განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002425888
საქმე №1ბ/1363-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ი---------ის, ნ---------------ის
ადვოკატის: ა-–------------------ის
მსჯავრდებულის: მ------------ის
თარჯიმნების: ა---------–--------ის, ზ---------------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): მ------------ის, დაბადებულის 1977 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---–----------------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------–------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით მ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 19 მარტს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-------------------------ში, მ-------------მა დედას - რ-----------ას სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ასევე, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც რ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 20 მარტს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-------------------------ში, მ------------მა დედას - რ----------ას მოქაჩა თმებში, დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცლის არეში, რის შედეგადაც რ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
მ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 20 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქა 2018 წლის 19 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და მ------------ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მ------------ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2018 წლის 21 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–------------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მ------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით - მსჯავრდებულ მ------------ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - რ----------ასა და მოწმე - მ--–-----------ას ჩვენებებით, მოწმე ბ-------------ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------------ს ბრალად შერაცხული დანაშაულები არ ჩაუდენია და მისი უდანაშაულობა სრულად დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ----------ამ განმარტა, რომ მისი შვილი მ------------ი დედისგან მოითხოვდა იმ სახლის გაყიდვას და წილის მიღებას, სადაც იგი (რ----------ა) ცხოვრობდა. სახლის გაყიდვაზე უარის მიღებამ მ------------ი გააღიზიანა და დაემუქრა მას (დაზარალებულს), რომ აღნიშნულს ასე არ დატოვებდა. ბინის გაყიდვის თემაზე წარმოშობილი მორიგი კონფლიქტის დროს, 2018 წლის 19 მარტს, მეხტი ბაბაევმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას (რ----------ას), კერძოდ, ჯერ თავში დაარტყა ხელი, შემდეგ კი - მკლავებსა და ფეხებზე. დარტყმების შედეგად მან (დაზარალებულმა) განიცადა ტკივილი. 2018 წლის 20 მარტს, კვლავ ბინის გაყიდვის თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეხტიმ ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მოქაჩა თმებში და ურტყამდა ფეხს სხეულზე, რის შედეგად იგი (დაზარალებული) განიცდიდა ტკივილს. ძალადობის შესახებ მან (რ----------ამ) შეატყობინა შვილიშვილს მ--–-----------ას.
მოწმე მ--–-----------ამ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მ------------ის მიერ რ----------აზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. კონფლიქტის მიზეზი იყო ქონებრივი დავა - მ------------ი დაზარალებულისგან კატეგორიულად მოითხოვდა სახლის გაყიდვას, რისი წინააღმდეგიც იყო რ----------ა. მას შემდეგ, რაც მან (მოწმემ) 2018 წლის 21 მარტს დაზარალებულისგან შეიტყო ძალადობის ფაქტი, მივიდა ამ უკანასკნელთან. რ----------ა დახვდა ატირებული მომხდარი ძალადობის გამო და ამბობდა, რომ ცემის შედეგად ფეხები და ზურგი სტკიოდა.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულის მეზობლის, მოწმე ბ-------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ბოლო პერიოდში რ----------ას სახლიდან ხშირად ისმოდა მ------------ის ყვირილისა და გინების ხმა. კონფლიქტის მიზეზი იყო საცხოვრებელი ბინის გაყიდვის საკითხი. 2018 წლის 19 მარტს მან (მოწმემ) კვლავ გაიგონა რ----------ას სახლიდან მ------------ის ყვირილისა და გინების ხმა, ასევე, გაიგონა რ----------ას ყვირილის ხმა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 22.03.2018წ. მოქ. რ----------ას პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, შესამოწმებელმა პირმა, რ----------ამ ექსპერტს განუცხადა, რომ 2018 წლის 20 მარტს, შვილმა ხელით და ფეხებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შედეგად, იგი უჩივის ტკივილს კიდურების მიდამოებში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა შესამოწმებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალადობისა და ტკივილის შესახებ. ასევე განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის მიუხედავად, მსხვერპლს, შესაძლოა, არ აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამედიცინო შემოწმების დროს დაზარალებულმა უარი განაცხადა ტანსაცმლის გახდაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე მიუთითა მსჯავრდებულის მეუღლის, მოწმე კ-–---------------ის ჩვენებაზე, როგორც მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, ვინაიდან მოწმემ აჩვენა, რომ 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, მეუღლესთან მ------------თან ერთად მათი ნაცნობის მანქანით წავიდა წალკის რაიონის სოფელ ოზნში, სადაც დარჩნენ ერთი ღამით. თბილისში დაბრუნდნენ 2018 წლის 20 მარტს, დილის საათებში და მთელი დღე იყვნენ ერთად. სახლის გაყიდვის თაობაზე იყო საუბარი მ------------სა და რ----------ას შორის, თუმცა ისინი ვერ შეთანხმდნენ, რაც არ ასახულა დედა-შვილს შორის ურთიერთობაზე. მ------------სა და რ----------ას ერთმანეთში ჰქონდათ კარგი, ნორმალური ურთიერთდამოკიდებულება.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტნაციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და შეფასებას დაცვის მხარის მოწმე კ-–---------------ის ჩვენებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმე კ-–---------------ის ჩვენების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულ რ----------ას ჩვენებას, ისე ამ უკანასკნელის მეზობლის, მოწმე ბასე მტსოიანის გამოკითხვის ოქმს, რომ 2018 წლის 19 მარტს კვლავ გაიგონა რ----------ას სახლიდან მ------------ის ყვირილისა და გინების ხმა.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, მ------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ------------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ------------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მათ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ------------მა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, იძალდა საკუთარი დედის, რ----------ას (დაბადებული 1945 წელს) მიმართ და თმის მოქაჩვით, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს. პალატას მიაჩნია, რომ მ------------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. სააპელაციო პალატის აზრით, მ------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს დედის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი მ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენი მ------------ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
მ------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით;
მ------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას 2018 წლის 20 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქოს 2018 წლის 19 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და მ------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მ------------ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ მ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 მარტიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე