განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
330210015001164693
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001164693

საქმე №2ბ/3885 -18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა, ქეთევან დუგლაძე

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სს „თ--–--ი“

წარმომადგენელი - ა---- ა-----–-----–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ ა-----–---–ი, ა---------– მ------–---–ი

წარმომადგენელი - გ--–- ფ-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (26/08/2015 წლის მონაცემებით) სს „თ--–--ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 14/05/1995 წელს (რეგისტრაციის ნომერი 2-----) დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ. საიდენტიფიკაციო კოდი 2--------; მმართველობის ორგანო: საერთო კრება და სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს ოთხი წევრი; ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა, გენერალური დირექტორი-სერგეი კობცევი;

 

2. მოპასუხე ზ------ ა-----–---–ი 18.06.2012 წლის კ-----ის ბრძანებით მიღებულ იქნა სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში კ------–----–----------------- თანმდებობაზე 2012 წლის 18 ივნისიდან 2013 წლის 17 ივნისის ჩათვლით, შრომის ანაზღაურება 10500 ლარი(დარიცხული)

 

3. ბრძანება 26.06.2012 წლის კ-----ის მიხედვით კი მოპასუხე ა---------– მ------–---–ი მიღებულ იქნა სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში ე---------------ის დ--------------------–---------–ის თანამდებობაზე 2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით, ერთი თვის საგამოცდო ვადით შრომის ანაზღაურება 10500 ლარი(დარიცხული). დასაქმებულის შრომის ანაზღაურება საგამოცდო ვადის პერიოდში (2012 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 25 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა 5500 ლარით) დარიცხული. ხოლო ხელშეკრულების ვადის პერიოდში (2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით) დადგინდა გენერალური დირექტორის ბრძანებით ხელფასის ოდენობის განსაზღვრა არსებული საშტატო განრიგის ფარგლებში.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2--------, მოსარჩელეების: მ------- ო--------ის, ბ------ კ-------–--ის, გ------- ჯ-----–---–ის, მ-----– გ---------ის, ა------ წ--–-----ის, გ------- ლ-----ის , ზ------ ი-----–---ის, ზ---- ც------–ის, ლ---- გ-----ის, ა-–---------- ც--–------–-–---–ის, ა---------– ხ------–---ის, ზ------ მ--–--ის, გ---------- ხ-----------ის, მ----- თ--------ის, ო----- ყ------–---–ის, გ------- ა--–-----–ის, დ----- ჯ-----–---–ის, დ----- შ---–---–ის, თ------ გ--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, აღდგენილ იქნენ თავდაპირველ თანამდებობაზე და სს „თ--–--“-ს დაეკისრა მათ სასარგებლოდ განთავისუფლების პერიოდში იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მოხდენილია მისი აღსრულებაც. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით დადგენილია, რომ: 2012 წლის ივნისის თვეში შეიცვალა სს ”თ--–--ის” კ------–----–------------ის სამმართველოს ხელმძღვანელობა: - ახალი ხელმძღვანელი, 2012 წლის ივნის - აგვისტოს თვეებში, სამმართველოს ე---------------ის დ-------------ის თანამშრომლების მეშვეობით, ზოგჯერ პირადად, უკავშირდებოდა კ------–----–------------ის სამმართველოში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, მათ შორის, ქ.თბილისში განთავსებულ ა--------------------------- ცენტრების ხელმძღვანელებს და მოითხოვდა მათგან, მათ ამა თუ იმ თანამშრომელს, ზოგჯერ, თანამშრომელთა ნაწილს და შემდგომში თვითონ მათაც, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაც გამოიხატებოდა ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული, განცხადების ერთიან ნიმუშზე ხელმოწერაში. თუ თანამშრომელი ვითარებაში გარკვევას შეეცდებოდა, მას ემუქრებოდნენ პირადად მისთვის ან ოჯახის წევრებისათვის საფრთხის შექმნით, ან ეუბნებოდნენ, რომ ასეთ განცხადებაზე ხელმოწერა მხოლოდ ფორმალური დატვირთვისაა და რეალურად არაფერს ცვლის, ხოლო თუ განცხადების ხელმოწერაზე უარს იტყოდნენ, ის გამოიწვევდა მის მიერ სამსახურის დაკარგვას. კოლექტივი იმყოფებოდა შიშის ქვეშ. მათ სხვა გზა არ რჩებოდათ, გარდა აღნიშნული დავალების იძულებით შესრულებისა. მოწმედ დაკითხულმა ი-------------–-–---–მა აჩვენა, რომ მას, როგორც ე---------------ის დ-------------ის ასისტენტ-კოორდინატორს, პირადად ზ. ა-----–---–ი, ასევე, ა---------– მ------–---–ი ავალებდა, დაერეკა თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილთან და ეთქვა მათთვის, დაეწერათ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ, ამასთან, არ ეკითხათ, თუ რა იყო ამის მიზეზი, ამავე დროს, მათთვის უნდა გადაეცა მითითება იმის შესახებ, რომ განცხადება არ დაეთარიღებინათ. ი-------------–-–---–ის ჩვენებით, იმ პირთა შორის, ვისაც მან დაურეკა მიღებული დავალების შესაბამისად, იყვნენ მოსარჩელეები _ ა---------– ხ------–---ი, გ------- ლ-----ე და სხვ. ასეთი განცხადებები დააწერინეს 107 თანამშრომელს; -მოსარჩელეთა სახელით შედგენილ განცხადებებზე, მითითების შესაბამისად, ხელმომწერი პირები მასზე თარიღს არ აღნიშნავდნენ: თარიღს პერსონალის მართვის დ-------------ში უთითებდნენ.

 

5. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების: # 2----(1--------- წ) და #2---- (0--------- წ) მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ სამოქალაქო საქმეზე #2--------, გადაიხადა 7000 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში-8000 ლარი;

 

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 1--------- წლის შეტყობინებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სს „თ--–--“-ს ეცნობა, გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და აღსრულების საფასურის -350 ლარის გადახდის, სულ ჯამში 5350 ლარის დაკისრების შესახებ, რაც თ--–--ის მიერ გადახდილ იქნა 1---------- წელს.

 

7. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო დავალებებით, დგინდება სს „თ--–--ის“ მიერ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოვალეების მიმართ ვალდებულების შესრულება

 

8. სს „თ--–--მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ზ------ ა-----–---–ის და ა---------– მ------–---–ის მიმართ და ითხოვა სოლიდარულად დაეკისროთ: სს „თ--–--“-ზე მიყენებული (ფაქტობრივად დამდგარი) ფინანსური ზიანის ანაზღაურება 419 385, 28 ლარის ოდენობით;

 

9. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 18 ივნისს, სს „თ--–--ი“-ს კომერციულ დირექტორად დანიშნულ იქნა ზ------ ა-----–---–ი, ხოლო ამავე წლის 26 ივნისს, სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში, ე---------------ის დ--------------------–---------–ის თანამდებობაზე, კ------–----–-----------------, ზ------ ა-----–---–ის რეკომენდაციით, დანიშნულ იქნა ა---------– მ------–---–ი. მათი დანიშვნის შემდეგ, კომერციულ დირექციაში დასაქმებულ პირებს მოეთხოვათ დაეწერათ განცხადებები საკუთარი სურვილით გათავისუფლების შესახებ. ხოლო გათავისუფლებული პირების ნაცვლად სს „თ--–--ში“ დაასაქმეს პირები მათი საახლობლო წრიდან.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, გაირკვა, რომ ეს ინიციატივა მოდიოდა კომერციულ დირექტორის ზ------ ა-----–---–ის და ე---------------ის დ--------------------–---------–ის, ა---------– მ------–---–ისგან და მიაჩნია, რომ მოპასუხეების, როგორც მ--------ულ თანამდებობაზე დასაქმებული პირების უპასუხისმგებლო და გაუაზრებელმა მოქმედებებმა, რასაც თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა მოჰყვა, საზოგადოების შიგნით ხელი შეუწყო საპროტესტო აქციებს, რამაც შეაფერხა საზოგადოების მუშაობის პროცესი. სს „თ--–--ში“ განვითარებული პროცესების მოგვარების მიზნით, საზოგადოების გენერალური დირექტორი იძულებული გახდა საზოგადოების პროფკომიტეტთან ერთად შეთანხმებით შექმნილი შემათანხმებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებები შეეწყვიტა მოპასუხეებთან, ასევე, მათი რეკომენდაციით სამსახურში მიღებულ პირებთან და თანამდებობებზე დაებრუნებინა 2012 წლის ივნისი - სექტემბერის თვეებში სამსახურიდან დათხოვნილი პირების ნაწილი. ხოლო იმ პირებმა, რომელთა აღდგენა ვერ მოხერხდა, კერძოდ 19 პირმა, მიმართეს სასამართლოს თავიანთი შრომის უფლებების დაცვის მიზნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით 19 პირის სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ სასარგებლოდ სს „თ--–--ს“ მოუწია აენაზღაურებინა განაცდური ხელფასის სახით, 419 385, 28 ლარის გადახდა მათი განთავისუფლების დღიდან.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას მოპასუხეთა ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ.

 

10. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები: ზ------ ა-----–---–ი და ა---------– მ------–---–ი ნაწილობრივ დაეთანხმდნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ სცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ:

 

ერთის მხრივ, მოპასუხეების ქმედებები და მეორეს მხრივ, სარჩელში მითითებული 19 თანამშრომლის, თავის დროზე, სამსახურიდან პირადი განცხადების წასვლის ფაქტი არ არის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში, რადგან 2012 წლის ივნისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე გათავისუფლებული თანამშრომლების დიდი ნაწილი კომპანიის ხელმძღვანელმა სს „თ--–--ის“ პროფკომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე აღადგინა სამსახურში, ხოლო 19 თანამშრომლის (რომლებზეც გადახდილი განაცდურის ანაზღაურებას ედავება კომპანია, უარი განუცხადა აღდგენაზე, როცა კომპანიას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ისინიც, სხვების მსგავსად, აღედგინა სამსახურში. თუკი კომპანიას მიაჩნდა, რომ ისინი უკანონოდ განთავისუფლებული და ექვემდებარებოდნენ აღდგენას, რაც, თავის მხრივ, მომავალში, გამორიცხავდა კომპანიისთვის ზიანის მიყენებას.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ--–--ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; (იხ. გადაწყვეტილება)

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „თ--–--ის“ წარმომადგენელმა.

 

12.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.12 ქვეპუნქტში არასწორადაა შეფასებული საქმეზე დართული მტკიცებულება სს "თ--–--ის" გენერალური დირექტორის 2012 წლის 3 ივლისის #--- ბრძანება მოცემული დავის ჭრილში. #----ე ბრძანება საკადრო საკითხებზე გამოცემულ ბრძანებებს არ ეხებოდა, ეს გარემოება უშუალოდ ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით დგინდება. კერძოდ, ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ საზოგადოების გენერალური დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებებს უნდა გაეცნოს ყველა სამმართველოს ხელმძღვანელი (დირექტორი). ყველა სამმართველოს ხელმძღვანელის (დირექტორისათვის) სავალდებულოდ გასაცნობ ბრძანებათა კატეგორიაში ვერ იქნება მოაზრებული პერსონალის მართვის სამსახურის მიერ მომზადებული (მაგალითად: პირის სამსახურში მიღების, სამსახურიდან განთავისუფლების, შვებულებაში გასვლის, ბიულეტენზე ყოფნის, დისციპლინური სახდელის შეფარდების ან სხვა სახის საკადრო საკითხთან კავშირში მყოფი) ბრძანებები, რამეთუ ამგვარი ტიპის ბრძანებებით მოწესრიგებულ საკითხებს თ--–--ის ყველა სამმართველოს ხელმძღვანელთან კავშირი არ ჰქონია (და ვერც ექნებოდა) და შესაბამისად მათთან შეთანხებას პერსონალის მართვის საკითხებზე მიღებული ბრძანებები არ საჭიროებდა. თეორიულადაც კი წარმოუდგენელია პერსონალის მართვის (იგივე საკადრო) საკითხებზე მიღებულ ბრძანებებს თ--–--ის ყველა სამმართველოს ხელმძღვანელი (დირექტორი) გაცნობოდა. ამდენად, არასწორად მიაჩნია სასამართლოს შეფასება #--- ბრძანების შეფასების კონტექსტში. გამოდის, რომ სასამართლომ 2012 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებული პირების საკითხზე გამოცემული ბრძანებები 3/07/2012 წლის #--- ბრძანებით განსაზღვრულ სავალდებულო დავიზირებას დაქვემდებარებულ ბრძანებათა კატეგორიაში მოაქცია, რაც არასწორი შეფასებაა, რადგან საზოგადოების გენერალური დირექტორს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს იმის უფლება, რომ საზოგადოების საქმიანობის პროცესში გამოსცეს ბრძანება იმისდა მიუხედავად არის თუ არა იგი ქვემდგომი პირების მხრიდან დავიზირებული და ბრძანების თუნდაც დაუვიზირებლობა მისი გამოცემის დამაბრკოლებელი გარემოება ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება.

 

12.2. აპელანტის განმარტებით, არასწორადაა შეფასებული საქმეზე მოპასუხეების მიერ დართული ე.წ. აუდიტორული შემოწმების აქტი. მითითებულ დოკუმენტში, არსად, მითითებული არ არის, რომ საზოგადოების ე---------------ითი საქმიანობის გაუმჯობესების ან გამოსწორების თანაზომიერ საშუალებას თ--–--ის კომერციულ დირექციაში დასაქმებული პირების რაიმე ფორმით (მათ შორის ზემოქმედების შედეგად პირადი განცხადების საფუძველზე) სამხახურიდან დათხოვნა წარმოადგენდა. აუდიტორული დასკვნის დედნის სახით წარმოუდგენლობა (რაც ობიექტურად შეუძლებელი აღმოჩნდა ამ დოკუმენტის საზოგადოების არქივში არ არსებობის გამო) თავად ამ აქტის შინაარსობრივ მხარეს ვერ შეცვლის და მოპასუხეთა არგუმენტებს საკმარის სამართლებრივი საფუძველს ვერ შესძენს. ღსს (ღია სააქციო საზოგადოება) "ი------ რ-------" შიდა აუდიტის ბლოკის 2012 წლის 27 ივნისის #--------- წერილს განსახილველ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და მას აღნიშულ საქმეზე არსებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, თუ რომელი ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან გაანთავისუფლა მოპასუხეები სასამართლომ, იმის გამო, რომ თ--–--მა ღსს "ი------ რ-------" შიდა აუდიტის ბლოკის 2012 წლის 27 ივნისის #--------- წერილს თუ აუდიტის დასკვნის დედანი ვერ წარმოდგინა.

 

12.3. აპელანტის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.12 ქვეპუნქტის ბოლო აბზაცში სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა და მოწმეთა განმარტებების შესაბამისად, რომლებიც ასახავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2-------- დადგენილ გარემოებებს, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) მიყენებული ზიანი არ დამდგარა მოწინააღმდეგე მხარეების (მოპასუხეების) ბრალეული მოქმედებით. აღნიშნული განმარტება ეწინაააღმდეგება განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2-------- დადგენილ გარემოებებს, რომელიც ამ საქმეზეც დადგენილად და დადასტურებულად ჩაითვალა და შესაბამისად, სასამართლოს ამგვარი შეფასება ურთიერთწინააღმდეგობრივია თავად გადაწყვტილების სამოტივაციო ნაწილთან მიმართებითაც.

 

12.4. აპელანტის განმარტებით, არსად მითითებული არ ყოფილა, რომ აუდიტის რეკომენდაციების შესრულებისათვის კომერიცულ დირექციას, კერძოდ ზ. ა-----–---–ს, როგორც საზოგადოების იმჟამინდელ კომერციულ დირექტორს და ა. მ------–---–ს, როგორც ე---------------ის დ-------------ის უფროსს, მიეცათ უფლებამოსილება დასაქმებულებზე უკანონო ზემოქმედების გზით, რაც მათ იძულებაში - საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოეთხოვათ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა - გამოიხატა, უზრუნველეყოთ ე---------------ით საქმიანობაში ხარვეზების გამოსწორება. აუდიტის დასკვნით არ იკვეთება, რომ თ--–--ის კ------–----–------------ის ე---------------ითი საქმიანობის გამოსწორების ერთადერთი ან ერთერთი საშუალება კონკრეტული თანამდებობის პირების სამსახურიდან დათხოვნა იყო, თან იმ ფორმით და მეთოდებით, რაც კანონიერ ძალაში შესული 26/11/2013 წ. #4------ გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხეები აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე მოქმედებდნენ. სასამართლო ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ზ. ა-----–---–ს (ასევე, ა. მ------–---–ს), მთელ რიგ შემთხვევებში დავიზირებული აქვს განთავისუფლებულ პირთა განცხადებები და უშუალოდ აქვს ხელი მოწერილი საზოგადოების გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გამოცემულ განთავისუფლების ბრძანებებზე თ--–--ის გენ. დირექტორის მივლინებაში ყოფნის პერიოდში. აშკარაა, რომ სასამართლო თ--–--ში მოქმედი ბრძანების ვიზირების წესზე აქცენტის გაკეთებით პასუხისმგებლობის სხვა პირებზე გადატანას და მოპასუხეთა პასუხისმგებლობის გამორიცხვას ცდილობს, თუმცა ვინ არიან ეს ე.წ. პასუხისმგებელი პირები ძნელი გასარკვევია. მოცემულ შემთხვევაში, არსებითი გარემოებაა, კერძოდ, თუ რამ განაპირობა პირადი განცხადებების მასიურად დაწერა თ--–--ის კომერციულ დირექციაში დასაქმებულ პირთა შორის. საქმის მასალებით (თანამშრომელთა მიერ შედეგნილი განცხადებებით - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე) დასტურდება, რომ ორივე მოპასუხეს ყველა ასეთი განცხადება დავიზირებული აქვს ისე, რომ არც კი გასჩენიათ კითხვა რატომ წერდნენ განცხადებებს ეს პირები. შეუძლებელია საზოგადოების გენერალურ დირექტორმა ეჭვი შეიტანოს დასაქმებულის ნების ნამდვილობაში და ინდივიდუალურად შეაფასოს თითოეული განცხადება იმ ვითარებაში, როცა ამა თუ იმ დასაქმებულის უშაულო ხელმძღვანელები (ზ. ა-----–---–ი და ა. მ------–---–ი) ვიზირების დადებით აკმაყოფილებენ მუშაკის თხონვას განცხადების საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლებაზე. საზოგადოების გენერალურ დირექტორს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რომ არ გამოეცა შესაბამისი ბრძანება განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე. სს "თ--–--ისათვის" ზიანის მიყენების ფაქტის შემათანხმებელი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირება წარმოუდგენელია მათ შორის ურთიერთკავშირის არარსებობის გამო. სს "თ--–--ი" 19 პირის კოლექტიურ სასამართლო დავაზე (#4------ საქმეზე), განმარტავდა, რომ ამ პირთა მიერ გამოხატულ ნებაზე - საკუთარი სურვილით შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა თ--–--ათან, არ მომხდარა ზეგავლენა. თუმცა, სასამართლომ ეს გარემოება სხვაგვარად ჩათვალა, დაადგინა პირთა წრე ვისგანაც ამგვარი ზემოქმედება, იძულება მომდინარეობდა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენით პირადი განცხადებები ბათილად ცნო, რაც საფუძველი გახდა განთავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობისა. მოპასუხეები ამ ფაქტობრივ გარემოებებთან კავშირში მყოფ პირებად მიიჩნია, რასაც აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოც იზიარებს, თუმცა პასუხისმგებლობას მათ მაინც არ აკისრებს.

 

12.5. აპელანტის განმარტებით, მოპასუხეები, როგორც თ--–--ში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები, ვალდებულნი იყვნენ გამოეჩინათ სათანადო ზრუნვა საზოგადოების ი------ესებისადმი და ემოქმედათ წინდახედულად ანუ გაეთვალათ ყველა შესაძლო ფინანსური რისკი და შედეგი, რაც თანამშრომელთა სამსახურიდან მასობრივ დათხოვნას მოჰყვებოდა. მოპასუხეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და სამსახურებრივი დებულებები თითოეულ მათგანს ავალდებულებდა კომერციულ დირექციაში არსებულ საქმეებს გაძღოლოდნენ კეთილსინდისიერად. კერძოდ, ეზრუნათ ისე, როგორც იზრუნებდა ანალოგიურ თანამდებობაზე ან ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და უნდა ემოქმდათ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა საზოგადოებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის შედეგად გამოიკვეთა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა სასამართლომ სამართლებრივად დაუსაბუთებებელი გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი მოპასუხეების მიმართ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მოპასუხეთა არამართლზომიერი ქმედებებით გამოწვეული ზიანისათვის საზოგადოების წინაშე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებად უნდა მიჩნეულიყვნენ ზ----- ა-----–---–ი და ა---------– მ------–---–ი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

14. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

15. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის პრეტენზიაზე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით. აპელანტი განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხის მიერ სამსახურებრივად მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით მიადგა ზიანი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სსკ-ის 992-ე მუხლზე. დასახელებული ნორმის მიხედვით ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. თუმცა, ზიანის დადგომის შემთხვევაში გასათვალისწინებელია პირველ რიგში ზიანის გამომწვევ მიზეზსა და დამდგარ შედეგს შორის კავშირის არსებობა, თავად ზიანის სახის განსაზღვრა და ზიანის მიმყენებელსა და დაზარალებულს შორის არსებული სამართლებრივი დამოკიდებულება.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე, ზ------ ა-----–---–ი 18.06.2012 წლის კ-----ის ბრძანებით, მიღებულ იქნა სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში კ------–----–----------------- თანმდებობაზე 2012 წლის 18 ივნისიდან 2013 წლის 17 ივნისის ჩათვლით, ხოლო ბრძანება 26.06.2012 წლის კ-----ის მიხედვით, ა---------– მ------–---–ი მიღებულ იქნა სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში ე---------------ის დ--------------------–---------–ის თანამდებობაზე 2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, რაიმე სახის დელიქტური ვალდებულების არსებობა მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი კავშირის, ურთიერთობის და კონკრეტული ვალდებულებების განაწილების პირობებში გამოირიცხება. მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა, რაც თავისთავად გამორიცხავს მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულების არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან და ეს უკანასკნელი მოთხოვნის წარმოშობის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს, თავის მხრივ, გამორიცხავს ზიანის დადგომას დელიქტის სახით ( იხ. სუსგ №ას-720-673-2017)

 

16. აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

16.1. სს „თ--–--ის“ გენერალური დირექტორის, ა. მ--------ის 03.07.2012 წლის #---- ბრძანებით დგინდება, რომ 2012 წლის 04 ივლისიდან სს „თ--–--ის“ გენერალურის დირექტორის მიერ გამოსაცემი ბრძანებები ვიზირებულ უნდა იქნეს ბრძანების პროექტის ინიციატორის, ი-----------–-----------------ის ხელმძღვანელის და იმ სამმართველოების ხელმძღვანელების (დირექტორების) მიერ რომელთა კომპეტენციაზე ვრცელდება ბრძანება. საზოგადოების გენერალური დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებებს გაეცნოს ყველა სამმართველოს ხელმძღვანელი (დირექტორი). ამავე ბრძანებით დამტკიცდა ბრძანების შეთანხმებისა და გაცნობის ფურცელი. (ტომი 2, ს.ფ. 201)

16.2. 18.06.2012 წლის კ-----ის ბრძანებით, ზ------ ა-----–---–ი მიღებულ იქნა სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში კ------–----–----------------- თანმდებობაზე 2012 წლის 18 ივნისიდან 2013 წლის 17 ივნისის ჩათვლით, ბრძანება 26.06.2012 წლის კ-----ის მიხედვით, ა---------– მ------–---–ი მიღებულ იქნა სს „თ--–--ი“-ს კ------–----–------------ის სამმართველოში ე---------------ის დ--------------------–---------–ის თანამდებობაზე 2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით, ერთი თვის საგამოცდო ვადით შრომის ანაზღაურება 10500 ლარი(დარიცხული). დასაქმებულის შრომის ანაზღაურება საგამოცდო ვადის პერიოდში (2012 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 25 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა 5500 ლარით) დარიცხული. ხოლო ხელშეკრულების ვადის პერიოდში (2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით) დადგინდა გენერალური დირექტორის ბრძანებით ხელფასის ოდენობის განსაზღვრა არსებული საშტატო განრიგის ფარგლებში. (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-19)

 

16.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2--------, მოსარჩელეების: მ------- ო--------ის, ბ------ კ-------–--ის, გ------- ჯ-----–---–ის, მ-----– გ---------ის, ა------ წ--–-----ის, გ------- ლ-----ის , ზ------ ი-----–---ის, ზ---- ც------–ის, ლ---- გ-----ის, ა-–---------- ც--–------–-–---–ის, ა---------– ხ------–---ის, ზ------ მ--–--ის, გ---------- ხ-----------ის, მ----- თ--------ის, ო----- ყ------–---–ის, გ------- ა--–-----–ის, დ----- ჯ-----–---–ის, დ----- შ---–---–ის, თ------ გ--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, აღდგენილ იქნენ თავდაპირველ თანამდებობაზე და სს „თ--–--“-ს დაეკისრა მათ სასარგებლოდ განთავისუფლების პერიოდში იძულებით განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მოხდენილია მისი აღსრულებაც.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26/11/2013 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს სასამართლოს ა---------– მ------–---–მა და ზ------ ა-----–---–მა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით დგინდება, რომ ზ------ ა-----–---–ს და ა---------– მ------–---–ს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ი------ესი უშუალოდ დავის საგნის მიმართ. ზ------ ა-----–---–ს და ა---------– მ------–---–ს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მოთხოვნა მოცემულ საქმეზე. ამდენად, პროცესუალურად, მათი მონაწილეობა საქმეში დავის გადაწყვეტაზე არ მოახდენდა გავლენას. განმცხადებლების მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა, მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეხებია და ისინი დაინტერესებულ პირებად ვერ იქნებიან მიჩნეული. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია მოპასუხე სს „თ--–--ის“, როგორც დამსაქმებლის მიერ მოსარჩელეების, როგორც დასაქმებულების მიმართ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე და არა - ზ------ ა-----–---–ის და ა---------– მ------–---–ის დამოუკიდებელ ქმედებებზე.

 

აღნიშნული განჩინება ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის განჩინებით. (ტომი 2, ს.ფ. 22-28; ს.ფ. 71-78)

 

16.4. შრომითი ხელშეკრულებების 3.1.6. მუხლის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს გენერალური დირექტორის, ხელმძღვანელთა და უშუალო უფროსის მითითებები და სამართლებრივი აქტები. (ტომი 1, ს.ფ. 20-29)

 

16.5. 2012 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე განცხადება დაწერა 107 თანამშრომელმა, თუმცა სს „თ--–--მა“ პროფკომიტეტის აქტიურობის საფუძველზე მომდევნო პერიოდში, 2012 წლის ბოლომდე სამუშაოზე პირადი განცხადებით მიიღო გათავისუფლებულ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, მხოლოდ 19 თანამშრომელს ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე. (აპელანტის ახსნა-განმარტება)

 

16.6. ღსს „ი------ რ------ს“ შიდა ა----------------------–---------------------------------–----- სამსახურებრივი ჩანაწერით 27.06.12 # ი--------- დებიტორული დავალიანების და გასაღებითი საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ, შიდა აუდიტის დირექტორმა აცნობა სს „თ--–--ის“-ს გენერალურ დირექტორს სს „თ--–---“ 2011 წლის დებიტორული დავალიანებისა და გასაღების საქმიანობის ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, გაეგზავნათ რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეეტანათ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის ღონისძიების რეალიზაციის შესახებ ბრძანებაში და უზრუნველეყოთ სს „თ--–--თან დაკავშირებული ბრძანების გამოცემა პასუხისმგებელი პირებისა და ღონისძიებების განხორციელების ვადების მითითებით 2012 წლის 03 ივლისამდე ვადით.

 

17. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას (წინამდებარე განჩინების 12.2 პუნქტი) გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობის თაობაზე და განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებები, სს „თ--–--ის“ გენერალური დირექტორის 03.07.2012 წლის 03.07.2012 წლის #--- ბრძანების შესაბამისად ვიზირებული უნდა იქნეს ბრძანების პროექტის ინიციატორის, ი-----------–-----------------ის ხელმძღვანელის და იმ სამმართველოების ხელმძღვანელების მიერ, რომელთა კომპეტენციაზეც ვრცელდება ბრძანება. თანამშრომელთა სამსახურში მიღებასა და განთავისუფლებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა და შესაბამის ბრძანებას ხელს აწერდა კომპანიის დირექტორი. (ტომი 2, ს.ფ. 201) ამდენად, მოპასუხეები არ წარმოადგენენ უფლებამოსილ პირებს, რათა მათ მიეღოთ გადაწყვეტილებები თანამშრომელთა განთავისუფლების თაობაზე.

 

18. აპელანტის განმარტებით, აუდიტის დასკვნით არ იკვეთება, რომ თ--–--ის კ------–----–------------ის ე---------------ითი საქმიანობის გამოსწორების ერთადერთი ან ერთერთი საშუალება კონკრეტული თანამდებობის პირების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რადგან მათ უნდა უზრუნველეყოთ ე---------------ით საქმიანობაში ხარვეზების გამოსწორება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეები ვალდებულები იყვნენ შეესრულებინათ ღსს „ი------ რ------ს“ შიდა ა----------------------–---------------------------------–----- სამსახურებრივი წერილის 27.06.12 #---------- მითითება და სს „თ--–--ი“-ს გენერალური დირექტორის (ა. მ--------ის) 05/07/2012 წლის #---- ბრძანება, რომელიც მიღებულია 2012 წლის 27 ივნისის #--------- წერილით წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყვნენ შეესრულებინათ ხელმძღვანელთა მითითებები, კერძოდ, შეესრულებინათ ღსს „ი------ რ------ს“ შიდა ა----------------------–---------------------------------–----- სამსახურებრივი წერილის 27.06.12 #---------- მითითება და სს „თ--–--ი“-ს გენერალური დირექტორის (ა. მ--------ის) 05/07/2012 წლის #---- ბრძანება, რომელიც მიღებულია 2012 წლის 27 ივნისის #---------- წერილით წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიზნით. ვინაიდან მოპასუხეებს დაევალათ სს „თ--–--ის“ ე---------------ითი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნაში მითითებული დარღვევების სასწრაფოდ აღმოფხვრა, სავალდებულო რეკომენდაციების შესრულება და არსებული ხარვეზის გამოსწორება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოპასუხეების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგები აისახა სს „თ--–--ის“ 2012 წლის სტატისტიკურ მონაცემებშიც და გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით სავაჭრო და სხვა დებიტორული დავალიანების ოდენობამ 2012 წელს შეადგინა 35 700 ათასი ლარი, რაც 3 661 ათასი ლარით ნაკლებია ვიდრე 2011 წელს.

 

გარდა აღნიშნულისა პალატა ყურადღებას გაამხახვილებს აპელანტის ახსნა-განმარტებაზე, სადაც აპელანტი განმარტავს, რომ 19 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა სს „თ--–--ის“ პრინციპიული გადაწყვეტილების შედეგად არ მოხდა. ამდენად, სს „თ--–--ის“ პროფკომიტეტის აქტიურობის საფუძველზე მომდევნო პერიოდში, 2012 წლის ბოლომდე სამუშაოზე პირადი განცხადებით სს „თ--–--მა“ მიიღო გათავისუფლებულ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო 19 თანამშრომელს ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სს „თ--–--ს“ ჰქონდა სრული შესაძლებლობა სხვების მსგავსად აღედგინა სამსახურში აღნიშნული პირები, თუკი მიიჩნევდა რომ ისინი უკანონოდ იყვნენ განთავისუფლებულები და ექვემდებარებოდნენ აღდგენას, რაც ასევე გამორიცხავდა სამომავლოდ კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, თუმცა როგორც ამას აპელანტიც ადასტურებს მათი აღდგენა არ მოხდა სს „თ--–--ის“ პრინციპიული გადაწყვეტილებით.

 

აღნიშნულის შესაბამისად პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს, აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები, როგორც თ--–--ში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები, ვალდებულნი იყვნენ გამოეჩინათ სათანადო ზრუნვა საზოგადოების ი------ესებისადმი და ემოქმედათ წინდახედულად ანუ გაეთვალათ ყველა შესაძლო ფინანსური რისკი და შედეგი, რაც თანამშრომელთა სამსახურიდან მასობრივ დათხოვნას მოჰყვებოდა.

 

19. პალატა განმარტავს რომ, შრომითი ურთიერთობებში დასაქმებულის მიერ ვალდებულებების შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მოპასუხეთა მოქმედებით მიადგა საზოგადოებას ზიანი ვერ დასტურდება ამასთან მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხეთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტს. წარმოდგენილ სარჩელში იგი მხოლოდ განმარტავს, რომ, თანამშრომელთა მასიურ განთავისუფლების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი, თუმცა ის ფაქტი რომ თანამშრომელთა მასიური გათავისუფლება მოხდა სწორედ მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად არ დასტურდება. მოსარჩელის მხოლოდ ის პოზიცია, რომ განთავისუფლებული პირების აღდგენა მოხდა სასამართლო წესით, რითაც კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად იმ სადავო ფაქტის დასადაგენად, რომ მოპასუხეების ქმედების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი, მით უფრო იმ პირობებში, როცა სს „თ--–--მა“ თავად განაცხადა უარი აღნიშნული 19 პირის სამსახურში აღდგენაზე, (გააგრძელა დავა სასამართლოებში, გადაწყვეტილებები გაასაჩივრა) ხოლო დანარჩენი 88 თანამშრომელი კი სს „თ--–--ის“ მიერ აღდგენილი იქნა სამსახურში.

 

20. პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ვინაიდან, მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ უფლებამოსილ პირებს, რათა მიეღოთ გადაწყვეტილებები თანამშრომელთა განთავისუფლების თაობაზე, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

21. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას 26/11/2013 წლის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმე #2--------) პრეიუდიციულობასთან დაკავშირებით. (მოსარჩელის განმარტებით სასამართლოს განმარტება აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) მიყენებული ზიანი არ დამდგარა მოწინააღმდეგე მხარეების (მოპასუხეების) ბრალეული მოქმედებით, ეწინაააღმდეგება განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2-------- დადგენილ გარემოებებს)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის, თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). (იხ. სუსგ # ას 341-326-16, 21,10.16, ას-710-2011 -09, 07.09.2009წ.) წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს“ (იხ. სუსგ ას- 824-790-16, 23.12.16) აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26/11/2013 წლის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე პრეიუდიციულ, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმ პირობებში, როცა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს სასამართლოს ა---------– მ------–---–მა და ზ------ ა-----–---–მა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებითაც დადგინდა, რომ ა---------– მ------–---–ის და ზ------ ა-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა, მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ი------ესებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეხებია და ისინი დაი------ესებულ პირებად ვერ იქნებიან მიჩნეული. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია მოპასუხე სს „თ--–--ის“, როგორც დამსაქმებლის მიერ მოსარჩელეების, როგორც დასაქმებულების მიმართ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე და არა - ზ------ ა-----–---–ის და ა---------– მ------–---–ის დამოუკიდებელ ქმედებებზე.

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პრეტენზიები და თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

23. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

 

ქეთევან დუგლაძე