განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100117002196667
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002196667

საქმე №1ბ/584-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ--------------ის,მსჯავრდებულის ადვოკატ: ა-–--------------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: ი---------–---–--ას

მონაწილეობის გარეშე,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი--------------------–-------–---–--ას მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ს------------------------------------------------------–--------------------–------------–--–------------------–-----------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი---------–---–--ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, კრედიტის უკანონო მიღება, ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით (ოთხი ეპიზოდი). ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 13 ივლისს, ი---------–---–--ამ, ქ.თბილისში მდებარე შპს „ელ------–--------------“ ფილიალში, სს „ს----------–---------ს“ გაყიდვების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი---------–---–--ამ მიუთითა, რომ ის მუშაობდა შპს „ჰ------------–ი“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 800 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის სს „ს----------–---------სთვის“ მიწოდების საფუძველზე, ი---------–---–--ამ 2014 წლის 13 ივლისს უკანონოდ მიიღო კრედიტი 555 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 19 თებერვალს, ი---------–---–--ამ, ქ.თბილისში რ---------–-----------------ში მდებარე შპს „მაგთიკომის“ მომსახურების ოფისში, სს „ს----------–---------ს“ განვადების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა. კერძოდ, კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი---------–---–--ამ მიუთითა, რომ ის მუშაობდა შპს „ჰრ--------ში“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის სს „ს----------–---------სათვის“ მიწოდების საფუძველზე, ი---------–---–--ამ 2015 წლის 19 თებერვალს უკანონოდ მიიღო კრედიტი 960 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 19 სექტემბერს, ი---------–---–--ამ, ქ------–--–--------------------–--–--- მდებარე შპს „ელ------–--------------“ ფილიალში, სს „ს----------–---------ს“ განვადების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი---------–---–--ამ მიუთითა, რომ ის მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის სს „ს----------–---------სათვის“ მიწოდების საფუძველზე, ი---------–---–--ამ 2015 წლის 19 სექტემბერს უკანონოდ მიიღო კრედიტი 600 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 5 ოქტომბერს, ი---------–---–--ამ ქ.თბილისში, სს „ვი----------------------ს“ წერეთლის ფილიალში კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა სს „ს----------–---------ს“ სახელფასო ანგარიშის ყალბი ამონაწერი, სადაც მითითებული იყო, რომ ის მუშაობდა შპს „ჰრ--------ში“ და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. ასევე აღნიშნული ინფორმაცია მან დაადასტურა სამომხმარებლო სესხების განაცხადში. სს „ვი----------------------სთვის“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის მიწოდების საფუძველზე, ი---------–---–--ამ 2015 წლის 08 ოქტომბერს უკანონოდ მიიღო კრედიტი 6123 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის ივნისში, ქ.თბილისში, ი---------–---–--ამ გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - შპს „ჰრ--------ის“ ყალბი სახელფასო ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ გ---------–--------- მუშაობდა ზემოაღნიშნულ კომპანიაში უსაფრთხოების მენეჯერად და მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენდა 2300 ლარს. ზემოაღნიშნული ყალბი სახელფასო ცნობა გ---------–---------მ 2016 წლის 13 ივნისს კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა სს „ბ--------------–---ს“ ორთაჭალის ფილიალში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით ი---------–---–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ი---------–---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 05 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი---------–---–--ას სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი---------–---–--ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა კრედიტის უკანონო მიღება, ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით (ოთხი ეპიზოდი).

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი---------–---–--ას ცნობა დამნაშავედ აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარდგენილი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა ი---------–---–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ყალბ ცნობაზე გამოყენებულია კომპანიის ორიგინალი ბეჭედი, რომელიც როგორც შპს „ჰრ--------ის“ დირექტორს ჰქონდა ი---------–---–--ას და რომლის ამოღებაც მოხდა მისგან. ექსპერტების განცხადებით, ი---------–---–--ას ხელმოწერა არის ვარიაციული და მათი მხრიდან კატეგორიული დასკვნა იმიტომ არ იქნა გაცემული, რომ ხელმოწერის ვარიაციულობიდან გამომდინარე მათთან არ იყო წარდგენილი თავისუფალი ნიმუშების საკმარისი რაოდენობა, რის გამოც დასკვნებში მიუთითეს, რომ ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ი---------–---–--ას მიერ. 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებული ცნობა, რომ ყალბია დადასტურებულია საქმის მასალებით, გ---------–--------- შპს „ჰრ--------ის“ თანამშრომელი არასოდეს ყოფილა და არც რაიმე ანაზღაურება მიუღია კომპანიისაგან.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი---------–---–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება), ჩადენას.

 

მოწმე ი-----–---–-------ის ჩვენებით, 2016 წლის ზაფხულის პერიოდში ბანკებიდან მიღებული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება კრედიტის მიღების მიზნით ყალბი დოკუმენტის წარდგენის ფაქტზე. გ---------–---------ს მიერ სს „ბა------------–---“- ში კრედიტის მიღების მიზნით წარდგენილი იქნა ყალბი სახელფასო ცნობა, რაც დამოწმებული იყო ი---------–---–--ს ხელმოწერით და შპს „ჰრ--------ის“ ბეჭდით, რომლის დირექტორიც იყო ი---------–---–--ა. მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებულლი ი---------–---–--ა. საექსპერტო კვლევის მიზნით ი---------–---–--ასგან აიღო ხელწერის ნიმუშები, რაზეც დანიშნული იქნა გრაფიკული ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, კომპანია „ჰრ--------ი“ 2012 წლის შემდეგ არ ფუნციონირებდა და არ უფიქსირდებდა საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის ფაქტი.

 

მოწმე თ-----------–--ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ერთ საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ წ-----–-------------–-----------–---------------ში მდებარე ი---------–---–--ას საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო შპს „ჰრ--------ი“-ს ბეჭედი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ------------–-–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 15 დეკემბერს მის მიერ გაცემული იქნა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის #00------- დასკვნა, საბუთების ტექნიკური კვლევის ნაწილში, რომლის თანახმად დადგენილი იქნა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ცნობაზე #123/015, დათარიღებული

 

10.06.2016 წლით არსებული ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია შპს „ჰრ--------ი“-ს იმ ბეჭდით, რომლის ანაბეჭდებიც წარდგენილი იქნა შესადარებლად და განთავსებულია ნიმუშის აღების ოქმზე.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ც----------------ს ჩვენებით, 2016 წლის 15 დეკემბერს მის მიერ გაცემული იქნა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის #00------- დასკვნა, ხელწერის კვლევის ნაწილში, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ხელმოწერა, ი---------–---–--ას სახელით, განლაგებული: ცნობაზე #123/015, 2016 წლის 10 ივნისის თარიღით, გრაფაში: „დირექტორი“, სავარაუდოდ, შესრულებულია ი---------–---–--ას მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა წარდგენილი თავისუფალი ნიმუშების შეუსაბამობის, ვარიაციულობის და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ--------------ს ჩვენებით, 2017 წლის 11 აპრილს მის მიერ გაცემული იქნა გრაფიკული ექსპერტიზის #4------ დასკვნა, რომლის თანახმად 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებულ სახელფასო ცნობაზე #123/015 ი---------–---–--ას სახელით არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ი---------–---–--ას მიერ.

 

ი---------–---–--ას ჩვენებით, წარდგენილ ბრალდებებში თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, კერძოდ აღიარებს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს, თუმცა თავს არ ცნობს დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მეუღლე ი-----–-------------სგან გადაიფორმა შპს „ჰრ--------ი“. მისმა მეუღლემ ვისგან შეიძინა აღნიშნული კომპანია არ ახსოვს. შეძენაში გულისხმობს იმას, რომ კომპანია გადაფორმდა მის სახელზე. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ვიდეოკამერების, სიგნალიზაციების, ცეცხლმაქრების დამონტაჟება და ა.შ. 2013 წლიდან 2016 წლამდე კომპანიაში როგორც ასეთი დასაქმებული პირები არ ყავდათ, მუშაობდა მხოლოდ მისი მეუღლე და ახლობლები.

 

გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს გადასახადს იხდიდა ბანკის მეშვეობით, თუმცა მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც კომპანია დაზარალდა, დაგროვდა დღგ-ს გადასახადი, რაც შემდგომ გადახდილი იქნა ეტაპობრივად. იქიდან გამომდინარე, რომ 2011 წლიდან კომპანიას არ უფიქსირდება განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების შევსება, გამოდის რომ არ აწარმოებდნენ დოკუმენტების შევსებას. დასაქმებული პირები კომპანიაში არ ჰყავდათ, ვინაიდან არ ჰქონდათ დიდი სამუშაო. რაც შეეხება კომპანიის ბეჭედს, ინახავდა სახლში, რაც იდო ვაზაში და მასთან წვდომა ჰქონდა ოჯახის ყველა წევრს. ბრალდებულის განმარტებით, 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებული ცნობა მას არ შეუდგენია და არც ბეჭედი დაურტყამს მისთვის. კომპანიის ბეჭედი არავისთვის უთხოვებია, მხოლოდ მის მეუღლეს გადასცა გარკვეული პერიოდით, თუმცა რისთვის სჭირდებოდა მას ბეჭედი ან როდის გადასცა გახსენება უჭირს. მოწმის ჩვენებით, გამოძიებაში გამოკითხვის დროს, იმის გამო, რომ გამომძიებელი დაპირდა განრიდების გაკეთებას, აღიარა გასაღების მიზნით ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღების ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ აღიარებდა დანაშაულს. თუ ვის შეეძლო კომპანიის ბეჭდის გამოყენება მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–-------------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ი---------–---–--ას მიერ წარდგენილი სხვადასხვა დროს შესრულებული ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები, კერძოდ, 1). 2016 წლის 29 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება, 2). იპოთეკური ხელშეკრულება შპს „მ-----ს“ და ი---------–---–--ას შორის, 3). 2015 წლის 10 აგვისტოს განცხადება, 4). 2015 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულება #1--- საგადასახადო დავალიანების გადახდის შესახებ.

 

ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, დ----–-----–-------------–-----------–-----------------–--------------–-------------------- ფაქტობრივი მისამართიდან ამოღებული იქნა მრგვალი ბეჭედი, რაც მოთავსებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში.

 

ამოღების ოქმის თანახმად, „ვ-----------ის“ სათაო ოფისიდან ამოღებული იქნა ი---------–---–--ას საბანკო ამონაწერი სს „ს----------–---------ს“ ანგარიშიდან; სამომხმარებლო სესხის განაცხადი; “FATCA”; ი---------–---–--ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საკრედიტო ხელშეკრულება, ცნობები ი---------–---–--ას ფინანსური ვალდებულებების შესახებ; განვადების ბარათის განაცხადი, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება.

 

ი---------–---–--ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (------–---------------------------–---–--------------------------------------------------–-----–-------------------–-–---–------–-–------------–--------------------------- გამოკითხვის ოქმები) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ი---------–---–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ი---------–---–--ამ კრედიტის უკანონო მიღების მიზნით, „სა---------–--------ში“ და „ვ-----------ში“ წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, თითქოს იგი მუშაობდა კომპანია „ჰრ--------ში“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი, „ვ-----------ში“ წარდგენილი ცნობის თანახმად შეადგენდა 1200 ლარს, ხოლო „სა---------–--------ში“ წარდგენილი ცნობების თანახმად შეადგენდა 800, 1000 და 1200 ლარს, რის დასტურადაც მეტი დამაჯერებლობისთვის „ვ-----------ში“ წარსადგენ დოკუმენტებში დაურთო „ს----------–---------“-ს სახელფასე ანგარიშის ყალბი ამონაწერი, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ი---------–---–--ას მიერ „ვ-----------ში“ შევსებული სამომხმარებლო სესხის განაცხადის ფორმით, სადაც ი---------–---–--ას სამუშაო ადგილად მითითებული აქვს შპს „ჰრ--------ი“. შემოსავლის ოდენობად დაფიქსირებული აქვს 1200 ლარი. აღნიშნული წარდგენილი მონაცემების საფუძველზე 2015 წლის 08 ოქტომბერს ი---------–---–--ას სახელზე გაცემული იქნა სესხი 6123 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება,ი---------–---–--ას მიერ „სა---------–--------ში“ შევსებულ განაცხადს, ი---------–---–--ას მიერ მისი სამუშაო ადგილის გრაფაში მითითებული იქნა - შპს „ჰრ--------ის“ დირექტორის თანამდებობა, ხოლო ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოდ - 800, 1000 და 1200 ლარი. ი---------–---–--ამ „ს----------–----------“-სათვის მიწოდებული ყალბი მონაცემების საფუძველზე, 2014 წლის 13 ივლისს კრედიტის სახით უკანონოდ მიიღო 555 ლარი, 2015 წლის 19 თებერვალს - 960 ლარი, ხოლო 2015 წლის 19 სექტემბერს 600 ლარის ოდენობით.

 

ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზების დათვალიერებით დადგენილია, რომ ი---------–---–--ას „ჰრ--------იდან“ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები არ გააჩნდა, ხოლო 2011 წლიდან შპს „ჰრ--------ი“-ს არ უფიქსირდება არანაირი დოკუმენტაციის შევსება იმის თაობაზე, რომ კომპანია ახორციელებდა საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ი---------–---–--ამ კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ბანკებს წარუდგინა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი მონაცემები.

 

რაც შეეხება ბლადების მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარდგენილი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა ი---------–---–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დოკუმენტის ნამდვილობის ფაქტი და განისაზღვროს თუ ვის მიერ არის კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებული, თუმცა საქმეში წარმოდგენილი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად იმის მტკიცება, რომ 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებულ სახელფასო ცნობაზე ხელმოწერა შესრულებულია ი---------–---–--ას მიერ, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებულ სახელფასო ცნობაზე #123/015 ხელმოწერა შესრულებულია ი---------–---–--ას მიერ, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს, და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საქმეში წარმოდგენილი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით, კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა, რომ სახელფასო ცნობაზე ხელმოწერა შესრულებულია ი---------–---–--ას მიერ ვერ ხერხდება.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს, მართალია დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ #123/015 სახელფასო ცნობაზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია შპს „ჰრ--------ის“ დირექტორის ი---------–---–--ას მიერ წარდგენილ შპს „ჰრ--------ის“ იმ ბეჭდით, რომლის ანაბეჭდებიც განთავსებულია ნიმუშის აღების ოქმზე, თუმცა ამავე დასკვნით იმის დადგენა თუ ვინ, რა ვითარებაში და როდის მოახდინა #123/015 სახელფასო ცნობაზე შპს „ჰრ--------ის“ ბეჭდის გადატანა შეუძლებელია, მითუფრო, რომ ი---------–---–--ას ჩვენებით, იგი შპს „ჰრ--------ის“ ბეჭედს ინახავდა სახლში, მაგიდაზე არსებულ ვაზაში, რაზეც წვდომა ჰქონდა, როგორც ოჯახის წევრებს, ისე სტუმრად მისულ პირებს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ 2016 წლის ივნისში, ქ.თბილისში, ი---------–---–--ამ გასაღების

 

მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - შპს „ჰრ--------ის“ ყალბი სახელფასო ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ გ---------–--------- მუშაობდა ზემოაღნიშნულ კომპანიაში უსაფრთხოების მენეჯერად და მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენდა 2300 ლარს.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ი---------–---–--ამ ჩაიდინა სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება) დანაშაული. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ი---------–---–--ას დამნაშავედ ცნობისათვის.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი---------–---–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ი---------–---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 05 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი---------–---–--ას სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ი----------–---–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პირადი თავდებობა, გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შპს „ჰრ---------ის“ მრგვალი ბეჭედი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი