის ბინის ჩხრეკის ოქმებში უშუალოდ „პროჟექტორის“ გამოყენებაზე არაა მითითება, თუმცა ორივე შემთხვევაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში, რაც თავის მხრივ დაადასტურა მოწმე მოწმე შ--–-----------–---–--.

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ნივთების ამოცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ბრალდებულის ბინის ჩხრეკის ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამასთან, მათი სისწორე და კანონიერება საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს ავტორებმა, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველიც პალატას არ გააჩნია. საქმის მასალებით არ არის გამოვლენილი და ვერც დაცვის მხარის მიერ იქნა დასაბუთებული, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მსჯავრდებულის მიმართ, რომ მოეხდინათ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია.

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომელიც წარმოადგენს გო-----------–---–-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ჟუ–--------------ს სახლში, ფანჯრიდან მოხსნილ მინაზე არსებული სისხლის ლაქები და ასევე გო-----------–---–-ს ბინაში არსებულ პოლიეთილენის პარკიდან (მასში მოთავსებული რესივერით) ამოღებული სისხლის ნიმუშები, ეკუთვნის გ-------------–---–ს.

დაცვის მხარე აპელირებს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი საკველევი ობიექტები არ იყო სათანადო წესით დალუქული და ხელმოწერილი. ასევე, ხელმოწერები არ იყო გო-----------–---–-ს ბინიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთების პაკეტებზე.

აღნიშნული მსჯელობა აშკარა წინააღმდეგობაშია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან და საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ მტკიცებულებებთან. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, არც ერთი საკვლევი ობიექტის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მასში არ ფიქსირდება, რომ რომელიმე პაკეტი დალუქულია არასათანადო წესით და აკლია ხელმოწერები. დასკვნაში ასახულია თითოეულ პაკეტზე არსებული წარწერები - თუ საიდან და ვისი მონაწილეობით იქნა ამოღებული საკვლევი ობიექტები.

საქმის არსებითი განხილვისას ნივთმტკიცებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს გახსნამდე წარედგინა თითოეული პაკეტი, რომლებიც იყო სათანადო წესით დალუქული და გამომძიებლის მიერ ხელმოწერილი. არც ერთ მათგანზე დაცვის მხარეს არ დაუფიქსირებია რაიმე სახის შენიშვნა და არ გამოუთქვამს მოსაზრება. რაც შეეხება დალუქულ პაკეტში არსებულ გახსნილ პოლიეთილენის პაკეტებს, ბრალდების მხარემ მათი დემონსტრირების დროს ამომწურავად განმარტა, რომ პოლიეთილენის პაკეტებზე ხელმოწერა არ ხდება, ისინი ილუქება წებოვანი ლენტით და პაკეტზე აღინიშნება იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დალუქვაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, პროკურორმა დაადასტურა, რომ ასეთი პირები არიან მხოლოდ გამომძიებელი და ექსპერტები. რაც შეეხება სხვა მონაწილე პირებს, ოქმში მიეთითება, რომ ისინი მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში და მათ შორის დაესწრნენ დალუქვის პროცედურას, თუმცა ნივთმტკიცების დალუქულ პაკეტზე მათი ვინაობის მითითება არ ხდება. მოცემულ შემთხვევაში ნივთმტკიცებათა პაკეტებზე მითითებული გამომძიებელი და ექსპერტები, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ თითოეულ საგამოძიებო მოქმედებაში, დადასტურებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ნივთების და საკვლევი ობიექტების ამოღება და ექსპერტიზის წინაშე წარდგენა მოხდა კანონის სრული დაცვით და ნივთმტკიცებათა სავარაუდო გამოცვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი ეჭვის წარმოშობის საფუძვლები.

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეჯერებულ, სანდო და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტის - ბრალდების - მხარის მტკიცებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი არ არის სამართლიანი და სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებელია. გო-----------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის ფართოდ გავრცელებულ ხასიათს. მსგავსი მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნის პირობებში შეუძლებელია განხორციელდეს დანაშაულის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენცია.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გო-----------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რაზეც მიუთითებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში და სასჯელის სახით მას განუსაზღვრა მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ხასიათის პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გო-----------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლე-–-------------ს, ასევე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გო---–--–---ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გო---–--–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ გო-----------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. გო------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით გო-----------–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან.

6. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გო-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- 1 ცალი ვერცხლისფერი ე.წ. რესივერი წინა ხედზე წარწერით “STAR TRACK“, რესივერი ჩასადები ყუთი და პასპორტი, რომლებიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–-------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „ლილო მოლი“, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–-------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- 2 ცალი პულტი: პირველი წარწერით “STAR TRACK“, ხოლო მეორე “LG“, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–-------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- 1 ცალი შავი ფერის „დივიდი“ წარწერით “LG“ რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–-------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- გო-----------–---–-ს სისხლის ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

- გო-----------–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: სავარცხელი, გო-----------–---–-ს ავტომანქანის მართვის მოწმობა, მობილური ტელეფონის დამტენი, გო-----------–---–-ს პირადობის მოწმობა, რომლებიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს გო-----------–---–-ს ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი