განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-819-2018 წელი
№020100118002430272
ganaCeni
saqarTvelos saxeliT
7 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ანა არონიას,ადვოკატის – რომან კეიდიას,მსჯავრდებულის – გ---- კ--------–--ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა გ---- კ--------–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ---- კ--------–--, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ქ. ზ--------–-----------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდი-დის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ---- კ--------–--ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ქურ-დობის მცდელობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 მარტს, ღამის საათებში გ---- კ--------–-- და არასრულწლოვანი ო---- ხ----–--–--- ცდილობდნენე ქ. ზ--------–----------------------9-ში მდებარე გ------- ფ-----ს კუთვნილი მშენებარე მაღაზიიდან მართლსაწინაამდეგო მისაკუთრების მიზ-ნით ფარულად დაუფლებოდნენ სამშენებლო მასალას და ხელსაწყოებს, რითაც გ------- ფ-----ს შესაძლოა მისდგომოდა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გ---- კ--------–--ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს პროკურორმა ანა არონიამ და მსჯავრდებულ გ---- კ--------–--ს ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა რომან კეიდიამ.
აპელანტი, პროკურორი ანა არონია თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---- კ--------–--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაცვის მხარის სტრატეგია აგებული იყო პოლიციის თანამშრომელთა დისკრედიტაციაზე, რაც სასამართლომ სამწუხაროდ გაიზიარა. გაუგებარია რის საფუძველზე ასკვნის სასამართლო, რომ ო---- ხ----–--–--- არ იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ის და გ---- კ--------–-- ერთად გავიდნენ სახლიდან, ისინი ერთად ნახეს გ------- ფ-----ს კუთვნილ ობიექტზე, მაშინ როცა ერთად აგროვებდნენ სხვადასვხა ნივთს. ამოღებულ ნივთებზე აღმოჩნდა ჯგუფის ერთერთი წევრის ბიოლოგიური ნიმუში. ამ მიმართულებით ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
რაც შეეხება ზიანს, დაზარალებულის განმარტებით ნივთების ღირებულება აღემატება 150 ლარს.
აპელანტი, მსჯავრდებულ გ---- კ--------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატი რომან კეიდია თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---- კ--------–--ს მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდე-ბას საქმე აგებული აქვს პოლიციელების, გამომძიებლების და დაზარალებულის ურთი-ერთგამომრიცხავ ჩვენებებზე. მოწმედ დაკითხულმა ხელოსნებმა საერთოდ არ და-ადასტურეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. ამოცენობის ოქმი შენდგენილია კანონის აშკარა დარღვევით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ ასახავს არსებულ სიტუაციას, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიუ-ლი.
დაზარალებულმა სასამართლოს გამოძიების ვერსიის სრულიად საწინააღმდეგო მოსა-ზრებები მიაწოდა. კერძოდ მან ჩვენების მიცემისას დააფიქსირა, რომ მის წინ გაიხსნა ლუქი და მას წარუდგინეს მხოლოდ მისი ამოსაცნობი ერთი საგანი, მაგრამ ო---- ხ----–--–---ს პროცესზე ის შეეცადა გამოეყვანა მდგომარეობიდან გამოძიება და განა-ცხადა, რომ რამდენიმე საგანი წარუდგინეს ამოსაცნობად და თავისი ნივთი იმით ამოი-ცნო, რომ იმ პერფერატორებს სხვა ფუნქცია ჰქონდათ და არა ისეთი როგორც თავის პერფერატორს. ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად კი, არცერთი განმასხვავებელი ნი-შანი წარმოდგენილ პერფერატორს არ გააჩნია, მაშინ როცა საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან სა-განთან ერთად. ამრიგად გ------- ფ-----მ ხაზგასმით დაადასტურა, რომ მას ამოცნობი-სას წარედგინა არაერთგვაროვანი ნივთი, რაც საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაა, რის გამოც ნივთის ამოცნობის ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. ეს არის ხელოვნურად შექმნი-ლი უკანონო მტკიცებულება, აღნიშნულ ნივთზე თვით დაზარალებულმაც კი განაცხა-და, რომ მოიტანა პოლიციამ, მაგრამ არ იცის საიდან. ეს ნივთი არ დალუქულა სხვა ნივთებივით, არც ფოტოგრაფირება მომხდარა და ამოცნობისას 1 საათი და 20 წუთი იყო ღია მდგომარეობაში, რაც არ გამორიცხავს მასზე გ---- კ--------–--ს ბიოლოგიური მასალის დატანის ალბათობას.
რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ის ვერ გამოდგება ბრალდების მხარის მტკიცებულებად, ვინაიდან შეუძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთა სილუეტი ნამდვი-ლად ჩანს იმ მონაკვეთზე. ამასთან ვიდეოს აქვს 1 წუთი და 11 წამიანი წყვეტა და კადრ-ში იმ სილუეტების გამოჩენის მერე, როცა მიმდებარე ტერიტორიასთან ჩნდებიან ის პირები, არ ფიქსირდება შესვლა და შეჩერება. ვიდეოფაილი ეტყობა ხელოვნურადაა დაზიანებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ პოლიციელთა მოსვლა და ბრალდებულების მათი ნების საწინააღმდეგოდ მშენებარე ობიექტზე აყვანა გამოჩნ-დებოდა, თუ ნამდვილად იმ პერიოდს უკავშირდება ჩანაწერი, რადგან ის ცდომილება, რომელიც დაფიქსირებულია ვიდეოში არ დასტურდება სხვა არანაირი მტკიცებუ-ლებით დაზარალებულის ჩვენების გარდა. დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იმ საღამოს სწორედ ეს მონაკვეთი გაიარა გ---- კ--------–--მ და ო---- ხ----–--–---მ, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს მათი მხრიდან რაიმე ქურდობის მცდელობას.
სასამართლომ დაუსაბუთებლად ირწმუნა პოლიციელების და გამომძიებლების ჩვენე-ბები და მათ მიერ ჩატარებული გამოძიება, რომელიც არ ასახავს რეალობას, მაშინ როცა დაზარალებულმა სასამართლოში ოქმის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, როცა დაკითხუ-ლი 6 მოწმიდან არცერთი არ ადასტურებს გამომძიებლის მიერ შედგენილი ჩვენების შინაარსს.
მოცემული საქმე იყო ორ ბრალდებულიანი და მეორე ბრალდებულის ო---- ხ----–--–--ვას მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რაც შეიძლება ჩაითვალოს პრეიუდიცი-ად, რადგან იგი გ----სთან ერთად დააკავეს და საქმე გამოიყო მხოლოდ და მხოლოდ მისი არასრულწლოვნობის გამო.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ანა არონიას, რომელიც ითხოვს გ---- კ--------–--ის დამნა-შავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
– აპელანტს, გ---- კ--------–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რომან კეი-დიას, რომლებიც ითხოვენ გ---- კ--------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე კ--- კ--------ს ჩვენების თანახმად, იგი 2018 წლის 28 მარტს ასრულებდა სამსა-ხურებრივ მოვალეობას და მოძრაობდა ს-------ს ქუჩიდან, ფ---------დან ქალაქის მიმართულებით ა-–---------- გ-----სთან ერთად ამ უკანასკნელის კუთვნილი „BMW“-ს მარკის ავტომანქანით, რა დროსაც 00:10 წუთზე გარე განათების პირობებში, ს-------ს ქუჩის №---ში მდებარე ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე შენიშნეს ორი მოქალაქე, რომლებიც საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ. პოლიციელები მიუახლოვდნენ მათ შენობის მეორე სართულზე და დახვდათ ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთი აღმოჩნდა გ---- კ--------–--, ხოლო მეორე - ო---- ხ----–--–---. გ---- კ--------–--ს ხელში ეჭირა პერფერატორი, მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იპარავდა პერფერა-ტორს. ასევე, იქვე მეორე სართულის შესასვლელთან ახლოს შეგროვილი ეყარა 20 ცალი რკინის ხრახნილის ნაჭერი, 3 ცალი ჩაქუჩი და ერთი ცალი ლურსმნის ამოსაღები ხელ-საწყო ე.წ. „გელა“. ამის შემდგომ, ა-–---------- გ-----მ გ---- კ--------–-- დააკავა ადგილზე და ამოიღო მარჯვენა ხელიდან მისგან პერფერატორი, რაც ა-–---------- გ-----ს მიერ ადგილზევე დაილუქა და პოლიციელების მიერ ფირნიშზე გაკეთდა ხელ-მოწერები. ასევე, ა-–---------- გ-----მ შეადგინა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, რასაც გ---- კ--------–--მ ხელი არ მოაწერა. შემდეგ გ---- კ--------–-- გადაყვანილი იქნა სამმართველოში, რა დროსაც ობიექტზე დარჩა სხვა პოლიციელი. ო---- ხ----–--–--- პოლიციელებმა გაუშვეს, რადგან აღმოჩნდა, რომ იგი იყო არასრულწლოვანი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა-–---------- გ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს თავის თანამშრომელთან კ--- კ--------სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვა-ლეობას, საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა ს-------ს ქუჩიდან, ფ---------დან ქალა-ქის მიმართულებით, რა დროსაც დაახლოებით 01:10 წუთზე, 20 მეტრის მანძილზე, ლამპიონებით განათების პირობებში, ს-------ს ქუჩის №---ში მდებარე მშენებარე მაღა-ზიის მე-2 სართულზე, შენიშნეს ორი პიროვნება, რომლებიც საეჭვოდ გადაადგილ-დებოდნენ. პოლიციელების მიერ ადგილზე, მე-2 სართულზე მისვლისას გაირკვა, რომ იყვნენ გ---- კ--------–-- და აგრეთვე არასრულწლოვანი ო---- ხ----–--–---, რომლის მიმართ საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. გ---- კ--------–--ს ხელში ეჭირა ცემენტის სატკეპნი - „პერფერატორი“, მან განაცხადა, რომ იპარავდა ნივთებს. მეორე სართულზე მარჯვენა მხარეს შეგროვებული იყო 20 ცალი არმატურა, სამი ცალი ჩაქუჩი და ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო ე.წ. „გელა“, რამაც პოლიციელებში გამოიწვია ეჭვი, რომ არსებობდა მათი დაუფლების მიზანი. ა-–---------- გ-----ს მიერ გ---- კ--------–--საგან მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა პერფერატორი და იგი დაკავე-ბულ იქნა ადგილზე, მას ასევე განემარტა უფლებები, რის შემდგომაც მის მიმართ ა-–---------- გ-----მ შემთხვევის ადგილზევე, მშენებარე მაღაზიაში შეადგინა დაკავე-ბისა და ჩხრეკის ოქმი, რომლის შედგენა დასრულდა სამმართველოში. ამოღებული ნივთი - პერფერატორი ა-–---------- გ-----ს მიერ წარედგინა მონაწილე პირებს და დაილუქა ადგილზე, მან და მეორე პოლიციელმა კ--- კ--------მ მოაწერეს ხელი ოქმს, ხოლო გ---- კ--------–--მ ოქმს ხელი არ მოაწერა, მიზეზი ვერ განმარტა, რის თაობაზეც შენიშვნა ასახული იქნა ოქმში. ამის შემდგომ, გ---- კ--------–-- გადაყვანილი იქნა სამმართველოში, ასევე დალუქული ნივთი ა-–---------- გ-----მ გადაიტანა სამმართველოში და შეადგინა პატაკი, რის შემდგომაც იგი დაიკითხა გამომძიებელ გ----- გ----ის მიერ. გ---- კ--------–--ს სამმართველოში გადაყვანისას შემთხვევის ადგილზე დარჩა დაკავების შემდგომ მისული სხვა უბნის ინსპექტორი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ---- ხ---–-----მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ღამის ორი საათის შემდგომ ჩატარებულ ს-------ს ქუჩის №---ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მასთან ერთად მონაწილეობდნენ შენობის მესაკუთრე გ------- ფ----- და ექსპერტი ზ------ გ---------. შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების შედეგად, მშენებარე შენობის მე-2 სართულიდან ამოღებული იქნა ოცი ცა-ლი ხრახნილი, 3 ცალი ჩაქუჩი და ლურსმნის ამოსაღები ე.წ. გელა, რაც ადგილზევე შეი-ფუთა, დაილუქა და სამმართველოში გადაეცა გამომძიებელ გ----- გ----ს. ასევე გა-დაღებული იქნა ნივთების სურათები ექსპერტის მიერ. მითითებული ნივთების ამო-ღება განაპირობა იმან, რომ ისინი ეწყო ერთ ადგილას წასაღებად დალაგებული. პერ-ფერატორი შემთხვევის ადგილზე არ უნახავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ------ გ---------მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ 2018 წლის 28 მარტს, რო-გორც ექსპერტმა, ღამის საათებში, მონაწილეობა მიიღო ს-------ს ქუჩაზე მდებარე მშე-ნებარე მაღაზიის დათვალიერებაში, რა დროსაც მაღაზიიდან ამოღებული იქნა შემდეგი ნივთები: ჩაქუჩები, ლურსმნის ამოსაღები მეტალის ხელსაწყო და ოცი ცალი ხრახნილი, რასაც მოწმემ გადაუღო ფოტოსურათები, ხოლო ნივთები დაილუქა, გაკეთდა ხელ-მოწერები და ნივთები გადაეცა გამომძიებელს დ---- ხ---–-----ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და ოქმის შედგენას დ---- ხ---–-----სთან ერთად ესწრებოდა გ------- ფ-----.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა გ------- ფ-----მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 28 მარტს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა პოლი-ციის მანქანა და მას უთხრეს, რომ ს-------ს ქუჩის №---ში მდებარე მის მშენებარე ობი-ექტზე დაკავებული იყო პიროვნება და სთხოვეს მას დაეთვალიერებინა ობიექტი. შემ-თხვევის ადგილის დათვალიერებას მასთან ერთად ესწრებოდა პოლიციელი და ექს-პერტი. შემთხვევის ადგილზე, მშენებარე შენობის მე-2 სართულზე, მას დახვდა შეგ-როვილი ნივთები: ჩაქუჩი, არმატურის რკინები და ლურსმნის ამოსაღები. ასეთ ვი-თარებაში, თავმოყრილი ნივთები მოწმეს მანამდე არ უნახია, როგორც წესი ხელოსნები ი-----–- ფ-----ს ნივთებს ინახავდნენ მანქანაში ან მის მეორე მაღაზიაში, საწყობში, ხო-ლო თავიანთი ნივთები მიჰქონდათ თვითონ ხელოსნებს. ობიექტზე იყო ორი ცალი პერფერატორი, ერთი ადგილზე ნახა, ხოლო მეორე პერფერატორი არ უნახია. მისი კუთვნილი იმ ნივთების ღირებულება, რაც მას არ დახვდა მშენებარე ობიექტზე დაახ-ლოებით იქნებოდა 200-250 ლარი. ამის შემდგომ, გ------- ფ-----ს უთხრეს, რომ მეორე პერფერატორი იყო პოლიციაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს 00:15 საათზე უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–---------- გ-----ს მიერ ქ. ზ--------–----------------------9-ში მდებარე მშენებარე მაღაზიაში დაკავებულ იქნა გ---- კ--------–--. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შე-დეგად მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ნარინჯისფერი მეტალის მქონე ბეტო-ნის სატკეპნი მოწყობილობა ე.წ. პერფერატორი სახელურით, პერფერატორზე გამობმუ-ლია ნაცრისფერი და თეთრი ფერის იზოლირებული მავთული. ეს ნივთი წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს - გ---- კ--------–--ს და კ--- კ--------ს, რის შემდგომაც იგი მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. ლუქზე გაკეთდა წარწერები, ხელმოწერები და გადატანილი იქნა ზუგდიდის რაიონულ სამმარ-თველოში.
(ტ. 1, ს.ფ. 5)
ბრალდებულ გ---- კ--------–--ს პირადი ჩხრეკა კანონიერადაა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით.
(ტ. 1, ს.ფ. 45)
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 28 მარტის ოქმის შინაარსი და მასზედ თანდართული ფოტოილუსტრაცია ცხადყოფს, რომ ქ. ზუგდიდ-ში, ს-------ს ქუჩის №---ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – დ---- ხ---–-----ს მიერ ექსპერტის ზ------ გ---------სა და დაზარალებულ გ------- ფ-----ს მონაწილეობით ამოღებული იქნა: სამი ჩაქუჩი, ერთი ცალი ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო და 20 ცალი ხრახნილი, რაც დაილუქა ორ პაკეტად, რასაც დაესვა შესაბამისი თარიღი, გაკეთდა წარწერა და ხელმოწერები.
(ტ. 1, ს.ფ. 25)
საქმეში არსებული, ნიმუშის აღების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ზუგდიდის რა-იონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინების საფუძველზე, ქუთაისის საპყრობილეში ბრალდებულ გ---- კ--------–--საგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რის შესახებაც შედგენილია ოქმი, რასაც ხელს აწერს გ---- კ--------–--, ექსპერტი ო-–--- სვანიძე და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - გ----- გ----ი.
(ტ. 1, ს.ფ. 166-173)
მოწმეებმა გ----- გ----მა და ო-–--- სვანიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურეს აღნიშნული ფაქტები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 20 ივნისის №--------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
– პაკეტში წარწერით „...ბეტონის დასატკეპნი მოწყობილობა პერფერატორი...“ მოთავსე-ბული მეტალის კონსტრუქციის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. №1) გენეტი-კური პროფილი და გ---- კ--------–--ს (ობ. №27; პაკეტი, წარწერით: „...გ---- კ--------–--საგან აღებული ნერწყვის ნიმუში..“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
– პაკეტში წარწერით: „... 3 (სამი) ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი და ერთი ცალი ლუსმის ამოსაღები მეტალის ხელსაწყო...’’, მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ. №3) და ორ ცალ ჩაქუჩზე (ობ. №5,6) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ---- კ--------–--ს (ობ. №27) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსე-ბულ ბრტყელ ჩაქუჩზე არსებული ბიომასალის (ობ. №4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და გ---- კ--------–--ს (ობ. №27) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
– პაკეტში წარწერით: „...ოცი ცალი ხრახნილი...“ მოთავსებულ: მეტალის სიგრძივი ფირმის ერთ-ერთ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. №15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილისაგან.
ამავე პაკეტში მოთავსებულ მეტალის სიგრძივი ფორმის ორ ცალ საგანზე (ობ. № 13, 22) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №13-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. №15-ის პროფილი იდენტურია. ობ. №13-ის პროფილში გ---- კ--------–--ს (ობ. №27) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ობ. №22-ის პროფილის ერთი წილი და გ---- კ--------–--ს (ობ. №27) გენეტიკური პროფილი იდენტურია (იხ. მეორე ტომი).
ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის და მისი შინაარსის სისწორე და აღნიშნა, რომ საკვლევი ობიექტი მისთვის წარდგენილი იქნა ხუთ პაკეტად. პაკეტს ისეთი სახის დაზიანება, რაც გამორიცხავდა ექსპერტიზის ჩ-ატარებას, არ აღენიშნებოდათ. ექსპერტმა განმარტა, რომ გენეტიკური პროფილი ნივთ-ზე რჩება კონტაქტის შედეგად. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სიტყვებს: ,,ობ. №13-ის პროფილში გ---- კ--------–--ს (ობ. №27) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის“, ექსპერტის შ------- კ--–-----ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ცალსახად და კატეგორიულად არ ნიშნავს №13 ობიექტზე არსებული გენეტიკური პროფილის და გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილის იდენტურობის დადგენას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული მტკიცეულებების ერთობლივი ანალიზის სა-ფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო სა-ჩივრის მოტივაციას გ---- კ--------–--ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარე მხოლოდ დაზარებული გ------- ფ-----ს ჩვენებას დაეყრდნო, როდესაც გ---- კ--------–--ს წარუდგინა ბრალდება 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რადგან გ---- კ--------–--ს ბრალი დაედო მეორადი ნივთების – ერთი ცალი პერფე-რატორის, სამი ცალი ჩაქუჩის, ერთი ცალი ლურმნის ამოსაღები მეტალის ხელსაწყოს და 20 ცალი ხრახნილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი დგინდება, რომ ამ ნივთებიდან გ---- კ--------–--ს მხრიდან უშუალო კონტაქტი გამოვლინდა მხოლოდ ერთ ცალ ხრახნილთან, პრეფერატორთან, ორ ცალ ჩაქუჩთან, ლურსმნის ამოსაღებ მეტალის ხელსაწყოსთან და ბრტყელ ჩაქუჩთან.
ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი ო---- ხ----–--–---ს მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით და მართა-ლია პოლიციელებს ადგილზე დახვდათ ორი პიროვნება, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთმა გ---- კ--------–--მ განაცხადა, რომ იპარავდა ნივთებს. აღნიშნული კი არ არის საკმა-რისი გ---- კ--------–--სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწიენებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდების წარსადგენად.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტი-ვაციას გ---- კ--------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე რადგან:
პოლიციის თანამშრომლების - კ--- კ--------სა და ა-–---------- გ-----ს ჩვენებებით დასტურდება, რომ როდესაც ს-------ს ქ-------- ნომერში მდებარე ორსართულიანი შე-ნობის მე-2 სართულზე ავიდნენ, დაინახეს, რომ გ---- კ--------–--ს ხელში ეჭირა პერ-ფერატორი.
2018 წლის 28 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ პირადი ჩხრეკისას გ---- კ--------–--ს მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა პერფერატორი.
დაზარალებულ გ------- ფ-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ობიქტზე იყო 2 პერ-ფერატორი. ერთი ნახა ადგილზე მისულმა. მეორე კი აღარ იყო. შემდგეგ უთხრეს, რომ მეორე პერფერატორი იყო პოლიციაში.
გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პერფერატორის სახელურზე, სამ ცალ ჩაქუჩზე, ლურსმნის ამოსაღებ საგანზე და ერთ ცალ ხრახნილზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილი იდენტურია.
სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს ბრალდების მხა-რის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობაში და გა-იზიაროს დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომ-ლებმა თვითონ აიყვანეს გ---- კ--------–-- მშენებარე ობიექტის მეორე სართულზე და რომ ამ უკანასკნელს თვალითაც არ უნახავს იქ პერფერატორი, რომლის ქურდობის მცდელობასაც ედავებიან. ხოლო რაც შეეხება გ---- კ--------–--ს დნმ-ის აღმოჩენას ნივ-თებზე, მიაჩნია, რომ მისი დატანა სპეციალურად მოხდა მას შემდეგ, რაც გ---- კ--------–--ს აუღეს ნერწყვის ნიმუში. დაცვის მხარეს თავისი პოზიციის დამადასტუ-რებელი რაიმე სახის მტკიცებულება არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია.
ზემაოღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ---- კ--------–--ს ქმედებისათვის მიცემუ-ლი აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელი დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვა-ლისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი გ---- კ--------–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ---- კ--------–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ---- კ--------–--ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ---- კ--------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 19-177-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშ-ნული სასჯელიდან 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- კ--------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით ვადით;
გ---- კ--------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2018 წლის 28 მარტიდან.
გ---- კ--------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთვის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები – ერთი ცალი პერფერატორი, სამი ცალი ჩაქუჩი, ერთი ცალი ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყო და 20 ცალი ხრახნილი, დაუბრუნდეს მესაკუთ-რეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – გ---- კ--------–--ს ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – DVD-R დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ამა-ვე საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili