განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
180100119002816367
ინსტანცია
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119002816367

საქმე №1ბ/661-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გო------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №------------ დასაოჯახებლის, არასრული საშუალო განათლებით, მცხოვრების მ–------------------------–------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენით გო------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

გო------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 02 ნოემბერს, საღამოს საათებში, მ–------------------------–------------------–-- მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გო------–-–---–მა უსაყვედურა მამას, ქი–-----------–-–---–ს იმის გამო, რომ გო------–-–---–თან კონფლიქტში მყოფი პირისგან შეიძინა შინაური პირუტყვი და მამას - ქი–-----------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მარჯვენა თვალის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც ქი–-----------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გო------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ იმსჯელა გო------–-–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებზე და მიუთითა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, კერძოდ, ძალადობის ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი. დაზარალებულ ქი–-----------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გო------–-–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, ასევე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, რაც არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. გო------–-–---–ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარება. აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორებითი რისკები, რაც, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეეფასებინა სასამართლოს სწორედ სასჯელის დანიშვნის დროს და დანიშნული სასჯელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. აღნიშნული დანაშაულებისათვის ისეთი მსუბუქი სასჯელი, რაც გამოყენებულ იქნა გო------–-–---–ის მიმართ, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გო------–-–---–ის აღიარებით, დაზარალებულ ქი–-----------–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების - მზ-----------–---–ის, ცი–--------–-–---–ის, გი-----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გო------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ გო------–-–---–ისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, გო------–-–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მსჯელობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე მითითებით გო------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და განმარტავს, რომ დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. პალატა მიუთითებს, რომ ჩამოთვლილი გარემოებები ვერ ჩაითვლება დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად მაშინ, როდესაც კონკრეტული მუხლის დისპოზიციის მიხედვით, სწორედ ეს გარემოებები ქმნიან დანაშაულის შემადგენლობას. გო------–-–---–ისათვის ბრალად შერაცხული მუხლის დისპოზიცია კი თავად გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენას, შესაბამისად, იგივე მახასიათებელი ვერ გახდება მისი ქმედების დამამძიმებელი გარემოება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი გო------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გო------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

მსჯავრდებულ გო------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გო------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 ნოემბრიდან - 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით.

 

გო------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცება - გო------–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს გო------–-–---–ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე