განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002600368, №1/ბ-504-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ ქო----–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გი------ კო---ე, დაბადებული 199--–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბ--–-------------------------------------------------------–---------------------------;
ადვოკატი - ნი----–---- წუ-–-------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ გი------ კო---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნი----–---- წუ-–-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ გი------ კო---ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე. ალტერნატივის სახით დაცვის მხარემ ითხოვა სასჯელის შემცირება. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
▪ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გი------ კო---ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტს. სასამართლომ არ გაიზიარა გი------ კო---ის ჩვენება, რომ იარაღი, რომლიდანაც მან განახორციელა გასროლა, ეკუთვნოდა ხა-–--– მა-----ს, რომელიც წაართვა ამ უკანასკნელს. ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო არასწორად დაეყრდნო პოლიციის უფროსის კა------ სი----ის ჩვენებას და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერს.
▪ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას დაირღვა გი------ კო---ისთვის კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული ყველა ფუნდამენტური და ძირითადი უფლება.
▪ განაჩენში მოსამართლეს არ უმსჯელია, თუ რომელი პირდაპირი მტკიცებულება გაიზიარა გი------ კო---ის წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გი------ კო---ეს არ ჰქონია შეხება იარაღთან. იარაღის და მისი ამოღების დანახვა, მით უფრო მაშინ, როდესაც პირი ახორციელებს მუქარას, უნდა ჩათვლილიყო საფრთხედ. აღნიშნულიდან გამომდინარე გი------ კო---ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ხოლო მის მიერ იარაღის წართმევის შემდეგ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას.
▪ გი------ კო---ის აღიარებითი ჩვენების გაზიარების შემთხვევაში სახეზეა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ხოლო ჩვენების გაუზიარებლობის შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, რადგან საქმეში არ არსებობდა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.
▪ სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მოსაზრება, რომ ძაღლი არის ინსტრუმენტი ექსპერტის ხელში, არის მცდარი, ვინაიდან ძაღლი მოკლებულია შესაძლებლობას ახსნას, თუ რატომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება.
▪ შემთხვევის ადგილთან ახლოს, დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს თბილისის ზღვა, შესაბამისად გაუგებარია, თუ რატომ უნდა გადაეგდო გი------ კო---ეს იარაღი მტკვარში, როცა შეეძლო ზღვაში გადაგდება.
▪ გი------ კო---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მისი პიროვნული მახასიათებლების და დანაშაულის ჩადენის მოტივის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო მას სასჯელის სახით განსაზღვროდა მუხლის სანქციით გათვალისწინებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გი------ კო---ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუმცა არასამართლიანი. ბრალდების მხარის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გი------ კო---ეს არ გააჩნდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. მართალია, მან დაადასტურა ცეცხლსასროლი იარაღიდან გარდაცვლილის მიმართ გასროლის ფაქტი, თუმცა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით მიუთითა არარეალურ გარემოებებზე. ამასთან, იგი ემალებოდა გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს აქტიური მოქმედებების გატარების შემდეგ. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, მკვლელობის ჩადენის მოტივი, რაც გამოიხატა პირად შურისძიებაში, მკვლელობის ჩადენის ადგილი და დრო, კერძოდ ის, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა დღის საათებში საცხოვრებელ უბანში (იხ. სააპელაციო საჩივარი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გი------ კო---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- განზრახ მკვლელობა;
- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
გი------ კო---ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - 3 ერთეული ტყვია, რომლებსაც ინახავდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ.
2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.თბ--–-------------------------------------------------------–------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ კო---ემ, შურისძიების მოტივით, თანნაქონი ზემომოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა ხა-–--– მა-----ს, მისი მოკვლის მიზნით. მიყენებული დაზიანებების შედეგად ხა-–--– მა-----ი გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით, გი------ კო---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი------ კო---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი------ კო---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 2 ივნისიდან.
ამავე განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურატურას და ბრალდებულ გე-–--------ეს შორის. გე-–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. სასჯელის ვადაში გე-–--------ეს ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინებები, რომლის თანახმად, მამაკაცი იწვა ძირს და არ ინძრეოდა (შეტყობინების ავტორი ნი-----------–---–ი), ყელის არედან სდიოდა სისხლი. აღნიშნული პირი სასწრაფოს მიერ გადაყვანილი იქნა თბილისის ზ----------------–ში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მაისს 15:20 საათიდან 17:15 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბ--–-------------------------------------------------------–ი, კო------------ის მიმდებარე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, სადაც აღინიშნებოდა დიდი ოდენობით სისხლი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სუნის კვლები, სამი ცალი მასრისმაგვარი საგანი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში და ერთი ცალი გასაღები, რაც დაილუქა სათანადო წესით.
ბინის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 15 მაისს 05:00 საათიდან 06:05 საათამდე პერიოდში, ჩატარდა ქ.თბ--–------------------------------------------------------–----------------------------ში მდებარე გი------ კო---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა გი------ კო---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სო----- კო---ის კბილის ჯაგრისი და გი------ კო---ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რაც დაილუქა სათანადო წესით.
დაკავების ოქმით, 2018 წლის 2 ივნისს 04:40 საათზე, გი------ კო---ე, ქ.თბ--–----------–--------------ში დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ივნისს 00:04-00:56 საათზე, ჩატარდა ქ.ქუ------------------------–--–-----------------------------------ში მდებარე ვა---–-------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მეგობრის - გი------ კო---ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რაც დაილუქა სათანადო წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 28 ივნისის ექსპერტიზის N1----- დასკვნით დადგენილია შემდეგი:
▪ სამი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილები. სამივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტში და გასროლილია ერთი და იმავე პისტოლეტში.
▪ ერთი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან.
▪ წარმოდგენილ სამ მასრასა და ერთ ტყვიაზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობით ცალსახად დგინდება შეადგენდა თუ არა გასროლამდე წარმოდგენილი ტყვია და რომელიმე მასრა ერთ მთელს, რის გამოც ზემოაღნიშნულის დადგენა ვერ მოხერხდა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლე--–----–---–---მა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 02 ოქტომბრის ექსპერტიზის N4-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.თბ--–------------------------------------------------------––------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხა-–--– მა-----ის განზრახ მკვლელობისა და გი------ კო---ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ოთხ მეტრში ასფალტის ზედაპირიდან, დაახლოებით ერთ მეტრში ასფალტის ზედაპირიდან და დაახლოებით სამ მეტრში ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გი------ კო---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი------ ტა------ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 ოქტომბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ ხა-–--– მა-----ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების და შინაგან ორგანოთა დაზიანებებით. გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, მისი სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს - 14.05.2018 წელს 16:25 საათს.
▪ ხა-–--– მა-----ს გვამზე აღენიშნებოდა:
1) კისრის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა (ც/ჭრილობა პირობითად N1-№1ა), შესასვლელი ხვრელით (№1) კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ზომით 1X0,9 სმ. გამოსასვლელი ხვრელით (№1ა) კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ზომით 1,2X0,5სმ. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ რამდენადმე წინიდან უკან, აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენას, ხერხემლის კისრის მე-3 მალის სხეულს გამჭოლად, გაივლის კუნთთა სისქეში და მარცხნივ კისრის მიდამოში გამოდის გარეთ.
2) ზურგის არეში წელის მიდამოში (ც/ჭრილობა პირობითად №2 №3ა) გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შესავალი ხვრელით (№3) მარჯვნივ წელის მიდამოში ზომით 0,9X0,95 სმ. გამოსავალი ხვრელით (№3ა) მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ზომით 1,1X0,8 სმ. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ, აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს, შედის რეტროპერიტონალურად, აზიანებს მარჯვენა თირკმლის ქვედა პოლუსს, ღვიძლის ვისცერალურ ზედაპირს, ღვიძლის კარის ვენას, განივი კოლინჯის ჯორჯალს, 12-გოჯა ნაწლავს, კუჭის პილორუსის მიდამოს გამჭოლად, პანკრეასს და გამოდის გარეთ მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე ცეცხლნასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების გამჭოლი მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ სიკვდილის ფაქტთან.
3) გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ (ც/ჭრილობა პირობითად №2), მე-9 ნეკნის საპროექციოდ ხერხემლის ახლო და ბეჭის ხაზებს შორის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა / შესასვლელი ხვრელით - 0,9 სმ. დიამეტრის /(ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი) ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს, მარჯვნივ ხერხემლის გულმკერდის მე-5 მალის სასახსრე მორჩს, მე-5 ნეკნს, მარჯვენა ფილტვის ზემო წილს/ მარცხნივ გულმკერდის 1-2 მალების სასახსრე მორჩების მიმდებარედ ამოღებულ იქნა მეტალის უცხო სხეული - ტყვია. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლნასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ცალკე, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.
▪ კანის პრეპარატების გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოები უნდა იყოს არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც დაზიანებათა მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოებს და წარმოადგენდა დაზიანების პირველ (გარეთა) შრეს.
▪ ხა-–--– მა-----ის გვამზე არსებული დაზიანება ნაჭდევების სახით მარცხენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.
▪ ზემოთ აღწერილი ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე მოკლე დროის შუალედში.
▪ ხა-–--– მა-----ის გვამზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობები ვენების საპროექციოდ /მათ შორის ირგვლივ კანქვეშა სისხლჩაქცევით/ წარმოადგენს სამედიცინო მანიპულაციის კვალს.
▪ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხა-–--– მა-----ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროლის სპირტები. სისხლსა და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები; ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდაზეპამინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპილორონის ნაწარმებიდან - ზოპიკლონი, იმიდაზოპირიდინის ნაწარმებიდან - ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან ზალეპლონი.
▪ შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა: ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფრომალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლოროლჰიდრატი, დიქლორეტანი, ოთხლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ეკ------–--–---–მა და ცი----------------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნი--------------–---–მა განმარტა, რომ ხა-–--– მა-----ი იყო მისი მეუღლე, რომელიც გარდაცვალებამდე ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა მა---------------სთან ერთად, თუმცა რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. როგორც მისთვის არის ცნობილი, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მომხდარი ჩხუბის დროს გი------ კო---ემ ცემა მათი უბნელი, ამიტომ დასახმარებლად მიმართეს ხა-–--– მა-----ს, რომელიც შეხვდა გი------ კო---ეს და მოახდევინა ბოდიში. ამის გამო გი------ კო---ეს უბანში შეარქვეს „ბ-----–-“. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, გი------ კო---ე ეძებდა ხა-–--– მა-----ს და კითხულობდა მის მისამართს. ვინაიდან ხა-–--– მა-----ი ცხოვრობდა მა---------------სთან ერთად, მისი მისამართი არავინ იცოდა. მოწმემ განმარტა, რომ მკვლელობის წინა დღეს ხა-–--– მა-----ი მივიდა სახლში და მასთან საუბარში გაკვირვებულმა თქვა, რომ თურმე ეძებდა გი------ კო---ე. ამის შემდეგ ხა-–--–იც შეეცადა გი------ კო---ის მოძებნას, თუმცა ვერ იპოვა.
მოწმე თე--------- მა-----მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გარდაცვლილი ხა-–--– მა-----ი იყო მისი შვილი. გი------ კო---ეს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ აღნიშნულ პირს უცემია ახალგაზრდა, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა ხა-–--–ს, რომელმაც შეარიგა დაპირისპირებული მხარეები. ამის შემდეგ გი------ კო---ისთვის შეურქმევიათ „ბ-----–-“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე მე----- ფი--–---–--ა, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თბ--–--–---------------------------–-----------------–-------- კორპუსში. 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო სამი გასროლის ხმა. აღნიშნულიდან დაახლოებით 15-20 წუთში გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ეზოში მყოფი ახალგაზრდა გოგონა და შედარებით ასაკოვანი ქალბატონი ითხოვდნენ შველას. იგი ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ მიწაზე ესვენა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი, რომელიც მალევე წაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით.
მოწმე ნი-----------–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბ--–--–---------------------------–-----------------–------ კორპუსში. 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, სახლიდან ჩავიდა კორპუსის წინ მდებარე მაღაზიაში. დაახლოებით 2-3 წუთში დაბრუნდა უკან, რა დროსაც კორპუსის პირველ სადარბაზოსთან შენიშნა, რომ მიწაზე იწვა მამაკაცი. იფიქრა, რომ მამაკაცი იყო ნასვამი და ეძინა, თუმცა მიახლოვებისას შენიშნა, რომ მამაკაცი იყო დაჭრილი, მოსდიოდა სისხლი და არ ინძრეოდა. მან დარეკა 112-ზე და შეატყობინა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მანვე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღის მსგავსი საგანი არ შეუნიშნავს.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე თე----- გო-–------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თბ--–--–----------------------------------------------------––--------------- კორპუსში. 2018 წლის 14 მაისს, დილის საათებში, მეგობართან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნულის გამო შუადღისას ჩათვლიმა მე-12 და მ-------------სებს შორის არსებულ სკამზე, თუმცა გამოაღვიძა ძლიერი ტკაცუნის ხმამ და დაინახა, რომ მისგან დაახლოებით 10-15 მეტრში ავტობუსების გაჩერებისკენ სწრაფად მიდიოდა გი------ კო---ე, რომელსაც ეცვა მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის მოსაცმელი, წინ თეთრი ფერის წარწერებით. დაახლოებით 30 მეტრში კი დაინახა, რომ მ-------------სის მარცხნივ, გზაზე იყო ადამიანის სხეული. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა უცნობი გოგონა, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მანვე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღისმაგვარი საგანი არ უნახავს და არც გი------ კო---ეს გამოლაპარაკებია.
მოწმე ბე------------ას ჩვენებით, გი------ კო---ე არის მისი ახლო მეგობარი, ხოლო ხა-–--– მა-----ი იყო ნაცნობი. 2018 წლის 14 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაურეკა გი------ კო---ემ და თხოვა შეხვედრა. იმავე დღის შუადღის პერიოდში ლესელიძეზე ხიდის ამოსასვლელთან შეხვდა გი------ კო---ეს, რომელსაც ეცვა მუქი ფერის შარვალი და მაისური და მისცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. შეხვედრისას მას მეგობრისთვის რაიმე უჩვეულო არ შეუნიშნავს. შემდეგ გი------ კო---ე კუთვნილი ,,BMW X5“ მოდელის ავტომანქანით დატოვა თავისუფლების მოედანზე, თავად კი წავიდა ავლაბარში მეგობართან - რუ-----–-- მუ------თან, მოგვიანებით კი დაბრუნდა სამსახურში. გზაში გი------ კო---ემ უთხრა, რომ აპირებდა სოფელ შ----–-ში მდებარე მამის საფლავზე წასვლას. ამის შემდეგ მას გი------სთან კონტაქტი არ ჰქონია. საღამოს დაურეკა სო----- კო---ემ და ჰკითხა გი------ კო---ის ადგილსამყოფელი.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე სო----- კო---ემ განმარტა, რომ გი------ კო---ე არის მისი ძმა. 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე მივიდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა გი------ კო---ე, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე გავიდა ბინიდან. დაახლოებით 14:40 საათზე თავადაც წავიდა სახლიდან, რა დროსაც ეზოში შენიშნა რამდენიმე ადამიანი. იქვე იდგა სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომანქანები. მეზობელი გოგოსგან შეიტყო, რომ მოკლული იყო ბიჭი. ამის შემდეგ თავადაც დაინახა, რომ გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში შეასვენეს საკაცით, თუმცა მისი სახე არ დაუნახავს. დაახლოებით 17:30 საათზე დაბრუნდა სახლში და ნახა, რომ შემთხვევის ადგილის ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტებით. მან ორჯერ გაუგზავნა ძმას შეტყობინება, თუმცა მასთან დაკონტაქტება ვერ მოახერხა, ამიტომ დაურეკა გი------ს მეგობარს - ბე------------ას, რომელმაც უთხრა, რომ გი------ შ----–-ში მდებარე მამის საფლავზე აპირებდა წასვლას. ამის გადასამოწმებლად დაურეკა გე-–--------ეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ გი------ იმყოფებოდა სოფელში ნათესავებთან. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მათ საცხოვრებელ ბინაში მივიდა ათამდე პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც მეზობლის - ლა–--–--------ის თანდასწრებით ჩაატარეს ჩხრეკა. ბინის ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მისი ჯაგრისი, გი------ კო---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პასპორტი და სხვა ნივთები. მან პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა უჯრაში არსებულ სასიგნალო იარაღზე, თუმცა ამ იარაღის ამოღებაზე პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს უარი, რადგან არ იყვნენ მისით დაინტერესებულნი. მოწმემ განმარტა, რომ მას ძმა არაფერს უყვებოდა, თუმცა სატელეფონო საუბრისას მოისმინა, რომ გი------ს არ სურდა საქართველოში გაჩერება. მან ჰკითხა ამის მიზეზი, რაზეც გი------ კო---ემ უპასუხა, რომ თავს არიდებდა ერთ ადამიანთან შეხვედრას, ამ საუბრის შემდეგ კი გი------ გაემგზავრა იტალიაში.
მოწმე მა---------------მ განმარტა, რომ მკვლელობამდე ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ხა-–--– მა-----თან ერთად. 2018 წლის 13 მაისს ღამით, მეუღლისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ეძებდა და უთვალთვალებდა გი------ კო---ე. ხა-–--– მა-----მა გი------ წა---–---ეს გამოართვა გი------ კო---ის მობილური ტელეფონის ნომერი. მისთვის ცნობილია, რომ გი------ კო---ესა და ხა-–--– მა-----ს შორის მოხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც გი------ კო---ემ მოიხადა ბოდიში, ამის გამო კი მას „ბ-----–-“ შეარქვეს.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა ბა---------------მა და ვე------------------–---–მა განმარტეს, რომ 2018 წლის 14 მაისს, მკვლელობამდე შეხვდნენ ხა-–--– მა-----ს, რომლის ქცევაში რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავთ. ხა-–--– მა-----ი აგრესიული ან დაძაბული არ ყოფილა.
მოწმეებმა გი------ წა---–---ემ და შა-–---------–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, გი------ კო---ესთან, მის მიერ მიცემული შენიშვნის გამო მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. გი------ წა---–---ემ ასევე განმარტა, რომ შელაპარაკება მას და გი------ კო---ეს შორის გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ხელით შეეხნენ ერთმანეთს, თუმცა იმავე დღეს შერიგდნენ. მოგვიანებით საქმეში ჩაერთო მათი უბნელი ხა-–--– მა-----ი, რომელმაც გი------ კო---ეს მოახდევინა ბოდიში. გი------ წა---–---ის განმარტებით, 2018 წლის 13 მაისს ღამით, სადარბაზოში შეხვდა სავარაუდოდ სახლში მიმავალი ხა-–--– მა-----ი, რომელმაც ჰკითხა გი------ კო---ის, შემდეგ კი, ლა---------------ას ტელეფონის ნომრები.
ჩვენების მიცემისას მოწმე რუ-----–-- მუ------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს, შუადღისას, ძველი საცხოვრებელი ბინიდან ინვენტარის ახალ სახლში გადასატანად მივიდა ქ.თბ--–------------------------------------------------------–------ კორპუსში, რომლის ეზოც შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით, ადგილზე კი, იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა. ქუჩაში შეკრებილი იყო ხალხი, თუმცა იმ დროს არ გაუგია ვინ იყო გარდაცვლილი. იმავე დღეს, საღამო ხანს, დაურეკა გი------ კო---ემ და თხოვა მისი სახლიდან წამოეღო ჩანთა. აღნიშნულზე უთხრა უარი, ვინაიდან არ იმყოფებოდა უბანში. ამის შემდეგ კონტაქტი გი------ კო---ესთან აღარ ჰქონია.
მოწმე გე-–--------ის ჩვენებით, გი------ კო---ე არის მისი ძმის შვილი. 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მივიდა სოფელ შ----–-ში მდებარე სახლში, რომლის ეზოსთან შეხვდა გი------ კო---ე ხელჩანთით ხელში. მან შეატყო, რომ გი------ ჩქარობდა და ჰკითხა, სად მიდიოდა და რატომ ჩქარობდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ რაღაც შეემთხვა, კერძოდ, ერთ პიროვნებასთან მოუვიდა შეკამათება, რომელიც შეეხო მას და ამის გამო ესროლა. გი------ს არ უთქვამს, რომ იარაღი ესროლა და ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ამას მიხვდა თავად. აღნიშნულის გამო გახდა ცუდად და არ ჰქონდა საუბრის თავი. მხოლოდ ის ჰკითხა რას აპირებდა, რაზეც გი------მ უპასუხა, რომ ცოტა ხნით უნდა გარიდებოდა სიტუაციას, მაგრამ სად მიდიოდა არ უთქვამს. ამ საუბრის შემდეგ იგი დაშორდა გი------ს, მეორე დილით, დაახლოებით 11:00 საათზე კი, მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაცვის მხარის მოწმე ეკ-------------------ემ განმარტა, რომ გი------ კო---ე არის მისი დეიდაშვილი, რომლისგანაც იტალიაში წასვლამდე შეიტყო, რომ ვიღაც ბიჭთან ჰქონდა პრობლემა, რის გამოც უნდოდა ქალაქიდან გასვლა. იტალიიდან დაბრუნებულმა გი------ კო---ემ საუბრისას კვლავ უთხრა, რომ იმავე მიზეზით არ სურდა თბილისში დარჩენა, მოგვიანებით კი უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სურვილის მიუხედავად გი------ კო---ემ უსახსრობის გამო ვეღარ შეძლო საზღვარგარეთ წასვლა.
დაცვის მხარის მოწმე თო------ გე----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გი------ კო---ე არის მისი მეგობარი. მისთვის ცნობილია, რომ გი------ კო---ეს უბნელ ბიჭებთან მოუვიდა სიტყვიერი კამათი, რის გამოც საქმეში ჩაერია ხა-–--– მა-----ი. მკვლელობამდე 2-3 დღით ადრე, მას ვა--------------- მიკრორაიონში შეხვდა ხა-–--– მა-----ი, რომელმაც თხოვა გი------ კო---ის ტელეფონის ნომერი. ვინაიდან იცოდა მათ შორის მომხდარი კამათის შესახებ, ამასთან, ხა-–--– მა-----ს ჰქონდა აგრესიული ტონი. მან ტელეფონის ნომრის მიცემაზე ამ უკანასკნელს უთხრა უარი, რაზეც ხა-–--– მა-----მა უთხრა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ადრე თუ გვიან მაინც იპოვიდა მას. ამ შეხვედრის შემდეგ მან დაურეკა გი------ კო---ეს და ჰკითხა, რა ხდებოდა მის თავს, რაზეც გი------მ უპასუხა, რომ არ ეცალა და მოგვიანებით დაელაპარაკებოდა.
მოწმე კა------ სი----ის ჩვენებით, მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხა-–--– მა-----ის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მის სამმართველოში დაიწყო გამოძიება. 2018 წლის 1 ივნისს, მოწმის სახით გამოკითხა გი------ კო---ე, რომელმაც ხა-–--– მა-----ის მკვლელობასთან კავშირი უარყო, თუმცა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მან ზოგად თემებზე საუბრისას მოიპოვა გი------ კო---ის ნდობა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ფლობდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა უამბობდა მხოლოდ პირად საუბარში და არ დააფიქსირებდა გამოკითხვის ოქმში. ამიტომ, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მან გი------ კო---ესთან ჩაატარა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რაც დაფიქსირებული იქნა ვიდეოჩანაწერზე. მათ შორის წარმართული საუბარი შეეხებოდა ხა-–--– მა-----ის მკვლელობას. გი------ კო---ემ უამბო, რომ ხა-–--– მა-----ს იცნობდა უბნიდან. მას უბნელ ბიჭებთან, მათთვის მიცემული შენიშვნის გამო მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდეგაც მოხდა საქმის გარჩევა, რა დროსაც იგი გაამტყუნა ხა-–--– მა-----მა და მოახდევინა ბოდიში. 2018 წლის 14 მაისს, უბანში შემთხვევით შეხვდა ხა-–--– მა-----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას დაუწყო აგრესიული და გამომწვევი საუბარი. ხა-–--– მა-----მა მის სამეგობროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც გაბრაზდა და გადაწყვიტა შურისძიება. ამიტომ, აიღო კორპუსთან დამალული იარაღი და სამჯერ ესროლა ხა-–--– მა-----ს, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი გადააგდო მდინარე მტკვარში.
ბრალდებულმა გი------ კო---ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხა-–--– მა-----ი იყო მისი უბნელი, რომელთან ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ მისალმებით. შემთხვევამდე 6-7 თვის მანძილზე, ხა-–--– მა-----თან სამჯერ ჰქონდა უსიამოვნო საუბარი, რა დროსაც ეს უკანასკნელი თხოვდა მისი ცხოვრების წესით ეცხოვრა მასაც, თუმცა მას ხა-–--– მა-----თან მეგობრობის და მასთან ერთად ქუჩაში დგომის სურვილი არ ჰქონდა. პირველი ორი კონფლიქტისგან განსხვავებით, მესამე შემთხვევაში, კონფლიქტი ისე გამწვავდა, რომ ხელით შეხებასაც ჰქონდა ადგილი, რაც განეიტრალდა იქვე მყოფი პირების ჩარევით. ამის შემდეგ, მას ნაცნობ-მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ ეძებდა ხა-–--– მა-----ი, თუმცა თავად მასთან შეხვედრას არიდებდა თავს, რათა რამე უარესი არ მომხდარიყო. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა იტალიაში, რადგან ეგონა, რომ დროის გასვლის შემდეგ ხა-–--– მა-----ი დაანებებდა თავს. საქართველოში დაბრუნებულმა კი შეიტყო, რომ ხა-–--– მა-----ი კვლავ კითხულობდა მის ადგილსამყოფელს. 2018 წლის 14 მაისს, დილით, იჯდა კორპუსის წინ არსებულ სკამზე. მას ზურგიდან მიუახლოვდა ხა-–--– მა-----ი და უთხრა, რომ ჰქონდა საქმე, გაუკეთა ხელკავი და გაიყვანა კორპუსის გვერდით, „მიყუჩებულ“ ადგილზე, თან ეუბნებოდა „შენ ლაპარაკი არ გესმის და ახლა გაგაგებინებ როგორ უნდაო“. ამის შემდეგ ხა-–--– მა-----მა მარცხენა ხელი წაიღო უკან და შარვლის საქამრედან ამოიღო იარაღი, რომლის წინ წამოღება ვერ მოასწრო, რადგან მან ხა-–--–ს მოულოდნელად წაართვა იარაღი. მანვე აღნიშნა, რომ ამ დროს იდგნენ პირისპირ და წამის მეასედებში წაართვა იარაღი, რომელიც შედეგ თავად ეკავა მარჯვენა ხელში და ესროლა. თუმცა თავადაც ვერ ხვდება ეს როგორ მოხდა, რადგან დაფიქრების შემთხვევაში შეეძლო იარაღის გადაგდება, გაქცევა და სროლისთვის თავის არიდება. გასროლის შემდეგ იარაღი იქვე დააგდო და დატოვა შემთხვევის ადგილი, შემდეგ კი თბილისიდან გაემგზავრა სოფელში, სადაც ბიძას - გე-–--------ეს უთხრა, რომ ესროლა ადამიანს. ამის შემდეგ წავიდა ქუთაისში მდებარე მეგობრის სახლში. მანვე განმარტა, რომ მას და ხა-–--– მა-----ს შორის ჩხუბი და ჭიდაობა არ ყოფილა, რადგან იარაღი წაართვა ამოღებისთანავე უკანა მხარეს, რის შემდეგაც სამჯერ ესროლა ამ უკანასკნელს. აღნიშნულს იგი აღიარებდა გამოძიების ეტაპზეც, თუმცა წარდგენილ ბრალდებას იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნაწილში არ ეთანხმება, ამასთან, მას ხა-–--– მა-----ის წინასწარ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ამ მიზნით იარაღი არ შეუძენია.
მოწმე ვა---–-------ას ჩვენებით, ცხოვრობს ქ.ქუ-----–-----------------–-------------ში. 2018 წლის 29 მაისს, მის შვილს ესტუმრა მეგობარი - გი------ კო---ე, რომელიც გაიცნო ისრაელში მუშაობის დროს. ეს უკანასკნელი აპირებდა თურქეთში გამგზავრებას. 2018 წლის 1 ივნისს, საღამოს საათებში, კარზე გაისმა კაკუნის ხმა, მან გააღო კარი და დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შეიყვანა სახლში, თუმცა გი------ კო---ე, რომელიც კარის გაღებამდე დატოვა ლოჯში, იქ აღარ იმყოფებოდა. როგორც შემდეგ პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, გი------ კო---ე გადამხტარა პირველი სართულის ფანჯრიდან. ამის შემდეგ ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა გი------ კო---ის ტანსაცმელი, ჩანთა და პირადი ნივთები, რაც ადგილზე დაილუქა სათანადო წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა შპს „სე----დან“, ინდ.მეწარმე ,,გი------ გო----სგან“, შპს „გე-----ან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომელთა გამოკვლევისას დადგენილ იქნა 2018 წლის 14 მაისს გი------ კო---ის გადაადგილების მარშრუტი.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: კო---------- გო-–------მა, ან------ ჟა-----–---–მა, ზვ------------ემ, და-----------–--ემ, ირ---–- თე--------–---–მა, არ---– ახ--–--–-–---–მა, გი------ ტა------ემ, ირ---–- გე-–-–---–მა, ნუ------ ნა----–-–---–მა და ირ---–- ცა------ამ, აგრეთვე ექსპერტებმა: არ---– წა---–--–---–მა და მა------–------–---–მა.
მტკიცებულებები: მოწმეების - ბა----------ას, სო----- შა-–--------ის, ბე-----------ის, მა---------–-–---–ის, გუ------–-------ის, გი------ გვ------ას, ალ----------------ის, ვა---–-- კო---ის, ხა-----------–--ის, ბე----------ის, სე---------------ის, ტა-----–--–----–---–ის, მი----– შა-----ის, მა-----------ის, ნი------------ის, მუ---------------ის, მა------–--–---–ის, გი------ გო----ს, ნი--------–---–ის, თი----------------ის, ნი----–---- შა--–---ის ჩვენებები, ხა-–--– მა-----ის გვამის დათვალიერების ოქმი, შპს „სე----დან“, ინდ.მეწარმე გი------ გო----სგან, შპს „გე-----ან“ და შპს „ჯეოსელიდან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, გე-–--------ისა და გი------ კო---ის დაკავების ოქმები, გე-–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ტელეფონის ნომრების დეტალური ნუსხები, ხა-–--– მა-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ნიმუშების აღების ოქმები, ხა-–--– მა-----ის ბინის ჩხრეკის ოქმი, ხა-–--– მა-----ის გვამიდან ტყვიის გულის ამოღების შესახებ ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც გი------ კო---ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N142აპ-13).
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს 2018 წლის 14 მაისს, ქ.თბილისში, ვა--------------- მიკრორაიონის მე-2---------–------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ კო---ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლის შედეგად ხა-–--– მა-----ის სიკვდილის ფაქტი. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ცეცხლნასროლი დაზიანებები ხა-–--– მა-----ს მიაყენა გი------ კო---ემ, თუმცა არა მოკვლის განზრახვით, არამედ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:
1.ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
2.ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;
3.ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
4.თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
უდავოა ის ფაქტი, რომ 2018 წლის 14 მაისს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო ხა-–--– მა-----მა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხა-–--– მა-----ს აღენიშნებოდა კისრის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა (შესასვლელი ხვრელით კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე), ზურგის არეში წელის მიდამოში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა (შესავალი ხვრელით მარჯვნივ წელის მიდამოში) და გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ მე-9 ნეკნის საპროექციოდ ხერხემლის ახლო და ბეჭის ხაზებს შორის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების გამჭოლი მოქმედების შედეგად. ამასთან, ორი დაზიანება მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. გარდა მოწმეთა ჩვენებისა, უნდა შეფასდეს გი------ კო---ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს ხა-–--– მა-----მა გაიყვანა კორპუსის გვერდით, „მიყუჩებულ“ ადგილზე, შემდეგ კი მარცხენა ხელი წაიღო უკან და შარვლის საქამრედან ამოიღო იარაღი, რომლის წინ წამოღება ვერ მოასწრო, რადგან მან ხა-–--–ს მოულოდნელად წაართვა იარაღი და ესროლა. გი------ კო---ის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან, პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის არც გი------ კო---ის ჩვენებით, არ დადასტურებულა ხა-–--– მა-----ის მხრიდან გი------ კო---ეზე თავდასხმის, ჩხუბის ან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გი------ კო---ე განაწყენებული იყო ხა-–--– მა-----ზე, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ეძებდა მას და კითხულობდა მის მისამართს.
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა გამოირიცხა თავად გი------ კო---ის ჩვენებითაც. ბრალდებულის სახით დაკითხვისას გი------ კო---ემ განმარტა, რომ მას შეეძლო იარაღის გადაგდება, ან იარაღიანად გაქცევა, თუმცა აღნიშნული არ განუხორციელებია. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ჭრილობების ლოკალიზაცია. ხა-–--– მა-----ს ცეცხლნასროლი დაზიანებები არ აქვს მიყენებული პირისპირ და ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად. კერძოდ, 1. კისრის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიყენებულია შესასვლელი ხვრელით კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, ზომით 1X0,9 სმ., გამოსასვლელი ხვრელით (№1ა) კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ზომით 1,2X0,5სმ. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ რამდენადმე წინიდან უკან. 2. ზურგის არეში წელის მიდამოში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიყენებულია შესავალი ხვრელით (№3) მარჯვნივ წელის მიდამოში, ზომით 0,9X0,95 სმ., გამოსავალი ხვრელით (№3ა) მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ზომით 1,1X0,8 სმ. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ და 3. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ მე-9 ნეკნის საპროექციოდ ხერხემლის ახლო და ბეჭის ხაზებს შორის ბრმა ცეცხლნასროლი /შესასვლელი ხვრელით - 0,9 სმ. დიამეტრის/ (ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი) ჭრილობის არხი მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ.
მოცემულ შემთხვევაში არსებული მოცემულობა, გი------ კო---ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას. გასათვალისწინებელია, რომ იარაღი იყო გი------ კო---ის ხელში, ხოლო ხა-–--– მა-----ს სხვა რაიმე საგანი არ ჰქონია. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ გი------ კო---ე იცავდა თავს, არის დაუსაბუთებელი და მისი ჩვენება არ შეესაბამება მოცემულ რეალობას. ჭრილობების ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნით, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის გი------ კო---ის ჩვენებასთან. გასათვალისწინებელია, რომ ჭრილობების მიმართულებები, ხა-–--– მა-----ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ლოკალიზაცია და ხარისხი, თავად გი------ კო---ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის თავდასხმას დაზარალებულის მხრიდან, რაც გამოიწვევდა იარაღიდან გასროლის აუცილებლობას. შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს გი------ კო---ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ფარგლებს გადაცილებით ჩაიდინა ხა-–--– მა-----ის მკვლელობა.
განმარტებები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შესახებ მოცემულია იარაღის შესახებ საქართველოს კანონში. კანონის თანახმად, ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. საბრძოლო მასალას კი წარმოადგენს მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ამავე კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრე არის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს იარაღის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ.. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ.. აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილები. სამივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის ერთსა და იმავე პისტოლეტში. ერთი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გი------ კო---ეს არ ჰქონდა მინიჭებული რაიმე იარაღის ფლობის, განკარგვის, სარგებლობის და ტარების უფლება. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იარაღი, რომლითაც ხა-–--– მა-----ს მიაყენა დაზიანებები, მოპოვებული იყო უკანონოდ. ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოების დადგენას თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღის და მასში მოთავსებული ვაზნების შეძენა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ გი------ კო---ემ უკანონოდ შეიძინა ისინი.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მასრები და ტყვია. ამასთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხა-–--– მა-----ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რასაც ასევე სადავოდ არ ხდის დაცვის მხარე. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის მიუხედავად, გი------ კო---ე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მსჯელობა N604-აპ საქმეში, სადაც საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქმედება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მაშინაც, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ არის, მაგრამ აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი. მოცემულ საქმეში, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგაც ამოღებული მასრის, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის და ჩვენების საფუძველზე, დადასტურებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნოდა ხა-–--– მა-----ს, რომელიც გი------ კო---ემ წაართვა მას და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მყოფმა განახორციელა სამი გასროლა, ვერ იქნება გაზიარებული. გი------ კო---ის ჩვენება წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. მისი ჩვენებით, მან სროლების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღი დააგდო შემთხვევის ადგილზე, რაც არ შეესაბამება რეალობას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, იარაღი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი არ ყოფილა. არც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მისვლამდე მისულ მოწმეებს დაუდასტურებიათ იარაღის დანახვის ფაქტი. მით უფრო დაუსაბუთებელია ის გარემოება, რომ იარაღი აეღო გარეშე პირს. მხედველობაშია მისაღები გი------ კო---ის შემდეგი ქმედებები და გადაადგილების მარშრუტიც. კა------ სი----ის ჩვენებით, მან გი------ კო---ისგან შეიტყო, რომ იარაღი გადააგდო მდინარე მტკვარში. აღნიშნული გარემოება ასახულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერშიც. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე იქნა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული გი------ კო---ის გადაადგილების მარშრუტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც დადასტურდა აღნიშნული პირის მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი. დაცვის მხარის არგუმენტი, რომლის თანახმად, იარაღის ფლობის და გადაგდების შემთხვევაში გი------ კო---ე მას გადააგდებდა შემთხვევის ადგილთან ახლოს - თბილისის ზღვაში და არა მტკვარში, ვერ იქნება გი------ კო---ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გი------ კო---ის მიმართ გამოძიების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. დაცვის მხარე, ერთის მხრივ არ უარყოფს გი------ კო---ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტს, ხოლო მეორეს მხრივ სადავოდ მიიჩნევს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია საკმარისი არგუმენტი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობისთვის, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გი------ კო---ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, გარდა მისივე ჩვენებისა, დასტურდება მოწმის ჩვენებითაც.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გი------ კო---ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა საბოლოო სასჯელი გი------ კო---ეს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გი------ კო---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარე ითხოვს სასჯელის შემცირებას 8 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, ხოლო ბრალდების მხარე დამძიმებას.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს მინიმუმთან მიახლოებული (8 წელი) სასჯელის დანიშვნას.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულებასაც. დადგენილია, რომ გი------ კო---ე იყო შეურაცხყოფილი, რადგან ხა-–--– მა-----ის ქმედების გამო მას ზედმეტსახელად დაარქვეს „ბ-----–-“. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გი------ კო---ის პოზიცია როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოშიც. მართალია, მან არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, არ უარყო დაზარალებულისთვის დაზიანებების მიყენება. გარდა ამისა, მტკიცებულებების გარკვეული ნაწილი დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ.
პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მითითება იმ გარემოებაზე, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოთ მითითებული გარემოებების და მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, გი------ კო---ისთვის სასჯელის სახით დანიშნული 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ასევე უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, გახდება საფუძველი მომავალში გი------ კო---ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გი------ ქო----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გი------ კო---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნი----–---- წუ-–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი გი------ კო---ის მიმართ.
გი------ კო---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი------ კო---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი------ კო---ეს სასჯელის ვადა ათვლა დაეწყოს ფატობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● სუნის ნიმუშები, სამი ცალი მასრისმაგვარი საგანი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ქსოვილის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, რეზინის ხელთათმანები, ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ხა-–--– მა-----ის გვამის სისხლის, ფრჩხილების, თმისა და ანაწმენდის ნიმუშები, ხა-–--– მა-----ის გვამიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
● ხა-–--– მა-----ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
● გი------ კო---ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ნივთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
● ლაზერული დისკები, ხა-–--– მა-----ის სამედიცინო ისტორია და დაქტილობარათი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
● დაცვის მხარის მტკიცებულება - გი------ კო---ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ბარაბნიანი იარაღი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე